понедельник, 1 апреля 2013 г.

ევოლუციის თეორიის მოლეკულური ჩიხი








წარმოვიდგინოთ კლდეებს შორის მომწყვდეული თიხა უნაყოფო ველზე. წვიმების დროს თიხა ტალახად იქცევა, მერე მწველი მზის სხივებქვეშ მაგრდება და კლდეებს შორის მოქცეული, რაღაც ფორმას იღებს. შემდეგ ეს კლდეები, რომლებიც მეყალიბის როლს ასრულებს, რაღაც მიზეზით იშლება და იფანტება, რის შედეგადაც ჩნდება მაგარი, რაღაც ფორმის მქონე ერთი აგური. მიღებული აგური წლების მანძილზე იქნება იგივე პირობებში ახალი აგურების  წარმოქმნის მოლოდინში. და ასობით, ათასობით აგურის წარმოქმნას საუკუნეები დასჭირდება. და ამ ხნის მანძილზე წარმოქმნილი აგურები, ბედნიერი შემთხვევითობის წყალობით, დაუზიანებელი რჩება. საუკუნეების მანძილზე აუღელვებლად უცდის იგი ახალი აგურების წარმოქმნას და უცხოა მისთვის ნებისმიერი ცვლილება: უძლებს ქარიშხლებს, თოვლსა და წვიმას, არ მოქმედებს მასზე არც მცხუნვარე მზე და არც ყინვა.

როცა აგურების რაოდენობა საკმარისი იქნება, ამ აგურებზე მოქმედებას იწყებს ქარი, ქარბორბალა, ქარიშხალი და ისინი მწყობრად ლაგდება და შენობად იქცევა. ამავდროულად, ასევე “ბუნებრივი გზით” წარმოქმნილი ცემენტი და სხვა სამშენებლო მასალები, მკაცრად გეგმაზომიერად ნაწილდება აგურებს შორის და მყარ კედლებს ქმნის. სანამ ეს მოვლენები განვითარდებოდეს, მიწაში არსებულმა რკინამ ყლორტები გამოიბა, მერე “ბუნებრივი გზით შეიძინა ფორმა და მომავალი შენობის საძირკვლად იქცა. ყოველივე ამის შედეგად უდაბნოში უნაკლო ნაგებობა წამოიჭიმა.

რაღა თქმა უნდა, შენობა არა მხოლოდ საძირკვლის, აგურებისა და სხვა სამშენებლო მასალებისგან შედგება. მაშ, რითი შეივსო ეს დანაკლისი? პასუხი მარტივია: ნაგებობისთვის აუცილებელი ყველა მასალა ნაიდაგშია, რომელზეც ის არის აღმართული – სილიციუმი, რომელიც მინისთვისაა საჭირო, სპილენძი ელექტროსადენებისთვის, რკინა კოლონებისთვის, ლურსმნებისთვის, წყლის მილებისთვის – ეს ყოველივე ნიადაგში უხვად მოიპოვება. ამ მასალების ფორმირებისა და შენობაში შეტანა-დამონტაჟება ბუნებრივი მოვლენების საქმეა. ქარის, წვიმის, ცოტა ქარიშხლისა და მიწისძვრების შედეგად ყველაფერი, მათ შორის სადურგლო ნაწარმიც თავის მკაცრად განსაზღვრულ ადგილს პოულობს. საქმე ისე წარიმართა, რომ აგურებმა, იგრძნეს რა ფანჯრების აუცილებლობა, მათ ადგილი დაუთმეს. და გაითვალისწინეს რა, რომ აქ მომავალში გათბობის, წყლის მილები და ელექტროსადენები უნდა გასულიყო, მათ დატოვეს ხვრელები ამ კომუნიკაციებისთვისაც, რომლებიც ასევე შემთხვევის წყალობით შეიქმნა. უეჭველია, რომ “შემთხვევითობა” და “ბუნებრივი მოვლენები” რაღაც პროექტით თუ ნახაზით ხელმძღვანელობდნენ.
თუ თქვენ ისევ გჯერათ ამ ამბის, ამდენი ახსნა-განმარტების შემდეგ თუ დაფიქრდებით, თვითონვე მიხვდებით, როგორ გაჩნდა ქალაქში სხვა შენობებიც, ხიდები, მიწისქვეშა გადასასვლელები, გზები, კავშირგაბმულობა, ტრანსპორტი და კომუნიკაციის სხვა სისტემები.

მეტიც, თუ ამ თემამ დაგაინტერესათ, შეგიძლიათ დაწეროთ რამდენიმე ტომი  სამეცნიერო ნაშრომი - ”კანალიზაციის სისტემების ევოლუციის პროცესსა და არსებულ ნაგებობებთან მათი ჰარმონიის შესახებ”. ასე და ამრიგად, შეგეძლებათ თავი წარმოიდგინოთ გენიოსად, რომელსაც ადამიანის ისტორიის საუკეთესო გაშუქებისთვის აკადემიურ პრემიასაც მიანიჭებენ. სწორედ ასეთია თეორია, რომლის მიხედვითაც სიცოცხლის წარმოშობა დედამიწაზე შემთხვევითობაა. უჯრედი ხომ ისეთივე რთული აგებულებისაა, როგორც დიდი ქალაქი მთელი თავისი მოწყობილობით.


უჯრედის საოცარი აგებულება 

დარვინის დროს უჯრედის რთულ აგებულებაზე მეცნიერებამ არაფერი იცოდა. ამ უბრალო მიზეზისდა გამო იმ დროის ევოლუციონისტები კითხვას დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის შესახებ ასე პასუხობდნენ: “შემთხვევითობა, ან ბუნებრივი პროცესები...” და თვლიდნენ, რომ ეს პასუხი ყველას დააკმაყოფილებდა. დღეს საყოველთაოდ ცნობილია, რომ უჯრედში არსებობს ენერგიის გამომუშავებელი ცენტრები, “ფაბრიკები”, რომლებიც სიცოცხლისთვის აუცილებელ ჰორმონებსა და ფერმენტებს გამოიმუშავებს, “საინფორმაციო ცენტრი”, სადაც თავმოყრილია ინფორმაცია გამომუშავებულ პროდუქტებზე, “სატრანსპორტო სისტემა”, საჭირო პროდუქტებისა და ნედლი მასალის გადასაზიდად, პროდუქტების გადამუშავებისა და დასუფთავებისთვის განკუთვნილი “მილგაყვანილობა”, “ლაბორატორიები” და “ქარხნები”. ყოველივე ეს მხოლოდ მცირე ნაწილია უჯრედის ურთულესი მექანიზმისა. სწავლული-ევოლუციონისტი უ. ტორპი წერდა: “თავისი აგებულებით უმარტივესი ცოცხალი უჯრედი კომპლექსურია ნებისმიერ მანქანაზე, რაც კი დღემდე ადამიანს შეუქმნია და იმაზეც კი, რაზეც უოცნებია.”

ხელოვნური უჯრედის შექმნის მცდელობები ყოველთვის კრახით მთავრდებოდა. ასე რომ, დღესდღეობით მსგავს მიზანს აღარავინ ისახავს და კვლევა ამ მიმართულებით აღარ მიმდინარეობს.

მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის მთელი ძალისხმევა, ცოდნა და თანამედროვე ტექნოლოგიები უძლური აღმოჩნდა მსგავსი სისტემის შესაქმნელად, ევოლუციის თეორია დედამიწაზე სიცოცხლის გაჩენას “შემთხვევითობით” ხსნის. ეს შეიძლება შეედაროს ენციკლოპედიას, რომელიც სტამბაში აფეთქების წყალობით შეიქმნა და დაიბეჭდა. მსგავსი განცხადება გააკეთა ინგლისელმა მათემატიკოსმა და ასტრონომმა ფრედ ჰოილმა ჟურნალ “Nature”- ს 1981 წლის 12 ნოემბრის ნომერში: “ეს შეიძლება შეედაროს ჯართის გროვას, რომელიც ქარიშხალმა ბოინგ-747-ად გადააქცია.” 

ანუ, უჯრედის “შემთხვევით” წარმოქმნა შეუძლებელია და უეჭველია, რომ ის ვიღაცის მიერ არის შექმნილი.

მთავარი მიზეზი უჯრედის შემთხვევითობის შედეგად წარმოქმნის აუხსნელობისა ევოლუციის თეორით არის ამ უჯრედის “კომპლექსურობა, რომელიც გამარტივებას არ ექვემდებარება”. ცოცხალი უჯრედი მისი შემადგენელი უამრავი ნაწილის ჰარმონიული ურთიერთობის შედეგად ფუნქციონირებს. და თუნდაც ერთ-ერთი ამ ნაწილის არარსებობა უჯრედის დაშლას იწვევს. უჯრედს არ შეუძლია დაიცადოს, სანამ ისეთი გაუაზრებელი პროცესები, როგორებიცაა ბუნებრივი შერჩევა და მუტაცია, მას სრულყოფილ სახეს მისცემს. მაშასადამე, პირველი უჯრედი, რომელიც დედამიწაზე შეიქმნა, მისი სიცოცხლისუნარიანობისთვის აუცილებელი ყველა ნაწილით უნდა ყოფილიყო დაკომპლექტებული და შესაბამისი ფუნქციები ჰქონოდა, ანუ ყოფილიყო სრულფასოვანი. რაც, უეჭველია, მის შექმნას გულისხმობს!


უჯრედის კომპლექსური აგებულება
უჯრედის კომპლექსური აგებულებაუჯრედი ყველაზე კომპლექსურ და სრულყოფილად დაგეგმილ სისტემას წარმოადგენს. ბიოლოგიის პროფესორს მაიკლ დენტონს თავის წიგნში “ევოლუცია: თეორიის კრიზისი”  მიკროსკოპული უჯრედის კომპლექსურობის დასახასიათებლად მაგალითად ხატოვანი შედარება მოჰყავს:
“იმისთვის, რომ მივაღწიოთ სიცოცხლის რეალობას ისე, როგორც ამის საშუალებას მოლეკულური ბიოლოგია გვაძლევს, ჩვენ უჯრედი ათასმილიონჯერ უნდა გავზარდოთ, სანამ ის დიამეტრში ოც კილომეტრს არ მიაღწევს და არ დაემსგავსება ლონდონის ან ნიუ იორკის ტოლ გიგანტურ ლაინერს. ის, რაც ჩვენს თვალწინ იხსნება, თავისი სირთულითა და მოწყობით ანალოგი არა აქვს. უჯრედის ზედაპირზე შეგვიძლია გავარჩიოთ მილიონობით ნახვრეტი, რომლებიც უზარმაზარი კოსმოსური ხომალდის ილუმინატორებს წააგავს. ისინი დროდადრო იხსნება და იხურება, რითაც ნივთიერებების უსასრულო ნაკადს უჯრედში შეღწევის თუ მისი დატოვების საშუალებას აძლევს. ჩვენ რომ ერთ-ერთ ასეთ ხვრელში შეღწევის საშუალება გვქონდეს, უმაღლესი ტექნოლოგიებისა და საოცრად რთული მოწყობილობების სამყაროში მოვხვდებოდით.” (მაიკლ დენტონი, “ევოლუციის თეორიის კრიზისი”, ლონდონი, Burnett Books, 1986, გვ. 328)

1. ბირთვი, პლაზმა
ადამიანის ორგანიზმის გარშემო ყველა ცნობა ინახება უჯრედის ბირთვში, დაშიფრული დნმ-ის მოლეკულის სახით.
2. უჯრედის მემბრანა
მემბრანა პასუხს აგებს უჯრედსა და მის გარემომცველ გარემოს შორის ნივთიერებათა ცვლის რეგულაციაზე, ახორციელებს უჯრედში შემომავალი და გასული მოლეკულების საბოლოო შემოწმებას.
3. მიტოჰონდრიუმი
მიტოჰონდრიუმი უჯრედის ენერგიის ძირითადი წყაროა. მოლეკულის ორგანიზმისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი ადენაზინტრიფოსფატი (ატფ) მიტოჰონდრიუმში სინთეზირდება.
4. ენდოპლაზმური ქსელი
გაცვლით პროცესებზე პასუხისმგებელი ენდოპლაზმური ქსელი გარემომცველი გარემოდან ციტოპლაზმისა და ცალკეულ უჯრედშორის სტრუქტურებს შორის ნივთიერებათა ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს.
5. უჯრედის მემბრანის სარქველი
სარქველები უჯრედში ჟანგბადისა და გლუკოზის შემოსვლას. აგრეთვე თვით უჯრედში სინთეზირებული ცილებისა და ენზიმების გაყვანას უზრუნველყოფს.

ცილები “შემთხვევითობას” ბრძოლას უცხადებენ

დროებით გვერდზე გადავდოთ უჯრედი, თუნდაც იმიტომ, რომ ევოლუცია მისი უმცირესი ნაწილის მიმართაც კი უმწეოა. “ბუნებრივი გზით” უჯრედის შემადგენელი ცილის მოლეკულის ასეულობით სახესხვაობიდან ერთის მიღებაც კი შეუძლებელია. მოწესრიგებული მოლეკულების – ამინომჟავების განსაზღვრული რაოდენობა და სახეობა ქმნის უფრო დიდ მოლეკულას – ცილას. მათგან ყველაზე მარტივი არანაკლებ 50 ამინომჟავას შეიცავს. ზოგიერთში კი ამინომჟავების რიცხვი ათასს აჭარბებს. მთავარი კი ისაა, რომ ცილის შემადგენელი თუნდაც ერთი ამინომჟავას დანაკლისი, სიჭარბე ან მდგომარეობის შეცვლა ცილას მოლეკულების უწესრიგო გროვად აქცევს. ამიტომაც, ყოველ ამინომჟავას თავისი ადგილი უნდა ეჭიროს. და უმწეობა თეორიისა, რომელიც სიცოცხლის წარმოშობას შემთხვევითობას უკავშირებს, სწორედ ამ სისტემურობაშია. ასეთი წესრიგის გენიალურობის “შემთხვევითობით” ახსნა ხომ შეუძლებელია.
ცილის ფუნქციური აგებულება არაფრით შეიძლება “შემთხვევით” წარმოქმნილიყო, რაც ამის ალბათობის მარტივი მაგალითებითაც დასტურდება.
წარმოვიდგინოთ 12 სახეობის 288 ამინომჟავას შემცველი ცილის მოლეკულა, რომლებიც შეიძლება სხვადასხვა თანმიმდევრობით იყოს განლაგებული, ანუ 10 288 სხვადასხვა ფორმა ჰქონდეს (ეს ასტრონომიული ციფრი ერთიანთან 300 ნულის მიწერით იქმნება). და ამ კომბინაციებიდან მხოლოდ ერთს შეუძლია სასარგებლო ცილის შექმნა. დანარჩენები კი უსარგებლოდ რჩება და ზოგჯერ ცოცხალ ორგანიზმზე უარყოფითად მოქმედებს.
ალბათობა სხვა უამრავთან ერთად მხოლოდ ერთი მოლეკულის შექმნისა ერთია 10-ს მესამასე ხარისხიდან პრაქტიკაში ამის განხორციელება შეუძლებელია, რადგან მათემატიკაში შეფარდება ერთისა 10-ის ორმოცდამეათე ხარისხთან უკვე ნულის ტოლად ითვლება. გავითვალისწინოთ ისიც, რომ 288 ამინომჟავისგან შემდგარი მოლეკულა თავისი სტრუქტურით ბევრად ჩამოუვარდება გიგანტურ მოლეკულებს, რომლებიც ათასზე მეტი ამინომჟავისგან შედგება.
ევოლუციონისტთა აღიარება
ალექსანდრ ოპარინი
ალექსანდრ ოპარინი: “ჩვენ ვერ აგვიხსნია, როგორ შეიქმნა პირველი ცოცხალი უჯრედი.”
ევოლუციის თეორია გადაულახავ წინააღმდეგობას აწყდება იქ, როცა ლაპარაკია, თუ როგორ და როდის შეიქმნა პირველი ცოცხალი უჯრედი დედამიწაზე. შემთხვევით წარმოქმნა ისეთი კომპლექსური სისტემისა, როგორიც გახლავთ ცოცხალი უჯრედი, სრულიად შეუძლებელია. მეოცე საუკუნის მეორე მეოთხედში ევოლუციონისტები სიცოცხლის წარმოშობის პრობლემებს პირისპირ შეეჯახნენ. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რუსი ევოლუციონისტი ალექსანდრ ოპარინი თავის 1936 წელს გამოცემულ წიგნში “სიცოცხლის წარმოშობა” წერდა:
“სამწუხაროდ, ცოცხალი უჯრედის წარმოშობა რჩება წყვდიადით მოცულ საკითხად, რომელიც მთელს ევოლუციის თეორიას მოიცავს.” 
პროფესორი ჯეფრი ბადა
პროფესორი ჯეფრი ბადა: “დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობა ყველაზე დიდ საიდუმლოდ რჩება.”
ოპარინის გამოკვლევების შემდეგ ევოლუციონისტების მიერ ჩატარებულ იქნა აურაცხელი ცდა, გამოკვლევა თუ დაკვირვება, რომლებიც მიზნად ისახავდა უჯრედის “შემთხვევით” გაჩენის შესაძლებლობის დამტკიცებას. თუმცა, ყოველი მომდევნო ცდა სულ უფრო და უფრო ცხადჰყოფდა უჯრედის განუმეორებლად რთულ აგებულებას და ამით ნაბიჯ-ნაბიჯ აბათილებდა ევოლუციის თეორიას. აი, რას ამბობს ამის შესახებ ბიოლოგიის პროფესორი, იოჰანეს გუტენბერგის უნივერსიტეტთან არსებული ბიოლოგიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი დოქტორი კლაუს დოუზი:
“ყველა ცდამ, რაც ოცდაათი წლის მანძილზე სიცოცხლის წარმოშობის საკითხზე ქიმიური და მოლეკულური ევოლუციის განხრით ჩატარდა, იმის ნაცვლად, რომ პასუხი გაეცა ამ კითხვისთვის, კიდევ უფრო გაამწვავა იგი. დღესდღეობით ყველა კვლევა ამ თემაზე ან ჩიხშია მომწყვდეული, ან შეუძლებლობის აღიარებით მთავრდება.” 
გეოქიმიკოსი ჯეფრი ბადა სან დიეგო სკრიფსიდან, ევოლუციონისტების გამოუვალ მდგომარეობას მეოცე საუკუნის ბოლოსთვის ასე აღწერს:
“ვტოვებთ რა მეოცე საუკუნეს, დღემდე ვერ გაგვიცია პასუხი კითხვაზე, რომლითაც მეოცე საუკუნეში შევდიოდით: როგორც გაჩნდა სიცოცხლე დედამიწაზე?” 

ლიტერატურა
1. Alexander I.Oparin,”Origin of Life”, (1936) New York, Daver Publications, 1953 (Reprint) gv 196.
2. Klaus Dose, “The Origin of Life: Vore Questions Than Answers”, Interdisciolinary Science Reviews, tomi 13, nomeri 4, 1988, gv. 348.
3. Jeffrey Bada, Eath, 1998 wlis Tebervali, gv 40.


თუ ამ გიგანტური მოლეკულების მიმართ ალბათობის თეორიას გამოვიყენებთ, თვით სიტყვა “შეუძლებელიაც” კი არასაკმარისად მოგვეჩვენება. თუ სიცოცხლის წარმოშობის პროცესში ერთი საფეხურით მაღლა ავიწევთ დავრწმუნდებით, რომ ერთ მოლეკულას თავისთავად არავითარი მნიშვნელობა არა აქვს. ყველაზე პატარა ბაქტერიაც კი, სახელწოდებით “Mycoplasma Hovinis H39” 600 სახეობის ცილას შეიცავს. ამ შემთხვევაში ჩვენ ალბათობის თეორია ცილების 600 სახეობას უნდა მივუსადაგოთ. და ციფრს, რომელსაც გამოთვლების შედეგად მივიღებთ, შეუძლებელსაც კი ვერ ვუწოდებთ. მკითხველს, რომელიც ევოლუციის თეორიას მეცნიერულ მოძღვრებად მიიჩნევდა, ამ სტრიქონების გაცნობისას შეიძლება ციფრების უტყუარობასა და ყველაფერ დანარჩენშიც ეჭვი შეეპაროს. მაგრამ არა, ყოველივე ეს ზუსტად, ობიექტურად და მართლად არის გადმოცემული. ვერც ერთმა ევოლუციონისტმა ამ ციფრების უარყოფა ვერ შეძლო. ისინი დაეთანხმნენ იმ აზრს, რომ ცილის შემთხვევითი წარმოქმნა ისევე შეუძლებელია, როგორც ის, რომ რომელიმე მაიმუნი საბეჭდ მანქანას მიუჯდეს და კაცობრიობის ისტორია უშეცდომოდ ჩაარაკრაკოს. მიუხედავად ამისა, მათ ურჩევნიათ შეუძლებლის შესაძლებლობა დაიცვან, ვიდრე სიცოცხლის წარმოშობის სხვა ახსნა – შექმნა აღიარონ.

ბევრი ევოლუციონისტი იძულებულია, ობიექტური ჭეშმარიტება აღიაროს. მაგალითად, ცნობილი სწავლული ევოლუციონისტი ჰაროლდ ბლუმი წერს:

“შემთხვევითი წარმოქმნა უმცირესი ცილისაც კი სრულიად გამორიცხულია.” 

ევოლუციონისტები ამტკიცებენ, რომ რადგან მოლეკულური ევოლუცია დიდხანს გრძელდებოდა, ამან შეუძლებელი შესაძლებელი გახადა. თუმცა, რაგინდ დიდი ხანი გავიდეს, ამინომჟავები ცილას ვერ წარმოქმნის. ამერიკელი გეოლოგი უილიამ სტოუქსი თავის წიგნში “Essentials of Earth History” წერს:

“მილიარდობით წლის მანძილზე მილიარდობით პლანეტა საჭირო ამინომჟავებით გაჯერებული თხევადი კონცენტრატით რომ ყოფილიყო სავსე, ცილა მაინც არ გაჩნდებოდა.” 

მაშ, რას ნიშნავს ეს ყველაფერი? ამ კითხვას პროფესორი პერი რივზი ასე პასუხობს:

“საკმარისია, ადამიანი დაფიქრდეს სტრუქტურებზე, რომელთა წარმოქმნაც ამინომჟავების შემთხვევითი შეერთებით შეიძლება, რომ უნებურად მივა დასკვნამდე – ამ სქემით სიცოცხლის გაჩენა წარმოუდგენელია. უფრო ლოგიკურია აღიაროს, რომ მთელი ეს სამუშაო უდიდესი აღმაშენებლის ნამოქმედარია.”  


ისევე, როგორც შეუძლებელია ცილის შემთხვევით წარმოქმნა, მილიარდჯერ და მილიარდჯერ კიდევ უფრო შეუძლებელია ადამიანის უჯრედის შექმნისთვის მილიონობით ცილის შემთხვევითი შეერთება და შემთხვევით საჭირო მწკრივად განლაგება.
ცილის მოლეკულების კომპიუტერული მოდელი
მნიშვნელოვანი სასიცოცხლო ფუნქციების მატარებელი სხვადასხვა კომპლექსური ცილის მოლეკულების კომპიუტერული მოდელი
ამასთან, უჯრედი მხოლოდ ცილოვანი მასისგან როდი შედგება. უჯრედშია, აგრეთვე, ნუკლეინის მჟავები, ცხიმი, ვიტამინები, ელექტროლიტები და სხვა ქიმიური ელემენტები, განლაგებულნი სტრუქტურისა და დანიშნულების მიხედვით. ყოველი ეს შემადგენელი ნაწილი სხვადასხვა სახის ორგანელების საძირკველია, ან დამხმარე მოლეკულის ფუნქციას ასრულებს.
ნიუ იორკის უნივერსიტეტის ქიმიის პროფესორის, გენეტიკის სპეციალისტის რობერტ შაპიროს გამოთვლით, უბრალო ბაქტერიაში არსებული 2000 სახის ცილის წარმოქმნის ალბათობა შეადგენს ერთს ათის 40 000 ხარისხთან. (ეს წარმოუდგენელი ციფრი ერთიანთან 40 000 ნულის გამწკრივებით მიიღება.) 98კარდიფის უნივერსიტეტის ასტრონომიისა და გამოყენებითი მათემატიკის პროფესორი ჩანდრა უიკრამასინგჰი ამ ციფრს ასე განმარტავს:
“ეს ციფრი –1040 000, საკმარისია დარვინისა და მთელი მისი თეორიის დასასამარებლად. არ არსებულა არავითარი საწყისი ბულიონი ჩვენს პლანეტაზე ან სხვაგან, სადაც შეიძლებოდა, სიცოცხლე გაჩენილიყო. და იმის გათვალისწინებით, რომ სიცოცხლის დაბადება შემთხვევითი არ არის, იგი მიზანდასახული შექმნის აქტის შედეგია.” 99
სერ ფრედ ჰოილი ამ ციფრზე შემდეგ აზრს გამოთქვამს:
“სიცოცხლე გონიერი შემოქმედის მიერ არის შექმნილი და ეს იმდენად ცხადია, რომ ადამიანს უნებურად უჩნდება კითხვა – ამ ჭეშმარიტებას ბევრნი რატომ უგულველყოფენ? ამის მიზეზია არა მეცნიერება, არამედ ფსიქოლოგიური ფაქტორი.” 100
ეს “ფსიქოლოგიური ფაქტორი”, რაზეც ჰოილი ლაპარაკობს, სხვა არაფერია, თუ არა ევოლუციონისტების წინასწარი განწყობა იმის წინააღმდეგ, რომ ადამიანისა და ყოველივე ცოცხალი არსებობა ღვთიური ძალით ახსნან. მათი მთავარი მიზანია არ ირწმუნონ ღმერთის არსებობა. მიზანი, რომლის გამოც ისინი განაგრძობენ საღი გონებისთვის ყოვლად წარმოუდგენელი იდეების დაცვას.


L-ცილები

უფრო დაწვრილებით განვიხილოთ მიზეზები იმისა, თუ რატომ არ შეიძლებოდა ცილა ევოლუციის თეორიის სცენარით შექმნილიყო. ცოცხალი ორგანიზმის ცილის მოლეკულის შესაქმნელად შესაბამისი ამინომჟავების შეერთების სწორი კომბინაცია არ არის საკმარისი. მოლეკულაში არსებული 20 ამინომჟავიდან ყოველი მათგანი მხოლოდ და მხოლოდ L ფორმისა უნდა იყოს. ქიმიურად ერთნაირი ამინომჟავები ორი სახისაა: L ამინომჟავა და D ამინომჟავა, ანუ განსხვავება მესამეული სტრუქტურების ურთიერთსაწინააღმდეგო განლაგებაშია. ისევე, როგორც ადამიანის მარცხენა და მარფჯვენა ხელი.

ამ ორი სახის ამინომჟავას თავისუფლად შეუძლია ერთმანეთს შეუერთდეს. თუმცა, გამოკვლევებმა საოცარი შედეგი მოგვცეს. უმარტივესიდან ურთულესამდე, ყველა ცოცხალი ორგანიზმის ცილები მხოლოდ L ამინომჟავებს შეიცავს და თუნდაც ერთი D ამინომჟავას ჩარევა მათ უვარგისს ხდის. ბაქტერიებზე ჩატარებულმა ცდებმა გვიჩვენა, რომ D ამინომჟავები მათ მიერ უმალ იხლიჩება, ხოლო ზოგიერთი ბაქტერია მას თავისთვის აუცილებელ L ამინომჟავად აქცევს.

L-ცილები


წუთით წარმოვიდგინოთ, რომ ცოცხალი ორგანიზმები წარმოიშვა შემთხვევით, როგორც ევოლუციონისტები ამტკიცებენ. ამ შემთხვევაში L და D ამინომჟავები თანაბარი რაოდენობით უნდა წარმოქმნილიყო. მასაშადამე, ეს ამინომჟავები ცოცხალი ორგანიზმის სტრუქტურებში უწესრიგო რაოდენობით უნდა არსებობდეს, რადგან ქიმიურად ურთიქრთქმედების უნარი აქვთ. თუმცა, ცოცხალი ორგანიზმის ცილები მხოლოდ L ამინომჟავისგან შედგება.

ევოლუციონისტებმა ვერა და ვერ შეძლეს ესოდენ ზუსტი და სპეციფიკური შერჩევის ახსნა. და ეს სპეციფიკურობა კიდევ უფრო გამოუვალ მდგომარეობაში აგდებს “შემთხვევითობის” თეორიას. როგორც უკვე აღვნიშნეთ, სასარგებლო ცილის წარმოქმნისთვის მხოლოდ ამინომჟავების აუცილებელი რაოდენობა, იდეალური თანაწყობა და მესამეული სტრუქტურა არ არის საკმარისი.

ამასთან ერთად აუცილებელია, რომ ეს ამინომჟავები L ფორმისა იყოს, ხოლო D ამინომჟავების დასწრება დაუშვებელია. რადგანაც ცილის სტრუქტურაში არ არსებობს D ამინომჟავის L ამინომჟავისგან გამოცალკევების ბუნებრივი მექანიზმი, დიდ მნიშვნელობას იძენს D ამინომჟავის პროცესში ჩაურევლობის უზრუნველყოფა და თვით ეს ფაქტი გამორიცხავს შემთხვევითობის ცნებას.

ამ შემთხვევას განიხილავს მეცნიერული ენციკლოპედია “ბრიტანიკა”: “დედამიწაზე არსებულ ცოცხალ ორგანიზმებში არსებულ ყველა ამინომჟავას ერთნაირი ასიმეტრია აქვს, ანუ თითქმის ყოველთვის L ფორმითაა წარმოდგენილი. ეს იგივეა, რომ მონეტა უამრავ მილიონჯერ ააგდო და მუდმივად ავერსზე ჯდებოდეს და გამონაკლის შემთხვევაში – რევერსზე. გაუგებარია, როგორ, მაგრამ ეს შერჩევა დედამიწაზე სიცოცხლის წყაროს უკავშირდება.”

და თუ მონეტა მუდმივად ავერსზე ჯდება, რა უფრო ლოგიკურია, ავხსნათ ეს გარემოება შემთხვევითობით თუ  ამ მოვლენაში ვიღაცის გონივრული ნება დავინახოთ? პასუხი ცხადია! თუმცა, ევოლუციონისტები მხოლოდ იმის გამო, რომ არ სურთ დაუშვან “გააზრებული ჩარევა”, განაგრძობენ შემთხვევითობის პრინციპის დაცვას. L ამინომჟავების მაგალითი ნუკლეოტიდებს, ანუ დნმ-ისა და რნმ-ის საძირკველსაც ეხება. ცოცხალი ორგანიზმებისგან განსხვავებით, ისინი მხოლოდ D ამინომჟავებიდგან შედგება. ეს გარემოებაც შემთხვევითობას მიეწერება.

ერთი სიტყვით, ყველა გამოკვლევა უარყოფს სიცოცხლის წყაროს შემთხვევით ხასიათს. თუ გამოვთვლით 400 ამინომჟავისგან, მხოლოდ და მხოლოდ D ამინომჟავისგან შედგენილი ცილის წარმოქმნის ალბათობას, ის შეადგენს 1:10120. იმისთვის, რომ წარმოდგენა შეგვექმნას ამ ასტრონომიულ ციფრზე, საკმარისია გავიხსენოთ, რომ პლანეტაზე არსებული ყველა ელექტრონის  რაოდენობა შეადგენს 1079. ხოლო ალბათობა იმისა, რომ ამინომჟავები საჭირო თანმიმდევრობით შეერთდება, ძნელად წარმოსადგენ ციფრებს ქმნის. თუკი ამ ხერხს უფრო რთულ ცილებს მივუსადაგებთ, საერთოდ წარმოუდგენელ სიდიდეებთან გვექნება საქმე.

აუცილებელი პირობა –სათანადო კავშირი
ყოველივე ზემოთთქმულის მიუხედავად, ევოლუციის თეორიის გამოუვალი მდგომარეობა ამით არ მთავრდება. ცილის წარმოქმნისთვის მხოლოდ ამინომჟავების აუცილებელი რაოდენობა, იდეალური თანაწყობა და მესამეული სტრუქტურა არ არის საკმარისი. მოლეკულები ამინომჟავებისა, რომლებსაც ერთ ბმაზე მეტი აქვთ, ერთმანეთს მხოლოდ განსაკუთრებული “პეპტიდური” კავშირით შეუძლიათ შეუერთდეს.
ამინომჟავებს ერთმანეთთან შეერთება სხვადასხვა გზით შეუძლია, მაგრამ ცილები კი წარმოიქმნება მხოლოდ ერთმანეთთან პეპტიდური ბმით შეკავშირებული ამინომჟავებისგან.
განვიხილოთ ასეთი მაგალითი: წარმოვიდგინოთ ავტომობილი, რომელსაც ყველა ნაწილი გამართული აქვს. ოღონდ, ერთ-ერთი ბორბალი ჭანჭიკით კი არა, მავთულით არის მიმაგრებული და მიმაგრებულია არა მიწის ვერტიკალურად, არამედ მის პარალელურად. რაც უნდა მძლავრი ძრავა ჰქონდეს ამ მანქანას, და რაც უნდა მოწინავე ტექნოლოგიით იყოს აღჭურვილი, იგი ერთ მეტრსაც ვერ გაივლის. ერთი შეხედვით, თითქოს ყველაფერი რიგზეა, მაგრამ ერთი არასწორად დაყენებული თვალი მანქანას უმოქმედოდ ხდის. ასეა ცილის მოლეკულაშიც: ერთი ამინომჟავას პეპტიდური ბმის გარეშე შეერთებაც კი მას გამოუსადეგარს ხდის. 

ცილის
გამოკვლევების თანახმად, ამინომჟავების მხოლოდ 50%-ია ერთმანეთთან პეპტიდური ბმით დაკავშირებული მეორე ნახევარი კი დაკავშირებულია ბმებით, რომლებიც ცილის სტრუქტურაში არ არსებობს. როცა ცილის შემთხვევით წარმოქმნაზე ვლაპარაკობთ (იმ პირობით, რომ ყველა ამინომჟავა L ფორმისაა), არ უნდა დავივიწყოთ, რომ თვითეული ამინომჟავის თვითეული მოლეკულა წინამდებარე და მომდევნო მოლეკულასთან მხოლოდ პეპტიდური ბმით უნდა იყოს დაკავშირებული. ეს ალბათობა L ამინომჟავების ალბათობას უტოლდება. ანუ ამინომჟავების ერთმანეთთან პეპტიდური ბმებით დაკავშირების ალბათობა 2399-ის ტოლია 
500 ამინომჟავას შემცველი ცილის შემთხვევითი წარმოქმნის შანსი  ნულის ტოლია
სასარგებლო ცილის მისაღებად სამი ძირითადი პირობაა საჭირო:
  • I – არსებობა ამინომჟავების ყველა ნაირსახეობისა, რომლებიც, ამასთან განსაზღვრული მოწესრიგებული პროპორციით იქნება წარმოდგენილი.
  • II – ყველა ამინომჟავა ჯაჭვში L ამინომჟავა უნდა იყოს.
  • III – ყველა ამინომჟავა ერთმანეთთან დაკავშირებული უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ განსაკუთრებული ქიმიური ფორმულით – პეპტიდური ბმით.
ამ მიზეზისდა გამო, ცილის შემთხვევითი წარმოქმნისთვის ამ სამი ზემოთნახსენები პირობის თანხვედრაა საჭირო. ცილის წარმოქმნის ალბათობა ამ სამი პირობის ალბათობის ნამრავლის ტოლია.
აქ ალბათობა 500 ამინომჟავისგან შემდგარი ცილის მოლეკულის შემთხვევითი წარმოქმნისა, შემდეგნაირად გამოითვლება:
ამინომჟავების მოწესრიგებული გამწკრივების ალბათობა.
ცილის შექმნაში ამინომჟავების 20 სახეობა მონაწილეობს. ამ გარემოების გათვალისწინებით:
ალბათობა ყოველი ამინომჟავასგან საჭირო ერთის ამორჩევისა ტოლია= 1/20
ალბათობა ყველა 500 ამინომჟავის სწორად შერჩევისა ტოლია= 1/20500 = 1/10650
= ერთ შანსს ათის 650-ე ხარისხიდან.
ალბათობა მხოლოდ L ამინომჟავის ამორჩევისა
რთი L ამინომჟავის არჩევის ალბათობა ტოლია=1/2
ალბათობა მხოლოდ L ფორმის ამინომჟავების ერთდროული ამორჩევისა ტოლია=1/2500  =  1/10150
= ანუ 1 შანსი ათის 150-ე ხარისხიდან.
ამინომჟავების პეპტიდური ბმით დაკავშირების ალბათობა
ამინომჟავებს შეუძლია ერთმანეთს ნაირგვარი ქიმიური ბმებით შეუკავშირდნენ. სასარგებლო ცილის წარმოსაქმნელად აუცილებელია, რომ ისინი ერთმანეთთან განსაკუთრებული პეპტიდური ბმით იყვნენ დაკავშირებული. დაანგარიშებულია, რომ ამინომჟავების სწორედ პეპტიდური ბმით დაკავშირების ალბათობა 50%-ია. ამ გარემოების გათვალისწინებით:
- ორი ამინომჟავას პეპტიდური ბმით დაკავშირების ალბათობა ტოლია ½= 1/2-თან.
- 500-ვე ამინომჟავას მხოლოდ პეპტიდური ბმით დაკავშირების ალბათობა ტოლია= 1/2499  = 1/10150 ესე იგი
= ერთი შანსი ათის 150-ე ხარისხიდან.
ალბათობების ჯამი      = 1. X 2. X 3.
= 1/10650 X 1/10150 X 1/10150
= 1/10950

ერთ შანსს ათის 950-ე ხარისხიდან.

ნულოვანი ალბათობა


როგორც მოყვანილი ცხრილიდან ჩანს, 500 ამინომჟავისგან შემდგარი ცილის შემთხვევითი წარმოქმნის ალბათობა ტოლია 1:10950(ერთიანს 950 ნული უნდა მივუწეროთ, რომ მივიღოთ ასტრონომიული ციფრი, რომლის წარმოდგენაც ადამიანის შესაძლებლობას აღემატება). თუმცა, ეს ალბათობა მხოლოდ ქაღალდზე დაიწერება, რადგან პრაქტიკაში მისი განხორციელების შანსი არ არსებობს, ანუ ნულის ტოლია. მათემატიკაში ალბათობა, სადაც შანსი ერთია ათის 50 ხარისხიდან, სტატისტიკურად ნულოვან ალბათობად ითვლება.

თუ 500 ამინომჟავისგან შემდგარი ცილის შემთხვევითი წარმოქმნა ესოდენ შეუძლებელია, თუ სურვილი გაქვთ, შეგიძლია გონება დაძაბოთ უფრო დიდი ციფრების აღქმით. სასიცოცხლოდ აუცილებელი ცილის – “ჰემოგლობინის” მოლეკულაში 574 ამინომჟავაა.

ახლა წარმოვიდგინოთ, რომ სისხლის ერთ უჯრედში (და ასეთი უჯრედები ჩვენს სხეულში მილიარდობითაა) ჰემოგლობინის 280 მილიონი მოლეკულაა და ამ ერთადერთი ცილის ცდისა და შეცდომების გზით წარმოქმნისთვის აუცილებელია დროის მონაკვეთი, რომელიც კაცობრიობის მთელს ისტორიას აღემატება. ესე იგი, რომ დავუშვათ კიდეც, რომ ამინომჟავები დედამიწაზე სიცოცხლის გაჩენის დღიდან ამ მეთოდით ცილის წარმოქმნას ცდილობდნენ, ეს დრო მაინც არ იქნებოდა საკმარისი 10950-დან ერთი შანსის განსახორციელებლად.

ყველაფერი იქამდე დავიდა, რომ ევოლუციის თეორია პირისპირ შეეჯახა ცილის თუნდაც ერთი მოლეკულის წარმოქმნის ახსნის შეუძლებლობას.

10950=10000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000
0000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000
0000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000
0000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000
0000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000
0000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000
0000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000
0000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000
0000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000
0000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000
0000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000
000000000000000000000000000000000000000000
როგორც უკვე განვიხილეთ, ცილის წარმოქმნის ალბათობა უდრის 1:10950-დან. ათის 950 ხარისხი შეიძლება წარმოვიდგინოთ სქემატურად, ანუ ერთიანს 950 ნული უნდა მივუწეროთ.

არსებობს კი ბუნებაში ცდებისა და შეცდომების მეთოდი?

უნდა აღინიშნოს ერთი მნიშვნელოვანი მომენტი, როცა საქმე წარმოდგენილი მაგალითების აზრს ეხება – ალბათობის ეს გაანგარიშებები ცილის შემთხვევით წარმოქმნას გამორიცხავს. თუმცა, ამ საკითხს აქვს კიდევ ერთი მხარე, რაც, ევოლუციონისტთა აზრით, ჩიხად ითვლება: სინამდვილეში ბუნებაში ამ პროცესის დაწყებაც კი შეუძლებელია, რადგან ბუნებაში არ არსებობს მექნიზმი, რომელიც ცილის ცდებისა და შეცდომების მეთოდით წარმოქმნას განაპირობებდეს.

ზემოთმოყვანილი გაანგარიშებები 500 ამინომჟავის შემცველი ცილის შემთხვევით წარმოქმნის ალბათობაზე სწორია, თუ ეს ცდები და შეცდომების მეთოდი იდეალურ გარემოში გამოიყენება (რაც ბუნებრივ გარემოში არ არსებობს). თუ წარმოვიდგენთ, რომ უხილავმა ძალამ შემთხვევით შეაერთა 500 ამინომჟავა, მერე კი გაიაზრა, რომ ეს შეცდომა იყო, დაშალა და დაიწყო სხვანაირი თანმიმდევრობით მათი აკრეფა, ალბათობა საჭირო ცილის მიღებისა ამ გამოგონილი მექანიზმით ტოლი იქნება 1:10950-დან.  თან, ყოველი ცდისას აუცილებელი იქნება მათი დაშლა და აწყობა უკვე სხვანაირი თანმიმდევრობით. ყოველი ახალი ცდისას საჭირო გახდება სინთეზის პროცესის შეჩერება, თუნდაც ერთი უადგილო ამინომჟავას თავიდან აცილება, კონტროლის დაწესება, შეიქმნა თუ არა ცილა, და თუ არ შეიქმნა, მთელი ჯაჭვის დაშლა და ყველაფრის თავიდან დაწყება.

აუცილებელია, აგრეთვე, რომ არც ერთი უცხო ქიმიური ელემენტი პროცესში არ ჩაერთოს. ცდის აუცილებელი პირობაა ჯაჭვის ყოველი 500 შემადგენელი რგოლის დამთავრება, სანამ ახალი ცდა დაიწყებოდეს. ესე იგი, ყველა ზემოთხსენებული ალბათობა, მათი დასაწყისი, დასასრული და თვითეული სტადია იმყოფება “გააზრებული მექანიზმის” კონტროლქვეშ. მექანიზმისა, რომელიც შემთხვევითობას მხოლოდ “ამინომჟავების შერჩევას” ანდობს. მაგრამ, ასეთი მექანიზმის არსებობა ბუნებაში შეუძლებელია. მაშასადამე, ბუნებრივ პირობებში ცილის წარმოქმნა წმინდა ტექნიკურადაც კი შეუძლებელია, რომ აღარაფერი ვთქვათ “შემთხვევითობაზე”. ხოლო პრინციპში, აქ რაიმე შემთხვევითობაზე ლაპარაკი, თავისთავად მხოლოდ და მხოლოდ ანტიმეცნიერული მიდგომის შედეგად უნდა ჩაითვალოს.

თუმცა, ზოგ საქმეში ჩაუხედავ ევოლუციონისტს, არაფრით უნდა, ეს შეიგნოს. ისინი ცილის სინთეზს მარტივ ქიმიურ რეაქციად თვლიან, რის შედეგადაც აკეთებენ ისეთ სასაცილო დასკვნებს, როგორიცაა:  “ამინომჟავები, ერთმანეთთან ურთიერთქმედების შედეგად ცილას წარმოქმნიან.” თუმცა, არაორგანულ გარემოში მომხდარი სპონტანური ქიმიური რეაქციების შედეგად წარმოიქმნება უმარტივესი შენაერთები, რომელთა რაოდენობა და სახეობები კარგად ცნობილი და შეზღუდულია. უფრო რთული ქიმიური ნივთიერებების მისაღებად კი უკვე დიდი ფაბრიკები და ლაბორატორიებია საჭირო. ამის მაგალითია ფარმაცევტული წარმოება, რომელიც ყოველდღიურად მოიხმარს ქიმიურ ნივთიერებებს.

ხოლო ცილების შემადგენლობა გავილებით უფრო რთულია ინდუსტრიის მიერ წარმოებულ ქიმიურ ნივთიერებებზე. მაშასადამე, წარმოქმნა ცილისა – პროექტირებისა და ინჟინერიის ამ ჭეშმარიტი სასწაულისა, მარტივი ქიმიური რეაქციით, სრულიად გამორიცხულია.

დროებით გვერდზე გადავდოთ ყველა უეჭველი არგუმენტი და ბიომოლეკულის შემთხვევით წარმოქმნა დავუშვათ. აქაც კი ევოლუციის თეორია სრულიად უმწეო მდგომარეობაშია. იმიტომ, რომ ცილის შემდგომი სიცოცხლისუნარიანობისთვის აუცილებელია, იგი ბუნებრივ გარემოს მოვარიდოთ და შევუქმნათ საგანგებო პირობები. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ცილა დაიშლება დედამიწის ზედაპირზე გარეგანი ფაქტორების ზემოქმედების, ან სხვა ამინომჟავებთან და ქიმიურ ნივთიერებებთან რეაქციის შედეგად, გარდაიქმნება სულ სხვა ნივთიერებად და ყველა თავის სპეციფიკურ ნიშან-თვისებას დაკარგავს.

ევოლუციონისტთა მცდელობები 


დიდამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საკითხმა ევოლუციონისტები ისეთ ჩიხში მოამწყვდია, რომ ისინი ყველანაირად ცდილობენ, ამ კითხვას თავი აარიდონ და ასეთი ზოგადი ფრაზებით შემოიფარგლონ: “ცოცხალი ორგანიზმი წარმოიშვა წყალში ზოგიერთი შემთხვევითი ფაქტორის ურთიერთქმედების შედეგად.” ეს იმიტომ ხდება, რომ წინააღმდეგობა, რომელსაც ისინი შეეჯახნენ, მათთვის გადაულახავია. პალეონტოლოგიასთან დაკავშირებული ევოლუციონისტური ასპექტებისგან განსხვავებით, აქ მათ საქმე არა აქვთ ნამარხ ნაშთებთან, რომ შეეძლოთ მათი საშუალებით როგორმე ბიჯგი შეუყენონ თავიანთ თეორიას. ამიტომაც ევოლუციონისტური თეორია უკვე საფუძველში არის განწირული.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ევოლუციის პროცესში ნებისმიერ სტადიაზე წარმოშობილი წინააღმდეგობა საკმარისია მის სრულ უარსაყოფად. მაგალითად, ცილის წარმოქმნის შემთხვევითობის შეუძლებლობა თავისთავად უკვე შეუძლებელს ხდის ევოლუციის ყველა მომდევნო სტადიას. ამის შემდეგ ადამიანისა და მაიმუნების თავის ქალებით სპეკულირებას უკვე ყოველგვარი აზრი ეკარგება.


ცოცხალი ორგანიზმის არაორგანული ნივთიერებებისგან წარმოქმნა ერთ-ერთი ის საკითხია, რომელსაც ევოლუციონისტები საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე არიდებდნენ თვალს. ამ პრობლემას ევოლუციონისტები ყოველნაირად ჩქმალავდნენ, მაგრამ დროთა ვითარებაში ეს საკითხი მთელი სიგრძე-სიგანით აღიმართა მათ წინაშე და მეოცე საუკუნის მეორე მეოთხედიდან დაიწყო ცდები ამ პრობლემის გადასაჭრელად. “როგორ გაჩნდა პირველი უჯრედი დედამიწის პირველად ატმოსფეროში?” – ეს იყო უპირველესი კითხვა, რაზეც ევოლუციონისტებს პასუხი უნდა გაეცათ. უფრო სწორად, პასუხი რაღაც ფორმით შემოეთავაზებინათ.

ევოლუციონისტმა მკვლევარებმა ამ კითხვაზე პასუხის გაცემის მიზნით ჩაატარეს უამრავი ცდა, რომლებმაც სამეცნიერო საზოგადოების ყურადღება მაინცდამაინც ვერ მიიპყრო.

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობაზე ევოლუციონისტთა ყველაზე მნიშვნელოვან გამოკვლევად ითვლება ამერიკელი მკვლევარის სტენლი მილერის ცდა, რომელიც 1953 წელს ჩატარდა და “მილერის ცდად” არის ცნობილი. (რადგანაც ცდა ჩატარდა მილერის მასწავლებლის – ჰაროლდ ურის მონაწილეობით, მას მეორე სახელიც აქვს – “ური-მილერის ცდა”). მიუხედავად იმისა, რომ მას შემდეგ ნახევარი საუკუნე გავიდა და ტექნოლოგიები საოცრად განვითარდა, ამ დარგში რამე სიახლე არ ყოფილა. დღესაც კი სახელმძღვანელოებში მილერის ცდა პირველი ცოცხალი ორგანიზმის წარმოშობის ევოლუციონისტური ახსნის მაგალითად მოჰყავთ. ევოლუციონისტებს მშვენივრად ესმით, რომ მსგავსი მცდელობები მათ პოზიციებს ოდნავადაც ვერ ამყარებს. პირიქით, მხოლოდ აბათილებს მათ თეორიას. ამიტომაც ისინი ყველანაირად ცდილობენ, მსგავსი ცდებისგან თავი შეიკავონ.

წარუმატებელი წამოწყება: მილერის ცდა


სტენლი მილერმა მიზნად დაისახა, ცდის საშუალებით დაემტკიცებინა არაცოცხალ გარემოში ამინომჟავების – ცილის სამშენებლო მასალის “შემთხვევით” წარმოშობის შესაძლებლობა. თავის ცდაში მილერმა გამოიყენა გაზების ნარევი, რომელიც შედგებოდა ამიაკისგან, მეთანისგან, წყალბადისა და წყლის ორთქლისგან (მილერის ვარაუდით, სწორედ ეს ნაზავი დომინირებდა დედამიწის პირველად ატმოსფეროში. თუმცა, როგორც მოგვიანებით გაირკვა, ეს ვარაუდი მცდარი იყო). რადგანაც ამ გაზებს ბუნებრივ პირობებში რეაქციაში შესვლა არ შეეძლო, მილერმა მათზე ელექტროენერგიით მოქმედება სცადა ელვის მუხტების იმიტაციით, რითაც, როგორც ვარაუდობდნენ, მაშინდელ ატმოსფეროში ენერგია მიიღებოდა. ერთი კვირის მანძილზე ნაზავი ას გრადუს ტემპერატურაზე დუღდა და სისტემატურად ელექტრული მუხტების ზემოქმედებას განიცდიდა.  კვირის ბოლოს ჩატარებულმა ჰემოსინთეზის ანალიზმა აჩვენა რომ ოცი ამინომჟავიდან, რაც ნებისმიერი ცილის საფუძველია, მხოლოდ სამი წარმოიქმნა.

ევოლუციონისტთა გულებში სიხარულმა დაისადგურა! და ცდა წარმატებულად აღიარეს. ზოგიერთი გამოცემა უკვე მზად იყო, გაზეთების პირველი გვერდები აეჭრელებინა ასეთი წარწერით “მილერმა სიცოცხლე შექმნა!” ამ დროს, მილერის ცდის შედეგად მიღებული მოლეკულები “უსიცოცხლოები” აღმოჩნდა.

ამ ცდით აღფრთოვანებული ევოლუციონისტები სხვა სცენარის დამუშავებას შეუდგნენ. ცილის სინთეზის მომდევნო სტადიების მონტაჟი უკვე მზად იყო! ახალი სცენარის მიხედვით, ამინომჟავები შემთხვევითობის ნებით საჭირო თანმიმდევრობით ლაგდებიან და ცილას ქმნიან. შემთხვევით წარმოქმნილი ცილებიდან ზოგიერთი აღმოაჩენს თავის თავში “როგორღაც” (!) წარმოქმნილ სტრუქტურებს, რომელიც უჯრედის მემბრანის მსგავსია და წარმოქმნის უჯრედს. უჯრედები კი, თავის მხრივ, თანდათანობით ერთმანეთთან მიახლოებით, ერთდებიან და ცოცხალ ორგანიზმს ქმნიან. ეს ხდება მაშინ, როცა ზემოთაღნიშნული სცენარის საძირკველი – მილერის ცდა სინამდვილეში სიცრუეა და სხვა არაფერი.

ფაქტები, რომლებიც მილერის ცდას აბათილებს
მილერის ცდა, რომლის მიზანი იყო დედამიწის პირველად ატმოსფეროში ამინომჟავების თვითწარმოქმნის შესაძლებლობის დამტკიცება, ყოველმხრივ ბათილდება შემდეგით:

1. წარმოქმნილი ამინომჟავები მყისვე იზოლაციაში მოხვდა “ცივი მახის” მექანიზმის საშუალებით. წინააღმდეგ შემთხვევაში პირობები იმ გარემოში, სადაც ეს ამინომჟავები შეიქმნა, ამ მოლეკულებს დაშლიდა. რაღა თქმა უნდა, დედამიწის პირველად ატმოსფეროში მსგავსი მექანიზმი არ არსებობდა. ხოლო უიმისოდ ცილების გახლეჩა გარდაუვალია. როგორც ქიმიკოსმა რიჩარდ ბლისმა აღნიშნა, “რომ არ ყოფილიყო “ცივი მახე”, ქიმიური ნივთიერებები ელექტროენერგიის ზემოქმედებით დაიშლებოდა.”  წინა ცდებში მილერს “ცივი მახე” არ გამოუყენებია და ამიტომაც ვერც ერთი ამინომჟავა ვერ მიიღო.

 მილერის ცდაში პირველადი ატმოსფერო ფიქტიური იყო. XX საუკუნის ოთხმოციან წლებში მეცნიერები შეთანხმდნენ, რომ დედამიწის ადრეული ატმოსფერო მეთანისა და ამიაკისგან კი არა, აზოტისა და ნახშირორჟანგისგან შედგებოდა. მრავალწლიანი დუმილის შემდეგ თვით მილერი გამოტყდა, რომ გარემო, რომელიც თავის ცდაში გამოიყენა, სინამდვილეს არ შეესაბამებოდა.

მილერი, თავის დროზე რატომ იცავდა ასე დაჟინებით გაზების ასეთ ნარევს? პასუხი მარტივია – ამიაკის გარეშე ამინომჟავას სინთეზი შეუძლებელია. კევინ მაკ კინი, ჟურნალ “Discover”-ში გამოქვეყნებულ სტატიაში ამ გარემოებას შემდეგნაირად ხსნის: “მილერმა და ურიმ, მეთანისა და ამიაკის შერევით, დედამიწის პირველადი ატმოსფეროს მოდელი შექმნეს. თუმცა, უკანასკნელმა გამოკვლევებმა გვიჩვენა, რომ დედამიწის საწყისი ჰავა მაღალი ტემპერატურით ხასიათდებოდა, ხოლო თვით დედამიწა ნიკელისა და რკინის შენადნობისგან შედგებოდა. ეს ნიშნავს, რომ ატმოსფერო ძირითადად შედგებოდა აზოტის, ნახშირორჟანგისა და წყლის ორთქლისგან, რომლებიც ნაკლებ ხელსაყრელია ორგანული მოლეკულების წარმოსაქმნელად, ვიდრე ამიაკი და მეთანი.”

ამერიკელმა მეცნიერებმა ფერისმა და ჩენმა მილერის ცდა გაიმეორეს, გამოიყენეს რა ნახშირორჟანგი, წყალბადი, აზოტი და წყლის ორთქლი და შედეგად, ვერც ერთი ამინომჟავა ვერ მიიღეს.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, რომელიც მილერის ცდას აბათილებს, არის ის, რომ მაშინ, როცა მათი ვარაუდით, ამინომჟავები წარმოიქმნა, ატმოსფეროში საკმარისი რაოდენობის ჟანგბადი იყო ამ ამინომჟავების გასანადგურებლად. ეს ფაქტი, რომელიც მილერმა უგულებელყო, აიხსნება რკინისა და ურანის ჟანგით ქვებზე, რომელთა ასაკი 3,5 მილიარდი წლით განისაზღვრება.

სხვა აღმოჩენებმა და გამოკვლევებმა ასევე გვიჩვენა, რომ იმ დროს ჟანგბადის რაოდენობა ატმოსფეროში გაცილებით მეტი იყო, ვიდრე ვარაუდობდნენ. დედამიწის ზედაპირზე ულტრაიისფერი გამოსხივების მოქმედება 10 000-ჯერ  უფრო ძლიერი იყო, ვიდრე ევოლუციონისტები ამტკიცებდნენ. ხოლო მკვრივი ულტრაიისფერი სხივები ხლეჩს რა წყლის ორთქლსა და ნახშირორჟანგს, ჟანგბადს წარმოქმნის.

ეს გარემოება მილერის ცდას, სადაც ექსპერიმენტატორს ჟანგბადის არსებობა გამორჩა, უსარგებლოს ხდის. ცდაში ჟანგბადი რომ ყოფილიყო გამოყენებული, მეთანი ნახშიროჟანგად და წყლად, ხოლო ამიაკი აზოტად და წყლად გარდაიქმნებოდა. მეორე მხრივ გარემოში, სადაც არ არსებობს ჟანგბადი (ოზონის ფენის არარსებობის გამო), ხდება ამინომჟავების დაშლა პირდაპირი ულტრაიისფერი გამოსხივების შედეგად. ასეა თუ ისე, დედამიწის პირველად ატმოსფეროში ჟანგბადის არსებობა თუ არარსებობა ამინომჟავების დაშლის წინაპირობაა.

 მილერის ცდის შედეგად წარმოიშვა ორგანული მჟავებიც, რომლებიც ცოცხალი ორგანიზმის მთლიანობასა და ფუნქციებს ანადგურებს.

როგორ იზოლაციაშიც უნდა ყოფილიყო ამინომჟავები, ქიმიური რეაქციის შედეგად ისინი დაიშლებოდა ან სხვა ნაერთად გადაიქცეოდა. ყველაფერთან ერთად, ცდის შედეგად დიდი რაოდენობით D ამინომჟავაც იქნა მიღებული.  ამ ამინომჟავების არსებობა კი ევოლუციის თეორიას ძირშივე სპობს. ეს იმიტომ, რომ D ამინომჟავებს ცოცხალი ორგანიზმის სტრუქტურაში ადგილი არა აქვს. და ბოლოს, გარემო, რომელშიც ცდის დროს ამინომჟავები წარმოიქმნა, მწვავე მჟავეების ნაზავს წარმოადგენდა, რომლებიც შესაძლო სასარგებლო მოლეკულებს ანადგურებს, ანუ, ეს გარემო რაიმე ცოცხალის წარმოქმნისთვის არახელსაყრელია. ეს ყოველივე მეტყველებს მხოლოდ ერთზე – მილერის ცდა ვერ ადასტურებს დედამიწის პირველად გარემოში სიცოცხლის წარმოშობის შესაძლებლობას და მხოლოდ და მხოლოდ ამინომჟავების სინთეზისკენ მიმართული კონტროლირებადი და წინასწარგამიზნული ლაბორატორიული სამუშაოა. გამოყენებული გაზის შემადგენლობა და რაოდენობა  ამინომჟავების წარმოქმნისთვის იდეალური პროპორციებით იყო შერჩეული. იგივე შეიძლება ითქვას იმ ენერგიის რაოდენობაზე, რომელიც გამოყენებულ იქნა სასურველი ქიმიური რეაქციის გამოსაწვევად. ცდაში გამოყენებული ხელსაწყო იზოლირებული იყო ყოველგვარი მავნე, ამინომჟავების სტრუქტურის დამშლელი ელემენტებისგან, რომელთა არსებობა პირველად გარემოში სულაც არ არის გამორიცხული. მინერალები, სხვადასხვა ნაერთები და ელემენტები, რომლებიც პირველად გარემოში არსებობდა და რომლებსაც შეიძლებოდა, რეაქცია სხვა მიმართულებით წაეყვანა,  ასევე არ იქნა ცდაში გათვალისწინებული. ერთ-ერთი ასეთი ელემენტია ჟანგბადი, რომელიც დაჟანგვის პროცესში ამინომჟავების დაშლას იწვევს. ბოლოს და ბოლოს, თვით იდეალურ ლაბორატორიულ პირობებშიც კი შეუძლებელია “ცივი მახის” მექანიზმის გარეშე ფონს გასვლა, რათა უკვე საკუთარი გარემოს გავლენით ამინომჟავების გახლეჩა თავიდან იქნას აცილებული.

შედეგად, ევოლუციონისტებმა მილერის ცდით საკუთარი ხელებით დაასამარეს თავიანთი თეორია, რადგან ამ ცდამ ცხადი გახადა – ამინომჟავის მიღება შეიძლება მხოლოდ განსაკუთრებულ ლაბორატორიულ პირობებში გარედან გააზრებული ჩარევის შედეგად. ესე იგი ძალა, რამაც სიცოხლე შექმნა – შემოქმედის ძალაა და არა ბრმა შემთხვევითობა. ჰაროლდ ური, ვინც ამ ცდის დროს თავის მოწაფეს, მილერს მხარში ედგა, აღიარებს:

“ყოველი ჩვენგანი, ვინც სიცოცხლის წარმოშობის საკითხს იკვლევს, რამდენი ცდაც უნდა ჩაატაროს, ბოლოს მიდის დასკვნამდე: სიცოცხლე იმდენად კომპლექსურია, რომ თავისი განვითარების რომელიმე ეტაპზე ევოლუციონირება მას არ შეუძლია. მაგრამ მივყვებით რა ჩვენს რწმენას, გვწამს, რომ სიცოცხლე არაცოცხალისგან წარმოიშვა. თუმცა, ეს კომპლექსურობა იმდენად დიდია, რომ ჩვენთვის ევოლუციის წარმოდგენაც კი ძალზე რთულია.”

ევოლუციონისტთა ბოლო გამოკვლევები მილერის ცდას აბათილებს

მილერის ცდამ, რომელსაც თურქი ევოლუციონისტები დღემდე წარმოგვიდგენენ, როგორც ევოლუციის თეორიის ჭეშმარიტების დამადასტურებელ ექსპერიმენტს, სინამდვილეში ყოველგვარი მნიშვნელობა დაკარგა თვით თეორიის ყველაზე გულმხურვალე მიმდევრების თვალში. ევოლუციონისტთა შორის ფრიად პოპულარული ჟურნალის “Earth”-ის 1988 წლის თებერვლის ნომერში გამოქვეყნდა სტატია სათაურით “Life’s Crucible”:
სტენლი მილერი თავის საცდელ აპარატთან
სტენლი მილერი თავის საცდელ აპარატთან
“დღესდღეობით მილერის სცენარს ეჭვით უყურებენ. ამის ერთ-ერთი მიზეზია გეოლოგების აღმოჩენა, რომლის მიხედვითაც დედამიწის პირველადი ატმოსფერო ნახშირორჟანგისა და აზოტისგან შედგებოდა. ეს უფრო ნაკლებად აქტიური გაზებია, ვიდრე ისინი, რომლებიც 1935 წელს მილერმა თავის ცდაში გამოიყენა. მილერის მიერ წარმოდგენილი ატმოსფეროს შემადგენლობა რომ დავუშვათ კიდეც, როგორ შეიძლებოდა მომხდარიყო ისეთი ქიმიური რეაქცია, რომელიც შეძლებდა ამინომჟავების მარტივი მოლეკულები ექცია გაცილებით უფრო რთულ ნაერთად – პოლიმერებად, ისეთებად, როგორიც ცილებია? აქ მილერიც კი ხელებს შლის და ამბობს – “ეს მართლაც პრობლემაა. როგორ მივიღოთ პოლიმერები? ეს სულაც არ არის ადვილი.”1
როგორც აქედან ჩანს, თვით მილერსაც კი გაცნობიერებული აქვს, რომ მისი ცდა ვერაფრით დაეხმარა მეცნიერებას დედამიწაზე სიცოცხლის გაჩენის საკითხის გარკვევაში. ამ ვითარებაში ის თავგამოდება, რითაც ევოლუციონისტები ამ ცდას ჩაეჭიდნენ, მეტყველებს მათი თეორიის გამოუვალ მდგომარეობაზე. ხოლო ჟურნალ “National Geographic”-ის 1998 წლის მარტის ნომერში გამოქვეყნდა სტატია სათაურით “სიცოცხლის წარმოშობა დედამიწაზე”, სადაც ნათქვამია:
“დღესდღეობით მრავალი მეცნიერი ხვდება, რომ პირველადი ატმოსფერო დედამიწაზე განსხვავდებოდა იმ ნაზავისგან, რომელიც მილერმა თავის ცდაში გამოიყენა და იხრება იმ აზრისკენ, რომ ეს ატმოსფერო წყალბადის, მეთანისა და ამიაკისგან კი არა, ნახშირორჟანგისა და აზოტისგან შედგებოდა. ეს ქიმიკოსებისთვის ძალზე ცუდი ახალი ამბავი აღმოჩნდა! ნახშირორჟანგისა და აზოტის ურთიერთქმედებისას ორგანული ნაერთების რაოდენობა ფრიად უმნიშვნელოა. მათი კონცენტრაცია შეიძლება შეედაროს აუზში გახსნილ ერთ წვეთ საღებავს... მეცნიერებს ვერც კი წარმოუდგენიათ, როგორ უნდა წარმოქმნილიყო სიცოცხლე ასეთ “წყალწყალა ბულიონში”?”2
ერთი სიტყვით, ვერც მილერი, ვერც სხვა ევოლუციონისტები ვერ პასუხობენ კითხვას, თუ როგორ გაჩნდა სიცოცხლე დედამიწაზე. ყველა გამოკვლევამ გვიჩვენა, რომ სიცოცხლის თვითაღმოცენება შეუძლებელია და ამით მისი შექმნის ფაქტი დაადასტურა.

literatura
1. “Earth”, “Life’s Crucible”, 1998 wlis Tebervali, gv. 34
2. “National GeographiC”, 1998 wlis marti, gv. 68



დედამიწის პირველადი ატმოსფერო და ცილები

მიუხედავად ზემოთჩამოთვლილი წინააღმდეგობებისა, ევოლუციონისტები, იყენებენ რა ფარად მილერის ცდას, ცდილობენ გვერდი აუარონ კითხვას პირველად გარემოში ამინომჟავების თვითწარმოქმნის შესახებ. მათ დღესაც კი შეცდომაში შეყავთ ადამიანები, ვითომდაც ამ ცდის შედეგად ეს საკითხი დიდი ხნის გადაწყვეტილი იყოს.

სიცოცხლის შემთხვევით წარმოშობის ახსნის მეორე ეტაპზე ევოლუციონისტებს ამინომჟავებზე გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი პრობლემა უდგათ – ცილები. ანუ სიცოცხლის სამშენებლო მასალა, რომელიც ამინომჟავების თანმიმდევრული შეერთების შედეგად წარმოიქმნება.

დედამიწის პირველადი ატმოსფერო და ცილები

მტკიცება ცილის თვითწარმოქმნის შესახებ კიდევ უფრო ალოგიკური და ფანტასტიკურია, ვიდრე ამინომჟავების შემთხვევით წარმოშობის დებულება. ჩვენ უკვე მათემატიკურად გამოვითვალეთ ცილის მისაღებად ამინომჟავების საჭირო თანმიმდევრობით შეერთების ალბათობა. თუმცა, დედამიწის პირველადი ატმოსფეროს პირობებში ცილის თვითწარმოქმნა ქიმიის თვალსაზრისითაც შეუძლებელია.

ცილის სინთეზი წყალში შეუძლებელია

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ცილის სინთეზის დროს ამინომჟავებს შორის პეპტიდური კავშირი იქმნება. ამ პროცესში წყლის ერთი მოლეკულა გამოიყოფა. ეს ვითარება ძირშივე აბათილებს ევოლუციონისტების მოსაზრებას სიცოცხლის ოკეანეში დაბადების შესახებ. რადგანაც ქიმიაში, “ლე შატელიე”-ს პრინციპის თანახმად რეაქცია, რის შედეგადაც წყალი მიიღება, ვერ დამთავრდება იმ გარემოში, რომელიც წყლისგან შედგება. ამ რეაქციის წყალში ჩატარება ქიმიურ რეაქციებს შორის ხასიათდება, როგორც “უმცირესი ალბათობა”. მაშასადამე, ოკეანე, სადაც თითქოსდა სიცოცხლე გაჩნდა, ნაკლებად შესაფერისი გარემოა ამინომჟავებისა და შემდეგ ცილების წარმოსაქმნელად.

მეორე მხრივ, მათ აღარ შეუძლიათ, ამ ფაქტების წინაშე თავიანთი აზრი შეცვალონ და ამტკიცონ, სიცოცხლე ხმელეთზე წარმოიშვაო. ეს იმიტომ, რომ ამინომჟავები, რომლებიც მათი ვარაუდით, დედამიწის ადრეულ ატმოსფეროში წარმოიშვა, ულტრაიისფერი სხივებისგან მხოლოდ ზღვასა და ოკეანეში შეიძლება იყოს დაცული. ხმელეთზე კი ამინომჟავები ულტრაიისფერი სხივებით აუცილებლად დაიშლება. ლა შატელიეს პრინციპი სიცოცხლის ზღვაში წარმოშობის აზრს უარყოფს, რასაც, თავის მხრივ, ევოლუციის თეორია კიდევ ერთ ჩიხში შეჰყავს.

მორიგი უნაყოფო მცდელობა: ფოქსის ცდა

გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩენილმა ევოლუციონისტებმა “წყლის პრობლემის” გარშემო ჯერარნახული სცენარების თხზვა დაიწყეს. ერთ-ერთმა მათგანმა, სიდნეი ფოქსმა ამ საკითხის გადასაჭრელად ახალი თეორია წამოაყენა: ოკეანეში გაჩენილმა ამინომჟავებმა, წარმოქმნისთანავე ვულკანების გვერდით კლდოვან ადგილებზე გადაინაცვლა. შემდეგ წყალი ნაზავში, სადაც ამინომჟავებიც შედიოდა, კლდოვან ადგილებში მაღალი ტემპერატურის გამო აორთქლდა. შედეგად, “გამომშრალ” ამინომჟავებს უკვე შეეძლოთ ცილის წარმოსაქმნელად გაერთიანება.

თუმცა, მდგომარეობიდან ეს “მძიმე” გამოსავალი არავინ აღიარა, რადგან ამინომჟავებს არ შეეძლო, გაეძლო სიცხისთვის, რაზეც ფოქსი ლაპარაკობდა. გამოკვლევებმა გვიჩვენა, რომ მაღალი ტემპერატურის ზემოქმედებით ამინომჟავები უეჭველად დაიშლებოდა.

მაგრამ ფოქსი არ ნებდებოდა. ლაბორატორიის “საგანგებო პირობებში”, მშრალ გარემოში გამარტივებული ამინომჟავები გააცხელეს და შეაერთეს. ამინომჟავები ერთმანეთთან შეერთდა, მაგრამ ცილა მაინც ვერ წარმოიქმნა. შედეგად მიღებულ იქნა ამინომჟავების უწესრიგო, მარტივი ნაერთი, რომელიც ცილას არაფრით ჰგავდა. მეტიც, ფოქსს ამინომჟავები მუდმივ ტემპერატურაზე რომ გაეჩერებინა, წარმოქმნილი მარტივი ამინომჟავებიც დაიშლებოდა.

პროტეინოიდი

კიდევ ერთი დეტალი, რომელიც ფოქსის ცდას უაზროდ აქცევს, არის ის, რომ ფოქსი თავის ცდაში იყენებდა ცოცხალი ორგანიზმებიდან აღებულ ამინომჟავებს და არა მათ, რომელიც თავის დროზე მილერმა მიიღო. ის კი მილერის ცდის შედეგებს უნდა დაყრდნობოდა. მაგრამ არც ფოქსმა, არც სხვებმა მილერის მიერ მიღებული უვარგისი ამინომჟავები არ გამოიყენეს.

ფოქსის ცდამ ევოლუციონისტთა შორისაც კი ვერ ჰპოვა დადებითი გამოძახილი, რადგან ფოქსის მიერ მიღებული ამინომჟავების გაუგებარი ჯაჭვი (პროტეინოიდი), ბუნებრივ პირობებში ვერ წარმოიქმნებოდა.

ხოლო ცილა, სიცოცხლის სამშენებლო მასალა, დღემდე არავის მიუღია. ცილის წარმოშობის საკითხი გადაუჭრელი რჩებოდა. სამოცდაათიან წლებში პოპულარული სამეცნიერო ჟურნალში “Chemical Engineering News”, გამოქვეყნდა სტატია ფოქსის ცდის შესახებ:

“სიდნეი ფოქსმა და სხვა მკვლევარებმა, გამოიყენეს რა გახურების საგანგებო ტექნიკა, შეძლეს მიეღოთ ამინომჟავათა ნაერთები, ეგრეთ წოდებული “პროტეინოიდები” პირობებში, რომლებიც დედამიწის არსებობის საწყის ეტაპზე არ არსებობდა. ამასთან, ეს ნაერთები არაფრით ჰგავს ცოცხალი ორგანიზმების მოწესრიგებულ ცილებს და ქაოსური, უაზრო ლაქების გროვას წარმოადგენს. ეს მოლეკულები თავიდან რომ არსებულიყო კიდეც, მომავალში მათი დაშლა გარდაუვალი იყო.”   და მართლაც, ფოქსის მიერ მიღებული პროტეინოიდები სტრუქტურითა და ფუნქციებით ფრიად შორს დგას ცილისგან.

მათ შორის ისეთივე განსხვავებაა, როგორც რთული ტექნოლოგიით შექმნილ აპარატურასა და ჯართის გროვას შორის.

მეტიც, ამ უსარგებლო ამინომჟავებს პირველად ატმოსფეროში გადარჩენის შანსი საერთოდ არ გააჩნდა. დედამიწამდე მოღწეული ულტრაიისფერი სხივები, უკონტროლო ბუნებრივი კატაკლიზმები თავიანთი გამანადგურებელი ფიზიკური თუ ქიმიური ზემოქმედების შედეგად, უეჭველად გამოიწვევდა პროტეინოიდების დაშლას. ხოლო ამინომჟავების წყალში ყოფნა ულტრაიისფერი სხივებისგან თავის დასაცავად, ლე შატელიეს პრინციპის თანახმად, შეუძლებელია. ამ ფაქტების შუქზე აზრმა შესახებ იმისა, რომ სწორედ პროტეინოიდებია სიცოცხლის საწყისი, მეცნიერთა შორის თანდათან ძალა დაკარგა.

არაცოცხალი მატერია სიცოცხლეს ვერ წარმოქმნის
ევოლუციონისტთა მცდელობა, მილერისა და ფოქსის ცდებზე დაყრდნობით დაასაბუთონ თავიანთი დებულებები, სხვა არაფერია, თუ არა რწმენა იმისა, რომ არაცოცხალ ნივთიერებას აქვს უნარი თვითრეგულაციისა და თვითორგანიზაციის გზით შექმნას კომპლექსური ცოცხალი არსება. ეს რწმენა სრულიად ეწინააღმდეგება მეცნიერებას, რადგან ყველა ცდა და გამოკვლევა ადასტურებს, რომ მატერიას მსგავსი უნარი არ გააჩნია. ცნობილი ინგლისელი ასტრონომი და მათემატიკოსი სერ ფრედ ჰეილი ამას შემდეგი მაგალითით ხსნის:
“მატერიის წიაღში რომ არსებობდეს შინაგანი პრინციპი, რომელიც მას სიცოცხლის წარმოქმნისკენ უბიძგებდა, ამის დემონსტრირება ნებისმიერ ლაბორატორიაში იქნებოდა შესაძლებელი. მაგალითად, რომელიმე მკვლევარს ცდისთვის შეეძლო გამოეყენებინა პირველადი “ბულიონით” სავსე აუზი. ანუ, ეს აუზი აევსო სხვადასხვა არაცოცხალი ქიმიური ნივთიერებებით, ჩაეტუმბა შიგ ნებისმიერი გაზი და ეს ყველაფერი სხვადასხვა სახის რადიაციით დაესხივებინა. მთელი წლის მანძილზე ამ ცდის ჩატარების შემდეგ დაკვირვებოდა, სიცოცხლისთვის აუცილებელი 2000 სახეობის ფერმენტიდან რამდენი წარმოიქმნებოდა ამ ხნის განმავლობაში. ახლავე გეტყვით, რომ ეს ცდა ამაო გამოდგებოდა. ვერავინ ვერაფერს აღმოაჩენდა, გარდა, შესაძლოა, რამდენიმე ამინომჟავისა და მარტივი ქიმიური ნივთიერებებისა.”
ბიოლოგი ევოლუციონისტი ენდრიუ სკოტი ამ ფაქტს შემდეგნაირად აღწერს:
“აიღეთ რამდენიმე ნივთიერება, ერთმანეთში გადაურიეთ, შეაცხელეთ და ცოტა ხანი აცადეთ. ეს არის სიცოცხლის წარმოშობის თანამედროვე ვერსია. ხოლო ისეთი “ძირითადი” ძალები, როგორებიცაა გრავიტაცია, ელექტრომაგნეტიზმი, ძლიერი და სუსტი ბირთვული მუხტები თქვენს მიერ დაწყებულ საქმეს დააბოლოებს... საინტერესოა, ამ მარტივი მონათხრობის რა წილია დაფუძნებული ჭეშმარიტებაზე და რა, ვარაუდებით სპეკულაციაზე? სინამდვილეში, პირველი ქიმიური ელემენტიდან მოყოლებული ვიდრე ცოცხალ უჯრედამდე, ან ფრიად საკამათო საკითხია, ან საერთოდ, ბურუსით არის მოცული.”

literatura
1. Fred Hoyle, “The Intelligent Universe”, New York: Holt, Rinechard & Winston, 1983, p. 256
2. Andrew Scott, “Update on Genesis”, New Scientist, vol. 106, 2.05.1985, p. 30


 მოლეკულა – დნმ

როგორც ჩვენს მიერ განხილული თემების ანალიზი მოწმობს, ევოლუციის თეორია ჩიხში უკვე მოლეკულურ დონეზე მოემწყვდა. ევოლუციონისტებმა ვერ შეძლეს, ამინომჟავების წარმოქმნის საკითხში სიცხადე შეეტანათ. ცილის წარმოქმნა ხომ თავისთავად გამოცანად დარჩა. ყოველივე ამასთან ერთად, ეს საკითხი მხოლოდ ამინომჟავებითა და ცილებით არ ამოიწურება; ეს მხოლოდ დასაწყისია. არსებითად, ევოლუციონისტებისთვის ნამდვილ ჩიხად უნიკალური ცოცხალი ორგანიზმი – უჯრედი გვევლინება, რადგან უჯრედი სულაც არ არის რაღაც მასა, შემდგარი ცილებისგან, რომლებიც, თავის მხრივ, პროტეინებისგან შედგება. პირიქით, ეს ცოცხალი ორგანიზმი შედგება ასობით მაღალგანვითარებული და იმდენად რთული სისტემებისგან, რომელთა ყველა საიდუმლოს ადამიანი დღემდე ვერ ჩაწვდა.

ამ სისტემებზე რა უნდა ითქვას, როცა ევოლუციონისტებს ცილის ატრუქტურული ერთეულის წარმოშობის ახსნაც არ ხელეწიფებათ.

დნმ, dna

ევოლუციის თეორია, რომელსაც უჯრედის უმარტივესი მოლეკულის წარმოშობის თანმიმდევრული ახსნაც კი ვერ მოუძებნია, გენეტიკის განვითარებისა და ნუკლეინის მჟავების, ანუ დნმ-ისა და რნმ-ის აღმოჩენის შემდეგ სრულიად ახალ ჩიხში მოემწყვდა. 1955 წელს ორი მეცნიერის – ჯეიმს უატსონისა და ფრენსის კრიკის გამოკვლევებმა ცხადად წარმოგვიჩინა, თუ რა წარმოუდგენლად რთული სტრუქტურისაა დნმ-ი. დნმ-ის მოლეკულა, რომელიც ადამიანის 100 ტრილიონი უჯრედიდან ყოველი მათგანის ბირთვშია, ადამიანის ორგანიზმის აგებულების უნიკალური გეგმის მატარებელია. ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც ადამიანს ეხება – გარეგნობიდან დაწყებული შინაგანი ორგანოებით დამთავრებული, დნმ-შია დაშიფრული. დნმ-ის ინფორმაცია კოდირებულია იმ ოთხი მოლეკულის საშუალებით, რომლებისგანაც შედგება თვით დნმ-ის მოლეკულა. მოლეკულები, რომელთაც ნუკლეოტიდები (ანუ საფუძვლები) ეწოდება, გამოისახება ასოებით: ა, ტ, გ, ც. ადამიანთა შორის ფიზიკური განსხვავება ამ ასოების სხვადასხვა შერწყმითაა განპირობებული. ეს არის თავისებური საინფორმაციო ცენტრი, სადაც ოთხასოიანი ანბანი გამოიყენება. დნმ-ში ამ ციფრების კომბინაცია განსაზღვრავს ორგანიზმის აგებულებას, ყოველი დეტალის ჩათვლით ინფორმაცია ისეთი თავისებურებების შესახებ, როგორებიცაა სიმაღლე, თვალები, კანის ფერი, აგრეთვე ჩონჩხის 206 ძვალზე, 600 კუნთზე, სასმენი ნერვების 10 000 დაბოლოებაზე, მხედველობითი ნერვის 2 მილიონ რეცეპტორზე, 100 მილიონ ნერვულ უჯრედსა თუ 100 ტრილიონ უჯრედზე საერთოდ, ყოველი უჯრედის დნმ-შია ჩადებული. მთელი გენეტიკური ინფორმაციის ქაღალდზე გადმოტანას 900 ხუთასგვერდიანი ტომი დასჭირდებოდა. წარმოუდგენელი მოცულობის ეს ინფორმაცია დაშიფრულია დნმ-ის განსაზღვრულ უბანზე, რომელსაც “გენი” ეწოდება..

შესაძლებელია თუ არა დნმ-ის შემთხვევითი წარმოქმნა?

აქ ყურადღება უნდა მიექცეს იმ გარემოებას, რომ გენების შემადგენელი ნუკლეოტიდების თანმიმდევრობის ნებისმიერი დარღვევა თვით გენის რღვევას იწვევს. თუ ვივარაუდებთ, რომ ადამიანის ორგანიზმი 200 000 გენისგან შედგება, მილიონობით ნუკლეოტიდების მწყობრად და თანმიმდევრულად გამწკრივება შემთხვევის შედეგად, სრულიად წარმოუდგენელია. ბიოლოგი, ევოლუციონისტი ფრენკ სალისბერი ამის შესახებ ამბობს:

“ცილის საშუალო მოლეკულა დაახლოებით 300 ამინომჟავისგან შედგება. მისი მაკონტროლებელი დნმ-ის ჯაჭვში დაახლოებით 1000 ნუკლეოტიდია. თუ გავითვალისწინებთ, რომ დნმ-ის ერთ ჯაჭვში 4 სახეობის ნუკლეოტიდებია, 1000 ნუკლეოტიდებიანი ჯაჭვი შეიძლება 41000 ვარიანტად ჩამოყალიბდეს. რიცხვი, რომელიც მარტივი ლოგარითმული გაანგარიშებით მიიღება, ადამიანის გონებისთვის წარმოუდგენელია.”
“მარტივი ლოგარითმული გაანგარიშებით მიღებული ციფრი”

41000  უდრის 10620, ხოლო ეს ციფრი ასე იწერება – ერთიანი 620 ნულით. თერთმეტი ნული ათის შემდეგ უკვე ტრილიონს აღნიშნავს, ხოლო 620 ნულის წარმოადგენა ადამიანის გონებას აღემატება. დნმ-ისა და რნმ—ის შემთხვევითი წარმოქმნის შეუძლებლობას ფრანგი სწავლული ევოლუციონისტი პოლ ოგერი ასე განმარტავს:

“ჩემი აზრით, აუცილებელია მკვეთრად გავმიჯნოთ ორი სტადია შემთხვევითი ქიმიური რეაქციის შედეგად ისეთი რთული მოლეკულის წარმოქმნისა, როგორიც ნუკლეოტიდია: ცალკეული ნუკლეოტიდების წარმოქმნა, რაც იქნებ შესაძლებელიც იყოს, და მათი ერთმანეთთან სერიული შეერთება, რაც სრულიად შეუძლებელია.”   თვით პროფესორმა ფრენსის კრიკმაც კი, რომელიც ათწლეულების მანძილზე ევოლუციის მოლეკულური თეორიის მიმდევარი იყო, დნმ-ის აღმოჩენის შემდეგ აღიარა, რომ ასეთი რთული მოლეკულა არ შეიძლებოდა თავისთავად, შემთხვევით, ევოლუციის შედეგად გაჩენილიყო და თავისი აზრი ასე ჩამოაყალიბა:

“დღეს, როცა ამხელა ცოდნა და ინფორმაციაა დაგროვილი, ყოველმა პატიოსანმა ადამიანმა მხოლოდ ერთი რამ შეიძლება თქვას: სიცოცხლე რაღაც სასწაულით
წარმოიქმნა.”

James Watson, Francis Crick

ევოლუციონისტი პროფესორი, დოქტორი ალი დემირსოი დნმ-ის აღმოჩენის შემდეგ იძულებული გახდა ეთქვა:

“ცილის, დნმ-ისა და რნმ-ის წარმოქმნის ალბათობა ძალზე მცირეა, ხოლო რომელიმე ცილის ჯაჭვის წარმოქმნა მცირეა ასტრონომიულად.”
აქ არის კიდევ ერთი ფრიად საინტერესო დილემა: დნმ-ის გაორმაგება შეიძლება მოხდეს ფერმენტით, რომელსაც ცილოვანი სტრუქტურა აქვს. ამ ფერმენტების სინთეზი კი ხდება დნმ-ში კოდირებული ინფორმაციის თანახმად. რადგანაც ისინი ურთიერკავშირში არიან, დნმ-ის რედუპლიკაციისას (გაორებისას) აუცილებელია ორივეს ერთდროული დასწრება. ამერიკელი მიკრობიოლოგი ჯაკობსონი ამ საკითხზე შემდეგ მოსაზრებას გამოთქვამს:

“პირველი ცოცხალი ორგანიზმის წარმოქმნისას აუცილებელი იყო ერთდროული ამოქმედება ყველა მექანიზმისა, რომლებსაც საჭირო მასალებითა და ენერგიით უზრუნველყოფის, გამრავლების რეალიზაციის, ზრდის თანმიმდევრობის განსაზღვრისა და განვითარების პროცესში ინფორმაციის ტრანსფორმაციის უნარი შესწევს. ყველა ამ კომბინაციის შემთხვევით განხორციელება გამორიცხულია.”

ეს სიტყვები დაწერილია ჯ. უაიტისა და ფ. კრიკის მიერ დნმ-ის სტრუქტურის აღწერიდან ორი წლის შემდეგ. თუმცა, მიუხედავად მეცნიერების ესოდენ სწრაფი განვითარებისა, ეს საკითხი ევოლუციონისტებისთვის გადაუჭრელ პრობლემად რჩება.

გერმანელმა მეცნიერებმა იენკენმა და შრედერმა აღმოაჩინეს, რომ ყველა სასიცოცხლოდ აუცილებელი მოლეკულის სინთეზი ცალკე პირობებს მოითხოვს. ამავე მეცნიერთა აზრით, ეს მეტყველებს იმაზე,  რომ სიცოცხლისთვის აუცილებელი სხვადასხვა ნივთიერების ერთად თავმოყრის შანსი არ არსებობს.

არ ჩატარებულა არც ერთი ცდა, რომლის შედეგადაც შეიძლებოდეს ქიმიური ევოლუციისთვის აუცილებელი ყველა მოლეკულის მიღება. მაშასადამე, სხვადასხვა მოლეკულები უნდა წარმოშობილიყო სხვადასხვა ადგილზე სათანადო პირობებში, დაცული ისეთი მავნე ფაქტორებისგან, როგორებიცაა ჰიდროლიზი და ფოტოლიზი, და გადატანილი ახალი რეაქციის სხვა უბნებზე. აქ შემთხვევითობა უკვე აღარაფერ შუაშია, რადგან ასეთი მოვლენის განხორციელების ალბათობა საერთოდ არ არსებობს.

Francis Crick
სურათზე – მიკრობიოლოგიის პროფესორი ფრენსის კრიკი

ერთი სიტყვით, ევოლუციის თეორიამ ვერ შეძლო დამტკიცება ვერც ერთი ევოლუციური პროცესისა, რომლებიც ვითომდა მოლეკულურ დონეზე ხორციელდებოდა. მეცნიერების განვითარება კი, იმის ნაცვლად, რომ ამ კითხვებზე პასუხის მოძებნაში დაეხმაროს, პირიქით, მათ გამოუვალ მდგომარეობას საერთოდ უიმედოს ხდის.

მაგრამ ევოლუციონისტების რწმენით, ეს სრულიად წარმოუდგენელი სცენარი მეცნიერულად დამტკიცებული ჭეშმარიტებაა. ეს იმიტომ ხდება, რომ მათ მთელი თავისი მოღვაწეობა შექმნის პროცესის წინააღმდეგ წარმართეს და სხვა აღარაფერი დარჩენიათ, თუ არა რწმენა შეუძლებლისა. ცნობილი ავსტრალიელი მიკრობიოლოგი მაიკლ დენტონი თავის წიგნში: “ევოლუცია: თეორიის კრიზისი”, ამ შემთხვევას შემდეგნაირად ხსნის:

“უმაღლესი არსებების გენეტიკური პროგრამის სტრუქტურა მილიარდი ბიტის (კომპიუტერული ერთეული) ტოლია, ანდა უფრო გრძელია, ვიდრე ერთი პატარა ბიბლიოთეკის ათას ტომში გამწკრივებული ყველა ასო. მტკიცება იმისა, რომ უამრავი ურთულესი ფუნქცია, რომელიც აკონტროლებს და განსაზღვრავს კომპლექსური ორგანიზმის ტრილიონობით უჯრედის განვითარებას, შემთხვევითი პროცესის შედეგია, ადამიანის გონებაზე ერთგვარი ძალადობის ტოლფასი იქნება. თუმცა, დარვინისტი ამ თვალსაზრისს ოდნავი ყოყმანის გარეშე იღებს.”

ევოლუციონისტთა აღიარება
ალბათობების გაანგარიშებამ დაგვარწმუნა, რომ შემთხვევითი წარმოქმნა თვითეული ისეთი კომპლექსური მოლეკულებისა, როგორებიცაა ნუკლეინის მჟავები (დნმ და რნმ) და ცილები, ცალკ-ცალკე შეუძლებელია. სიცოცხლის წარმოსაშობად ყველა ზემოთაღნიშნული მოლეკულა ერთდროულად ერთ ადგილზე უნდა იყოს. ეს ფაქტი ევოლუციონისტებს გამოუვალ მდგომარეობაში აგდებს. ამ რეალობასთან შეჯახებით ევოლუციის თეორია ღრმა ჩიხში მოექცა. ევოლუციის თეორიის ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენლებიც კი იძულებულნი არიან, ეს აღიარონ. მაგალითად, საქვეყნოდ ცნობილმა მიკრობიოლოგმა ევოლუციონისტმა, სტენლი მილერისა და ფრენსის კრიკის სან დიეგოს უნივერსიტეტელმა კოლეგამ, დოქტორმა ლესლი ორგელმა განაცხადა:
“სტრუქტურულად რთული ცილებისა და ნუკლეინის მჟავების (დნმ და რნმ) ერთდროულად, ერთი და იგივე ადგილას შემთხვევითი წარმოქმნა შეუძლებელია. ერთ-ერთი მათგანის წარმოქმნაც სხვების დაუსწრებლად ასევე გამორიცხულია. ამიტომაც, ადამიანი იძულებულია დაასკვნას – ქიმიური გზით სიცოცხლის წარმოქმნა კატეგორიულად შეუძლებელია.”
ეს ფაქტი სხვა ცნობილმა ევოლუციონისტებმაც აღიარეს:
“დნმ-ს არ შეუძლია სხვა დნმ-ის შექმნა კატალიტური ცილებისა და ფერმენტების გარეშე. ერთი სიტყვით, ცილები არ შეიძლება გაჩნდეს დნმ-ის მონაწილეობის გარეშე, თუმცა, არც დნმ-ის მოლეკულა წარმოიქმნება ცილების გარეშე.”
“როგორ მოხდა ისე, რომ გენეტიკური ინფორმაცია და მისი საშიფრი მექანიზმები (რიპოსომები და რნმ-ის მოლეკულები) ერთად წარმოიშვნენ? იმის მაგივრად, რომ ამ კითხვაზე პასუხი ვეძებოთ, აჯობებს, აღტაცებისა და დაბნეულობის შეგრძნებით დავკმაყოფილდეთ.”

ლიტერატურა
1. Leslie E. Orgel: “The Origin of Life on Tarth”,
2. gam. 271, 1994 wlis oqtomberi, gv. 78
3. Jon Horgan, “In The Beginning”, “Scientifice American”, gam. 264, 1991 wlis Tebervali, gv. 119
4. Douglas R. Halstadter, Escher, Bach, “An Externol Golden Braid”, New York, Vintage Books, 1998, gv. 548


კიდევ ერთი ევოლუციური ცდა: “რნმ-ის სამყარო”

XX საუკუნის სამოცდაათიანი წლების აღმოჩენამ, რომ ამინომჟავების სინთეზირება დედამიწია პირველადი ატმოსფეროს პირობებში შეუძლებელია, მოლეკულური ევოლუციის თეორიას სერიოზული დარტყმა აგემა. გამოირკვა, რომ ყველა ცდა “პირველად გარემოში”, ჩატარებული ევოლუციონისტების – პონიამპერუმას, მილერისა თუ ფოქსის მიერ, სინამდვილეში არაფერს ნიშნავს. ამან ოთხმოციან წლებში ახალ ევოლუციონისტურ ძიებებს  დაუდო საფუძველი. ბოლოს და ბოლოს, შეიქმნა სცენარი – “რნმ-ის სამყარო”, რომლის თანახმად, ჯერ შეიქმნა ცილაზე ინფორმაციის მატარებელი რნმ, მერე კი თვით ცილა.

ქიმიკოს უოლტერ გილბერტის 1986 წელს წამოყენებული სცენარის მიხედვით, მილიარდი წლის წინ, სრულიად გაუგებარი გზით, შემთხვევით წარმოიქმნა რნმ-ის მოლეკულა, რომელსაც საკუთარი ასლის შექმნის უნარი ჰქონდა. შემდეგ ამ მოლეკულამ, გარემო პირობების გავლენით, ცილის წარმოება დაიწყო. შემდეგ წარმოიქმნა მოთხოვნილება იმისა, რომ ინფორმაცია რომელიმე სხვა მოლეკულას შეენახა და ამ მიზნით, ასევე დაუჯერებელი გზით დნმ-ის მოლეკულა წარმოიქმნა.

leslie orgel

ეს სცენარი, რომლის გააზრებაც კი ძნელია, ყოველ სტადიაში წარმოუდგენელი შემთხვევითობების ჯაჭვს წარმოადგენს და იმის ნაცვლად, რომ სიცოცხლის საწყისი ახსნას, კიდევ უფრო ართულებს ამ საკითხს და ახალ კითხვებს ბადებს:

1. თუ აუხსნელია შემთხვევითი წარმოქმნა რნმ-ის შემადგენელი თუნდაც ერთი ნუკლეოტიდისა, მაშ როგორ მოხდა, რომ ამ წარმოსახვითმა ნუკლეოტიდებმა, შეერთდნენ რა განსაზღვრული წესით, რნმ-ი შექმნეს? ბიოლოგი ევოლუციონისტი ჯონ ჰორგანი რნმ-ის შემთხვევითი წარმოქმნის შეუძლებლობას ასე აღიარებს:

“რაც უფრო მეტად იკვლევენ რნმ-ის სამყაროს, მით უფრო მეტი კითხვა იბადება. რნმ-ი პირველად როგორ გაჩნდა? როგორ უნდა განხორციელებულიყო რნმ-ის სინთეზი დედამიწაზე სიცოცხლის გაჩენამდე, თუ იდეალურ ლაბორატორიულ პირობებშიც კი რნმ-ისა და მისი ნაწილების სინთეზი წარმოუდგენლად რთულია?”

2. დავუშვათ, რომ რნმ-ი მართლა შემთხვევით წარმოიშვა. როგორ მოხდა, რომ რნმ-მა, რომელიც ნუკლეოტიდების ერთი ჯაჭვისგან შედგება, საკუთარი თავის ასლის გადაღება გადაწყვიტა და ამისთვის რა მექანიზმი გამოიყენა? საიდან აიღო ამისთვის საჭირო ნუკლეოტიდები? მიკრობიოლოგი ევოლუციონისტები ჯერალდ ჯოისი და ლესლი ორგელი ამ უიმედო ვითარებას შემდეგნაირად ხსნიან:

“კამათი ერთ ჩიხურ ვითარებამდე დადის – ლეგენდა წარმოსახვით რნმ-ზე, რომელიც პოლინუკლეოტიდების რთულ ბულიონში წარმოიქმნა და მყისვე დაიწყო თავისივე ასლის გადაღება... ასეთი შეხედულება არა მხოლოდ წინაბიოლოგიურ (prebiotic) ქიმიას ეწინააღმდეგება, არამედ აბათილებს მეტისმეტად ოპტიმისტურ წარმოდგენას რნმ-ის უნარზე, შექმნას  თავისივე ასლი.” 121
3. რომ დავუშვათ კიდეც პირველად გარემოში საკუთარი ასლის გადამღები რნმ-ის, მისთვის აუცილებელი სხვადასხვა სახის ამინომჟავების აურაცხელი რაოდენობის არსებობა, და ყოველივე შეუძლებლის შესაძლებლობაც კი, ეს მაინც არ იქნება საკმარისი ცილის თუნდაც ერთი მოლეკულის მისაღებად. იმიტომ, რომ რნმ-ი მხოლოდ ინფორმაციაა ცილის სტრუქტურაზე, ხოლო ამინომჟავები მხოლოდ მასალაა, მაგრამ მათგან ცილების წარმოების “მექანიზმი” არ არსებობს.

აზრი იმის შესახებ, რომ ცილების საწარმოებლად მხოლოდ რნმ-ის არსებობაა საკმარისი, იგივეა, რაც შეადგინო მანქანის ნახაზი, გქონდეს მისი შემადგენელი ნაწილები და უცადო, მანქანა თავისით როდის აიწყობა. სად არის “ფაბრიკა და მუშები”, რომლებიც წარმოებას განახორციელებენ?

ცილა იწარმოება ფაბრიკაში, რომელსაც რიბოსომა ჰქვია, უჯრედში მრავალი ფერმენტის დახმარებით მიმდინარე რთული პროცესების შედეგად. რიბოსომა – ეს არის უჯრედის რთული ორგანიზაცია, რომელიც ისევ და ისევ ცილებისგან შედგება. მაშასადამე, ეს ვითარება წარმოშობს კიდევ ერთ გაუაზრებელ ვარაუდს რიბოსომის შემთხვევითი წარმოქმნის შესახებ. ევოლუციის ისეთი თავდადებული მომხრეც კი, როგორიცაა ნობელის პრემიის ლაურეატი ჟაკ მონოდი, გვიხსნის, რომ პროტეინის სინთეზი არ შეიძლება მხოლოდ ნუკლეინის მჟავებში არსებულ ინფორმაციებამდე დავიყვანოთ:

“შიფრს (ანუ დნმ-სა ან რნმ-ში არსებული ინფორმაცია), სანამ ის არ გადაიცემა, თავისთავად მნიშვნელობა არა აქვს. შიფრის გადაცემას უჯრედში ემსახურება არანაკლებ 50 მაკრომოლეკულისა, რომლებიც თვითონ არიან დნმ-ში კოდირებული. ამ მოლეკულების გარეშე ინფორმაციის გადაცემა შეუძლებელია. როდის და როგორ დასრულდება ეს ციკლი? ამის წარმოდგენაც კი წარმოუდგენლად ძნელია.”

რა ძალის კარნახით მიიღო გადაწყვეტილება რნმ-მა, დამოუკიდებლად როგორ შეძლო, 50 ნაწილაკის მოვალეობა შეეთავსებინა და ცილის სინთეზი განეხორციელებინა? ევოლუციონისტებს ამ კითხვებზე პასუხი არ გააჩნიათ!

სტენლი მილერისა და ფრენსის კრიკის თანამოაზრე და კოლეგა სან დიეგოს უნივერსიტეტიდან, საქვეყნოდ ცნობილი მიკრობიოლოგი ევოლუციონისტი ლესლი ორგელი “რნმ-თან ერთად სიცოცხლის ჩასახვის” შესაძლებლობის დასახასიათებლად იყენებს ტერმინს – “სცენარი”. ჟურნალ “American Scientist”-ის  1994 წლის ოქტომბრის ნომერში გამოქვეყნებულ სტატიაში “The Origin of Life on Tarth”, ორგელი გვამცნობს, რა თავისებურებები უნდა ახსიათებდეს ასეთ რნმ-ს და ამის შეუძლებლობას შემდეგნაირად ხსნის:

“ამ სცენარის ამოქმედებისთვის პირველად გარემოში უნდა არსებობდეს რნმ-ის ორი თავისებურება, რაც დღესდღეობით გამოვლენილი არ არის: ცილის დაუხმარებლად საკუთარი თავის ასლის გადაღებისა და ცილის სინთეზის ყოველი სტადიის განხორციელების უნარი.

ცხადია, რომ ეს ორი კომპლექსური ფუნქცია, რომელსაც ორგელი ”აუცილებელ პირობად” მიიჩნევს, ისეთ მოლეკულას, როგორიც რნმ-ია, მხოლოდ წარმოსახვით ან ევოლუციონისტის თვალსაზრისით შეიძლება ჰქონდეს. ხოლო კონკრეტული მეცნიერული ფაქტები მოწმობს, რომ თეზისი “რნმ-ის სამყაროს” შესახებ, რომელიც სიცოცხლის შემთხვევით წარმოშობის ახალ ვერსიას წარმოადგენს, სრულიად ფანტასტიკური ზღაპრების სფეროს განეკუთვნება.

ცნება “ცოცხალი” მეტია, ვიდრე მოლეკულების თავმოყრა

დროებით დავივიწყოთ ზემოთგანხილული შეუძლებელი და ალოგიკური მოსაზრებები და დავუშვათ ცილის მოლეკულის შემთხვევითი წარმოქმნა თუნდაც ისეთ შეუფერებელ პირობებში, როგორიც პირველადი ატმოსფეროა.

მხოლოდ ცილის წარმოქმნა საკმარისი არ არის. ამ ცილამ დანარჩენი ცილების თვითწარმოქმნის მოლოდინში უნდა შეძლოს და ამ უკონტროლო ვითარებაში თავი უვნებლად გადაირჩინოს... იქამდე მაინც, სანამ მილიონობით საჭირო ცილა “შემთხვევით” ერთად მოგროვდებოდეს უჯრედის შესაქმნელად.  ადრე წარმოქმნილ ცილებს უნდა ეცადათ, სანამ შემთხვევით ახლები წარმოიქმნებოდა. ამასთან, თავი უნდა დაეცვათ ულტრაიისფერი გამოსხივებისგან და არც ძლიერი მექანიკური ზემოქმედების შედეგად დაშლილიყვნენ. შემდგომ ამისა, მოიყრიდნენ რა თავს საკმაო რაოდენობით ერთ წერტილში, ცილებს უჯრედის ორგანელა უნდა შეექმნათ. და არც ერთი უცხო ელემენტი, მავნე მოლეკულა ან ცილის უვარგისი ჯაჭვი პროცესს არ უნდა გაჰკარებოდა. ამ ორგანელებს რომ შეძლებოდათ კიდეც, ორგანიზებულად, მკაცრად განსაზღვრული გეგმის მიხედვით ერთად მოეყარა თავის, ყოველ მათგანს მხოლოდ მისთვის აუცილებელი ფერმენტი ამოერჩია, მერე თავი დაეფარა გარსით და აევსო იგი საგანგებო სითხით, რომელიც ყველასთვის იდეალურ პირობებს შექმნიდა, ანუ, შეუძლებელი რომ შესაძლებლად ქცეულიყო, შეძლებდა კი მოლეკულების ეს მასა თავი გაეცოცხლებინა?

ამის პასუხი ერთია: “ვერა!”. გამოკვლევებმა დაგვანახა, რომ სიცოცხლის წარმოშობისთვის ცოცხალ ორგანიზმში არსებული ნივთიერებების გროვა არ კმარა. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ყველა ცილა რომ მოვაგროვოთ და კოლბაში მოვათავსოთ, ცოცხალ უჯრედს მაინც ვერ მივიღებთ. ყველა ცდა ამ მიმართულებით, უნაყოფო გამოდგა. ცდებითა და დაკვირვებებით დადგინდა, რომ ცოცხალი მხოლოდ ცოცხალიდან იღებს სათავეს. არაცოცხალისგან ცოცხალის გაჩენის მტკიცება, როგორც ამ წიგნის დასასწყისშივე დავრწმუნდით, არის ზღაპარი, რომელიც ყველა ცდასა თუ დაკვირვებას ეწინააღმდეგება და მხოლოდ ევოლუციონისტთა ოცნებებში არსებობს.

და თუ ასეა, დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობა თვით სიცოცხლიდან უნდა მოდიოდეს. და ის მარად ცოცხალი ღმერთის შემოქმედების ნაყოფია. სიცოცხლე იწყება, გრძელდება და თავდება მხოლოდ მისი ნებით! ევოლუციას არ ძალუძს ცოცხალი ორგანიზმისთვის საჭირო მასალის წარმოშობის ახსნაც კი, სიცოცხლის ჩასახვას რომ თავი გავანებოთ.

ჩანდრა უიკრამასინგჰი, კარდიფის უნივერსიტეტის გამოყენებითი მათემატიკისა და ასტრონომიის პროფესორი, ადამიანი, რომელსაც ათწლეულების განმავლობაში სიცოცხლის შემთხვევითი წარმოშობის მითით აბრუებდნენ, ამ ჭეშმარიტებაზე ასე ლაპარაკობს:  “მთელი იმ ხნის განმავლობაში, რაც მე მეცნიერებას მივუძღვენი, გამუდმებით მინერგავდნენ აზრს მეცნიერებისა და გააზრებული შექმნის შეუთავსებლობის შესახებ. თითქოს ვალდებული ვიყავი, ამ ცნებას შევწინააღმდეგებოდი... მაგრამ ახლა, მე არ შემიძლია მოვიტანო რამე არგუმენტი ღვთის რწმენის აუცილებლობის საწინააღმდეგოდ... ჩვენ მივეჩვიეთ ლოგიკურ აზროვნებას და დავრწმუნდით, რომ ერთადერთი გონივრული პასუხი კითხვაზე დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის შესახებ შეიძლება იყოს შექმნა და არა შემთხვევითი ქაოსი.”

თერმოდინამიკის მეორე კანონი ევოლუციის თეორიას უარყოფს
“თერმოდინამიკის მეორე კანონი”, ფიზიკის ერთ-ერთი ფუძემდებლური კანონი გვასწავლის, რომ სამყაროში ყველა სისტემა, თავისთავად ან ბუნებრივ გარემოში არსებული, დაშლას და რღვევას განიცდის. ყველა და ყველაფერი, ცოცხალი თუ არაცოცხალი დროთა განმავლობაშიო ცვდება, ირღვევა, ფუჭდება, ლპება და შემადგენელ ნაწილებად იშლება. ეს არის გარდაუვალი დასასრული ყველასი და ყველაფრისა, რაც ყოველ ჩვენგანს ადრე თუ გვიან დაუდგება. და ამ კანონის თანახმად, ეს პროცესი შეუქცევადია.
ამ ჭეშმარიტებაში ჩვენ მთელი ჩვენი სიცოცხლის მანძილზე ვრწმუნდებით. მაგალითად, უდაბნოში მანქანა რომ დავტოვოთ და რამდენიმე თვის მერე მისი მდგომარეობა შევამოწმოთ, რაღა თქმა უნდა, არავის გვექნება იმედი, რომ მანქანა უკეთეს, ან თუნდაც ისეთივე მდგომარეობაში დაგვხვდება, როგორშიც დავტოვეთ. პირიქით, აღმოვაჩენთ, რომ საბურავები დამსკდარა, კაპოტი ჩაჟანგებულა, საქარე მინა გამტყდარა და ძრავაში ქვიშა ჩასულა. ასეთივე გარდაუვალი, ოღონდ გაცილებით სწრაფ ტემპში განხორციელებული პროცესი ელის ყველა ცოცხალ ორგანიზმსაც.
თერმოდინამიკის მეორე კანონი ბუნებრივი პროცესების ფიზიკური ტოლობებითა და გამოთვლებით გამოსახვის ფორმაა. ფიზიკის ეს საყოველთაოდ ცნობილი კანონი “ენტროპიის კანონითაც” მოიხსენიება. ფიზიკაში ენტროპია რომელიღაც სისტემის მოუწყობლობის მაჩვენებელია. მოწესრიგებული, გეგმაზომიერი და ორგანიზებული სისტემიდან მოუწესრიგებელ, რღვევის პირას მდგარ, დაქსაქსულ სტრუქტურაზე გადასვლა ამ სისტემის ენტროპიას ნიშნავს. რაც მეტია ქაოსი სისტემაში, მით მეტია ენტროპია. კანონი გვასწავლის, რომ სამყარო განუხრელად ისწრაფვის უფრო მოუწესრიგებელი, არაორგანიზებული სტრუქტურისკენ.
თერმოდინამიკის მეორე კანონი, ანუ ენტროპიის კანონი თეორიულადაც და პრაქტიკულადაც დამტკიცებულია. XX საუკუნის უდიდეს მეცნიერად აღიარებული ალბერტ აინშტაინი ამ კანონს ასე აფასებს – “ყველა მეცნიერების უპირველესი კანონი”.
ენტროპიის კანონი ისტორიულ მომავალშიც ფუძემდებლური იქნება და ყოველთვის დაამტკიცებს თავის ჭეშმარიტებას. როგორც აღვნიშნეთ, ალბერტ აინშტაინმა მას “ყველა მეცნიერების უპირველესი კანონი” უწოდა, ხოლო სერ არტურ ედინგტონი მას ახსენებს, როგორც სამყაროს უმაღლეს მეტაფიზიკურ წესს.1
მაშინ, როცა ევოლუციის თეორია არის მოძღვრება, რომელიც უგულებელყოფს ფიზიკის ამ ძირითად კანონს, რომელსაც მთელი სამყარო ემორჩილება. ამ თეორიის მიხედვით უწესრიგო, დაქსაქსული, უგონო, მკვდარი ატომები და მოლეკულები, დროთა ვითარებაში შემთხვევით ერთად თავმოყრილნი, ქმნის ისეთ ყოველმხრივ მოწესრიგებულ ცილებს, ისეთ კომპლექსურ მოლეკულებს, როგორებიცაა დნმ და რნმ, შემდეგ ბადებს სხვადასხვა სახის კიდევ უფრო მოწესრიგებულ ორგანიზმებს. ეს წარმოსახვითი პროცესი, რომელიც ყველა მომდევნო სტადიის გავლისას სულ უფრო და უფრო წინ მიიწევს პროგრესის გზით და მიისწრაფვის სრულყოფილი სტრუქტუტების ჩამოყალიბებისკენ, რაც სრულიად ეწინააღმდეგება ენტროპიის კანონის დამტკიცებულ ფაქტს. ამიტომაც, განხორციელება ისეთი პროცესისა, როგორიცაა ევოლუცია, აპრიორი შეუძლებელია ნებისმიერ სტადიაზე. შეუძლებელია, მეცნიერი ევოლუციონისტები ამ აშკარა წინააღმდეგობას ვერ ხედავდნენ. ევოლუციონისტი ჯ. რაში წერს:
“სიცოცხლე ევოლუციის კომპლექსურ პროცესში აშკარად ეწინააღმდეგება თერმოდინამიკის მეორე კანონში მითითებულ ტენდენციებს.”
ევოლუციონისტი როჯერ ლევინი:
“პრობლემა, რომელსაც ბიოლოგები შეეჯახნენ, სხვა არაფერია, თუ არა ევოლუციის აშკარა შეუსაბამობა თერმოდინამიკის მეორე კანონთან. სისტემები დროთა ვითარებაში უნდა იშლებოდეს და მოუწესრიგებელი ხდებოდეს.” 
ბიოლოგი ჯორჯ სტავროპულოსი ევოლუციონისტების ცნობილ გამოცემაში “American Scientifice”, აღიარებს თერმოდინამიკის თვალსაზრისით ცოცხალი უჯრედის თვითშექმნისა და ბუნების კანონის თვალსაზრისით ფოტოსინთეზის კომპლექსური მექანიზმის შეუძლებლობას:
“თერმოდინამიკის მეორე კანონის თანახმად, ნორმალურ პირობებში ვერანაირი კომპლექსური ორგანული მოლეკულა თავისთავად ვერ წარმოიქმნება. პირიქით, მას მხოლოდ დაშლა შეუძლია. და მართლაც, რაც უფრო კომპლექსურია რაღაც, მით უფრო არამდგრადია იგი და საბოლოოდ, მისი დაშლაც უფრო სწრაფია და გარდაუვალი. ფოტოსინთეზი, ყველა მნიშვნელოვანი სასიცოცხლო პროცესი და თვით სიცოცხლეც, მიუხედავად დახლართული, ან საგანგებოდ დახლართული ახსნა-განმარტებებისა, დღემდე არ არის გაცხადებული თერმოდინამიკასა ან სხვა რომელიმე ზუსტ მეცნიერებაზე დაყრდნობით.”
ცხადია, რომ ევოლუციის თეორიის პოსტულატები სრულიად ეწინააღმდეგება ფიზიკის კანონებს. თერმოდინამიკის მეორე კანონი, როგორც ლოგიკური, ისე მეცნიერული თვალსაზრისით, ევოლუციის სცენარის წინაშე გადაულახავ ფიზიკურ წინაღობად არის აღმართული. ევოლუციონისტებს ამ წინაღობის გადალახვა მხოლოდ ოცნებებში შეუძლიათ, რადგან მათ ვერ მოჰყავთ ოდნავ მაინც შინაარსიანი, მეცნიერულზე რომ აღარაფერი ვთქვათ, განმარტებები. მაგალითად, ცნობილი ევოლუციონისტი ჯერემი რიფკინი წერს, რომ სჯერა მაგიური ძალისა, რომელმაც ევოლუციას შეაძლებინა, ფიზიკის ეს კანონი გადაელახა:
“ენტროპიის კანონი გვასწავლის, რომ ევოლუცია სიცოცხლისთვის აუცილებელ მთელს ენერგიას პლანეტაზე გაფანტავს. ჩვენი გაგებით კი ევოლუცია ამის რადიკალურად საწინააღმდეგო მოვლენაა. ჩვენ გვჯერა, რომ ევოლუცია რაღაც ჯადოსნობით სრულყოფს და ავითარებს დედამიწაზე არსებულ წესრიგს.”
ეს სიტყვები სავსებით ცხადყოფს, რომ ევოლუციის თეორია არის გახევებული დოგმა, ბრმა რწმენა საკუთარი წარმოსახვისა.
ღია სისტემის მცდარი გაგება
ზემოთმოყვანილი მაგალითების უტყუარობის მიუხედავად, ევოლუციონისტები, უარყოფენ რა ცხადზე ცხად ფაქტებს, ყოველნაირად ცდილობენ, ჭეშმარიტება დაამახინჯონ. ისინი ამტკიცებენ, რომ თერმოდინამიკის მეორე კანონი მხოლოდ “დახურული სისტემებისთვის” არის მოქმედი, ხოლო “ღია სისტემები” ამ კანონს არ ემორჩილება.
ღია სისტემა, ეს არის თერმოდინამიკური სისტემა გარეგანი ენერგიითა და ნივთიერებათა ცვლით. ევოლუციონისტების აზრით, დედამიწა არის ღია სისტემა, რომელიც მუდმივად განიცდის მზის ენერგიის გავლენას, რაც იმას ნიშნავს, რომ ენტროპიის კანონი ჩვენს პლანეტაზე არ ვრცელდება. აქედან გამომდინარე, მოუწესრიგებელი, პრიმიტიული და მკვდარი სტრუქტურებიდან შეიძლება მოწესრიგებული, კომპლექსური ცოცხალი ორგანიზმის დაბადება. აქ ადგილი აქვს ცნებათა გაყალბების აშკარა მცვდელობას, რადგან რომელიმე სისტემაში ენერგიის შემოსვლა მისი მოწესრიგებისთვის სულაც არ არის საკმარისი. ამისთვის უნდა არსებობდეს საგანგებო მექანიზმები, რომლებსაც უნარი ექნება ამ ენერგიის მისი მოხმარებისთვის აუცილებელ ფორმად გარდაქმნისა. მაგალითად, ავტომობილის ასამოძრავებლად საჭიროა ძრავა, გადამცემი სისტემები და მათი მოქმედების წარმმართავი მექანიზმი, რომლებიც საწვავის ენერგიას მანქანისთვის საჭირო, სასარგებლო ენერგიად გადააქცევს. გარდაქმნის ასეთი სისტემის გარეშე მანქანა ვერ შეძლებს, ბენზინის ენერგია გამოიყენოს. იგივე ითქმის ცოცხალი ორგანიზმის მიმართ. დიახ, ცოცხალი ორგანიზმი მზის ენერგიას შთანთქავს. მაგრამ მზის ენერგია, უაღრესად კომპლექსური სისტემების წყალობით, რომლებიც მხოლოდ ცოცხალ ორგანიზმშია, ქიმიურ ენერგიად გარდაიქმნება (ფოტოსინთეზი მცენარეებში, საჭმლის მომნელებელი სისტემა ცხოველებსა და ადამიანებში). გარდაქმნის ამ სისტემების გარეშე ვერც ერთი ცოცხალი ორგანიზმი ვერ იარსებებდა. ცოცხალი ორგანიზმისთვის, რომელსაც გარდაქმნის მექანიზმი არ გააჩნია, მზის ენერგია სრულიად უსარგებლოა, რადგან ის მხოლოდ წვავს, შლის და ანადგურება მას.
ცხადია, რომ სისტემა (ღია იქნება თუ დახურული), სადაც ენერგიის გარდამქმნელი მექანიზმი არ არსებობს, ევოლუციის თეორიას ვერაფრით ადასტურებს. და არც არავინ ამტკიცებს, რომ პირველად ატმოსფეროში ესოდენ კომპლექსური და გონიერი მექანიზმები არსებობდა. ევოლუციონისტებისთვის ძირითადი პრობლემა, რაც მათ ჩიხში აქცევს, არის ის, თუ როგორ წარმოიშვა მზის ენერგიის გარდამქმნელი ასეთი კომპლექსური მექანიზმები, როგორიცაა, მაგალითად, მცენარეთა ფოტოსინთეზი, რომლის განხორციელებაც თვით ყველაზე მოწინავე ტექნოლოგიის გამოყენებითაც კი ვერ მოხერხდა. სწორედ ამიტომ არ შეეძლო პირველად ატმოსფეროში მოხვედრილ მზის ენერგიას, ხელი შეეწყო სისტემატური და მაღალორგანიზებული სტრუქტურების წარმოქმნისთვის. როგორც უნდა აწეულიყო ტემპერატურა, ამინომჟავები ყოველთვის შეეწინააღმდეგებოდნენ თანმიმდევრული ნაერთების წარმოქმნას. ამინომჟავებზე გაცილებით რთული ცილის მოლეკულებისა და მათზე კიდევ უფრო კომპლექსური უჯრედის ორგანელების წარმოქმნისთვის მხოლოდ ენერგია არ კმარა. ცოცხალი უჯრედის წარმოქმნის ფუძემდებლური ფაქტორი, ეს არის გააზრებული პროექტი, ანუ, სხვაგვარად – შექმნა!
ქაოსის თეორიაში “გადარჩენის გზების” ძიება
ზოგიერთმა სწავლულმა ევოლუციონისტმა, გაიაზრა რა, რომ თერმოდინამიკის მეორე კანონი სრულიად აბათილებს ევოლუციის თეორიას, მიმართა რაგინდარა სპეკულაციებს, რათა შეევსო გაჩენილი ნაპრალი და ამით თეორიისთვის მომავლის გზა გაეხსნა.
ეს მცდელობაც ნათლად მეტყველებს, თუ რა ღრმა კრიზისშია ევოლუციის თეორია.
რუსული წარმოშობის ბელგიელი მეცნიერი ილია პრიგოჟინი ცნობილია თავისი მცდელობებით თერმოდინამიკის და ევოლუციის თეორიის “შერიგებისა”. პრიგოჟინმა, ქაოსის თეორიაზე დაყრდნობით, გამოთქვა თავისი ჰიპოტეზა ქაოსიდან მოწესრიგებული სტრუქტურების წარმოქმნის შესაძლებლობის თაობაზე. თუმცა, მთელი თავისი ენთუზიაზმის მიუხედავად, მან ვერ შეძლო, ერთმანეთისთვის შეეხამებინა თერმოდინამიკის კანონები და ევოლუციის თეორია. ამაზე ეს ციტატაც მეტყველებს:
“არის ერთი კითხვა, რომელიც ჩვენ ას წელზე მეტია, გვაწუხებს. როგორ შეიძლება ახსნა სიცოცხლის ევოლუციისა სამყაროში, რომელშიც, თერმოდინამიკის თანახმად, მზარდი უწესრიგობა ბატონობს?”6
ხვდება რა, რომ თეორია, რომელიც მოლეკულურ დონეს განიხილავს, არ გამოდგება ცოცხალი სისტემებისთვის, მაგალითად უჯრედისთვის, პრიგოჟინი ამ პრობლემას ასე ხსნის:
“როდესაც ჩვენ განვიხილავთ ქაოსის თეორიასა და... საკმაოდ მოწესრიგებულ უჯრედს, ვაწყდებით ბიოლოგიურ სისტემურობას, რაც ევოლუციის თეორიისთვის ნამდვილ პრობლემას წარმოადგენს.”7
სწორედ ეს არის ქაოსის თეორიისა და მასზე დაფუძნებული სპეკულაციების შედეგი. არ აღმოჩნდა ქაოსის თეორიის არც ერთი დამამტკიცებელი, ან თუნდაც მისი არსებობის გამამართლებელი  საბუთი. და ვერც ევოლუციის თეორიის, ენტროპიისა და ფიზიკის სხვა კანონებს შორის წინააღმდეგობის პრობლემას მოეძებნა რამე გადაწყვეტა.
მიუხედავად უტყუარი ფაქტებისა, ევოლუციონისტები ეძებენ ხვრელებს არსებობის გასახანგრძლივებლად და ამ მიზნით ფაქტების გაყალბებასა და ასეთ იაფფასიან დემაგოგიასაც კი არ ერიდებიან: “რახან სიცოცხლე წარმოიშვა, ესე იგი, არსებობს ევოლუციაც”. თუმცა, სრულიად ცხადი და უეჭველი მეცნიერული მონაცემებით დამტკიცდა, რომ ცოცხალი ორგანიზმის ყოველმხრივ მოწესრიგებული, გეგმაზომიერი და კომპლექსური სისტემა ყოვლად შეუძლებელია შემთხვევით, ან ბუნებრივ პირობებში წარმოშობილიყო, როგორც ამას ევოლუციის თეორია ამტკიცებს. შექმნილი ვითარებიდან ცხადად ჩანს, რომ სიცოცხლის არსებობა მხოლოდ უმაღლესი, ზებუნებრივი ძალის ჩარევით შეიძლება აიხსნას. სწორედ ეს ზებუნებრივი ჩარევა და არმყოფობიდან სამყაროს შექმნა არის მაღალი ღმერთის ღვთიური შემოქმედება. ყველა საბუნებისმეტყველო მეცნიერებამ ისევე, როგორც თერმოდინამიკის კანონთან დაკავშირებულმა ამბავმა, დაამტკიცა ცოცხალი ორგანიზმების ევოლუციონირების შეუძლებლობა და აუწყა ადამიანებს უდავო ჭეშმარიტება: სიცოცხლის წარმოშობა შეუძლებელია აიხსნას სხვაგვარად, ვიდრე მისი შექმნით უმაღლესი შემოქმედის მიერ.

literatura
1. Jaremy Rifkin, Entropy: A New World View, New York: Viking Press, 1980, gv. 6
2. J.H.Rush, The Gawn of Life, New York: Signet, 1962, gv.35
3. Rojer Lewin, “A Dowbward Slope to Greater Diverdity, Science, tomi 217, 1982 wlis 24 seqtemberi, gv. 1239.
4. George P.Stavropoulos, “The Frontiers and Limis of Science”, American Scientist, tomi 65, 1977 wlis noember-dekemberi, gv. 674.
5. Jaremy Rifkin, Entropy: A New World View, gv. 55.
6. Ilia Prigogin, Isabelle Stengers, Order Out of  Choos, New York: Bantam Books, 1984, gv. 129
7. Ilia Prigogin, Isabelle Stengers, Order Out of  Choos, gv. 175


ევოლუციის თეორია - ამოსვლა წყლიდან ხმელეთზე










Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий