четверг, 4 июля 2013 г.

სამეცნიერო ჟურნალი ლოგოსი



წარმოდგენილი სტატიების ავტორთა მოსაზრებები შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედკოლეგიის პოზიციას.

წინათქმა
თბილისში ქრისტიანული კვლევის საერთაშორისო ცენტრის დაფუძნების
იდეა ეკუთვნით უცხოელ მეცნიერებს, რომლებიც 2000 წელს
მონაწილეობდნენ I საერთაშორისო სიმპოზიუმში: „ქრისტიანობა: წარსული,
აწმყო, მომავალი“. ეს იდეა მოიწონა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-
პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ, დალოცა და თვითონვე
დააფუძნა ფონდი: `საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან არსებული
ქრისტიანული კვლევის საერთაშორისო ცენტრი“.

უკვე თითქმის ათი წელია სამეცნიერო ცეტრი იღწვის ათეიზმის ბატონობის
პერიოდში ეკლესიასა და მეცნიერებას შორის ხელოვნურად ჩატეხილი
ხიდის აღსადგენად, აკავშირებს რწმენასა და ცოდნას. ამ ხნის
განმავლობაში ცენტრის მიერ ორგანიზებულია რამდენიმე საერთაშორისო
სიმპოზიუმი, კონფერენცია, სემინარი. მთელ რიგ მონასტრებთან და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან შექმნილია საგანმანათლებლო კურსები
ეკლესიის ისტორიის, ლიტერატურათმცოდნეობის,
ღვთისმეტყველების, ხელოვნებათმცოდნეობის აქტუალურ საკითხებზე. საქართველოსა თუ მახლობელ აღმოსავლეთში მოეწყო რამდენიმე, მეტად მნიშვნელოვანი სამეცნიერო ექსპედიცია ანდრია პირველწოდებულის
მისიონერული მოღვაწეობის ნაკვალევზე, მომზადდა და დაიბეჭდა საქართველოს ეკლესიის ისტორიისადმი მიძღვნილი არა ე რთი მ ნიშვნელოვანი გამოკვლევა.

2011 წლის 10-11 მაისს თბილისში ჩატარდა IV საერთაშორისო სიმპოზიუმი:
`ქართველი ათონელები და ქრისტიანული ცივილიზაცია“. სიმპოზიუმი მიეძღვნა
წმინდა გიორგი მთაწმინდელის დაბადებიდან 1000 წლისთავს. ამ
დიდ ქართველ მოაზროვნეს, ფილოსოფოსს, მთარგმნელსა და სამონასტრო
ცხოვრების ორგანიზატორს აქვს უდიდესი დამსახურება სახელმწიფოებრივი
ცნობიერების განმტკიცების, ქართული კულტურის და საერთოდ, ქრისტიანული
ცივილიზაციის განვითარების საქმეში.
სიმპოზიუმში მონაწილეობდნენ მეცნიერები: ამერიკიდან, გერმანიიდან,
იტალიიდან, ლიტვიდან, პოლონეთიდან, რუსეთიდან და საქართველოდან.
სიმპოზიუმს დაესწრო და მისასალმებელი სიტყვა წარმოსთქვა უწმიდესმა
და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-
თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, ილია II-მ.

სიმპოზიუმს მიესალმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ბ-ნი
დავით ბაქრაძე. სიმპოზიუმზე დამუშავდა ღვთისმეტყველების, საქართველოს ეკლესიის ისტორიის, ფილოლოგიის მეცნიერების, ხელოვნებათმცოდნეობის აქტუალური პრობლემები, რომლებიც წარმოაჩენენ ქართველი ათონელი
მამების გამორჩეულ ღვაწლს მართლმადიდებლური ცივილიზაციის
განვითარებისა დ ა გ ანმტკიცების ს აქმეში. ყ ურადღება მიიპყრო მოხსენებებმა
წმინდა გიორგი ათონელის ბიოგრაფიის უცნობი თუ ნაკლებად
ცნობილი ეპიზოდების, მისი მიერ თარგმნილი ლიტურგიკული ძეგლების
საღვთისმეტყველო მნიშვნელობის შესახებ. გამორჩეული იყო მოსაზრება
კავკასიისა და მეორე ბიზანტიური თანამეგობრობის შექმნის ისტორიული
კანონზომიერებებისა და მისი ფორმირების თავისებურებებზე. სიმპოზიუმზე
განისაზღვრა ქართველი ათონელი ბერების როლი და მნიშვნელობა ქართულ
პოლიტიკაში. შეფასდა ათონისა და კონსტანტინოპოლის სამწიგნობრო
კერების მოღვაწეთა როლი ქართული მოხატული ხელნაწერების შექმის
საქმეში და ა.შ. სიმპოზიუმმა სამეცნიერო წრეების დიდი ინტერესი გამოიწვია. ჟურნალ `ლოგოსის“ რედკოლეგია ითვალისწინებს რა მკითხველი საზოგადოების
ინტერესს, სრულად გთავაზობთ სამეცნიერო სიმპოზიუმზე გამომსვლელთა
სიტყვებსა და მ ოხსენებებს. სარედაქციო კოლეგია


ჟურნალის გადმოწერა

წყარო
Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий