ჰერაკლიტე ეფესოელი,ჩვ.წ.აღ-მდე VI-ე საუკუნე.მის შესახებ მცირე ცნობები მოგვეპოვება. მას გაუგებარს უწოდებდნენ მის დოქტრინათა ბუნდოვანების გამო, რომლებმაც ბუნების შესახებ პოემის ფრაგმენტების სახით მოაღწია ჩვენამდე.ჰერაკლიტე გარკვეულად აგრძელებს იონიურ ტრადიციას, თუმცა კი, როგორც მოაზროვნე, პიროვნულად განსხვავდება ამ მიმართულების სხვა წარმომადგენლებისგან. ჰერაკლიტეს შემთხვევაში ახალ იონიურ სკოლაზე შეიძლება საუბარი.საგანთა და ფენომენთა მრავალფეროვნება განაცვიფრებს ჰერაკლიტეს და ის მას ბუნების კანონამდე აღამაღლებს. მისთვის, ანაქსიმანდრეს მსგავსად, ბუნება განუწყვეტელ ცვლილებაში, მოვლენათა მრავალფეროვნებაში მჟღავნდება. ყველაფერი ქმნადია, ამტკიცებს ჰერაკლიტე, ანუ, მდინარის მოძრაობის ანალოგიით, ყველაფერი მიედინება. ყველაფერში დაპირისპირება, პაექრობა, ომი, საწინააღმდეგოთა მოძრაობაა,დაბადება და სიკვდილი. „მდინარის ერთსა და იმავე წყალში ორჯერ ვერ შევალთ".
თუმცა ბრძოლაშიც არის ჰარმონია, ერთი-მოვლენებში ხილული ჰარმონია, მეორე კი - უხილავი, პირველზე აღმატებული და მისი წესი. ასეთი ჰარმონია გონებაში ბინადრობს, როგორც სამშვინველი, რომელიც სხეულის მოძრაობებს განაგებს. დაპირისპირება და ჰარმონია განუწყვეტელ დაძაბულობას იძლევა და სწორედ ის არის რაციონალური კანონი, ანუ ყოველივეს მიზეზი. საგანთა სწრაფვის თითქმის ხელშესახები გამოხატულების მისაღებად ჰერაკლიტე, ანტიკური იონიური სკოლის სწავლების თანახმად, საწყისს ცეცხლის, ანუ ყველაზე მოძრავი რეალობის სახით წარმოადგენს. კოსმიური ქმნადობის საწყისად-წესად-გონების აღიარებით ჰერაკლიტე ხაზს უსვამს ადამიანის როლს, რომელიც ფიქრობს ბუნების შესახებ, და ასევე დიდ მნიშვნელობას ანიჭებს გრძნობებს, რომლებიც აღიქვამენ ბუნების მოძრაობას.
понедельник, 11 марта 2013 г.
ჰერაკლიტე ეფესოელი
ავტორი:
შემეცნებითი ბლოგი
/ გამოქვეყნებულია:
понедельник, марта 11, 2013
Отправить по электронной почтеНаписать об этом в блогеОпубликовать в TwitterОпубликовать в FacebookПоделиться в Pinterest
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий