უძველესი დროის რომაული თასი (იხ. ქვემოთ), რომელიც სხვადასხვა განათების პირობებში, ფერს იცვლის, ახალი ნანოპლაზმონური ბიოსენსორის შექმნის ინსპირირებას წარმოადგენს. უმცირესი სენსორი ფერს იცვლის, როდესაც სამიზნე მოლეკულები მიებმებიან მას, იმ ნივთიერებების ოპტიკური თვისებების წყალობით, რომლისგანაც დამზადებულია იგი.
მკვლევერებმა გამოიკვლიეს მილიარდი უმცირესი ზომის თასი, (თითოეული მათგანი რომაული თასის ორიგინალის მემილიონედი ზომისაა) იმისათვის, რომ შეექმნათ მოწყობილობა, რომელმაც როგორც ამბობენ, შესაძლოა, შესთავაზოს მათ დნმ-ის, პროტეინებისა და სხვა ქიმიური ნივთიერებების შესასწავლად ამჟამად გამოყენებადი ბიოტექნოლოგიების დაბალფასიანი ალტერნატივა.
„საჭიროა, მხოლოდ ჩვენი მოწყობილობის მეშვეობით სინათლის სხივი მივანათოთ მას, მეორე მხრიდან კი შეგვიძლია ნებისმიერი კამერის - ციფრული, ან მობილური ტელეფონის კამერის გამოყენება, ან სურათის გადაღება,“ - განაცხადა ილინოისის უნივერსიტეტის ბიოინჟინერმა, ლოგან ლიუმ.
ვრცლად (ინგლისურად):
Комментариев нет:
Отправить комментарий