ლევ ტოლსტოისთან ერთად, დოსტოევსკის ხშირად მოიხსენიებენ რუსული ლიტერატურის ოქროს ხანის ერთ-ერთ უდიადეს და ყველაზე გავლენიან რომანისტად.ალბერტ აინშტაინი მას მათემატიკოს კარლ ფრიდრიხ გაუსზე მაღლა აყენებდა და „დიად რელიგიურ მწერალს“ უწოდებდა, რომელიც „სულიერი ცხოვრების საიდუმლოს“ იკვლევდა. ფრიდრიხ ნიცშე კი დოსტოევსკიზე ამბობდა: „სხვათა შორის, ერთადერთი ფსიქოლოგი, რომლისგანაც მე რაღაც ვისწავლე; ის ჩემს ცხოვრებაში ფორტუნას ყველაზე მშვენიერ გაღიმებებს შორის დგას“. დოსტოევსკის ნამუშევრებს ასევე დიდი გატაცებით ეცნობოდა ჰერმან ჰესე და აღნიშნავდა, რომ მისი წაკითხვა „იმედის ნაპერწკალია სრულ უიმედობაში“. ნორვეგიელი რომანისტი კნუტ ჰამსუნი წერდა, რომ „ისე არავის გაუანალიზებია ადამიანის რთული სტრუქტურა, როგორც დოსტოევსკის. მისი ფსიქოლოგიური შეგრძნება უძლეველი და ოცნებებით აღსავსეა“.
მწერლის სიკვდილის შემდეგ გამოცემულ თავის მონახაზში „მოძრავი დღესასწაული“ ერნესტ ჰემინგუეი აღნიშნავს, რომ დოსტოევსკიში: „საგნები იყო დამაჯერებელი, თუმცა ამავე დროს დაუჯერებელი, მაგრამ ზოგიერთი ისეთი ჭეშმარიტება, რომ მათი წაკითხვა შენ, როგორც შენ გცვლის. იქ ნახავთ ხრწნადობასა და შეშლილობას, უზნეობასა და სიწმინდეს, ასევე აზარტული თამაშების მიერ ადამიანის გადარევას“. ართურ პაუერის ნაშრომში „გასაუბრება ჯეიმს ჯოისთან“, ჯოისი აქებს დოსტოევსკის პროზას: „... ის ყველაზე უფრო მაღლა დგას მათ შორის, ვისაც თანამედროვე პროზა შეუქმნია, ამავე დროს გააძლიერა ამჟამინდელი ძალით. სწორედ მისმა ფეთქებადმა ძალაუფლებამ აქცია ნამსხვრევებად ვიქტორიანული რომანი, თავისი თავმომწონე უმანკოებით და საყოველთაო მბრძანებელი გახდა, წიგნების, რომლებიც მანამდე მოკლებულ იყვნენ ყოველგვარ წარმოსახვასა და ძალმომრეობას“. თავის ესსეში „რუსეთის მსოფლმხედველობა“, ვირჯინია ვულფი ამბობს: „შექსპირის შემდეგ არ არსებობს მეორე ასე ამაღელვებელი საკითხავი“.
ძმები კარამაზოვები
„დიადი აზრები იმდენად დიადი გონებისგან არ მომდინარეობენ, რამდენადაც დიდი გრძნობებისგან.“
„თუ მოიძებნება ვინმე, რომ დამიმტკოცოს, თითქოს ჭეშმარიტება ქრისტეში არაა, მე მაინც ქრისტესთან დავრჩები და არა იმ ჭეშმარიტებასთან.“
***„იაფასიანი სულგრძელობა მუდამ იოლია, სიცოცხლის განწირვაც კი არაფრად გიღირს, როცა სისხლი გიდუღს და ძალა მოგჭარბებია. სილამაზეს დახარბებიხარ! თუ ბიჭი ხარ, ისეთ სულგრძელობაზე გამოიდე თავი, ძნელი რომაა, არავინ რომ არ გაიგებს, არავის რომ არ ეცოდინება, არავის თვალში არ მოხვდება, მსხვერპლსაც ბლომად გაიღებ, მაგრამ ცილს იქით დაგწამებენ, დიდების ნატამალს კი ვერ იგემებ. როცა კაცს, სპეტაკს და უზადოს, არამზადად მოგნათლავენ, თუმცა პატიოსნებით ყველას სჯობიხარ - აბა მაშინ გამოიდე თავი. არა, ბატონო, უარს იტყვი! მე კი ჩემი მთელი სიცოცხლე სხავ არაფერი მიკეთებია.“
— თედორე დოსტოევსკი „თვინიერი“
„შენ თავისუფალი ადამინის რწმენა გჭირდებოდა და არა სასწაულებით დამონებულის.“ო, მერწმუნეთ, რომ გამოცდილი მკურნალი ვარ სულისა.
- ქალბატონო, თუ თქვენ გამოცდილი მკურნალი ხართ, სამაგიეროდ, მე გამოცდილი სნეული ვარ.
„ძმები კარამაზოვები“ — თედორე დოსტოევსკი
„ სწორედ ადამიანურ მოპყრობას ძალუძს გააადამიანოს ღვთისგან განდგომილიც კი. სწორედ ასეთი „უბედურები“ საჭიროებენ ყველაზე ადამიანურ მოპყრობას.“
— თედორე დოსტოევსკი „მკვდარი სახლის ჩანაწერები“„თუ მოიძებნება ვინმე, რომ დამიმტკოცოს, თითქოს ჭეშმარიტება ქრისტეში არაა, მე მაინც ქრისტესთან დავრჩები და არა იმ ჭეშმარიტებასთან“.
„შეიცან ყოველივე, რამეთუ როცა შეეყრები უღმერთოს ვისმეს ან თავაშვებულს, შეგეძლოს პასუხი მიაგო, რათა მან არ გაგაბრუოს მკრეხელობით და არ აგიმღვრიოს უმწიფარი ფიქრები.“
— თედორე დოსტოევსკი, „ყმაწვილი“.„რაც უნდა გენიალური, ახალი, ანდა სერიოზული აზრი მოგივიდეს თავში, მაინც რჩება მუდამ ისეთი რამ, რასაც სხვა ადამიანებს ვერასგზით ვერ გადასცემ, თუნდაც მთელი ტომები დაწერო და ოცდათხუთმეტი წელი იქადაგო; მუდამ არის რაღაც ისეთი, რაც არაფრის დიდებით არ დათანხმდება შენი ტვინიდან გამოსვლას და მუდამ შენთან დარჩება, ისეც წახვალ ამ ქვეყნიდან, რომ შენს უმთავრეს იდეას ვერავის გადასცემ“.
— თედორე დოსტოევსკი, „იდიოტი“ .„თუ გნებავთ გაიგოთ ადამიანი და გაერკვეთ მის სულში, დაუკვირდით არა იმას, თუ როგორ სდუმს ან როგორ ლაპარაკობს, ანდა როგორ ტირის, ან თუნდაც როგორ აღელვებს მას უკეთილშობილესი იდეები, არამედ უმჯობესია დაუკვირდეთ, როდესაც იცინის“.
— თედორე დოსტოევსკი, „ყმაწვილი“ .
რელიგიური გრძნობის არსს ვერა მსჯელობით, ვერა დანაშაულითა და ბოროტებით, ვერა ათეიზმით ვერ მიუდგები. აქ რაღაც ისე არ არის და არც არასოდეს იქნება ისე. აქ რაღაც ისეთია, რაზეც ნიადაგ ფეხს აისხლეტენ ათეისტები და მუდამ სხვაზე ილაპარაკებენ, არა იმაზე, რაზეც უნდა ილაპარაკონ.
თეოდორ დოსტოევსკი, „იდიოტი“
Комментариев нет:
Отправить комментарий