შესაძლებელია თუ არა წერა კითხვის გარეშე: ამერიკელმა სოციოლოგმა ენდრიუ ებოტმა გამოიკვლია, თუ როგორ არ უთმობს თანამედროვე საზოგადოება სათანადო ყურადღებას ცოდნის შეძენას და რატომ ვითარდება ამ გზით ვითარდება იდიოტობა.
28 ოქტომბერი 2010. სოციოლოგმა ჩიკაგოდან ენდრიუ ებოტმა 20 წლის წინ გამოაქვეყნა კვლევა პროფესიების სისტემის შესახებ (The Systems of Professions“, Chicago University Press 1988).
მან ჩამოაყალიბა უცოდინრობის სამი ფორმა, ესენია: 1. მკვლევარის მიერ ფაქტების არცოდნა, რასაც საბოოლოდ ტიპიური უცოდინრობისკენ მივყავართ; 2. სამეცნირო სტატიებში მოხსენიებულ ციტირებათა ზედმეტად მოჭარბებულობა და მათი არაზუსტი გამოყენება; 3. მრავალი მეცნიერის მიერ საკუთარი დარგის კვლევა მონათესავე პროფესიების გათვალისწინების გარეშე.
ებოტი ცალ-ცალკე განიხილავს თიოთოეულ ფაქტორს და შემდეგ მაგალითებიც მოჰყავს. კერძოდ ინტერნეტცნობარის, ვიკიპედია ერთ-ერთ სტატიაში „პროფესიები“, განმარტებები მოყვანილია, მხოლოდ ერთი, ისევ მისი წიგნიდან. ამდენად ტექსტი საბოლოოდ გაუგებარია და არ არის არგუმენტირებული სხვადასხვა ლიტერატურით.
2008 წელს მის მიერ გამოცემულ წიგნის შესახებ დაწერილ 100-მდე სტატაში მოყვანილია ციტირებები. ებოტის აზრით კი აქედან მხოლოდ ¼ იყო საჭირო, ხოლო დანარჩენი ზედმეტად შეიძლება ჩაითვალოს. ავტორი იქვე მიუთითებს, რომ ციტირება არ არის ტექსტის გამალამაზებელი ატრიბუტი. ის არის მსმენელისათვის ცოდნის შეძენის ფაქტორი და ამდენად მნიშვნელოვანია რომ იგი სწორად იყოს მითითებული.
როდის არის საჭირო ადვოკატი ადმინისტრატორის ნაცვლად, ან როდის არის საჭირო ფსიქიატრი პასტორის ნაცვლად? თვისებების ზუსტი ჩამონათვალი, რომელიც განსაზღვრავს პროფესიის ფარგლებს არ არსებობს, მაგრამ არსებობს კონკურენცია პროფესიებს შორის. ჩვენ ვუახლოვდებით უცოდინობის გარკვეულ ფორმას – გაუნათლებლობას, როდესაც ყურადღებას არ ვაქცევთ ახლო მდგომ სფეროს.
მაგ. საუნივერსიტეტო სწავლება ხშირად ჩივის იმაზე, რომ სტუდენტებმა არ იციან ვინ არის ბისმარკი, ან რა არის მიზეზობრიობა. ვიკიპედიაში ამას მოიძიებენ, მაგრამ მათ არ აქვთ სათანადო ცოდნა მისი გამოყენებისთვის. საუნივერსიტსტო განათლება პირველ რიგში უნდა ორიენტირებული იყოს არა მხოლოდ მეცნიერებაზე, არამედ კითხვის კულტურაზე, აზროვნებაზე და არგუმენტაციაზე. „ჩვენ ვიწყებთ პირველ რიგში ფიქრს“ – ასე მთავრდება ებოტის ნაშრომი.
ვრცლად ტექსტი ( გერმანულ ენაზე): Frankfurter Allgemeine FAZ. NET
Комментариев нет:
Отправить комментарий