понедельник, 29 июля 2013 г.

ასტრონომები ფიქრობენ, რომ პლანეტის შექმნას დაესწრნენ


ასტრონომების საერთაშორისო გუნდი პირველად დააკვირდა პირდაპირ  პლანეტის შესაძლო ფორმირებას, რომელიც აირის სქელი ფენითა და მტვრით მოხდა.
1841036_3_877a_cette-image-realisee-par-le-telescope-spatial_2c1cd3945a692472e42e6cd147c13564
ასტრონომთა გუნდი აზუსტებს, რომ მტვრის აირის დისკი გარს ეხვეოდა ახალგაზრდა ვარსკვლავ HD100546-ს, რომელიც ირმის ნახტომის გალაქტიკაში დედამიწიდან 335 სინათლის წლითაა დაშორებული. ის შეიძლება იყოს „იუპიტერის მსგავსი აირადი გიგანტი“, ხაზს უსვამს სამხრეთ ევროპული ობსერვატორია (ESO)  თავის განაცხადში.
აქამდე პლანეტის ფორმაციის შესწავლა, უმეტეს შემთხვევაში, მხოლოდ კომპიუტერული მოდელირებებით ხდებოდა, განმარტავს ასტრონომი საშა კარცი ციურიხის ETH უნივერსიტეტიდან„თუ ჩვენი აღმოჩენა ნამდვილად პლანეტის ფორმირებაა, მაშინ მეცნიერები შეძლებენ, პირველად შეისწავლონ პლანეტის ფორმირების პროცესი და მისი ინტერაქცია მის ბუნებრივ გარემოსთან ემპირიული ფორმით ფენომენის დასაწყისშივე“, ამატებს შვეიცარიელი ასტრონომი.
ვრცელი ტექსტი ფრანგულ ენაზე:
Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий