როლფ ფურული (ადამიანი, რომლის ნაშრომებზე მითითებითაც უარყობენ საგუშაგო კოშკში იესოს ჯვარცმას და მის ძელზე დაკიდებას “ამოწმებენ”), თავის განხილვაში, სადაც განიხილავს ბერძნულ სიტყვა σταυρός-ის მნიშვნელობას, ამბობს: „ ლექსიკურ-სემანტიკური კუთხით stauros-ი ნიშნავს „ვერტიკალურად აღმართულ ბოძს ან ძელს“, ამასთან ერთად იგი ეყრდნობა აკადემიურ ლექსიკონს Liddell’а и Scott’-ს. მაგრამ ფურული ტოვებს ყურადღების მიღმა ერთ ძალიან მნიშვნელოვან დეტალს: იმაზე ლექსიკონში მოცემულია სიტყვა σταυρός-ის მეორე მნიშვნელობა- „ჯვარი, როგორც ჯვარცმის იარაღი“ («cross, as the instrument of crucifixion»).
2001/2002 წლებში გამოცემულ ბიბლიაში, რომელიც გამოსცა გამომცემლობა: Watchtower Bible and Tract Society-მ, 6 განმარტებაში შემდეგი რამ წერია: „სიტყვა სტავროსი კლასიკურ ბერძნულში გულისხმობდა უბრალოდ ვერტიკალურ ბოძს ან ძელს, ისინი ვინც წერდნენ ქრისტიანულ ბერძნულ ხელნაწერებს, იყენებდნენ საყოველთაოდ მიღებულ ბერძნულ ენას (კოინურს) და გამოიყენეს სიტყვა სტავროსი იმავე მნიშვნელობით, რომელიც მას ჰქონდა კლასიკურ ბერძნულში, კერძოდ: ჩვეულებრივი ბოძი, ან სვეტი, ყოველგვარი გადამკვეთი სვეტის გარეშე, რომელთაც ერთვის რაიმე კუთხე, არ არის არავითარი მტკიცებულება სხვაგვარი გამოყენებისა ამ სიტყვის“ და ამ სიტყვების ვითომ დამადასტურებლად, საგუშაგო კოშკის საზოგადოებაში გამოკიდეს სურათი, იუსტუს ლიპსიუსის წიგნიდან (1547 – 1606) «De cruce libri tres»- თითქოსდა ჯვრის სხვა ფორმები რომაელებს არ გააჩნდათ:
საგუშაგო კოშკის საზოგადოება აქ იტყუება, რის შესახებაც სტატიის ბოლოს დავწერ, მანამდე კი დავუბრუნდეთ ignoratio elenchi-ის სოფიზმს. იეჰოვას მოწმეები თავადვე აღიარებენ, რომ სიტყვა სტავროსს, ან ბერძნულად σταυρός, კლასიკურ პერიოდში გააჩნდა ბოძის მნიშვნელობა. ალექსანდრე მაკედონელის დაბყრობითი პოლიტიკის შემდეგ, რომის იმპერიაში ბერძნული ენა რამდენადმე შეიცვალა. და მათ შორის კერძოდ სიტყვა სტავროსის მნიშვნელობამაც სახე იცვალა, რომელიც კოინურში უკვე გულისხმობდა არამხოლოდ ბოძს, არამედ წამების იარაღსაც, ჯვარსაც.(საქმე ის არის, რომ ბერძნულში კონკრეტულად ჯვრის აღმნიშვნელი ტერმინი, არც არსებობდა) საიდან მოიტანა ს.კ.ს.-მ, რომ ახალი აღთქმის მწერლებს, რომლებიც წერდნენ კოინურზე, უნდა გამოეყენებინათ სიტყვა σταυρός-ი იმავე მნიშვნელობით, როგორიც მას გააჩნდა კლასიკურ ბერძნულში? ანუ ოთხი საუკუნით ადრე?- ეს გამოცანად რჩება…
მაგრამ დავუბრუნდეთ ფურულის წიგნს: “ როგორ მოქმედებს ღვთისმეტყველება და მიკერძოვებულება ბიბლიის თარგმანებზე“, მთლიანობაში ფურული უძღვნის ათეულობით გვერდს იმას, რათა დაგვიმტკიცოს ჩვენ ის, რომ ბერძნული სიტყვა სტავროსი და ξύλον-ი არ მიუთითებენ კონკრეტულად სასჯელის იარაღის ფორმებზე. (იგივე ეხება ლათინურ სიტყვა crux-ს და ებრაულ צלב-ს). და ამით, ფურულმა გადაწყვიტა, რომ მისი ამოცანა შესრულებულია, რაც სხვათაშორის გასაკვირი არც არის, რამეთუ მან ოპონენტებს მიაწერა თეზისი, რომელიც არავის არ წამოუჭრია და თავშიც კი არ მოსვლიათ, კონკრეტულად: „ სიტყვა სტავროსის ჯვრად გადმოთარგმნის მიზეზად მოჰყავთ არგუმენტი, რომ იესოს დღეებში რომაელებში მიღებული იყო ადამიანთა ძელზე მილურსმნვა ან თოკებით დაკიდეება, განივი სვეტის დახმარებით, სავარაუდოდ, ასევე მოიქცნენ ქრისტეს შემთხვევაშიც“
არცერთ მეცნიერს არ წამოუყენებია ამგვარი ვერსია, ამიტომ ფურულის მისი მიზნის მიღწევისათვის , აუცილებლად უნდა დაესაბუთებინა ის, რომ იესო დაკიდეს ძელზე განივი გარდამკვეტი სვეტის გარეშე, როგორც ამას ამტკიცებენ იეჰოვას მოწმეები. მაგრამ არავითარი ამდაგვარი როლფს არ გაუკეთებია, თუმცა კი შემოგვთავაზა გავცნობოდით ისტორიულ, არქეოლოგიურ და ლინგვისტურ მტკიცებულებებს. იგი მხოლოდ ვარაუდობდა, რომ „ძელი“ არის უფრო ნეიტრალური სიტყვა თარგმანისას. ასეც შესაძლებელია, რომ სურვილის შემთხვევაში, ჯვარი შეიძლება მოვიხსენიოთ ძელად, როგორც ვთქვათ ელექტრო სადენების დასაკიდ კონსტრუქციებს ვუწოდებთ ბოძს, განურჩევლად მათი ფორმისა. ანუ აქ ესმევა ხაზი მის თვისობრივ-სტრუქტურულ ბუნებას და აგებულებას, ჯვარიც შეგვიძლია მოვიხსენიოთ, როგორც ძელი ამ შემთხვევაში… მაგრამ ფურული უფრო შორს მიდის და იეჰოვას მოწმეების სწავლების შესაბამისად ამტკიცებს, რომ ლათინური სიტყვა patibulum , ჯვარცმის იარაღების აღწერათა შემადგენლობაში, არ გულისხმობდა განივ სვეტს, უფრო მეტიც, „ეს სიტყვა იქცა განივ გარდამკვეთ სვეტად, მხოლოდ ქრისტიანულ ღვთისმეტყველებაში“, და შესაბამისად იესო დაკიდეს ძელზე განივი გარდამკვეთი ძელის გამოყენების გარეშე. რაიმე დამადასტურებელი არგუმენტი ამ თეზისის სასარგებლოდ, ფურულის არ მოუყვანია, არადა ზუსტად ეს მოეთხოვებოდა მას. ის, რომ crux, იგივე σταυρός-ს გააჩნდა განსხვავებული ფორმები, ისტორიკოსებისათვის კარგად არის ცნობილი ამის გარეშეც და არ იყო ახალი ველოსიპედის გამოგონება საჭირო.
რა გაეწყობა, გავაგრძელოთ ეს საქმე ფურულის ნაცვლად და ჩვენ ვნახავთ, თუ როგორ დასკვნებამდე მივალთ.
რომაელები ჯვარცმისათვის (ან ძელზე დაკიდებისათვის), იყენებდნენ განსხვავებულ იაღაღებს: crux simplex (ძელი განივი გარდამკვეთის გარეშე), crux commissa („Т“ ასოს ფორმის ჯვარი), crux immissa (ჯვრის ნიშნის ფორმის იარაღი „†“) , crux decussate (Х- ასოს ფორმის ჯვარი), და სხვ…
გრიგორიანელმა ქრისტიანებმა თარგმნეს ლათინური სიტყვა crux, სიტყვებით σταυρός [სტაუროს, ან სტავროს], (მთ.27:32; მრკ.15:21; Лк.23:26; იო.19:17), და ზოგგან ξύλον [ქსიულონი] (გალ.3:13; საქმ.მოც.5:30; 10:39; 1 პეტრ.2:24; cf. Polycarpus. Ad Philippenses.8). უძველეს დროში პირველი სიტყვა გულისხმობდა ფართო გაგებით სვეტს, ხოლო მეორე ძელს, მოჭრილ ხეს, მორს. მაგრამ მოგვიანებით, როდესაც ელადა დაბყრობილ იქნა რომის მიერ და ბერძნებმა გაიცნეს ჯვარცმის სასჯელი, სიტყვა სტავროსი და ქსიულონი გახდნენ ჯვარცმის აღმნიშვნელბიც (ნებისმიერი ფორმით, მათ შორის ბოძის, გარდამკვეთი განივის გარეშე და მასთან ერთადაც), ასე რომ, ამ სიტყვებს არ შეუძლიათ თავისთავად მიუთითონ სასჯელის იარაღის ფორმაზე და ჩვენ ამაში ფურულისთან აბსოლუტურად ვთანხმდებით.

ავღნიშნავ, რომ მკაცრად თუ ვიტყვით, ბერძნული სიტყვა ქსიულონი არ ნიშნავდა ბუკვალურად ჯვარს, თუმც არ გამორიცხავდა მას, თუ ჯვარი იყო კონკრეტულად ხისა. სიტყვა ξύλον-ის გამოყენება ჯვარცმის აღსანიშნავადაც შეიძლებოდა, ახალ აღთქმაში განპირობებულია და გამოყენებულია მხოლოდ წინასწარმეტყველურ-მესიანური მიზეზებით, როგორც ამაზე პირდაპირ ამბობს პავლე მოციქული, სეპტუაგინტას ბერძნულ ტექსტზე დაყრდნობით (Втор.21:23): „რადგან ღვთის მიერ არის დაწყევლილი ხეზე ჩამოკიდებული (ἐπὶ ξύλου)“, (გალ.3:13). რათქმაუნდა, ძველაღთქმისეულ ეპოქაში, ძელზე იმგვარად არ ჰკიდებდნენ, როგორც რომაელები აცვამდნენ ჯვარს (საკმარისია ითქვას ის, რომ ებრაელები ხეზე ჰკიდებდნენ უკვე მოკვდინებულ გვამს), მაგრამ პავლე მოციქული, და მის შემდეგ სხვა ახალი აღთქმის მწერლები, ამაში ხედავდნენ მესიანისტურ აზრს და ზოგჯერ ქსიულონს ჯვართან აიგივებდნენ. ყოველ შემხვევაში, სხვა მოწმობები, რომლებსაც ჩვენ ქვემოთ განვიხილავთ, ერთმნიშვნელოვნად მიუთითებენ, რომ ქრისტეს ჯვარცმის იარაღი იყო ჯვარი, გარდამკვეთი განივი სვეტით. (ამაზე რათქმაუნდა ბიბლიურ მკვლევართა აბსოლუტური უმრავლესობაც თანხმდება).
სხვათაშორის, სიტყვა σταυρός(სტავროს), ეტიმოლოგიურად გამომდინარეობს ზმნა ἵστημι – დაყენება(პირდაპირ), ამავე ზმნიდან წარმოიშვა სიტყვა στῦλος [სტულოსი] და στήλη [სტელე], რომლებიც მართლაც ნიშნავს ბოძს (ან სვეტს). თანაც სიტყვა სტიულოსი და სტელე, ბიბლიაში გამოყენებულია არაერთგზის- როგორც ძველ აღთქმაში(სეპტუაგინტაში), აგრეთვე ახალ აღთქმაში. მაგალითად: ლევ.26:1 და მეორე რჯ..16:22, სადაც სვეტი (στήλη), პირდაპირ უთანაბრდება კერპს.
მიუხედავად საგუშაგო კოშკის საზოგადოების მცდარი მტკიცებისა, რომ: „არ არსებობს არავითარი მტკიცებულება ამ სიტყვის [σταυρός] სხვაგვარი გამოყენებისა“, ავღნიშნავ, რომ ამის საპირისპიროდ, მართლაც არ არის არავითარი სერიოზული არგუმენტები იმ ვარაუდის სასარგებლოდ, რომ ქრისტე ევნო ბოძზე, რომელიც გარდამკვეთი განივის გარეშე იყო აღმართული, არ არსებობს ამგვარი მტკიცებულებები- არც არქეოლოგიური და არც ისტორიულ-ლიტერატუტული.
უძველესი დროიდან ითვლებოდა, რომ ქრისტე ევნო კონკეტულად ჯვარზე, გარდამკვეთი განივი სვეტით(როგორც გამოისახება ხატებზეც და უძველეს გამოსახულებებზე), პარადოქალურია, მაგრამ XX-ს ის 30-ან წლებამდე, ამ აზრს იზიარებდნენ თავად იეჰოვას მოწმეებიც, მანამ, სანამ მათმა შეფმა, ჯოზეფ ფრენკლინ რუტერფორდმა (1869 – 1942) არ გამოაცხადა (წიგნში «Riches» (1936 წ.), რომ იესო აცვეს არა ჯვარზე, არამედ ბოძზე. აი მაგალითად როგორ გამოიყურებოდა ჟურნალ „საგუშაგო კოშკის“ ყდა მანამდე (დაუკვირდით მარცხენა მაღალ კუთხეს)
გვირგვინში გამოსახული ჯვრის სიმბოლო გვხვდება ასევე საგუშაგო კოშკის დამაარსებლის, ჩარლს ტეიზ რასელის (1852 – 1916) საფლავზე არსებულ პირამიდის ფორმის ნიშაზე…
როგორც ჩანს, იეჰოვას მოწმეები, თანდათანობით უფროდაუფრო ივსებოდნენ ორთოდოქსალური კონფესიის სიმბოლიკებისა და ტერმინოლოგიის მიმართ ზიზღით და საკუთარივე თავის საზიანოდ, ხაზი გადაუსვეს ისტორიულ ფაქტსაც კი და ამტკიცებენ, რომ ქრისტეს ჯვარცმის იარაღს არ გააჩნდა განივი გარდამკვეთი სვეტი.
არადა თითქოს ყველაფერი ასე მარტივია: შეისწავლე ბიბლია და უძველესი დოკუმენტები დამოუკიდებლად, და არა ისე, როგორც ამას გასწავლიან საგუშაგო კოშკში, განივი გარდამკვეთი სვეტის შესახებ ხომ ძალიან ბევრი პატარა დეტალი მეტყველებს, რომელიც შეგვიძლია მოვიყვანოთ დასამოწმებლად უძველესი წყაროებიდან, თუნდაც სახარებიდან.
მაგ: „37. და დაუდგეს თავთით დაწერილი ბრალდება: ეს არის იესო, იუდეველთა მეფე!“ (მთ. 27:37) დაუკვირდით, საგანგებო ფიცარზე (titulus crucis) ამოკვეთილი წარწერა, იქნა დაჭედებული არა მისი ხელებს მაღლა, არამედ მის თავს ზემოთ. წარმოუდგენელია ამგვარი ფორმულირება შესულიყო მათეს სახარებაში, თუ ქრისტე მართლაც დაკიდებულ იქნა ძელზე, გარდამკვეთი სვეტის გარეშე და თუ მისი ხელები ზე აღმართული და თავს ზემოთ გადაჯვარედინებული იქნებოდა.
ყურადღებიან მკითხველს არ გამოეპარება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი, რომელსაც ხაზი უნდა გაესვას თომა მოციქულის სიტყვებიდან გამომდინარე: „ხოლო მან ჰრქუა მათ: უკუეთუ არა ვიხილო ჴელთა მისთა სახე იგი სამსჭუალთაჲ და დავსხნე თითნი ჩემნი ადგილსა მას სამსჭუალთასა და დავსდვა ჴელი ჩემი გუერდსა მისსა, არასადა მრწმენეს“ (იო.20:25). თუ ქრისტეს ხელები თავს ზემოთ ჰქონდა გადაჯვარედინებული და ერთი სამსჭუალით იყო განგმირული, როგორც ამას ამბობენ საგუშაგო კოშკში, მაშინ უნდა თქმულიყო არა „ჴელთა მისთა სახე იგი სამსჭუალთაჲ“ არამედ: „ხელთა მისთა სახე იგი სამსჭუალისაი“, ამ არგუმენტზე იეჰოვას მოწმეებს არაფერი აქვთ სათქმელი, ყურადღების გარეშე დატოვა როლფ ფურულიმაც

აპოკრიფულ ბარნაბას ეპისტოლეში, რომელიც შესულია სინურ კოდექსში და რომელიც დაიწერა დაახლოვებით 117 წელს, როდესაც ჯერ კიდევ შენარჩუნებული იყო ცოცხალი მეხსიერება, აქ საუბარი არის იმაზე, რომ ქრისტეს ჯვარცმის იარაღი (ὁ σταυρός), სიმბოლიზირდება ბერძნულ ასო ταῦ- სთან, იგივე «Т» (Barnabae epistula.9), შეუძლებელია ქრისტიან მწერალს თავში აზრად მოსვლოდა, რომ ძელი გარდამკვეთი განივი სვეტის გარეშე, რომელზეც აცვეს იესო, შეიძლებოდა მგვანებოდა ასო «Т»-ს. ძელი გარდამკვეთი განივი სვეტის გარეშე, შეიძლება ჰგავდეს ასო- «I»-ს. ამას გარდა, „ბარნაბას ეპისტოლეს“ ავტორი, განსხვავებით საგუშაგო კოშკის საზოგადოებისაგან, არ ეჭვობს, რომ ჯვარცმის იარაღს, რომელსაც ისინი სტავროსს უწოდებდნენ, შესაძლოა ჰქონოდა გარდამკვეთი განივი სვეტი, რომელსაც ლათინურად patibulum-ს უწოდებენ. ისღა დაგვრჩენია დავფიქრდეთ, თუ რომელმა მათგანმა უფრო უკეთ იცის ბერძნული ენა – ბარნაბას ეპისტოლეს ავტორმა, რომლისთვისაც კოინური იყო მშობლიური ენა, თუ საგუშაგო კოსკის საზოგადოებამ?…
სხვათაშორის ფურული აღიარებს და ამბობს: „ რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, პირველმა, რომელმაც დააფიქსირა ქრისტეს წამების იარაღის ფორმა, იყო ბარნაბას ეპისტოლეს ავტორი“. მისი სიტყვების მიხედვით, ეს ფორმა იყო ასობგერა Т-ს ფორმის. ირინეუსი თავის წიგნში „ერესთა წინააღმდეგ“ ამტკიცებს, რომ stauros-ი იყო ბოძის ფორმის, გარდამკვეთი განივი სვეტით… ეს ორი ავტორი ეწინააღმდეგებიან ერთმანეთს და ჩვენ არ შეგვიძლია ვთქვათ, თუ რომელი მათგანია მართალი“ (გვრდ. 70)
უცნობია, თუ სად აღომაშინა ფურულიმ ურთიერთწინააღმდეგობრიობა, ბარნაბას ეპისტოლეს ავტორსა და ირინეუსს შორის(მის მოწმობაზე მოგვიანებით იქნება საუბარი), მაგრამ ერთი რამ უეჭველია: ისინი ორივე, როდესაც საუბრობენ გარდამკვეთ სვეტზე, ეწინააღმდეგებიან ფურულის, რომელსაც აქეთ სასაყვედურო აბსოლუტურად არაფერი აქვს…
ამას გარდა, ლუკიანე სამოსტატელი (დაახლ 120-180+წლები), ერთ-ერთ ნაშრომში წერს: „ ტირიან ადამიანები და ჩივიან თავიანთ ბედზე, კვლავ და კვლავ წყევლიან კადმოსს (მითიური პერსონაჟი) იმისათვის, რომ მან შემოიტანა ასობგერა ტაუ ( Ταῦ) ალფავიტში, რამეთუ როგორც ამბობენ, ტირანებმა ნიმუშად აიღეს ტაუს ფორმა და მისი იმიტირებით, ხისაგან შექმნეს იგივე ფიგურა, რათა ჯვარს ეცვათ მასზე ადამიანები.“ (Judicium vocalium.12)
სხვა ადგილას ბარნაბას ეპისტოლეს ავტორი (Barnabae epistula.12) საუბრობს იმაზე , რომ ქრისტეს ჯვარცმის სიმბოლური მნიშვნელობა ძველ ისრაელში იყო და ამაზე შემდეგნაერად საუბრობს: „ იმისათვის, რომ შთაეგონებინა დასნეულებულთათვის, რომ ისინი გადაცემულნი არიან სიკვდილს საკუთარი ცოდვების გამო, მან[ღმერთმა] მიმართა მოსეს გულს, რათა მას გაეკეთებინა ჯვრის(სტავროსის) სახე და მისი, ვინც უნდა ვნებულიყო მასზე, რამეთუ ისინი, თუ არ დაამყარებდნენ იმედს მასზე, იქნებიან დამარცხებულნი საუკუნოდ. ასე რომ, მოსემ აღსამაღლებელ ადგილზე გადაადო იარაღი ერთი მეორეზე , და ყველასაგან ამაღლებულ ადგილას მდგომმა ხელები აღაპყრო,- და მაშინ ისრაელი იმარჯვებდა, ხოლო როცა ხელებს დაღმა უშვებდა, მტერი მძლავრობდა.“ ამაზევე საუბრობენ წმინდა იუსტინე ( დაახლ. II-ს ის დასაწყისი-166), მის პირველ აპოლოგიაში(Apologia I.35) და ტრიფონ იუდეველთან საუბარში (Dialogus cum Tryphono Judaeo.90,97) და ტერტულიანე (დაახლ. 160- 220 წლის შემდეგ), მის ნაშრომებში იუდეველთა წინააღმდეგ (Adversus Judaeos.10) და მარკიონის ნააღმდეგ (Adversus Marcione. III.18)..
როგორც ჩვენ ვხედავთ, ბარნაბას ეპისტოლეს ავტორი და მის შემდგომ ძველი ქრისტიანი მწერლები, ამბობენ რა, რომ მოსემ „ ერთი მეორეზე გადაახო იარაღი“(შესაბამისად ჯვრული ფორმით და არა T ფორმით), ისინი აიგივებდნენ სტავროსს ჯვართან, ზოგიც T ფორმასთან. ასევე კლიმენტი ალექსანდრიელი(დაახლ. 150-217); რომელმაც ერთის მხრივ იცოდა, რომ ქრისტეს თავს ზემოთ მიჭედებულ იქნა წარწერა და ეს მიუთითებს იმაზე, რომ ქრისტეს მოკვდინების იარაღი იყო crux immissa («†»). მეორეს მხრივ, იგივე კლიმენტი თვლიდა რა, რომ გამოხსნის სიმბოლო(სტავროსს) აქვს რიცხვითი მნიშვნელობა Т-ს ფორმის ჯვრისა, მაგალითი მოჰყავდა მისი კლასიკური ფორმისა: რადგან ბერძნებს არ ჰქონიათ „პლიუსის“ ფორმის ასო და ასო „ταῦ“ ყველაზე უფრო მიესადაგებოდა გარდამკვეთი განივი სვეტის მქონე ჯვარს, თუნდაც ეს ძელი არ ყოფილიყო მაღლა წაგრძელებული ამ მაგალითის შემთხვევაში. თვით ბარნაბას ეპისტოლეს ავტორიც კი, როდესაც საუბრობდა მოსეზე, აღწერს არა „ταῦ“-ს, არამედ როგორც გადაჯვარედინებულ იარაღს. სამწუხაროა, რომ ამას ფურული ვერ ხედავს…
ამგვარად, ბარნაბას ეპისტოლეს ავტორი და იუსტინე, რომლებიც იცნობდნენ მოციქულთა მოწაფეებს გვთავაზობენ ჯვრული ფორმის იარაღის აღწერას და არა ძელის.
არის მინიშნება გარდამკვეთ სვეტზე წმინდა ეგნატე ანტიოქიელთანაც( ეწამა 107 წლის 20 დეკემბერს), რომელიც დიდი ალბათობით თავად იცნობდა პეტრე და პავლე მოციქულს. მიუთითებს რა იგი ერეტიკოსებს, ეგნატე ამბობს, რომ ისინი „ არ არიან მამის მიერ დათესილნი. რომ ყოფილიყვნენ ასეთები, მაშინ ჯვრის განშტოებები (ან ტოტები-„ ветвя“, κλάδοι τοῦ σταυροῦ ) იქნებოდნენ (Ad Trallianos.11). რა არის ეს ტოტები? თუარა გარდამკვეთი ძელის მხარეები?
უფრო მეტად ფასობს ამ კუთხით წმინდა იუსტინეს სიტყვები ტრიფონ იუდეველთან საუბარში. კერძოდ, იუსტინე წერს: „ანგელოზი, რომელსაც დაევალა ყოველივეს გადაწვა, იყო ქრისტეს ჯვარზე ტანჯვის სიმბოლო (τοῦ πάθους τοῦ σταυροῦ). რამეთუ როდესაც წვავენ კრავს, მას ჯვრული ფორმის ფიგურის მსგავსად დებენ: ერთი ისარი განკვეთს მას პირდაპირ ქვედა კიდურებიდან თავამდე, ხოლო მეორე მთლიანად მხრების პირების გასწვრივ, რომელზეც არის დამაგრებული კრავის წინა კიდურები“ (Dialogus cum Tryphono Judaeo.40). ამგვარად, იუსტინეს აზრით, ქრისტეს ჯვარცმის იარაღი სტავროსი, იყო გარდამკვეთი სვეტით.
ისეთი ცნობილი აპოლოგეტი, როგორიც იყო ტერტულიანე, თავის აპოლოგეტიკაში მკაფიოდ განარჩევს ჯვარსა (crux) და ძელს (stipes): „ ქრისტიანებს თქვენ ალურსმნავთ ჯვრებსა და ძელებზე“ (Apologeticum.12:3). შემდეგ ტერტულიანე წერს: „ ყოველგვარი ხე (robur), რომელიც აღმართულია პირდაპირ, არის ჯვრის ნაწილი (pars crucis)“ (Apologeticum.16:7). როგორც ვხედავთ, ჯვრის ვერტიკალური შემადგენელი-ეს, ტერტულიანეს აზრით, ჯერ კიდევ არ არის ქრისტეს ჯვარცმის მთლიანი იარაღი, არამედ მხოლოდ მისი ნაწილი.
ჩვენ კვლავ მივუბრუნდებით ადრექრისტიანული პერიოდის მწერლების მოწმობებს, მაგრამ ჯერ გავიხსენოთ თავად ჯვარცმის წესი, რომელსაც იყენებდნენ რომაელები.
ჩვეულებრივ, რომაელები ჯვარცმის წინ ბოლომდე აშიშვლებდნენ გასამართლებულებს, მაგამ იუდეაში დათმობაზე წავიდნენ, მათი რელიგიური წარმოდგენების გამო (დაბ. 9:22-23; ლევ. 18:6-19; ოს. 2:3), ისინი გასამართლებულებს ჯვარცმისას უტოვებდნენ მოსახვევს, ბარძაყის ირგვლივ (Mišnāh. Sanheḏrîn.6:3; Tôseṗṯāʾ. Sanheḏrîn.9:6). ჯვარცმის წინ, გასამართლებულს დააწვენდნენ ზურგით და რამოდენიმე ჯალათი უჭერდა მას ხელებს და ფეხებს, ხოლო სხვა კი განმსჭუალავდა ლურსმანს მაჯაში, ან სხივისა და იდაყვის ძვლებს შორის. შემდეგ განსაკუთრებული ტიპის ამწევი საშუალებით (furcilla-პეპელა), მილურსმნულ ადამიანებთან ერთად აღმართავდნენ ჯვარს, რომლის ძელის ქვედა ნაწილსაც მიწით ამოავსებდნენ წინასწარ გამზადებულ თხრილში.(Titus Maccius Plautus. Carbonaria, fr. 2; Cicero. In Verrem. II.5:66,162; Josephus Flavius. Bellum Judaeorum. VII.6:4; Seneca Junior. Ad Marciam de consolatione.20:3; Evangelium Petri.10-11; Plutarchus. De sera numinis vindicta.554a; Artemidorus. Onirocriticon.II.56), შეიძლებოდა გასამართლებული ადამიანები თოკითაც მიემაგრებინათ ძელზე.
ახლა კიდევ ერთი მოწმობის შესახებ, რომელიც უძველესი წერილობითი წყაროებიდან შემოგვრჩა, ეს არის წმინდა ირინეუს ლიონელის(დაახლ. 140-202) ცნობა, მის კაპიტალურ ცნობაში, „ერესთა წინააღმდეგ“, იგი კიდევ უფრო კონკრეტულად საუბრობს: „ჯვრის ფორმას აქვს ხუთი დაბოლოება: ორი სიგრძივი, ორიც სიგანეში და ერთი შუაში, რომელსაც ეყრდნობა მილურსმნული ადამიანი (Adversum haereses. II.36:2[24:4]), თუ ირინეუსს არ დაავიწყდა მისი მასწავლებლის, პოლიკარპესგან (რომელიც თავის მხრივ წმინდა იოანე მახარებლის მოწაფე იყო) ის, რომ იესო ევნო კონკრეტულად ჯვარზე -გარდამკვეთი სვეტით, მაშინ ძნელად სავარაუდოა მას გაემახვილებინა ყუდადღება სასჯელის იმ იარაღზე, რომელიც არ უკავშირდებოდა ქრისტეს მოკვდინებას.
ახლა რამოდენიმე სიტყვა არქეოლოგიური აღმოჩენების შესახებაც, ნამდვილად სენსაციური იყო პროფესორ ამედეო მაიურის აღმოჩენა ქალაქ ჰერკულანეუმის გათხრების დროს- ქალაქი, რომელიც განადგურდა ვულკანის ამოფრქვევის შედეგად(პომპეისთან ერთად, ახალი წელთ აღრიცხვით 79 წელს.) ეს აღმოჩენა გვაძლევს საფუძველს ვივარაუდოთ, რომ ქრისტიანები ეთაყვანებოდნენ ჯვარს პირველივე საუკუნეში, რამეთუ 1938 წელს, ა. მაიურიმ აღმოაჩინა ჰერკულანეუმში პატარა ოთახი(3მ. Х 2,7 მ), რომლის ერთ-ერთ კედელში იყო რომაული ჯვრის ფორმის ჩაღრმავება (0,43მ. Х 0,365მ.). საგულდაგულო გამოკვლევებმა უჩვენა, რომ ამ ჩაღრმავებაში ჩასმული იყო ხის ჯვარი, რომელიც ლურსმნებით იყო ჩაჭედებული და რომელიც შემდგომ უხეში ჩარევის შედეგად ამოგლეჯილ იქნა კედლიდან- ქალაქის გადანდურებამდე.
1939 წელს, რომის არქეოლოგიის აკადემიაში, პროფესორი მაიური ამტკიცებდა, რომ ეს იყო საკულტო ოთახი, რაღაც სახლის საკურთხევლის მსგავსი – ის, რაც ახალ აღთქმაში მოხსენიებულია, როგორც θυσιαστήριον (ებრ.13:10), ან τράπεζα κυρίου (1 კორ.10:21). მისი აზრით, ჯვარი, ისევე როგორც საერთოდ ქრისტიანული კრებული, ჰერკულანეუმში უნდა გაჩენილიყო დაახლ. 60 წლისათვის- მას შემდეგ, რაც პავლე მოციქულმა იქადაგა პუტეოლისში (საქმ. მოც. 28:13-14), რომელიც ქალაქ პომპეიდან 10 კილომეტრის დაცილებით მდებარეობდა, მაიურიცა და ჰოლადეიც თანხმდებიან, რომ ჯვარი კედლიდან ამოგლეჯილ იქნა 64 წელს- ნერონის მიერ ქრისტიანთა დევნის პერიოდში. ყოველ შემთხვევაში ეს საკურთხეველი თარიღდება 79 წლამდელი პერიოდით, როდესაც განადგურდა ჰერკულანეუმი. გამოდის, რომ ჯერ კიდევ იმ დროს, ქრისტიანები ეთაყვანებოდნენ ჯვარს (Tertullianus. Apologeticus.16:6-8; cf. M. Minucius Felix. Octavius.29), თანაც კერძოდ რომაულ ჯვარს (crux immissa), და არა T-ს ფორმის ჯვარს. ძალიან ნაკლებად არის სავარაუდო, რომ ასეთი რამ შესაძლებელი ყოფილიყო იმ შემთხვევაში, თუ იესო აცვეს ჯვარს, გარდამკვეთი განივი სვეტის გარეშე.

ხშირად ისმის კითხვა, იყო თუ არა ქრისტე მიმსჭუალული, თუ მხოლოდ თოკებით მიაბეს ძელზე? ან ხელებთან ერთად ფეხებიც მიუმსჭუალეს? პავლე მოციქულის სიტყვები, რომ იგი მისი სხეულით ზიდავს: „ იესოს წყლულებს(στίγματα)“(გალ. 6:17), გვაძლევს ჩვენ საფუძველს ვივარაუდოთ, რომ მიმსჭუალვა მართლაც მოხდა, ამასვე ადასტურებს სახარებები:( იოან. 20:25-27, Evangelium Petri.21), ამას გარდა. ლუკა მახარებლის თანახმად, აღსდგა რა მკვდრეთით, დასამოწმებლად იმისა, რომ იგი მართლა იესოა და არა უხორცო სული (πνεῦμα), იესო სთავაზობს მოწაფეებს, რომ შეხედონ მას ხელებსა და ფეხებზე, რათა დაიჯერონ(ლკ. 24:39); ამ შემთხვევაში უნებლიედ მიდიხარ დასკვნამდე, რომ სამსჭუალთაგან ჭრილობები ჰქონდა იესოს არამხოლოდ ხელებზე, არამედ ფეხებზეც. ამასვე ამტკიცებს იუსტინეც(Dialogus cum Tryphono Judaeo.97), რომ ქრისტებს ფეხებიც მიუმსჭუალეს.
ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ ათეისტურ საბჭოთა ლიტერატურაში არცთუ იშვიათად შეინიშნებოდა მინიშნებები იმის შესახებ, რომ ახალი აღთქმა არასწორად აღწერს ჯვარცმის პროცესს, რამეთუ განსასჯელებს არ ალურსმნავდნენ ჯვარზე, არამედ მიაბავდნენო. მაგრამ 1968 წელს, იერუსალიმის ჩრდილოეთით, ერთ-ერთი გზის რეკონსტრუქციისას, ქალაქგარე მდებარე დასახლებაში („ჯივატ, ჰამიტარი“), ბულდოზერმა გახსნა უძველესი ნამარხები-საშინელი მტკიცებულებები მახარებელთა და სხვა უძველესი მწერლების სიმართლისა. ეს იყო რომაული ეპოქის დროს ჯვარცმული ერთ-ერთი იუდეველის სამარხი. დიდი სამსჭუალი იმდენად მყარად იყო გაჭედილი მის ძვლებს შორის, რომ მისი ამოღება ვერ მოხერხდა გვანმის დამარხვის დროსაც კი.

ყოველი შემთხვევისათვის, ზემოთ მოყვანილი მასალებისა და ფაქტებიდან ნამდვილად ჩანს ის, რომ როლფ ფურულისა და ზოგადად იეჰოვას მოწმეების მტკიცებები იმის შესახებ, რომ თითქოს იესო ევნო ძელზე-გარდამკვეთი განივის სვეტის გარეშე, არაფრით არ არის დასაბუთებული, მეტიც, იგი ეწინააღმდეგება ისტორიულ ფაქტებს. როგორც ზემოთ აღინიშნა, ფურული არაფრით (უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით-ვერაფრით)არ ამტკიცებდა იმ თეზისს, რომლის დამტკიცებაც მართებდა სწორედ. მაგრამ ისიც არ შეიძლება ითქვას, რომ მისი ყველა მტკიცებულება მცდარია, უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით, რომ როლფმა თავი აარიდა პასუხს, გვითხრა რა ნახევრად სიმართლე. მაგრამ რას ვიზავთ, საგუშაგო კოშკის საზოგადოება ხშირად სცოდავს ამაში. აი მაგალითად, მის გამოცემებში ის აქვეყნებს ილუსტრაციებს იუსტუს ლიპსიუსის წიგნიდან «De cruce», რომელიც მოყვანილ იქნა მაგალითად სტატიის დასაწყისში. მაგრამ „ს.კ.ს.“ თავს იბრმავებს და ვერ ხედავს იმას, რომ ამავე წიგნში არის ჯვარცმის სხვა ილუსტრაციებიც. გთავაზობთ შევხედოთ ლიპსიუსის ნაშრომის მესამე გამოცემას (რომელიც მისი სიცოცხლის პერიოდშივე გამოიცა“Iusti Lipsi de cruce libri tres. Editio tertia. Antverpiae: Apud Ioannem Moretum, 1597.“ ).
ოცდამეოთხე გვერდზე(მხოლოდ ერთხელ!) მართლაც არის მითითებული „crux simplex“ (ძელი, გარდამკვეთი განივი სვეტის გარეშე), მაგრამ ამავე წიგნში არის უამრავი სხვა ილუსტრაციებიც. მაგალითად ასეთები:

და ამ ყველაფრის შემდეგ- ლიპსიუსის წიგნის ილუსტრაციასთან ერთად და მისი მოწმობით- საგუშაგო კოშკის საზოგადოება ამტკიცებს, რომ სიტყვა სტავროსი ნიშნავდა მხოლოდ ბოძს, გარდამკვეთი განივი ძელის გარეშე და რომ „ არ არსებობს არავითარი მტკიცებულება ამ სიტყვის სხვა მნიშვნელობით გამოყენებისა!… როგორც იტყვიან, კომენტარი ზედმეტიa.
რუსულიდან თარგმნა ირაკლი სურგულაძემ
წყარო
რუსულიდან თარგმნა ირაკლი სურგულაძემ
წყარო
Комментариев нет:
Отправить комментарий