вторник, 12 марта 2013 г.

მოუნათლავ ჩვილთა საიქიო ბედზე




საეკლესიო სწავლება - მოუნათლავ გარდაცვლილ ჩვილთა საიქიო ხვედრის შესახებ


მიუხედავად იმისა, რომ სათაური სავსებით კონკრეტულია, დასაწყისშივე უნდა ავღნიშნოთ, რომ ამგვარი დოგმატური სწავლება მართლმადიდებელ ეკლესიაში – არ არსებობს. თუ ვინმე იტყვის, რომ ეკლესიის სწავლების მიხედვით ჩვილები სამოთხეში, ანაც ჯოჯოხეთში მიდიან… მაშინ უწყოდეთ, რომ უნებლიე ( ანაც შეგნებულ) სიცრუესთან გაქვთ ადგილი.

საქმე ის არის, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის ხმად და დოგმატურ სწავლებებად შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ მსოფლიო საეკლესიო კრებებზე მიღებული დოგმატები და აგრეთვე “consensuns partum” ( მამათა თანხმობა), ანუ როდესაც სხვადასხვა ეპოქის სხვადასხვა წმინდანნი, ერთხმად და აზრთა სხვადასხვაობების გარეშე თანხმდებიან რაიმე სწავლებაში. ამ შემთხვევაში ესეც ითვლება საეკლესიო სწავლებად, რომელიც არის შეუმცდარი. არც პირველ და არც მეორე შემთხვევაში ჩვენ არ გვაქვს გადაჭრითი პასუხი მოუნათლავი ადამიანების ( მითუმეტეს ჩვილების) საიქიო ბედის შესახებ. შესაბამისად საუბარი იმაზე, რომ ისინი ყველა ჯოჯოხეთში წავლენ ან ცხონდებიან, არის არაუმეტეს პირადი მოსაზრებების დონეზე.
ზოგადად უნდა ითქვას, რომ წმინდა მამებში ძირითადად სამ ვერსიას მიიღებთ ამ კითხვის პასუხად. 1) მოუნათლავი ჩვილები სამოთხეში მიდიან ღმერთთან 2) ისინი ყველა ჯოჯოხეთში მიდიან (თითზე ჩამოსათვლელია ამგვარი აზრი წმინდა მამებში) 3) ყველაზე უფრო მიღებული და დომინირებული პასუხი- ის, თუ ვის აცხოვნებს უფალი და ვის არა, ეს მხოლოდ მან უწყის და მისი კომპეტენციაა… ანუ ჩვენ არ ვფლობთ გადაჭრით ცნობებს მოუნათლავი ჩვილების საიქიო ბედის შესახებ.
ამგვარი აზრთა სხვადასხვაობები ნურავის გაგიკვირდებათ, საქმე ის არის, რომ მართლმადიდებელ ეკლესიაში არასოდეს დასმულა წმინდანობასა და შეუმცდარობას შორის ტოლობის ნიშანი. რათქმაუნდა წმინდანებიც , მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მათგანი მჭვრეტელობის პიკს აღწევდა, ისინი მაინც ჩვეულებრივი ადამიანები არიან და სავსებით შესაძლებელია, რომ შეცდნენ სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით, ან არასწორი დასკვნა გააკეთონ. ერთადერთი რაშიც არ უნდა შეცდეს ზოგადად მართლმადიდებელი, ეს არის დოგმატური სწავლებები , რომელიც ღვთის ბუნებას, სამებას, განკაცებას…. უკავშირდება და რომელთა დამახინჯებაც და შერყვნაც ერესს გულისხმობს. ამ საკითხებზე აზრთა სხვადასხვაობა გამორიცხულია, ხოლო დანარჩენი, რაც შეეხება ისტორიულ, სამართლებრივ, ეგზეგეტიკურ, თეორიულ… ანალიზებს და შეხედულებებს, აქ სავსებით შესაძლებელია რომ აზრთა სხვადასხვაობები იყოს. სახარებიდან ცნობილია, რომ პეტრე და პავლე მოციქულიც კი არ ეთანხმებოდნენ ერთმანეთს რაღაც საკითხებში.
ამის აღნიშვნა იმიტომ არის საჭირო, რომ სამწუხაროდ ზოგჯერ ადამიანები რომელიმე წმინდანის ნააზრევს, ან ადგილობრივი საეკლესიო კრებების დადგენილებებს, წარმოაჩენს ხოლმე, როგორც საეკლესიო სწავლებას, რაც არ არის სწორი.
არსებობენ გაკერპებული ადამიანები, რომელნიც ამტკიცებენ, რომ ყველა მოუნათლავი ჩვილი ჯოჯოხეთში მოხვდება და ამ საკითხში განსხვავებულ აზრს მიუღებლად და საეკლესიო სწავლების დარღვევად წარმოაჩენენ.
ამ პუბლიკაციაში შევეცდებით გავარკვიოთ ეს მართლაც ასეა, თუ სულაც არა.
მოდით ჯერ გავეცნოთ მათ არგუმენტებს:
პირველი არგუმენტი , ისინი იშველიებენ კართაგენის კრების (418წ.) 110-ე დადგენილებას, სადაც საუბარია იმაზე, რომ ჩვილნი ნათლობას საჭიროებენ პირველქმნილი ცოდვის წარსახოცად და 124-ე კანონის დადგენილებას:
” ვინც უარყობს ჩვილთა ნათლობას და ამბობს, რომ თუმცა ისინი ინათლებიან ცოდვათა მიტევებისთვის, ადამის პირველქმილ ცოდვასთან მათ არაფერი აკავშირებთო, ანათემა მას”

კართაგენის კრების ეს დადგენილებები ეხებოდა ჩვილთა ნათლობის საჭიროების ხაზგასმას, რომელიც იმ ცრუ სწავლებების საპირისპიროდ მიიღეს, რომლის მიხედვითაც ბავშვებს მონათვლა არ სჭირდებოდათ… მაგრამ სად არის აქ მოუნათლავი ჩვილების საიქიო სამყოფელი განსაზღვრული? არსად!

მეორე უმთავრესი მათი არგუმენტი , არის თავად მაცხოვრის სიტყვები: „ მიუგო იესომ: ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ: ვინც არ დაიბადება წყლისა და სულისაგან, ვერ შევა ღმრთის სასუფეველში.“ (იო. 3-5)

რუსი მართლმადიდებელი მღვდელი, ვიაჩესლავ რუბსკი ქადაგებაში ამბობს: „ მაგრამ სულაც არ ნიშნავს ეს სიტყვები იმას, რომ მოუნათლავი ჩვილები ჯოჯოხეთში უნდა იტანჯნონ. რათქმაუნდა იესო აქ საუბრობდა იმ ადამიანებზე, რომელთაც ობიექტურად შეეძლოთ ნათლობის მიღება და არამცდარამც არ უნდა განვუკუთვნოთ ჩვილებს, მითუმეტეს დედის მუცელში მოწყვეტილთ. ქრისტემ დაამარცხა სიკვდილი. ძველი აღთქმის ყველა ბავშვი ( მათ შორის წარმართთა შვილებიც) მის მიერ გამოხსნილნი არიან ნათლობის გარეშეც, ნუთუ იგი ამ წყალობას მოაკლებს ქრისტიანთა ჩვილებს და ახლანდელ წარმართთა ჩვილებს, რომელნიც სხვადასხვა ობიექტურ მიზეზთა გამო ვერ მოინათლნენ?
ქრისტე არ განკაცებულა ხსნის გზაზე ახალი პრობლემების შესაქმნელად და ჩამოსაყალიბებლად. ნუთუ იგი, რომელმაც ჯოჯოხეთის დარღვევით გადაარჩინა უამრავი სული, რომელსაც არ ჰქონდათ მიღებული ნათლობა, ახალი აღთქმის უდანაშაულო ჩვილებს ხსნის გარეშე დატოვებს? რათქმაუნდა არა!
მაშ რით ვახდენთ მართლმადიდებლები ნათლობის აუცილებლობის არგუმენტირებას? მითუმეტეს ჩვილების? პასუხი: ქრისტიანობა არის ჭეშმარიტი გზა ღმერთთან მისასვლელად, ამისთვის ის ყველა შესაძლო საშუალებას გვთავაზობს. ნათლობა არის ერთ-ერთი მათგანი, რომელიც არის გამომხსნელი და ღვთივშესაცნობი საშუალება. ამ საიდუმლოსადმი მოუფრთხილებლობა და მისი უპატივცემულობა, არის ღვთის ცხოველმყოფელი მადლის უგუვებელყოფა და მოუფრთხილებლობა. მართლმადიდებლები ნათლავენ ჩვილებს, რათა მათ გაუადვილონ – გახდნენ ქრისტიანნი , ანუ ქრისტეს ეკლესიის წევრნი და განავითარონ სულიერი ძალები, ნაცვლად იმისა, რომ მათში გააქტიურდეს დაცემული ბუნება და ძალა. “
მესამე არგუმენტი არის წმინდა მამათა გამონათქვამები, მათ მოჰყავთ წმ. ამბროსი მედიოლანელის (მილანელის), ნეტარი ავგუსტინეს , (ნეტარ ავგუსტინეზე მოგვიანებით ვისაუბრებთ უფრო კონკრეტულად.) კირილე იერუსალიმელის , წმ. მაკარის ციტატები, სადაც ეს მამები საუბრობენ მოუნათლავ ჩვილთა სასუფეველში შეუსვლელობასა და ხსნის შეუძლებლობაზე…
მაგრამ, როგორც უკვე ავღნიშნეთ, ეს მხოლოდ მათ პირად მოსაზრებად შეიძლება ჩაითვალოს და არა საეკლესიო სწავლებად, რადგან წმინდა მამებში განსხვავებულ აზრებსაც ვხვდებით ამ საკითხთან დაკავშირებით. არ არსებობს დოგმატური საეკლესიო სწავლება მართლმადიდებელ ეკლესიაში იმის შესახებ, რომ მოუნათლავი ჩვილები ჯოჯოხეთში მოხვდებიან.
მეტიც, ქვემოთ ჩამოთვლილია იმ არაერთ დიდ წმინდანთა ციტატები, რომელნიც მოუნათლავ ჩვილების ცხონებას და ხსნას არათუ არ გამორიცხავენ, არამედ დაბეჯითებით ხაზს უსვამენ ამ აზრის სასარგებლოდ.
მოუნათლავად გარდაცვლილი ჩვილების ბედის შესახებ საკმაოდ საინტერესო მოსაზრებას გვთავაზობს ცნობილი რუსი ღვთისმეტყველების დოქტორი, მოსკოვის სასულიერო აკადემიის პროფესორი- ალექსანდრ ოსიპოვი, გთავაზობთ მთლიან ციტატას, სადაც იგი საკუთრივ მისი მოსაზრებების გარდა , წმინდანებსაც ციტირებს:
“რა ბედი ეწევათ მოუნათლავ ჩვილებს?“ – კითხვის საკმაოდ უცნაურ ფორმულირებასთან გვაქვს საქმე, მე მაკვირვებს ის, რომ კითხვა უჩნდებათ უდანაშაულო, კეთილისა და ბოროტის ვერ შემცნობელ ჩვილებზე , ნუთუ ისინი არასწორად მოიქცნენ? მათ მოკლეს ადამიანი? რატომ არის საუბარი უცოდველ ჩვილებზე?
ცნობილი წარმართული ფობიური შიშები და დამოკიდებულებები ვლინდება კათოლიკურ სწავლებაში ლიმბების შესახებ, ლიმბი არის ადგილი საიქიო სამყაროში-სამოთხესა და ჯოჯოხეთს შორის, სადაც ამ სწავლების მიხედვით განისვენებენ მოუნათლავი ჩვილები. ეს არის შუა საუკუნეების წარმოდგენების მიხედვით შექმნილი სწავლება , რომელიც მეცამეტე საუკუნეში იშვა. მაგრამ კათოლიციზმიც კი არ ამტკიცებს მათ მთლიან წარწყმენდას ( ანუ ჯოჯოხეთში მოხვედრას). რომის პაპი პიუს მეათე , 1905 წელს წერდა: ” ბავშვები, რომლებიც გარდაიცვლებიან ნათლობამდე, ხვდებიან ლიმბებში, სადაც ისინი ვერ ტკბებიან ღმერთთან თანამყოფობით, მაგრამ ამასთან ერთად არც ტანჯვას არ განიცდიან. ხოლო ახალი პაპი ბენედიქტე მეთექვსმეტე აპირებს, რომ ლიმბების შესახებ სწავლება ამოიღოს კათოლიკური მოძღვრებიდან, როგორც მცდარი (უკვე გააუქმა კიდეც , რედ.).
მაგრამ ზოგიერთმა ჩვენმა მოძღვარმა გადააჭარბა კიდეც კათოლიკეებს, ცეცხლანთებული თვალებით ისინი აშინებენ გაუთვითცნობიერებელ ადამიანებს: ” მოუნათლავი ჩვილები ჯოჯოხეთში დაიღუპებიან”, ანუ დედებს, რომლებმაც შეგნებულად ჩაიდინეს ჩვილთა მკვლელობა, სინანულის შემთხვევაში შეუძლიათ ცხონება, ხოლო უდანაშაულო ჩვილები, რომლებსაც არ ჩაუდენიათ არავითარი ბოროტება , განწირულნი არიან დაღუპვისათვის.

ალბათ უფრო დიდ კარიკატურას მართლმადიდებლობაზე, ვერც კი მოიფიქრებ.
ნუთუ ძველი აღთქმის ყველა ბავშვი დაიღუპა? ან კიდევ ჩვენ წინაპართა ჩვილები რუსეთის გაქრისტიანებამდე, გეენიაში არიან? და არაქრისტიანი ბავშვების სულები – ჯოჯოხეთში? – არა!, ისინი ყველა გამოხსნილნი არიან ქრისტეს მსხვერპლით, თავად უფალმა სთქვა ყველა ბავშვზე: ” მოუშვით და ნუ აბრკოლებთ, რამეთუ ეგევითარცა არს სასუფეველი ცათა” (მთ. 19-14). ჰეროდეს მიერ მოწყვეტილი ბავშვები ვინღა მონათლა? ძველი აღთქმის მამამთავრები და მართალი ადამიანები? კეთილგონიერი ავაზაკი, რომელიც პირველი შევიდა სასუფეველში, ის ვინღა მონათლა? ან თუნდაც მოციქულნი და თავად ღვთისმშობელიც, ვინ მონათლა? ასევე უამრავი წმინდა მოწამე… საინტერესოა ვინ და როგორი წესით და ჩინით მონათლეს ისინი? განბანვით? თუ შთაფვლით?… ნუთუ გაუგებარია, რომ ნათლობა, ისევე როგორც ყველა საეკლესიო საიდუმლო, არის საეკლესიო ღვთივმოქმედებები, რომელიც სრულდება ადამიანის მიერ, ხოლო თავად მადლის მომცემი კი არის უფალი, როდესაც ხედავს ამ მადლის მიმღებ ღირსეულ სულს. საეკლესიო საიდუმლო , როგორც ზოგიერთს წარმოუდგენია, არ არის “ვიზა”, რომლის გარეშეც შეუძლებელია საუკუნო ცხოვრებაში შესვლა, არამედ არის ქმედითი საშუალება, რათა ადამიანი დაადგეს ხსნის გზას. ამიტომ ყველა გარდაცვლილი ჩვილი გადარჩება, რადგან ქრისტეს სიტყვებით: ” მათნაერების არის ცათა სასუფეველი”.
ამ აზრის დასამოწმებლად, რომელიც უკავშირდება მოუნათლავ ჩვილთა ნეტარ საიქიო ცხოვრებას… წმინდანთა ციტატების მოყვანაც შეიძლება:
წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი წერდა:
” ჩვილები, რომლებსაც არ მიუღიათ ნათლობა, სამართლიანი მსაჯულის მიერ არც პატივდებულნი იქნებიან და არც დასჯილნი” , რას ნიშნავს არ იქნებიან პატივდებულნი? ვერ შევლენ ცათა სასუფეველში? არა ეს ესე არ არის, ამ სიტყვების გააზრება ადვილი შესაძლებელია მებრძოლი არმიის მაგალითზე, რომელ მეომარს ეძლევა პატივი და ჯილდო? იმას, რომელმაც გამოიჩინა მეტი მამაცობა და სითამამე… დანარჩენები ვერ ღებულობენ ამგვარ ჯილდოს და პატივს, მაგრამ ისინი რათქმაუნდა არ ისჯებიან და დიდების თანამონაწილენი არიან. წმინდა გრიგოლი აგრძელებს აზრს და ამბობს: ” რამეთუ არა ყველა, რომელიც არ იმსახურებს პატივს, ღირსია სასჯელისა”. ამ სიტყვებში არ არის არავითარი მინიშნებაც კი, რომ მოუნათლავი ბავშვები ვერ შევლენ სასუფეველში.
წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველის თანამედროვე დიდი წმინდანი, ღირსი ეფრემ ასური დარწმუნებით ამბობდა, რომ გარდაცვლილი ჩვილები წმინდანებზე მაღლა დადგებიან და ამასთან ერთად ის არც კი ახსენებს, მონათლულ ჩვილებზეა საუბარი თუ არა:
” დიდება შენდა ღმერთო ჩვენო ჩვილთა და ბავშთა ბაგეთაგან, რომლებიც როგორც ედემის სუფთა კრავნი, ისე არიან დამკვიდრებულნი ცათა სასუფეველში. როგორც ამას ამბობდა სულიწმინდა (იეზეკ. 34-14), ისინი იკვებებიან სამოთხის ნაყოფით, ხოლო მთავარანგელოზი გაბრიელი განაგებს მათ ბაღს. უფრო მაღალი და ლამაზია მათი საფეხური, ვიდრე ქალწულებისა და წმინდანებისა. მცირე იყო მათი ამ ქვეყნიური ცხოვრების დღეები, მაგრამ მათ ელით ედემში ცხოვრება, ხოლო მათი მშობლებისათვის სულ უფრო და უფრო სასურველია მათ სამკვიდრებელთან მიახლება”
წმინდა ბასილი დიდის ძმა, წმინდა გრიგოლ ნოსელი , მის სპეციალურ ნაშრომში, რომელიც ნაადრევად გარდაცვლილ ჩვილებს ეხება, წერდა, რომ ჩვილებს, როგორც არავითარი ბოროტების ჩამდენთ, ვერაფერი უშლის ხელს, რომ იყვნენ ღვთიური მადლის თანამონაწილენი.
მოუნათლავი ბავშვების შესახებ შესანიშნავად წერდა წმინდა თეოფანე დაყუდებული:
” ხოლო ბავშვები, ყველანი ღვთის ანგელოზები არიან, მოუნათლავნი უნდა მივანდოთ ღვთივმოწყალებას, ისინი ხომ ღმერთისთვის “გერები” არ არიან. ამიტომაც მან უწყის, თუ რა და როგორ განაწესოს მათთან მიმართებაში”
თავისი ღვაწლმოსილი ცხოვრებით ცნობილი, ათონის მთის ბერი, წმინდა არსენი ათონელი წერდა:
” რაც შეეხებათ ჩვილებს, რომლებთა ბედის შესახებაც გთხოვეს, რომ ჩვენგან გაიგოთ… შეიძლება ითქვას, რომ წმ. ნათლობის მიმღებნი იქნებიან მარადიულ სიხარულსა და ნეტარებაში , თუმცაკი მოულოდნელად აღესრულნენ. აგრეთვე , არ ღირს არც იმ ჩვილთა უგუვებელყოფაც, რომელნიც მკვდარნი დაიბადნენ, ან ვერ მოესწრო მათი მონათვლა… ისინი არ არიან დამნაშავენი, რომ ვერ მიიღეს წმინდა ნათლობა. ჩვენს ზეციერ მამას, სასუფეველში დიდი სამკვიდრებელი სავანე აქვს, რომელშიც რათქმაუნდა ასეთი ჩვილებიც იქნებიან განსვენებულნი, მიუხედავად იმისა, რომ მათ არ მიუღიათ წმინდა ნათლობა. ამგვარად ფიქრი არ ეწინააღმდეგება რელიგიას. ამის შესახებ მოწმობენ წმ. მამები ხორციელის შაბათის სვინაქსარში. მათი სულებისთვის ლოცვა შეუძლიათ მათ მშობლებს – ღვთივმოწყალების რწმენით.
ზოგიერთის მითითება ნეტარ ავგუსტინეზე, რომელიც ამბობდა, რომ მოუნათლავი ჩვილები წარწყმდებიანო, ვერ უძლებს ვერავითარ კრიტიკას. არც ერთი წმინდა მამა, ყოველ შემთხვევაში აღმოსავლური ეკლესიისა, არ გამოთქვამს ამგვარ აზრს. ეს შემდეგში, კათოლიკურმა ღვთისმეტყველებამ, კანონიზირება გაუკეთა ავგუსტინიზმის ამ მცდარ სწავლებას. სამწუხაროდ ზოგიერთ თანამედროვე მართლმადიდებელ მოძღვრებსაც კი გათავისებული აქვთ ამგვარი შეხედულებები და სამწყსოს მცარ აზრს აწვდიან, რომ თითქოს ეკლესია ასწავლის მოუნათლავ ჩვილთა წარწყმენდას. ეს ესე არ არის, არსებობს კერძო აზრები, მაგრამ კერძო აზრები არასდროს ყოფილა ეკლესიის ხმა.
ასე რომ, ჩვილთა ბედზე ნუ ვიდარდებთ, ისინი ყველანი ღმერთთან არიან, ხოლო მშობლებს კი ვურჩევდი, რომ მოდით დავფიქრდეთ ჩვენს დამოკიდებულებებზე, ქორწინების, ბავშვთა ნათლობასა და ზოგადად ქრისტიანულ ცხოვრებასთან დაკავშირებით”
ეს იყო ციტატა ალექსანდრე ოსიპოვის ლექციიდან, რომელიც ალბათ საინტერესო იყო მკითხველისათვის.
ახლა რაც შეეხება კონკრეტულად ნეტარ ავგუსტინეს, რომელსაც რამოდენიმეჯერ შევეხეთ. ეს უდიდესი წმინდანი და საოცარი გონების ადამიანიც კი, აბსოლუტურად დასაშვებია , რომ ზოგიერთ საკითხში მცდარი წარმოდგენის ყოფილიყო.
აი როგორ ანალიზს უკეთებს ნეტარი ავგუსტინეს ზოგიერთ სწავლებას, თანამედროვეობის უდიდესი მართლმადიდებელი მოაზროვნე, სერაფიმე როუზი:
” ავგუსტინიზმის ფუნდამენტალური შეცდომა იყო მისი გადანმეტებული მადლისმიერი ზემოქმედების როლი ქრისტიანულ ცხოვრებაში და დაუფასებლობა თავისუფალი ნების როლისა. იგი ჩავარდა ამ გაურკვევლობაში , როგორ შესანიშნავად თქვა არქიეპისკოპოსმა ფილარეტმა, იხელმძღვანელა რა ქრისტიანობაზე მოქცევის მხოლოდ საკუთარი გამოცდილების მიხედვით, რომელიც გამოკვებილი იყო ლათინური აზროვნების ზე ლოგიზმით, რომელმაც მას შთააგონა, რომ ზედმიწევნითი სიზუსტით გადაეჭრა ეს პრობლემა. რათქმაუნდა ნეტარი ავგუსტინე არასოდეს უარყობდა ნების თავისუფლებას. სინამდვილებში მის პასუხებში იგი ყოველთვის იცავდა ამ სწავლებას იმ ადამიანთა წინაშე, რომელნიც მადლს იმ დონემდე აღამაღლებდნენ, რომ ადამიანის თავისუფალ ნებას უარყობდნენ და ამტკიცებდნენ, რომ საყოველთავო სამსჯავროზხე უფალი ადამიანებს არ მიაგებს საქმეთაებრ მათთა.”
ახლა კვლავ რაც შეეხება გარდაცვლილ ჩვილებს და მათ ბედს, მოვიყვან წმინდა მამათა კიდევ რამოდენიმე ციტატას
წმ ეფრემ ასური:
” იგი, ვინც დაიღუპა დედის მუცელში და ვერ შეუდგა ცხოვრებას, მას მსაჯული იმ წამსვე აქცევს სრულწლოვნად, როდესაც აღსდგებიან ადამიანები მკვდრეთით. ჩვილი, რომელსაც მასთან ერთად დედაც დაეღუპა მშობიარობისას , აღდგომისას სრულფასოვან პიროვნებად წარუდგება მას და დედაც იცნობს მის შვილს, აქ ერთმანეთის ვერ მხილველნი, იქ შეხვდებიან ერთმანეთს და დედა გაიგებს, რომ ეს მისი შვილია, ხოლო სვილი გაიგებს, რომ ეს მისი დედაა…
თანაბრად აღადგენს შემოქმედი ადამის შვილებს, როგორ თანაბრადაც შექმნა მან ისინი, ასევე თანაბარი ღირსებით გააღვიძებს მათ სიკვდილისაგან. აღდგომისას არ იქნებიან უფროსები და უმცროსები, ნაადრევად დაღუპული აღსდგება ისეთივე, როგორც ზრდასრული. მხოლოდ საქმეების მიხედვით იქნებიან იქ უფროსნი და სახელგანთქმულნი. “
გრ. ღვთისმეტყველის აზრით, როგორც მონათლულნი, ასევე მოუნათლავი ბავშვები არიან ღვთის სასუფევლის მემკვიდრენი.
ახლა კი ვნახოთ სახარებიდან ის ციტატები, რომელიც დაგვეხმარება ამ საკითხის გააზრებაში და პირდაპირ თუ ირიბად, ამ თემას უკავშირდება:
(რომ. 2-11:29) აქ პავლე მოციქული საუბრობს იმაზე, რომ რჯულის არ მქონე წარმართები განიკითხებიან შინაგანი რჯულის მიხედვით, ანუ იგი ამგვარად წარმართთა გამართლების შესაძლებლობას სავსებით არ გამორიცხავს… მაშ ეს როგორ? თუ მხოლოდ მონათლული შეიძლება ცხონდეს, მაშინ აქ რასთან გვაქვს საქმე?
“ ეს იყო ხატება ნათლისღებისა, რაც ამჟამად გიხსნით (არა ჭუჭყის ჩამორეცხვა ხორციდან, არამედ წრფელი სინიდისის სწრაფვა ღვთის მიმართ) იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის წყალობით“(1 პეტ. 3-21)
პეტრე მოციქული ხაზს უსვამს, რომ ნათლობა პირველ რიგში ღვთის მიმართ წრფელი სინდისით სწრაფვას გულისხმობს და არა უბრალოდ ჭუჭყის ჩამორეცხვას.
„ქრისტესი, რწმენის მეოხებით წინასწარ რომ დაადგინა ღმერთმა შენდობის მსხვერპლად, რათა ეჩვენებინა მისი სიმართლე უწინდელ ცოდვათა მიტევების გზით.“ (რომ. 3-25)
„რადგანაც ღმერთმა იმისათვის როდი მოავლინა თავისი ძე ამ ქვეყნად, რათა განესაჯა ქვეყანა, არამედ რათა ეხსნა მის მიერ.“ ( იო. 3-17)
აქ საუბარია იესოს გამომხსნელობით მსხვერპლზე და მთლიანი ქვეყნიერების ხსნაზე… და ვინ იტყვის, რომ მთლიან ქვეყნიერებაში არ შეიძლება ვიგულისხმოდ მოუნათლავად აღსრულებული უცოდველი ჩვილნი?
„სასჯელი კი ისაა, რომ ნათელი მოვიდა ქვეყნად, მაგრამ ხალხმა უფრო შეიყვარა ბნელი, ვიდრე ნათელი, ვინაიდან ბოროტნი იყვნენ მათი საქმენი. „(იო. 3-19:20)
აქ იოანე მახარებელი კონკრეტულად აყალიბებს სასჯელის მიზეზსა და არსს, საუბარია ბოროტებაზე და ბოროტმოქმედებაზე, რომლისგანაც ჩვილნი თავისუფალნი არიან, შესაბამისად მათთვის სასჯელის განკუთვნება არ იქნება სწორი.
„რადგან ძე კაცისა ადამიანთა სულების წარსაწყმედად კი არ მოვიდა, არამედ სახსნელად.“ (ლკ. 9-56)
ბოლოსდაბოლოს თავად მაცხოვრის სიტყვებს დავუკვირდეთ:
„მაგრამ იესომ მიიხმო ისინი და თქვა: მოუშვით ბავშვები და ნუ უშლით ჩემთან მოსვლას, ვინაიდან მათნაირებისაა ღმრთის სასუფეველი.“(ლკ. 18-16)
„და თქვა: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუ არ მოიქცევით და არ იქნებით, როგორც ბავშვები, ვერ შეხვალთ ცათა სასუფეველში.ამრიგად, ვინც დაიმდაბლებს თავს, როგორც ეს ბავშვი, ის არის უდიდესი ცათა სასუფეველში. და ვინც შეიწყნარებს ერთ ამნაირ ბავშვს ჩემი სახელით, მე შემიწყნარებს. „ (მთ. 18 -3:5)
იესო საუბრობდა იმ ბავშვების მაგალითზე, რომელიც მონათლულნი ვერ იქნებოდნენ.
საგულისხმოა ისიც, რომ ჩვილთა ჯოჯოხეთში გამშვებნი , ქრისტიანთა ვერ მონათლულ ჩვილებსაც ჯოჯოხეთში უშვებენ, მიზეზად კი ადამის ცოდვა მოჰყავთ, რომლისგანაც “ვერ განთავისუფლებული” ჩვილები, თურმე ჯოჯოხეთში და საუკუნო სიბნელეში მიდიან… ანუ ქრისტიანთა შვილები პასუხს აგებენ იმის გამო, რისგანაც წარმართთა ჩვილებიც კი არიან განმართლებულნი, სად არის ლოგიკა? ნუთუ სამართლიანია , რომ ასე დაისაჯნონ კეთილმორწმუნეთა შვილები, როდესაც კერპთთაყვანისმცემლებს და მათ შვილებსაც კი მიეტევად და გამოხსნილ იქნენ ამ ცოდვისგან?
პავლე მოციქულის სიტყვებით, წარმართები, რომლებიც სინდისის კანონებს უსმენენ, ღვთისგან განმართლებულნი იქნებიან, რისთვის უნდა დაისაჯნონ უდანაშაულო ჩვილნი? ქრისტემ ჯოჯოხეთში შთასვლით ამოიყვანა უამრავი არა მონათლული ადამიანის სული, რომელნიც მის განკაცებამდე აღესრულნენ.
მოსკოვის სასულიერო აკადემიის პროფესორის, ცნობილი რუსი პროტოდიაკონის, მისიონერ ანდრეი კურაევის სიტყვებით:
„ნათლისღებით ადამიანი, მისი მანამდელი ყოფის ნაცვლად, იღებს ახალ მყოფობას და სიცოცხლეს, ხდება რა უფლის კრავი და ეკლესიის- ქრისტეს სხეულის წევრი და ნაწილი, მარადიული სიცოცხლის თანამონაწილე. აქედან გამომდინარე ცხადია, რომ ნათლისღება ყველასათვის საჭიროა, მათ შორის ჩვილთათვისაც. რათა ხორციელად და სულიერად მოზარდი ჩვილებნი, ქრისტეში გაიაზრდნონ. მოუნათლავი ბავშვები ამ მადლს მოკლებულნი არიან, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი ჯოჯოხეთისთვის არიან განწირულნი.
ნუთუ იგი, ვინაც ჯოჯოხეთი დაარღვია და უამრავი სული გადაარჩინა, რომელთაც არ ჰქონდათ ნათლობის მადლი მიღებული ობიექტური გარემოებების გამო… არ გაითვალისწინებს ამ ობიექტურ გარემოებებს ახალ აღთქმაში, მოუნათლავ ჩვილებთან დაკავშირებით და არ იხსნის მათ? რათქმაუნდა ასე არ იქნება!“
თუმცა რათქმაუნდა სულიერი ზრდის პირობები, სასუფეველში ნეტარების ხარისხი და სულიწმინდასთან თანაზიარობის ხარისხი სხვადასხვაა და სხვადასხვა იქნება ( 1 კორ, 15-41).
როგორც უფროსთა, ისე ჩვილთა ნათლობა განკუთვნილია მომავალი ცხოვრებისათვის და არა სიკვდილის შემთხვევისათვის. უფალი გვთავაზობს იდეალურ წამალს, ცოდვისდაგან განსათავისუფლებლად – ქრისტეს ეკლესიაში ნათლობით შესვლას. ეს არის ქრისტიანული გზა. რათქმაუნდა მშობლების სურვილია თავიანთი შვილების ამ გზაზე დაყენება და ამას მათ ვერავინ და ვერაფერი აუკრძალავს. ამ მხრივ ჩვილთა ნათლობა აბსოლუტურად მიზანშეწონილია.
როდესაც ქრისტიანულ დოგმატიკაში საუბარია ბავშვთა ნათლობის აუცილებლობაზე ( კართაგენის კრება…), აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ მართლმადიდებელი ეკლესია შორსაა ავგუსტინიზმის ბუკვალური ინტერპრეტაციისაგან, რომელიც ეხება იესოს სიტყვებს: “მიუგო იესომ: ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ: ვინც არ დაიბადება წყლისა და სულისაგან, ვერ შევა ღმრთის სასუფეველში.”(იოან. 3, 5), მისი შემზარავი დასკვნით, ” მოუნათლავი ჩვილები მიდიან ჯოჯოხეთში”.
ჩვილთა ნათლობას აქვს ადგილი მართლმადიდებელ ეკლესიაში, მაგრამ ეს არ ნიშნავს მის აბსოლუტურ ვალდებულებას ცხონების საკითხში.
ეკლესიის სწავლება, პირველ რიგში არის დოგმატები. ეკლესიის ენაზე დოგმატები არის მხოლოდ რწმენის ჭეშმარიტებები. მსოფლიო კრებებზე დოგმატებად დაასახელეს მხოოლოდ მრწამსის განმსაზღვრელი სწავლებები. ყველა სხვა დადგენილება კანონებად და წესებად არის დასახელებული. ( რომლებიც განსაზღვრავდნენ და განსაზღვრავენ ქრისტიანთა სამართლებრივ , კანონიკურ… წესებსა და ქცევებს).
მას შემდეგ, რაც ადამიანებმა დაიწყეს დოგმატური სწავლებების გათავისებები, უეჭველად უნდა წარმოქმნილიყო და წარმოიქმნა კიდეც განსხვავებული შეხედულებები ამ დოგმატებზე (ხან შეგნებულად , ხანაც შეუგნებლად). ყოველთვის შეიძლება დაისვას ისეთი კითხვები, რომლებზეც ვერ ვნახავთ გადაჭრით პასუხს ეკლესიის სწავლებაში. ამგვარ კითხვებზე შეიძლება პასუხი გაეცეს მხოლოდ პირადი მოსაზრებების საფუძველზე. ეს შეიძლება იყოს საკუთარი პასუხები, ან წმინდა მამათა ნააზრევნი. დოგმატები კი, როგორც ღვთაებრივი ჭეშმარიტებები, მართლმადიდებელ ეკლესიის სწავლებებში ყოველთვის შეუცვლელად რჩებოდა და ასეა ახლაც. მაგრამ გარდასულ საუკუნეებში კერძო ადამიანთა მხრიდან ამ დოგმატების გააზრება უკვე არაერთხელ შეიცვალა. იყვნენ ადამიანები, რომლებსაც არასწორი შეხედულებები ჰქონდათ დოგმატებზე ,ან უარყობდნენ მას და შესაბამისად ისინი ერესში ვარდებოდნენ. რის საფუძველზეც ეკლესია იწვევდა კრებებს და იძლეოდა ზუსტ განსაზღვრებებს და პასუხებს.
შესაბამისად , ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ალბათ ჯობია, რომ ჩვილთა ჯოჯოხეთში გასტუმრების ნაცვლად, ადამიანებმა საკუთარ მომავალზე იფიქრონ და მარადის გვახსოვდეს, რომ „ ღმერთი არის სიყვარული“ და არა უსამართლო მსაჯული.
ზემოთთქმულიდან ნათელია, რომ აზრი უნათლავი ჩვილების სამუდამო დაღუპვის შესახებ არათუ არ წარმოადგენს მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლებას, არამედ პირდაპირ ეწინააღმდეგება მას.
სტატიას ვასრულებ უბრალო და რიტორიკული კითხვით, რომელიც ერთ-ერთ დისკუსიაში მოვისმინე და რომელიც ალბათ ყველა ურწმუნოსა და არაქრისტიან ადამიანს გაუჩნდება უდანაშაულო ჩვილთა ჯოჯოხეთში გამშვებთა მისამართით:
თუ ქრისტიანობა (მართლმადიდებლობა) სიყვარულის რელიგიაა, მაშინ როგორ შეუძლია სიყვარულის რელიგიას, რომ მოუნათლავი ჩვილები ჯოჯოხეთში გაუშვას?



О загробной участи младенцев,
не сподобившихся почему-либо св. крещения и мертворожденных, а также о том, какая должна быть за них молитва

(Составлено по учению свв. Отцев и учителей Православной Церкви)

По верованию Православной Церкви, умершие младенцы православных родителей, не сподобившиеся св. крещения, а равно и мертворожденные, у Человеколюбца Бога не будут забыты. Это верование Церкви можно видеть из того, что она чествует (29 декабря) в лике святых четырнадцать тысяч младенцев за Христа избиенных от Ирода в Вифлееме (Жит. св. м. дек.).
Из св. отцов Церкви св. Григорий Нисский о судьбе младенцев вообще пишет: «Преждевременная кончина младенцев не ведет к мысли, что скончавший так жизнь несчастлив, или что равен он очистившим себя в настоящей жизни всякою добродетелию, потому что Бог, по лучшему Своему промышлению, предотвращает безмерность зол в тех, которые стали бы жить во зле» (ч. 4, стр. 359, изд. 1862 г.).
Св. Григорий Богослов говорит: «Последние (т.е. не сподобившиеся крещения по малолетству) не будут у праведного Судии ни прославлены, ни наказаны, потому что, хотя не запечатлены, однако же не худы, и больше сами потерпели, нежели сделали вреда. Ибо не всякий недостойный наказания, достоин уже и чести; равно как не всякий, недостойный чести, достоин уже наказания» (Сл. на св. Крещ., ч. 3, стр. 242-243, изд. 1889 г.). Участь младенцев, умерших некрещеными, ни в каком случае нельзя назвать безнадежною. Св. Апостол Павел говорит о тех детях, у которых отец христианин, а мать некрещеная, что дети эти «святые суть» (1 Кор. 7, 14). Наши же мертворожденные младенцы имеют и родителей, и предков православных. Кроме того, дети эти в некотором роде уже освятились во время чревоношения их матерями; нося их в своей утробе, матери их каждодневно молились, часто читали или слушали Слово Божие и соединялись со Христом Господом в таинстве св. Причащения. А когда их матерям пришло время разрешиться ими, они с теплою верою прибегали к Божией помощи и, может быть, полагали особенный обет пред Богом, чтобы разрешение их было благополучно. Как же можно думать, чтобы дети, плод от таких родителей, погибли навсегда? Если даже иной из них и умрет еще во утробе матерней; и тут была готовность родителей совершить над ним крещение. А Господу Богу угодны и самые намерения наши, если они святы.— Еще слышим в Евангелии слова Самого Христа Спасителя: «В дому Отца Моего обители многи суть» (Ин.14, 2). Ужели в этих обителях не будет места для тех младенцев, которых родители были христиане, которых только не было возможности просветить св. крещением или которые, получив уже имена христианские, скончались перед самой купелию? Святая Церковь выражает прямое верование в помилование этих младенцев: «ведати подобает» (говорит она в Богослужебных книгах), «яко младенцы и непросвещеннии (т.е. некрещеные) ниже в геенну пойдут» (Синакс. в мясоп. субб.). Св. Григорий Богослов говорит: “Иные даже не имеют возможности и принять дара (благодати крещения) или, может быть, по малолетству, или по какому-нибудь, совершенно не зависящему от них, стечению обстоятельств” (Душеп. Соб. 1905., № 2, стр. 52-53).
Св. Ефрем Сирин пишет: «Кто умер во чреве матери и вступил в жизнь, того (Судия) сделает совершеннолетним в то же мгновение, в которое возвратит жизнь мертвецам. Младенец, котораго матерь умерла вместе с ним во время чревоношения, при воскресении предстанет совершенным мужем и узнает матерь свою, а она узнает детище свое. Невидавшие здесь друг друга увидятся там, и матерь узнает, что это ея сын, и сын узнает, что это его матерь… Равными воскресит Творец сынов Адамовых; как сотворил их равными, так равными же пробудит и от смерти. В воскресении нет ни больших, ни малых. И преждевременно родившийся возстанет таким же, как и совершеннолетний. Только по делам и образу жизни будут там высокие и славные; и одни уподобятся свету, другие — тьме». (Ч. 4, стр. 105, изд. 1900).
О возможности совершать над мертвыми младенцами крещение, нарекать им имена и поминать некрещеных за литургией не может быть и речи, ибо Господь заповедал Апостолам крестить живых людей, а не мертвых (Мк. 16,16), ибо как может бездыханный труп слышать проповедь и уверовать в Того, о Котором бы ему возвещали? Св. Церковь положила 26-м правилом Карфагенскаго собора скончавшихся ни крестить, ни подавать им Божественных Таин; а в толковании на сие правило сказано: «Пресвитерское бо неразумие (если бы таковое было допущено) не поможет скончавшемуся, по смерти бо крещен быв от него, несть крещен». Правило это помещено в книге «Кормчей», где находятся правила св. Апостолов и святых Вселенских и девяти поместных соборов. Остается только молитвенно воздыхать о таких младенцах к Богу в своих домашних молитвах. Для таковой цели можно порекомендовать молитву, находящуюся в синодике бывшего Новгородскаго и Петербургскаго митрополита Григория. Содержание ея следующее: «Помяни, Человеколюбче Господи, души отшедших раб Твоих — младенцев, кои во утробе православных их матерей умерли нечаянно от неведомых действий, или от
труднаго рождения, или от некоей неосторожности, и потому не приняли святаго Таинства крещения! Окрести их, Господи, в море щедрот Твоих и спаси неизреченною Твоею благодатию» (Душеп. Соб., стр. 54).
На вопрос: «как молиться о мертворожденных и вообще не сподобившихся св. крещения младенцах?» — Стефан Фаворский, архиепископ Вифлеемской обители, дает такой ответ: «Получившие св. крещение будут радоваться и блаженствовать на небеси вовеки, хотя бы кончину получили и нечаянную, равно не следует отвергать и тех младенцев, которые родились мертвыми и не успели быть окрещены; они не виноваты, что не получили св. крещения, а у Отца Небеснаго обители многи суть, в числе коих есть, конечно, и такие, в которых таковые младенцы будут покоиться за веру и благочестие верных родителей своих, хотя сами, по неисповедимым судьбам Божиим, и не получили св. крещения; так думать не противно религии, о чем свидетельствуют и св. отцы в Синаксаре в субботу мясопустную. Молиться за них могут родители с верою в милосердие Божие; каждая мать, плачущая о таковых своих чадах, без сомнения, может вопиять к Человеколюбцу Господу следующими словами: «Господи, помилуй чад моих, умерших во утробе моей, за веру и слезы мои, ради милосердия Твоего. Господи, не лиши их света Божественнаго!» (Из Палест. листка Вифлеем. обители).
Наконец, не должно же забывать и о том, что вина мертворождения может падать и на самих матерей-родильниц, не говоря уже о тех злодейках-матерях, которыя сознательно стараются уничтожить плод (большею частию незаконный) и даже в последних периодах чревоношения. Вечная огненная геенна — вот достойное возмездие правосудия Божия, ожидающее нераскаянных за эти злодеяния» (Душеп. Соб. стр. 54).
Св. Ефрем Сирин пишет: «Горе... любодейце, которая извела зачатый ею во чреве плод, чтобы не видел он здешняго мира; не даст Бог увидеть и ей новый век. Как она не дозволила ему насладиться жизнию и светом в этом веке, так и Он лишит ее жизни и света в оном веке. Поелику решилась она извергнуть плод свой из чрева преждевременно, чтобы скрыть его во мраке земли; то и она, как мертвый плод чрева, извергнута будет во тьму кромешную. Таково воздаяние любодеям и любодеицам, которые посягают на жизнь детей своих: Судия накажет их вечною смертию и низринет в бездну мучения, полную зловоннаго тления» (Помн. послед. твоя, изд. 1903, стр. 37).
Впадшие в такое тяжкое прегрешение должны поспешить принести покаяние, пока есть возможность; ибо «нет греха, побеждающаго Божие милосердие для обращающихся к Нему с верою” (Жит. пр. Марии Египетской).
Но бывают и другие обстоятельства мертворождения, вину коих нельзя не приписать матерям-родильницам: одна подняла тяжелый мешок хлеба на воз, а другая безмерно работала на уборке хлеба,— и разрешились преждевременно младенцами. Эта напилась пьяной и оступилась, и — родила мертваго младенца. У той последовал выкидыш вследствие душевных потрясений, происходящих... от безумной и. быть может, неосновательной ревности к мужу. Бывают и случаи явной кары Божией за ропот на многочадие и за проклятие плода, находящагося еще во утробе. Увы! и такия безумныя матери есть на свете. Вот почему мать-родильница после рождения мертваго младенца должна основательно подумать — не была ли она как-нибудь прямо или косвенно причиною мертворождения, и если — по безстрастном обсуждении этого вопроса, — окажется что-либо у нея на совести, то она должна поспешить к своему отцу духовному, исповедать ему свой грех, попросить совета для заглаждения сего греха и затем загладить свой грех добрыми делами, из коих обыкновенно рекомендуется: 1) милостыня бедным людям, у коих много детей, особенно в такие дни, как Пасха, Рождество Христово и престольный праздник; 2) путешествие ко св. местам (наприм. в Киеве к мощам св. угодников и св. младенца, убиеннаго от Ирода за Христа, и почивающаго в дальних пещерах Лавры); 3) усиленная домашняя молитва, сопровождаемая известным количеством поклонов, и добровольно налагаемый пост (напр., по понедельникам; о нем сказано в требнике, в чине исповеди), и 4) совершение в приходском храме литургии об оставлении грехов (Душ. Соб., стр.54—55). См. подроб. в кн. “Наставл. и утеш. болящ.» свящ. ВА. Черкесова.
Итак, по разсуждению св. отцов и учителей Церкви, христианские некрещеные и мертворожденные младенцы не будут терпеть наказания в будущей жизни, потому что родители уже освятили их принятием Св. Таин, молитвами, верою и добрыми делами.




ერთი უცნაური პოლემიკის ისტორია: გადარჩებიან თუ არა მოუნათლავი ჩვილები?
Authors:თინიკაშვილი, დავით
Subjects:ქრისტიანული ღვთისმეტყველება;
DDC Subject:Christianity, Christian theology
Date of Issue:2007
Source:ერთი უცნაური პოლემიკის ისტორია: გადარჩებიან თუ არა მოუნათლავი ჩვილები? / დ. თინიკაშვილი; სტატია გამოქვეყნდა მცირეტირაჟიან თეოლოგიურ ჟურნალში „ემაოსი“ №1 (7) 2007; თბ., 27 გვ. UDC: 2-21
Language:Georgian
Extent Format:27 გვ.
Created:2010-10-13
Modified:2010-10-13


IDObjectSizeFormat
2495წიგნი  [27 გვ.]228KbAdobe PDF

Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий