ამჟამად მსოფლიოში მიმდინარე ეკონომიკური და ფინანსური კრიზისი, რომლის ტალღამ დაფარა დედამიწის უმეტესი ნაწილი, კაცობრიობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემაა. კრიზისი დაიწყო რა აშშ-ის იპოთეკურ ბაზარზე, იგი სწრაფად გავრცელდა ამ ქვეყნის ეკონომიკის სხვა დარგებზე და გადალახა მისი საზღვრები. აშშ-ის დამახასიათებელი ეს ავადმყოფობა გადამდები აღმოჩნდა, რაც განპირობებულია იმით, რომ მსოფლიო ეკონომიკის გლობალიზაციაში მას წამყვანი ადგილი უკავია, რამდენადაც იგი აწარმოებს მსოფლიო მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 20 პროცენტს, ხოლო მოიხმარს 40 პროცენტს.
დღეისათვის მსოფლიო ეკონომიკა ტურბულენტურ მდგომარეობაშია - ყოველდღიურად იცვლება კრიზისის გავლენის ხარისხი სხვადასხვა ქვეყნების სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაზე, არსებითად შემცირდა მათი ეკონომიკური ზრდის ტემპები, სერიოზული საფრთხე შეექმნა საბანკო სექტორს, საფონდო ბირჟებს, გაიზარდა უმუშევრობის დონე, მოსახლეობის დიდი ნაწილი სიღარიბის ზღვარს მიღმა აღმოჩნდა,
შემცირდა მოხმარების დონე და, რაც მთავარია, მსოფლიო საზოგადოებაში დაისადგურა გაურკვევლობამ და შიშმა მომავლის, ხვალინდელი დღის მიმართ. მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოთა მეთაურებმა გააცნობიერეს რა მიმდინარე ეკონომიკური კრიზისის შედეგად მოსალოდნელი საფრთხეები და გამოწვევები, დაიწყეს გაერთიანებული ძალებით ბრძოლა მათ წინააღმდეგ.
ეკონომიკურ მეცნიერებაში საკმაოდ სიღრმისეულადაა დამუშავებული გლობალური და რეგიონული კრიზისების ბუნება და ანატომია, მაგრამ მიმდინარე თავისებურებებმა დღის წესრიგში დააყენა მისი წარმოშობის მიზეზებისა და ფაქტორების გამოკვლევის აუცილებლობა. ამიტომაც ამ მიმართულებით მსოფლიოს ცნობილ მეცნიერ-ეკონომისტებს, პოლიტიკოსებს, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს, სხვადასხვა რელიგიებს, ასტროლოგებს და ა.შ. შორის მიმდინარეობს დისკუსია და აზრთა გაცვლა კრიზისის წარმოშობის მიზეზებსა და ფაქტორებზე. დღეისათვის კრიზისის გამომწვევი მიზეზებიდან გამოკვეთილია რამდენიმე ვერსია, რომელთა შორის უნდა აღინიშნოს შემდეგი: ფინანსური აფიორა და მაქინაციები, რომელსაც ადგილი ჰქონდა აშშ-ის და ევროპის ზოგიერთი ქვეყნის საფინანსო-საბანკო სექტორში; კეთილდღეობის არათანაბარი განაწილება მსოფლიოს ქვეყნებს და რეგიონებს შორის; სუროგატული ფულის შეჭრა საფინანსო სისტემაში; აშშ-ს დოლარის ჭარბწარმოება; რელიგიური და მორალური ფასეულობებისაგან საზოგადოებრივი გულგრილობის ზრდა და ა.შ.
მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის დაწყებიდან ცოტა დროა გასული, მსოფლიოს რელიგიურ მიმართულებათა უმრავლესობამ მკაფიოდ და ცალსახად დააფიქსირა თავიანთი შეხედულებები ამ უმნიშვნელოვანეს ნეგატიურ მოვლენაზე. მართალია, თეოლოგებს ჯერჯერობით არ ჰქონდათ საშუალება სიღრმისეულად გამოეკვლიათ თანამედროვე გლობალური კრიზისის გამომწვევი მრავალწახნაგოვანი ფაქტორები და პირობები, მაგრამ წინასწარი თეორიული დებულებები და კონცეფციები, აგრეთვე ადრინდელი გამოკვლევები მაინც იძლევიან შედარების, განზოგადებისა და გარკვეული დასკვნების გაკეთების საშუალებას.
უპირველეს ყოვლისა, საყურადღებოა რომის კათოლიკური ეკლესიის რელიგიურ-ადმინისტრაციული ცენტრის - ვატიკანის შეხედულებები თანამედროვე მსოფლიო საფინანსო-ეკონომიკურ კრიზისზე. ვატიკანის ადმინისტრაცია და პირადად რომის პაპი ბენედიქტე XVI დიდ ყურადღებას აქცევენ მსოფლიო გლობალური კრიზისის შედეგად გამოწვეულ სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების შეფასებას.
ვატიკანი ღიად აკრიტიკებს დასავლური თავისუფალი ბაზრის მოდელს, იმისათვის, რომ მან ვერ უზრუნველყო კრიზისების თავიდან აცილება. საინტერესოა იმის აღნიშვნა, რომ რომის ამჟამინდელმა პაპმა, რომელიც ადრე ათ წელზე მეტ ხანს იყო პაპი იოანე პავლე II-ის მრჩეველი, დაწერა ნაშრომი „საბაზრო ეკონომიკა და ეთიკა“, სადაც მწვავედ გააკრიტიკა გლობალური ეკონომიკური თეორიის მიმდევრები, მათ შორის, ამ იდეოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი ადამ სმიტი, იმისათვის, რომ მათი აზრით, ბაზრის ბუნებრივი კანონები ეფექტიანია და საზოგადოებისთვის სარგებლის მომტანია. ამ ნაშრომში გატარებულია აზრი, რომ ბაზრის მოთამაშეთა დაბალი მორალური თვისებების გამო მიყენებული ზარალი შეიძლება დამღუპველი აღმოჩნდეს საზოგადოებისთვის. მან იწინასწარმეტყველა, რომ ბიზნესში მონაწილეთა მორალური დისციპლინის უქონლობამ შეიძლება გამოიწვიოს საბაზრო ეკონომიკის კრახი. შეიძლება ითქვას, რომ მისი 20 წლის წინათ გაკეთებული პროგნოზი გამართლდა.
სულ ახლახან რომის პაპმა ბენედიქტე XVI-მ გამოსცა წიგნი „იესო ლაზარეთიდან“, სადაც ის მწვავედ აკრიტიკებს კაპიტალიზმის „ბოროტებას“ ღარიბთა ექსპლოატაციაში, მაგრამ გმობს იმასაც, რომ მარქსისტულმა მოძღვრებამ არ დატოვა ადგილი ღმერთისათვის. პაპის როლში ყოფნის მოკლე 2 წლიან პერიოდში იგი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თანამედროვე ეტაპზე საზოგადოებრივი ცხოვრება სულიერად გაღარიბებულია და ადამიანების დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ მათ შეუძლიათ იცხოვრონ ღმერთის გარეშე. წიგნში გაკრიტიკებულია კაპიტალიზმის იდეოლოგია, რომელმაც ადამიანი დაამცირა და დაიყვანა მომხმარებლის დონემდე და წინა პლანზე დააყენა მატერიალური ფასეულობა, სიმდიდრე. რომის პაპი გმობს იმ მდიდრებს, რომლებმაც კოლონიალიზმის დახმარებით „დააყაჩაღეს“ აფრიკა და მესამე სამყარო, როგორც მატერიალურად, ასევე ზნეობრივად. მდიდრების ცხოვრების წესმა წარმოშვა ნარკოტიკების, ადამიანთა ვაჭრობის, სექსუალური ტურიზმისა და სხვა უზნეობების მრავალრიცხოვანი მსხვერპლი. მდიდრები შინაგანად, სოციალურად ცარიელი არიან მიუხედავად მათ ხელთ არსებული მატერიალური კეთილდღეობის სიუხვისა. მდიდარი ქვეყნები დღესაც აგრძელებენ მესამე სამყაროს ქვეყნებისადმი ზიანის მიყენებას, მათთვის ტექნიკური და ტექნოლოგიური დახმარების აღმოჩენის გზით. ასეთი დახმარებები არ ითვალისწინებენ ამ ქვეყნებში არსებულ ტრადიციებს, რელიგიურ, მორალურ და სოციალურ თავისებურებებს, რის გამოც ირღვევა საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებული მორალური ბალანსი.
მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისზე თავიანთ შეხედულებებს აფიქსირებენ სხვადასხვა ქვეყნის მართლმადიდებელი ეკლესიები. სრულიად რუსეთის და მოსკოვის პატრიარქი მიტროპოლიტ კირილის აზრით, ეკონომიკური კრიზისის გაღრმავების კვალდაკვალ სულ უფრო ცხადი ხდება, რომ თანამედროვე ეტაპზე საზოგადოების სიდუხჭირის ფესვები დგას არა იმდენად ეკონომიკაში, რამდენადაც ზნეობრივ სფეროში, ადამიანის სულიერების ტრანსფორმაციაში. პატრიარქის აზრით, საჭიროა საზოგადოებამ უარი თქვას სიმდიდრისა და ფუფუნების კულტზე, უზომო მოხმარებაზე, ნებისმიერ ფასად გამდიდრებაზე, საკუთრების ეგოისტურ მითვისებაზე, ღარიბთა საჭიროებების უგულებელყოფაზე. საუბარია უზომოდ გამდიდრებაზე და მოხმარების იმ ზომაზე, რომელიც აუცილებელია ადამიანის ფიზიკური და სულიერი განვითარებისა და ფუნქციონირებისთვის. ცნობილია, რომ ძველი რომის თეატრებში, სადაც მიმდინარეობდა გლადიატორთა ბრძოლები, მაყურებლებს პურს ურიგებდნენ, რათა დაბალანსებულიყო მათი სულიერი და მატერიალური მოთხოვნილება.
რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის აზრით საჭიროა შემუშავდეს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ქრისტიანული მოდელი, რომელიც დაფუძნებული იქნება ადამიანების სულიერ საგანძურში ფესვგადგმულ ზნეობრივ საწყისებზე. ეკლესიას მიაჩნია, რომ დღევანდელი მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი დაიწყო დიდი ხნით ადრე და იგი ატარებს არა მხოლოდ გლობალურ, არამედ სისტემურ ხასიათსაც. უპირველეს ყოვლისა, ეს გამოიხატება ფასეულობათა და მსოფლმხედველობათა კრიზისში. ამასთან, კრიზისის შედეგად ყველაზე მეტად იტანჯებიანის ადამიანები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობენ მატერიალური დოვლათის შექმნაში, მაშინ როდესაც, კრიზისის დასაძლევად სახელმწიფოთა მიერ გამოყოფილი ფინანსური დახმარება წარიმართება არა უბრალო ადამიანებზე,რომლებიც მას ყველაზე მეტად საჭიროებენ, არამედ ბანკებზე, ბირჟებზე, ტრანსნაციონალურ კომპანიებზე, ანუ იმათზე, რომლებიც ყველაზე მეტად „დამნაშავეები“ არიან კრიზისის გამოწვევაში.
მართლმადიდებლური რელიგიის წარმომადგენლებს მსოფლიო საფინანსო-ეკონომიკური კრიზისის გამომწვევ ერთ-ერთ მიზეზად მიაჩნიათ ის, რომ ფული, რომელიც არის სიმბოლო ადამიანის შრომის და მატერიალური დოვლათისა, დღევანდელ ეტაპზე სულ უფრო შორდება შრომას და მის შედეგად შექმნილ მატერიალურ ფასეულობებს. მოკლედ რომ ვთქვათ, რეალური (მწარმოებლური) ეკონომიკა სულ უფრო შორდება ფინანსურ ეკონომიკას და ამას მივყავართ იქითკენ, რომ ფული იწყებს რეალური ცხოვრებისგან დამოუკიდებლად არსებობას. იმ შემთხვევაში, თუ მსოფლიო ეკონომიკა ამ მიმართულებით გააგრძელებს განვითარებას, მაშინ იგი რაღაც გარკვეულ მომენტში კვლავაც გარდაიქმნება უზარმაზარ პირამიდად, რომელიც ადრე თუ გვიან დაინგრევა, ანუ ახალ მსოფლიო კრიზისს გამოიწვევს.
გამომდინარე ზემოაღნიშნული საფრთხიდან, დღეს მრავალი სახელმწიფოს ლიდერი და მეცნიერეკონომისტი თვლის, რომ საჭიროა ფინანსური ეკონომიკის დაახლოება საქონლისა და მომსახურების ბაზართან. იმის გამო, რომ ამ ორივე სექტორში თანდათანობით მატულობს აფიორა და თაღლითობა, საჭიროა მათზე სახელმწიფოებრივი, საზოგადოებრივი და საერთაშორისო კონტროლის გაძლიერება. საზოგადოებას უნდა ჰქონდეს საშუალება სათანადო ზეგავლენა მოახდინოს იმ პროცესებზე, რომელიც მიმდინარეობს საფინანსო ეკონომიკურ სექტორში. ჩვენი აზრით, დღევანდელი გლობალური საფინანსო ეკონომიკური კრიზისის მასშტაბები და სერიოზულობა ბოლომდე არაა გაცნობიერებული. ეს მეტწილად ეხება მცირე ზომის სახელმწიფოებს, სადაც გლობალური კრიზისის გავლენამ დააგვიანა, რაც სრულიად კანონზომიერი პროცესია და შექმნა ილუზია, თითქოს მას საერთოდ არ ექნება ან ნაკლებად ექნება ადგილი. დღეისათვის ეკონომიკის გლობალიზაციამ ისეთ მასშტაბებს მიაღწია, რომ მასში მეტნაკლებად მსოფლიოს ყველა ქვეყანაა ჩართული, რის შედეგადაც მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისს ვერც ერთი მათგანი გვერდს ვერ აუვლის. კრიზისის წარმოშობის ძირითადი მიზეზია ის სისტემა, რომელზედაც დაფუძნებულია თანამედროვე ფინანსური ეკონომიკა, ხოლო ეს უკანასკნელი კრიზისის მაპროვოცირებელია. შემთხვევითი როდია, რომ სხვადასხვა რელიგიები, მათ შორის, ქრისტიანული და ისლამური რელიგიები ფინანსური ეკონომიკის ძირითად მექანიზმს - საბაზრო ეკონომიკას, ანუ იგივე მევახშეობას, როდესაც ხდება ფულის მიერ ფულის კეთება, აღიქვამენ როგორც საეჭვო ზნეობრივ ქმედებას.
ევანგელისტურ ქრისტიანულ ბაბტისტური მიმდინარეობის წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ თანამედროვე მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის მიზეზი არის საზოგადოების ტრანსფორმაცია, მათი გადართვა სულიერებიდან მატერიალურისაკენ. დღეისათვის საზოგადოების დიდი ნაწილის მთავარი ფასეულობა ხდება თაყვანისცემა მამონისადმი (სიმდიდრისადმი, ფულისადმი). ამასთან, ცნობილია, რომ იესო ქრისტე დაუშვებლად მიიჩნევდა ერთდროულად ღმერთისადმი და მამონისადმი თაყვანისცემას. ღმერთის მსახურებისგან თავის არიდებას მივყევართ სიმდიდრისადმი თაყვანისცემისკენ და ეს უკანასკნელი ხდება ღმერთი. სწრაფვამ სიმდიდრისკენ, ფულისკენ, რომელიც დღევანდელ ეტაპზე ითვლება ძირითად ღირსებად, დააქვეითა ადამიანის ზნეობრივი ღირსებები და საბოლოო ჯამში მიგვიყვანა იქამდე, რომ მდიდარ ქვეყნებში იზრდება მდიდრების რაოდენობა, ხოლო ღარიბ ქვეყნებში მოსახლეობას არ გააჩნია პირველადი მოთხოვნილების საქონლისა და მომსახურების შეძენის ფინანსური საშუალება.
საყურადღებოა ისლამური რელიგიის შეხედულებები მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისზე. ამ კუთხით ქრისტიანული და ისლამური შეხედულებები ძირითადად ემთხვევა ერთმანეთს, თუმცა, გარკვეული პრინციპული განსხვავებები მაინც შეინიშნება. ეს ლოგიკურია, რადგან ისლამური ეკონომიკა, ისლამური ეკონომიკური მოდელი ძირეულად განსხვავდება დასავლური, ზოგადად შეიძლება ითქვას ქრისტიანული ეკონომიკური წესრიგისგან. ცნობილია, რომ ისლამური ეკონომიკური მოდელის ფორმირება ხდებოდა ეტაპობრივად, მას საფუძველი ჩაეყარა XIXIV საუკუნეებში, როდესაც დაიწყო ისლამური პოლიტიკური ეკონომიის ფორმირება. ამ პერიოდში მუსულმანი მკვლევარების მიერ გაკეთებულ იქნა დასკვნა, რომ მორწმუნეთა მიერ თავიანთი რელიგიური ვალდებულებების შესრულება წარმოადგენს მათი ეკონომიკური აქტივობის ორგანულ შემადგენელ ნაწილს. შემდგომ ეტაპზე (XX საუკუნის დასაწყისი) დაიწყო პირველი ისლამური ეკონომიკური ინსტიტუტების ჩამოყალიბება: ეგვიპტეში შეიქმნა პირველი ისლამური ბანკი (უპროცენტო ბანკი); მალაიზიაში ჩამოყალიბდა „შემნახველი კორპორაცია“ და ა.შ. გასული საუკუნის 70-იან წლებში არაბთა გაერთიანებულ ემირატებში შეიქმნა განვითარების ისლამური ბანკი (საერთაშორისი საფინანსო ორგანიზაცია), რომლის მიზანია მუსულმანური ქვეყნების ეკონომიკური და სოციალური განვითარების კოორდინაცია, ხოლო სუდანში - პირველი ისლამური სადაზღვევო კომპანია. ამ დროიდან იწყება ისლამური ეკონომიკური მოდელის განვითარება, რომელიც მნიშვნელოვნად განსხვავდება დასავლური მოდელებისგან. კერძოდ, ისლამის თანახმად ადამიანი, რომელიც იღებს საბანკო პროცენტს, არანაირ შრომას არ ეწევა, რომ გამოიმუშავოს ფული და ეს პროცესი არაა მატერიალურად გამყარებული. ამიტომაც საბანკო სისტემა, რომელიც დაფუძნებულია მევახშეობაზე, ისლამური მოძღვრების თანახმად, აკრძალულია.
ქრისტიანული და ისლამური შეხედულებებისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება ბუდიზმის შეფასებები თანამედროვე გლობალურ კრიზისზე. ბუდიზმი თვლის, რომ ყველაფერი ცვალებადია, აყვავების ეპოქას ცვლის დაცემის ეპოქა და ეს ნორმალური ისტორიის ერთი პერიოდი გარდაუვლად შეიცვლება მეორეთი, მაგრამ ეს არ ნიშნავს სამყაროს დასასრულს, ეს მხოლოდ არის ზრდის საფეხურები დაბლიდან მაღლისაკენ. ამასთან, ზრდა ხდება სპირალისებურად, ისტორიის განვითარება არაა სწორხაზოვანი, როგორც ამას დასავლეთში ამტკიცებენ. ბუდისტები თვლიან, რომ დღევანდელი კრიზისის ლოკალიზება შესაძლებელია, მის დასაძლევად გამოყოფილი უზარმაზარი სახსრები უახლოეს პერიოდში პოზიტიურ შედეგს გამოიღებს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ამით კაცობრიობას არ დაემუქრება ახალი გლობალური კატაკლიზმები.
ინდუიზმის შეხედულებები გლობალურ ეკონომიკურ კრიზისზე ახლოსაა ქრისტიანულ შეფასებებთან. ინდუიზმი თვლის, რომ თანამედროვე კრიზისის სიღრმისეული მიზეზია ადამიანების სიხარბე, რომელიც გამოსულია კონტროლიდან და როგორც ჯაჭვური რეაქცია სწრაფად ვრცელდება. ადამიანებიცდილობენ განთავისუფლდნენ დაუკმაყოფილებლობისა და სიცარიელისგან, შეავსონ იგი, რომელიც მათ გულებში წარმოიქმნება უმაღლესი ფასეულობის - ღმერთისადმი სიყვარულისა და თაყვანისცემის არარსებობის გამო, მატერიალური ტკბობით. მაგრამ სიხარბეს, ანუ სწრაფვას მატერიალური სიამოვნებისკენ არა აქვს საზღვარი და იგი არასოდეს არ იქნება დაკმაყოფილებული. ხარბი ადამიანების მოთხოვნილება გამუდმებით იზრდება, მაგრამ მათი დაკმაყოფილება არ ხდება, პირიქით, სულ უფრო იზრდება მათში სიცარიელის შეგრძნება. შედეგად ამისა, წარმოიშობა მატერიალურ ფასეულობაზე დაფუძნებული ეკონომიკა, რომელიც სიცარიელის შესავსებად აწარმოებს არასაჭირო ნივთებს და აიძულებს ადამიანებს იშრომონ არა თავისთვის, რის გამოც კიდევ უფრო იზრდება დაუკმაყოფილებლობის გრძნობა. ინდუიზმის წარმომადგენელთა აზრით, ჯერჯერობით საზოგადოებაში ადგილი აქვს ზედაპირულ კრიზისულ პროცესებს, მაგრამ რამდენადაც ცივილიზაციის საფუძველი დამპალია, მომავალში უნდაველოდოთ უფრო ძლიერ გლობალურ კრიზისს.
დღეისათვის მსოფლიო ეკონომიკა ტურბულენტურ მდგომარეობაშია - ყოველდღიურად იცვლება კრიზისის გავლენის ხარისხი სხვადასხვა ქვეყნების სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაზე, არსებითად შემცირდა მათი ეკონომიკური ზრდის ტემპები, სერიოზული საფრთხე შეექმნა საბანკო სექტორს, საფონდო ბირჟებს, გაიზარდა უმუშევრობის დონე, მოსახლეობის დიდი ნაწილი სიღარიბის ზღვარს მიღმა აღმოჩნდა,
შემცირდა მოხმარების დონე და, რაც მთავარია, მსოფლიო საზოგადოებაში დაისადგურა გაურკვევლობამ და შიშმა მომავლის, ხვალინდელი დღის მიმართ. მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოთა მეთაურებმა გააცნობიერეს რა მიმდინარე ეკონომიკური კრიზისის შედეგად მოსალოდნელი საფრთხეები და გამოწვევები, დაიწყეს გაერთიანებული ძალებით ბრძოლა მათ წინააღმდეგ.
ეკონომიკურ მეცნიერებაში საკმაოდ სიღრმისეულადაა დამუშავებული გლობალური და რეგიონული კრიზისების ბუნება და ანატომია, მაგრამ მიმდინარე თავისებურებებმა დღის წესრიგში დააყენა მისი წარმოშობის მიზეზებისა და ფაქტორების გამოკვლევის აუცილებლობა. ამიტომაც ამ მიმართულებით მსოფლიოს ცნობილ მეცნიერ-ეკონომისტებს, პოლიტიკოსებს, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს, სხვადასხვა რელიგიებს, ასტროლოგებს და ა.შ. შორის მიმდინარეობს დისკუსია და აზრთა გაცვლა კრიზისის წარმოშობის მიზეზებსა და ფაქტორებზე. დღეისათვის კრიზისის გამომწვევი მიზეზებიდან გამოკვეთილია რამდენიმე ვერსია, რომელთა შორის უნდა აღინიშნოს შემდეგი: ფინანსური აფიორა და მაქინაციები, რომელსაც ადგილი ჰქონდა აშშ-ის და ევროპის ზოგიერთი ქვეყნის საფინანსო-საბანკო სექტორში; კეთილდღეობის არათანაბარი განაწილება მსოფლიოს ქვეყნებს და რეგიონებს შორის; სუროგატული ფულის შეჭრა საფინანსო სისტემაში; აშშ-ს დოლარის ჭარბწარმოება; რელიგიური და მორალური ფასეულობებისაგან საზოგადოებრივი გულგრილობის ზრდა და ა.შ.
წარმოდგენილი სტატიის მიზანია მსოფლიოში თანამედროვე ეტაპზე მიმდინარე საფინანსო-ეკონომიკურ კრიზისზე სხვადასხვა რელიგიების შეხედულებათა ანალიზი და განზოგადება და საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის კონცეფციებისა და წინადადებებისშეფასება, რომლებიც მიმართულია ქვეყანაში შექმნილი კრიზისის დასაძლევად.აქვე უნდა აღინიშნოს, რომ უკანასკნელ წლებში საქართველოში შეიმჩნევა მეცნიერული კვლევის გააქტიურება რელიგიისა და ეკონომიკის ურთიერთობების თეორიულ და გამოყენებით საკითხებზე, თუმცა, რელიგიისა და ეკონომიკური კრიზისის ურთიერთობების პრობლემებზე კვლევები ჯერჯერობით საწყის სტადიაშია.
უპირველეს ყოვლისა, საყურადღებოა რომის კათოლიკური ეკლესიის რელიგიურ-ადმინისტრაციული ცენტრის - ვატიკანის შეხედულებები თანამედროვე მსოფლიო საფინანსო-ეკონომიკურ კრიზისზე. ვატიკანის ადმინისტრაცია და პირადად რომის პაპი ბენედიქტე XVI დიდ ყურადღებას აქცევენ მსოფლიო გლობალური კრიზისის შედეგად გამოწვეულ სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების შეფასებას.
ვატიკანი ღიად აკრიტიკებს დასავლური თავისუფალი ბაზრის მოდელს, იმისათვის, რომ მან ვერ უზრუნველყო კრიზისების თავიდან აცილება. საინტერესოა იმის აღნიშვნა, რომ რომის ამჟამინდელმა პაპმა, რომელიც ადრე ათ წელზე მეტ ხანს იყო პაპი იოანე პავლე II-ის მრჩეველი, დაწერა ნაშრომი „საბაზრო ეკონომიკა და ეთიკა“, სადაც მწვავედ გააკრიტიკა გლობალური ეკონომიკური თეორიის მიმდევრები, მათ შორის, ამ იდეოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი ადამ სმიტი, იმისათვის, რომ მათი აზრით, ბაზრის ბუნებრივი კანონები ეფექტიანია და საზოგადოებისთვის სარგებლის მომტანია. ამ ნაშრომში გატარებულია აზრი, რომ ბაზრის მოთამაშეთა დაბალი მორალური თვისებების გამო მიყენებული ზარალი შეიძლება დამღუპველი აღმოჩნდეს საზოგადოებისთვის. მან იწინასწარმეტყველა, რომ ბიზნესში მონაწილეთა მორალური დისციპლინის უქონლობამ შეიძლება გამოიწვიოს საბაზრო ეკონომიკის კრახი. შეიძლება ითქვას, რომ მისი 20 წლის წინათ გაკეთებული პროგნოზი გამართლდა.
სულ ახლახან რომის პაპმა ბენედიქტე XVI-მ გამოსცა წიგნი „იესო ლაზარეთიდან“, სადაც ის მწვავედ აკრიტიკებს კაპიტალიზმის „ბოროტებას“ ღარიბთა ექსპლოატაციაში, მაგრამ გმობს იმასაც, რომ მარქსისტულმა მოძღვრებამ არ დატოვა ადგილი ღმერთისათვის. პაპის როლში ყოფნის მოკლე 2 წლიან პერიოდში იგი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თანამედროვე ეტაპზე საზოგადოებრივი ცხოვრება სულიერად გაღარიბებულია და ადამიანების დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ მათ შეუძლიათ იცხოვრონ ღმერთის გარეშე. წიგნში გაკრიტიკებულია კაპიტალიზმის იდეოლოგია, რომელმაც ადამიანი დაამცირა და დაიყვანა მომხმარებლის დონემდე და წინა პლანზე დააყენა მატერიალური ფასეულობა, სიმდიდრე. რომის პაპი გმობს იმ მდიდრებს, რომლებმაც კოლონიალიზმის დახმარებით „დააყაჩაღეს“ აფრიკა და მესამე სამყარო, როგორც მატერიალურად, ასევე ზნეობრივად. მდიდრების ცხოვრების წესმა წარმოშვა ნარკოტიკების, ადამიანთა ვაჭრობის, სექსუალური ტურიზმისა და სხვა უზნეობების მრავალრიცხოვანი მსხვერპლი. მდიდრები შინაგანად, სოციალურად ცარიელი არიან მიუხედავად მათ ხელთ არსებული მატერიალური კეთილდღეობის სიუხვისა. მდიდარი ქვეყნები დღესაც აგრძელებენ მესამე სამყაროს ქვეყნებისადმი ზიანის მიყენებას, მათთვის ტექნიკური და ტექნოლოგიური დახმარების აღმოჩენის გზით. ასეთი დახმარებები არ ითვალისწინებენ ამ ქვეყნებში არსებულ ტრადიციებს, რელიგიურ, მორალურ და სოციალურ თავისებურებებს, რის გამოც ირღვევა საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებული მორალური ბალანსი.
აღნიშნავს, რომ გლობალიზაციის პირობებში პოლიტიკა და ბაზარი წარმოდგენენ მიზნის მიღწევის საშუალებას და არა მიზანს. როდესაც ადგილი აქვს ღმერთის იგნორირებას, მაშინ შეუძლებელი ხდება ადამიანის უფლებებისა და საყოველთაოდ აღიარებული ფასეულობების დაცვა და პატივისცემა. კარდინალი მოუწოდებს ქრისტიანებს იცხოვრონ მოკრძალებულად, რადგან გადაჭარბებული ლტოლვა კომფორტისათვის საფრთხეს უქმნის ჭეშმარიტ ფასეულობებს.
რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის აზრით საჭიროა შემუშავდეს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ქრისტიანული მოდელი, რომელიც დაფუძნებული იქნება ადამიანების სულიერ საგანძურში ფესვგადგმულ ზნეობრივ საწყისებზე. ეკლესიას მიაჩნია, რომ დღევანდელი მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი დაიწყო დიდი ხნით ადრე და იგი ატარებს არა მხოლოდ გლობალურ, არამედ სისტემურ ხასიათსაც. უპირველეს ყოვლისა, ეს გამოიხატება ფასეულობათა და მსოფლმხედველობათა კრიზისში. ამასთან, კრიზისის შედეგად ყველაზე მეტად იტანჯებიანის ადამიანები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობენ მატერიალური დოვლათის შექმნაში, მაშინ როდესაც, კრიზისის დასაძლევად სახელმწიფოთა მიერ გამოყოფილი ფინანსური დახმარება წარიმართება არა უბრალო ადამიანებზე,რომლებიც მას ყველაზე მეტად საჭიროებენ, არამედ ბანკებზე, ბირჟებზე, ტრანსნაციონალურ კომპანიებზე, ანუ იმათზე, რომლებიც ყველაზე მეტად „დამნაშავეები“ არიან კრიზისის გამოწვევაში.
რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის აზრით, ეკონომიკა უნდა იყოს პასუხისმგებლური, პერსპექტიული და სამართლიანი და თუ ეს ბალანსი იქნება დაცული, მაშინ ეკონომიკური განვითარება დაზღვეული იქნება იმ კრიზისებისგან, რომელსაც არც თუ იშვიათად ადგილი აქვს მსოფლიოში. პატრიარქი კირილი სვამს კითხვას - დღევანდელ პირობებში რამდენად სწორად მუშაობს ეკონომიკური მექანიზმი? ზედმეტად ხომ არაა იგი დაკავშირებული სპეკულაციასთან, როდესაც ჰაერიდან კეთდება ფული, როდესაც მიმდინარეობს საზოგადოების უმრავლესობისათვის გაუგებარი თამაში აქციების ფასის შემცირებისა და ზრდის მიმართულებით, რომლის შედეგად ერთნი კარგავენ თავიანთ ქონებას, ხოლო მეორენი, მყისიერად, ყოველგვარი ძალისხმევისა და შრომის გარეშე ხდებიან ზღაპრულად მდიდარი ადამიანები? მისი დაკვირვებით ამ ეკონომიკურ ეკვილიბრისტიკაზე საზღაურის გაწევა საზოგადოებას უწევს დაახლოებით 50-70 წელიწადის პერიოდულობით. კრიზისის დაძლევა კი უწევს სახელმწიფოს გადასახადის გადამხდელთა ხარჯზე, რომლებსაც ხშირ შემთხვევაში ეკონომიკური ეკვილიბრისტიკისაგან არანაირი სარგებელი არ მიუღიათ.
გამომდინარე ზემოაღნიშნული საფრთხიდან, დღეს მრავალი სახელმწიფოს ლიდერი და მეცნიერეკონომისტი თვლის, რომ საჭიროა ფინანსური ეკონომიკის დაახლოება საქონლისა და მომსახურების ბაზართან. იმის გამო, რომ ამ ორივე სექტორში თანდათანობით მატულობს აფიორა და თაღლითობა, საჭიროა მათზე სახელმწიფოებრივი, საზოგადოებრივი და საერთაშორისო კონტროლის გაძლიერება. საზოგადოებას უნდა ჰქონდეს საშუალება სათანადო ზეგავლენა მოახდინოს იმ პროცესებზე, რომელიც მიმდინარეობს საფინანსო ეკონომიკურ სექტორში. ჩვენი აზრით, დღევანდელი გლობალური საფინანსო ეკონომიკური კრიზისის მასშტაბები და სერიოზულობა ბოლომდე არაა გაცნობიერებული. ეს მეტწილად ეხება მცირე ზომის სახელმწიფოებს, სადაც გლობალური კრიზისის გავლენამ დააგვიანა, რაც სრულიად კანონზომიერი პროცესია და შექმნა ილუზია, თითქოს მას საერთოდ არ ექნება ან ნაკლებად ექნება ადგილი. დღეისათვის ეკონომიკის გლობალიზაციამ ისეთ მასშტაბებს მიაღწია, რომ მასში მეტნაკლებად მსოფლიოს ყველა ქვეყანაა ჩართული, რის შედეგადაც მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისს ვერც ერთი მათგანი გვერდს ვერ აუვლის. კრიზისის წარმოშობის ძირითადი მიზეზია ის სისტემა, რომელზედაც დაფუძნებულია თანამედროვე ფინანსური ეკონომიკა, ხოლო ეს უკანასკნელი კრიზისის მაპროვოცირებელია. შემთხვევითი როდია, რომ სხვადასხვა რელიგიები, მათ შორის, ქრისტიანული და ისლამური რელიგიები ფინანსური ეკონომიკის ძირითად მექანიზმს - საბაზრო ეკონომიკას, ანუ იგივე მევახშეობას, როდესაც ხდება ფულის მიერ ფულის კეთება, აღიქვამენ როგორც საეჭვო ზნეობრივ ქმედებას.
კათოლიკური ეკლესიის მსახურებს მიაჩნიათ, რომ თანამედროვე ეკონომიკური კრიზისის გამომწვევი მიზეზია საზოგადოების ნაწილის უპასუხისმგებლო დამოკიდებულება მატერიალურ ფასეულობასთან, მათ შორის, განსაკუთრებით ფულთან. თავის მხრივ, მათი აზრით, ამის განმპირობებელია მორალსა და ეთიკაში მიმდინარე ნეგატიური ცვლილებები. თითოეული ადამიანი მოწოდებულია მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობით გამოიყენოს მისი კუთვნილი მატერიალური დოვლათი, მაგრამ მისი ცხოვრების მთავარ მიზანს არ უნდა წარმოადგენდეს გამდიდრება.
საყურადღებოა ისლამური რელიგიის შეხედულებები მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისზე. ამ კუთხით ქრისტიანული და ისლამური შეხედულებები ძირითადად ემთხვევა ერთმანეთს, თუმცა, გარკვეული პრინციპული განსხვავებები მაინც შეინიშნება. ეს ლოგიკურია, რადგან ისლამური ეკონომიკა, ისლამური ეკონომიკური მოდელი ძირეულად განსხვავდება დასავლური, ზოგადად შეიძლება ითქვას ქრისტიანული ეკონომიკური წესრიგისგან. ცნობილია, რომ ისლამური ეკონომიკური მოდელის ფორმირება ხდებოდა ეტაპობრივად, მას საფუძველი ჩაეყარა XIXIV საუკუნეებში, როდესაც დაიწყო ისლამური პოლიტიკური ეკონომიის ფორმირება. ამ პერიოდში მუსულმანი მკვლევარების მიერ გაკეთებულ იქნა დასკვნა, რომ მორწმუნეთა მიერ თავიანთი რელიგიური ვალდებულებების შესრულება წარმოადგენს მათი ეკონომიკური აქტივობის ორგანულ შემადგენელ ნაწილს. შემდგომ ეტაპზე (XX საუკუნის დასაწყისი) დაიწყო პირველი ისლამური ეკონომიკური ინსტიტუტების ჩამოყალიბება: ეგვიპტეში შეიქმნა პირველი ისლამური ბანკი (უპროცენტო ბანკი); მალაიზიაში ჩამოყალიბდა „შემნახველი კორპორაცია“ და ა.შ. გასული საუკუნის 70-იან წლებში არაბთა გაერთიანებულ ემირატებში შეიქმნა განვითარების ისლამური ბანკი (საერთაშორისი საფინანსო ორგანიზაცია), რომლის მიზანია მუსულმანური ქვეყნების ეკონომიკური და სოციალური განვითარების კოორდინაცია, ხოლო სუდანში - პირველი ისლამური სადაზღვევო კომპანია. ამ დროიდან იწყება ისლამური ეკონომიკური მოდელის განვითარება, რომელიც მნიშვნელოვნად განსხვავდება დასავლური მოდელებისგან. კერძოდ, ისლამის თანახმად ადამიანი, რომელიც იღებს საბანკო პროცენტს, არანაირ შრომას არ ეწევა, რომ გამოიმუშავოს ფული და ეს პროცესი არაა მატერიალურად გამყარებული. ამიტომაც საბანკო სისტემა, რომელიც დაფუძნებულია მევახშეობაზე, ისლამური მოძღვრების თანახმად, აკრძალულია.
ისლამური ფინანსური სისტემა დაუშვებლად მიიჩნევს ფინანსური მექანიზმის გამოყენებას მხოლოდ ახალ ფულად ბრუნვაში დასაბანდებლად. თუ დასავლურ ფინანსურმოდელში ბატონობს ლოზუნგი „ფულმა ფული უნდა აკეთოს“, ისლამური პრინციპებით კი ფინანსური რესურსები ძირითადად მიმართულიავაჭრობისა და რეალური წარმოების განვითარებისათვის. შარიათის კანონების არსი მდგომარეობს იმაში, რომ ფული უნდა დაიბანდოს საქონელში და საქონლის წარმოებაში. ამ პრინციპებმა განაპირობეს ის, რომ გლობალური კრიზისი განსხვავებით დასავლური ბანკებისგან, არ შეეხო ისლამურ ბანკებს.
ისლამის მიხედვით, ის რაც დღეს ხდება მსოფლიო ეკონომიკაში სრულიად კანონზომიერი პროცესია. დღეისათვის მსოფლიოში მიმდინარე კრიზისულმა მოვლენებმა დაგვანახა, რომ დედამიწაზე ერთადერთი რეგიონი,სადაც კრიზისის ესკალაციას არ ჰქონია ადგილი, ახლო აღმოსავლეთი. ამის მიზეზებს წარმოადგენს შემდეგი გარემოებები: „რკინის ფარდების“ შედეგად რეგიონის ბაზარი დაცულია უცხოური ინვესტიციებისგან; რეგიონში ფართოდაა წარმოდგენილი ისლამური ფინანსური სექტორი, რის გამოც არ გამოიყენება ავბედითი საპროცენტოფასიანი ქაღალდები,რომელმაც მოშალა დასავლური კომპანია; ისლამურ ბანკებში შარიათის პრინციპების თანახმად, არ იყო დაბანდებული დასავლური აქციები, რომლებმაც მრავალმილიარდიანი დანაკარგები განიცადეს; მაღალი ფასები
ნავთობზე, რომელზედაც დგას რეგიონის ეკონომიკა. მიუხედავად ამისა, ჩვენი აზრით, რეგიონში სიტუაციის იდეალიზება არასწორია. სპარსეთის ყურეში მრავლადაა დასავლური ტიპის ბანკებიც, რომლებიც კრედიტს გასცემენ პროცენტებზე და არ იცავენ შარიათის ეთიკას. ამიტომაც ახლო აღმოსავლეთის რიგ ქვეყნებში (მაგალითად, ქუვეითში) საფონდო ბაზრების დაცემა არანაკლებია, ვიდრე დასავლეთის ქვეყნებში. მიუხედავად ამისა, არ შეიძლება იმის უარყოფა, რომ არაბეთის აღმოსავლეთი სხვებთან შედარებით მსოფლიო კრიზისის შედეგად უფრო ნაკლებად დაზარალდა.
ინდუიზმის შეხედულებები გლობალურ ეკონომიკურ კრიზისზე ახლოსაა ქრისტიანულ შეფასებებთან. ინდუიზმი თვლის, რომ თანამედროვე კრიზისის სიღრმისეული მიზეზია ადამიანების სიხარბე, რომელიც გამოსულია კონტროლიდან და როგორც ჯაჭვური რეაქცია სწრაფად ვრცელდება. ადამიანებიცდილობენ განთავისუფლდნენ დაუკმაყოფილებლობისა და სიცარიელისგან, შეავსონ იგი, რომელიც მათ გულებში წარმოიქმნება უმაღლესი ფასეულობის - ღმერთისადმი სიყვარულისა და თაყვანისცემის არარსებობის გამო, მატერიალური ტკბობით. მაგრამ სიხარბეს, ანუ სწრაფვას მატერიალური სიამოვნებისკენ არა აქვს საზღვარი და იგი არასოდეს არ იქნება დაკმაყოფილებული. ხარბი ადამიანების მოთხოვნილება გამუდმებით იზრდება, მაგრამ მათი დაკმაყოფილება არ ხდება, პირიქით, სულ უფრო იზრდება მათში სიცარიელის შეგრძნება. შედეგად ამისა, წარმოიშობა მატერიალურ ფასეულობაზე დაფუძნებული ეკონომიკა, რომელიც სიცარიელის შესავსებად აწარმოებს არასაჭირო ნივთებს და აიძულებს ადამიანებს იშრომონ არა თავისთვის, რის გამოც კიდევ უფრო იზრდება დაუკმაყოფილებლობის გრძნობა. ინდუიზმის წარმომადგენელთა აზრით, ჯერჯერობით საზოგადოებაში ადგილი აქვს ზედაპირულ კრიზისულ პროცესებს, მაგრამ რამდენადაც ცივილიზაციის საფუძველი დამპალია, მომავალში უნდაველოდოთ უფრო ძლიერ გლობალურ კრიზისს.
ინდუიზმის წარმომადგენელთა აზრით, თანამედროვე გლობალური კრიზისის მიზეზი მდგომარეობს იმაში, რომ მსხვილი ქალაქების, მეგაპოლისებისა და ტრანსნაციონალური კორპორაციების შექმნამ, რომლებიც აკონტროლებენ მსოფლიო ეკონომიკას, დაარღვია ცხოვრების ნორმალური რიტმი, მოშალამისი ჰარმონიულობა და ბალანსი. კრიზისის დროს უმეტესწილად ისჯებიან მეგაპოლისებში მცხოვრები ადამიანები და იგი შედარებით ნაკლებად ეხება სოფლად მცხოვრებ გლეხობას, რომელსაც ურთიერთობა აქვთ მიწასთან, ეწევიან ნატურალურ მეურნეობას. ებრაული რელიგია თვლის, რომ კრიზისის თავიდან ასაცილებლად საჭიროა ბუნებასთან სიახლოვისა და უფრო მარტივი, თავმდაბალი ცხოვრებისაკენ სწრაფვა. ადამიანებმა უნდა ილოცონ, შეეცადონ იყვნენ სამართლიანები, გამოიჩინონ გულისხმიერება სხვა ადამიანებისა და ბუნების მიმართ.
საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია მიუკერძოებლად და ობიექტურად აფასებს თანამედროვე ეტაპზე ქვეყანაში შექმნილ სოციალურ-ეკონომიკურ კრიზისულ მდგომარეობას. უწმინდესი და უნეტარესი ილია II აღნიშნავს, რომ ახლა ჩვენს ხალხს მოუწია პოსტსაბჭოთა გარდამავალი პერიოდის სიმძიმის გადატანა, ცხოვრების ერთი წესიდან მეორეში გადასვლა, უმუშევრობა, შიმშილი, ომი, მორალური კრიტერიუმების შეცვლა, ძალადობისა და სიცრუის მორევში მოხვედრა ჯერჯერობით არც ხვალინდელი დღე იძლევა უკეთესი მომავლის იმედს, რადგან მთელი მსოფლიო გლობალურ ეკონომიკურ კრიზისში შედის, რომელიც შეიძლება სისტემურ კრიზისად იქცეს...
კრიზისის თავიდან აცილების მიზნით დასავლეთმა კურსი ეკონომიკის სექტორში სახელმწიფო სექტორის შედარებით გაძლიერებაზე აიღო. უწმინდესი და უნეტარესი ილია II ემხრობა რა ეკონომისტთა და დარგის სპეციალისტთა მოსაზრებებს, რომ აუცილებელია საშუალო და მცირე საწარმოების დონეზე, მართვის სწორ სისტემაზე დაყრდნობით, მრეწველობის, სოფლის მეურნეობისა და გადამამუშავებელი დარგის სწრაფი განვითარება. მისი უწმინდესობა ქვეყნის ეკონომიკური კრიზისის დაძლევაში განსაკუთრებულ როლს ანიჭებს სოფლის მეურნეობას. „საქართველო ყოველთვის იყო და კვლავაც უნდა გახდეს ვაზისა და ხორბლის ქვეყანა. ის მდგომარეობა, რაც ამ კულტურების მიმართ დღეს არის, დამღუპველია, როგორც სულიერი, ისე მატერიალური თვალსაზრისით. ჩვენი წინაპრებისათვის ღვინო და პური, გარდა თავისი ჩვეულებრივი მნიშვნელობისა, მაცხოვრის ხორცსა და სისხლის სიმბოლოს უკავშირდებოდა, ამიტომაც ქართველ გლეხს მათდამი ყოველთვის განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა და განსაკუთრებულად უვლიდა; და ეს უნდა აღდგეს“.
საქართველოში, სოფლის მეურნეობა, როგორც ქვეყნის მნიშვნელოვანი და სტრატეგიული დარგი, ხელისუფლების მხარდაჭერისა და მზრუნველობის მიღმა დარჩა, რამაც კიდევ უფრო გაზარდა უმუშევრობის დონე, გააღარიბა მოსახლეობადა გაზარდა მათი სოციალური დაძაბულობის დონე. ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, უკანასკნელ წლებში მოსახლეობის ერთ სულზე ძირითადი სასოფლო-სამეურნეო წარმოება კლების ტენდენციით ხასიათდება. მაგალითად, ხორბლის წარმოება მოსახლეობის ერთ სულზე 2007 წელს 1999 წელთან შედარებით 51 კგ-დან 17 კგ-მდე შემცირდა, სიმინდის შესაბამისად - 110-დან 68 კგ-მდე, ყურძნის - 50-დან 42 კგმდე, ხორცის 23-დან 16 კგ-მდე და ა.შ. ყოველივე ეს მძიმე ტვირთად აწვება მოსახლეობას. ერთის მხრივ, სურსათზე ფასები უფრო წინმსწრები ტემპებით იზრდება არასასურსათო საქონლის ფასებთან შედარებით, ანუ ადგილი აქვს აგფლაციას. უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში ხორბლის ფასი გაიზარდა 2,5-ჯერ, ქათმის ხორცი - 2-ჯერ, თევზის 2,5-ჯერ, ყველის 2-ჯერ, კვერცხის 3-ჯერ, პურის 2-ჯერ, კარტოფილის, ხახვის 2-ჯერ და ა.შ.
საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების ტემპების დაცემა ძირითადად განპირობებულია იმითაც, რომ არასწორი სახელმწიფო პოლიტიკის გამო მნიშვნელოვნად შემცირდა გლეხების (ფერმერების) დაინტერესება აწარმოონ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქცია, რადგან იგი უფრო ძვირი ჯდება, იმპორტულ, გენური ინჟინერიის, შხამქიმიკატების და სხვა ჯანმრთელობისათვის საშიში მცენარის ზრდის სტიმულატორების გამოყენებით წარმოებულ და იმპორტირებულ პროდუქციასთან შედარებით. საქართველოს ინტეგრაციამ მსოფლიო გლობალურ ეკონომიკურ პროცესებში, ქვეყნის გაწევრიანებამ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში, ხელსაყრელი პირობები შეუქმნა მსხვილ ტრანსნაციონალურ კომპანიებს გააფართოონ უხარისხო სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის იმპორტი საქართველოში და ამით შეაფერხონ ადგილობრივი ბუნებრივი პროდუქციის წარმოება. ასეთ ვითარებაში სახელმწიფო პოლიტიკასთან ერთად დიდი მნიშვნელობა ენიჭება ფერმერების ძალისხმევას სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების აღორძინება-განვითარებაში. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II აღნიშნავს, რომ თვით მოსახლეობამ უარი უნდა თქვას ჯანმრთელობისთვის მავნე პროდუქციაზე, მათ თვითონ უნდა დაიწყონ მიწის დამუშავება და შექმნან მცირე საწარმოები (საშობაო ეპისტოლე 2008/2009).
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი თავის ეპისტოლეებში დიდ ყურადღებას აქცევს საქართველოს ბუნებრივი სიმდიდრეების ეროვნული ინტერესებისთვის ეფექტიანად გამოყენებას. ერთ-ერთ ასეთ ბუნებრივ სტრატეგიულ რესურსს წარმოადგენს მტკნარი სასმელი წყალი, რომლის პრივატიზაცია-გაყიდვა დღის წესრიგში დააყენა ხელისუფლებამ. „საყოველთაო პრივატიზაციის პროცესში, ეს ბუნებრივი რესურსი და მისი ექსპლოატაცია სახელმწიფოს ხელში აუცილებლად უნდა დარჩეს... საქართველოს მომავალი ეკონომიკური განვითარება, ალბათ დაკავშირებული უნდა იყოს წყალთან“, წერს საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქი.
როგორც ცნობილია, მსოფლიო ბაზარზე სასმელი წყლის ფასი უკვე გაუტოლდა ბენზინის ფასს და პროგნოზით უახლოეს მომავალში იგი 30-40%-ით გადააჭარბებს კიდეც მას. საქართველო მდიდარია ამ განახლებადი რესურსით (27 ათასი მდინარე), რომელიც თავისი უნიკალური ხარისხობრივი თვისებებით საყოველთაოდ აღიარებულია. სწორი და გონივრული სახელმწიფო მენეჯმენტის შემთხვევაში წყლის რესურსების ჩამოსხმა-რეალიზაციით შესაძლებელია ქვეყნის საბიუჯეტო შემოსავლების გაორმაგება და ამ სფეროში შრომისუნარიანი მოსახლეობის დასაქმება.
ქართული ეკლესია ხელისუფლების წინაშე ხშირად აყენებს კონკრეტულ, გააზრებულ წინადადებებს და რეკომენდაციებს ქვეყნის ეკონომიკის აღორძინება-განვითარების აქტუალურ საკითხებზე. ამის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სააღდგომო (2009 წ.) ეპისტოლეში დაყენებული წინადადებები „...ეკოლოგიურად სუფთა სოფლის მეურნეობის ნაწარმი თუ მათი გადამუშა ვებით მიღებული კვების პროდუქტები სერიოზულ შემოსავალს მოუტანს ქვეყანას, ოღონდ აუცილებელია სახელმწიფოს მხრიდან დახმარება სუბსიდიების და გრძელვადიანი კრედიტების სახით“. უწმინდესი და უნეტარესი, ილია II მიიჩნევს, რომ „.შედეგიანი იქნება საგადასახადო ამნისტიის გამოცხადება, რომელიც საქართველოში მოქმედ ყველა იურიდიულ და ფიზიკურ პირს გაათავისუფლებს სანქციასაურავებისაგან“.
ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას მიაჩნია, რომ ეკონომიკური კრიზისის დაძლევას, ეკონომიკის აღორძინება-განვითარებას უნდა მივუდგეთ სისტემურად და მასშტაბურად. ამისათვის, უპირველეს ყოვლისა, საჭიროა სულიერი და ეროვნული ღირებულებების დაცვა და განვითარება, ხალხის მატერიალურ კეთილდღეობაზე ზრუნვა, მეზობელ სახელმწიფოებთან კავშირის გაღრმავება და კულტურათა შორის დიალოგი, ქართული ბიზნეს-სექტორის გაფართოება და შეძლებული საშუალო ფენის შექმნა, განათლების, მეცნიერების, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური ინფრასტრუქტურის განვითარება.
თანამედროვე მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის რელიგიურ შეხედულებათა სისტემური ანალიზი გვიჩვენებს, რომ მისი გამომწვევი მიზეზები და ფაქტორები, რომლებიც ცალკეული რელიგიების მიერ მსგავსი ან განსხვავებული კონცეფციებითაა წარმოდგენილი, მთლიანობაში ერთიანდება თანამედროვეობის ისეთ მოვლენასთან როგორიცაა მსოფლიო გლობალიზაცია, რომელიც ზოგადად ნიშნავს სამყაროს გამთლიანებას. უფალმა ერთიანი ქვეყანა სამყარო შექმნა, ეს იყო გლობალური სამყარო, მაგრამ გლობალიზაცია და ერთიანობა იყო უფლის გარშემო. თუმცა შემდგომში გლობალიზაცია ორი მიმართულებით წარიმართა: ერთი იყო უფალთან ერთად გაერთიანება, ღვთისადმი თაყვანისცემა და ერთგულება; მეორე კი - გლობალიზაცია ან სამყაროს გაერთიანების მცდელობა- უფლის გარეშე.
სამყაროსუფლის გარეშე ძალისმიერი მეთოდებით გაერთიანების მრავალი მაგალითი არსებობს კაცობრიობის ისტორიაში. ალექსანდრე მაკედონელი, რომელიც შეპყრობილი იყო ძველბერძნული ფილოსოფიის უნივერსალიზმის იდეოლოგიით, ომებით ცდილობდა სამყაროს გაერთიანებას. რომის იმპერიამ ასევე ომებით შეძლო ბრიტანეთის კუნძულებიდან ახლო აღმოსავლეთამდე და ცენტრალური გერმანიიდან აფრიკამდე უზარმაზარი ტერიტორიების თავის გამგებლობაში მოქცევა. ცივილიზაციის გარიჟრაჟზე სამყაროს გლობალიზებას ცდილობდა სპარსეთის სამეფო, ცნობილია აგრეთვე ისლამური ხალიფატის ექსპანსია, რომელმაც მოიცვა ტერიტორიები ატლანტის ოკეანიდან ჩინეთამდე, მონღოლეთი და ოსმალეთის იმპერია. XX საუკუნეში დაძალებითი გლობალიზაციის მაგალითია კომუნისტური რეჟიმი (სსრკ) და გერმანიის ნაციზმის იდეოლოგიით სამყაროს უნიფიცირების მცდელობა. თანამედროვე ეტაპზე უფლის გარეშე სამყაროს გლობალიზაციის ახალი ფორმები და მეთოდები გამოიყენება. ესაა ლიბერალური კაპიტალიზმის ეკონომიკური ინდიკატორი მსოფლიო ფულის სახით, რომლის ექსპანსია სხვადასხვა ქვეყნებში მათი გლობალიზაციის მიზნით, წარმოშობს ინტეგრირებულ მსოფლიო ეკონომიკურ სისტემას და სწორედ ესაა გლობალური კრიზისების ყველაზე მთავარი მიზეზი. ის, რისი გაკეთება მიმართულია უფლის ნების წინააღმდეგ, ყოველთვის კრიზისებით დამთავრდება.
გამოყენებული ლიტერატურა
1. მესხია ი. გლობალური კრიზისი და საქართველოს ეკონომიკა, ჟ. „სოციალური ეკონომიკა“, 2009, № 2.
2. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II სოციალურ-ეკონომიკური განვითარების აქტუალური საკითხების შესახებ (1977-2004 წწ), შემდგენელ გამომცემელი- გ. შიხაშვილი, ა. კერესელიძე, გამომცემლობა „გეოკერია“, 2004.
3. შიხაშვილი გ. ბიბლიური მოძღვრება მეურნეობრიობის შესახებ და თანამედროვეობა, ჟ., „სოციალური ეკონომიკა“, 2001, № 4.
4. შიხაშვილი გ. ეკონომიკის ქრისტიანული გააზრება და საქართველოს მომავალი, თბ., გამომცემლობა „ზედაშე“, 1996.
5. გაგნიძე ი. მართლმადიდებლობა და ეკონომიკა, თბ., გამომცემლობა „უნივერსალი“, 2007.
6. ჩიხლაძე ნ. ეკონომიკურ ურთიერთობებში მართლმადიდებლობის ფასეულობათა გააზრების ზოგიერთი საკითხის შესახებ, ჟ., „ეკონომიკური პროფილი“, 2007, № 3.
7. მესხია ი. ეკონომიკა და ქრისტიანული მორალი, ჟ., „რელიგია“, 2003,№ 7-8-9.
8. მესხია ი. ბიბლიური და ეკონომიკური მცნებები და თანამედროვე საქართველო, ჟ., „რელიგია“, 2008, № 1.
9. მესხია ი. ეკონომიკური და რელიგიური უსაფრთხოება თანამედროვე გლობალიზაციის პირობებში, ჟ., „ლოგოსი“, ტ. IV, თბ., 2007.
10. Папа Римский назвал капитализм злом, www. religio.ru
11. Ватикан объяснил причину мирового кризиса, www.VIGnews.ru
12. Спасти экономику от кризисов может нравственность, считают в РПЦ, www.rian.ru/religion
13. Религия и общество, http://newsru.com/religy
14. Ибрагимов Ренат, Исламский взгляд на финансовый кризис, http://S1.islamhouse.com/data/ru
15. ილია II, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, საშობაო ეპისტოლე, 2008/2009.
16. ილია II, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, სააღდგომო ეპისტოლე, 2009.
Комментариев нет:
Отправить комментарий