понедельник, 24 июня 2013 г.

გვადალუპეს ღვთისმშობლის ხატი




მეცნიერებმა  სენსაციური ცნობები გამოაქვეყნეს იმ გამოკვლევის შესახებ, რომელიც გვადალუპეს ღვთისმშობლის ხატთან მიმართებაში ჩაატარა.

სენსაციური გამოდგა დასკვნა, რომელიც ხატზე გამოსახული ღვთისმშობლის თვალების ოფთალმოლოგიური ანალიზის შემდეგ გაკეთდა: აღმოჩნდა, რომ სინათლის წყაროს მიახლოების დროს ხატზე გამოსახული თვალის გუგები ვიწროვდება, ხოლო წყაროს დაშორებისას პირიქით, ფართოვდება, როგორც ეს ადამიანის თვალისთვისაა დამახასიათებელი.

ამასთან, სწავლულებმა ცალსახად დაასკვნეს, რომ იმ ტილოს ტემპერატურა, სადაც ხატია გამოსახული, ნებისმიერ დროს შეესაბამება ჯანმრთელი ადამიანის ორგანიზმის ტემპერატურას – 36,6 გრადუსს.

ამასთან, არანაკლებ სენსაციურია ცნობა, რომელიც ხატზე გამოსახული სხეულის სტეტოსკოპით მოსმენის შემდეგ გაკეთდა: ისმინება წუთში 115 დარტყმის მქონე პულსი, რაც ზუსტად შეესაბამება დედის წიაღში მყოფი ჩანასახის გულისცემის საშუალო მაჩვენებელს.

მეცნიერმა ისიც დაასკვნა, რომ საღებავები, რომლებითაც ხატია დაწერილი, დედამიწაზე სხვაგან არსად გამოუყენებიათ. ცნობილია შემთხვევა, რომ მეოცე საუკუნის დასაწყისში ამ ხატის გვერდით, მის სასწაულმოქმედებაში დასარწმუნებლად, დადეს ბომბი, რომელსაც დამანგრეველი ძალა ჰქონდა. ბომბის აფეთქების შემდეგ ირგვლივ ყველა ნაგებობა დაზიანდა და ნაწილი განადგურდა კიდეც, მაგრამ ხატს მცირე ნაკაწრიც არსად ჰქონდა.

ამასთან, სწავლულებმა კიდევ ერთ დეტალს მიაქციეს ყურადღება: ხატზე გამოსახული ღვთისმშობლის ხელებიდან ერთი ნათელი, მეორე კი მუქი ფერისაა, რაც, სავარაუდოდ, რასების ერთიანობას მიანიშნებს.

ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხელთუქმნელი ხატის შექმნის შესახებ უძველესი ჩანაწერი თარიღდება 1649 წლით და იგი ლუის ლასო დე ლა ვეგას ეკუთვნის. ამ ხელნაწერის მიხედვით, ღვთისმშობელი ოთხჯერ გამოეცხადა მექსიკელ გლეხს ხუან დიეგოს 1531 წლის დეკემბერში.
პირველი გამოცხადება დეკემბრის დასაწყისში დაფიქსირებულა, როცა ღვთისმშობელი ულამაზესი ქალწულის გარეგნობით წარუდგა ხუანს ტეპეიაკის მთის წვერზე, მექსიკის ჩრდილოეთ ნაწილში. წმიდა მარიამმა მას განუცხადა, რომ სურდა ამ ადგილას აშენებულიყო ტაძარი და დაავალა, ამის შესახებ ეცნობებინა ეპისკოპოსისათვის.
ეპისკოპოსმა ხუან დე სუმარაგმა არ დაიჯერა გლეხის ნაამბობი და ნიშანს ითხოვდა. შემდეგი დღის დილას ღვთისმშობელმა მოუხმო ხუანის იმავე ადგილას, სადაც მას ნიშანი უნდა მიეღო.
გადმოცემის თანახმად, როდესაც ხუანი მთაზე ავიდა დაინახა, რომ აქამდე უნაყოფო მწვერვალი ზამთრის სუსხის მიუხედავად, აყვავებული ვარდებით დაფარულიყო. მან დაკრიფა ვარდები, ღვთისმშობელმა კი მოსასხამი მიაწოდა და თავად მიეხმარა ვარდების შეფუთვაში.
როდესაც ხუანმა ვარდები ეპისკოპოსს მიუტანა და მოსასხამი გაშალა, იქმყოფნი მუხლებზე დაემხვნენ, მოსახსამზე ღვთისმშობლის საოცარი გამოსახულება აღბეჭდილიყო.
მალე აქ აშენდა ტაძარი გვადელუპეს ღვთისმშობლის სადიდებლად, სადაც მილიონობით მიმლოცველი მოდიოდა მთელი კონტინენტიდან. წარმართები აცტეკთა ტომიდან მასიურად ინათლებოდნენ. ასე მოხდა მექსიკის მოქცევა. გვადელუპეს ღვთისმშობლის ტაძარს წელიწადში 14 მილიონზე მეტი მომლოცველი სტუმრობს.
მიუხედავად იმისა, რომ ღვთისმშობლის მოსასხამისა და მასზე არსებული ხელთუქმნელი გამოსახულების სამეცნიერო კვლევა დიდი ხანია მიმდინარეობს, არ არსებობს საბოლოო დასკვნა მისი წარმოშობის შესახებ.
ნობელის პრემიის ლაურიატი ქიმიური კვლევების საკითხებში, რიჰარდ კუნი ასკვნის, რომ აქ გამოყენებული საღებავის შემადგენლობა და წარმოშობა არ მიემსგავსება არც ერთ ცნობილ ნივთიერებას.
გვადალუპეს ღვთისმშობლის ხატის გამოკვლევა კვლავ გრძელდება.


ვეცადე მომეკვლია ამ მოვლენასთან დაკავშირებით ყველა მეცნიერის  კვლევა:

გვადალუპეს ხატის ისტორია და კვლევების ქრონოლოგია



ცალკე გამოვყოფთ რამოდენიმ ეკვლევას:

1756 წელი 

ცნობილი მხატვარი Miguel Cabrera  სხვა ექვს მხატვართა ერთად აქვეყნებს თავის ვრცელ ნაშრომს წიგნში “American Marvel”. 

MC – in 1756 a prominant artist, Miguel Cabrera, published a report entitled "Maravilla Americana" containing the findings made by himself and six other painters in 1751 and 1752 from ocular and manual inspection 

ელ-წიგნი


1979

მეცნიერმა Jose Aste-Tonsmann - რომელიც იმ დროისთვის მუშაობდა IBM - ში, ორიგინალიდან გადაღებული ულტრა მაღალი რეზოლუციის ფოტო დაამუშავა და ორივე თვალში აღბეჭდილი ხუან დიეგოს გამოსახულება დააფიქსირა -   ფოტო
წყარო
ვიდეო


სკეპტიკური მოსაზრებები:

Сразу скажем, что точных данных, которым можно безоговорочно верить, у нас практически нет. Здесь на обычное замалчивание со стороны официальной науки и столь же традиционное преувеличение со стороны энтузиастов накладывается ещё и религиозная составляющая. В результате ученым как бы и не нужно ничего особенно опровергать – мол, многие ли из здравомыслящих исследователей поверят на слово «басням» священников?
წყარო
წყარო



Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий