ვებ გვერდების ევოლუცია შესაძლებლია განვითარდეს ინტერნეტზე ვიდეოების გავრცელების დაცვის ზომების მიმართულებით. მაგრამ ეს იდეა ყველას არ მოსწონს. ციფრული თავისუფლების დაცვის ასოციაცია Electronic Frontier Foundation (EFF)-მ ეწინააღმდეგება ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვის (DRM) ტექნოლოგიის ჩასმას ვებ-ის პროგრამირების ენის მომავალ ვერსიაში – HTML 5-ში. ეს პროტესტი არის ასოციაციის, როგორც W3C (ვებ-სტანდარტების კონსორციუმის) სრულუფლებიანი წევრის პირველი მოქმედება.
აღნიშნული ტექნოლოგია განსაზღვრავს „დაშიფრული მედიის გაფართოებას“, რომლითაც შესაძლებელია ვიდეოების პირდაპირ ვებ-გვერდების კოდში შეტანა. EFF თვლის, რომ ეს წინადადება არის, არც მეტი, არც ნაკლები - ვებ ნავიგატორის მიერ ვიდეოების გადაწერისაგან დაცვას. ამ წინადადების ინიციატორები არიან Microsoft, Google (Youtube-ის მესაკუთრე) და Netflix-ის მოთხოვნით ვიდეო სერვისი. აპრილის ბოლოს ოცდაშვიდმა ორგანიზაციამ მიმართა კონცონტრიუმს წერილით, რათა ეთხოვათ, შეეწყვიტათ ეს წინადადება, რადგან იგი ვებ-ის ჩაკეტვას გამოიწვევს, რომელიც დღეს ყველასათვის ღიაა.
ვრცელი ტექსტი ფრანგულ ენაზე: წყარო
Комментариев нет:
Отправить комментарий