среда, 24 июля 2013 г.

პაკისტანში ქალი მობილური ტელეფონის ფლობისთვის ჩაქოლეს



ორი შვილის დედა, პაკისტანელი არიფა პანჩაიატის (ტომის სასამართლო) კანონების თანახმად მობილური ტელეფონის შენახვის გამო ქვებით  სასიკდილოდ ჩაქოლეს. ინფორმაციას აზიური არასამთავრობო ორგანიზაცია "აზიური ადამიანის უფლებების კომისია" ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ქალი პაკისტანში, პუნჯაბის პროვინციაში სიკვდილით რამდენიმე დღის წინ დასაჯეს. არიფა მისმა ბიძამ და ნათესავებმა სასიკვდილოდ მობილური ტელეფონის აღმოჩენის შემდეგ გაიმეტეს. მედიის ინფორმაციით, ბიძა, ბიძაშვილები და სხვა ნათესავები ქალს ქვებსა და აგურებს მანამდე ესროდნენ, სანამ არ გარდაიცვალა. მომხდარის შესახებ შეტყობინება პოლიციამ  რეგისტრაციაში გაატარა, თუმცა არავინ დაუკავებიათ.  

გარდაცვლილი მისი სოფლიდან მოშორებით, უდაბნოში დაკრძალეს. არავის, მათ შორის შვილებას, დაკრძალვის ცერემონიაში მონაწილეობის უფლება არ დართეს. 

პაკისტანში პანჩაიატი უკანონო სასამართლო სისტემაა, რომელსაც ადგილობრივი ფეოდალები და ტომის ლიდერები ხელმძღვანელობენ. ის დამახასიათებელია პაკისტანის პუნჯაბის პროვინციის სოფლებისთვისაც, სადაც საუკუნოვანი ტომობრივი ტრადიციებია ფესვგადგმული.

წყარო:
PAKISTAN: A young woman stoned to death for having a cell phone after ruling by a Panchayat
Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий