четверг, 18 июля 2013 г.

რობოტი, რომელიც კატასავით დარბის (ვიდეო)




ეს არის პატარა ლეოპარდი – მართვადი ოთხფეხა რობოტი.
მიუხედავად იმისა, რომ მას თავი არ აქვს, მაინც შესაძლებელია გარჩევა იმისა, თუ რომელი ცხოველია: ეს რობოტი, ერთმნიშვნელოვნად, კატის მსგავსად შეიქმნა. EPFL-ის (ლოზანის პოლიტექნოლოგიური ფედერალური სასწავლებელი, შვეიცარია) ბიორობოტების ლაბორატორიაში შექმნილი "ლეოპარდის ბოკვერი" - მცირე ზომის ოთხფეხა პროტოტიპი რობოტი აღწერილია რობოტების კვლევის საერთაშორისო ჟურნალში გამოქვეყნებულ სტატიაში.
დასაწყისისათვის, აღნიშნული რობოტის შექმნის მიზანია კვლევის წახალისება და ხელშეწყობა ბიომექანიკის დარგში. მის განსაკუთრებულობას წარმოადგენს ფეხების დიზაინი, რაც მის ზედმიწევნით სისწრაფეს და სტაბილურობას განაპირობებს. ამ კონცეფციის მიხედვით შექმნილი რობოტების გამოყენება შესაძლებელია სამძებრო, სამაშველო მისიებში, ან გამოკვლევებში.
აღნიშნული რობოტი ყველაზე სწრაფია მისი კატეგორიის - ნორმალური სიჩქარის მქონე, 30 კგ-ზე ნაკლები წონის ოთხფეხა რობოტებთან შედარებით.  ტესტირების დროს მან გამოავლინა შესაძლებლობა, ერბინა საკუთარ წონასთან შეფარდებით წამში შვიდჯერ უფრო სწრაფად. მიუხედავად იმისა, რომ ნამდვილი კატის მსგავსად მოქნილი არაა, მას მაინც გააჩნია ავტო-სტაბილიზაციის თვისებები სრული სისწრაფით სირბილის დროს, ან სხვადასხვა ხელისშემშლელი დაბრკოლების გადალახვისას.
ვრცლად: SPACE DAILY



Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий