четверг, 27 июня 2013 г.

ფერთა სიბრმავე


ფერთა სიბრმავე ან ფერთა ხედვის დეფიციტი არის უუნარობა ან შეზღუდული უნარი ფერთა ხედვის, ფერთა შორის განსხვავების აღქმისა, ნორმალური განათების პირობებში. ფერთა სიბრმავე სქესთან დაკავშირებული ანომალიაა. გენები, რომლებიც ფოტოპიგმენტებს შეიცავს X ქრომოსომით გადადის, მათი დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში გამომჟღავნდება სწორედ ფ.ს. გაცილებით მეტი ალბათობით მამაკაცებში, ვიდრე ქალებში, რადგან მათ მხოლოდ 1 X ქრომოსომა აქვთ, ქალებს კი 2.
ინგლისელმა ქიმიკოსმა ჯონ დალტონმა 1798 წელს ამის შესახებ 1-ლი სამეცნიერო ნაშრომი გამოსცა სახელწოდებით „უჩვეულო ფაქტები ფერთა ხედვის შესახებ“, მას შემდეგ რაც საკუთარი ფერთა სიბრმავე გააცნობიერა. ამის შემდეგ აღწერილ ანომალურ მოვლენას დალტონიზმი ეწოდა.
ბადურაზე გვხვდება 3 ფერის რეცეპტორულ-კონუსური უჯრედები: წითელი, მწვანე და ლურჯი. მათი დეფექტების მიხედვით გამოყოფენ სამგვარ ფერთა სიბრმავეს: მონოქრომია, დიქრომია და ტრიქრომია.
მონოქრომია ცნობილია, როგორც ტოტალური ფერთა სიბრმავე, ამ დროს ადამიანს საერთოდ არ შეუძლია ფერთა გარჩევა, თითქოს შვ-თეთრ ფილმს უყურებდეს. მონოქრომიის დროს დაკარგულია 3-დან 2 ან ყველა პიგმენტი და სამყარო მხოლოდ ფერის ერთ გაზნომილებაში აღიქმება.
დიქრომიის დროს სამი პიგმენტიდან არ არსებობს ან არ ფუნქციონირებს ერთ-ერთი და სამყარო ფერის 2 განზომილებაში აღიქმება. გამოიყოფა სამი ტიპის დიქრომია: პროტანოპია, დეუტერანოპია და ტრიტანოპია.
პროტანოპიის დროს ბადურაზე არაა მოცემული წითელი ფოტორეცეპტორები (სურათი). პროტანოპები არიან ნაკლებ მგრძნობიარენი წითელი ფერისადმი, რომელიც ძალზედ მუქად აღიქმება და ხშირად განურჩეველია შავი ფერსიგან და ნაცრისფერისგან. ისინი იისფერ და მეწამულ ფერებს ვერ არჩევენ ლურჯისგან.
დეუტერანოპიის დროს ბადურაზე არაა მოცემული მწვანე ფოტორეცეპტორები. სწორედ დეუტერანოპია ჰქონდა ჯონ დალტონს, ამიტომ დღეს უფრო ამას მოიხსენიებენ დალტონიზმად, ვიდრე მთელ ფერთა სიბრმავეს. დეუტერანოპიითა და პროტანოპიით მამაკაცთა 1%-ია „დასაჩუქრებული“.
ტრიტანოპიის დროს ბადურაზე არაა მოცემული ლურჯი ფოტორეცეპტორები. ტრიტანოპებს უჭირთ იისფერი, ლურჯი ფერების შავისგან გარჩევა, ყვითელი ვერ განირჩევა თეთრისგან, მეწამული ფერები აღიქმება, როგორც წითლის ტონები. ტრიტანოპია არაა სქესთან დაკავშირებილი და როგორც მამაკაცთა, ისე ქალთა 1%-ს სჭირს.
ტრიქრომიის დროს აღქმა ხდება სამივე ფერის განზომილებაში, მაგრამ შემცირებულია ერთ-ერთი ან უფრო მეტი ფოტორეცეპტორის სპექტრული სენსიტიურობა.
ფერთა სიბრმავე შეიძლება იყოს როგორც გენეტიკური, ისე შეძენილი – ტვინის ან ბადურის დაზიანებით, დიაბეტით, A ვიტამინის ნაკლებობით და ა.შ.
ავტორი: თორნიკე ბაქაქური
Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий