ბლეზ პასკალის მიერ დაწერილი თეორემა მოწმობს, თუ როგორ შემოიტანა ამ მოაზროვნემ მათემატიკურ დამწერლობაში სიმბოლოზმი.
დომინიკ დეკოტი (Dominique Descotes) დღეს კლერმონ-ფერანის (Clermont-Ferrand) უნივერსიტეტის ლიტერატურის მასწავლებელია. იგი სწავლობდა ჯერ ENS-ში ( École normale supérieure ), ხოლო შემდეგ სორბონაში. XVII საუკუნის სპეციალისტი ხელმძღვანელობს ბლეზ-პასკალის საერთაშორისო ცენტრს, რომელიც რეფორმების, ჰუმანიზმისა და კლასიკური ეპოქის შემსწავლელი ცენტრის ბაზაზე მდებარეობს.
როგორ აღმოაჩინეთ პასკალის გამოუქვეყნებელი ხელნაწერი?
დომინიკ დეკოტი: ბლეზ-პასკალის საერთაშორისო ცენტრი ახდენდა ”აზრების” (Pensées) კლიშეების ხელნაწერების სკანირებას და მეც სწორედ მათ შორის აღმოვაჩინე იგი. ”აზრების” ამ ხელნაწერის უკანა გვერდზე მე დავინახე მათემატიკური ტაქსტი,რომელიც ნაწილობრივ ამოშლილი იყო. ეს მათემატიკური გვერდი ყოველთვის ყველას თვალწინ იყო წლების განმავლობაში საფრანგეთის ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდში, მაგრამ მისთვის ყურაღება არავის მიუქცევია. მკვლევარები ”აზრების” გამოცემებს ხან რელიგიური ტექსტების ფორმატში აქცევდნენ, ხან - ლიტერატურული კვლევის. მოკლედ, არასოდეს გაუმახვილებიათ ყურადღება ამ ნაწერზე. უნდა ითქვას, რომ ეს გვერდი ძალიან გაფუჭებული იყო: დიდი ნაწილი წაშლილი იყო, ნაწილი კი - მოჭრილი. თავის მხრივ, მათემატიკის ისტორიკოსები დაინტერესდნენ ნაწარმოებებში გამოქვეყნებული ისეთი ტექსტებით, როგორიცაა ”არითმეტიკული სამკუთხედის ტრაქტატი” (Traité du triangle arithmétique), რომელიც 1654 წელს გამოქვეყნდა, და არასოდეს უფიქრიათ, გამოეკვლიათ რელიგიური ტექსტის ცნობილ ხელნაწერზე დართული ფურცელი. და თუ ეს ნაწერი ასე გვიან იქნა აღმოჩენილი, ეს დისციპლინების დაყოფის ბრალია.
ვრცელი ტექსტი ფრანგულად:Un manuscrit mathématique de la main de Pascal
Комментариев нет:
Отправить комментарий