вторник, 23 июля 2013 г.

ორგანოთა ქსოვილების ინჟინერია: როგორ უნდა შეიქმნას გული


სურათზე: ადამიანის დეცელულარიზებული გული განახლების მოლოდინშია წინამორბედი უჯრედების შეყვანის მეშვეობით.

რადგან ათასობით ადამიანი საჭიროებს გულის გადანერგვას, მეცნიერები ცდილობენ ახალი ორგანოების შექმნას.
დორის ტეილორი შეურცხყოფად არ მიიჩნევს, როდესაც ადამიანები მას დოქტორ ფრანკენშტეინს უწოდებენ. „საერთოდ, ეს ერთ-ერთი უდიდესი კომპლიმენტია, რომელიც მიმიღია," - აცხადებს იგი იმის დასტურად, რომ სამეცნიერო კვლევა შესაძლებლობების საზღვრებს სცდება. თუ გავითვალისწინებთ მისი სამუშაოს ბუნებას - ჰიუსტონში, ტეხასის გულის კვლევის ინსტიტუტის რეგენერაციული მედიცინის დოქტორმა - ტეილორმა უნდა აღიაროს, რომ ეს სათანადო შედარებაა. იგი რეგულარულად ქმნის ისეთ ორგანოებს, როგორებიცაა - გული, ფილტვები. ახალგარდაცვლილის ორგანოების უჯრედებს ხელახლა აღადგენს, რათა სიცოცხლისუნარიანობა დაუბრუნოს იმ იმედით, რომ ისინი კვლავ შეძლებენ, ისევ ძგერდნენ, ან სუნთქავდნენ ცოცხალ ორგანიზმში.
ტეილორი არის იმ მკვლევართა ავანგარდში, რომლებიც ზრუნავენ, რათა შემნან მთლიანად ახალი ორგანო, ან შესაძლებელი გახადონ გადანერგვა რეციპიენტის იმუნური სისტემის მიერ შუთავსებლობის რისკის გარეშე.
tissue-engineering-how-build-heart_3
ვრცლად: SCIENTIFIC AMERICAN
Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий