воскресенье, 10 марта 2013 г.

ნემესიოს ემესელი- ბუნებისათვის კაცისა






ბერძნულითგან გადმოღებული

იოვანე პეტრიწის მიერ

რედაქტორისაგან:


1 ) ვინ იყო ნემესიოს? სად ცხოვრობდა იგი ? ან როდის დასწერა თავისი თხზულება?  ეს კითხვები უნებლიეთ წარმოუდგება ყველას,ვინც ამ წიგნის სათაურს პირველად გადაიკითხავს. სამწუხაროდ ჩვენი წინასიტყვაობის გეგმა ნებას არ გვაზლევს, ამ საკითხებს ვრცლად შევეხოთ. მკვლევართა უმეტესობის აზრით ნემესიოს იყო ქალაქ ემესის ( ზემო - სირიაში,მდ. ორინტის პირად, ფინიკის საზღვარზე) მღვდელმთავარი და ცხოვრობდა მეოთხე საუკუნის მეორე ნახევარში. სანამ ქრისტიანობას მიიღებდა,- მჭერმეტყველებას ასწავლიდა, შემდგომ ვექილობას ეწეოდა და, ბოლოს ჩვენი ქვეყნის მეზობლად, კაბადოკიაში, პრეფექტად იქმნა დანიშნული. აქ იგი დაუახლოვდა ამ კუთხის ბრწყინვალე ვარსკვლავს გრიგოლ ღვთისმეტყველს  ( ცხოვრ. 326-390 შორის ) და ქრისტიანობაც მისივე გავლენით მიიღო. შემდეგ ეკურთხა ეპისკოპოსად და 400 წლის მახლობლად დასწერა თხზულება რომელმაც უკვდავყო მისი სახელი საეკლესიო მწერლობის ისტორიაში.

2)

რას წარმოადგენს ეს თხზულება შინაარსით? რა ფასი ჰქონდა მას ძველად ან რა მნიშვნელობა აქვს დღეს? - აი მეორე რიგის კითხვები, რომელთაც გვერდს ვერ აუვლის ვერცერთი მკითხველი რომელიც ამ თხზულების გაცნობას მოისურვებს. სამწუხაროდ, დასახელებული მიზეზის გამო, ვერც ამ კითხვათა ვრცლად განკითხვას გამოვუდგებით, შევნიშნავთ მხოლოდ, რომ შინაარსით ეს თხზულება წარმოადგენს პლატონისა, არისტოტელისა  და სხვა ძველი დროის ფილოსოფოსების მოძღვრებათა კრიტიკულ განხილვაზე და საღმრთო წერილზე დამყარებულს ტრაქტატს ადამიანის ბუნების შესახებ
Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий