понедельник, 11 марта 2013 г.

ორიგენი



ორიგენი 185-254 წლები,გამოჩენილი ბერძენი ფილოსოფოსი,თეოლოგი და სწავლული.ბიბლიური ფილოლოგიის დამაარსებელი.მან დაამკვიდრა პირველად ტერმინი - ღმერთკაცი.მოსწავლე იყო ნეოპლატონიზმის მიმდევარ ამონია საკკასასი.სწავლობდა ალექსანდრიის ღვთისმეტყველთა სკოლაში.სადაც შეისწავლა მათემატიკა,თეოლოგია,დიალექტიკა,ასტრონომია და სხვა საგნები.რამდენიმე ხნის შემდეგ კი თავად ხდება ამ სკოლის ხელმძღვანელი 217-დან 232-წლამდე.დღევანდლამდე ვერ მოაღწია მისმა მთავარმა ნაშრომმა - გეკსაპლამ.თუმცაღა როგორც ცნობილია რომ მან ქრისტია ნული მორალი და ფილოსოფია,ერთმანეთთან დააკავშირა.მისმა ნაშრომებმა კი უდიდესი გავლენა მოახდინა მომავალი თაობების ფილოსოფიურ თუ თეოლოგიურ აზროვნებაზე.მისი იდეების გამზიარებელნი იყვნენ ცნობილი ფილოსოფოსები - ევსეია პამფილა,გრიგოლ ღვთისმეტყველი და სხვანი.
Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий