суббота, 20 июля 2013 г.

თვისებები რომლითაც გამოირჩევიან კულტურული ადამიანები




ლეგენდარული რუსი დრამატურგი ანტონ ჩეხოვი, საკუთარი ძმისადმი მიწერილ წერილში, განმარტავს 8 პირობას, რომელიც კულტურულმა ადამიანმა უნდა დააკმაყოფილოს და რომლითაც გამოირჩევიან კულტურული ადამიანები.

მოსკოვი,1986 წელი
ძვირფასო ნიკოლაი,ხშირად გითქვამს,რომ ადამიანები ვერ გიგებენ,არც გოეთეს და არც ნიუტონს არ უთქვამთ მსგავსი რამ, მხოლოდ ქრისტე ამბობდა,მაგრამ ის საკუთარ მრწამსზე საუბრობდა და არა თავის თავზე.
ადამიანებს ძალიან კარგად ესმით შენი და თუ შენ თვითონ ვერ გაგიგია საკუთარი თავის, ეს მათი ბრალი არაა.
მერწმუნე, როგორც ძმას, მე მესმის შენი და მთელი გულით ვგრძნობ შენს არსებას. ჩემი საკუთარი ხუთი თითივით ვიცი შენი კარგი თვისებების შესახებ, ვაფასებ და დიდ პატივს ვცემ მათ.
ვფიქრობ სუფთა,დიდსულოვანი და არაეგოისტი ადამიანი ხარ. მზად ხარ შენი სიკეთე ყველას გაუზიარო. შენს გულში ბოროტება და შური არა რსებობს. უბრალო გულის ადამიანი ხარ, სანდო- ყოველგვარი ღვარძლისა და სიბოროტის გარეშე და სხვის ბოროტებასაც არასოდეს იმახსოვრებ.

შენ როგორც სხვა ადამანები  ღვთისგან უნიკალური  ნიჭით ხარ დაჯილდოვებული.ეს მილიონში ერთს თუ ეძლევა და იგი გამოარჩევს სხვა ადამიანებისგან.

და მიუხედავად ყველაფრისა, ერთი ნაკლი გაქვს, რაც განაპირობებს იმას,რომ საკუთარი ადგილი ვერ გიპოვნია და შესაბამისად შენი უბედურებისა და წუხილის მთავარი მიზეზი ესაა.

დღეს მინდა გითხრა,რომ ეს ნაკლი კულტურის ნაკლებობაა.

გთხოვ მაპატიე, ცხოვრებას საკუთარი პირობები აქვს და თუ ქსურს განათლებულ ადამიანებს შორის კომფორტულად გრძნობდე თავს და ბედნიერი იყო, აუცილებლად უნდა ფლობდე კულტურის ხელოვნებას გარკვეულ დონემდე მაინც.

ჩემი აზრით არსებობს პირობები,რომლებიც კულტურულმა ადამიანებმა უნდა დააკმაყოფილონ:

1)  ისინი აფასებენ პიროვნულ თვისებებს და ამიტომაც ყოველთვის კეთილნი,თავაზიანნი და ზრდილნი არიან. ისინი  მუდამ მზად არიან ხელი გაუწოდონ სხვას. თუ  ვინმესთან ერთად ცხოვრობენ, ამას წყალობად არ თვლიან და როდესაც ტოვებენ ვინმეს, არასდროს ამბობენ "შენთან ერთად ვერავინ ვერ იცხოვრებს"

2)  ისინი მარტო უპოვართა მიმართ კი არა რიან სიბრალულით  გამსჭვალული, არამედ გულის სტკივათ იმის გამო, რასაც თვალი ვერ ხედავს.. ღამეებს ათევენ, რათა დაეხმარონ  მათ ვისაც დახმარება ჭირდება. გადაიხადონ შვილების  და ძმების სწავლის საფასური და უყიდონ ტანსაცმელი საკუთარ დედას.

3)  ისინი პატივს სცემენ სხვის საკუთრებას და ყოველთვის უკან აბრუნებენ ვალს.

4)  ისინი ყოველთვის გულრწფელები არიან და სძაგთ სიცრუე, უბრალო საგნებშიც კი არ იტყუებიან. მათ ესმით,რომ ტყუილი შეურაცხყოფაა მათი მსმენელისთვის. ისინი არ თამაშობენ და გარეთაც ისე იქცევიან როგორც სახლში. ისინი ყველაზე თავმდაბალი მეგობრის წინაშეც კი არ ცდილობენ თავის წარმოჩენას  და ხშირად მხოლოდ ადამიანთა პატივისცემის გამო,ჩუმად არიან და საუბრობენ მაშინ როცა საჭიროა.

5)  ისინი თანაუგრძნობენ და არ ცდილობენ სხვა ადამიანების ცხოვრებით თამაშს.

6) ისინი მედიდურობას არ მისდევენ, მათ არ ადარდებთ ისეთი ყალბი მარგალიტი, როგორიც საზოგადოებაში თავის წარმოჩენაა. ისინი "შოუს მაყურებელთა" ქების ნისლში არ ეხვევიან და თუ არაფერი ღირებული არ გაუკეთებიათ, თავიც არ მოაქვთ ვითომ დიდი რამ გააკეთეს და არ ცდილობენ დაიკვეხონ ის, რაც არ გაუკეთებიათ.
კულტურული ადამიანი მუდამ იმას ცდილობს თავი აარიდოს ბრბოს და რამდენადაც შესაძლებელია საკუთარი თავის  რეკლამირებაზე უარს ამბობს. თვით კრილოვიც კი ამას ამბობდა "დოქი რაც უფრო ცარიელია მით უფრო ხმაურობს"

7)  თუ ნიჭი გააჩნიათ აფასებენ და პატივს ცემენ ამას.ისინი ღვინოს, გარყვნილებასა და ქალებს  არ ანაცვლებენ საკუთარ ტალანტს. ისინი ამაყობენ საკუთარი ნიჭით, თუმცა ამავდროულად საკუთარი თავის მიმართ მომთხოვნიც არიან.

8)  ცდილობენ მშვენიერი გრძნობებით აავსონ ცხოვრება. მათ არ შეუძლიათ ტანსაცმლიანად დაწვნენ საწოლში ანდაც ზეთის საკვამურზე მოამზადონ საკუთარი სადილი.  ცდილობენ თავი შეიკავონ საკუთარი სექსუალური ინსტიქტების უხეშად გამოვლინებისაგან და რაც ქალში სურთ მხოლოდ სექსი არაა. ისინი დღედაღამ არაყში არ ბანაობენ და ჭურჭელს არ ამსხვრევენ. ღორები არ არიან და მათ ეს იციან. მხოლოდ მაშინ სვამენ,როცა თავისუფალნი არიან. მათ სურთ შეინარჩუნონ ჯანმრთელი სხეული და გონება.

აი ასეთები არიან კულტურული ადამიანები და იმისათვის,რომ კულტურული გახდე, საკმარისი არაა "პიკვიკის კლუბის ჩანაწერები" იკითხო ანდა ფაუსტის რომელიმე მონოლოგი დაიზუთხო.
ამისათვის საჭიროა მუდმივი შრომა,დღედაღამ კითხვა,სწავლა, განვითარება და სურვილი.. ამაში დახარჯული ყოველი წამი ძვირფასია. დაბრუნდი ჩვენთან, დაამსხვრიე არყის ბოთლი, დაჯექი და იკითხე, თუნდაც ტურგენევი, ვიცი რომ არ გაქვს წაკითხული.
უნდა დაამარცხო საკუთარი უძლურება, ბავშვი აღარ ხარ.. დარწმუნებული ვარ მალე მოგინდება ამის გაკეთება! მე ველი ამ წამს,ჩვენ ყველანი ველით...

თარგმანი: თემო ბერიშვილი









Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий