მთარგმნელ-შემდგენელი: დავით თინიკაშვილი
წინასიტყვაობა
“შესაქმე” ეწოდება ბიბლიის პირველ წიგნს, სადაც მოთხრობილია ღვთის მიერ
სამყაროს შექმნა და დედამიწაზე პირველ ადამიანთა ცხოვრების ისტორია. ყველა
ეპოქაში აინტერესებდათ თუ როგორ გაჩნდა სამყარო და ადამიანი. ამის შესახებ
ადამიანების მიერ ბევრი წიგნია დაწერილი, როგორც წინა საუკუნეებში, ისე
თანამედროვე მეცნიერებაში, მაგრამ ეს ყველაფერი ადამიანურ ძალისხმევას მაინც
ვერ სცდება და როგორც ზოგიერთი მეცნიერი აღიარებს, ასტროფიზიკაში უფრო
მეტი კითხვის ნიშნებია სამყაროს წარმოშობასთან დაკავშირებით, ვიდრე ბიბლიურ
კოსმოგონიაში. ამიტომ საინტერესოა იმის გაგება, თუ რას გვაუწყებს ის წიგნი,
რომელიც დაწერილია ღვთის შთაგონებიათ და უფრო მეტად საინტერესოა იგი წმ.
მამების განმარტებებთან ერთად, რომლებიც, ისევე როგორც მოსე, სულიწმინდის
ძალით წერდნენ. ამისათვის განვიზრახეთ ერთად შეგვეკრიბა იმ მამათა განმარტებები
“შესაქმის” წიგნზე, რაზეც კი ხელი მიგვიწვდა.
ძირითადად გამოყენებულია შემდეგი წყაროები:
1) Св. Иоанн Златоуст, Беседы на книгу Бытия, М., 1993.
2) Св. Ефрем Сирин, Толкование на книгу Бытия // Восточные отцы и учители церкви
IV века, 1999, том III.
3) წმ. ბასილი დიდი, ექვსთა დღეთათვის // საქართველოს ეკლესიის კალენდარი,
2000წელი.
4) А. П. Лопухин, Толковая библия, том I.
ხოლო თუ სხვა ლიტერატურიდან არის გამოყენებული რომელიმე კომენტარი, ეს
მითითებული იქნება იქვე სქოლიოში.
წიგნის გადმოწერა PDF ფორმატში რესურსი 2
Комментариев нет:
Отправить комментарий