вторник, 28 апреля 2015 г.

ნიკოლოზ დურნოვო, ქართული ეკლესიის ბედი



ნიკოლაი დურნოვო იყო რიურიკოვიჩი, რუსული სლავიანოფილური მოძრაობის ლიდერი და ილიას მეგობარი.

ნიკოლოზ დურნოვო

ქართული ეკლესიის ბედი
(ქართული საეკლესიო ავტოკეფალიის საკითხისა გამო)


“ხშირად გვეკითხებიან, ვინ არის ეს დურნოვო, რომ ასე თავგამოდებით, იცავს საქართველოს ეკლესიასო? მართლაც, დურნოვოს გაბედული კილო, იშვიათი გულწრფელობა და ჩვენი საეკლესიო ისტორიის საფუძვლიანი ცოდნა ყველას აკვირვებს.
შეგნებულ ქართველთა წარმოდგენილებაში დურნოვო საქართველოს ეკლესიის მედგარ დარაჯათ ისახება. რუს მწერალთა შორის ასეთი მაგალითი არა თუ იშვიათი – ერთათ ერთი შემთხვევაა. მრავალ შეკითხვათა საპასუხოთ ორიოდე სიტყვით აღვნიშნავ, ვინ არის დურნოვო და როგორ უნდა ვუყურებდეთ მის მოქმედებას.
საუკეთესო იდეალი კაცობრიობის არის ჭეშმარიტება. ჭეშმარიტებისადმი მისწრაფება ადამიანის ბუნების საუკეთესო თვისებაა. ჭეშმარიტების ძიებაში საუკეთესო ადამიანები უმაღლეს სიამოვნებას ჰპოვებენ. ადამიანის მაღალი დანიშნულებაა პირველ ყოვლისა, ჭეშმარიტებას ემსახუროს და შემდეგ სხვა საგნებს. აი ასეთია ადამიანის მოწოდება და, თუ ცხოვრებაში დავინახეთ ისეთი მაგალითი, რომ ადამიანი მართლაც ჭეშმარიტებას ყველაფერზე მაღლა აყენებს და ყოველ თავის საყვარელ და კერძოთ სათაყვანო ინტერესებს ივიწყებს და ჭეშმარიტებას ანაცვლებს, ეს გვახარებს, ეს გვიამება და რაღაც იმედს გვისახავს, რომ ადამიანი მართლაც ადამიანი გამოდის, და ის შესაფერ სიმაღლეზე გვეჩვენება.
ერთი ასეთი მაგალითი სწორეთ ბ-ნი ნ. დურნოვო არის. მისი პიროვნება და მისი პოზიცია საქართველოს ეკლესიის საკითხში მართლაც საყურადღებოა, სწორეთ თითით საჩვენებელია.
ნ. დურნოვო არის საფუძვლიანი მცოდნე ღვთის მეტყველებისა, განსაკუთრებით საეკლესიო ისტორიისა და კანონმდებლობისა, როგორც კანონისტი დურნოვო ავტორიტეტია არა მარტო რუსეთში – მთელ მართმადიდებელ ეკლესიაში. დურნოვო გულწრფელი პატრიოტია, მიმართულებით მემარჯვენე. კერძო ცხოვრებაში იშვიათი ქველ-მოქმედი, გულკეთილი მოქალაქე და თავგამოდებული დამცველი სიმართლის ყოველ სფეროში. აღსანიშნავია მისი უანგარო მოღვაწეობა მწერლობაში.
მემარჯვენე მიმართულების პირებზე ჩვენ ისეთი წარმოდგენა გვაქვს შედგენილი, რომ ისინი პოლიტიკურ ცხოვრებაში სამშობლოს ინტერესებს განსაკუთრებით იცავენ და აქ ხშირათ
ვიწრო პატრიოტულ გრძნობას იჩენენ, რომელიც სტუქსავს მათში ისეთ მაღალ პრინციპებს, როგორიცაა ჭეშმარიტების სამსახური და სამართლიანობა. ამ პირთა შორის იშვიათ გამონაკლისს შეადგენს 6-ი ნ. დურნოვო. ის ძველ რეჟიმის დროსაც თამამად დაგულწრფელად აღიარებდა ჭეშმარიტებას. რუსეთის საეკლესიო მთავრობას მუდამ ამხილებდა უწესო და უსამართლო მოქმედებაში. დღესაც დურნოვო გადაჭრით მოითხოვს კანონიურის წესით აღიარებულ იქნეს საქართველოს ეკლესიის ტერიტორიული ავტოკეფალია, საქართველოს ეკლესიას დაუბრუნოს თავისი ქონება: საყდრები, მონასტრები, მამულები, ნივთები და სხვა. ამას მოითხოვს დურნოვო და ჩვენში ბევრი გაკვირვებით გვეკითხება, რა ალაპარაკებს ამნაირათო? ამას ალაპარაკებს მეცნიერის მოვალეობა, ჭეშმარიტების სიყვარული, სიმართლის პატივისცემა და ამაზე დამყარებული სამართლიანობა. მართალია ბ-ნი დურნოვო მემარჯვენე რუსია, მაგრამ ის ჯერ სამართლიანი ადამიანია, ჯერ მიუდგომელი მეცნიერია, ჯერ ჭეშმარიტების უანგარო მოსამსახურეა დაშემდეგ მემარჯვენე პატრიოტია. აი ასეთი უნდა იყოს ყოველი ადამიანი და მაშინ აღარ იქნება ბოროტება ქვეყანაზე.
დურნოვოსთანა კაცები ცოტაა ქვეყანაზე და მეტადრე რუსეთში.
მეტად სამწუხაროა, რომ ასეთი ადამიანის ხმა სახელმწიფო ცხოვრების მეთაურებს არ ესმითდა ამის გამო ისეთ შეცდომებს სჩადიან, რომლის გასწორება შემდეგ საძნელო ხდება, დამთელი საუკუნის განმავლობაში ხალხი იტანჯება ხოლმე.
ძველი მთავრობის სიბრმავე იქამდი მივიდა, რომ დურნოვოსთანა გულწრფელი და უანგარო მეცნიერის აზრს გვერდს უვლიდა და ბიწიერებით და დამნაშავობით ცნობილი ადამიანების, როგორიც იყვნენ ვოსტორგოვი და ძმანი მისნი, აზრებით ხელმძღვანელობდა.
აი სწორედ ასეთმა სიბრმავემ ძველი მთავრობა დამხობის დღემდე მიიყვანა.
რა გზას დაადგება ახალი მთავრობა, დაბეჯითებით ვერ ვიტყვით, ძველი მთავრობის კვალზე რომ არ ივლის, ეს უკვე ცხადია, მაგრამ სახიფათო შეცდომიდან რომ თავი განითავისუფლოს, ამის იმედი ჯერ არა გვაქვს. ჩვენი ეკლესიის საკითხის გარშემო ახალ მთავრობას დიდი რყევა ემჩნევა და ვაი თუ ბოროტ გამზრახველთა მოქმედებამ ახალი მთავრობაც შეაცდინოს.
ერთად ერთი გზა საქართველოს ეკლესიის საკითხის სწორედ გადასაწყვეტი არის დურნოვოს მოთხოვნილების აღსრულება.”
ტრიფონ ჯაფარიძე
“ჩვენი ქვეყანა”, 1917 წ. №54, 15/6. გვ. 1-2

წინათქმა

“რუსსკიი სტიაგ”-ის რედაქცია შეუდგა რა 1908 წლის იანვრიდან მაისამდე გაზეთის ფურცლებზე გამოქვეყნებული სტატიების “ქართული ეკლესიის ბედის” (ავტორი ნ.ნ. დურნოვო) გამოცემას, მხედველობაში ჰქონდა სამართლიანად და მიუკერძოებლად გაეშუქებია ქართული ეკლესიის საკითხი და უკუეგდო ყველა ის ქირდვა, მოსაზრება დაცინიკური აბუჩად აგდება, რომლებიც, რუსი მღვდელმთავრების სამარცხვინოდ, წინასაეკლესიო კრების კომისიის ზოგიერთი წევრის მიერ სხდომებზე იყო გამოთქმული.
ის, რაც დადგენილია მსოფლიო საეკლესიო კრებებზე ან აღიარებულია თვით მთავარი ეკლესიების მიერ, ერთი ეკლესიის, თუნდაც ავტოკეფალურის, საეკლესიო კრებას მისი შეცვლის ან არაღიარების უფლება არა აქვს. საღმრთო კანონების წინააღმდეგ მიმართული ასეთი დადგენილება ვერ მიიღებდა ავტოკეფალური ეკლესიების სანქციებს და თვით ადგილობრივი საეკლესიო კრება თვითნებურ კრებად ჩაითვლებოდა. ამის გამო, მოსალოდნელია, რომ რუსი მღვდელმთავრების უმეტესობა არ ისურვებს საეკლესიო კრების ჩაშლას და მის გადაქცევას უღვთო, ბიწიერ თავყრილობად. ისინი შეეცდებიან, როგორც რუსულ, ასევე ივერიის ეკლესიას, დაუბრუნონ კანონიკური მმართველობა და წყობა, თან, ვისაც ჯერ არს, შეახსენებენ, რომ საეკლესიო ავტოკეფალია არ არღვევს ეკლესიის ერთიანობას, ხელს უწყობს მის განვითარებასა და ცალკეული ეკლესიის კეთილდღეობას, დიდებასა და შეძლებას. არ უნდა უგულვებელვყოთ, რომ XIX საუკუნის დასაწყისში ბევრი ქრისტიანი იყო აფხაზთა, ჩერქეზთა, აბაზგთა, ლეკთა და სხვა მთიელთა შორის, მაგრამ მათ წინააღმდეგ საომარი მოქმედების დაწყებით, ყველა ეს ეროვნებები რუსებსა დამართლმადიდებელ სარწმუნოებას მტრად გადაეკიდნენ. მოხდა სამწუხარო მოვლენა, ქრისტიანთა შორის სწრაფად გავრცელდა მაჰმადიანობა. ჩვენ ყველგან ასე ვკარგავთ მართლმადიდებლებს და არა მარტო უცხოურ პროპაგანდას, არამედ მაჰმადიანებსაც, ბუდისტებსაც და ყოველგვარ სექტანტებსაც ვაძლევთ თავიანთი ჯოგის გაზრდის საშუალებას. დროა, მოპოლიტიკანე რუსული სამღვდელოება, ამდენი მარცხისა დაუმძიმესი ცდების შემდეგ, დარწმუნდეს სახარების მოძღვრების ჭეშმარიტებაში, რომ ქრისტიანულ ეკლესიაში არ არს არცა ელინი, არცა იუდეველი, არცა არიან ერები დაეროვნებები, არიან მხოლოდ ქრისტიანები, ძმები, რომლებიც არ აღსდგებიან ვერაგობითა დაძალადობით ხელყონ ნაციონალური თავისებურებანი.
ქართველებისა და მოლდაველების ძალდატანებით გარუსების პოლიტიკამ ყველას აუხილა თვალი და აჩვენა მთელი თავისი უსაფუძვლობა. მან არა მარტო ვერ შეძლო ამ გზით გარუსება, არამედ რუსებისა და მართლმადიდებლობის წინააღმდეგ შექმნა იმ პირთა ლეგიონები, რომლებიც ადრე რუსეთისა და მართლმადიდებელი ეკლესიის პირველ დასაუკეთესო მეგობართა რიგებში იყვნენ.
საქართველო მიენდო რუსეთს, როგორც სულიერად მონათესავე ქვეყანას, თორემ იგი არასოდეს არ შემოუშვებდა რუსებს ამიერკავკასიის მთებში, რუსეთისათვის არ დაღვრიდათავისი შვილების სისხლს.
ქართული ეკლესიის შიგნით დამოუკიდებელი რუსული სამიტროპოლიტოს შექმნა ხალხთა შორის შუღლამდე, შფოთამდე, ჯიბრამდე, შემდეგ კი, ეკლესიებს შორის გათიშვამდე მიგვიყვანდა. საჭიროა ცოტა მეტი სიყვარული და სიმართლე, ძმობა, თავმდაბლობა დაუფრო ნაკლები სიამაყე, პატივმოყვარეობა.
ქართულ ეკლესიას ბევრი რამ აქვს სადიდებელი და საქებარი. რით უნდა იამაყოს ჩვენმა რუსეთის ეკლესიამ? სტაროობრიადული და მისგან გამომდინარე ბულგარული გათიშვით? იმით ხომ არა, რომ მწყემსმთავრების უთუარობით მთელი რუსეთი მოფენილია სხვადასხვა სექტებით; ჩვენი ჭკუათხელი, გონებაჩლუნგი ახალგაზრდობა ღვთის არსებობის უარყოფამდეც კი მივიდა და ქრისტიანულ საქართველოში ანარქისტების, სოციალისტებისადა ათეისტების მოძღვრების დანერგვას შეუდგა. აი, უპირველეს ყოვლისა, ამაზე უნდადაფიქრებულიყო ქართული ეკლესიის ანაფორიანი პოლიტიკანი მტრები. ქართული ეკლესიის წარმომადგენლები ეცდებიან, რომ მომავალ საეკლესიო კრებაზე ნიღბები ჩამოხადონ მათ. ძალადობის მქადაგებელნი, რომელი მხრიდანაც არ უნდა იყვნენ ისინი, სიმართლის დამცველებად კი არ უნდა ჩაითვალონ, არამედ ნამდვილ რევოლუციონერებად.
ამჟამად, როგორაც არ უნდა ითვლებოდეს ჭეშმარიტება, როგორაც არ უნდა იცვლებოდეს იგი სიცრუითა და უსამართლობით, ბოლოს და ბოლოს იგი გაიმარჯვებს მაცხოვრის ხატის მიხედვით. ბოროტმა და უპატიოსნო ადამიანებმა მაცხოვარი ჯვარს აცვეს, მაგრამ იგი აღსდგა და მისი დიდება მთელ მსოფლიოში გაბრწყინდა. ასევე უნდა ვიმედოვნოთ, რომ სიმართლე გამობრწყინდება დედამიწაზე და ჯვარმოსილ ქართულ ეკლესიაშიც.
“ქართველებს, – ამბობს ზაქარია მთისპირელი – არ სჭირდებათ რუსულ ეკლესიასთან კინკლაობა, რომელსაც საეკლესიო კანონების მიხედვით თავისი უფროსი დის – ივერიის სამოციქულო ეკლესიის საქმეებში ჩარევის უფლება არა აქვს. ქართული ეკლესია მისი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის ფურცლებზე შემკობილია მოწამეობრივი გვირგვინით, რაც მას უფლებას აძლევს, იარსებოს თვითმყოფადად, არასასურველი მეურვეობის გარეშე, რომელმაც ივერიის ეკლესია ბოლო ასწლეულში მისი კულტურული სასიცოცხლო ძალების უძრაობამდე მიიყვანა.

“ქართული ეკლესიის ბედი”

წინასაეკლესიო კრების კომისიაზე ქართული ეკლესიის მტრებმა, რუსი ხალხის ერთგულმა დეკანოზებმა ტ. ბუტკევიჩმა და ვოსტორგოვმა, პროფესორებმა ალმაზოვმა, ნ. ნ. გლუბოკოვსკიმ და ი. ს. ბერდნიკოვმა სხდომა ჩაშალეს და უსამღვდელოესი ეპისკოპოსები ლეონიდე და კირიონი, აგრეთვე პროფესორები ცაგარელი და მარი, აიძულეს დაეტოვებიათ სხდომა. საეკლესიო ისტორიის პროფესორს ი. ი. სოკოლოვს, კანონისტს ნ. ა. ზაოზერსკის, აგრეთვე ი. ს. პალმოვს, რომლებიც ქართული ეკლესიის უფლებებს ასაბუთებდნენ, თავიანთი აზრი არ შეუცვლიათ.
ქართული ეკლესია 1811 წლამდე ავტოკეფალიით რომ სარგებლობდა და X საუკუნიდან მეთაურად თავიანთი კათალიკოს-პატრიარქები ჰყავდათ, ამაზე მხოლოდ ბრიყვებს შეუძლიათ იკამათონ, სულერთია ვინ იქნებიან ისინი – მღვდელმთავრები, მღვდლები თუ უბრალო ადამიანები.
ქართველები თავიანთი ეკლესიის უუფლებობას ვერ შეურიგდებიან, რადგანაც ისინი თავიანთ თავს მართლმადიდებლად თვლიან და სურთ მათი ეკლესია ხელმძღვანელობდეს საღმრთო კანონებით.
ყოველ ავტოკეფალურ ეკლესიას, რა თქმა უნდა, შეუძლია დაკარგოს ავტოკეფალია, მაგრამ მხოლოდ თავიანთი მღვდელმთავრების კრების გადაწყვეტილების ძალით. 1394 წ. ასე შეუერთდა კონსტანტინეპოლის ეკლესიას ტირნოვოს საპატრიარქო, 1766-1767 წლებში პეჩის საპატრიარქო და ოხრიდის საარქიეპისკოპოსო.
ივერიის ეკლესიას ავტოკეფალია არ ჰქონდა წართმეული, რადგანაც დღემდე არ შემდგარა ქართველი მღვდელმთავრების კრება და არ მიუღიათ გადაწყვეტილება მათი ეკლესიის რუსეთთან შეერთების შესახებ. ამის გამო, ის უნდა ეცნოთ ავტოკეფალურად (ნიკ. 1,5; ქალკ. 19… კართაგ. 27, 87, სარდიკ. 5). მაშასადამე ჩვენს მმართველ სინოდს ქართული ეკლესიის მართვის უფლება არა აქვს, ხოლო იმაზე დაყრდნობა, რომ ის 1811 წლიდან, ქართულ ეკლესიას ძალდატანებით მართავდა, არ შეიძლება. სწორედ ეს ძალადობა აიძულებთ ქართველ ეპისკოპოსებს, მოთხოვონ, რომ რუსულმა საღმრთო იერარქიამ ქართული ეკლესია ცნოს ავტოკეფალურად.
1811 წლამდე ქართულ ეკლესიას ჰქონდა 15 ეპარქია ქართლში, კახეთში და სამცხეში, 7 იმერეთში, 2 სამეგრელოში და 2 გურიაში. ამჟამად ქართველებს აქვთ 1 ეპარქია იმერეთში, 1 გურიაში, 1 აფხაზეთში და 2 საქორეპისკოპოსო ქართლში. 1818 წლიდან ქართლის, კახეთისა და მცხეთის საეპარქიოებს მართავს ეგზარქოსი, რომელმაც არ იცის მრევლის ენა.
1811 წლიდა დაიხურა 15 მონასტერი და 800-ზე მეტი ეკლესია. აი, საქართველოში რუსული სასულიერო ბიუროკრატიის თვითნებობისა და მართვის ნაყოფი.
ნათქვამს ემატება ქართული მონასტრებისა და სალოცავების ძარცვა. ნაძარცვი ათეულობით მილიონობით მანეთს შეადგენს. ხაზინამ წაიღო 150 მილიონ მანეთად ღირებული ქართული საეკლესიო ქონება, რომლისთვისაც ქართული ეკლესია ღებულობს 700 ათას მანეთამდე ყოველწლიურად და ამ თანხიდან 150 ათასი მანეთი იხარჯება რუსული და ბერძნული ეკლესიებისათვის ბაქოს, ელიზავეტოპოლისის, ყარსისა და ერევნის გუბერნიებში, სადაც 175-ზე მეტი ეკლესიაა და ქართველი მოსახლეობა თითქმის არაა.
წინასაეკლესიო კრების კომისიამ გადაწყვიტა, რომ ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხი გადაეცათ მომავალი მოსკოვის საეკლესიო კრებისათვის. მაგრამ შეუძლია რამე გადაწყვიტოს კერძო, ადგილობრივმა კრებამ, თუნდაც სრულიად რუსეთის ეკლესიისამ, კანონიკურად მასზე დაუქვემდებარებელი ივერიის ავტოკეფალური ეკლესიის მიმართ? მიმაჩნია, რომ არა, იმიტომ რომ რუსეთის საეკლესიო კრებას არა აქვს უფლება განაგოს რომელიმე სხვა ავტოკეფალური ეკლესიის საქმეები. ქართველი ეპისკოპოსები რუსული საეკლესიო კრების ერთ-ერთი ქმნადობა არაა და არც ცნობენ და არც მიიღებენ მის გადაწყვეტილებას და არც საეკლესიო კრებას დაესწრებიან წინა საეკლესიო კრების კომისიის მიერ გადაწყვეტილი საკითხებისა გამო.
ამრიგად, წინასაეკლესიო კრების კომისიას საეკლესიო მშვიდობიანობის, სიყვარულისა დაერთიანობის ნაცვლად, ქართულ ეკლესიაში შეაქვს არეულობა, ხალხთა განხეთქილება, სიძულვილი, გათიშვა და ამით შეიძლება უფრო აძლიერებენ რევოლუციურ პროპაგანდას.*[2]
ქართველი ხალხის მტრები, უგერგილო გამრუსებლები,**[3] აცხადებენ, რომ ქართულ საეკლესიო ავტოკეფალიას პოლიტიკური ავტონომია მოჰყვებაო. უხეში და მტკნარი სიცრუეა! სიძულვილისა და უპატივცემულობის ღირსი იქნებოდა მამაცი ქართველი ხალხი, რომელმაც 12 საუკუნეზე მეტია, რაც თავის მხრებზე მაჰმადიანური ურდოების – არაბთა, სპარსთა, თურქ-სელჯუკთა და კავკასიის მთიელთა შემოსევები გადაიტანა, რომ უსამართლობითა და ძალადობით წართმეული უფლებების დაბრუნება არ მოეთხოვა.
მართლმადიდებელი, წმიდა ეკლესიის ყოველი ქომაგი ქედს იხრის გამბედავი ქართველი ეპისკოპოსების, ხალხის მოთხოვნათა და სურვილთა, მათი ჯვარმოსილი ეკლესიის წინაშე, რომელიც თავისი გმირობებითა და მოწამეობით კონსტანტინეპოლის დიადი ეკლესიის დონეზე დგას, ეს მაშინ, როდესაც მისი მეზობელი სომხური ეკლესია, არა მარტო მართლმადიდებელთა გასაჭირი გახდა, არამედ, ამ ბოლო დროს, რომის ეკლესიას უახლოვდება.
იმპერატორ ეკატერინე II, ხელშეკრულებით, რომელიც მან ქართველთა მეფე ერეკლე მეორესთან დადო 1783 წ. ვალდებულებას იღებდა (მე-8 არტიკული), რომ ივერიის კათალიკოსი ყოფილიყო რუსული სინოდის წევრი და ამით ერთმანეთს დაუახლოვა რუსული და ქართული ეკლესიები.
ამჟამად საკუთრივ რას მოითხოვენ ქართველი ეპისკოპოსები, საეკლესიო კრებული დახალხი?
I. ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებას, რომელიც ქართულ ეკლესიას VI მსოფლიო საეკლესიო კრებამ უბოძა და სცნო კონსტანტინეპოლისა და აღმოსავლეთის სხვადასხვა მღვდელმთავრებმა და არქიეპისკოპოსებმა.
II. ზოგიერთი ეპარქიის აღდგენას 1) ქართლში და სამცხეში, 2) კახეთში, 3) იმერეთში, 4) სამეგრელოში და სამურზაყანოში, 5) გურიაში და სოხუმში. საეპისკოპოსოს დატოვებას (აფხაზებისათვის).
III. საქართველოში თავიანთი საეკლესიო კრების მოწვევას წელიწადში ორჯერ.
საეკლესიო ერთიანობისათვის საქართველოს კათალიკოსი იქნება სრულიად რუსეთის სინოდის წევრი და უფლებამოსილია იმპერიის დედაქალაქში ყოფნისას მონაწილეობა მიიღოს მის სხდომებში.
რუსი არქიეპისკოპოსი საქართველოში ღებულობს წოდებას “ბაქოსი და ამიერკავკასიისა” დაგანაგებს არაქართული გუბერნიების (ბაქოს, ელიზავეტოპოლისის, ყარსის და ერევნის) ეკლესიებს; იგი ითვლება რუსული უზენაესი მღვდელმსახურების “აპოკრისიარიად” საქართველოში, უფლება აქვს ჩავიდეს თბილისში და დაესწროს საქართველოს საეკლესიო კრებას (თუ ბაქოს ეპარქია შევა საქართველოს საკათალიკოსოს შემადგენლობაში).
ყველა მნიშვნელოვანი საეკლესიო საქმე, რომელიც ხელმწიფე იმპერატორმა უნდაგადაწყვიტოს, რუსული ეკლესიის უზენაეს მწყემსმთავარს წარედგინება; მისი განხილვის დროს უნდა ესწრებოდეს ქართველი არქიმანდრიტი, წოდებით “აპოკრისიარია”.
ქართულ ეპარქიებში განლაგებული რუსული ეკლესიები (26-მდე) ემორჩილებიან ქართველ მღვდელმთავრებს, მაგრამ მათ მრევლს უფლება ეძლევა აირჩიოს მღვდელმსახურები; კანდიდატების არყოლობის შემთხვევაში, ბაქოს არქიეპისკოპოსი თავის სახელით მიმართავს კათალიკოსსა და საქართველოს ეპარქიალურ მღვდელმთავრებს და ვისაც ისურვებს, იმას აირჩევს.
აი ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის ძირითადი საფუძვლები, რუსეთის ერთგულ ქართველ მღვდელმთავრებს სურვილი აქვთ კავშირი განამტკიცონ თავიანთ და რუსულ ეკლესიებს შორის და თავის ეკლესიას დაუბრუნონ კანონიკური წყობა და უფლებები, ხოლო მართლმადიდებელი ეკლესიის, ქართველი ხალხისა და რუსეთის მტრები, რომლებიც არევოლუციონერებენ მთელ საქართველოს, ამის წინააღმდეგი არიან, იმუქრებიან სეპარატიზმით, ცილს სწამებენ, აყალბებენ ისტორიულ ფაქტებს (სამუილოვი, დეკანოზი ბუტკევიჩი და სხვ.) და საქმე გათიშვისაკენ მიჰყავთ, ისინი ფიქრობენ, რომ ეკლესიის მართვის უფლება შეიძლება დაფუძნებული იყოს ძალადობაზე, სიცრუესა და უკანონობაზე. აუცილებლად მიგვაჩნია დავუმატოთ ერთი ისტორიული ცნობა, რომელსაც ბევრი განმარტება არ სჭირდება: 1811 წელს, როგორც ცნობილია, ძლიერ აღზევდა იეზუიტი ჟ. დემეტრე, რომელმაც თავის ძმას ადგილი მისცა თბილისში მთავარმართებლის კანცელარიაში. ეს საქმის დასაწყისი იყო!
ცნობილი ავტორი წიგნისა “საეკლესიო საკითხები რუსეთში” (1896 წ. 83-99 გვ.) ქართულ ეკლესიას რამდენიმე გვერდს უძღვნის და ამბობს:
“თუ რომელიმე ქართველი ავტორი გადაწყვეტს რუსი ეგზარქოსების-უზურპატორების ქმედობებზე ნამდვილი ისტორიის დაწერას, გაწითლება მოგვიხდებოდა, იმდენად არცხვენენ ისინი რუს სამღვდელოებას. რუსი ეგზარქოსები საქართველოში იმიტომ იმყოფებოდნენ, რომ მათზე მინდობილი ეკლესიის სამწყსო ეძარცვათ და უძველესი ივერიის საეკლესიო ქონება გაეჩანაგებიათ, დაეთრგუნათ მისი მოსახლეობის ენა და შემდეგ, ნაძარცვი ქონებითა და ფულით, რუსეთში დაბრუნებულიყვნენ, ისე როგორც დაბრუნდნენ: ევსევი, რომელმაც სიკვდილის
შემდეგ 200 ათასი მანეთი დატოვა; პავლე, კვერთხშემართულმა ივერიის ეკლესია რომდასწყევლა და თვითონ, ხალხისგან შეჩვენებული, საქართველოდან გამოიქცა…”
“სცნო რა რუსეთის უმაღლესი ძალაუფლება და დადგა რა აღმოსავლეთ საზღვარზე რუსთა ინტერესების დამცველად, ქართველი ხალხი ერთ რამეს მოითხოვდა: ძალმომრეობას ნუ გამოიჩენდნენ იმაზე, რაც მათთვის ყველაზე მეტად ძვირფასია, და, რა თქმა უნდა, რუსებისათვისაც, სახელდობრ: წმინდა სარწმუნოება, ეკლესია და ენა… მმართველ სინოდს, გარდა საშინელი ბოროტებისა და ზიანისა, არაფერი მოუტანია ქართული ეკლესიისათვის. მისთვის ეს ეკლესია იყო ბარბაროსების ქვეყანა, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. ყველა საეკლესიო კანონები და დადგენილებები, რაც ქართულ ეკლესიას შეეხებოდა, მდინარე მტკვარში ჩაყარეს, ბევრი უძველესი საეკლესიო დოკუმენტი ცეცხლის ალს მისცეს, სხვები პეტერბურგში წაიღეს და სამთავრობო სინოდის დამქაშებმა ქართულ ეკლესიას ავტოკეფალია წაართვეს. დახურეს 25 ეპარქია, რომელთაგან ზოგიერთი არსებობდასაქართველოში ქრისტიანობის შემოღების დასაწყისიდანვე, ე.ი. დაახლოებით 15 საუკუნე, გაანადგურეს ბევრი უძველესი მონასტერი, დაბეჯითებით მოითხოვდნენ, ჩამორთმეოდადა ხაზინას გადასცემოდა ქართული საეკლესიო მამულები და ქართული ეკლესია იმ სავალალო მდგომარეობამდე მიიყვანეს, რომ ამჟამად 860-ზე მეტი ტაძარი ღვთისმსახურების გარეშეა დარჩენილი…”
“ამით შეიძლებოდა დაგვემთავრებია იმ სამწუხარო სისაძაგლისა და განუკითხაობის ჩამოთვლა, რასაც რუსი ეგზარქოსები დღემდე ჩადიან საქართველოში, მაგრამ ზოგიერთი უკეთური მაინც უნდა ვახსენოთ. ესენი არიან: გარყვნილი ფეოფილაქტე, რომელიც ავიწროებდა და სულს ართმევდა ყველა ადგილობრივ მღვდელმთავარს, თხრიდასაფლავებს, თავისი უწმინდური ხელი შეახო თვით საქართველოში ქრისტიანობის გამავრცელებლის წმინდა ნინოს საფლავს. მანამ არ მოისვენა, სანამ ღვთის განგებამ ბოლო არ მოუღო მის ავკაცობასა და თავაშვებულობას: იგი მოკვდა წმინდა ნინოს საფლავთანდამბლის დაცემით და ჭიებმა შეჭამეს; ევგენი ბაჟენოვი – მონასტრებისა და დაბნოების გამჩანაგებელი; ისდორე, რომელიც ეკლესიებს კუთვნილ მამულებს ართმევდა და ამითდასაბამი დაუდო საეკლესიო სიღატაკეს და სავანეების გატიალებას; ევსევი ილინსკი, უკიდურესად გარყვნილი, ცხოვრებაში თავშეუკავებელი, ავხორცი; ფული რომ დასჭირდა, თავისი დამქაშების მეშვეობით კათალიკოსების ყოფილი საპატრიარქოს საეკლესიო სალაროს მთელი განძეულობა გაჰყიდა, შესამოსელებს, მიტრებს და ხატებს ძვირფასეულობა მოხსნა და ხელი შეუწყო გელათის მდიდარი საეკლესიო სალაროს გაფლანგვას. გელათის სალაროდან გაქრა ოქროს ხატის მოჭედილობა, მთელი მსოფლიოს მეცნიერთათვის ცნობილი თავისი ძვირფასი ტიხრული მინანქრით. ამის შემდგომ ევსევმა ასეული ათასები ჩაიჯიბა. მის საეგზარქოსოში დატაცებული იქნა ორ მილიონზე მეტად ღირებული საეკლესიო განძეულობა… ეგზარქოსი პავლე – ფიცხი ხასიათის, შმაგი და ნადირისებრი ადამიანი… მართლმადიდებლობის დამქცევი ბესარაბიაში, სადაც მან 340-ზე მეტი ეკლესიადახურა, ცეცხლს მისცა მოლდავურ ენაზე დაბეჭდილი ათასობით საეკლესიო ღვთისმსახურების წიგნი. მან საშინელი არეულობა შეიტანა ქართულ ეკლესიაში. თბილისის სემინარიის ყოფილი რექტორის დეკანოზ ჩუდეცკის (მასთან ერთად კიშინიოვიდან რომ გადმოიყვანეს და მერე ქართველმა მოკლა) ცოლთან სამარცხვინო ურთიერთობის შემდეგ, მოკლულის წესის აგების დროს, სიტყვა წარმოთქვა და ქართული ეკლესია შეაჩვენა, რის შედეგადაც ხალხის უზომო სიძულვილი გამოიწვია”.
ამასთან დაკავშირებით ქუთაისის გუბერნიის თავადაზნაურობის წინამძღოლმა, ბატონმა ყიფიანმა 1887 წ. 8 ივნისს წერილი გაუგზავნა ქუთაისიდან. იგი მას თხოვდა ან “უკუეგდო ნათქვამი ანდა მრევლის წინაშე ბოდიში მოეხადა ამ უჩვეულო მკრეხელური სიტყვების წარმოთქმის გამო”, ე.ი. დაწყევლისათვის. ეგზარქოსის თხოვნით ბ-ნი ყიფიანი თავადმა დონდუკოვ-კორსაკოვმა სტავროპოლში გადაასახლა. “როცა იგი პეტერბურგში გამოიძახეს ახსნა-განმარტებისათვის, მოკლული იპოვეს სასტუმროში, სადაც იგი ცხოვრობდა.დაქირავებული მკვლელები ვერ აღმოაჩინეს”.
1894 წ. ქართველების მიერ სინოდში წარდგენილ წერილში ნათქვამია, რომ “რუსმა ეგზარქოსებმა და სასულიერო უწყების ჩინოვნიკებმა ქართული ეკლესია და მისი საეკლესიო განძეულობა გადააქციეს შემოსავლის წყაროდ…” სომხურ ეკლესიას დაუტოვეს კათალიკოსი და მისცეს სრული თვითმმართველობა, არ ამცირებენ სომხური ეკლესიების რიცხვს, ყოველნაირად მფარველობენ სომეხ ხალხს… “სომხურ ეკლესიას, როგორც ცნობილია, 1905 წელს დაუბრუნეს ადრე წართმეული ქონება… სამაგიეროდ უძველესი ქართული სამოციქულო ეკლესია სავსებით დაარბიეს და გაანადგურეს. ქართული ეკლესიის მეთაურებად ნიშნავდნენ ყველაზე უღირს რუს მღვდელმთავრებს და ისინიც მხარის უფროსებად ხდებოდნენ, არა როგორც ივერიის ეკლესიის შვილები, არამედ როგორცდამქაშები, რომლებიც მთელ თავის ძალ-ღონეს ხმარობდნენ, მეტი სიმდიდრე მოეხვეჭათ, რაც თითქოსდა მათ უცხო ეკლესიის მეთაურობაში გაწეული “შრომისათვის” ეკუთვნოდათ. ეგზარქოს პავლეს და სხვათა შემოსავლებიდან გაგზავნილ კახურ ღვინოს სინოდის ჩინოვნიკები სვამდნენ პეტერბურგში.
“25 სამღვდელმთავრო კათედრის დახურვამ ეპისკოპოსებს წაართვა სამღვდელოებაზე ზედამხედველობისა და ხელმძღვანელობის საშუალება და მათი უმრავლესობა მრევლზე არ ზრუნავდა, ლოთობასა და გარყვნილებაში ატარებდა დროს…”
“ქართული ეკლესიის საეკლესიო წესები არასოდეს არ ემთხვეოდა რუსულ საეკლესიო წესებს, იმიტომ რომ საქართველოში დიდი ეპარქიები არ იყო; მღვდელმთავრებს მეტწილად თავადაზნაურობიდან ირჩევდნენ და ხალხი ყოველთვის უგებდა მათ, ამიტომ შემოინახეს ქართველებმა მართლმადიდებლობა, მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ მოუწიათ მაჰმადიანური უღლის ზიდვა. ქართველი მღვდელმთავრების ხალხთან სიახლოვე არ მოსწონდათ რუს ეგზარქოსებს, რომლებიც უცხონი იყვნენ ხალხისთვის, როგორც სულიერად, ასევე ენობრივად. შეეცადნენ ქართველი მღვდელმთავრები ხალხისგან მოეწყვიტათ. დახურეს 25 სამღვდელმთავრო კათედრა, რომელთა შესანახად რუსეთის სახელმწიფო გროშსაც არ იმეტებდა. ქართული ეკლესიის უძველესი წყობა, რომელიც მკაცრად იყო შემონახული IV საუკუნიდან XIX საუკუნემდე, რუსულმა სასულიერო კოლეგიუმმა დაარღვია და შეცვალა ჩინოვნიკური სასულიერო უწყების სასარგებლოდ, რომელიც აწ ქართულ ეკლესიას უნდა ერჩინა…”
“საქართველოში გამწესებული რუსი ეგზარქოსები ამ ქვეყანას ისე უყრებენ, როგორც მათთვის განკუთვნილ გასაძარცვავ მხარეს…”
“გელათიის მონასტრის საეკლესიო სალაროში 1870 წლამდე ინახებოდა მილიონებად ღირებული განძეულობა; მათ შორის იყო: 1) ოქროთი მოჭედილი, ტიხრული მინანქრით გაწყობილი XI საუკუნის უძველესი ქართული სახარება”. “ეს სახარება ეგზარქოს ევსევის ნებართვით გელათიდან გაიტანა ქუთაისის გუბერნატორმა ლევაშევმა, რომელმაც მოხსნა ოქროს მოჭედილობა და იგი შეცვალა საზიკოვის იაფფასიანი ვერცხლის ნახელავით. ამჟამად ეს ძვირფასი ოქროს მჭედლობა ინახება პეტერბურგში, სტროგანოვის მუზეუმში, სადაც იგი გრაფ პანინის მიერ იქნა ჩატანილი. ინგლისელები სახარების ოქროს მოჭედილობაში იძლეოდნენ ასი ათას ფუნტ სტერლინგს. 2) ოქრომკედით მოქარგული დამსხვილი მარგალიტით მორთული აბრეშუმის სქელი ქსოვილისაგან შეკერილი იმერეთის კათალიკოსების პატრიარქის შესამოსელი…
“ეს ძვირფასი შესამოსელი კონსტანტინეპოლის დაცემამდე იყო დამზადებული. მისგან 8 ფუნტი ოქრო გამოადნეს, ხოლო ლალი და მარგალიტი გამოყენებული იქნა გულქანდებისდასამზადებლად…
განძეულის დატაცებასა და შეცვლაში ადანაშაულებდნენ გრაფ პანინსა და გენერალ ლევაშევს, რომლებმაც ნებართვა ეგზარქოს ევსევისგან აიღეს.
ამავე დროს, ეგზარქოს ევსევის ხელშეწყობით სიონის ტაძრიდან, ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატის ძვირფას მორთულობასთან ერთად გაქრა მრავალი ძვირფასი ნივთიდა სამღვდელმთავრო ამფორებიდა და ბისონებიდან ფუთობით მოხსნილი თვალ-მარგალიტი. ზუსტად ასევე გაქრა აურაცხელი ძვირფასეულობა: ოქროს ჭურჭელი, ჯვრებიდა სხვა განძეული მცხეთის, ალავერდის, ბოდბის, ნინოწმინდის და სხვა საკათედრო ტაძრებიდან. ამათ მიჰყვა განძეულობა იოანე ნათლისმცემლის უდაბნოდან, ჯუმათის, შემოქმედისა და სხვა მონასტრებიდან…” ცოტა ხნის წინათ, ეპისკოპოს კირიონის თქმით, სიონის ტაძრის საეკლესიო სალაროში ინახებოდა მინიატურებიანი ხელნაწერები. “ისინი ეგზარქოსის ნებართვით წაიღო გრაფმა ბობრინსკიმ; ხელნაწერებიდან ამოჭრა მინიატურები, – დაიკარგა მინიატურებიცა და ტექსტიც, რომელიც მინიატურების უკანა მხარეს იყო მოთავსებული. (იხ. საეკლესიო უწყებები. 1906, №47, გვ.16).
იმერეთის კათალიკოსის პატრიარქის შესამოსელზე, რომლის შესახებაც ზემოთ გვქონდასაუბარი, ცნობილია შემდეგი: სამღვდელმთავრო ბისონზე ამოქარგული იყო რწმენის სიმბოლო ბერძნულ ენაზე, მარჯვენა სახელოზე – რწმენის სიმბოლოს პირველი წევრი, ბისონის წინა ნახევარზე (რომელიც გაყოფილი იყო ამოქარგული 12 მოციქულის ეპიტრაქილიით) შემდეგი ექვსი წევრი, მარცხენა სახელოზე – მერვე, მეცხრე, მეათე; უკანა მხარეზე გამოსახული იყო ტახტზე დაბრძანებული მაცხოვარი ქრისტე წიგნით ხელში. მის ზემოთ მეთერთმეტე წევრის სიტყვები, ქვემოთ კი – მეთორმეტის. როცა პატრიარქი კათედრაზე დაჯდებოდა, სამოსელის უკანა ნახევარი გადაიფინებოდა. ასე რომ, სარწმუნოების გამოცხადებას ყველა ხედადა. მარგალიტით მოოჭვილი მიტრადამშვენებული იყო ბრილიანტის ჯვრით, რომელიც ერთ დროს მეფე ვახტანგის (446-491) გვირგვინს ამკობდა. ეს მსხვილი ბრილიანტი ვახტანგ მეფემ სპარსეთში ლაშქრობების დროს მოიპოვა.
ჯვარი, რომელიც იმერეთის კათალიკოსს მიუძღოდა წინ, მთლიანი ლალისა იყო, ამჟამად სარდიონის ქვისაგანაა შეცვლილი. ეგზარქოს პავლეს დროს მეტეხის ეკლესიიდან გაქრა ოქროთი მოჭედილი მეტეხის ღვთისმშობლის (ბეთლემის) სასწაულმოქმედი ხატი, რომელიც ღირდა 50 ათასი მან. მასში ჩაწყობილი იყო წმინდანთა ნაწილები. წმინდა ხატი ცხრაკლიტულში იყო გადამალული. 1891 წელს, ეგზარქოს პალადის დროს, იგი ნაპოვნი იქნა ამავე ეკლესიის სხვენზე, მაგრამ მოჭედილობა აღარ ჰქონდა. ეგზარქოს პავლეს დროს სიონის ტაძრიდან გაქრა ნინოწმინდის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი, რომელსაც ძვირადღირებული ოქროს მოჭედილობა ამშვენებდა. საქმე უკეთესად არ იყო ეგზარქოს პალადის დროსაც. მან “თავის საყვარელ მხატვარს სომეხ საბინგუსს, თითქოსდა ახალი მოჭედილობის გასაკეთებლად, ნება დართო სამეგრელოსა და გურიის მონასტრებიდან გაეტანა უძველესი ხატების საუკეთესო და ძვირფასი მოკაზმულობა. საბინგუსმა მარტვილის, ხობის, ჯუმათის და შემოქმედის მონასტრებიდან წაიღო ძვირად ღირებული დაოსტატურად შესრულებული მომინანქრებული ხატები, მანამდე კი გელათის მონასტრის ხატებიდან “აწაპნა” არაჩვეულებრივი ტიხრული მინანქარი. მონასტრებიდან წამოღებული მთელი განძეულობა საბინგუსმა ეგზარქოს პალადის წარუდგინა, მან კი ნება მისცა, რომ ყველაფერი ეს გაეყიდა”. ნაწილი მინანქრებისა შეიძინა ცნობილმა სიძველეთა მოყვარულმა გრაფმა ზვენიგოროდსკიმ. ამჟამად საქართველოს საუკეთესო და მდიდრული მანისკრუპტები ინახება ლონდონის, პარიზის, ვენის, ბერლინის, რომის ბიბლიოთეკებში, სადაც ისინი საღდებოდა ფულისმოყვარულ ეგზარქოს ევსევის დროს. სამაგიეროდ თბილისის მუზეუმებში შეიძლება იხილოთ მინიატურებამოჭრილი უამრავი მანუსკრიპტი. ამას აკეთებდა ბევრი რუსი მაღალი წოდების პირი.
დოქტორი ერისტოვო-შერვაშიძე თავის წიგნში “სამახსოვრო წერილი ქართველი ხალხის გაჭირვებათა შესახებ” ამბობს: “რასაც ქართველი ხალხი ოდითგანვე სასოებით ინახავდა დაიცავდა, ამჟამად დღისით და მზისით იძარცვება, მრავალსაუკუნოვანი ჩვენი ტაძრები მძარცველთა საკუთრება გახდა, მონასტრები გაპარტახების წყვდიადში იძირებიან ანდაუმეცარი ბერების (ათონელი რუსების) მიერ იბილწებიან. ვინ იყვნენ მთავარი გამტაცებლები? რუსი ეგზარქოსები. ეგზარქოს ევსევის მიერ საქართველოში გაძარცული იქნა თითქმის ყველა მონასტერი. როგორც ქართული ეკლესიის ქომაგი ზემოთდასახელებული ავტორი ამბობს: “მათგან გაძარცული იქნა ისეთი სალოცავები, თურქ-ოსმალთა შემოსევებს რომ გადაურჩა”. მაგრამ მარტო ამით არ შემოიფარგლა შინაური მტერი. მან, როგორც ურწმუნოებისა და ათეიზმის განსახიერებამ, ქართველ ხალხში თვით ეკლესიისადმი უპატივცემულობის დანერგვა დაიწყო და თავის აგრესიულად განწყობილი მოქმედებებით, იმდენად გათავხედდა, რომ ხალხს მამა-პაპათა დროინდელ ტაძრებსა დამონასტრებში შესვლა დაუფარავად აუკრძალა”.
“ქართული ეკლესიის ასეთმა სავალალო მდგომარეობამ ქართველი მოსახლეობა უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო და ქართველი ხალხი სერიოზულად დაფიქრდათავისი ეკლესიის ბედზე, რომლის თვითმყოფადობისა და ერთიანობისათვის ბევრი ომი დაუბედურება გადაიტანა მის გარშემო მყოფი ხალხებისაგან. ასეთ სავალალო მდგომარეობამდე და უარყოფით შედეგამდე ქართული ეკლესია იმ ბიუროკრატიულმა წყობამ მიიყვანა, რომელიც შეიქმნა შემოერთებულ საქართველოში ახალი წამოწყებებითა დარეფორმებით…”
“საქართველოში რუსი ეგზარქოსის თანამდებობის შექმნა იყო ბიუროკრატიის ერთი წამოწყებათაგანი, ამიტომაც, ბუნებრივია, ეგზარქოსობას არ შეიძლება რაიმე დადებითი გაეკეთებინა, რაც ქართული ეკლესიის სულიერ საწყისს უპასუხებდა. თავისუფალი ქართული ეკლესია ნაჩვევი არ იყო თავისი ბედის გამგებლად ყოლოდა ისეთი ინდიფერენტული პირები, როგორიც წმინდა ეკლესიისა და ქართველი ხალხისადმი ყოველთვის მტრულად განწყობილი რუსი ეგზარქოსები იყვნენ. თითქმის 100 წლის მანძილზე საქართველოს ეგზარქოსებს თავიანთი მოღვაწეობა არაფრით აღუნიშნავთ, გარდაბიუროკრატიული რეჟიმისა და კანცელიარობისა ქართული ეკლესიის საქმეებში. ქართული ეკლესია კი მთელი თავისი ავტოკეფალური არსებობით მიჩვეული იყო სათავეში ჰყოლოდაისეთი პირები, რომლებიც თავიანთ მიწიერ არსებობას მხოლოდ იმით კი არ აღნიშნავდნენ, რომ ისინი უძველეს ეკლესიას ხელმძღვანელობდნენ, არამედ იმით, რომ ისინი სწერდნენ სოლიდურ ნაშრომებს საეკლესიო საკითხებზე და ლიტერატურაზე. ეს ნაშრომები მადლიერი შთამომავლობის საკუთრება გახდა…”
“ყოვლისშემძლე ბიუროკრატია საქართველოსთვის ამზადებდა მღვდელთა ისეთ კადრებს, რომლებსაც შემდგომ ქართველი ხალხი ამასხარავებდა. კასტური ინტერესების ნებით სამწყსოში მოხვედრილი ბევრი მათგანი, სამარცხვინოდ, ურწმუნონი იყვნენ, მაგრამ ბავშვობადანვე მათ სამღვდელოებისთვის ამზადებდნენ და თავიანთ მოვალეობასდაქირავებული მონებივით ასრულებდნენ. ისეთ წმინდა საქმეში, როგორიცაა ღვთისადმი მსახურება და რელიგია, ჩაბმულნი იყვნენ მხოლოდ და მხოლოდ მატერიალური გამორჩენისათვის და თავიანთი მაგალითით აცდუნებდნენ ხალხს, რომელიც ათეული წლების განმავლობაში დარწმუნებული იყო, რომ სამღვდელოება განსახიერებაა ადამიანის ყველაზე საუკეთესო სულიერი საწყისებისა. მღვდლების მომზადების კასტურ სისტემას არ შეუძლია მისცეს მათ სასულიერო მოძღვარნი, რომლებიც ძველი ქართველი მამების მსგავსად თავიანთი ცხოვრებით თავშეკავების, სიმშვიდის, სიკეთისა და უბიწობის მაგალითს იძლეოდნენ. ხალხმა იცოდა, რომ ქართული ეკლესიის ავტოკეფალურობის დროს სასულიერო მოძღვარნი ყოველთვის ხალხისა და ეკლესიის ინტერესების დამცველნი იყვნენდა მრისხანე მტრის შემოჭრის ჟამს სამარცხვინოდ არ გაექცეოდნენ მას (როგორც ეპისკოპოსები დიმიტრი და ეფიმი) და ბედისანაბარა არ მიატოვებდნენ თავიანთ სამწყსოს. ძველ საქართველოში კი, მტრის შემოსევის ჟამს, მრავლდებოდნენ მშობლიური ქვეყნის სარწმუნოებისათვის წამებულნი…” “ახლა კი ბიუროკრატიის დამქაშები, ჩვენი ნაკლებადმორწმუნე მღვდლები, ცხვრის ფარასავით გარბიან და ტოვებენ მათზე ჩაბარებულ ეკლესიასა და სამწყსოს…”
“საქართველოს მეფისა და ქართველ ხალხს შორის რუსი იმპერატორის სახით არ უნდააღიმართოს კედელი და მხოლოდ მაშინ გადარჩება ქართული ეკლესია, მხოლოდ მაშინდაუბრუნდება ხალხი თავის ტაძრებსა და მონასტრებს, გამოისყიდიან მათ მიერ ჩადენილ ცოდვებს, მხოლოდ მაშინ მიხედავს ქართული ეკლესია თავის საშინაო საქმეების მოწესრიგებას.
ქართველების მეზობლად გორის მაზრაში მცხოვრები ოსები ოდითგანვე იყვნენ შეჩვეულნი ქართულ ღვთისმსახურებას და უმრავლესობა თავისუფლად ლაპარაკობენ ქართულად. ქართველებისაგან რომ განეცალკევებინათ ისინი, ეგზარქოსებმა ოსურ ეკლესიებში (რომლებიც 50-60-მდეა) ოსურ ენაზე დაიწყეს ღვთისმსახურება და იგი იმდენადდაამახინჯეს, რომ ოსები აღშფოთდნენ და ეკლესიაში სიარული შეწყვიტეს. მაგალითად, სახარების სიტყვა “განკაცება” ოსურად მკრეხელურად ასე იქნა თარგმნილი: “ხორციანი ნამცხვარი…”
ქართველი ბერები განდევნილი იქნენ იმ მონასტრებიდან, რომლებიც რუსულად მოაქციეს: საფარის, ზარზმის, კაბენის, მამკოდის, დრანდის, სამების, ბიჭვინთის; ბერძენი ბერები კი განდევნეს ახტალის მონასტრიდან, გარდა ამისა, ბოდბის მონასტერი, სადაც საქართველოს განმანათლებლის წმინდა ნინოს საფლავია, მოქცეული იქნა რუსულ მონასტრად და მასში ღვთისმსახურება ქართულ ენაზე აღარ ტარდებოდა.
ამჟამად საქართველოს საეგზარქოსოს ეკლესიებზე იხარჯება 809. 808 მან. ამ თანხიდან უნდა გამოვრიცხოთ ასიათასი მანეთი, რომელიც იხარჯება რუსული და ბერძნული სამღვდელოების შესანახად და კიდევ 100 ათასი მანეთი კავკასიაში მართლმადიდებლობის აღსადგენი საზოგადოების ხარჯებისათვის.
სახელმწიფო ხაზინამ მონასტრებიდა და ეკლესიებიდან წაიღო ან ჩამოართვა ქართული ეკლესიის კუთვნილი ქონება, ქ. თბილისში: ერეკლეს აბანო, 13 ბაღი, 11 სახლი, 28 სავაჭრო, 1 სამღებრო, 1 სათევზაო ადგილი და ქარვასლა, მიწა – 437.719 კვადრ. საჟენი. სულ 28.910.000 მანეთად ღირებული ქონება. თბილისის გუბერნიებში: 2. საგაჯე, 11 საკირე, აგურის ქარხანა, 9 სამღებრო, 3 თევზის დუქანი და 282.600 დესეტინა მიწა – სულ 79.570.000 მანეთად ღირებული. იმერეთში – 40.475 დესეტინა მიწა 29.787.500 მანეთად ღირებული, გურიაში – 356 დესეტინა მიწა 328.000 მან. ღირებული. ყველაფერი ეს შეადგენს 137.600.000 მანეთს. ამას თუ დავუმეტებთ 14.147 სახლს, სულ მივიღებთ 140.330.000 მანეთს ვერცხლით. აღსანიშნავია ის, რომ სომხურ ეკლესიაზე სახელმწიფოს მიერ ჩამორთმეული მიწები და სხვა ქონება, როგორც ვთქვით, მას 1905 წ. დაუბრუნდა. ქართული საეკლესიო ქონებიდან შემოსული თანხა, მცოდნეთა გამოანგარიშებით, 10 მილიონ მანეთს შეადგენს, რომლისგანაც ქართულ ეკლესიას ხმარდება 3/4%-ზე ნაკლები.
სომეხ ხალხს კავკასიის ადმინისტრაცია ყოველთვის მეტ უპირატესობას აძლევდა ქართველ ხალხთან შედარებით. ამის წყალობით მთელი საქართველო თითქმის სომხებს ჩაუვარდახელში. თურქეთიდან გადმოსახლებული 200 ათასზე მატი სომეხი დასახლებული იქნა საქართველოში და მათ დაიკავეს სამცხეს, ბორჩალოს, ახალქალაქის, ახალციხის მაზრები. ისინი საშინლად ავიწროებენ ქართველებს. რუსულმა ბიუროკრატიამ, ნაცვლად იმისა, სიყვარულითა და სიმართლით ჰქონდეთ ავსებული გული, ქართველებმა რომ რუსული არწივის ფრთებქვეშ შეაფარეს თავი, მათ ხარბი ექსპლოატატორები – სომხები შეუსია. ამ საქმეში მას წინასწარ ჩაფიქრებული მიზანი ამოძრავებდა – ხელოვნურად დაემსხვრია ქართველთა და თურქულ-თათრული წარმოშობის ხალხთა კომპაქტური მასა და ამგვარად შეექმნა თითქოსდა საჭირო უპირატესობა ადგილობრივ აბორიგენებზე”.
ბოლო დროს კახეთში წამოიწყეს შირაქისა და ელდარის ველების კოლონიზაცია, რათა მიმდებარე სოფლების მოსახლეობას წაართვან თავიანთი მიწების დამუშავებისა დაზამთრობით საძოვრებით სარგებლობის უფლება. “ქიზიყს გარდუვლად ელის შიმშილით სიკვდილი და ქრონიკული უჭმელობით ამოწყვეტა”.
ახალციხისა და ახალქალაქის მაზრები, რომლებიც ამჟამად ზემო ქართლის გულს წარმოადგენენ, სომხების დასახლების შემდეგ, ქართველებისთვის დაკარგული აღმოჩნდნენ. “ასეულობით გადარჩენილი ტაძარი და მონასტერი, ქართველი ხალხის საუკუნებრივი სიმდიდრე, ათასობით ნახევრადიავარყოფილი სოფელი წილად ხვდათ ვიღაც უცხო მოსულებს. მათ ხელთ იგდეს ქართველი ხალხის ეროვნული პოეტის შოთა რუსთაველის სამშობლოს საუკუნოებრივი ისტორიული ავლადიდება და მადლიერების ნატამალიც აღარ შემორჩათ.
ყოფილი საქართველოს სამეფოს მთელი მხარე ბიუროკრატიამ ქართველი მოსახლეობისათვის ხელმიუწვდომელად გამოაცხადა (აგრეთვე ბერძენთათვისაც), სახელდობრ, ის აფხაზეთიც კი, სადაც ქართველ მეფეებს მრავალი ასეული წლების განავლობაში მუდმივი ან დროებითი რეზიდენცია ჰქონდათ, სადაც XVII საუკუნემდე იყო აფხაზეთ-იმერეთის კათალიკოსთა კათედრა და, ჯერ კიდევ ქრისტიანობის პირველი საუკუნეებიდანვე, ბერძნები ცხოვრობდნენ. იგივე აფხაზეთი დაასახლეს ჩამოსული ლიტველებით, ესტონელებით, ფინელებით, ჩეხებით, მოლდაველებით, თათრებით დაყველაზე მეტად სომხებით. ქართველები და ბერძნები გათანაბრებულნი არიან ებრაელებთან. ჩვენი ებრაული პრესა მოითხოვს ებრაელების თანასწორუფლებიანობას დამათ დასახლებას იქ, სადაც კი მოესურვებათ, ხოლო საბრალო ქართველებს ნებას არ აძლევენ იცხოვრონ იქ, სადაც 1500 წლის მანძილზე მათი წინაპრები ბინადრობდნენ და სადაც ახლაც ცოტა ქართველი როდი ცხოვრობს. ასე რომ, რუსეთის მთავრობა ასრულებს იმპერატორების პავლეს და ალექსანდრე I მიერ ქართველი ხალხისადმი მიცემულ პირობას.
ქართველი ხალხის უმრავლესობა, რომელიც მანამდე მიწის უკმარისობას არ განიცდიდა, ახლა უმიწო პროლეტარიატად გადაიქცა. ქართველი მეფეების ვრცელი მიწები, რითაც ქართველი გლეხები სარგებლობდნენ, სახელმწიფო ქონების სამინისტროს მფლობელობაში გადავიდა, მათ კი ქართველი გლეხობის სულში არასოდეს ჩაუხედავთ. მიწათა უმეტესობა ამჟამად დახურულია არენდისათვის. როცა არენდით იძლეოდნენ, – ისეთ დიდ გადასახადს ადებდნენ, მიუწვდომელი იყო უბრალო მიწის მუშაკისათვის. სახელმწიფო ქონების სამინისტრო ასევე მოექცა სამონასტო მიწებს, რომლებიც სახელმწიფო მმართველობაში გადავიდა. სახელმწიფო ქონების სამმართველომ გლეხები გააპარტახა და ბევრი ქართველი მიწათმოქმედი უმიწაწყლო მოჯამაგირედ გადააქცია. ქართველები, რომლებიც ვერ ერკვეოდნენ რენტის, ობლიგაციებისა და აქციების ოპერაციებში, თავიანთ შრომას მხოლოდდა მხოლოდ მიწის დამუშავებას ახმარდნენ. როცა მიწა წაართვეს, ყველაფერი დაკარგეს. მთავრობამ ქართველ თავად-აზნაურთა ბევრ მიწას გაუკეთა კონფისკაცია. დიდ ხანია, დროა, რომ უდანაშაულო მემკვიდრეებს თავიანთი წინაპრების მემკვიდრეობა დაუბრუნდეს!
საქართველოში ახლაც კეთილად იხსენიებენ მიტროპოლიტებს იონას, მოსესა და იოანიკს. კეთილშობილი და კეთილი გულისა იყო არქიეპისკოპოსი ნიკოლოზ ნალიმოვი. ისინი მცირე გამონაკლისს წარმოადგენენ.
ამასობაში დრო იხელთეს “კეთილგანწყობილმა” იეზუიტმა მამებმა და თავიანთი მიზნის შესრულებას შეუდგნენ. მიმდინარე წელს, გაექცნენ რა ჩვენი სინოდის დევნას, ორმა ქართველმა მღვდელმა და რამდენიმე ერისკაცმა კათოლიკობა მიიღეს. ამის მსგავსი არასოდეს მომხდარა საქართველოში, თუ არ ჩავთვლით პატრების მიერ XVII საუკუნეში იმ ქართველების კათოლიკებად მოქცევას, რომლებიც თურქების ბატონობის ქვეშ იყვნენ ახალციხისა და ახალქალაქის მაზრებში. რომი თურქეთსაც და ჩვენს სინოდსაც ერთნაირად გამოსტაცებს “დაჩაგრულებს”. მხოლოდ ჩვენ ვერ ვხედავთ ამას.
საქართველოს ეკლესიის საქმეში არა მარტო რუსეთის სასულიერო კოლეგიუმი ერეოდა, რომლის წევრებსა და ჩინოვნიკებს ეგზარქოსები კახურ ღვინოსა და ხილს უგზავნიდნენ, არამედ კავკასიის სასწავლო ოლქის ყოფილი მზრუნველებიც – იანოვსკი, ზავადსკი დასხვები. პირველი მათგანი ეგზარქოსს მიუთითებდა, რომ საქართველოში 4 ქართველი მღვდელმთავარია, რაც თითქოს ძლიერ საშიშროებას წარმოადგენს სახელმწიფოს მიზნებისათვის”. მეცნიერ-მზრუნველთა ბრძნული, მაგრამ არაქრისტიანული მოსაზრებით მწყემსმთავრებისთვის სავალდებულო არაა სამწყსოს ენის ცოდნა და ისინი მწყემსმთავრები კი არა, არამედ სარწმუნოებისა და ენის მოძალადეები უნდა იყვნენ. ამავე დროს ეს ქართველი მართლმადიდებლების “უპატიოსნესი და უანგარო” მოძალადე რუსიფიკატორები ამრავლებდნენ სომხურ სკოლებს და მეგობრობდნენ სომეხ მაგნატებთან დამღვდელმთავრებთან. იმერეთის ეპისკოპოსი გაბრიელი მზრუნველ იანოვსკის შესახებ ეგზარქოსისადმი გაგზავნილ წერილში ამბობს: “ნუთუ ბატონმა მზრუნველმა არ იცის, რომ ქრისტიანთა სულიერი მწყემსმთავრები უეჭველად უნდა იყვნენ გამოსულნი იმ ხალხიდან, რომელსაც მათი სამწყსო განეკუთვნება? ესა არს ქრისტიანულ ეკლესიის მართვის ძირითადი კანონი. სულიწმინდა მისთვის გარდმოევლინა მოციქულთა ზედა და მათ ასწავლა სხვადასხვა ენა, რამეთუ ყველა ხალხმა და ტომმა ქრისტეს ხარება თავიანთ ენაზე მოისმინონ. რა მწყემსი იქნებოდა ხალხისა იგი, რომელსაც არ ეცოდინებოდა ენა და წეს-ჩვეულებანი თავისი მრევლისა?”
ასე ქადაგებენ და მსჯელობენ საღადმოაზროვნე ადამიანები, რომლებსაც ესმით, რომ ხალხთა ძალდატანებაზე არ შეიძლება სახელმწიფოს ძალაუფლების დაფუძნება. მაგრამ რუსი ეგზარქოსები ამას არ ქადაგებენ. ქართლისა და კახეთის ყველა ეპარქიას 1811 წლიდან მართავს ეგზარქოსი, რომელმაც არ იცის ხუთასათასიანი ქართული მრევლის არც ენა და არც ადათ-წესები. ამჟამად კი საქართველოს ეგზარქოსს ნიკონს თავისი მრევლის წინაშე გამოჩენისა ეშინია. გასულ 1906 წ. სექტემბერში, მისი თბილისში ჩამოსვლის პირველი დღიდანვე, როდესაც კაზაკთა ბადრაგის თანხლებით ტაძრისაკენ გამოაცილეს და გზას კბილებამდე შეიარაღებული მთელი გარნიზონი იცავდა, იგი სიონის ტაძარში აღარ გამოჩენილა, რადგანაც იცოდა, რომ მრევლი არაფრად აგდებდა მისთვის უცხო ადამიანს.
ქართველი სამღვდელოების მიერ ჩვენს სასულიერო კოლეგიუმში გამოგზავნილი პეტიციის ყველაზე მნიშვნელოვან პუნქტში ნათქვამია: “მხოლოდ აღმსარებლობაში თავისუფალი, თავის თვითშეგნებაში სრული, თავის შინაგან აგებულებაში, თავის სიტყვის მსახურებაში, თავის საქმიანობაში თავისუფალი, თვითმმართველობითი ეკლესია შეძლებს შეინარჩუნოს სრული მამაშვილური ერთიანობა…”
ასე ხედავენ ქართველები თავიანთ ეკლესიას, მაგრამ ასე არ ხედავენ ჩვენი სინოდელები დაის უღმერთო მამები, რომლებსაც ქართული ეკლესიის მიმართ გარდა სიცრუისა დაუმართლობისა არაფერი არ შეუტანიათ წინასაეკლესიო კრების კომისიაში და ამით გაამძვინვარეს ქართველთა გულები. დაე, ხალხის მოძალადეები ღმერთმა განსაჯოს!
ვუბრუნდებით რა რუსი ეგზარქოსების მიერ ქართული სალოცავების გაძარცვის საკითხს, რომელზეც ზემოთ გვქონდა საუბარი, ბევრ საინტერესო რამეს ვპოულობთ წიგნში “სიმართლე ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის შესახებ”. მასში მოთხრობილია სახელმწიფო მდივნის ამხანაგი ზვენიგოროდსკი (რომლის კოლექცია ამჟამად მისი მემკვიდრეების მიერ 1.200.000 მანეთად იყიდება) როგორ დადიოდა ეგზარქოს პალადის ბარათით ქართულ მონასტრებში და როგორ აცდუნებდა ბერებს სავანეთა კუთვნილი ძვირფასეულობის გასაყიდა და როგორ აღშფოთდნენ ამის თაობაზე გელათელი ბერები. იგი საკურთხევლებშიც შედიოდა, იქ ღირშესანიშნაობებს პოულობდა და ღვთისმშობლის ხატებზე მირჩილულ მცირე ნაწილებში 1000-1000 მანეთს და ზოგჯერ მეტსაც აძლევდა.
“რუს ეგზარქოსებს ძალა არ შესწევდათ მათი სამწყსო ქართული ეკლესიის სასარგებლოდ ემუშავათ ისეთი სულისკვეთებით, როგორც ამას ქართველი პატრიარქები აკეთებდნენ, რადგანაც იმ ასაკში, როცა ეგზარქოსის პოსტი ეძლევათ, გენიალური ადამიანიც კი გონებითა და აზრით ისე განაგრძობს მუშაობას, როგორადაც მანამდე იყო მიჩვეული. ყოფილმა ეგზარქოსებმა ქართველი ხალხის ქვეყანაში მისვლამდე ქართული ეკლესიისა დასაქართველოს შესახებ იმდენი იცოდნენ, რამდენიც საერთოდ ევროპამ იცოდა ამ ხალხისა დამისი ეკლესიის გარშემო. ქართული ეკლესიის ნამდვილი მეთაური რომ იყო, აუცილებლად საჭიროა ცოდნა ქართული ღვთისმეტყველებისა და სასულიერო ლიტერატურის საფუძვლიანად შესწავლა არა მარტო ბეჭდური წყაროებით, არამედ ქართველი მამების ხელნაწერი ნაშრომებით”.
აუტანელ და გამოუვალ მდგომარეობაშია ქაფრთული ეკლესია. იგი უნდა დაუსხლტეს რუსული სასულიერო ბიუროკრატიის ანტიკანონიკური დამქაშების – რუსი ეგზარქოსების უზურპატორულ კლანჭებს. “ღიად და აშკარად არსად არ ჩანს გარეშე მტერი, – წერს ერისტოვ-შარვაშიძე, – მაგრამ არის უფრო უარესი მოუგერიებელი შინაური მტერი, რომელიც ისე გამრავლდა პატარა საქართველოს სახეზე, როგორც ქინქლა ჭაჭაზე და სწორედ ამ შინაური მტრისგან აშკარად იღუპება ქართული ეკლესია”.
“ვისზე უნდა დავამყაროთ იმედები, ვის შეუძლია შეგვიმსუბუქოს ჩვენი მწარე ხვედრი?” გვეკითხება ავტორი ბროშურისა “რა გააკეთა რუსეთმა ასწლეულის (1801-1901) განმავლობაში ქართული ეკლესიისა და საზოგადოებისთვის, სასულიერო რელიგიური კუთხით?” (ბროშურა გამოცემულია 1900 წ. თბილისში).
ჯერჯერობით ჩვენი ერთადერთი იმედი, ერთადერთი თავშესაფარი – ღვთისმშობელია, რომლის წილხვედრილი ჩვენა ვართ! მართალია, ჩვენ, ქართველები, დარწმუნებულნი ვართ, რომ რუს მონარქებს ჩვენთვის სიკეთე უნდოდა და ახლაც სურთ, მაგრამ, საუბედუროდ, ჩვენ ისიც გვწამს, რომ, მიუხედავად კეთილი სურვილისა, მათ მცირეოდენი რამის გაკეთება შეუძლიათ, სანამ საერო და სასულიერო სფეროშიც უღირსი ჩინოვნიკობა ახვევიათ გარშემო”. “ჩვენ გვჯერა და ვიმედოვნებთ, რომ საბოლოოდ ბოროტება სიკეთეზე ვერ გაიმარჯვებს, რომ დადგება დრო და სიმართლე სიცრუეზე, სიკეთე ბოროტებაზე, სიყვარული და მეგობრობა სიძულვილზე იზეიმებს. მაშინ საქართველო გამოვა დაჩაგრული მდგომარეობიდან. სანამ საქართველოსა და ქართულ ეკლესიას რუსეთის სახელმწიფოსდამქაშები ქელავენ, ქართველებმა შეიძლება გულწრფელად იზეიმონ საქართველოს რუსეთთან შეერთების ასი წელი?”
ჩვენი მშობლიური ეკლესიის ერთგულ შვილებს, – დაასკვნის ავტორი, – შეგნებულად დათავისი ნებასურვილით არ შეუძლიათ დაუმსახურებელი მადლიერების გუნდრუკი უკმიონ რუსეთის სასულიერო კოლეგიუმსა და ჩინოვნიკობას ყველა იმ უბედურობისა გამო, რაც ჩვენი კათალიკოსების ტრაპეზების მიმტაცებლებმა, ჩვენი მონასტრების გამტიალებლებმადა ჩვენი მშობლიური ენის მოძულეებმა, საქართველოში მომუშავე რუსმა ეგზარქოსებმადაატეხეს თავს”.
ასე ამბობს ავტორი და აი, კიდევ ძარცვისა და ძალადობის მაგალითები:
ეგზარქოს ევსევის დროს გელათის მონასტრის ხახულის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატიდან, რომელიც ევანგელისტ ლუკას მიერ იყო დახატული, მოხსნილი იქნა “ოთხი დიდიდა შვიდი მცირე ლალი, რომლებიც ოდესღაც თამარ მეფის გვირგვინს ამშვენებდნენ”. ყოველ ლალს თავისი სახელი ჰქონდა: “ობოლა”, “კედელა”, “მედეგა…”*[4]
საინტერესოა ცნობები იმერეთში მხეცისმსგავსი რუსი ეგზარქოსის ფეოფილაქტეს მოქმედებების შესახებ, რომელიც 1820 წელს*[5] ჩავიდა ქუთაისში და ასეულობით ეკლესიადახურა, რითაც ხალხის მღელვარება და აღშფოთება გამოიწვია. “უნდა აღინიშნოს, რომ ეკლესიების დახურვისა და საეკლესიო ქონების აღწერა თავად-აზნაურთა ადგილ-მამულებს არ შეხებია. ეს საქმე პირველ ხანებში მხოლოდ იმ ადგილ-მამულებს შეეხო, რომლებიც უშუალოდ მთავრობის გამგებლობაში შედიოდა. მაგრამ ფეოფილაქტემ ამ რეფორმას საყოველთაო ხასიათი მისცა და მის ყოველმხრივ გამოყენებას შეუდგა, ეხებოდა რა კერძო პირების ინტერესებსა და მათი პირადი საკუთრების უფლებებსაც კი”.”
“იმერლები ჩიოდნენ, ისინი წერდნენ: “ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ბიწიერი აგარიანელების ხელში ვიყავით, ბევრი ტანჯვა-წამება გადავიტანეთ, მაგრამ აგარიანელნი ჩვენს სასულიერო საქმეებს არ შეხებიან. ჩვენ ის ხალხი ვართ, სარწმუნოება თითქმის ქრისტეს ჯვარცმის დროიდან რომ შევინარჩუნეთ და იმ იუდებზე უფრო საძულველნი ვერ გავხდებით, რომლებიც რუსეთის მმართველობის სახელით ფარფაშობენ. ჩვენს მწუხარებას საზღვარი არა აქვს, როდესაც ვხედავთ, როგორ ხურავენ ჩვენს წმინდა ეკლესიებს, როგორ გვაშორებენ ჩვენი სულის გადარჩენაზე მზრუნველ ღვთისმოშიშმღვდლებს, როგორ გვართმევენ სახალხო ქონებით შემკულ ჯვრებსა და ხატებს და ბოლოს როგორ ასხვისებენ საეკლესიო ქონებას, რომელიც საუკუნეების მანძილზე სისხლითაა შეძენილი ან ჩვენი უწინდელი მეფეების მიერ საჩუქრადაა გადმოცემული”. გელათისა და ქუთაისის მიტროპოლიტები, რომლებიც წინ აღუდგნენ ეკლესიების დახურვას, დაპატიმრებულნი იქნენ. “მიტროპოლიტების დაპატიმრება იოლი საქმე როდი იყო და სიფთხილეს მოითხოვდა, რათა ხალხის აღშფოთება არ გამოეწვია.” მათი დაპატიმრებისათვის ბნელი ღამე შეარჩიეს. ეგზარქოსის ნების წყალობით მიღებული ზომები “სრული წარმატებითდაგვირგვინდა”. 1820 წლის 4 მარტს ერთიდაიმავე დროს შეპყრობილი იქნა ორივე მიტროპოლიტი, რომლებიც გაძლიერებული ბადრაგის თანხლებით მაშინვე რუსეთში გადაასახლეს. ქუთაისის მიტროპოლიტი დოსითეოსი, როგორც ვარაუდობენ, გზაზე მოაშთვეს. “დიდ ხანს არ იცოდნენ, როგორ მოქცეოდნენ მის გვამს და მის სიკვდილს მებადრაგე ჯარისკაცებსაც კი უმალავდნენ. გვამი ქ. ანურში ჩაიტანეს და თითქმის 4 დღის შემდეგ მონასტრის ეზოში დამარხეს, მაგრამ გვეყოფა!
***
1906 წლის დეკემბრიდან 1907 წლის თებერვლის ჩათვლით, უწმინდეს სინოდში სახელმწიფო სათათბიროს წევრის, უსამღვდელოესობა არქიეპისკოპოსის ნიკოლოზის თავმჯდომარეობით შეიქმნა კომისია, რომლის მუშაობაში მონაწილეობდა უწმინდესი ეპისკოპოსი კირიონიც. ეს იყო საგანგებო თათბირი, რომელსაც საქართველოს საეგზარქოსოში საეკლესიო სკოლების მოწყობასთან დაკავშირებული საკითხები უნდაგანეხილა.
“ქართული სკოლა ბიუროკრატიის ხელში ხალხის ინტერესების დევნის იარაღად გადაიქცა. ბიუროკრატია სკოლას, ამ წმინდა დაწესებულებას, თავს ახვევდა უმნიშვნელო დამეორეხარისხოვან მიზნებს, რომლებიც სულაც ვერ პასუხობდა საყოველთაო სახელმწიფოებრივ სერიოზულ ამოცანებს რუსული სახელმწიფოს ერთიანობა დაკეთილდღეობა ყოველ შემთხვევაში მაშინ უფროა უზრუნველყოფილი, როცა ქართველი ნამდვილ ქართველად დარჩება, რომელიც აზროვნებს და ლაპარაკობს თავის მშობლიურ ენაზე და არა იმ შემთხვევაში, როცა მასში არავითარ კეთილ საწყისებს არ განავითარებენ დამხოლოდ რუსულ ანბანს შეასწავლიან, იმასაც გოგოლის პეტრუშკას დონეზე”.
“სკოლა პოლიტიკის მხარეზე გადაიხარა და მასზე დაკისრებული დიდი ამოცანები ვერ შეასრულა. ნორმალურ პირობებში დაწყებითი სკოლის ამოცანაა ყველაზე უკეთესად დასარგებლიანად გამოიყენოს დაწყებითი სწავლების მოკლე ვადა. ეს კი მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, როცა სწავლება მიმდინარეობს მშობლიურ ენაზე და მეცნიერული პედაგოგიკის საწყისებზე, როცა მოზარდის ახალგაზრდა გონება მთელ თავის ახალგაზრდულ ენერგიას არ ახმარს კომიკური მუნჯური მეთოდით გონებისა დაგულისათვის არაფრისმთქმელი სიტყვების მექანიკურად დახსომებას”.
“ბიუროკრატიის ხელში დაწყებითი სკოლა საქართველოში კანცელიარიშჩინის მცდარი გზით წავიდა. მან ამ მხარის გარუსების მძიმე ტვირთი იკისრა და დახვეწილ პოლიტიკას ატარებდა. ეს ადამიანთა განსაკუთრებული კლასიის – დიპლომატების ხელოვნებაა და ამან უხეშად და უგერგილოდ იმდენად გარყვნა თავიანთი ყოფილი აღსაზრდელების აზრი დაგონება, რომ მათ სავსებით დაკარგეს თავიანთი მამებისა და პაპების სურვილებისა დამისწრაფებების, სიკეთისა და ბოროტების, სოლიდარობისა და სამართლიანობის გაგების უნარი. მუნჯური მეთოდით სწავლებით მივიღეთ სამწუხარო შედეგი: აღსაზრდელების ტვინი ყოველივე კარგისადმი გაიყინა, უხეში ვარჯიშითა და არაბუნებრივი პედაგოგიური ხერხებისაგან დაჩლუნგდა”.
“ხალხმა, ხედადა რა დაწყებითი სკოლის კედლებში უმეცარი მასწავლებლების მიერ თავიანთი შვილების გარყვნასა და დაღუპვას, სკოლისა და ზნეობრივად გაფუჭებული პედაგოგების წინააღმდეგ კეტებით გაილაშქრა და თავის შვილებს კატეგორიულად აუკრძალა ესწავლათ ის, რასაც აქამდე ასწავლიდნენ…”
“ცდებით დაგმობილი მუნჯური მეთოდი სამუდამოდ უნდა დაიმარხოს მის აწ გარდაცვლილ შემქმნელთან ერთად, ხოლო დაწყებითი სკოლის პროგრამა სრულიად ახალი უნდა შეიქმნას, მაგრამ იგი ადგილზევე, თვით საქართველოში უნდა გამომუშავდეს და არა პეტერბურგში. დაწყებითი სკოლა, მხოლოდ მაშინ მოემსახურება საქართველოში საერთო სახელმწიფოებრივ ინტერესებს და არა ბიუროკრატიის პატივმოყვარულ ოცნებებს”.
“იმერეთის ცნობილი ეპისკოპოსი გაბრიელი (1825-1896) სამართლიანად ამტყუნებდაკავკასიის მხარის მზრუნველს იანოვსკის, რომელმაც მარცხი განიცადა ბესარაბიელი მოლდაველების ძლდატანებით რუსიფიკაციის საქმეში და დააპირა მეტად გაიძვერული, მაგრამ ფარული ხერხებით, საქართველოში სამღვდელოებისათვის წაერთმია ხალხის მართლმადიდებლური რწმენით აღზრდის წმინდა უფლება და საეკლესიო-სამრევლო სკოლების მთავარ მიზნად ექცია რუსული ენის შესწავლა და არა სარწმუნოებისა”. ქართველმა გ-მა, რომელიც ეგზარქოსმა ევსევიმ სასულიერო სასწავლებიდან გარიცხა, რათა მის მაგივრად რუსი მიეღო, თავის მოკვლა განიზრახა და “თავის ბინაში შემდეგი შინაარსის წერილი დატოვა: “გაახარეთ ეგზარქოსი, მე საბოლოოდ ვიღუპები”.*[6] ეგზარქოსისადმი მინაწერ ბარათში გაბრიელ ეპისკოპოსი ამბობს: “მე ხელთ ჩამივარდა მისი ერთი წერილი, რომელშიც ახსენებს, რომ თქვენ გადაწყვიტეთ, რადაც არ უნდა დაგჯდომოდათ, მისიდაღუპვა”.
“იმერეთის ეპისკოპოსი გაბრიელი მართლმადიდებელი ეკლესიის მწყემსმთავართა შორის ერთ-ერთი უგანათლებულესი პიროვნება იყო, ხოლო თავისი მაღალი ქრისტიანული ცხოვრებით – მღვდელმთავარი, რომელიც ღმერთმა გარდაცვალების შემდეგ სრული უხრწნადობით განადიდა. იგი გარდაცვალებიდან ექვსი კვირის შემდეგ მიაბარეს მიწას. დაასეთ მღვდელმთავარს დევნიდა გათახსირებული რუსი ეგზარქოსი ევსევი, რომელიც საქართველოს 1877 წ. მოაშორეს. აი რას სწერდა მას 1875 წ. მღვდელმთავარი გაბრიელი:
“ნაცვლად იმისა, ყურადგეღო თხოვნა ჩემი, თქვენმა უწ-ამ უსტარი ჩემი იმად გამოიყენეთ, რომ მძიმე ტკივილი მოგეყენებინათ ჩემთვის, წამაჩხუბეთ მეზობელ (გურიის) ეპისკოპოსთან, ვისთანაც თანხმობა და მეგობრობა მქონდა მე უკვე 15
წელიწადია, რაც თქვენი უწ-ა გამუდმებით თავს მესხმის და არც ერთ შემთხვევას არ უშვებს ხელიდან – შეურაცხყოფა მომაყენოს. არ არს ცილისწამება ჩემზე, რომელმაც თქვენამდე არ მოაღწიოს და არ ირწმუნოთ. ყველაფერს ვითმენ, არავისთან არ ვჩივი, მხოლოდ თქვენს მიმართ გამოგზავნილ წერილებში ვამხელ ტკივილსა გულისასა, მაგრამ თქვენ ვერასგზით მოგილბეთ გული. დაე მაღალი ღმერთი იყოს ჩვენს შორის მსაჯულად…”
ბოლო დროს, როგორც ცნობილია, ზედამხედველებისა და მათი თანაშეემწეების თანამდებობებს ქართლის, იმერეთის, სამეგრელოს, კახეთისა და გურიის სასულიერო სასწავლებლებში იკავებენ რუსები, რომლებიც ქართველების დაჩაგვრითა დაშეურაცხყოფით კარიერას იკეთებენ და მერე კარგ ადგილებს შოულობენ რუსეთში. ამ სისტემას მისდევს საქართველოს ამჟამინდელი ეგზარქოსი კირ-ნიკონი, რომელიც ღვთისმსახურების ჩასატარებლად შიშისგან სიონის ტაძარში ჯერაც არ შესულა და ამ საქმეს ჯვაროვან კარის ეკლესიაში ეწევა.
“როცა თანამდებობრივი პირების შეცვლა ხდება კავკასიის მხარეში, სამართლიანი დაჯანსაღი პოლიტიკა მოითხოვს, თანამდებობის მაძიებლები უნდა განასხვავონ მხოლოდ დამხოლოდ მათი კეთილგანწყობით, პატიოსნებითა და სამართლიანობით, და არა რუსული დაარარუსული წარმოშობის მიხედვით…”
რუსი ეგზარქოსის ევსევის წყალობით საქართველოს ექვსი სასწავლებლის ზედამხედველები შეიცვალა რუსებით. შეცვლა გრძელდება, ზედამხედველებად ინიშნებიან უფერული, უმეტესად ჭლექიანი რუსები, რომლებმაც მოსწავლეთა ენა არ იციან.
“ის ქართველები, რომლებმაც სასულიერიო აკადემიების კურსი გაიარეს, ისეთი მეორეხარისხოვანი და შედარებით უმნიშვნელო ადგილებიდან, როგორც ზედამხედველებს უჭირავთ, რომ მოვიშოროთ, – წერს მეუფე იმერეთისა, – მაშინ სხვა ზომების მიღებაც მოგვიხდება: მათთვის იმპერიაში უნდა დაიხუროს ყველა უმაღლესი სასწავლოდაწესებულების კარი. ამას მოჰყვება ამიერკავკასიაში არსებული საშუალო სასწავლოდაწესებულებების დახურვა, რადგანაც ადგილობრივმა მოსახლეობამ რისთვის უნდაისწავლოს თუ მათ სამსახურს არ გააკარებენ? განა ასეთი ზომები შეეფერება ქრისტიანულ სახელმწიფოს?..”
“ქართველი ხალხის სახალხო განათლების მზრუნველმა მამებმა – ანაფორიანმა პოლიტიკანებმა, დიდი ხანია ფაქტიურად თვითონვე გამოამჟღავნეს საზოგადოებისთვის საძულველი თავიანთი საიდუმლო სურვილები – ქართული ეროვნული საქმისაგან ნაწილ-ნაწილ მოეწყვიტათ ქართველი ტომები და ისინი სასულიერო-კულტურული განადგურების გზაზე დაეყენებიათ…”
მიუთითებს რა სოციალიზმის განვითარების შინაგან მიზეზებს, ავტორი მიმართავს იმავე ბიუროკრატიას, რომლის ასწლიანმა რეჟიმმა, მოსახლეობის დიდი მასების მასშტაბური უკმაყოფილების წარმოშობას შეუწყო ხელი; ასეთმა მასებმა არსებულ წყობილებასთან შერიგების გზები ვერ მოძებნეს და “სოციალ-დემოკრატების” პარტიის რიგებში დადგნენ, იმ იმედით, რომ მათთვის ახალი იდეების დახმარებით შეძლებდნენ ცხოვრების ახალი ფორმების შექმნას, სადაც ადამიანის პიროვნება ისე დაჩაგრულად არ იგრძნობდა თავს, როგორც ბიუროკრატიის დროს.
როგორ უცნაურადაც არ უნდა მოგვეჩვენოს, “სოციალ-დემოკრატიულ” პარტიას დიდი სამსახური გაუწიეს ამიერკავკასიის ჩვენმა გიმნაზიებმა, ბოლო 40 წლის მანძილზე,დასახელებული გიმნაზიები ცდილობდნენ, რაც შეიძლება უკიდურესად დაემცირებიათ მოსწავლე ახალგაზრდობა. წინასწარ დასახული გეგმით ხელს უშლიდნენ მათი სულიერი ნიჭიერების ნორმალურად განვითარებას, სისტემატურად ამასხარავებდნენ მათ წმინდაგრძნობებს, ჩვენი გიმნაზიები თავიანთი კედლებიდან ერეკებოდნენ ხალხის ახალგაზრდულ ძალებს და ამით ცხოვრების კალაპოტიდან ამოგდებულ ახალგაზრდებს აბსოლუტურად მეტი არაფერი დარჩენოდათ, გარდა იმისა, რომ არსებული წყობილებით უკმაყოფილოთა მხარეზე დამდგარიყვნენ და შედიოდნენ კიდევაც მათ რიგებში. ისინი გონებრივად “სოციალ-დემოკრატიული” პარტიის დაჯერებული დეპუტატების გავლენის ქვეშ ექცეოდნენ. “ერისტოვ-შერვაშიძე, ამგვარად დაასკვნის: ამიერკავკასიის გიმნაზიების (თბილისისა და ქუთაისის გუბერნიებში) არასრულყოფილებამ შინაგანი ბიძგი მისცა სხვადასხვა პარტიების განვითარებას, რომლებიც ისწრაფვიან არსებული წყობილებისდასამხობად და ზოგიერთი უტოპისტის წინასწარ განსაზღვრული რეცეპტებით ცხოვრების ახალი ფორმების შესაქმნელად. რაც შეეხება დასისტებს, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ კუჭისა და საჭმლის მომნელებელთა კულტს ქადაგებენ, მათი რიგები სავსეა ლაქიებით, მეღორეებით, მწყემსებით, ნოქრებითა და სხვა პროლეტარებით; მათზე არ ვიმსჯელებთ, რადგანაც ეს პარტიაა ლოთებისა და მუქთახორებისა, რომლებიც თავიანთ ცოლებს სხვისი ცოლებისგან ვერ არჩევენ და იატაკქვეშ იმალებიან”.
დასისტები – გონებაშეზღუდული და სულიერად სუსტი ინდივიდუმები, საშიშროებას არ წარმოადგენენ, როგორც სახელმწიფოსთვის, ასევე საზოგადოებისთვისაც, რადგანაც არ შეუძლიათ შექმნან და ორგანიზაცია გაუკეთონ მატერიალურ და სულიერ ძალებს…” “დასისტები, რომლებსაც სამშობლო არ გააჩნიათ, არ ცნობენ ეროვნულობას, სამოთხეს იქ პოულობენ, სადაც სტომაქს ამოიყორავენ…”
კავკასიაში საყოველთაო სამხედრო ვალდებულების შემოღების დღიდანვე, გაწვეულნი იქნენ ქართველებიც. ისინი სამხედრო სამსახურის მოხდას შეუდგნენ მათთვის დამახასიათებელი კეთილსინდისიერებითა და ლოიალობით.
სამხედრო ვალდებულების შემოღებამდე რუსეთის სპარსეთთან (1827-1828), თურქეთთან (1828-29, 1853-56 და 1877-78 წწ.) და კავკასიელ მთიელებთან ომის დროს ქართველებს გამოჰყავდათ მილიციის რაზმები, რომლებმაც რუსეთ-თურქეთის ომის დროს თავი ისახელეს. რუსეთისადმი ქართველების ერთგულებაში ეჭვის შეტანაზე ახლო წარსულში საუბარიც არ შეიძლებოდა. თავადებმა: ბაგრატიონებმა, ციციანოვებმა, ანდრონიკოვებმა, ორბელიანებმა, ჭავჭავაძეებმა, მუხრანსკებმა, ამილახვრებმა, იმერეტინსკებმა, შერვაშიძეებმა, აბაშიძეებმა, ერისტოვებმა, თარხანოვებმა, იაშვილებმა და სხვებმა, თავიანთი სახელებით შეამკეს რუსული სამხედრო და ნაწილობრივ სამოქალაქო ისტორია. რუსი მეფეები მათ ანდობდნენ რუსული ჯარის სარდლობასა და აგრეთვე თბილისის და სხვა გუბერნიებისა და ამიერკავკასიის ოლქების მმართველობას. იმპერატორმა ალექსანდრე III ამიერკავკასიის მხარეში სამხედრო ვალდებულების შემოღებისას, ქართველებისგან შემდგარი რამდენიმე რაზმეული ჩამოაყალიბა და არავინ დაეჭვებულა რუსეთისადმი მათ ერთგულებაში. კავკასიის მთავარმართებლად თავად გოლიცინის დანიშვნამ ბოლო მოუღო ქართულ რაზმებს. ქართველებმა დაიწყეს მშობლიური ნიადაგიდა და შეჩვეული თბილი კლიმატიდან აყრა და მათ სამშობლოდან მოშორებით ათასობით კილომეტრზე აგზავნიდნენ, არა მარტო რუსეთის შიდა, არამედ აგრეთვე ჩრდილოეთის გუბერნიებში დაციმბირშიც კი.
დაუკავშირეს რა თავის ბედი რუსეთს, ქართველებმა რუსეთისადმი ერთგულება მათ მიერ მისთვის დაღვრილი სისხლის ნიაღვრებით გამოხატეს და ამიტომ შეეძლოთ იმედი ჰქონოდათ, რომ მათ არ მოწყვეტდნენ სამშობლოს, რომელიც ისე უყვარდათ, ისე ერთგულებდნენ, რომ მასთან დაშორების დარდისაგან ავადდებოდნენ და იხოცებოდნენ. რუსეთში ისინი მათთვის ისეთ არაკეთილსასურველ და შეუჩვეველ პირობებში ვარდებოდნენ, რომ უსუსურნი და დაუცველნი აღმოჩნდნენ შეუბრალებელი და ცივი ბუნების წინაშე. თანაც არ იცოდნენ იმ ხალხის ენა, წეს-ჩვეულებები, რომლის გარემოცვაში მოექცნენ. ვერ ეგუებოდნენ რუსულ სალდათურ საკვებსაც. რუსეთში სამხედრო სამსახურისთვის გაგზავნილი ქართველებიდან ჯანმრთელნი ცოტანი თუ დაბრუნდნენ საქართველოში. ბევრი, ვინც ვერ გაუძლო მკაცრ ბუნებას და რუსეთის მიწაში თავიანთი ძვლები არ დატოვა, ან ფილტვების ქრონიკული კატარით არ დაავადდა, სამშობლოშიდაბრუნების შემდეგ, მუდმივად ნოსტალგიის მწვავე ფორმით იტანჯებოდა.
რისთვის ხვდათ წილად ასეთი უნდობლობა სულიერად რუსეთისთვის ახლობელ ქართველ ხალხს? როგორც საბრძოლო ძალას, ქართველებს შეეძლოთ თავი გამოეჩინათ არა მარტო ამიერკავკასიის მხარეში – თუნდაც არა ქართულ გუბერნიებში, არამედ თურქესტანშიც დაამიერკავკასიაშიც. ამით მეტი თუ არა 50% მაინც გადარჩებოდა იმ ქართველებიდან, რომლებიც ამჟამად სამხედრო მწყობრიდან არიან გამოსულნი.
ამჟამად ქართველები მოითხოვენ:
1) სამხედრო სამსახურის გავლას კავკასიის ტერიტორიის საზღვრებში.
2) ახალწვეულებს ასწავლონ იმ პირებმა, რომლებმაც იციან ახალწვეულთა ენა, ადათ-წესები, საუკუნოებრივი ტრადიციები; შედეგად ამისა, ჯარისკაცთა სამხედრო საქმის ათვისება მოხდება ძვირფასი დროის დაკარგვის გარეშე, ხოლო ოფიცრებისგან, უნტერ-ოფიცრებისგანდა სხვა უფროსებისგან ენის უცოდინარობით არაიზოლირებულ ჯარისკაცებს საშუალება ექნებათ შეიყვარონ და უფრო დააფასონ თავიანთი უშუალო უფროსობა.
3) “სხვადასხვა ჯარების ნაწილების დაკომპლექტება უნდა მოხდეს რასობრივი დაეთნოგრაფიულ თვალსაზრისით მეტნაკლებად ერთგვაროვანი ელემენტებისაგან”.
4) ერისტოვ-შარვაშიძე, იმისთვის რომ ქართველი ხალხი მთელი თავისი შესაძლებლობით გამოყენებული ყოფილიყო საქმეებისთვის და თანაც ნაკლებად მნიშვნელოვან წინააღმდეგობის გადალახვაზე ენერგიის დაუხარჯავად, გვირჩევს საქართველოში ჩამოყალიბდეს განსაკუთრებული ქართული პოლკები და ეწოდოთ, არა ისე, როგორც ახლა ზოგიერთ რუსულ პოლკს ჰქვია – ქართული, იმერეთის, სამეგრელოს, გურიის, აფხაზეთის ან თბილისის, გორის და ა.შ., არამედ მათ უნდა ეწოდოთ რომელიმე ისტორიული მოვლენის აღსანიშნავი სახელი. ამით ამაღლდება მათი საბრძოლო განწყობილება. ეს კი მთელი სამხედრო საქმის ქვაკუთხედს წარმოადგენს. “მოვლენა რაც უფრო ძველია, მით უფრო ძვირფასია დასახული მიზნის განსახორციელებლად. ასე მაგალითად: “ფარნავაზ მეფის პოლკი”, ქართველებს მოაგონებდათ, რომ 2400 წლის წინათ გაიმარჯვეს მტრებზე, სახელწოდება “ასპინძა” კი შეახსენებდათ, რომ ძალა რიცხობრივ სიმრავლეში კი არა, არამედ თითოეული მებრძოლის შინაგან თვითშეგნებაშია”. რატომ არ უნდა დაერქვას ზოგიერთ პოლკს 1853-1856წ. ომის სახელოვანი გმირების ანდრონიკოვის, ორბელიანისა და სხვათა სახელები?
რუსული ბიუროკრატიის მიერ ქართველი ხალხის ასწლოვანი მმართველობის პერიოდმადადასტურა მისი სრული უვარგისობა. იმპერატორ ნიკოლოზ პირველამდე რუსული ბიუროკრატია ცდილობდა გაესომხებია ქართული მიწა, რაც კავკასიაში თავად გოლიცინის მმართველობის დროსაც გრძელდებოდა. სამცხეს ქართული გუბერნიები იმგვარადდასახლდა სომხებით, რომ უკვე 1897 წ., მოსახლეობის აღწერის დროს, სომხების რაოდენობა, მაზრების მიხედვით, ასეთი იყო: ბორჩალოს მაზრაში – 29%, ახალქალაქის – 75%, ახალციხის – 30%, თბილისის მაზრაშიც კი ისინი 30%-ზე მეტნი არიან. იმპერატორ ნიკოლოზ I დროიდან მართლმადიდებელი საქართველოს დასახლება დაიწყეს გერმანელებით, რუსი სექტანტებით: მალაკნებით, სუბოტნიკებით, დუხობორებით, შტუნდისტებით, ბაპტისტებითა და სხვებით. რისთვის ხდებოდა ეს, ძნელი სათქმელია, მაგრამ არ კეთდებოდა ქართველი ხალხისა და რუსეთის საკეთილდღეოდ. სხვა ერის წარმომადგენელთა ყოველი გადმოსახლება საქართველოში, რომლებიც ქართველებს ერეტიკოსებად და ურჯულოებად მიაჩნდათ, შეურაცხყოფდა ქართველთა რელიგიურ გრძნობას და მათში რუსეთისადმი სიძულვილსა და გაბოროტებას ნერგავდა. მართლმადიდებელი სარწმუნოების დაცვისა და თავისუფლებისათვის ქართველები ქრისტიანული სისხლით რწყავდნენ ქართულ მიწას. მერე რა? ბეცმა და დანაშაულებრივმა რუსეთის ბიუროკრატიამ ქართველი წმინდანების ძვლებით გაპოხილ მიწაზე 150 ათასზე მეტი ერეტიკოსი და სხვადასხვა ჯურის არამართლმადიდებელი ისე დაასახლა, რომ არცერთი მათგანი მართლმადიდებლად არ მოუქცევია. ამიტომ ამჟამად ასეულათასობით ქართველს სახნავ-სათესი მიწები არ ჰყოფნით. ამჟამად დასავლეთ საქართველოში ერთი დესეტინა მიწა 1000 მანეთზე მეტი ღირს.
“ნუთუ ჩვენი ნება-სურვილთ იმიტომ შევუერთდით რუსეთს, ამბობენ ქართველები, რომ ჩვენი სისხლით გაჟღენთილი მშობლიური მიწა-წყალი, სადაც არა ერთი ათასი წელია რაც ვცხოვრობთ, ჩვენთვის წაერთმიათ და სხვადასხვა გადამთიელისთვის მიეცათ? “რატომ გვერეკებიან უცხო მხარეში, იქ, სადაც ქართველი კლიმატს ვერ იტანს და კვდება?”
“ბიუროკრატიის თვალსაზრისი ქართველებისა და მათი ენის, სარწმუნოების, ტერიტორიის უფლებების მიმართ არის 1783 წ. ტრაქტატისა და ყველა მოქმედი ისტორიული სამართლისდარღვევა”.
1783 წლის სამოკავშირო ტრაქტატის, ერეკლე მეორის სათხოვარი პუნქტებისა დაიმპერატორ ალექსანდრე I საქართველოს რუსეთთან შეერთების მანიფესტის შესწავლა არკვევს იმ უეჭველ ვითარებას, რომ საქართველო რუსი მეფეების ტახტის ძირთან მიიყვანა ისტორიულ-ნორმალურ საზღვრებში გაერთიანების სურვილმა, მისწრაფებამ, შეენარჩუნებია თავისი ეროვნულობა, რასაც თანამედროვე მეცნიერული მონაცემებით შეადგენს ენა, რელიგია, ტერიტორია და საერთო ისტორიული ინტერესები წარსულში და მომავალშიც…”
1801 წ. იმპერატორ ალექსანდრეს მოწყალე მანიფესტის გამოქვეყნებაში ქართველი ხალხი თავისი ძველი გარანტიების “უფლებებისა და თავისუფლების, იმედისა და მშვიდობის, მართლმსაჯულების, როგორც პირადი, ასევე სახელმწიფო ქონების” მტკიცებას ხედადა, მაგრამ მათთვის ერთი რამ იყო ახალი – ამიერიდან საქართველოს ტახტს ეუფლებოდარომანოვების სახლიდან გამოსული მეფეები. ეს კი ხალხის თვალში, “ქართველი ხალხის გაჭირვების შესახებ სამახსოვრო წერილის” ავტორის მიხედვით რომ ვთქვათ, ნიშნავდამხოლოდ “გამეფებული დინასტიის შეცვლას”.
“ბურჟუაზიული რეჟიმი ხელს არ უწყობდა საწყისების განვითარებას, რომელიც გამოხატული იყო იმპერატორ ალექსანდრე I მიერ, როგორც მანიფესტში, ასევე საქართველოს რუსეთის იმპერიასთან შეერთების გამო გენერალ კნორინგისადმი გაგზავნილ წყალობის სიგელში. ამიტომ ამის საფუძველზე საჭიროა ბიუროკრატიის ძველი რეჟიმის მთლიანად უარყოფა და საქართველოს ცხოვრება უნდა აშენდეს მხოლოდ და მხოლოდ იმ საწყისებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო 1783 წ. ტრაქტატს და განსაკუთრებით საქართველოს შეერთების მანიფესტს. მათში ფრიად განსაზღვრულადაა ნათქვამი საქართველოს მთლიანობის შენარჩუნების შესახებ თვითონ საქართველოსთვის და ასეთი თვალსაზრისი ყველაზე უფრო პასუხობდა მთელი ქართველი ხალხისა და საერთო სახელმწიფო ინტერესებს. აი, როგორი შესანიშნავი სიტყვებით წერს იმპერატორი ალექსანდრე I გენერალ კნორინგისადმი გაგზავნილ წყალობის სიგელში: “მოხდენილი ფაქტის (ე.ი. საქართველოს შეერთება) არსის მხოლოდ ჩვენი სარგებლიანობის თვალსაზრისით გაზომვისას, არ შეგვიძლია მათი მთელი ძალა არ ვცნოთ, მაგრამ მიწიერი მეფობის ხეირიანობისადმი წინასწარწადგენილია ერთიანი, ჭეშმარიტი და უსათუო სამართლიანობა და უცხო უფლებისადმი ხელშეუხებლობა…” “ამასთან ერთად თქვენ მხედველობაში უნდა იქონიოთ – ეს ხალხი რუსეთისათვის და ჩვენი სარგებლიანობისთვის კი არ უერთდება იმპერიას, არამედ მხოლოდ თავიანთი სიმშვიდისა დაუშიშროებისათვის… ამიტომ თქვენი მზრუნველობისას, მხედველობაში უნდა მიიღოთ ამ ხალხის უფლების პატივისცემა, უნდა გაისაზრიანოთ მათი წეს-ჩვეულებანი, გონებრივი მოხაზულობა; ერთი სიტყვით, თქვენ ამ მხარეს უნდა შეხედოთ, არა როგორც ჩვენთვის სახეირო გამოგონებათა ქვეყანას, არამედ ხალხს, რომელმაც შეერთების საზღაურად საკუთარი ბედნიერება უნდა მიიღოს…” იმპერატორის ეს ფრიად მნიშვნელოვანი სიტყვები ახსოვდათ კავკასიის ომების რუს გმირებს, რომლებიც ყოველთვის სიყვარულით ექცეოდნენ ქართველ ხალხს და ყველაფერში ენდობოდნენ მათ. ამ ჯვრისმტვირთელ ხალხისდამსახურებას აფასებდნენ რუსი გვირგვინოსნებიც. მაგრამ ასე არ ხდება ამჟამად. 1858წ., შეცვალა რა მიტროპოლიტი ისიდორე, ეგზარქოსი ევსევი, რომელიც სრულებითაც არ ეწეოდა ბერულ ცხოვრებას, გახდა ქართული ეკლესიის დესპოტური მმართველი, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. თავადური წარმოშობის ქართველ ეპისკოპოსებს ხშირად შეურაცხყოფდა და ამცირებდა ეს გაუნათლებელი და უხეში ხუცესის შვილი. დიდი მთავრის მიხეილ ნიკოლოზის ძის დროს ქართველებს არ შეეძლოთ დაეჩივლათ მათდამი უხეში მოპყრობისა და ძალდატანებით რუსიფიკაციის გამო.
ქართველ ხალხზე უბედური არავინ არაა. როგორც მართლმადიდებელი ხალხის უფლებებს არასდროს არ დაიცავს მემარცხენე ებრაული პრესა, როგორც თავისი ეკლესიის ავტოკეფალიის ცნობისათვის მისწრაფებულ და გარუსების მოწინააღმდეგეს, მას მხარს არ უჭერს მემარჯვენე პრესაც კი.
“ნოვოე ვრემია”, რომელიც ყველგან თავის პატრიოტიზმს ქადაგებს, იმავე დროს, ყოველნაირად იცავს სომეხ ხალხს, რომელიც ახრჩობს ქართველთა კეთილდღეობას. სხვათაშორის, თუ არა სომეხი კრეზები, ვინ კვებავს კავკასიელ ჩინოვნიკებს. სომხები, რომლებმაც გაყვლიფეს ქართველი ხალხი და რუს ჩინოვნიკებთან ერთად ხელს უწყობენ მათ გარევოლუციონერებას, ამჟამად თავიანთ ნაყოფს კრეფენ. “როსიას” სიტყვებით რომ ვთქვათ, სომხებმა ამას წინათ ბრწყინვალე საზეიმო შეხვედრა მოუწყვეს მეფის ნაცვალს ეჩმიაძინში. ყველაფერი სომხებისათვის და არაფერი ქართველებისთვის ან ყველაფერი ებრაელებისთვის და არაფერი რუსი ხალხისთვის.
სურთ რა ყველაფერი იცოდნენ საქართველოს შესახებ, რომელიც საერო და სასულიერო ბიუროკრატიზმმა გაარევოლუციონერა, ახლა ქართული ეკლესიის ავტოკეფალიაში ხედავენ სეპარატიზმისაკენ მიმავალ გზას. ავტოკეფალია, მათი აზრით, რელიგიური კი არა, პოლიტიკური მიზანია. მაგრამ რამდენადაც ჭკვიანები არ უნდა იყვნენ სასულიერო მამები, რაც არ უნდა იეშმაკონ, როგორი ჰიპნოზითაც და ტკბილი სიტყვით არ უნდა მოისყიდონ მსმენელები, ისინი ვერ გადაარწმუნებენ ქართველი ხალხის იმ მეგობრებს, რომლებმაც იციან, თუ როგორ იტანჯებიან ქართველები რუსი ადმინისტრაციისა და სამართლისაგან, რუსი ეგზარქოსებისა და რუსიფიკატორებისაგან. ისინი არ მიეკუთვნებიან იმ რუს პატრიოტებს, რომლებიც ხალხის ძალდატანებითა და ჩაგვრით იკეთებენ კარიერას. ისინი მართლმადიდებლობას იცავდნენ და არასოდეს ივიწყებდნენ მოციქულის მცნებებს, რომ მართლმადიდებლურ ეკლესიაში არ არიან არცა ელინები, არცა იუდეველები და არ არს სიყვარული იმაზე უმეტეს, ვიდრე კაცი თავის სულს დადებს მეგობართა თვისთა. ეს ღვთიური ბრძანება დავიწყებული რომ არ ჰქონდეთ ჩვენს რუსიფიკატორებს საქართველოში, საქართველოს რუს მმართველებს ყოველთვის თვალწინ რომ ედგათ იმპერატორ ალექსანდრე I მანიფესტი და იმპერატრიცა ეკატერინე II, იმპერატორების პავლე Iდა ალექსანდრე I ქართველი ხალხისადმი მიცემული დაპირებები, მაშინ, არა მგონია, ქართველი ხალხის ერთგულებაში რაიმე ეჭვი შეგვეტანა. ამ მრავალტანჯული ხალხისადმი სიყვარული ჩვენმა სამოქალაქო, სასწავლო და სასულიერო ბიუროკრატიამ ზიზღით შეცვალა; სამართალი – უკანონობითა და ძალადობით, სამართლიანობა – შევიწროებითა დატანჯვით…
ჭეშმარიტ რუს პატრიოტებს და მათ შორის პატივცემულ, ღირსეულ ისტორიკოსს დ.ი. ილოვაისკის სურდა მოესმინა კომპენენტური ადამიანების აზრი ქართველების შესახებ.
მაგრამ თითოეულს ადვილად შეეძლო გაეგო თუ რა ხდებოდა ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში, კ.პ. პობედონოსცევის მიერ ქართული ეკლესიის მმართველობის დროს. გადაფურცლეთ ა.ნ. მურავიოვის ნაწერები ან გენერალ რ.ა. ფადეევის წერილები ან ი.ს. აქსაკოვის სტატიები. ისინი ხომ რუსი პატრიოტები არიან? მიმართეთ იმ რუს გენერლებს, რომლებიც კავკასიაში მსახურობდნენ და ჰკითხეთ მათ, ქართველებს მართლა სურთ რუსეთიდან გამოყოფა? და მაშინ შეიტყობთ, რა სურთ მათ:
1) იმის აღიარება, რომ ამ მხარის ბიუროკრატიის მიერ ასწლიანი მმართველობის პერიოდმადაამტკიცა მისი სრული უვარგისობა.
2) რომ ბიუროკრატიის თვალსაზრისი ქართველების და მათი ენის, სარწმუნოების, ტერიტორიის მიმართ არის 1783 წ. ტრაქტატისა და მთელი ქართველი ხალხის ყველა ნამდვილი ისტორიული უფლებების დარღვევა.
3) 1783 წ. ტრაქტატის, მასთან ერთად მეფე ერეკლე II თხოვნის პუნქტებისა დასაქართველოს შეერთების შესახებ იმპერატორ ალექსანდრე I მანიფესტის შესწავლამ ნათელყო ის უსათუო მდგომარეობა, რამაც საქართველო რუსი მეფეების ტახტის ძირთან მიიყვანა. ქართველებს სურდათ, გაერთიანებულიყვნენ თავისი ისტორიულ-ნორმალური საზღვრებით, შეენარჩუნებიათ თავიანთი ეროვნება, ენა, რელიგია, ტერიტორია დაწარსულისა და მომავლის საერთო ისტორიული ინტერესები.
4) ბიუროკრატიული რეჟიმი ხელს არ უწყობდა იმ საწყისების განვითარებას, რაც იმპერატორ ალექსანდრე I საქართველოს რუსეთის იმპერიასთან შეერთების მანიფესტში დაგენერალ კნორინგის მიმართ გაგზავნილ წყალობის სიგელში იყო გამოთქმული: “მომხდარი ფაქტის არსი, – ნათქვამია წყალობის სიგელში, – მხოლოდ ჩვენი სარგებლიანობით არ უნდაგავზომოთ. მიწიერი მეფობის სარგებლიანობას უნდა წავუყენოთ სხვა ერთიანი, ჭეშმარიტიდა უცილობელი საზომი: სამართლიანობა და სხვისი უფლების ხელშეუხებლობა!”
ამიტომ საჭიროა, საერთოდ უარვყოთ გერმანელების, პოლონელების, სომხების და სხვა უცხოთა მიერ საქართველოს მმართვის ამჟამად მოქმედი ძველი რეჟიმი. ისინი უნდაშეიცვალოს ქართველი ან რუსი ხალხის საუკეთესო წარმომადგენლებით, თვით საქართველოს ცხოვრება ისე უნდა აიგოს, როგორც ეს 1783 წ. ტრაქტატისა და საქართველოს შეერთების მანიფესტის დადებით საწყისებშია მოცემული. მათში გარკვევითაა მითითებული საქართველოსთვის საქართველოს მთლიანად შენახვაზე.
საქართველოს თვითმმართველობა მოცემული უნდა ყოფილიყო ყველაზე ფართო განზომილებით, ქართული ეროვნების საზღვრებში, სახელდობრ: თბილისის, ქუთაისის, ბათუმის, ზაქათალის გუბერნიებსა და სოხუმის ოლქებში. ამგვარად, საქართველოს შემადგენლობაში შევა ყველა ქართველი ხალხი: კახელები და ქართველები (550 ათასი), იმერლები (500 ათასი), მეგრელები და ლაზები (275 ათასი), გურულები (100 ათასამდე), ფშაველები, ხევსურები, ინგილოები, თუშები (45 ათასი), სვანები (15 ათასამდე) დაარაქართველი ხალხები: ოსები (75 ათსი), აფხაზები (40 ათასი) და სხვ. აღნიშნულ გუბერნიებსა და ოლქებში მცხოვრები 100 ათასამდე რუსი ისევე შევიწროებულნი არიან, როგორც ქართველები. მათ სორის 20 ათასი სექტანტია. ქართული ენა გამეფებულია ქუთაისის მთელ გუბერნიაში, ამასთანავე ზუგდიდისა და სენაკის მაზრებში გავრცელებულია მეგრული კილო, ლეჩხუმის მაზრაში – იმერული და სვანური კილოები; სოხუმის მაზრაში მდ.კოდორის მარცხენა ნაპირამდე – მეგრული კილო, ხოლო მდინარის გაღმა – აფხაზური ენა. თბილისის გუბერნიის თბილისის, თელავის სიღნაღის მაზრებში გავრცელებულია ქართული ენა, გორისა და დუშეთის მაზრებში – ქართული დანაწილობრივ (ჩრდილოეთით) – ოსური, თიანეთის მაზრაში – ქართული და თუშური კილო, ახალციხის მაზრაში – ქართული, თათრული, სომხური, აქა-იქ რუსული (სექტანტები) ენები. ახალქალაქის მაზრაში – სომხური, თათრული, ქართული, რუსული, ბორჩალოში – თათრული, სომხური, ქართული, ბერძნული, ზაქათალაში – თათრული, ქართული. თვითმმართველობისათვის გამოყენებული უნდა იქნან ქართველი ხალხის საუკეთესო ძალები. ამჟამად დავიწყებული და დარღვეული იმპერატორ ალექსანდრე I მნიშვნელოვანი სიტყვები აღდგენილნი უნდა იქნან და აწ არ უნდა გაითელოს ქართველი ხალხის თვითმყოფადი ნაციონალურ-კულტურული განვითარების უფლება.
საქართველო არ ისწრაფვის სეპარატიზმისაკენ. ის ჩაბარდა მართლმადიდებელი რუსეთის მართლმადიდებელ რუს მონარქებს. მაგრამ, რიგორც ნიკოლოზ I და მის თანამოაზრეებს ესმოდათ, ეს ვერ გაიგეს რუსმა ადმინისტრატორებმა. გარშემო შემოიკრიბეს სომხები, პოლონელები, გერმანელები და ის რუსი კარიერისტები, რომლებმაც ხალხზე ძალადობითდაიწყეს ყოველგვარი ქართულის ჩახშობა, ქართველებისგან ადმინისტრაციის, სასამართლოს, სკოლებისა და ეკლესიების გაწმენდაც კი. როცა რუსებისადმი ზიზღი აღიძრა, შეიქმნა საყველპუროდ ნასწავლი პროლეტარიატის უზარმაზარი რაზმი, რომელმაც ვერ აითვისა ცუდად მიწოდებული რუსული განათლება. მაშინ ქართველი ხალხი მეამბოხეებად, რევოლუციონერებად, მოჯანყეებად გამოაცხადეს. ხალხი კი არაფერ შუაში იყო. მან უკვე კარგა ხანია თავისი ხვედრი რუსეთს დაუკავშირა, მასთან ერთად იზიარებდაჭირსა და ლხინს, მაგრამ იგი დამნაშავეა საქართველოში რევოლუციონერების შექმნისა გამო, ქართველები კარგად იცნობენ თავიანთ მეზობლებს სპარსელებსა და თურქებს და ოცნებაც კი არ შეუძლიათ რუსეთიდან გამოყოფაზე. ქართველები სეპარატიზმზე კი არ ფიქრობენ, არამედ პროტესტს აცხადებენ ბიუროკრატთა უხეირო და დანაშაულებრივი მმართველობის წინააღმდეგ.
იხსენით ქართველები პოლონელთა, სომეხთა, გერმანელთა, ჩუხონცთა მმართველობისაგანდა დაუყენეთ მათ მათლმადიდებელი მორწმუნე მმართველები. 22 საუკუნეა, რაც ქართველებს მონარქიული, თვითმპყრობელური მმართველობა ჰყავდათ. მონარქიულ საწყისებზე აღზრდილნი, ისინი მონარქიის მომხრენი არიან და სურთ რწმენითა დასიმართლით ემსახურონ თავიანთ მეფეს, ვისკენაც მისასვლელი გზა მათ სამოქალაქო დასასულიერო ბიუროკრატიამ გადაუჭრა…
საქართველოს ძირითად კანონებში უნდა დადგინდეს: საქართველოს ტახტზე რუსთა მეფეების უფლება და რუსული სახელმწიფოსგან საქართველოს ტერიტორიის განუსხვისობადობა, ქართველებისა და რუსების თანასწორუფლებიანობა მთელი რუსეთის ფარგლებში და მათი ბუნებრივი და განუსხვისობადობის უფლებების დაცვა მთავრობის მიერ.
საქართველოს მჭიდრო კავშირი უნდა ჰქონდეს მთავრობასთან, რომელიც ადგილობრივ ელემენტებს საშუალებას აძლევს გაიზიაროს მმართველობაზე ზრუნვა ყველა საშინაო დასაერთაშორისო ურთიერთობაში და ა. შ. იგი საქართველიში ნიშნავს ჩინოვნიკებს, რომლებიც თვალყურს ადევნებენ ადგილობრივ თვითმმართველობას, აკონტროლებენ ადგილობრივ მოღვაწეებს და საერთო, სახელმწიფოებრივი და ხალხის ინტერესების ოდნავად დარღვევის შემთხვევაში, ცვლიან ახალი პირებით ადგილობრივი წარმომადგენლებისგან.
გადავდივართ იმ საჩივრებზე, რომლებიც ქართველმა ეპისკოპოსებმა, საეკლესიო კრებულმადა ხალხმა წაუყენა ჩვენს უთავო სამთავრობო სინოდს და წინასაეკლესიო კრების მიერ ეჭვქვეშ იყო დაყენებული.
ქართველი მღვდელმთავრების მიერ რუსული საეკლესიო მმართველობის მიმართ წაყენებული იყო მძიმე და სავსებით საფუძვლიანი ბრალდება სხვადასხვა ხასიათის ნაკლოვანებაზე და ბოროტმოქმედებაზეც კი. ბევრი რუსი ეგზარქოსი საქმეს მართავდა“მათთვის გამორჩეული უპატიოსნო ადამიანების მეშვეობით, ახშობდნენ ყოველგვარ ქართულ-ეროვნულს, დევნიდნენ ქართული ეკლესიის ყველა წმინდა დათს, შემონახულს ქრისტიანობის პირველივე საუკუნეებიდან, ანადგურებდნენ საეკლესიო სიძველეებს. ამის შედეგად ეგზარქოსები არ სარგებლობდნენ ქართული საეკლესიო საზოგადოების პატივისცემით და თავად ქართულმა სამღვდელოებამაც დაკარგა ნდობა. რელიგიური განათლება დაქვეითდა, თავი იჩინა რომთან დაახლოების მოძრაობამ. სემინარიებში ყველა მასწავლებელი რუსი იყო. მომავალი ქართველი მღვდლები ვერ ფლობდნენ მრევლის ენას, იზრდებოდნენ არასაეკლესიო სულისკვეთებით. მათგან საუკეთესოები მღვდლებად არც მიდიოდნენ. ნაკლებად მორწმუნენი იშვიათად მსახურებდნენ ეკლესიებში და ვინც მიდიოდა, თავისი მოთხოვნილებებით უბრალო ხალხის გრძნობას აღაშფოთებდნენ. რუსიფიკატორი ეგზარქოსები სასტიკად ჩაგრავდნენ ივერიის ეკლესიას, რომელიც უფრო სულამოთქმული იყო თურქებისა და სპარსელების დროს, ვიდრე ქართველების მოძულე რუსი მღვდელმთავრების ხელში. ეგზარქოს პავლეს უსაყვარლესი “თვალი და ყური” იყვნენ დეკანოზები ჩუდეცკი და კალისტოვი, რომელთაგან პირველი მოკლეს ქართველებმა. პავლეს მემკვიდრეებსაც ჰყავდა გამორჩეული ადამიანები, რომელთაგან მცირე განათლების მქონე ეგზარქოს ა-ს დროს თითქმის საეგზარქოსოს ადმინისტრატორის როლს ასრულებდა.
“ეს პირები, – ამბობს თავის გამოხმაურებაში იმერეთის ეპისკოპოსი, – პირადი თვისებების მიხედვით, ზნეობრივად დაბალ დონეზე იდგნენ. ესენი იყვნენ პირმოთნე, ეგოისტი, ანგარებიანი, პატივმოყვარე ადამიანები, რომლებიც ძალადობითა და ცრუდასმენებით კარიერას იკეთებდნენ. ვინ არ უწყის, რომ ეგზარქოსების ფ-სა და ა-ს დროს მათი გამორჩეული ადამიანებისათვის ყოველდღიურად მიჰყავდათ ბატები, იხვები, გოჭები, მიჰქონდათ ღვინო, ხილი და სხვ. ახლაც განა კირ-ნიკონი მართავს საეგზარქოსოს? რა როლს ასრულებენ მისთვის დეკანოზები სერგეი გოროდცევი, გიორგი ჩეტირკინი დაარქიმანდრიტი გრიგოლი?
ქართული საეკლესიო საკითხი წამოყენებული იქნა, როგორც საკითხი უკიდურესად გაჭირვებულ მდგომარეუბაში მყოფი ეკლესიისა, რომელიც დაანგრია რუსულმა სასულიერო უწყებამ და ქართველთმოძულე ეგზარქოსებმა და არა რევოლუციურმა მოძრაობამ, მთელი ამიერკავკასია რომ მოიცვა. მშვიდობიანი და მორწმუნე ქართველი ხალხი რევოლუციას არ მიემხრო. ბევრი მათი რიგებიდან გამოვიდა, ისე, როგორც გენერალი თავადი ნაკაშიძე. “რევოლუციონერები (სოციალისტები) უარყოფენ ეკლესიასაც, ქრისტიანობასაც დაეროვნულობასაც”. რა საქმე აქვთ მათ ავტოკეფალიასთან? მათი ღმერთი ღორმუცელობაა! “ქართველი ხალხის სურვილს მხოლოდ და მხოლოდ საეკლესიო ხასიათი აქვს, და არა პოლიტიკური…” “სინოდალური რეჟიმის სისტემის უვარგისობამ, – ამბობს უსამღვდელოესობა კირიონი, – ჩაკლა ქართული ეკლესიის გაცხოველებული მოღვაწეობა. ამ რეჟიმის შედეგად ერთიანად გაიხრწნა რელიგიური ცხოვრება საქართველოში”. ესდასტურდება გრაფ კ. პ. პობედონოსცოვის 1890 წ. ანგარიშების მიხედვით. ამ ბოლო ხანს სხვა ქვეყნის წარმომადგენლებმა დაიწყეს ქართველების გადაბირება თავიანთ სარწმუნოებაზე და მათი სექტებში ჩათრევა. მაგრამ ეს სრულებითაც არ ანაღვლებთ რუს ეგზარქოსებს. ერთ-ერთი კეთილშობილი რუსი ეგზარქოსი კირ-ნიკოლოზი (1905-1906) ამბობს: ავტოკეფალური ქართული ეკლესია, როგორც ასეთი, 1300 წელზე მეტია, რაც აღიარებული იყო მსოფლიოში და მათ შორის რუსული ეკლესიის პატრიარქების მიერ (იხ. მოსკოვის პატრიარქ იობას სიგელი კათალიკოს-პატრიარქის ნიკოლოზისადმი)” და ამას ბრიყვი ხუცები მცირემცოდნე პროფესორ მ.ა. ოსტროუმოვთან ერთად უარყოფენ!
“არც ერთ ხალხს, – ამბობს ვ. ს. სალოვიოვი, – არა აქვს ეკლესიაში განსაკუთრებული მეტობისა და ბატონიბის უფლება, მაგრამ, ამასთან ერთად, არც ერთი ხალხი არაა საეკლესიო ცხოვრების ფუყე და განურჩეველი მასალა. ყოველი ხალხი წარმოადგენს ქრისტეს სამყაროსეული სხეულის მოქმედ ორგანოს”. ასე ხედავდნენ ეკლესიას ქართველი მღვდელმთავრები, მაგრამ არ ხედავენ რუსი მრვდელმთავრები. ქართველი კათალიკოსების დროს საქართველოში იყო ბერძენი არქიეპისკოპოსი ახტალაში, ხოლო იერუსალიმში ქართველებს ჰყავდათ მაიუმის ეპისკოპოსი. მშვიდობა და მეგობრობა სუფევდა ბერძნებსადა ქართველებს შორის. სასურველია, რომ ასე იყოს ქართველებსა და რუსებს შორისაც. “ქართველები, – ამბობს უწმინდესი კირიონი, – განისმჭვალნენ რა ქრისტიანული სულით, მას მისცეს თავიანთი ხასიათის სიმპათიური ნიშნები: თავმდაბლობა, უბრალოება, გულითადობა, თავგანწირულობა, თვინიერება და მდგრადობა…” “ქრისტიანულ ეკლესიაში ყველა ხალხი თანასწორუფლებიანია, ამიტომ არც ერთ მათგანს არ აქვს განსაკუთრებული პრივილეგიების, პრეტენზიის უფლება. ეკლესიისა და ხალხის ერთიანობა უნდაგანხორციელდეს თანასწორობის და არა დაჩაგვრის პრინციპით…” სამწუხაროდ ჩვენს სასულიერო უწყებას, დაავიწყდა, რომ ეკლესიაში არ არსებობს “არცა ელინი და არცა იუდეველი”, რომ ღვთის წინაშე ყველა თანასწორია. რუსი მოხელეები თვლიან, რომ, ისინი ბატონ-პატრონები არიან, ხოლო თავისი ნება-სურვილით რუსული არწივის ფრთებს შეფარებულნი – მონები და ყურმოჭრილი ყმები. და აი, დაიმონა რა ივერიისა დამოლდავეთის ეკლესიები ბესარაბიაში, მძარცველი სინოდი ამჟამად უნდობლობისა დაათეიზმის ნაყოფს იმკის.
“ქართველებმა, – ამბობს პროფ. ა.ა. ცაგარელი, – ვერაფრით ვერ შეძლეს ჩაწვდომოდნენ, როგორ შეიძლებოდა, რომ ღვთისმოშიშ მეფეთა, დიდებულთა და უბრალო მომაკვდავთა მიერ სულის მოსახსენებლად უძველესი დროიდანვე ეკლესიისადმი შეწირულ მამულებზე მართლმადიდებელი მთავრობის მიერ ყადაღის დადება ან განსხვისება. ეს მამულები ყველა ჯურის დამპყრობელთა – სპარსთა, არაბთა, მონღოლთა და თურქთა განსაკუთრებული აქტებითაც კი იყო დადასტურებული. ეკლესიები დაარიგეს ან პირველივე შემხვედრს საჯაროდ მიჰყიდეს, ზოგჯერ მათში გასართობი დაწესებულებების მოსაწყობად! ამგვარ წმინდა საგნებზეც კი არსებული სამართლებრივი ცნებები ხალხს სავსებით აერია დაეკლესიაში სულის მოსახსენებლად შეწირულობების შეტანა, რომელ საქმეშიც წინა საუკუნეებში გულუხვად იქცეოდნენ ქართველები, XIX საუკუნეში სავსებით შეწყდა. აი სადაა ნამდვილი წყარო ეგრეთწოდებული ქართული ნიჰილიზმისა, სეპარატიზმისა დასოციალიზმისა, რაზეც ძველი ქართველები გაფიქრებასაც ვერ გაბედავდნენ და რუსეთში კი საუკუნეების (XVI-XVIII ს.ს.) განმავლობაში ხდებოდა, საქართველოში ეს შესრულებული იქნა ერთი დარტყმით, თანაც მეურვეებისა და არა კანონიერი მფლობელების თანდასწრებით, ახლა კი სახსრებს ეძებენ ქართული ეკლესიისა და სამღვდელოების შესანახავად. დაჯილდოვდა კი ქართული ეკლესია საეკლესიო გლეხების განთავისუფლების შედეგად?” ძალაუნებურად სომხური ეკლესიის შეგშურდება. მან ავტოკეფალიაც შეინარჩუნა, ქონებრივადაც მდიდარია და მათ აყვავებულ სკოლებში სწავლა რუსული პედაგოგიური პერსონალის გარეშე მიმდინარეობს.
“ისტორიით გაუნებივრებელი საქართველო მიჩვეული არაა (და არც აქვს სურვილი) სხვის ხარჯზე ცხოვრებას, არც საეკლესიო და არც სამოქალაქო კუთხით. ცნობილია, რომ ქართველებს უჭირთ თავიანთი სამშობლოს დატოვება. რუსეთის შიდა გუბერნიებში მოსამსახურე ერთეულ ქართველებს არავითარი სამსახუროებრივი უპირატესობა არა აქვთ რუსებზე, მაგრამ საქართველოში დიდი ხანია ცხოვრობს ათასობით რუსი და არარუსი, რომლებსაც სამსახუროებრივი და სხვა უპირატესობა გააჩნიათ და საქართველოსადმი მაინც უმადურად არიან განწყობილნი. ამიტომ მართალი არაა ბუტკევიჩი, როცა თავისი ავადმყოფური აზრით ცდილობს გვიჩვენოს აღმაშფოთებელი უმადურობა ქართული სამღვდელოების წარმომადგენლებისა, რომლებიც რუსი ხალხისა და რუსეთის სახელმწიფოს ხარჯზე ცხოვრობენ.
ქართველების პოლიტიკურ მისწრაფებებს ანგარიში უნდა გაუწიონ რუსულმა სამოქალაქო სახელმწიფოებრივმა ორგანოებმა და არა საეკლესიო საკრებულომ.
მოგილევსკის უსამღვდელოესობა სტეფანეს, რომელმაც სხვებთან ერთად ქართული ეკლესიის წინააღმდეგ ხმა აღიმაღლა, ქართველები ბევრ რამეს შეახსენებდნენ. თუნდაც მის ზიზღს მათდამი. დაე შეგვინდოს მეუფემ, თუ მას რაიმეს შევახსენებთ.
1898 წ. უსამღვდელეოსობა სტეფანემ რევიზია ჩაატარა იმერეთისა და სამეგრელოს სასულიერო სასწავლებლებში, საიდანაც მისი წარდგინებით განთავისუფლდა ყველა ქართველი, მათ შორის სასულიერო აკადემიის 4 კანდიდატი: დამაშვილი, გაფრინდაშვილი, სანებლიძე, უგრელიძე; სემინარიის სტუდენტები:
მატარაძე, ძიმასტარაშვილი, მაღრაძე და სხვ. ამასთან ერთად უსამღვდელოესობა სტეფანეს მოხსენებითი ბარათით ქუთაისის სასულიერო სემინაარის გამგეობამ დაადგინა: აღიძრას შუამდგომლობა ეგზარქოსის წინაშე, რათა მომავალში ქართველები არ დაუშვან სასულიერო სასწავლებლების ნორმალური კლასების მასწავლებლებად.
იმიტომ ხომ არა, რომ ქართველ მასწავლებლებს შეეძლოთ შეეძლოთ ქართულ ენაზე ელაყბათ ან მოსწავლეებთან ქართული სიტყვა არ დასცდენოდათ? და ეს ხომ რუსული ენის ღალატი იქნებოდა? უგუნურნი! რუსულ ენას ქართველებს ყველაზე იოლი გზით ის შეასწავლის, ვინც ქართულ ენას ფლობს. რა თქმა უნდა, მეუფე ეგზარქოსმა იცის, რომ ქართველი მასწავლებლების გარეშე ძნელია რუსული ენა შეისწავლონ მცირეწლოვანებმა. 6 ქართული სასულიერო სასწავლებლებიდან ყოველწლიურად გონებაჩლუნგობისა დაწარუმატებლობისათვის ამაოდ კი არ ერეკებოდნენ ასეულობით ბავშვს. ესენი ანარქისტების მომავალი კადრები არიან. ასე არ არის მეუფეო?
პოლიტიკანობის გამო, ყოფილმა დეკანოზმა, ქუთაისის სემინარიის რექტორმა არხანგელსკიმ, იმას მიაღწია, რომ ქართველები ყველა ქართულ სასულიერო სასწავლებელს მოაშორა. მის სიცრუეს, რომ ქართველ მასწავლებლებს ვნების მეტი არაფერი მოაქვთ, ქუთაისის სემინარიის მთელმა კორპორაციამ ერთხმად დაუჭირა მხარი და სასულიერო სასწავლებლებიდან უღმერთოდ გაყარეს ქართველი მასწავლებლები. ამ მასწავლებელთა შორის იყო სასულიერო აკადემიის კანდიდატი ქრ. უჟელიძე, ოჯახის პატრონი, განათლებული პედაგოგი, რომელსაც სამსახურის პერიოდში ერთი გაკვეთილიც კი არ ჰქონდა გაცდენილი. სასწავლებელს მოაშორეს თავის მოღვაწეობის მეჩვიდმეტე წელს. იგი იმუდარებოდა, ოღონდაც ნუ გამაგდებთ და თუნდაც ცივ რუსეთში, სადაც გნებავთ, იქ გადამიყვანეთ სამსახურში ოჯახი მყავსო, მაგრამ მისი თხოვნა არ შეისმინეს. სასულიერო უწყება ხომ ყველაზე უფრო უსულგულოა! უჟელიძე მდინარე რიონში გადახტა, მაგრამ მამაცმა ადამიანებმა გადაარჩინეს. არხანგელსკსა და სემინარიის კორპორაციას შუამავლები გაუგზავნეს. ამაოდ, სასულიერო უწყება არარუსებისადმი შეუწყნარებელია. ქრ. უჟელიძე არც გრ. პეტროვი, არც არქიმანდრიტი მიხეილი, არც გაპონი არ იყო! უჟელიძემ ეგზარქოსს მიმართა, ასე ურჩიეს სასოწარკვეთილ კაცს კეთილმა ნაცნობებმა და ამხანაგებმა, იქნებ ეგზარქოსს წყალობა გაეღო და ადგილი მიეცა, თუნდაც ზნეობრივი გრძნობებისა გამო სასოწარკვეთილი ადამიანი თვითმკვლელობისგან გადაერჩინა. დიდხანს იყო საბრალო უჟელიძე ატუზული ეგზარქოსის კარებთან, მაგრამ ამაოდ. მაშინ, როცა თავის პატარები სასტუმროს ნომერში დააძინა, მეორე სართულიდან გადახტა და სასიკვდილოდ დაიმტვრა.
ასეთი ფაქტები ცოტა როდია. ქართველების ცნობილი პატრიოტი გობრონ საბინინი, რომელმაც იმპერატორ ალექსანდრე III ნაწყალობევი ფულით ქართველი წმინდანების ცხოვრება გამოსცა, ქართული ეკლესიის მძიმე და გამოუვალი მდგომარეობის შესახებ სიმართლის თქმისთვის, დასჯილი იქნა – მას აეკრძალა პეტერბურგსა და საქართველოში ცხოვრება. ეს იყო 1881წ.
“ნუთუ ეს მაგალითი არ გამოხატავს ამ “სამშობლოს ბურჯთა” ჭეშმარიტ დამოკიდებულებას, – წერს ერთ-ერთი განათლებული ქართველი სასულიერო მოღვაწე, – ადგილობრივი მოსახლეობისადმი, მათ ზიზღს სულიერად ნათესავი ძმებისადმი? რა გრძნობები უნდააღძრან საკუთარი თავისადმი და ხალხისადმი, გარდა ზიზღისა! ნუთუ რუსები უნდადაენდნონ ისეთ ბურჯებს, როგორებიც არიან არხანგელსკი და კომპ., რომლებიც წინასაეკლესიო კრების კომისიაში იმიტომ იყვნენ შეყვანილნი, რომ ჩვენ, ქართველები გავესამართლებინეთ, მაშინ, როცა სამღვდელოებისა და ხალხის პეტიციები მიმართული იყო სწორედ მათ და მათდა მსგავსთა წინააღმდეგ…”
“ისინი მსჯავრდადებულთა სკამებზე უნდა ისხდნენ და, სხვათა შორის, მოსამართლეებად მოგვევლინენ. ესაა სამართლიანობა? ან როგორ მოექცნენ მამაც ეპისკოპოს კირიონს, რომელიც თავის უსამღვდელოესობრივი მოღვაწეობით ყველა რუს მღვდელმთავარზე ცოტათი მაინც მაღლა დადგა, როცა მათ სიმართლე პირში უთხრა? იგი რუსული ეპარქიის ქორეპისკოპოსად ჩამოაყენეს მისთვის მშობლიური ხალხის სიყვარულისთვის”.
“ქართველთმოძულეთა მიერ წინასაეკლესიო კრების კომისიაში ნალაქლაქებმა ყველა სიცრუემ, რომელიც რუსული სინოდის ორგანოში დაიბეჭდა, მთელს საქართველოში ზიზღი გამოიწვია. ღმერთმა ინებოს, ყველაფერმა ამან სასიკვდილო დომხალი არ გამოიწვიოს”. – ასე ამთავრებს თავის წერილს ქართველი საეკლესიო მოღვაწე. “რუსულ საეკლესიო მმართველობას ერთმორწმუნე ხალხებში რუსეთის მიმართ მხოლოდ შიშის აღძვრა შეუძლია”, – ამბობს უსამღვდელოესობა ლეონოდე. – ქართველები რუს ეგზარქოსებს ადანაშაულებენ ქართველი ხალხის დევნისათვის, ქართულ ეკლესიაში ძველთაგანვე არსებულ, ქრისტიანობის პირველი წლებიდანვე მომდინარე ადათ-წესების დამხობისათვის. იდევნებოდა საეკლესიო შემოღობილში საერთო ტაბლის ჩვეულებაც კი. შიომღვიმობა დღეს, როცა “ტრაპეზზე დამსწრეებმა საჭმელს მანამ არ ახლეს ხელი, სანამ მტრულად განწყობილი პირები არ შერიგდნენ”. (ეგზარქოსები ამ ჩვეულებას კერპთაყვანისმცემლურად თვლიდნენ). ქართულ ეკლესიაში უძველეს დროიდანვე არსებობდა დიაკონისობა, მაგრამ ეგზარქოსებმა ესეც მოსპეს. ისინი უგულვებელყოფენ სვეტიცხოვლობის დღესასწაულს მცხეთის ტაძარში. “არავითარი თქვენი დღესასწაულები არ ვიცი და არც მინდა ვიცოდე!” – ასე უპასუხა ქართველ ეპისკოპოსს ერთ-ერთმა რუსმა ეგზარქოსმა.
“როგორც ქართული ეკლესიის პირველმა მღვდელმთავარმა, ეგზარქოსმა, უნდა იცოდეს ქართული ენა – საეგზარქოსოს მთავარი ეროვნელი ენა”. მაგრამ ბუტკევიჩს მიაჩნია, რომ უამისოდაც შეიძლება იოლად გასვლა. უცნაური ლოგიკა შეუწყნარებელი და ძმათმოძულე მამისა, თანაც ქრისტიანი კაცისა. ამაოდ კი არ მიუთითა წინასაეკლესიო კრების კომისიის ერთ-ერთმა ეპისკოპოსმა, რომ დიდად განსწავლულმა დეკანოზმა ტ. ბუტკევიჩმა დოქტორის ხარისხი მით მიიღო, რომ “პროტესტანტული ღვთის მეტყველის პროფესორ ზაილერის წიგნი მიითვისა და იგი 1888 წ. თავის სახელით გამოსცა”. მას ბუტკევიჩის “ქართველთმოძულეობის შესახებ” და მის სხვა თხზულებებზეც უნდოდა მიეთითებინა, მაგრამ შეჩერდა
პროფესორი ი. ბერდნიკოვი ქართული ეკლესიის რუსული სინოდისადმი “ქვეშემრდომობას” საფუძვლად უდებს იმას, რომ “ერეკლე მეფის ვაჟი ანტონი კათალიკოსად აკურთხეს ცარსკოე სელოში, მაგრამ ეს მცდარი მითითებაა. ცარსკოე სელოში, 1786 წლის 10 ივნისს, ანტონი აკურთხეს ნინოწმინდის მიტროპოლიტად კათალიკოს-პატრიარქ ანტონი I ნებართვით. ბერდნიკოვს არ აწყენდა, რომ ისტორიას უფრო ყურადღებით მოქცეოდა დაჭეშმარიტება სიცრუეზე არ დაეფუძნებია.
პროფესორი ცაგარელი დეკანოზ ბუტკევიჩის თხზულებებს ამგვარად გამოეხმაურა: “ბუტკევიჩის თხზულებები ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის შესახებ, მოწმობს მათი ავტორის სიბრიყვეს რუსული და ქართული ეკლესიების ისტორიის ცოდნის საქმეში. იგი ასევე ვერ ერკვევა რუსეთის სამოქალაქო ისტორიის საკითხებში, მაგრამ დიდი მიდრეკილება აქვს “მესაჭეობისადმი ჭეშმარიტებისა”. (მე-6 მსოფლიო საეკლესიო კრების მე-2 კანონის) საგნის სრული უცოდინარობა, საშუალებათა გაურკვევლობა, “მეცნიერულად მოუმზადებლობა, აშკარად უვარგისი საშუალებანი” ბუტკევიჩის ნამუშევრისდამახასიათებელი თვისებებია.
ეგზარქოსი ევსევი თუ როგორ ზრუნავდა ძველი ქართული ხელნაწერების დაცვაზე იქიდან ჩანს, რომ “ერთმა არქიმანდრიტმა, ქართულ სიძველეებზე დახარბებული ეგზარქოსის ჩამოსვლის მოლოდინში, შიშისგან ორმოში ჩამარხა ძვირფასი ძველი წიგნები, რის გამოც ისინი სამუდამოდ დაიღუპნენ”.
საზღვარგარეთ ბევრი ძველი ქართული წიგნი და ხელნაწერი გაიტანა ბარონმა დე-ბაიმ და, რა თქმა უნდა, უმჯობესია, ისინი საზღვარგარეთის მუზეუმებში და ბიბლიოთეკებში ინახებოდეს, ვიდრე ღუმელებში დაეწვათ, როგორც ამას ეგზარქოსი პავლე აკეთებდაკიშინიოვსა და ნაწილობრივ თბილისშიც.
“ქართველები ქრისტესადმი რწმენისთვის სისხლს ღვრიდნენ და მისი სიწმინდე შემოინახეს”, – ამბობს ქართველი ეპისკოპოსი ექვთიმე და ჩვენ გვჯერა მისი, რომ “თავიანთი ეკლესიის დაცემაში” ქართველებს კი არ მიუძღვით ბრალი, არამედ რუს ეგზარქოსებს, რომლებიც რუსიფიკაციას ეწეოდნენ. რაც შეეხება ეგზარქოს პავლეს მიერ ქართული ეკლესიის დაწყევლას წინასაეკლესიო კრების კომისიაზე, ეს დადასტურა უსამღვდელოესობა კირიონმა თავის სიტყვაში, რომელიც გაზეთ “კავკაზში” დაიბეჭდა. ეგზარქოსი პავლე ყაზანში გადაიყვანეს, სადაც მალე საშინელი სიკვდილით ჩაძაღლდა. ღვთის რისხვას ვერ გადაურჩა. მითქმა-მოთქმა იყო ეგზარქოსის თვითნებურ მოქმედებებზე; არც თუ დიდი ხნის წინათ, ქართული სინოდალური კანტორის 7 წევრიდან, ხუთი რუსი იყო. ნუთუ შეიძლებოდა, რომ ისინი ქართული ეკლესიის წარმომადგენლად ჩათვლილიყვნენ?
მიუხედავად ახალი სახელმწიფო ძირითადი კანონებით ნაბოძები უფლებისა, რუსეთის ყველა ხალხს თავიანთ მშობლიურ ენაზე ედიდებიათ ღმერთი, ქართველებმა ამის მიღწევა დღემდე ვერ შეძლეს. რუსი ეგზარქოსი ნიკონი ძველებურადვე უკრძალავს ქართველ სამღვდელოებას ქართულ ენაზე ღვთისმსახურების ასრულებას თბილისის სიონის ტაძარში (თუმცა რუსებს თბილისში 2 ტაძარი და რამდენიმე ეკლესია უჭირავთ), ბოდბის ტაძარში, სადაც საქართველოს განმანათლებლის წმინდა ნინოს წმინდა ნაწილები ინახება, ბათუმის ტაძარში და სხვა ტაძრებსა და ეკლესიებში. სოხუმის ეპარქიაში, რომელიც 3.420 რუსზე 40 ათას ქართველს ითვლის, სხვანი კი მართლმადიდებელი ბერძნები (3.700-ზე მეტი), აფხაზები (40 ათასი), დანარჩენები და მაჰმადიანები არიან. სინოდალურმა კანტორამ 1895 წელს აკრძალა ქართულ ენაზე ღვთისმსახურება და სკოლებში სწავლა. ასეთ ძალმომრეობაზე არა მარტო აცხადებენ წინასაეკლესიო კრების კომისიაზე, არამედ ქართველი ეპისკოპოსი, რომელმაც 1906 წელს თავის მშობლიურ ენაზე ღვთისმსახურების უფლება დაიბრუნა, სხვადასხვა უკეთური ინტერესების გამო, ამას წინათ ჩამოაქვეითეს დალიტვაში ქორეპისკოპოსად გაამწესეს, მისი ადგილი კი დაიკავა რუსმა, რომელსაც შესრულებაში უნდა მოეყვანა სინოდალური კანტორის ბრძანებულება, თუნდაც ეს სიცოცხლის ფასადა დაჯდომოდა.
“სოხუმის ეპარქიაში, – განაცხადა უსამღვდელოესობა კირიონმა, – არის საგამოცდო კომისია, სადაც გამოცდები ტარდება რუსულ ენაზე და ეს ხდება იქ, სადაც 55 ათასი ქართველია, რაც სოხუმის მოსახლეობის 3/4 შეადგენს. თბილისში ეგზარქოსმა ალექსიმ სასაფლაოთა ეკლესიებში ქართველებს აუკრძალა ქართულ ენაზე წესის აგება. ეგზარქოსმა ქართულ ენაზე ღვთისმსახურება აკრძალა დუშეთსა და გომბორშიც.
დეკანოზ ბუტკევიჩს მიაჩნია, რომ საჩივრები ქართული ენის შევიწროებაზე მომდინარეობს ქართველი სეპარატისტების ჩანაფიქრიდან – გააქართველონ და დაიმორჩილონ ადგილობრივი ეროვნებები. რუსული ეროვნებაც, ხომ არა?
მაგრამ რომელი ეროვნებები – თვითონაც არ გაეგება. რა თქმა უნდა, არც რუსული და არც ბერძნული, რომლებიც დაიცავენ თავიანთ თავს, ამასთანავე ქართველები ყოველთვის მეგობრულად ეპყრობოდნენ ბერძნებს და მზად არიან, როგორც წინათ, ჰყავდეთ ბერძენი ეპისკოპოსი. რჩებიან 70 ათასამდე ოსი და 35-40 ათასი (მართლმადიდებელი აფხაზი, რომლებიც ამიერკავკასიაში რუსების გამოჩენამდე 1700 წლის წინათ ქართველებთან ერთად ცხოვრობდნენ და არ გაქართველებულან. ქართველებმა ოსურ ენაზე თარგმნეს ღვთისმსახურება და ოსები არასოდეს არ უჩიოდნენ ქართველებს. “ქართული წარმოშობის არქიეპისკოპოსი გაი ნათლავდა ათასობით ოსს. მან რამდენიმე თარგმანი გააკეთა ოსურ ენაზე და საფუძველი ჩაუყარა ოსურ დამწერლობას, ქართველმა აზნაურმა იალღუზიძემ ოსურ ენაზევე გადაიტანა წმინდა სახარება და საღვთისმსახურო წიგნები, რომლებიც რუსმა მთარგმნელებმა ისე დაამახინჯეს, რომ ოსებმა უარი თქვეს მათ მიღებაზე და მაშინ დაიწყო მათი “გარუსება” და ცოტაღა დააკლდათ, რომ არამორწმუნეებად გადაექციათ ისინი.
წიგნის საქმეში ქართული ეკლესია არ დაკნინებულა XVIII საუკუნეშიც კი. “მღვდელ ქრისტეფორე კეჟერაშვილის მიერ მარტყოფის მახლობლად აღნუსხული იქნა 7400 საღვთისმსახურებო წიგნი. აზნაურმა ბადრიძემ დასტამბა ასევე წიგნების 14000 ეგზემპლარი”. ბევრი წიგნი გამოუშვა ქუთაისის სტამბამაც.
“ამ ძველნაბეჭდი გამოცემების ტექსტები უფრო სრულფასოვანი და სწორია ვიდრე სინოდალური კანტორის გამოცემები”, – დაასკვნის უსამღვდელოესობა ლეონიდე. ქართველ კათალიკოსებსა და მღვდელთავრებს უყვარდათ თავიანთი ეკლესია და ხალხი, ხოლო გოროზ, სასულიერო წოდების რუს ეგზარქოსებს ქართული ეკლესია სძულდათ, თავადები კი ეპისკოპოსებს შეურაცხყოფას აყენებდნენ და აბუჩად იგდებდნენ.
“ქართული ენა, – წერს პროფ. ნ.ი. მარი, – არ ისწავლებოდა, უგულვებელყოფილად დაუყურადღებოდ რჩებოდა ქართული საეკლესიო დამწერლობისა და რელიგიური განათლების ყველა მდიდრული ძეგლი. 1884 წლამდე ქართულ ენაზე ბიბლიაც კი არ იყო გამოცემული, ხოლო ეს გამოცემაც ისეთი უსახური იყო, მოსახლეობას ერჩია არ გამოექვეყნებიათ. ამასობაში ქართული მონასტრებისა და ეკლესიების არქივებში ინახებოდაX საუკუნიდან მოყოლებული ძველი ქართული საღმრთო წიგნების სიები. ისინი არქივებში ლპებოდნენ, მათ გამოსაცემ სახსრებს ვერ პოულობდნენ”.
“ქართველი მოსწავლეები, – ამბობს უსამღვდელოესობა ლეონიდე, – სემინარიას რომდაამთავრებდნენ, გაცნობილნი არ იყვნენ ტერმინებს: იპოსტასი, სამება, ჯვარცმა, განგება, ვინაიდან სემინარიებში ღვთისმეტყველების საგნებს რუსულ ენაზე ასწავლიდნენ. გაუნათლებელ სემინარიადამთავრებულ ქართველ მღვდლებს არ შეეძლოთ გაენათლებინათ თავიანთი მრევლი, რომელიც, ამჟამად, რუსი ეგზარქოსების წყალობით, საკმაოდ გაანათლეს სოციალისტებმა და რევოლუციონერებმა. უსამღვდელოესობა კირიონმა თვითონ აღიარა წინასაეკლესიო კომისიაზე, რომ “სემინარიის დამთავრებისას მან არ იცოდაღვთისმეტყველების ზოგიერთი ტერმინი. ეს იმიტომ, რომ, თქვა მეუფემ, ქართულად არ ასწავლიან ისეთ საგნებსაც კი, როგორიცაა კატეხიზმო და წმინდათა წმინდა საქართველოს ისტორია”.
“თბილისის სემინარია დაარსებული იქნა და თავს ინახავს ადგილობრივი ქართული საშუალებით და მისი ბრალი არაა, რომ მასში აგზავნიან ყველას; არაქართველებისთვის შეიძლებოდა სხვა სემინარია გახსნილიყო…” სემინარიაში ყველა რომ არ გაეგზავნათ, მაშინ ქართველებს ვინ ჩაუნერგავდა სოციალისტურ უტოპიებს და ბოდვებს. ქართველთა მხურვალე თავები ხომ იოლად ემორჩილებიან რუს ანარქისტებს?
იმის გამო, რომ სამრეკლო სკოლებში ქართულ ენას არ ასწავლიდნენ და თუ ასწავლიდნენ, იმასაც სხვათაშორის, მოსახლეობის დიდი უმრავლესობა ამჟამად წერა-კითხვის უცოდინარია. “ნუთუ, – ამბობს პროფესორი მარი, – აქ ფიქრობენ, რომ ენისა დალიტერატურის არცოდნა მრევლს “ცარიელ ადგილამდე, გონებრივ და კულტურულდაცემამდე არ მიიყვანს და ამას შედეგად არ მოჰყვება სიბრიყვე და რელიგიურ გაგებათადაცემა?”
“ფშავში და ხევსურეთში ქართველები ქრისტიანულ ეკლესიაში საერთოდ არ დადიან. მათთან გაგზავნილ მართლმადიდებელ მღვდლებთან ერთად აქომამდე ჰყავთ წარმართული ქურუმები, აქვთ და აშენებენ ბომონებს, აღნიშნავენ მგლის, კრუხ-წიწილას, ბეღურის, ცეცხლის, ქარის წარმართულ დღესასწაულებს”. ასე მოგვითხრობს ვოსტორგოვი.
რა უნდა ვთქვათ ქართული საეკლესიო გალობის შესახებ, როცა ერთ-ერთმა ეგზარქოსმა მას “ძაღლის ყეფა” უწოდა.
თანამედროვე რუსი კომპოზიტორები, ისეთი სპეციალისტები და მუსიკალური საქმის ავტორიტეტები, როგორნიც არიან იპოლიტოვ-ივანოვი, კლენოვსკი, სმოლენსკი და სხვ. დიდი თანაგრძნობითა და ქებით გამოეხმაურნენ ქართულ საეკლესიო გალობას. არც ისე დიდი ხნის წინათ თბილისის სემინარიაში რუსი მასწავლებლები დასცინოდნენ ქართულ საეკლესიო გალობას და ამ საგნის მასწავლებელი ვასილი კარბელოვი აიძულეს სემინარიადაეტოვებია.
ქართველები არაერთხელ ითხოვდნენ ურბნისის, ალავერდის, ბოდბის გაუქმებული კათედრების აღდგენას. 1841 წელს ეგზარქოს ევგენის თხოვნით მიმართეს, რომ “გურიაში მღვდელმთავართა კათედრის დახურვის შემდეგ, რელიგიურობამ დაქვეითება დაიწყო დაგურულები, რომლებიც მაჰმადიანური თურქეთის საზღვარზე ცხოვრობენ, საჭიროებენ მღვდელმთავრის დამოძღვრას, მართლმადიდებლური სარწმუნოების ჩაგონებასა დაგანმტკიცებას, ამიტომ შუამდგომლობდნენ მათთვის გაეგზავნათ განსაკუთრებული მღვდელმთავარი, რომელსაც ხელფასს თუ არ დაუნიშნავდნენ, ისინი მზად იყვნენ მისთვის თავის შესანახი თანხა გადაეხადათ. გურიის თავადაზნაურთა ეს დაჟინებული შუამდგომლობა 1844 წელს იქნა დაკმაყოფილებული, მაგრამ 1885 წელს ეგზარქოსმა პავლემ გურიაში დახურა ჯუმათის, ხოლო სამეგრელოში – ჭყონდიდის კათედრა. ამის შედეგად 1905 წელს გურიაში კინაღამ რესპუბლიკა შეიქმნა, ხალხმა შეწყვიტა ეკლესიაში სიარული. ფოთის ეპისკოპოსი დიმიტრი მრევლმა რუსიფიკატორული მოქმედებისათვის ისე შეიძულა, რომ იძულებული გახდა სამოქალაქო ტანსაცმელი გადაეცვა და გაქცეულიყო. “გავიხსენოთ, – ნათქვამია ეპისკოპოს კირიონის მოხსენებით ბარათში, – მრავალგზისი წერილობითი პროტესტები გაბრიელ ეპისკოპოსისა, აგრეთვე პროტესტი თბილისში პირველი რუსი ქორეპისკოპოსის დანიშვნის გამო; ბოლოს მთელი საეგზარქოსოს ქართველი სამღვდელოების, თავად-აზნაურთა და ინტელიგენციის პეტიციები, განა ქართული საკათალიკოსო კათედრის ასწლოვანი მწარე გაუქმების შედეგი არაა?!. ჭეშმარიტების აღმასრულებელმა და თავისი მშობლიური ეკლესიის თავგამოდებულმა დამცველმა ღრმადპატივცემულმა მისმა უწმინდესობა კირიონმა დაფარა, 1905 წ. ივნისში, თბილისის სემინარიის რექტორის არქიმანდრიტ ნიკანდროს განკარგულებით, როგორ გარეკეს კაზაკებმა სემინარიის დარბაზში შეკრებილი მღვდლები და მათგან რამდენი დაზარალდარექტორის წყალობით. ეგზარქოსი ტვერში მდიდარ კათედრაზე იქნა გადაყვანილი, ხოლო მოძღვარმა ნიკანდრომ საქორეპისკოპოსო მიიღო კოსტრომაში. იმპერატორმა ნიკოლოზ I, 1840 წ. თბილისში ქორეპისკოპოსად რუსი მღვდელმთავრის დანიშვნის შესახებ წმინდასინოდის მიერ წარდგენილ მოხსენებაზე, შემდეგი რეზოლუცია დაადო: “თანახმა ვარ, მაგრამ საჭიროა ადგილობრივი მოსახლეობის ენის ცოდნა, რათა შეინარჩუნო ხალხზე გავლენა, ამიტომ, სასურველია, შეირჩეს ენის მცოდნე ადამიანები, რომლებსაც შეიძლება ისეთი განათლება არ ჰქონდეს, როგორც ამ საქმეს სჭირდება”.
ამჟამად საქართველოში გაუქმებულია 20 სამღვდელმთავრო კათედრა, რომელთა დახურვის კანონიკური უფლება სინოდს არ ჰქონდა. არის აკადემიური განათლების მქონე 6-მდე ქართველი არქიმანდრიტი, მაგრამ მათ ეპისკოპოსობას არ აძლევენ. მოძღვარი ვოსტორგოვი აცხადებს, რომ ქართველებს სურთ “აღადგინონ ერთ დროს მათ ეკლესიაში მყოფი 43 ეპარქია”. თუ ეს მართალია, მაშინ მარტოდენ ასეთი სურვილიც კი ქართველი ხალხის დიდ ღირსებაზე მეტყველებს. ეს იმას ნიშნავს, რომ ქართველი ხალხი მორწმუნე დაღვთისმოშიშია. რაც უფრო ახლოს იქნებიან მასთან ეპისკოპოსები. მით უფრო შეინარჩუნებს ეს ხალხი წმინდა სარწმუნოებასა და სამშობლოსადმი და რუსი მონარქისადმი სიყვარულს,და ასეთ ხალხს ვართმევთ ეკლესიის აღორძინების საშუალებას?
რუსი ეგზარქოსების მიერ დახურული მონასტრები გაუდაბურდნენ და ნანგრევებად იქცნენ. აი, გამოჩნდნენ ინგლისელები და ეგზარქოსის ნებართვით შეუდგნენ კათალიკოსებისა დაქართული ეკლესიის მიერ თაყვანცემულ მოღვაწეთა საფლავების გათხრას. “მცხეთის ახლოს გათხარეს კათალიკოს ნიკოლოზის საფლავი”; ინგლისელმა “მისი თავი ამოიღო”. მეორე, ასევე მიტოვებულ მონასტერში, ნანგრევების ქვეშ შემონახულ აკლდამაში იყო მღვდელმთავრისა და ბერის ტანსაცმლიანი სამი გაუხრწნელი გვამი”. მოყვარულმა ინგლისელმა სამივე გვამს თავები წააჭრა და თან წაიღო”. ეს ეპისკოპოს სტეფანეს მონათხრობია: იგი რუს ეგზარქოსებს ამართლებს, თითქოს მათ ნება არ მიუციათ ინგლისელებისათვის ქართული რელიქვიები გაეტაცებიათ, მაგრამ ვინ აძლევდაინგლისელებს ყოფილ ქართულ მონასტრებში შესასვლელ ღია ბარათებს? “ეგზარქოსებიდამნაშავენი არიან, რომ მონასტრებსა და კათედრებს ხურავდნენ. მონასტერში თუნდაც ერთი ბერიც რომ ყოფილიყო, იგი წესრიგს დაიცავდა”, – შეეპასუხა მისი უწმინდესობა კირიონი. რატომაა გამოცარიელებული ქართული მონასტრები? – იმიტომ, რომ გაქურდეს, მიწები წაართვეს. რამდენი მონასტრიდან გააძევეს ქართველი ბერები! მათ ნაცვლად იქ სხვა ეროვნების წარმომადგენლები შეუშვეს. რუსმა ბერობამ წმინდა ნინოს მონასტერიც კი ჩაიგდო ხელში და რუსმა ეგზარქოსებმა მასში ქართულ ენაზე ღვთის დიდება აკრძალეს.
უწმინდეს კირიონის სიტყვებით, მცხეთის მონასტრის ცნობილი ფრესკები გადადღაბნეს ეგზარქოს-მიტროპოლიტ ისიდორეს ბრძანებით.
***
ხერსონიდან გადმოყვანილმა უწმინდეს კირიონის მემკვიდრემ უსამღვდელოესობა დიმიტრიმ, წარმოშობით რუსმა, 25 მარტს სოხუმის კათედრაზე ასვლისას, წარმოთქვა სიტყვა, რომელშიც მიუთითა, სოხუმში ჩამოსვლისას, როგორ დაემუქრნენ უცნობი პირები სიკვდილით, ქართული ენის არცოდნის გამო. ეპისკოპოსმა განაცხადა, პოლიტიკა ჩემთვის უცხოაო.
სიმართლისმოყვარულ და გულწრფელ მწყემსმთავარ დიმიტრის მძიმე და ძნელი ხვედრი ერგო. მან არ იცოდა თავისი მრევლის ენა, ადარ-წესები, არც ქართული ეკლესიის გადმოცემები. ქართველი ხალხი ეროვნულადაც უცხო იყო მისთვის და სულიერადაც. ქართველების წინაშე მეუფე დიმიტრის არავითარი ბრალი არ მიუძღოდა და ქუთაისში, იმერეთის სემინარიაში მისი ინსპექტორობისა და რექტორობის დროს (1894-1897 წ.წ.) სიყვარულით ეპყრობოდა ქართველ აღსაზრდელებს. მაგრამ კეთილ მეუფეს რად ერგო ხვედრად უცხო ქვეყანაში ეპისკოპოსობა და თანაც ანტიკანონიკური და თითქმის უზურპატორული? მის მოსვლამდე ხომ სოხუმში საძრახის საქმეში შემჩნეულ ღირსებაახდილ (როგორიც იყო ალექსანდრე ხოვანსკი, გარდაიცვალა 1891 წ.) ან უბრალო ეპისკოპოსებს აგზავნიდნენ (გენადი, აგაფოდორი, არსენი).
უსამღვდელოესობა დიმიტრი პირველი რუსი მწყემსმთავარი იყო, რომელიც 1905 წელს პრესაში რუსული ეკლესიის ანტიკანონიკური მმართველობის წინააღმდეგ გამოვიდა დათვით მმართველი სინოდი პეტრე I უკანონო ქმნილებად ცნო. და, აი, იმის მაგივრად, რომ მეუფე, როგორც განათლებული და სამართლიანი მწყემსმთავარი, რუსეთის ერთ-ერთ ეპარქიულ კათედრაზე დაენიშნათ, სადაც იგი, თავისი პატრიოტული საგანმანათლებლო მოღვაწეობით, შეძლებდა სარგებლობა მიეტანა მრევლისთვის, გაგზავნეს ენობრივად მისთვის უცხო მხარეში, სადაც ძალა არ შესწევს გამოადგეს სხვა ენით მოლაპარაკე სამწყსოს. რა მოხდება მაშინ თუ რელიგიური ფანატიკოსები თავიანთ მუქარას შეასრულებენ? ვისდააწვება ცოდვად უდანაშაულო ეპისკოპოსის სისხლი? მათ გამომგზავნებს ხომ არა? “უპირველესთა” მრჩევლები ყველაფერში მას დადებდნენ ბრალს: “რა რჯიდა, რომ არდაგვიჯერა”.
***
მოძღვარ ვოსტორგოვის სიტყვებით, ქართველებს საეკლესიო ავტოკეფალიის მოპოვება იმიტომ უნდათ, რომ ეს იქნებოდა საქართველოს პოლიტიკური დამოუკიდებლობის პირველი ნაბიჯი. ვოსტორგოვი მიუთითებს ამას წინათ გამოცემულ რუსული რევოლუციის ბროშურაზე”. აქ უდავოდა დამტკიცებული იაპონელი სამხედრო აგენტ აკაშის კავშირი სტოკჰოლმში ქართველ სეპარატისტთან, რომლის გვარია დეკანოზი. აკაშის დახმარებით, დეკანოზმა მოახერხა კავკასიაში ჩაეტანა და გადმოეტვირთა დიდი რაოდენობის იარაღი.
ქართველ, სომეხ, რუს და სხვა რევოლუციონერებს იარაღი რომ შემოაქვთ და ბომბებს ამზადებენ, ეს ვოსტორგოვის გარეშეც ცნობილია ყველასთვის და სახელმწიფო გამგებლობას ექვემდებარება, მაგრამ რევოლუციონერები, რომლებიც ადამიანებს ჰკლავენ, რომ ქართული ეკლესიისა და წმინდა კანონების უფლებებს იცავდნენ და მხედველობაში ჰქონდათ მართლმადიდებელი ეკლესიის მაღლა დაყენება, ამაზე მხოლოდ ქართული ეკლესიის მტრებმა და საეკლესიო კრების კომისიის წინდაუხედავმა წევრებმა იფიქრონ.
მაღალი სასულიერო წოდების მამებო, აბა, თქვენ იცით, მისდიეთ პოლიტიკას, წადით კადეტთა ბანაკში, დაანგრიეთ ეკლესია, აამხედრეთ ხალხები რუსეთის წინააღმდეგ, ჩაიდინეთ ძალადობა და მართლმადიდებელ ქართველებს ცილი დასწამეთ “რუსულ კრებაზე”. თქვენ უკვე დაკარგეთ 200 ათასი მართლმადიდებელი, რომლებიც რომის პაპისადა იეზუიტების ქუსლებქვეშ დადგნენ, დაჰკარგეთ მილიონზე მეტი ადამიანი, რომლებიც განუდგნენ ყოველგვარ სარწმუნოებას, დაჰკარგავთ საქართველოსაც. იქ, სადაც სიყვარული არაა, სადაც ქადაგებენ ძმათმოძულეობას, სიმართლეც არ არის; იქ მხოლოდ სიცრუე დაძალადობა მეფობს. მაგრამ ერთი რამ არ დაგავიწყდეთ: საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრილია, რომ ამ ქრისტიანულ და მრავალტანჯულ ეკლესიას დიადი დამცველი ჰყავს მსოფლიო ქრისტიანობის სახით, ჰყავს წმინდა წამებულთა და ღვთის წინაშე აღმსარებელთა დიადი გუნდი. და როგორი მზაკვრობანიც არ უნდა ჩაიფიქროთ რუსი ეგზარქოსებისა და სასულიერო უწყების მიერ გაძარცული ეკლესიის მიმართ, თქვენ ვერ შეძლებთ მის დათრგუნვას. თქვენ საქართველოში მართლმადიდებელ ეკლესიასთან განხეთქილებაში აღმოჩნდებით. თქვენ და არა ქართველები, რომლებიც იცავენ თავიანთი ეკლესიის ავტოკეფალიას, რაც აღმოსავლეთის ყველა ეკლესიის მიერაა აღიარებული!
წინასაეკლესიო კრების კომისიაში თუ როგორ ხდებოდა ქართველ ეპისკოპოსებზე დაწოლა, იქიდან ჩანს, რომ პროფესორები მარი და ცაგარელი და მათთან ერთად ორთავე ქართველი ეპისკოპოსი, არაერთხელ იმუქრებოდნენ კრებას დავტოვებთო და ბოლო ორ სხდომას არცერთი არ დასწრებია.
“ჩვენს მონაწილეობაზე სიტყვის თქმაც ზედმეტია, – ამბობდა პროფ. მარი, – როცა აქ ისეთი საყოველთაოდ ცნობილი ამბების დაცვა გვიხდება, როგორიცაა: რომ ქართული საეგზარქოსო ქართული ეკლესიის გაგრძელებაა, რომ ეგზარქოსმა ქართული ენა უნდაიცოდეს. შეიძლება, აქ რაიმე დაიცვა სერიოზულად, თუნდაც ისეთი ფაქტები, რომ საქართველოში (იმერეთში, გურიაში და ა.შ.) მართლმადიდებელი მოსახლეობა მხოლოდ ქართველები არიან? ბოლოს, აწყობს კი ხელს უსამღვდელოესობა ლეონიდეს დაიცვას ქართული საეკლესიო ავტონომიის საკითხი, როცა მის პოლიტიკურ სეპარატიზმზე არიანდაეჭვებულნი? მოწინააღმდეგის მდგომარეობის უარყოფა შეიძლება, მაგრამ არ შეიძლება იმის თქმა, რომ ამა და ამ მოწინააღმდეგეს ადამიანური ნაკლოვანებები აქვს. ქართული ეკლესია, რომელმაც ყველაზე საშინელ პოლიტიკურ გამოცდაში სრული სიწმინდით გამოატარა მართლმადიდებლობა, ახლო უნდა იყოს ყოველი მართლმადიდებლის გულთან, აქ კი ეჭვობენ, საჭიროა თუ არა ქართული ენის შესწავლა, და ხომ არ მიგვიყვანს ეს სეპარატიზმთან?”
“ქართული ეკლესიის საკითხი, – შენიშნა მოძღვარ ბუტკევიჩს პროფესორმა ცაგარელმა, – განხილული უნდა იქნას არა მარტო პოლიტიკის, არამედ ეკლესიის თვალსაზრისით. ამისგან მომდინარეობს ყველა ჩვენი შეცდომა. პროფ. მარი პროტესტს აცხადებდა ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის დამცველთა მიმართ მოძღვარ ბუტკევიჩის წიგნში ნახმარი სახელწოდების “სეპარატისტების” წინააღმდეგ. საქმე ეხება არა სეპარატისტებს, არამედ “ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას, რომელიც სრული დაშლის მდგომარეობამდე მიიყვანეს”. ცრუობენ, როცა ამბობენ, რომ “ავტოკეფალიის საკითხი წამოიჭრა ნაციონალურიდამოუკიდებლობისათვის პოლიტიკური ბრძოლის ნიადაგზე. არა! იგი გამოწვეულია თვით საეკლესიო ცხოვრებით. მშობლიური ეკლესიის აღორძინების დაცემის მდგომარეობიდან წამოყენების სურვილმა წარმოშვა ყველაზე მეტად სერიოზული ადამიანების გონებაში რუსი ეგზარქოსების ძალადობითა და უკანონობით დაკარგული ავტოკეფალიის დაბრუნების იდეა. “ნუ უარვყოფთ ნაღვლიან ფაქტებს”, რომ “რუსულმა სახელმწიფომ მართლმადიდებელი ქართველი ხალხის დაჩაგვრით ვერ გაამართლა ნათელი მოლოდინიდა ახლა მის დამუხრუჭებას ემსახურება…” მიუკერძოებლობა გვაიძულებს დავეთანხმოთ, – აცხადებს ავტოკეფალიის ერთ-ერთი მოწინააღმდეგე, – რომ ეს მოვლენები შემთხვევით ხდებოდა და უნდა ავხსნათ დროითა და პიროვნებებით და სხვ.” თურმე ყველა ბოროტება, რომელსაც ქართული ეკლესიის წინააღმდეგ ჩადიოდნენ რუსი ეგზარქოსები, შემთხვევითი ყოფილა! უცნაური დაცვაა!
“ავტოკეფალია რომ მივცეთ, რუსები განაწყენდებიან”, – აცხადებს ეგზარქოს ალექსის ყოფილი საეგზარქოსოს მოძღვარი-ადმინისტრატორი, – ახლა ხომ ამიერკავკასიაში ბლომად არიან რუსები…”
მაგრამ ქართველები არაქართულ გუბერნიებზე ხომ არ აცხადებენ პრეტენზიებს, თბილისის გუბერნიებში კი, სექტანტების ჩაუთვლელად, რუსების 11% მოდის, ხოლო მართლმადიდებელი ქართველები და ოსები 85% შეადგენს. თუ რუსებს სურთ თავიანთი ეპისკოპოსები ჰყავდეთ, ქართველები წინააღმდეგობას არ გაუწევენ. “ფოთი, ბათუმი, სოხუმი, ახალციხე რუსებმა იარაღით დაიპყრეს და რუსეთს შეუერთეს. ამ საზღვრებში ცხოვრობენ არაქართველი მართლმადიდებელი ტომები”(?!), – აცხადებს ყოფილი მოძღვარი-ადმინისტრატორი. “რატომ შევლენ ისინი ავტოკეფალურ ქართულ ეკლესიაში?” “ქართველებმა ისინი გააქრისტიანეს და მათი მართვის უფლება აქვთ”, – უპასუხა გაუთლელ ხუცესს უსამღვდელოესობა კირიონმა. ყველა ჩამოთვლილი ქალაქი საქართველოს მიწაზე დგას და დასახლებულნი არიან ქართველებით. ამ ქალაქებზე ხელშეუვალი უფლება აქვს რუსეთს და არა რუსულ ეკლესიას, რომელიც წმინდა კანონებით უნდა ხელმძღვანელობდეს. “განა ბერძნული სამწყესოები, რომლებიც ყარსის ოლქში 70-ია, თბილისის გუბერნიაში – 15, ქართველების მიერ ქრისტიანებად მოიქცნენ?” – მიმართავს მოძღვარი ვოსტორგოვი უსამღვდელოესობა კირიონს.
“რაკი ისინი ქართული ეკლესიის მიწაზე ცხოვრობენ, მას უნდა მიეკუთვნონ!” – უპასუხა უსამღვდელოესობა კირიონმა.
“მაგრამ ქართული ეკლესიის მიწა სახელმწიფოს შეადგენს სახელმწიფოში! მაშინ ჩვენ, ღმერთმა უწყის, საით წავალთ”. – თქვა ავტოკეფალიის დაუძინებელმა მოწინააღმდეგემ. “ბერძნები წინათაც ცხოვრობდნენ ქართული საკათალიკოსოს საზღვრებში”, – უპასუხა ეპისკოპოსმა, – “მათთვის დაარსებული იქნა ახტალის ეპარქია”. აქ კი ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის მოწინააღმდეგემ ხმა ჩაკმინდა. მაგრამ მაინც არ მოისვენა და განაცხადა: “1904 წლამდე საქართველოში ერთი სიტყვაც არ თქმულა ავტოკეფალიის შესახებ”. სინამდვილეში ქართველები 1881 წელსა (იხ. გაზეთი “ვოსტოკ”) და უფრო ადრეც ლაპარაკობდნენ. უსამღვდელოესობა სტეფანეს და ორი მოძღვრის მოწმობანი არასაიმედოა! ქართველებს შეუძლიათ ქართველების, ოსებისა და აფხაზების გარუსების ათასობით ფაქტი ჩამოთვალონ, მაგრამ თვით ქართველებს ამ საქმეში ბრალი არ მიუძღვით. რუსული იერარქიის მიერ დაჩაგრულებსა და დამონებულებს, სად შეეძლოთ ვინმეზე ძალადობა, ვინმეს გაქართველება, ტყუის მოძღვარი-პოლიტიკოსი – გამრუსებელი. დაე გაიხსენოს, 1892წ. რუსმა ეპისკოპოსმა აგაფოდორმა როგორ მონათლა თითქმის ათი ათასზე მეტი აფხაზი, რომელთა ენა მან არ იცოდა და არც მონათლულებმა იცოდნენ რუსული ენა; ეს ხომ უხეში მოტყუება იყო, რომელიც იმით დამთავრდა, რომ უსამღვდელოესობამ მიიღო სამ მილიონამდე მრევლი და თითქმის 25000 მან. ყოველწლიური შემოსავალი, ხოლო აფხაზებმა დაივიწყეს რა ნათლობის სახელები, ისევ მაჰმადიანებად დარჩნენ. 20 წელი მართავდნენ სოხუმის ეპარქიას ეპისკოპოსები და იმით გამოიჩინეს თავი, რომ სულდაშალეს მართლმადიდებლობა, რომელიც 35 წლის განმავლობაში აღადგენდნენ აფხაზური ენის მცოდნე ქართველი ეპისკოპოსები და ქართველი მისიონერები. თბილისში რომ 50 ათასი მართლმადიდებელი რუსია, მოსახლეობის აღწერით ეს არ ჩანს. თუ გამოვრიცხავთ სექტანტებსა და ჯარს, მაშინ თბილისში 54 ათას ქართველზე 20 ათასი სული რუსიც არ მოვა. საეჭვოდ მიიჩნიეს სტატისტიკური მონაცემებიც იმის შესახებ, რომ საქართველოში 82 ათასი ოსია. 1897 წ. აღწერის მიხედვით, საქართველიში 67 ათასი ოსი აღმოჩნდა. სულ სიცრუე, სიცრუე და სიცრუე!*[7]
მოძღვარმა ვოსტორგოვმა, სხვათაშორის, განაცხადა, რომ 1878 წ. “ტრაპიზონის ეპარქიიდან ყველა ბერძენი რუსეთში გადასახლდა”, სინამდვილეში გადასახლდა მხოლოდ 30 ათასი. ტრაპიზონოს ეპარქია არა მარტო არსებობს, არამედ 1902 წ. გაიყო ორად – ტრაპიზონისა დაროდოპოლისის ეპარქიებად; გვაცნობენ აგრეთვე 18 სომხური სოფლის მიერ მართლმადიდებლობის მიღებაზე, მაგრამ ამავე დროს აჩუმათებენ მათი უმრავლესობის განდგომას. ბერძნულ ეკლესიაზეც სხვადასხვა მონაგონს ჰყვებიან. ალექსანდრიის ეკლესიაში, ამბობს ანაფორიანი მოძღვარი, 1848 წ. იყო 70 ათასი მართლმადიდებელი, 3 მიტროპოლიტი, 9 არქიეპისკოპოსი, ხოლო 1855 წ.მხოლოდ 14 ათასი მართლმადიდებელიდა 2 ტიტულიანი მიტროპოლიტი”, ასე იწერება ისტორია. სინამდვილეში ალექსანდრიის ეკლესიაში 1848 წ. იყო ერთი მიტროპოლიტი და 14 ათასი ოჯახი და არა სული; 1855 წ. – 6 სამიტროპოლიტო. ამჟამად ალექსანდრიის ეკლესიაში 175 ათასამდე მართლმადიდებელია…
“ეგზარქოსების ხელისუფლების აქტიური გამოხატულება, – ამბობს ეპისკოპოსი ლეონიდე, – ძირითადად გამოვლინდა, “დევნაში ყოველგვარი ქართულისა”. განა ეს სიმართლე არაა? 1894 წ. რატომ დაკეტეს მთელი წლით თბილისის სემინარია და რატომ გამორიცხეს იქიდან 87 აღსაზრდელი, ისე რომ მათ არ დაუტოვეს რომელიმე სასწავლო დაწესებულებაში შესვლის უფლება? თანაც გარიცხულები, ეგზარქოსის თხოვნით, ადმინისტრაციის მიერ გასახლებულნი იქნენ თბილისიდან.
1905 წ. სამუდამოდ დაიხურა იმერეთ-სამეგრელოს სემინარია ქუთაისში. სემინარიის აღსაზრდელებს ბევრჯერ აყენებდა შეურაცხყოფას სემინარიის რექტორი არქიმანდრიტი სილვესტრი, რომელმაც სემინარია გაავსო სხვადასხვა სემინარიებიდან გამოდევნილი რუსი აღსაზრდელებით; სწორედ ამათმა ჩაუნერგეს ქართველ სემინარისტებს სოციალისტთა მოძღვრება. დაჭმუჭნეს რექტორის მიტრა. ტრაპეზიდან გადმოაგდეს წმინდა სახარება. გარიცხული იქნა 300-მდე სემინარისტი. სემინარისტები რუსულ სემინარიებში უფრო მეტად უპატიოდ იქცეოდნენ, მაგრამ არცერთი სემინარია სამუდამოდ არ დახურულა. ახლაც კარგად გრძნობენ თავს და თავიანთ მოსწავლეებში სოციალიზმს, ურწმუნოებასა დაათეიზმს ნერგავენ. რუსი მასწავლებლებიდან, მაგალითად, ისეთები, როგორიცაა ნედელსკი, ქართულ სამღვდელოებას “არამზადულს” ეძახოდნენ. ძმათმოძულეებისა დაშეუწყნარებლობის მსგავსი მაგალითები, ეპისკოპოს ლეონიდეს თქმით, ცოტა როდი იყო. ქართველ ერს შეურაცხყოფდნენ რუსი ეგზარქოსებიც, სემინარიის რექტორებიცა დაინსპექტორებიც და მასწავლებელთა სხვა პერსონალიც. თუ წინასაეკლესიო კრების კომისიაში ცოტას მოეკრა ყური ამის შესახებ, სამაგიეროდ, ეს კავკასიაში მცხოვრებმა ქართველი ხალხის ყველა მეგობარმა იცის.
ეგზარქოს ალექსის დროს ქართველ ეპისკოპოსებს, როგორც ეს იმერეთის მეუფემ განაცხადა, საკუთარი სემინარიის მართვის უფლება არ ჰქონდათ, რადგანაც რექტორი უგულვებელჰყოფდა თავის მღვდელმთავარს, თუკი ეგზარქოსი ალექსი “არ ბრძანებდა მის სემინარიაში შეშვებას”, ხოლო საეგზარქოსოს საეკლესიო-სამრევლო სკოლების ზედამხედველი ქართველ მღვდელმთავრებზე უფროსობდა. ბაქოში დეკანოზმა იუზვიცკიმ უსამღვდელოესობა კირიონი ტაძარში არ შეუშვა და ცხვირწინ მიუხურა კარები. რა თქმა უნდა, ამისთვის იგი დააჯილდოვეს. სიმართლეს ამბობს უსამღვდელოესობა ლეონიდე, რომ “რუსულ საეკლესიო მმართველობას რუსეთისადმი ერთმორწმუნე ხალხების მხოლოდ ჩამოშორებისა და შიშის გრძნობის აღძვრა შეუძლია. ტყუილად ხომ არ აქცია ზურგი დღევანდრელ რუსეთს ბერძნებმა, რუმინელებმა, სერბიელებმა. რუსეთმა დაივიწყა აღმოსავლეთის მართლმადიდებელი ხალხების წინაშე დადებული ვალდებულებები. ამიტომაცაა, რომ ყველა უბედურება და ფათერაკი დაატყდა თავს. სიმართლისათვის ღმერთი არ სჯის.
უსამღვდელოესობა სტეფანემ, რომელიც ქუთაისში იმერეთის სემინაარიის რექტორობის დროს განსაკუთრებით გამოირჩეოდა (ჟანდარმერიის წინაშე დაასმინა მცხოვანი დადამსახურებული დეკანოზი ღამბაშიძე), ვინც რუს ეგზარქოსებს მფარველობდა და იცავდა, განაცხადა, რომ “მხოლოდ რუსებს შეუძლიათ მიუკერძოებლად გაარჩიოს ამდენი სხვადასხვა ხალხის ინტერესების შეჯახების მიზეზები, მიუკერძოებლად გაანაწილოს მათი გავლენის სფერო; თანაც უნდა გვახსოვდეს, ის უზარმაზარი თანხა, რომელსაც რუსული ეკლესია ყოველწლიურად გასცემს თავისი საშუალებებიდან(?!) (800 ათას მანეთამდე წელიწადში) ამიერკავკასიის მართლმადიდებლური ეკლესიის შესაწევნად. ცრუ ლაპარაკი ვერ აცხონებს მეუფე სტეფანეს. მეუფემ უნდა იცოდეს, რომ ბერძნები, ოსები, აფხაზები ქართველი კათალიკოსების დროსაც ცხოვრობდნენ, მათზე ლოცულობდნენ და თავიანთ მშობლიურ ენაზე ასრულებდნენ ღვთისმსახურებას, რომ ქართველი კათალიკოსები დაეპისკოპოსები ყოველთვის და ყოველდროს სრულიად პირუთვნელად ექცეოდნენ თავიანთ მიწაზე მცხოვრებ ყველა ტომსა და ხალხს, არ ართმევდნენ ბერძნებს ეკლესიებსა დამონასტრებს და არც რუსებსა და არც სხვა გადმოსახლებულებს არ გადასცემდნენ.
უსამღვდელოესობა სტეფანემ არ უნდა ილაპარაკოს რუსთა პირუთვნელობაზე. დე, მეუფემ გაიხსენოს, როგორ ეპყრობოდა იგი ქართველ მასწავლებელთა პერსონალს, როდესაც იგი ქუთაისისა და თბილისის სემინარიებში რექტორობდა.
“რუსული ხაზინა, – ამბობს მოძღვარი ვოსტორგოვი, – ჩამორთმეული ადგილ-მამულების სანაცვლოდ ქართულ ეკლესიას ყოველწლიურად უხდის 125 000 მანეთს. შევნიშნავთ, რომ ეს მიწები 140 მილიონ მანეთადაა შეფასებული და სირცხვილით როგორ არ იწვიან ეს ქართველმოძულენი, როცა ქართულ ეკლესიას საყვედურობენ და მას უმადურობას აბრალებენ! რატომ გაძარცვეს ქართული ეკლესიები რუსმა ეგზარქოსებმა ისიდორემ დაევსევმა და რატომ არ უბრუნებენ სახელმწიფო ადგილ-მამულებს ქართულ ეკლესიას, როცა სომხურ-გრიგორიანულ ეკლესიას დაუბრუნეს? ეს კითხვა უპასუხოდ რჩება. რასაც ამჟამად ქართული ეკლესია რუსეთის სახელმწიფო ხაზინიდან ღებულობს, მისი საეკლესიო ქონების შემოსავლების 1% არ შეადგენს.
“ეგზარქოსულმა მმართველობამ, ამბობს უსამღვდელოესობა ლეონიდე, ძირი გამოუთხარა რუსი ეგზარქოსებისადმი ხალხის ნდობას და საერთოდ რუსულ სამღვდელოებას, და ხალხი მართლმადიდებლობას ჩამოაშორა, ქართველებში მართლმადიდებლობიდან გამოყოფისა დაკათოლიკურ უნიაზე გადასვლის აზრიც კი წარმოშვა”…
ქართველი ეპისკოპოსები, “დაწოლით სინოდალური კანტორისა”, რომლის წევრებიდან უმრავლესობა რუსები იყვნენ “უბრალოდ წამებულებად ჩაითვლებიან”. უსამღვდელოესობა კირიონი ჩიოდა, რომ ქართული ეკლესიების წარმომადგენლებს გაზეთებში ლანძღავენ. ამაზე მოგილევის კირ-სტეფანემ მკვახედ შენიშნა, რომ “ლანძღავენ “პატიოსანი პირები”, რომლებიც “თქვენ შგიძლიათ სასამართლოთი შეავიწროვოთ”. მაგრამ ამაზე მეუფე კირიონმა ღირსეულად უპასუხა: “არც თუ ისე კერძო პირები არიან…” მეუფეს გაზეთებში ჰკილავდადა ლანძღავდა საეკლესიო კრებულის კომისიის ერთ-ერთი წევრი, დანარჩენი წევრები კი ლოცავდნენ მლანძღველს. “როცა ქართული მღვდელმთავრობა დაიწყებს არაქართველი ტომების გაქართველებას, – ამბობს ქართველთა მოძულე კირ-სტეფანე – ატყდება საერთო შფოთი”. მაგრამ ქართულ სამღვდელოებას ეს დღემდე არ გაუკეთებია, არ იცავდა დაშემოინახა სახვადასხვა ხალხები, როგორიც არიან ბერძნები, ოსები და აფხაზები, სხვა მართლმადიდებელნი (თუ რუსებს გამოვრიცხავთ) საქართველოში არ არიან.
“მთელი ასი წლის მანძილზე რუს ეგზარქოსებზე ჩივილი ფერკმრთალდება იმ მოთქმის წინაშე, სოხუმიდან რომ ისმის” უსამღვდელოესობა კირიონის გამო, – აცხადებს მისი უბოროტესი მტერი და ამასთან ერთად მიმართავს ფაქტებს, რომლებიც თითქმის მის მიერ იყო გამოქვეყნებული გაზეთებში. “დაიწყეს ქართველების (?!) დანიშვნა სოხუმის ტაძარში, მოსახლეობაში გროვდება შუამდგომლობის ხელმოწერები ამ ტაძარში ღვთისმსახურების შემოღების შესახებ”. რა არის აქ დანაშაულებრივი? სოხუმში ხომ ქართველები უფრო მეტია, ვიდრე რუსები, რომლებსაც იქ თავიანთი ეკლესიები აქვთ. ხოლო ქართველებს – არა. ანდა, შეიძლება სტატისტიკური მონაცემები და მოსახლეობის აღწერა იტყუება? ქართველი ეპისკოპოსისგან ითხოვენ რუსული ენის ცოდნას, რუსისგან ქართული ენის ცოდნას – არა!
მოძღვარი ვოსტორგოვი თავის მოხსენებით ბარათში ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის შესახებ იმოწმებს ნ.ნ. დურნოვს, რომელიც ქართველ ეპისკოპოსებზე უფრო თანმიმდევრული იყო, როცა დაჟინებით მოითხოვდა ორი საკათალიკოსოს აღდგენას”. როგორც ცნობილია ნ.ნ. დურნოვო დაჟინებით კი არ მოითხოვდა, არამედ ორი საკათალიკოსოს აღდგენის მომხრე იყო. საეკლესიო საქმეებში იგი პოლიტიკას არ მისდევს, ხოლო რუსეთის სახელმწიფოს 1.500.000-მდე რუსეთის სულიერად მონათესავე ხალხის ეკლესიის ავტოკეფალია თუ აშინებს, დაე იყოს ორი: ივერიის, თბილისის გუბერნიის ფარგლებში, ორი დამოუკიდებელი სამთავრო – გორის და ალავერდი-ბოდბის ეპარქიებით, ორი რუსული და ბერძნული საქორეპისკოპოსოთი, მცხეთისა და ივერიის უნეტარესი არქიეპისკოპოსის მეთაურობით და იმერეთ-სამეგრელოს საკათალიკოსო ქუთაისის, ბათუმის გუბერნიის და სოხუმის ოლქის ფარგლებში, ჭყონდიდისა და გურიის-ჯუმათის ორი ეპისკოპოსით. რუს მართლმადიდებელ მოსახლეობას, მათი რიცხვი 10 ათასამდე ძლივს რომ აღწევს, შეუძლიათ დარჩნენ ქართული ენის მცოდნე ქართველი ეპისკოპოსის მორჩილებაში; მაგრამ, ამასთანავე, იგი გამოყოფილი უნდა იყოს განცალკავებულ საბლაღოჩინოდ. ასეთი დაყოფა მატერიალური თვალსაზრისითაც სასარგებლოა, რადგანაც საჭირო იქნებოდა მხოლოდ 2 სასულიერო სამმართველო, ეპისკოპოსები კი შეინარჩუნებდნენ კანცელარიას და უფლება ექნებოდათ თავიანთ საეპისკოპოსოშიდაენიშნათ მღვდლები და სხვ.
ქართული ეკლესიისათვის ავტოკეფალიის დაბრუნებას ან აღიარებას ითხოვს წმინდაკანონები, რომლის უგულვებელყოფისა და დარღვევის უფლება რუსულ ეკლესიას არ აქვს. ორივე ეკლესია ახლო ურთიერთობაში უნდა იყვნენ და ისე გაერთიანდნენ, რომ მათ შორის მარადიული სიყვარული, მშვიდობა, მეგობრობა და ერთიანობა იყოს.
მაგრამ ამაზე უნდა ზრუნავდეს არა ჩვენი სამეურვეო და ჩვენს მიერ დარღვეული ქართული ეკლესია, რომელიც ვერსად ვერ პოულობს მფარველს, არამედ რუსული ეკლესია, რომელსაცდანაშაული მიუძღვის თავისივე უფროსი და ჯვარმოსილი ქართული ეკლესიის ფათერაკებსა და უბედურებაში.
წინასაეკლესიო კრების კომისიაში განხილულმა ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხმა ყველა პირუთვნელი წევრი დაარწმუნა, რომ სამთავრობო სინოდი არღვევს ივერიის ეკლესიის უფლებებს. ავტოკეფალიის მოწინააღმდეგეთა მოსაზრებებმა არა მარტო ვერ გაუძლეს კრიტიკას, არამედ თვით მათი გამოკვლევები, ნაწილობრივ, მათ მიერ მოგონილ ყალბ საბუთებზე დაფუძნებული აღმოჩნდნენ. წინასაეკლესიო კრების კომისიის არც ერთ წევრს არ გახსენებია “ქართული ეკლესიის რუსულ ეკლესიასთან ნებაყოფლობითი შეერთების აქტი”. პირიქით, დამტკიცებული იქნა სახელმწიფო სინოდის მიერ ქართული ეკლესიის მოძალადეობრივი, არაკანონიკური დაპყრობის ფაქტი”, გენერალ ტორმასოვისა დასხვა სამხედრო და სამოქალაქო ჩინოსნების განკარგულების თანახმად, სახელმწიფო სინოდს, როგორც ეს ეპისკოპოსის კირიონის მოხსენებითი ბარათიდან ჩანს: “არ სურდაშერიგებოდა საქართველიში თავისი დამოუკიდებელი კათალიკოსის არსებობის შესაძლებლობას. იმპერატორ პავლე I წყალობის სიგელში კი ნათლადაა ნათქვამი “არ შეეხოთ ქართული ეკლესიის პრივილეგიებს….”
ეკლესიის ისტორიაში ავტოკეფალიის გაუქმების არაერთი შემთხვევა ყოფილა – პეჩი-სერბიის, ოხრიდის, მაგრამ ეს ეკლესიები კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს თავიანთი მღვდელმთავრების საეკლესიო კრების დადგენილების შემდეგ შეუერთდნენ, რაც არ მომხდარა ქართული ეკლესიის მიმართ. ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის მოწინააღმდეგეებს, უპირველეს ყოვლისა, მხედველობაში უნდა ჰქონოდათ, რომ ოდითგანვე ავტოკეფალური ეკლესიის მართვა მხოლოდ წმინდა კანონების თანახმად შეიძლება და არა მისი საწინააღმდეგო მოქმედებით, რაც კირ-“უპირველესმა” – კარგად უნდა იცოდეს. ძალადა უცოდინარობა უფლებას არ წარმოადგენს.
სამთავრობო სინოდის ალექსანდრე პირველისადმი 1811 წ. წარდგენილ მოხსენებაში “მინიშნებაც კი არ ყოფილა იმ საეკლესიო კანონების არსებობის შესახებ, რომლებიც კრძალავენ ერთი მთავარი ეკლესიის დამორჩილებას მეორე ასეთივე ეკლესიისადმი. სინოდის განკარგულება არღვევს მთელ რიგ ზოგადსაეკლესიო კანონებს, რომლებიც მკაცრად იცავენ უფლებათა ხელშეუხებლობას და საეკლესიო სფეროს, პატრიარქების, ეპისკოპოსების და პრესვიტერიანელების პრივილეგიებს. ეგზოტიკური სამოქალაქო ხელისუფლების დამყარება რომ ვერ ამართლებს ქვეყანაში ეგზოტიკური საეკლესიო მმართველობის შემოღებას, ჩანს საყოველთაოდ ცნობილ III მსოფლიო საეკლესიო კრების 8 წესიდან, რომლებიც კიპროსის ეკლესიას შეეხება და სავსებით მიესადაგება ქართული ეკლესიის მდგომარეობას XIX საუკუნეში….”
“პავლე I (1801 წ. 18 იანვარი) და ალექსანდრე I (ამავე წლის 12 სექტემბერი) ბრძანებულებებში ერთი სიტყვაც არაა ნათქვამი ქართული ეკლესიის რუსული ეკლესიისადმი დამორჩილების ან შეერთების შესახებ”. სინოდის ანტიკანონიკური განკარგულებით დარღვეული იქნა არა მარტო მსოფლიო საეკლესიო კრების, არამედ ქართული ეკლესიის ადგილობრივი კრებების დადგენილებანიც, ისე როგორც საქართველოს სამოქალაქო კანონები, რომლებიც მაშინ სინოდის გადაწყვეტილებით მოქმედებდნენ….” “რუსული საეკლესიო ხელისუფლების განკარგულებით ქართული ავტოკეფალური ეკლესიის სფეროს, მით უმეტეს სამოქალაქო ხელისუფლების, დამორჩილებას, ან შეერთებას, ადგილი არ უდა ჰქონოდა. ამისთვის აუცილებლად იყო საჭირო მთელი ივერიის ეკლესიისადა ხალხის საკრებულოს ანუ უმაღლესი სამღვდელოების, კრებისა და ერის კაცებისდადგენილება და დადგენილება მსოფლიო საეკლესიო კრებისა, რომლის წევრადაც IV საუკუნიდან ითვლება ეკლესია ივერიისა…”
“უძველესი ივერიის საკათალიკოსოს გაუქმება, მეფის ვაჟისა და ძმის, იშვიათი თვისებების მქონე, საზოგადოების მიერ ფრიად პატივცემულ, სამისდღეშიოდ კათალიკოსად არჩეულ 46 წლის ანტონ II დამხობა და რუსეთში გაძევება, სადაც მან კიდევ 19 წელს იცოცხლა, ბევრი საეკლესიო დადგენილების დარღვევა იყო.
სიმართლისმოყვარე და ეკლესიის კეთილმსახური ქომაგები მტკიცედ დგანან ივერიის ეკლესიის უფლებების დასაცავად, ქედს იხრიან მისი გმირობებისა და ქრისტეს წამებათა წინაშე. ყველაფერი ეს ჯვარმოსილმა ეკლესიამ თავისი გმირობებითა და წამებანით აღბეჭდამთელი 12 საუკუნის მანძილზე. მან იცის, რა აქვს სადიდებელი და რით იამაყოს. რომ არ ყოფილიყო ბერძნული და ქართული ეკლესიები, არც იქნებოდა რუსული მართლმადიდებელი ეკლესიაც. ქართული ეკლესიის ისეთი უდიდესი აღმსარებლობითობა გააჩნია, რომ მის წინაშე მოწიწებით უნდა დავხაროთ თავი, ღირსებითა და პატივისცემით უნდა მოვეპყრათ, უნდა დავემხოთ მისი დიდი წმინდანების წინაშე; არ უნდა შევურაცხყოთ, ისე, როგორც აკეთებდნენ უვიცი, უკეთურად აღზრდილი წინასაეკლესიო კრების კომისიის ზოგიერთი წევრი. ასე გვგონია, რომ მათ ღმერთი დაავიწყდათ.
ჯერ კიდევ არსებობს ქართული საეკლესიო საკითხის სამართლებრივი გადაწყვეტის გზა – გზა ურთიერთშეთანხმებისა, ე.ი. სიყვარულზე, ნდობაზე, კანონიკური უფლების სიმართლეზე დაფუძნებული ორმხრივი აქტისა. მაგრამ ამ გზას ამაყი და პატივმოყვარე სამთავრობო სინოდი არ დაადგება. იგი დაელოდება ქართული ეკლესიის განხეთქილებასდა სანამ უფრო ადრე მოხდება ეს, მათდა სასიამოვნოდ, რომლებიც ქართველებს სეპარატიზმსა და ღალატში სდებენ ბრალს, მით უფრო უკეთესი იქნება წმინდა ეკლესიის მტრებისთვის. ივერიის ეკლესია თავისი შვილების კეთილმსახურებით, რწმენითა დაზნეობით უფრო იფურჩქნება.
“წინასაეკლესიო კრების კომისიამ ისე დააყენა საქმე, ამბობს უსემღვდელოესობა ლეონიდე, რომ ქართველებს პირდაპირი და განსაზღვრული მითითება მიეცათ მასზე, რომ რწმენის, სინდისისა და საეკლესიო მართვის თავისუფლებას, რომლითაც დაუბრკოლებლად ტკბებიან მათი მეზობლები – სომხები, კათოლიკები, მაჰმადიანები და სხვები, მოიპოვებენ გაბატონებულ რუსულ ეკლესიასთან ყოველგვარი ანგარიშისა და კავშირის გაწყვეტით. დაეს, სამწუხაროდ, ასე მოხდება; ქართული ეკლესიის რუსულ ეკლესიასთან განხეთქილება აუცილებლად მოხდება. თუ რუსული ეკლესია არ მოუსმენს თავისი უფროსი დის კანონიერ სურვილებს და საეკლესიო ერთიანობის ინტერესებისა გამო, არ დაეთანხმება ახლავედაუბრუნოს მისი პირვანდელი მართველობის წყობა. ეს აზრი კანონიკურად განავითარა კანონისტმა ნ.ა. ზაოზერსკიმ: “სხვადასხვა ადგილობრივი ეკლესიების თავისთავადობას, რომლებიც შეადგენენ ერთიან მსოფლიო ეკლესიას, გააჩნია თავისი საფუძველი, როგორც საღვთო წერილებში, ასევე თვით ეკლესიის უპირველეს საკანონმდებლო აქტებში. ეკლესიისდამაარსებელმა თავის მოციქულებს უბრძანა სახარება ექადაგნათ ყველა ხალხისთვის, ისე რომ არ შეხებოდნენ მათ საზოგადოებრივ წყობას. მოციქულები სხვადასხვა ქვეყნებში აარსებდნენ ადგილობრივ ეკლესიებს და უყენებდნენ მღვდლებს, მათ საშუალებას აძლევდნენ ერთმანეთთან დაემყარებიათ რელიგიური ურთიერთობა ადგილობრივი საზოგადოებრივი პირობების მიხედვით. ამგვარად მოციქულების სიცოცხლეშივედაარსებული იქნა რამდენიმე ეკლესია სრული დამოუკიდებელი მმართველობით…”
საინტერესოა ქართული ეკლესიის მტრების მოსაზრებანი მისი ავტოკეფალიის შესახებ. ერთ-ერთი ქართველთმოძულე ეპისკოპოსი ყურადღებას მიაქცევს იმას, რომ ”ქართულ ეკლესიას რუსულ ეკლესიასთან შეერთებამდე გააჩნდა თავისი ტერიტორიალური საზღვრები, რომლებშიაც იგი ანხორციელებდა თავის ძალაუფლებას ამ ტერიტორიაზე მცხოვრებ მართლმადიდებლური რწმენის ყველა ტომზე”. ახლა სად გაქრა ეს ტერიტორია? ის არ გამქრალა და ქართული ეკლესია “გაერთიანდა რა იმერეთ-აფხაზეთის ეკლესიასთან 1795 წელს, დარჩა იმავე საეკლესიო საზღვრებში, როგორც მანამდე იყო”. რაც შეეხება ამიერკავკასიის 4 არაქართულ გუბერნიას, ქართველებს მათზე არა აქვთ პრეტენზია. რუსულ ეკლესიას შეუძლია თავისთვის წაიღოს ისინი. უსამღვდელოესობა სტეფანემ მშვენივრად იცის, რომელ ავტოკეფალიაზე საუბრობენ ქართველები. მათ არ უნდათ რუსული სისხლით შეძენილი და ქართველებით დაუსახლებელი კავკასია. რაც შეეხება ოსებს, აფხაზებს, ბერძნებს – ისინი თბილისის გუბერნიასა და აფხაზეთში, კავკასიაში რუსების გამოჩენამდე რამდენიმე საუკუნით ადრე ცხოვრობდნენ. ამასთანავე ისინი ქართველების მიერ განათლებული არიან წმინდა სარწმუნოების ნათელით; ხოლო ბერძნებს თავიანთი ეპისკოპოსები ჰყავდა და შეუძლიათ მომავალშიც იყოლიონ, როგორც კი ქართველებს თავიანთი ეკლესიის ავტოკეფალიას დაუბრუნებენ.
პროფ. მ.ა. ოსტროუმოვი “ამჟამად ავტოკეფალიისთვის ვერ პოულობს ვერავითარ კანონიკურ საფუძვლებს, რადგანაც ისტორიიდან ასი წლის თვითნებური დევნისა დაუკანონობის ამოშლა არ შეიძლება. მაგრამ ნუთუ პროფესორი ფიქრობს, რომ ამაზე შეიძლება სამართლის დაფუძნება? “ჩვენ ახლა გამოვდივართ იმ შეხედულებებიდან, რომ არის განსაკუთრებული ქართული სამღვდელოება”, რაც პროფესორმა არ იცოდა, თუმცა რაღაცისა გამო დოქტორის ხარისხი კი მიიღო. “ამ ეკლესიამ როგორ შეძლო თავისი თავისდამოუკიდებლად გამოცხადება და თანაც სარჩელის წარდგენა? რანაირად შეიძლებოდაშექმნილიყო ეს თავისებური ფრაქცია, რომელიც წინაღუდგა რუსულ ეკლესიას, როცა აქამდე საკუთრივ ერთი მხარე – რუსული ეკლესიაა, რომლის შემადგენლობაში განუყოფლად შედის ქართული ეკლესია. ეს იმას ნიშნავს, აცხადებს მ.ა. ოსტროუმოვი, რომ ქართული ეკლესია თავის ფიქრით რუსული ეკლესიიდან გადის. რა უფლებით?” გადის კანონიკური, ისტორიული და ეთნოგრაფიული უფლებით, რაც ბატონმა პროფესორმა არ იცის. ეს უმეცარი რას ასწავლიდა სტუდენტებს აკადემიაში?..
ამჟამად კავკასიის ადმინისტრაციის სხვადასხვა კუთხის სომხებთან ლაციცის შედეგად (სომხებს ჩუქნიან სკოლებს, ეკლესიებს) ქართველები, რომლებიც სძულთ ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, უუფლებო და დევნილ ხალხად გადაიქცნენ. სომხების დაშნაკთა რევოლუციურ პარტიას ძალიან სურს კავკასიაში ხელისუფლების აღება დასახელმწიფოსთვის თავის კანონების მიწერა. ბაქოში დაშნაკები უკვე ბატონ-პატრონები გახდნენ და სახელმწიფო სათათბიროში სამი რევოლუციონერი გაგზავნეს. იგივეს გაკეთება აიძულეს ქართველებსაც, რომლებსაც არ დავიწყებიათ 1905 წ. გურიის დარბევა მაჰმადიანი ფანატიკოსის გენერალ ალიხანოვის უფროსობით.
სომხების მფარველობითა და მხარდაჭერით რუსული ადმინისტრაცია კავკასიაში რუსების წინააღმდეგ ამხედრებს ქართველებს, რომლებიც მანამდე სიყვარულითა და მეგობრობით იყვნენ განწყობილნი ყოველი რუსისადმი, ახლა კი საერო და სასულიერო რუს ჩინოვნიკებში მხოლოდ თავიანთ მტრებს ხედავენ. ჯერ კიდევ 1890-იან წლებში რუსი მწერალი ვ.ლ. ველიჩკო კავკასიის ადმინისტრაციას აფრთხილებდა სომეხი რევოლუციონერების თაობაზე, მაგრამ ველიჩკო თავადმა გოლიცინმა თბილისიდან გაასახლა და გაზეთი “კავკაზი” თავის მეგობარ სომხებს ჩააბარა. სომხებმა ზოგიერთი სომხური რევოლუციონური სიმღერა ქართულ ენაზე გადაიტანეს და ქართველებს აიძულებდნენ ქართულ დღესასწაულებზე ემღერათ. სხვადასხვა დაპირებებით თავბრუ დაახვიეს ქართველებს. კავკასიაში პეტერბურგის დიდი გაზეთის “ზატერიანნის” ერთი ცნობილი თანამშრომელი, რომელიც მუდამ თავს ესხმის ქართველებს, გარშემორტყმულია სომეხი მეგობრებით. გაზეთს კი მისი სჯერა. ახლა სომხები ცოდვილობენ თბილისში პოლიტექნიკუმის შესაქმნელად, რომელსაც თვითონვე ავსებენ და რუსებსა და ქართველებს შიგ ცხვირს არ შეაყოფინებენ. შორს არაა ის დროც, როდესაც ყველა მიწა სომხების ხელში გადავა (უკვე მოასწრეს გაკოტრებული ქართველი მემამულეებისაგან ასეული ათასი დესეტინის შესყიდვა), ნაფიც მსაჯულთა დაერობის სასამართლო სომხური გახდება და წარმოიქმნება არა რუსული და არა ქართული მეფობა ამიერკავკასიაში, არამედ სომხური. ქართველებს, თათრებს ჯერ კიდევ გული არ გატეხიათ რუსულ სასამართლოზე, მას მეფის სასამართლოს ეძახიან, მაგრამ სომხურ სასამართლოს არავინ არ ირწმუნებს.
რამდენიმე წლის წინ მთავრობამ ახალციხის ქალაქის სათათბიროს მოთხოვა, ადგილი გამოეყო მართლმადიდებელი ტაძრის ასაშენებლად, თანაც ქალაქის ცენტრში ერთ მოტიალებულ ადგილზე მიუთითა. მაშინ სომხეთის სათათბირომ გადაწყვიტა, რომ ეს ადგილი გაეცათ გასართობი დაწესებულებისათვის, ხოლო მართლმადიდებელი ტაძრის ასაშენებლად ხანდაკს იქით გამოჰყო ადგილი, სადაც ნაგვსა და უწმინდურობას ყრიდნენ. მიუხედავად ამისა, ჩვენ სომხებს პატივსა ვცემთ!
მთელი კავკასია ავსებულია პოლონელი, გერმანელი, სომეხი ჩინოვნიკებით, რომლებიც რუსულ საქმეს იმით აკეთებენ, რომ ქართველებზე, როგორც მართლმადიდებლებზე, ღვარძლიანად იყრიან ჯავრს. ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინათ, თბილისში პოლიცმეისტერად იყო ებრაელი ცისი, ხოლო პოლიციის უფროსად მონანიებული რევოლუციონერი ებრაელი გუროვიჩი. ჩვენ კი ყველა ქართველების ღალატზე ვჩივით.
ეკატერინე II, პროფ. ა.ა. ცაგარელის სიტყვებით “ქართული ტომის ხალხების გაერთიანებაში ზარალს კი არა, სარგებლობას ხედადა, რადგანაც მხოლოდ მტრებს თიშავენ, ხოლო მეგობრებს აერთიანებენ რათა მყარი და საიმედო დასაყრდენი იქონიონ. რუსეთში კი 1885 წლიდან ცდილობდნენ, ოსებისა და აფხაზების ქართველებზე მისისინებას. ისიც კი მოიფიქრეს, რომ სამურზაყანოში (ადგილ-მდებარეობა სოხუმის ოლქში), რომელიც მხედართმთავარ მურზაყანის სახელს ატარებს, განსაკუთრებული სამურზაყანული ენა შემოეღოთ. ამ ენაზე კი არავითარი დამწერლობა, არცერთი წიგნი არ არსებობს. სამურზაყანოს ეკლესიებში რუსი ხუცესები ჩააყენეს. ამ საქმეში განსაკუთრებული ღვაწლი გასწია მცირე განათლების მქონე რუსმა ეპისკოპოსმა არსენიმ. უსამღვდელოესობა კირიონმა სამურზაყანოს მეგრულ მოსახლეობასთან ქართულ ენაზე განაახლა ღვთისმსახურება დახალხმა დაიწყო ეკლესიაში სიარული.
დეკანოზ ი. ვოსტორგოვმა სამხრეთ-საქართველოს ეპარქიის, რომელიც პოლიტიკურად ბიზანტიისკენ იყო გადახრილი, თაობაზე თქვა, რომ “ისინი მოწყდნენ ქართულ საკათალიკოსოსაც”, რომ ამასთან კრების აქტები და ხელმოწერები არ იყო…” “შინაური საქმისა და შინაგანაწესის აქტივისათვის საეკლესიო უქონლობას რატომ თვლიან არაბუნებრივად ქართული ეკლესიის ერთიან რუსულ სახელმწიფოსთან შეერთებისას? – აცხადებს იგი. – რატომ გლეჯენ ისტორიულ მოვლენებს წინა და მომავალი მოვლენების მთლიანი ჯაჭვიდან?” მოძღვარი ვოსტორგოვი, როგორც ჩანს, არაა გაცნობილი იმ აქტებს, რომლებიც გამომდინარეობს, პოლიტიკური ვითარების გამო, ავტოკეფალური ეკლესიების ერთი ან რამდენიმე ეპარქიის სხვა ეკლესიაზე გადასვლის შემთხვევაში. მას ვურჩევთ, გაეცნოს 1878 და 1882 წ.წ. პატრიარქის მიერ ნებადართულ აქტებს, რომლებიც გამოცემულია თესალიის ეპარქიის ელადის ეკლესიაში, ძველი სერბიის 3 ეპარქიის სერბიის ეკლესიაში, ტულჩინსკის საეპისკოპოსოს რუმინეთის შემადგენლობაში გადასვლისა გამო. ეპისკოპოსი, რომელიც არ მიიღებს თავისი უზენაესი მღვდელმთავრის ნებადართულ სიგელს, არ შეიძლება დაემორჩილოს მეორე ავტოკეფალური ეკლესიის მღვდელმთავარს. საოცარია, რომ წინასაეკლესიო კრების არც ერთ წევრს ამ ყველასათვის ცნობილ ჭეშმარიტებაზე სიტყვა არ დაუძრავს.
ბიზანტიის იმპერიაში იყო 5 საპატრიარქო და 2 ავტოკეფალური არქისაეპისკოპოსო; სერბიის სამეფოში ორი: პეჩისა და ოხრიდის; ავსტრია-უნგრეთში ისინი ხუთნი არიან, მაგრამ ყველანი, როგორც მართლმადიდებელნი, ერთიანობაში იმყოფებიან, რაც ნამდვილად სურს ქართულ ეკლესიასაც, რომელსაც არასდროს არ უფიქრია რუსულ ეკლესიასთან გათიშვასა და განხეთქილებაზე.
“ყველა ეგზარქოსი რატომ გამორბის საქართველოდან? რა არის ამის მიზეზი?” – ეკითხება უსამღვდელოესობა პროფ. ნ.ნ. გლუბოკოვსკი და ამ კითხვაზე ღებულობს სამართლიან დალოგიკურ პასუხს: “იმიტომ, რომ, არ ჰქონდა სამწყსოსთან კავშირი. იმიტომ, რომ ისინი ვერ შეეთვისნენ”, თანაც მათ მდიდარი რუსული ეპარქიები აცდუნებდნენ.
აი, როგორ უწოდებს ქართველებს მოძღვარი ვოსტორგოვი: “სიცრუეზე, გამცემლობაზე დასისხლზე გაზრდილი ბარბაროსები, უმადურნი, მუხანათები, უსირცხვილონი და ბრძოლის საშუალებებში გაუგებარნი”. მოძღვარი ბუტკევიჩი, რომელიც არასოდეს არ ყოფილა საქართველოში, ამტკიცებს, რომ საკუთრივ საეკლესიო საქმე საქართველოში ავტოკეფალიის ბოძების შემთხვევაში დაიღუპება”, ამიტომ საქართველოს ეკლესიას არ უნდა მიეცეს ავტოკეფალია, იგი უნდა დავტოვოთ რუსი ეგზარქოსების მეურვეობის ქვეშ. ბრძნული გადაწყვეტილებაა!
დიდად საინტერესოა მოძღვარ ვოსტორგოვის საანგარიშო ბარათის ზოგიერთი ადგილი: “ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის ზოგიერთი საკითხისათვის”. პეტიციებში, შენიშნავს იგი, თითქოს მოთავსებულია ისეთი “მოთხოვნები, როგორიცაა მღვდელთა მეორედდაქორწინება (რაც არაა აკრძალული, როგორც კი მღვდელი ანაფორას გაიხდის), ქალთა მეფსალმუნეობის დაშვება (?) და ა. შ. ამგვარი ხასიათის კითხვები საქართველოში შეიძლება გადაწყდეს სხვანაირად, ვიდრე რუსეთში.
როგორ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან ერთიანი რუსეთის იმპერიის მართლმადიდებელნი, თუ ისინი ერთი ავტოკეფალიის რაიონიდან დროებით მეორეში გადასახლდებიან?” რაკი ქართული ეკლესია ავტოკეფალურია, მაშინ მღვდელთა მეორედ დაქორწინებისა და ქალთა მეფსალმუნეობის პეტიციები რუსული ეკლესიის საქმე არაა და მის გადაწყვეტილებას არ ექვემდებარება. მეფსალმუნე ქალები მოძღვარმა ვოსტორგოვმა ქალ დიაკვნებთან გააიგივა. მეფსალმუნეთა ინსტიტუტი, რომელიც რუსულმა ეკლესიამ დასავლეთის ეკლესიიდან გადმოიღო, ქართველები, ალბათ, მას მედავითნეებით ანდა დაქირავებული მგალობლებით შეცვლიან. თუ ქართველი მღვდლები მეორედ დაქორწინდებიან, მაშინ ქართული ეკლესია გაემიჯნება ერთიან მართლმადიდებელ ეკლესიას და მართლმადიდებელს არ მოუხდება, არამართლმადიდებელ ქართულ ეპისკოპოსს დაემორჩილოს. ქართულ ეკლესიაზე ცილისწამებაში ნამეტნავად ხომ არ შეტოპა მოძღვარმა.
აი, რას მოწმობს XVIII საუკუნის დოკუმენტები საქართველოსა და მისი ეკლესიის შესახებ: “რწმენის სითბო ქართველებში უდიდესია, ამიტომაა, რომ ისინი სრულიად რუსეთის საიმპერატორო სასახლის მიმართ მონდომებულნი და რუსი ხალხისადმი კეთილგანწყობილნი არიან”. ასეა ნათქვამი 1786 წ. ეკატერინე II საგარეო საქმეთა კოლეგიის მიერ წარდგენილ მოხსენებით ბარათში.
“რუსეთმა ამიერკავკასიის მხარეში მხოლოდ მაშინ მოიკიდა მტკიცედ ფეხი, როცა საქართველომ სტუმართმოყვრულად გაუხსნა რუსებს თავისი სახელმწიფო საზღვრები; ამგვარად, არამარტო კავკასიის მთიელების დამორჩილება, რომლებიც სასაზღვრო ხაზებს აცამტვერებდნენ, არამედ შუა აზიის და ამიერკავკასიის მხარის დაპყრობაც ბუნებრივი შედეგია 1783 წ. ქართული ხელშეკრულებისა. რუსეთთან კავშირს, ამბობს პროფ. ა.ა. ცაგარელი საქართველომ შესწირა თავისი ოცსაუკუნოვანი სახელმწიფოებრიობა, 15 საუკუნოვანი ეკლესიობრიობა. რწმენა ქრება და ხალხი, როგორც ასეთი, რა თქმა უნდა, დიდხანს ვერ შეძლებს არსებობას “რამეთუ არა პურითა ხოლო ცხონდების კაცი, არამედ სიტყვითა, რომელიც გამოვალს პირისაგან ღმერთისა”. ესაა პროფესორის პასუხი სასულიერო “ორატორისადმი”, რომელმაც საქართველოს “უმადური” უწოდა. “ახლა ისმება კითხვა, ვინაა უმადური და ვინ ვისთვისაა კეთილისმყოფელი?”
“ქართული ეკლესია, შენიშნავს პროფესორი ნ.ი. მარი, რომელმაც ყველაზე საშინელ პოლიტიკურ გამოცდებს გაუძლო და მართლმადიდებლობა წმინდად შემოინახა, ყოველმა მართლმადიდებელმა ახლოს უნდა მიიტანოს გულთან. აქ კი ეჭვობენ, საჭიროა თუ არა ქართული ენის შესწავლა და ეს სეპარატიზმთან ხომ არ მიგვიყვანს”. “ერთმორწმუნე რუსეთთან თავისი ბედის შეერთების აზრისა და გადაწყვეტილებისათვის, კრიტიკულ მომენტში რუსი ჯარების მიტოვებული საქართველო, შაჰ-აბასის დროს სისხლის ნიაღვრებით აივსო და ცეცხლს მიეცა. იგივე გააკეთა ეკატერინე II საბერძნეთის მიმართ, როცა რუსული ფლოტი აჯანყდა და ბერძნებს იარაღი მისცა, თვითონ კი ჩესმში წავიდა.
მიუთითებენ ქართველი მღვდლების მიერ ეგზარქოსებისადმი გაგზავნილ წერილებზე, რომლებშიც ისინი იმუდარებიან, ჩვენ სახელებს ნუ გასცემთ და ავტოკეფალიის საკითხს ხელოვნურად უჭერენ მხარს და ავტოკეფალია ვნების მეტს არაფერს მოიტანსო. რა ვუყოთ, ყოველ ხალხში მოიძევება მოღალატეები და გამცემლები.
კარგი მღვდლები კი ყოფილან, თავის მრევლის წინააღმდეგ მიდიან და თავიანთ სახელებს მალავენ?.. ისინი წერდნენ პეტიციებს? განა ეგზარქოსებმა მათი ხელწერა არ იციან?
კირ-“უპირველესის” საბოლოო სიტყვა ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის გამო პირმოთნე იყო. იგი მსგავსი იყო პეტერბურგის მწყემსმთავრის ყველა მოქმედებისა, რომელმაც არ იცოდა რომელ პარტიას მიმხრობოდა, ვისთვის და როგორ ემსახურა, ისე, რომ მგლები მაძღარნი ყოფილიყვნენ და ცხვრები უვნებელნი. “ვფიქრობ, აცხადებს მეუფე, რომ კანონიკური და ისტორიული თვალსაზრისით ქართული ავტოკეფალიის აღდგენაც შეიძლება და არააღდგენაც, მაგრამ საკითხი განხილული უნდა იქნას პრაქტიკული თვალსაზრისით”. სხვანაირად რომ ითქვას, შეიძლება დარღვეული იყოს წმინდა კანონებიდა შეიძლება დაცულიც, ვის როგორ აწყობს. და ამას ამბობს “წინამძღოლი” (?), როგორც ის თავის თავს უწოდებს, რუსული ეკლესიისა? მაგრამ ქართული ეკლესია სრულებითაც არ თხოვს კირ-“უპირველესს” ავტოკეფალიის აღდგენას, რადგანაც მისთვის არსებობს წმინდაკანონები, რომელზეც აფუძნებს თავის ავტოკეფალიას. იგი სამთავრობო სინოდს თხოვს – ნუდაარღვევს წმინდა კანონებს და ამიტომ ცნოს ქართული ეკლესიის ავტოკეფალია, ვინაიდან იგი სქიზმური არაა და ბულგარულ ეკლესიასთან არავითარი ურთიერთობა არა აქვს. მიტროპოლიტ ანტონს ეშინია, “ავტოკეფალიისადმი მისწრაფებაში თუნდაც შეუცნობლად, ხომ არ იმალება დროის რევოლუციური და ნიჰილისტური მიმართულება (აი, საით შეტოპა მეუფემ!). ხედავთ, ქართველებმა მღვდლებისთვის ორცოლიანობა, იერარქიის შესუსტება დასაერო სამოსელის გადაცემა მოინდომეს (ეს ხომ, მეუფეო, 1880-იანი წლების რუსი ხუცეს-ნიჰილისტების ნაბოდვარია. იხ. პოპოვიცკის მიერ გამოცემული “საეკლესიო საზოგადოებრივი მოამბე”) თქვენ კი ქართველებს ადანაშაულებთ. თუ ქართველები ხუცესების ორცოლიანობას შემოიღებენ, ისინი მწვალებლები, ერეტიკოსები იქნებიან დაარამც და არამც მართლმადიდებელნი, ეჰ, მეუფეო, თანაც დოქტორი არ ბრძანდებოდეთ, მხოლოდ, როგორც ჩანს, არა მართლმადიდებლური, არამედ პროტესტანტული ღვთისმეტყველებისა. ეკლესიის ჭეშმარიტი ქომაგი აი, რას ეტყოდა ქართველ ეპისკოპოსებს: “თქვენ სახელოვანი, ქრისტესთვის ტანჯული ჯვარმოსილი ეკლესიის სახელით თხოვნით მოხვედით რუსეთის სინოდთან, რათა ეცნო თქვენი ეკლესიის ავტოკეფალია. თქვენი უძველესი ავტოკეფალიის დარღვევაში ჩვენ მიგვიძღვის ბრალი, ისევე როგორც თქვენი მრავალტანჯული ეკლესიის მამულებისა და საგანძურების მიტაცებაში დამნაშავენი არიან ჩვენს მიერ დაყენებული ეგზარქოსები. ჩვენ ვასრულებთ თქვენს სურვილს, ვინაიდან არა გვაქვს ღვთისმიერი კანონების დარღვევის უფლება. ჩვენ არ გვსურს თქვენს ეკლესიასთანდაშორება, რადგანაც ჩვენი რჯული, ეკლესია თქვენი ეკლესიითაა დიდებამოსილი. თქვენმა ეკლესიამ ექვსი საუკუნით ჩვენზე ადრე მიიღო ქრისტიანობა, სამი მოციქულით დასხმული თქვენი ეკლესია ავტოკეფალურ ეკლესიათა შორის ყველაზე უფრო ბრწყინავს ღვთისმოშიშობით, რწმენით, აღმასრულებლობით და საღვთო საქმეებით. ჰოდა, ვილაპარაკოთ არა ავტოკეფალიაზე, რომელსაც ჩვენ ვცნობთ, არამედ იმაზე, როგორ ავიყვანოთ მაღალ დონეზე თქვენი ჯვარმოსილი ეკლესია, ავამაღლოთ მისი მნიშვნელობა მართლმადიდებლურ სამყაროში, აღვადგინოთ უკვე 95 წლის განმავლობაში გაუქმებული სამღვდელმთავრო ტრაპეზები და ერთმანეთთან დავაკავშიროთ, ორთავე ეკლესია – ჩვენს მიერ გაძარცული უფროსი, ქართული და უმრწემესი, მაგრამ მატერიალურად მდიდარი, რუსული. ჩვენს რუსულ ეკლესიას დანაშაული მიუძღვის თქვენი ეკლესიის გაღატაკების საქმეში… დაე ერთიანი მართლმადიდებლური ეკლესიის სადიდებლად ქართულმა ეკლესიამ შემოინახოს თავისი უძველესი ეკლესიურ-ხალხური ადათ-ჩვევები, თავისებურებები და თავისი ენა და აღადგინოს და განავრცოს ქართული საეკლესიო კულტურა”. სამწუხაროდ, ჩვენი ანტიკანონიკური “უპირველესი” ამას ვერც მოიაზრებდა დავერც იტყოდა, ხოლო მიტროპოლიტი, რომელიც რუსული სინოდის მოქმედებას ქართული ეკლესიის მიმართ ყოველთვის ანტიკანონიკურად თვლიდა, აი რას იტყოდა: “ჩვენი რუსული ეკლესია, როგორც ამაში ბევრი ქართველია დარწმუნებული, არის “მწვალებლური”, სასულიერო-წოდებრივი ეკლესია, რომელიც თავის წოდებრიობაზე უფრო ზრუნავს, ვიდრე ხალხზე; ჩვენი სასულიერო-წოდებრივი მწყემსმთავრები და მღვდლები, რომლებსაც ხალხის გაჭირვება გულთან არ მიაქვთ, ქართული ეკლესიის გაჭირვების გაგებას ვერ შეძლებენ. სამაგიეროდ, დიდება და პატივი მათ, რომლებიც ქართული ეკლესიის უფლებებისდასაცავად დგანან. ქართველები და ეკლესიის ქომაგნი არასდროს არ დაივიწყებენ უსამღვდელოესობა ეპისკოპოსთა ნიკოლოზ ნალიმოვის, ნიკოლოზ ოზეროვის, პიტირიმე კურსკის, ტიხონის (ამჟამად როსტოველის), ტიხონ პენზენელის და სხვათა სახელებს. აღსანიშნავია, რომ ყველა დასახელებული მწყემსმთავრები სხვა უმრავლესობა მღვდელმთავრებისგან გამოირჩევიან სიმტკიცითა და ეკლესიისადმი გულმოდგინებით.
ამიერკავკასიის რუსული სამღვდელოების და საეგზარქოსოს რუსული სასულიერო-სასწავლო დაწესებულებათა მასწავლებლების ბარათში რუსი მოძღვარნი – მღვდლები ასე არიან დახასიათებულნი: “სამწუხაროდ, მრევლთა უმრავლესობა, განსაკუთრებით რუსული სამწყსოები, თავიანთი მღვდლების მიმართ არაკეთილისმყოფელურად არიან განწყობილნი. ამ სამწყსოებში ეკლესიის მსახურთა დიდი უმრავლესობა უკიდურესად არაინტელიგენტურნი და ხშირად საეჭვო ზნეობისანი არიან. ვინ არიან რუსული სამწყსოების მღვდლები? ესენი არიან რუსეთიდან გადმოსახლებულები, რომლებიდანაც ბევრს რუსულ ეპარქიებში არასდროს არ უბოძებდნენ მღვდლისა ან დიაკონის ხარისხს. მათ დიდი დრო დასჭირდებოდათ მედავითნის წოდების მისაღებადაც კი. ყველა ეს პირი გადამფრენი ფრინველები არიან, თავიანთ მრევლზე ისინი არ ფიქრობენ”. ზოგი მათგანი მრევლიდან მრევლში დაეხეტება და, რა თქმა უნდა, რუსი ეგზარქოსების წყალობით 1-2 წელიწადში სამ ადგილს იცვლის!” რუსული სამწყსოები დიდი ხნობით უმღვდლოდ დაღვთისმსახურების გარეშე რჩებიან; ადამიანები უზიარებლად კვდებიან და წესის აუგებლად იმარხებიან”. სკოლის ერთ ინსპექტორთან როგორღაც ქანცგაწყვეტილი კურტაკიანი გლეხი მივიდა, რომელსაც, ეტყობოდა, ტემპერატურა ჰქონდა აწეული.
“მარჩენლებო! – უძლური ხმით ამოიკვნესა მან, სულს ძლივს ითქვამდა. – მარჩენლებო! მღვდელი მაინც მომიყვანეთ… უნდა ვეზიარო… ჩვენ ხომ ქრისტიანები ვართ. ეგებისდახმარება მოვიდეს… არა და სულ ქინაქინა და ქინაქინა… აი, შეხედეთ, – ხელი სასაფლაოსკენ გაიშვირა, – რამდენი ვწევართ იქ, ყველა უზიარებელი და წესაუგებელია… პირუტყვებივით… ყველას დაგავიწყდით…”
და რამდენი “შემთხვევა იყო, რომ ქართულ სამწყსოებში ისეთ მღვდლებს აწესებდნენ, რომლებმაც მრევლის ენა არ იცოდნენ. აგერ სოფელი ვიხაილოვკა, ბორჩალოს მაზრაში, რუსულია. 25 წლის წინათ მართლმადიდებლური სოფელი იყო, ახლა კი ერთიანად მალაკნებისა გახდა. სოფელი ახალი ალექსანდროვკა სამი წლის წინათ მართლმადიდებლური იყო, ახლა ნახევრად მალაკნურია. ასევეა გერგერიც”. ამიერკავკასიაში ათეული საუკუნეების განმავლობაში, 1800 წლამდე, მაჰმადიანების, ერეტიკოსების დაწარმართების მოწოლის წინააღმდეგ მართლმადიდებლობის ერთადერთი დასაყრდენი სწორედ ქართველები იყვნენ. ისინი “წმინდა ეკლესიის საყვარელი შვილები არიან…” ქართველების მართლმადიდებლობისადმი კეთილი ერთგულების ნაციონალური თავისებურების გამოვლინება ასეთია: ტაძრებისა და ქრისტიანული ხუროთმოძღვრების უძველესი წმინდა ძეგლების სიმრავლე მათ მხარეში, საეკლესიო თქმულებათა მიმართ შეურყეველი ერთგულება და სხვ…” რაც შეეხება ბერძენ მღვდლებს “ისინი თავიანთი მრევლის ცხოვრებით ცხოვრობენ, ინაწილებენ მათ სიხარულსა და მწუხარებას”, თუმცა რუსი ეგზარქოსები ბერძნების არასასიამოვნოდ მათ სამწყსოებში სხვა ენით მოლაპარაკე რუს მღვდლებს აყენებენ. 1906 წ. დეკემბერში ეგზარქოსმა ნიკონმა ყარსის ბერძნულ ტაძარში დეკანოზად დანიშნა მცირე განათლების მქონე, ბერძნული ენის არამცოდნე ფოსტის ჩინოვნიკი კამორა. ბერძნები მღვდლად გიორგი კარიბოსს ითხოვდნენ, რომელსაც სემინარიული განათლება ჰქონდა; კარიბოსი ბერძნებს უყვარდა და პატივს სცემდნენ; იგი 15 წელი ტაძარში მსახურობდა. აღშფოთებული ბერძნები შეურაცხყოფილნი დარჩნენ. მაგრამ ამასთან რა ესაქმებოდა ქართული ეკლესიის უზურპატორს, რომელსაც ქართველები ისე ახასიათებენ, როგორც “ჯაშუშების ხროვით გარშემორტყმულ დახვეწილ დიპლომატს, რომელსაც ანონიმური წერილების სჯეროდა…”
ყოფილ 800 ქართულ მრევლს მღვდელი არა ჰყავთ, სამაგიეროდ ერევნის გუბერნიის სოფელ აგინოში არის ხუთკაციანი მრევლი, რომლის საეკლესიო კრებული, როგორც რუსული, შესანახად ღებულობს 1100 მანეთს.
აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში 60 ათასი რუსი სექტანტია. “რუსი სექტანტები უფრო ენათესავებიან და ხელმისაწვდომნი არიან რუსი ადამიანისთვის ვიდრე ქართველისთვის, არა მარტო სისხლისმიერად, არამედ საერთოდ ყოფაცხოვრების ნირითა და სულიერადაც”. სრული სიმართლეა, მაგრამ რუსმა მოძღვრებმა, მღვდლებმა, ნაწილობრივ დიდი ხელფასის მქონე მისიონერებმა, რომელთა შორის, ეგზარქოს კირ-ალექსის დროს, იყო ცნობილი “ადმინისტრატორი”, ვერც ერთი რუსი სექტანტი მართლმადიდებლად ვერ მოაქციეს? დიდი ხელფასის გამო ხომ ვერა? რა თქმა უნდა, ქართველ კათალიკოსს საწინააღმდეგო არაფერი ექნება, თუ რუს სექტანტებს ქტისტიანული მოძღვრების ნათელით ენობრივად ნათესავი მღვდლები გაანათლებენ. ქართველები კაცთმოძულეობით არ გამოირჩევიან.
მაინც რაში უნდა გამოიხატებოდეს ქართული ეკლესიის ავტოკეფალია.
პირველი: ძველი საეკლესიო დაყოფის თანახმად, ივერიის ეკლესია თავის საზღვრებში შეიცავს მთელ ქართლს, კახეთს, იმერეთს, აფხაზეთს, სამეგრელოს, სამურზაყანოს დასვანეთს, სამცხესა და გურიას.
მეორე: მართლმადიდებლური ტაძრები, მონასტრები და ეკლესიები (მათ შორის რუსული, ოსური, აფხაზური, ბერძნული), ემორჩილებიან იმ ქართველ მღვდელმთავრებს, რომელ ეპარქიასაც ისინი განეკუთვნებიან.
მესამე: თუ მართლმადიდებელი რუსები, ბერძნები, ოსები, აფხაზები თავიანთ ეპისკოპოსებს ისურვებენ, მაშინ ისინი ემორჩილებიან ივერიის პატრიარქს და, როგორც მის, ასევე სხვა ეპარქიებში მოქმედებენ საღრმთო კანონების თანახმად.
მეოთხე: ბერძნული, ოსური და აფხაზური სამწყსოები მღვდლებს ირჩევენ თავიანთი ხალხიდან, თუ ღირსეულს ვერ გამოძებნიან, მაშინ ასეთს ეპისკოპოსი შეარჩევს მრევლის ენის მცოდნეთა შორის.
მეხუთე: ქართველ მღვდელმთავართა საეკლესიო კრება მოიწვევა წელიწადში ორჯერ, გაზაფხულზე და შემოდგომაზე, მცხეთაში (1ოქტომბერს) და ქუთაისში (წმინდა აღდგომის დღეების შემდეგ), ასევე თანაბრად ეპისკოპოსების არჩევისას, არაუგვიანეს 40 დღისა, კათედრის გაუქმების შემდეგ და სხვა შემთხვევაშიც, საჭიროებისამებრ.
მეექვსე: პირველ ხანს ეპარქიების რაოდენობა განისაზღვრება ხუთით.
I ქართლის, რომელსაც განაგებენ მცხეთის არქიეპისკოპოსი და ივერიის კათალიკოსი. მასში შედის ქართლისა და სამცხეს 6 მაზრა. ჰყავს სამთავრო გორის არქიეპისკოპოსის მოადგილე. ეპარქიაში არის 450 ათასი მართლმადიდებელი, აქედან 285 ათასი ქართველია, 70 ათასამდე – ოსი, 67 ათასი (ჯარით) – რუსი, ბერძენი – 31 ათასი.
II იმერეთის, რომელსაც განაგებს ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი; მასში შედის იმერეთის 4 მაზრა, სვანეთის უბნის გარდა, ითვლის 515 ათას მართლმადიდებელს, აქედან ქართველია 495 ათასი, ბერძენი – 6 ათასამდე, ოსი – 4 ათასსზე მეტი.
III სამეგრელოს. განაგებს ჭყონდიდის მიტროპოლიტი. მასში შედის სამეგრელოს სამურზაყანოს და სვანეთის 2 მაზრა. ითვლის 305 ათას მართლმადიდებელს, აქედან 287 ათასი მეგრელია, 12 ათასი – სვანი, 3 ათასზე მეტი – აფხაზი, 3,5 ათასი – რუსი.
IV კახეთის. განაგებს ალავერდის მიტროპოლიტი. მასში შედის კახეთისა და ზაქათალის მხარის 3 მაზრა. ითვლის 200 ათას მართლმადიდებელს; აქედან 195 ათასი ქართველია, 4,5 ათასამდე – რუსი.
V გურიის. განაგებს ჯუმათის არქიეპისკოპოსი გურიიდა და ბათუმის ოლქიდან. ითვლის 120 ათას მართლმადიდებელს, აქედან 100 ათასი ქართველია, 8 ათასზე მეტი – ბერძენი, 10 ათასამდე – რუსი (ჯარით).
სოხუმის ეპარქია შემოფარგლულია სოხუმის ოლქის 3 უბნით ჭყონდიდის სამიტროპოლიტოს ნახევრადდამოუკიდებელი საეპისკოპოსოთი. მასში 55 ათასი მართლმადიდებელია, აქედან 40 ათასამდე აფხაზია, 5 ათასამდე – რუსი (ჯარით), 7 ათასზე მეტი – ბერძენი და ქართველი*[8].
რუსული უზენაესი მღვდელმსახურებასთან დამოკიდებულება შეიძლება შემდეგი იყოს:
ივერიის პატრიარქი, მისი საქართველოს საეკლესიო კრების არჩევისა და ხელმწიფე იმპერატორის დამტკიცების შემდეგ, საეკლესიო ერთიანობისთვის, ინიშნება სრულიად რუსეთის სინოდის წევრად და იმპერიის დედაქალაქში ყოფნისას ესწრება სინოდის სხდომებს.
მსოფლიო საეკლესიო კრების მე-9 და მე-7 კანონის თანახმად, ქართველ ეპისკოპოსებს თავიანთ კათალიკოსზე საჩივრები შეაქვს მეფის ტახტთან მოსკოვში (ნაცვლად კონსტანტინეპოლისა).
ბაქოს, ყარსის, ელიზავეტოპოლისა და ერევნის გუბერნიებში, რომლებშიც 100 ათასამდე მართლმადიდებელია (ამათგან 56 ათასამდე რუსია, 40 ათასამდე – ბერძენი), ქმნიან განსაკუთრებულ ამიერკავკასიის ეპარქიას, რომელიც დამოკიდებულია რუსეთის სინოდზე.
ამიერკავკასიის ეპარქიის მიტროპოლიტი, რომელსაც ბაქოში აქვს კათედრა, ჩამოდის თბილისში, როცა ამას საჭიროდ ჩათვლის, თანაც, ითვლება წმინდა სინოდის აპოკრისარიადდა ეგზარქოსად საქართველოში და ქართული საკათალიკოსოს საქმეების გამო ესწრება ქართულ სინოდს. კათალიკოსის ნებართვით მას უფლება ეძლევა მთელი საკათალიკოსოს რუსულ ეკლესიებში დანიშნოს რუსი მღვდლები და საეკლესიო კრებულის სხვა წარმომადგენლები, ამასთანავე, ყველა რუსულ ეკლესიაში მისი სახელი ცხადდება კათალიკოსის სახელის შემდეგ.
ბერძნული და ოსური ეკლესიები შეადგენენ განსაკუთრებულ საბლაღოჩინოებს დაემორჩილებიან მღვდელმთავრების მოადგილეებს, რომლებმაც იციან სამწყსოს ენა.
საკუთრივ მაინც რისი ეშინიათ ქართული საეკლესიო ავტოკეფალიის მოწინააღმდეგეებს და, ამავე დროს, საღმრთო კანონებისა და საეკლესიო მშვიდობის დამრღვევებს?
ერთ საეკლესიო სფეროში ორი დამოუკიდებელი ეკლესია არ არსებობს, ამიტომ ქართულ ეკლესიაში არ შეიძლება იყოს ორი ეპარქია: რუსული და ქართული; სხვაგვარად ამას მოჰყვება საეკლესიო განხეთქილება და გათიშვა, რომლის დროსაც გამთიშველებად აღმოჩნდებიან რუსები, როგორც კი უცხო ეპარქიაში თავიანთ სამსხვერპლოებს ააგებენ.
პროფესორ ბერდნიკოვს თავის ბარათში მიაჩნია: “აუცილებლად უნდა დაკმაყოფილდეს ამიერკავკასიის მხარის რუსი მცხოვრებლების თხოვნა არაქართველ მცხოვრებთა მართლმადიდებლური სამწყსოებისათვის, დამოუკიდებელი რუსული ეპარქიის დაარსების შესახებ, ეს თხოვნა სინოდს გადაეცა 1906 წლის 7 ივნისს”. მაგრამ ეს თხოვნა გადაცემული იქნა რუსების მიერ, რომლებსაც უფლება არა აქვთ არც ბრძანების და არც იმისა, ოსების, აფხაზების გაჭირვებაზე ილაპარაკონ. რუსებისათვის არსებობს ბაქოს რუსული საეპისკოპოსო და იგი შეიძლება დამოუკიდებლად გადაიქცეს და რუსული სახსრებით შეინახოს თავი. საქართველოს კათალიკოსთან რუსული მღვდელმთავრობის ყოფნა იმას ნიშნავს, რომ რუსები შეინარჩუნებენ ყველაფერ იმას, რაც მათ უფლებით ეკუთვნით.
ამასობაში საეკლესიო კრებულის კომისიამ, არა მარტო ქართული საეკლესიო ავტოკეფალიის წინააღმდეგ გაილაშქრა, არამედ საღმრთო კანონები უარჰყო და პოლიტიკას მიჰყო ხელი. “როგორ უნდა გაემიჯნონ ოლქში ერთადერთ (?!) გამაერთიანებელ რუსულ ხელისუფლებას?” აცხადებს მოძღვარი ვოსტორგოვი. არარუსული მოსახლეობისთვის რატომ უნდა იყოს ავტორიტეტული რუსული ხელისუფლება და არა ქართული? ბერძნებმა მინისტრთა კომიტეტში ჯერ კიდევ 1905 წ. შეიტანეს თხოვნა მათთვის საგანგებო ეპისკოპოსის ბოძების შესახებ. ამით მათ სურდათ, რაც შეიძლება მალე აეცილებინათ ეგზარქოსისგან შევიწროება. ოსებიც, რომლებიც უძველესი დროიდანვე ქართველების გვერდით ცხოვრობენ, ცდილობენ რუსი ეგზარქოსების მეურვეობის თავიდან აცილებას!
აი, მაგალითად, რას გვატყობინებენ ახლანდელ რუს ეგზარქოს კირ-ნიკონის შესახებ: “ეგზარქოსი საქართველოდან ერეკება საუკეთესო ქართველ მღვდლებს და მათ თბილისიდან ანაცვლებს ბაქოს გუბერნიის ღარიბ რუსულ სოფლებში (როგორც მაგალითად, მღვდელ ჯაშს მოექცა). 1906 წ. მიწურულში ქართველებმა ეგზარქოსს თხოვეს დიაკონი (სემინარიის განათლებით), რომელმაც ალექსანდრე ნეველის ეკლესიაში 15 წელი იმსახურა, მღვდლად ეკურთხებია. ეგზარქოსმა უარი განაცხადა და მღვდლად ნაკლები განათლების ახალგაზრდარუსი დასვა. ეკლესია ქართველების აგებულია და ჰყავს 4 რუსი მღვდელი. ქართველები, რომლებმაც რუსული ენა არ იციან, უაღსარებოდ კვდებიან. ასეთია რუსი ეგზარქოსის გულქვაობა.
თბილისში 2 ტაძარი, 1 მონასტერი და 23 ეკლესიაა ქართული მრევლით, და არა 15, როგორც ეს წინასაეკლესიო კრების კომისიაზე განაცხადეს, (ქართველების მიერ აგებულ ეკლესიებს არ შეიძლება რუსები დაეპატრონონ), ხოლო ორი ტაძარი და 13 ეკლესია – რუსული მრევლით. 1905 წ. იყო 54.500 ქართველი (1897 მოსახლეობის აღწერით – 42.206), მაშინ როცა რუსი მართლმადიდებლები შეადგენდნენ 52 ათასს, მაგრამ მათგან უმეტესი ნაწილი მოდიოდა ჯარსა და იქ დროებით მყოფ მუშებზე. იმის მაგივრად, რომ ერთ-ერთი რუსული ტაძარი (თუნდაც ალექსანდრე ნეველის, რომელშიც დღესასწაულების დროს ეგზარქოსი წირავს) ამიერკავკასიის მომავალი რუსი არქიეპისკოპოსის საკათედრო ტაძრად გადაექციათ, წინასაეკლესიო კრების კომისიამ მოიწონა მოძღვარ ვოსტორგოვის ანტიკანონიკური პროექტი – რუსულ საკათედრო ტაძრად გადაეკეთებიათ თბილისის სიონის ტაძარი, რომელიც აგებულია 576 წ. და ქართველების სათაყვანო სალოცავს წარმოადგენს. იქ ქართველი მიტროპოლიტები არიან დამარხულნი*[9]. ამასთანავე რუს არქიეპისკოპოსს, გარდა ანჩისხატის ტაძრისა, ემორჩილება ქ. თბილისის ყველა ქართული ეკლესია ფერისცვალების მონასტრის ჩათვლით. ასეთ ყოვლად გაუმართლებელ და აშკარა ძალადობას ჩადიან ქართული ეკლესიის მიმართ და წინასაეკლესიო კრების კომისიის წევრები კიდევ თავიანთ მიუკერძოებლობაზე ლაპარაკობენ. თუ მსგავსი დადგენილებებით საქართველოში აღშფოთების გამოწვევა და ყოვლად უდანაშაულო რუსი მოსახლეობისადმი არაკეთილგანწყობილებისა და შუღლის ჩამოგდება სურდათ, მაშინ ანაფორიანმა პოლიტიკოსებმა და ანტიკანონისტებმა ამას მიაღწიეს, სახელმწიფო სათათბიროში მარცხენა მხარეს, რევოლუციონერების გვერდით უნდა ჰქონდეთ ადგილი, მაგრამ ისინი, თავადაზნაურობის მტრები, კირ-“უპირველესის” წყალობით წინასაეკლესიო კრების კომისიაში აღმოჩნდნენ. ღმერთმა დაიფაროს რუსული ეკლესია მსგავსი პირების მომავალი მოსკოვის წინასაეკლესიო კრებაზე დასწრებისაგან. კომისიამ წინადადება წამოაყენა – გარდაქ. თბილისისა, რუსი არქიეპისკოპოსის გამგებლობაში შესულიყო ქართული მიწის აკვანი – სამცხე, იმიტომ, რომ იქ 6 ათას რუსზე სულ 6 ათასი მართლმადიდებელი ქართველი და 27 ათასი ბერძენია. მაგრამ ბერძნებს საერთოდ რუსებთან ყოფნა არ სურთ, ხოლო ქართველებს ენდობიან და კიდევაც უყვართ.
სოხუმის ეპარქია, კომისიის გადაწყვეტილებით, უნდა დაემორჩილოს რუს არქიეპისკოპოსს; მას უნდა გამოეყოს მეგრელებით დასახლებული სამურზაყანოს ნაწილი, რომელიც შეუერთდება სამეგრელოს ეპარქიას. ქ. ბათუმი, სადაც ქართველები ჭარბობენ, უნდაგამოეყოს გურიის ეპარქიას და მიეკუთვნოს სოხუმის ეპარქიას. ასეთი გადაწყვეტილება უსამართლო და არაკანონიკურია. საქართველოს სამეფო დამოუკიდებელი რომ იყოს დაამასთანავე რუსეთის მონარქია ფლობდეს სოხუმის მხარესა და ბათუმს, მაშინ სოხუმის ეპარქიისა და ბათუმის დაქვემდებარებას რუსული საეკლესიო ხელისუფლებისადმი აუცილებლად წარმოვიდგენდით. რუს იერარქს შეეძლო ქართველი იერარქისთვის ეთხოვა, სოხუმის ეპარქიისა და ბათუმის მართლმადიდებელი მოსახლეობისთვის ნება დაერთო რუსული იერარქიის ხელისუფლების გამგებლობაში გადასასვლელად. ამჟამად ქართული, კანონიკურად ავტოკეფალური, ეკლესია იმყოფება რუსეთის სამეფოში, რითაც რუსულ ეკლესიას უფლება არა აქვს ქართულ ეკლესიას მოწყვიტოს, როგორც სამცხე, ასევე აფხაზეთი, თბილისი და ბათუმი, – ოლქები და ქალაქები, რომლებიც ოდითგანვე საქართველოს ეკლესიას მიეკუთვნებოდა. ამასთანავე ბათუმის ოლქი უმეტესწილადდასახლებულია ქართველებით (ლაზები, აჭარლები), რომლებიც 65 ათასამდე არიან. რუსობა კი 5 ათასამდეა (ჯარით). ქართველთა უმრავლესობა მაჰმადიანია და, რა თქმა უნდა, სხვა ენაზე მოლაპარაკე რუსი მღვდლები მართლმადიდებლობაში ვერ მიაბრუნებს მათ. ბათუბში 8 ათასამდე ქართველია, რუსები 5 ათასამდე ძლივს აღწევენ ჯარის ჩაუთვლელად.
მოსახლეობის აღწერის მიხედვით (1897 წ.) აფხაზები მთლიანად 58500 სულს შეადგენდნენ, მათ რიცხვში ითვლებიან სამურზაყანოს მეგრელების დიდი ნაწილი. წინასაეკლესიო კრება, სხვათაშორის, ხელმძღვანელობდა ისეთი ავტორიტეტების ცნობებით, როგორებიც არიან ვოსტორგოვი და სოხუმის მხარის უფროსის თანაშემწე ზენჩენკო. მათგან არცერთმა არ იცის არც აფხაზური და არც მეგრული ენა. მათ შეიძლება უბრალო ხალხმა დაუჯეროს და არა მეცნიერებმა.
საქვეყნოდ განთქმული ეთნოგრაფი, რომელმაც ყველა ქართული კილო იცის, გრაცკის უნივერსიტეტის პროფესორი, ვენის მეცნიერებათა აკადემიის წევრი, დოქტორი ჰუგო შუხარდტი, კავკასიის ადგილებისა და ტომების აღწერილობათა მასალების კრებულში (ტომი 26), ამბობს, რომ სამურზაყანოს მაცხოვრებელთა საოჯახო ენა მეგრულია, მაგრამ მამაკაცებმა იციან აფხაზურიც… აკადემიკოსი ბროსე სამურზაყანოს მაცხოვრებლებს მეგრელებს უწოდებს. სამურზაყანოს მკვლევარი გოგობაშვილი ამბობს, რომ მეგრელები დასამურზაყანოელები ერთი ხალხი არიან. სამურზაყანოელები უნდა განვიხილოთ, როგორც სამეგრელოს მოწყვეტილი გააფხაზებული ხალხი. პროფესორ ცაგარელის გამოანგარიშებით, სამურზაყანოს 29 ათასი მეგრელიდან, მხოლოდ 2 ათასს შეიძლება ვუწოდოთ აფხაზი. ვოსტორგოვის მიერ წინასაეკლესიო კრების კომისიაში წარდგენილ ბარათში სოხუმის მხარეში ნაჩვენებია 55 ათასი აფხაზი, ნაცვლად 49.320-სა; მაჰმადიანი – 12 ათასი, ნაცვლად 9.420-სა, მეგრელი – 23 ათასი, ნაცვლად 25.760-სა.
1906 წელს სამურზაყანოში იყო 35 ათასი მაცხოვრებელი, ამათგან 32 ათასის ბუნებრივ ენას წარმოადგენდა მეგრული. ამიტომ სამურზაყანო უნდა მიეკუთვნოს არა სოხუმის, არამედ სამეგრელოს ეპარქიას. ვოსტორგოვი უგულვებელყოფს 1905-1906 წ.წ. მრავალი ათასი აფხაზის სარწმუნოებიდან განდგომას და გამაჰმადიანებას. ამის გამო სოხუმის მხარის გუდაუთისა და კოდორის მონაკვეთებმა, თავისი მოსახლეობის შემადგენლობით, სრულიად სხვა ელფერი მიიღეს. მასში ამჟამად იქნება 40 ათასი მართლმადიდებელი აფხაზი, 3 ათასზე მეტი – მეგრელი და ქართველი, 4 ათასზე მეტი ბერძენი, 5 ათასამდე – რუსი (ჯარით). რაც შეეხება საკუთრივ სოხუმს, მასში რუსები, სამხედროების ჩათვლით 2 1/2 ათასზე ნაკლებია, ბერძნები – 1250, ქართველები – 21/2 ათასზე მეტი, აფხაზები კი სულ 144 კაცია. (იხ. კავკასიის კალენდარი, 1907 წ.). რუსებს, გარდა სამხედრო ეკლესიისა, აქვთ ტაძარი, ოთხი მღვდლით, ქართველები და ბერძნები კი უმღვდლოდ არიან დარჩენილნი. ასეთია ეგზარქოსის სიმართლე. უნდა შევნიშნოთ, რომ სოხუმი იმყოფება გუმისთას მონაკვეთში, სადაც 500 აფხაზიც კი არაა, ქართველები კი გაცილებით მეტნი არიან.
ეთნოგრაფები და სამურზაყანოს მკვლევარები მეგრულ და აფხაზურ ენებს შორის საზღვრად მდინარე ოხურას სამხრეთ ნაპირის გაყოლებით თვლიან, თუმცა გაღმა მხრიდანაც, ღალიძგიდან მოყოლებული, მეგრელები ცხოვრობენ გაფანტულად. ასეთი განსაზღვრებით სამურზაყანოს 4/5 მეგრელებით დასახლებული აღმოჩნდება. სამურზაყანოს იქით იწყება კოდორის მონაკვეთი, რომელსაც ჩრდილოეთით მდინარე კოდორი ესაზღვრება. მთავარი ქალაქი ოჩამჩირე, მთლიანად ქართველ-მეგრელებითაა დასახლებული. სოხუმის საეპისკოპოსო დაუმორჩილო ამიერკავკასიის რუს მიტროპოლიტს და გამოჰყო იგი ქართული საკათალიკოსოდან, არაკანონიკური და ისტორიის საწინააღმდეგო ქმედებაა. ქართველები არასოდეს დათმობენ ბაგრატოვანთა აფხაზეთს და არც აფხაზეთ-იმერეთის ეპისკოპოსების ტახტს ბიჭვინთაში და არცა აქვთ ამის უფლება. არ შეიძლება ისტორიიდან ამოიგლიჯოს ის, რომ ბიჭვინთა დასახელებული ეპისკოპოსების კათედრა და ბაგრატოვან მეფეების სატახტო იყო.
კომისიამ წინადადება წამოაყენა, რომ ქართლის ეპარქიიდან გამოყოფილიყო ოსეთის სამრევლოები ჩრდილოეთით ჯავის ხეობიდა და გუდაურის უღელტეხილიდან ვლადიკავკაზის ეპარქიამდე. რისთვის? ვლადიკავკაზის ეპარქია უპირველეს ყოვლისა რუსულია, მასში 315 ათას რუსზე მხოლოდ ასი ათასი ოსი მოდის. გამოსაყოფად ნავარაუდევ მონაკვეთში კი 30 ათასიც კი არაა იმ, გორის მაზრაში მაცხოვრებელ 56 ათას ოსიდან, ქართველები კი 125 ათასი სულია ამ მაზრაში. უკეთურობაა, ერთი ეროვნება მეორეს წინააღმდეგ აამხედრო. ამას როდი გვასწავლის ეკლესია. ოსებისთვის უფრო სასარგებლო იქნებოდა მათი სამრევლოები გამოყოფოდა ვლადიკავკაზის ეპარქიას დაშეერთებოდა ქართულ საეპისკოპოსოს და შექმნილიყო საეპისკოპოსო არდონში ან ალაგირში. ვლადიკავკაზის საეპისკოპოსოზე ქართველებისა და ოსების გადაცემა გასარუსებლად, უღმერთობაა.
რუს არქიეპისკოპოსს თბილისში საცხოვრებლად წინასაეკლესიო კომისიამ გამოუყო ეგზარქოსის სახლი, რომელიც აგებულია ქართული საეკლესიო ფულით; გამოდის, რომ რუსულ ეკლესიას ეპატიება, თავისი უფლება – დაპყრობაზე დაამკვიდროს. მოძალადე მამებს დაავიწყდათ, რომ ღვთისმოშიში რუსი ხალხი საუკუნეების მანძილზე კეთილმოსურნედ იყო განწყობილი აღმოსავლური ეკლესიების მიმართ და ძარცვისათვის ხელი არასოდეს გაუწვდია.
იგივე კომისიამ გადაწტვიტა, რუსებისთვის გადაეცა თბილისის სასულიერო სემინარიის ახალი შენობა, თუმცა მართლმადიდებელი რუსი მოსახლეობის რიცხვი ამიერკავკასიაში 160 ათას სულს არ აღემატება. ამასთან ერთად წინადადება წამოაყენეს, რომ – ქართველების ხარჯზე არსებული გორის ქართული სასულიერო სასწავლებელი დახურულიყო და მის მაგივრად და იგივე ხარჯებით რუსული სემინარია გახსნილიყო თბილისში. ყველაფერი ეს როგორ შვენის სიმართლისა და სიყვარულის მქადაგებლებს! სასულიერო მამებო, სამართლიანი არ იქნებოდა, რუსული სემინარია და მასთან ერთად სასულიერო სასწავლებელი რუსული ხარჯით გაგეხსნათ და არ გაგეძარცვათ თქვენგან ისედაც გაჩანაგებული ქართული ეკლესია? 1907 წ. აპრილის დასაწყისში თბილისის სემინარიადახურეს. ქართველ მოსწავლეებს გამოუცხადეს, რომ სემინარიის ახალი შენობა გადაეცემოდათ რუსებს, ხოლო ქართულ სემინარიას დაერქმეოდა სამღვდლო ღვთისმეტყველების სასწავლებელი, რომლის დამთავრების შემდეგ ქართველებს უფლება არ ეძლეოდათ რუსულ სასულიერო აკადემიაში შესულიყვნენ…
გასული 1906 წ. 14 აგვისტოს ხელმწიფე იმპერატორმა კეთილინება ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხი მომავალი სრულიად რუსეთის საეკლესიო კრებისთვის გადაეცა. ამ დროიდან სამთავრობო სინოდი შეუდგა ქართული სამღვდელმთავრო კათედრების რუსული კათედრებით შეცვლას და საქართველოს განაშორა და რუსეთში წაიყვანა ორი ეპისკოპოსი, საქართველოში კი მხოლოდ სამი დატოვა; ამის წყალობით 160 ათას რუსს ჰყავს 3 არქიეპისკოპოსი, ე.ი. იმდენივე, რამდენიც 1.500.000 ქართველს. ამას ჰქვია თანასწორუფლებიანობა?
სახელმწიფო ძირითადი კანონების (სარწმუნოების შესახებ) 67 პარაგრაფით რუსეთში შემავალ ყველა ხალხს უფლება აქვს ყოვლადძლიერი ღმერთი ადიდოს სხვადასხვა ენაზე, თავიანთი მამა-პაპების რჯულის კანონების მიხედვით. როცა სამთავრობო სინოდმა რუს ეგზარქოსებს საქართველოში ამჟამად შეერთებული 15 ეპარქიის ერთპიროვნული მართვის უფლება მისცა, ამით დაარღვია სახელმწიფო ძირითადი კანონები, რადგანაც ორივე რუსმა ეპისკოპოსმა ქართული ენა არ იცის, მაშინ, როდესაც ქართველმა ეპისკოპოსებმა რუსული ენა იციან, აქ უკვე უფლებაზე კი არ უნდა ვილაპარაკოთ, არამედ ქართულ ეკლესიაზე სინოდის ძალადობის შესახებ. სახელმწიფო ძირითად კანონების 68 სტატია არ იძლევა იმის უფლებას, რომ ქართული ეკლესიისათვის უცხო, ქართული ენის არმცოდნე რუსმა სასულიერო ხელისუფლებამ მართოს ენობრივად მათთვის უცხო სახელმწიფო; ეს უფლება ხალხის სულიერ ბელადებს უნდა დაუტოვოს.
სახელმწიფო საბჭოს მიერ 1903 წ. 26 მაისს დამტკიცებული დადგენილების მე-2 პარაგრაფში საეგზარქოსოს საეკლესიო სკოლების მართვის ორგანიზაციის შესახებ, ნათქვამია, რომ “საოლქო სასწავლებელთა საბჭო მუშაობს ქართული ეპარქიის ერთ-ერთი საქორეპისკოპოსოს წარმომადგენლის თავმჯდომარეობით, რომელსაც ირჩევს საქართველოს ეგზარქოსი და ამტკიცებს წმინდა სინოდი…” თავმჯდომარედ იყო ალავერდის მწყემსმთავარი პეტრე, კეთილმსახური, განათლებული უსამღვდელოესობა, რომელიც 25 წლის განმავლობაში საღვთო რჯულის მასწავლებელი იყო იმპერატორ ნიკოლოზ I თბილისის ქალთა ინსტიტუტში. ეგზარქოსმა ნიკონმა ერთპიროვნულად გააუქმა უმაღლესობის ბრძანებულება და მწყემსმთავარ პეტრეს ადგილზე დანიშნა ახალგაზრდარუსი არქიმანდრიტი გიორგი, რომელმაც 1906 წლის ზაფხულში კოლეგიუმს თავისი აზრი გააცნო, რომ სემინარიის ქალაქგარეთ გატანის შემთხვევაში, ახალ შენობაში, “ქართველებმა შეიძლება ერთი ღამის განმავლობაში ამოწყვიტონ ყველა რუსი მასწავლებელი”, ეს თუ მართლაც ასეა, მაშინ საჭიროა ასეთი მასწავლებლები ქართველმოძულე რექტორთან ერთად (ამჟამად ეპისკოპოსი ბაკინსკი) დაუყოვნებლივ იქნან გაშვებულნი და ისინი შეიცვალნონ ქართველ მასწავლებლებითა და იმ მოსიყვარულე რუსებით, რომლებიც სიძულვილითა დაძალადობით კარიერას არ იკეთებენ. არაკეთილშობილური იყო კირ-ნიკონის ოინები მღვდელმთავარ კირიონის მიმართ.
1906 წლის ოქტომბერში სოხუმის ეპარქიალური სასწავლებლის საბჭომ აღძრა საკითხი სოხუმში ამ სასწავლებლის განყოფილების გახსნის თაობაზე, უსამღვდელოესობა კირიონმა საბჭოს წარდგენა მოიწონა და წინადადება წამოაყენა სასწავლებელი 1 ნოემბრისათვის გახსნილიყო; ამის შესახებ მან სასწავლებელთა საოლქო საბჭოს აცნობა თბილისში. ამასობაში სოხუმის სასწავლებლის საბჭოს თავმჯდომარემ დეკანოზმა გოლუბცოვმა, რომელმაც არ შეასრულა თავისი ეპისკოპოსის ნება და არ გაგზავნა შეტყობინება განყოფილების გახსნის შესახებ, ფეხი დაჰკრა და პირადად ეახლა ქართველმოძულე ეგზარქოსს და სიტყვიერად თხოვა დაემტკიცებია სასწავლებლის განყოფილების ჟურნალი. ამის შემდეგ უსამღვდელოესობა კირიონისგან გამოთხოვილი იქნა ცნობები – როდის იქნა შედგენილი ჟურნალი, სად იქნა გაგზავნილი და ა.შ. გამოირკვა, რომ საოლქო სასწავლო საბჭოში ჟურნალი გაგზავნილი არ ყოფილა. ეგზარქოსმა კირ-ნიკონმა საყვედური გამოუცხადა მწყემსმთავარ კირიონს, რომელიც წლოვანებითაც უფროსი იყო მასზე, ხოლო განათლებითა და სამეცნიერო შრომებით ეგზარქოსი კოჭებამდე ვერ მისწვდებოდა მას, თანაც მღვდელმთავრობა ეგზარქოსთან ერთად ერთიდაიგივე წელს ჰქონდა მიღებული. როცა საყვედური გამოუცხადა, ეგზარქოსმა მიუთითა მწყემსმთავარ კირიონის მიერ ჩადენილ უკანონო მოქმედებაზე – უზენაესის მიერ დამტკიცებული წესდების IV პუნქტისდარღვევაზე. ამ პუნქტის მე-2 პარაგრაფი თვითონ კოსტრომელმა სოფლის ხუცესმადაარღვია, როცა, რასაც აცხადებდა, იმ საქმეში ვერ ერკვეოდა.
უსამღვდელოესობა პეტრემ, რომელიც საეგზარქოსოს სასწავლო საბჭოში თავმჯდომარეობდა, სინოდში წარადგინა ივნისში შემდგარი საქართველოს სამღვდელოების საეპარქიო ყრილობის ოქმები, რომლებშიც ნათქვამია: “ქართული ეკლესიის მდგომარეობისათვის გამოუსადეგარი და საზიანოა ის, რომ საოლქო და საეპარქიო სასწავლებელთა საბჭოს თავმჯდომარეებად და წევრებად არიან პირები, რომლებმაც ქართული ენა არ იციან, – და ოქმში გამოთქმულია სურვილი ამ თანამდებობაზედანიშნული უნდა იყვნენ ქართველები ანდა ქართული ენის მცოდნე სხვა ერის წარმომადგენელიც.
1907 წ. მარტში ეპისკოპოს პეტრეს წარედგინა სინოდის ბრძანებულება, რომლითაც მას, მთელი საქართველოსთვის პატივცემულ ეპისკოპოსს შენიშნავენ, რომ მან ასეთი სინოდში ეგზარქოსის (რომელიც სექტემბრამდე არ ყოფილა), ან სინოდთან არსებული სასწავლებელთა საბჭოს მეშვეობით უნდა წარადგინოს. საქართველოს სამოქალაქო სასწავლო დაწესებულებებში გიმნაზიების და რეალური სასწავლებლების დირექტორებადდა ინსპექტორებად, აგრეთვე მასწავლებლებად, ბოლო დროს ქართველების დანიშვნადაიწყეს, სასულიერო უწყება კი ძველებურადვე რუსებს ნიშნავს; საქართველო ტუპერკულოზით დაავადებულ მასწავლებელთათვის აქვთ არჩეული. ეს გაღიზიანებული მასწავლებლები თავიანთ გულისწყრომას და ბოღმას ქართველ ბავშვებს ატეხავენ თავს. “ისინი მამობრივად კი არ ეპყრობიან ბავშვებს, – ამბობს მოძღვარი ო.ა. კ-შვილი, ისე კი არ იქცევიან, როგორც ამას წმინდა სახარება გვიქადაგებს და როგორც მოითხოვს ჯანსაღი პედაგოგიკა, არამედ ქართველებს ისე ეპყრობიან, როგორც მხეცებს”.
ყველა ამ მონათხრობის გამო, ქართველი ეპისკოპოსები, საეკლესიო კრებული და ხალხი, რუსი ეგზარქოსის ნიკონის მოქმედებით აღელვებული ქართული ეკლესიისდასაშოშმინებლად, შემდეგ დასკვნამდე მივიდნენ:
1) მმართველ სინოდს ეთხოვოს რუსი ეგზარქოსი და ეპისკოპოსი ჩამოშორებული იქნას საქართველოს შეერთებული ეპარქიების (ქართლის, კახეთის და სამცხეს) და სოხუმის ოლქში ქართული ეკლესიებისა და მონასტრების მმართველობიდან.
2) საქართველოში დაბრუნებული იქნას ყოვლად უდანაშაულო, უანგარო და განათლებული ეპისკოპოსი კირიონი, ანტიკანონიკურად ლიტვაში დეკანოზად ჩამოქვეითებული.
3) თბილისის სიონის ტაძარში, ბოდბის წმინდა ნინოს და ბათუმის ტაძარში სხვა ქართულ ეკლესიებსა და მონასტრებში, რომლებშიც ღვთის მსახურება სლავურ ენაზე სრულდება. ღვთისმსახურება ქართულ ენაზე იქნას შემოღებული, აგრეთვე ბათუმის ტაძარი უნდადაუბრუნდეს გურიის ეპისკოპოსის გამგებლობას.
4) ქართული სასულიერო სემინარიებისა და სასწავლებლების უფროსები – რექტორები, ინსპექტორები, ზედამხედველები, შეცვლილი იქნან იმ ქართველებით, რომლებსაცდამთავრებული აქვთ სასულიერო აკადემია. (ასეთი პირები ცოტანი როდი არიან. მაგალითად, არქიმანდრიტები: ამბროსი ხელაია, დავით კაჭახიძე – ერთ-ერთი საუკეთესო საეკლესიო ენამჭევრი რუსეთში, ნაზარ ლეჟავა, პიროს ოქროპიძე, ნიკოლოზ ნამორაძე დასხვ.).
5) ბოდბის წმინდა ნინოს მონასტერი დაუბრუნდეს ქართველებს, ხოლო რუსი მონაზვნები, რომლებმაც მონასტერი ეგზარქოს პალადის შემწეობით ჩაიგდეს ხელთ, გასახლებული იქნან რუსულ მონასტრებში. (ბოდბის მონასტერი აღდგენილია ქართველი გობრონ საბინინის მიერ).
6) როცა მოსკოვში საეკლესიო კრებას მოიწვევენ, მასში მონაწილეობა შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ქართლს, კახეთს, აფხაზეთს და გურიას სულიერად და ენობრივად თავიანთი ეპისკოპოსები ეყოლებათ. ქართული ეკლესიის რუსი წარმომადგენლები ქართლის არქიეპისკოპოსი და სოხუმის ეპისკოპოსი, რომლებიც ანტიკანონიკურად არიანდანიშნულნი რუსული საეკლესიო ხელისუფლების მიერ და არ მიეკუთვნებიან ქართულ ეკლესიას, არ ჩაითვალონ ამ ეკლესიის წარმომადგენლებად და აღიარებულნი იქნან უზურპატორებად.
7) იმ შემთხვევაში თუ არ შეწყდება ქართველ მღვდელმთავრებზე და კრებულზე ძალდატანება, საჩივრებით მივმართოთ აღმოსავლეთის მართლმადიდებელი ეკლესიების კირიარქებს და ვთხოვოთ ქართული ეკლესიების საქმეებში ჩარევა დახმარების მიზნით დაამავე დროს ყველა ეკლესიაში შეწყდეს წმინდა სინოდის, ხოლო საქართველოსა დააფხაზეთში ეგზარქოსისა და სოხუმის ეპისკოპოსის ხსენება.
საქართველოს ურთიერთობა საბერძნეთთან ისეთი როდი იყო, როგორიც, სამწუხაროდ, ახლაა საქართველოსა და რუსეთს შორის.
ცნობილი ისტორიკოსი და არქეოლოგი პლატონ იოსელიანი 1860-იან წლებში ათენის არქეოლოგიური საზოგადოების წევრად იქნა არჩეული, როცა საზოგადოებას არჩევისათვის მადლობა გადაუხადა სხვათაშორის წერდა:
“ბედნიერი ვარ, რომ საქართველოს სამეფოს საბერძნეთის იმპერიასთან განხეთქილების შემდეგ, წილად მხვდა დიდი ბედნიერება, შევსულიყავი მეცნიერების ტაძარში, რომელიც მეცნიერებათა ქალაქში აღდგენილია ჩაუქრობელი და ნათლად აღმსდგარი ბერძნული გენიის მიერ. ამ გენიით ცოცხლობდა და არსებობდა ჩემი მშობლიური ხალხი და ქართული სამეფო ისტორიის დაწყებამდე და დაწყების შემდგომაც. და სამყარო წარმართობისა, მათ მიერ განდიდებული, და სამყარო ქრისტიანული, მათ მიერ ნათლად გამაგრებული, ყოველთვის იყვნენ კავკასიონის ძლიერი ფარით დაცული მსოფლიოს მცირე ნაწყვეტის ერთ დროს ძლიერი ქართული სამეფოს თანაარსნი. ვერც ისლამის მძიმე უღელმა, რომელიც ერთნაირად აწვა საბერძნეთსაც და მის ნაწყვეტ საქართველოსაც, ვერც სარწმუნოებაზე კამათმა, რაც ერთნაირად აღელვებდა ორივე სამეფოს, ვერ გათიშეს მათი მტკიცე სულის პოლიტიკური და რელიგიური ერთიანობა. საქართველო ცხოვრობდა საბერძნეთის ისტორიით, თქმულებებითა და ცხოვრებით. საქართველოს თანაგრძნობა საბერძნეთისადმი გამოთქმულია ქართული ჟამთაღმწერლის შემდეგ ნაღვლიან ელეგიურ ფრაზაში: “კონსტანტინეპოლი აიღეს თურქთა, ცოდვებისა ჩვენისა გამო”. ასეთივე უში და ვაება გვესმოდა, საუკუნეთა მონაცვლეობისას, ჩვენს დღეებამდე აღმოსავლეთის ქალაქის, აღმოსავლეთის მართლმადიდებლობის, აღმოსავლეთის გვირგვინისა და ბიზანტიის არწივის სახელთა ხსენებისას”. ათენელნი აღსდგნენ, აღსდგება აღმოსავლეთი. აღმოსავლეთის დაბნელება დასავლეთს არ ძალუძს. მისი სინათლე აღმოსავლეთიდან მოდის; იქ მზე არ ამოდის”. ახლაც ამგვარად აზროვნებს მართლმადიდებლობის ერთგული მთელი საქართველო, ასე აზროვნებს საბერძნეთიც.
გულუბრყვილო და უგუნური ქართველი ხალხი, როგორც მას ჭკუამოკლე რუსი ეგზარქოსები თვლიან, აი, როგორ ხედადა ანდრია მოციქულის მიერ ნათლითმოსილი თავისი ეკლესიის უფლებებს. “წმინდაო მამაო, – უპასუხა ანტიოქიის პატრიარქს ქართველმა ბერმა გიორგიმ, – შენ ამბობ, რომ შენ ზიხარ მოციქულთა მეთაურის პეტრეს ზედა, ჩვენ კი წილხვედრილ ვართ პირველწოდებულად მოხმობილი ძმისა შენისა, ჩვენ ვართ სამწყსო მოციქული და განათლებული მის მიერ. და გარდა ამისა, 12 მოციქულთა ერთი მათგანი, სიმონ კანანელი, დამარხულ არს ჩვენს ქვეყანაში, აფხაზეთში, ადგილსა შინა, რასაც ნიკოფსია ეწოდების…” “და ახლაცა იუბნებ, რომ ჯერ არს, გმორჩილებდეთ შენ?.. “წმინდაო მეუფეო, ესრე შეშვენის, რამეთუ ხმობილი დაემორჩილოს მხმობელსა. მაშ, პეტრე მორჩილ უნდა იყოს ძმისა ანდრიასი, რომელმაც იხმო იგი”. აი ასე იცოდნენ ქართველებმა მათდაპასუხად, ვისაც სურდა ეკლესიის მეთაურობა მიეთვისებია…
“საქართველოს მჭიდრო კავშირი საბერძნეთთან, – ამბობს პ. იოსელიანი, – მიზეზი იყო იმისა, რომ საბერძნეთის ყველა მოძრაობა რელიგიური და პოლიტიკურიც ისე მძლავრად იყო კავკასიაში გამოხატული, როგორც ჩვეულებრივი ტკივილი გამოიხატება მტკივნეული ნაწილიდან მოშორებულ ნერვზე.
საბერძნეთს დაყრდნობილი საქართველო თვალს არ აშორებდა ბიზანტიასა და ბიზანტიის პალატთა გულს. როცა ამ წმინდა და კურთხეული მხარის მეფეები საბერძნეთის მეფის ასულებთან უღლდებოდნენ, მჭიდრო ერთიანობისკენ მიისწრაფვოდნენ. ბიზანტიის მეფეთა სისხლი აქომამდე ჩქეფს საქართველოს მეფეთა ცოცხალი მემკვიდრეების ძარღვებში*.[10]
ძველ წინასწარმეტყველებათაგან საქართველოში თაობიდან თაობას გადაეცემა თქმულება, რომ “კონსტანტინეთი დამთავრებული, კონსტანტინეს მიერ შექმნილი კონსტანტინეპოლი, ისევ კონსტანტინეთი დაიწყება”. ეს ის თქმულებაა, რომელიც ასე ცოცხლობს საბერძნეთშიდა რომლის წყალობითაც ბერძენი ხალხის ნახევარზე მეტმა თავისუფლებას მიაღწია. ეს ის თქმულებაა, რომელმაც 1901 წ. მწყემსმთავარი კირიონი შეაგულიანა საბერძნეთის დედოფალ ოლგა კონსტანტინეს ასულისთვის (იგი საქართველოს უძველეს სატახტო ქალაქში – მცხეთაში ჩამოვიდა, რომ საქართველოს მისალმებოდა) თორმეტი მოციქულის საპატრიარქო ტაძარში შეხვედრისას ეთქვა შემდეგი:
“თქვენო უდიდებულესობავ. იშვიათი ბედნიერება გვხვდა ჩვენდა წილად, მოგესალმოთ თქვენ, ღვთისმოშიშ დედოფალს საბერძნეთისას, დედოფალს იმ ქვეყნისას, რომელმაც ივერია ქრისტიანობით განანათლა. უძველესი დედა ქალაქებისა საქართველოისა, პირველსატახტო მცხეთა – მოწამეა იმისა, ამა ალაგას, 1700 წლის წინათ, პონტოელმა ბერძენმა ქალმა ნანამ თავისი მეფური მეუღლის მირიანის ტახტზე პირველმა აღმართა ჯვარი ქრისტესი. ამ დროიდან არაერთხელ განმტკიცებულა კავშირი საქართველოსა დასაბერძნეთს შორის მეფურ გვამთა ცოლქმრული ურთიერთობით და ამიტომ საქართველო ცხოვრობდა ცხოვრებითა საბერძნეთისა; მხნევდდებოდა ბიზანტიის წარმატებებითა დანაღვლობდა მისი წარუმატებლობით.
რაც იყო, – გამოყოფილია სივრცობლივად, საქართველოს მასთან სულიერი ერთიანობა არასოდეს გაუწყვეტია. ბიზანტიის მაჯისცემა ივერიაში ისმოდა. სანამ არსებობდა ბიზანტია, საქართველო ბედნიერად ცხოვრობდა, მისი სახით საიმედო ბურჯი ჰყავდა ქრისტეს ჯვრის მტრებისგან დასაცავად. ბოლოს დადგა საბედისწერო 1453 წელი, და, მთელი ქრისტიანული სამყაროს სავალალოდ, დაეცა ბიზანტია და საქართველო მარტო დარჩა მუსულმანურ ოკეანეში. მან ბიზანტიის იმპერიისგან ანდერძად მიიღო, დაეცვა წმინდა მიწა დამართლმადიდებლობა. საქართველო ერთადერთი მართლმადიდებელი სამეფო იყო, რომელიც ვრცელ მაჰმადიანურ აზიაში მარტო დარჩა. ამ ჯვაროსან რაინდთა ქვეყანამ, მიუხედავად იმისა, რომ მაჰმადიანობის რკინის სალტეთი იყო გარშემორტყმული, პირნათლად შეასრულა ბიზანტიის ანდერძი და იარაღასხმულმა დაიცვა უფლის სამარე დამართლმადიდებლობა. საქართველომ უზომო ძალღონით, პირველყოფილი სიწმინდითა დაშეუხებლობით XIX საუკუნის ზღურბლამდე მოიტანა წმინდა მართლმადიდებლური სარწმუნოება და ისტორიული მისიის შემდგომი შესრულება რუსეთის ძლევამოსილ სახელმწიფოს მიანდო, რომელმაც ჩვენთვის საბერძნეთის მაგივრობა გასწია. რუსეთის შემწეობით გამოცოცხლდა საბერძნეთი და ხარობს აღმოსავლეთი. ივერია წმინდად ინახავს ღვთისმოსავ თქმულებას, რომ დადგება ჟამი – და არის ნიშნები იმისა, რომ ეს მალე იქნება, – როცა კონსტანტინეპოლის წმინდა სოფიის კედელი გადაიხსნება და იქიდან წმინდამღვდელი გამოვა თასით ხელში და მთელი მართლმადიდებელი აღმოსავლეთის სასიხარულოდ დაამთავრებს მის მიერ მეფის ქალაქის დაცემის დროს შეწყვეტილ ღვთიურ ლიტურგიას.
და იქნება ეს მნიშვნელოვანი დიადი დღე მართლმადიდებლობისათვის დასაწყისი ახალი ბრწყინვალე ერისა…”
ამ სიტყვისათვის დეკანოზ ვოსტორგოვის, როგორც საქართველოს საეგზარქოსოს ადმინისტრატორის, მითითებით მეუფე კირიონი 1902 წ. რუსეთში გადაასახლეს.
კონსტანტინეპოლის დიადი ეკლესიის წმინდა სინოდმა, ნიკ. ნიკ. დურნოვოს თხოვნით, რომლითაც მან მის სრულიად უწმინდესობას მსოფლიო პატრიარქს 1907 წლის 14 იანვარს მიმართა, განიხილა ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხი 26 მარტს ყოვლადუწმინდესობა იოაკიმ III ნ.ნ. დურნოვოს აცნობა, რომ მასთან არსებულ მიტროპოლიტთა წმინდა სინოდის დადგენილებათა თანახმად, მონაცემები, რომლებიც ეხება საქართველოსა და ივერიის ეკლესიების და თანაბრად მათთან დაკავშირებული ყველა ცნობა, რომელიც ინახება მსოფლიო საპატრიარქოს არქივში, მოყვანილია არქივის საპატრიარქო დოკუმენტების სერიის ამას წინათ – (1905 წ.) გამოცემულ III ტომში, რომელზეც მისმა სრულიად უწმინდესობამ მიუთითა*[11].
ღირსპატივსაცემი პირველმდგომი მართლმადიდებელი ეკლესიისა რწმენას გამოთქვამს, რომ, ყველაფერი, რაც მესამე ტომშია დაბეჭდილი “დააკმაყოფილებს ყველა ქართველი ეპისკოპოსისა და ღვთისმოშიში ქართველის სურვილებს”, რომლებიც ნახსენები იყო ნ.ნ. დურნოვის წერილში პატრიარქისადმი.
ქართული ეკლესია მტკიცედ და ურყევად უნდა დადგეს წმინდა კანონებისა და თავისი ეკლესიის იმ უფლებების დასაცავად, რომლებიც მას მიანიჭა II და VI მსოფლიო საეკლესიო კრებამ (იხ. მსოფლიო საეკლესიო კრების ვალსომონის მე-2 კანონი). ყოველი ეკლესია ვალდებულია (მე-6 და მე-7 კანონი მსოფლიო საეკლესიო კრებისა) “შემოინახოს ძველი ადათწესები”;
“მსოფლიო საეკლესიო კრების მე-2 კანონი ეპისკოპოსებს უკრძალავს თავისი ქვეყნის ფარგლებს გარეთ გასვლას, რათა ერთმანეთში არ აურიონ ეკლესიები, უკრძალავს სხვა ოლქში ხელისდასხმასა და სხვა საეკლესიო განკარგულების გაცემას. III მსოფლიო საეკლესიო კრების მე-8 კანონი კიცხავს ანტიოქიის პატრიარქს იმისათვის, რომ მან ეპისკოპოსი დანიშნა კვიპროსის ეკლესიაში, რომელიც საეკლესიო კრების დადგენილებით უნდა შემონახულიყო “სუფთად, თავიდანვე მისთვის მიკუთვნებული უფლებების შევიწროების გარეშე”. ეს დადგენილება განკუთვნილია იმ ავტოკეფალური ეკლესიებისთვისაც, რომელთა უფლებები დარღვეულია სხვა ეკლესიების მიერ დარომლებიც მათთვის არაკუთვნილ ოლქებში თავიანთ ეპისკოპოსებს ნიშნავენ. გასაგებია, რომ უცხო საეკლესიო ხელისუფლების არავითარ გადაწყვეტილებებს არა აქვთ ძალა დამნიშვნელობა კანონიკურად მისთვის არადაქვემდებარებულ ოლქში.
ამასობაში, ქართული ეკლესიისათვის უცხო ეგზარქოსი, თავისი ანტიკანონიკური მოქმედებებით, ცდილობს შეურაცხყოს ქართველთა რელიგიური გრძნობები და როგორმე რუსების წინააღმდეგ აღაგზნოს ისინი, ასე მაგალითად, მართლმადიდებელთა კვირას კირ-ნიკონმა აკრძალა საქვეყნოდ გამოეცხადებიათ: “სამარადჟამო დიდება მარადსახსოვარ ქართველ ეპისკოპოსებსა და მეფეებს!” ქართულ მრევლს რომ სძულდა, ამიტომ ეგზარქოსი იძულებული იყო ქალაქში კაზაკების ბადრაგით გარშემორტყმული ეტლით ეარა. 9 აპრილს, ჩქარი სვლის დროს, მცხეთის ქუჩაზე მისმა ეკიპაჟმა გადაუარა მოხუც ქალს, რომელიც ცოცხალმკვდარი მიიყვანეს საავადმყოფოში.
მოსკოვის მოტროპოლიტი ფილარეტი თავის წერილებში საქართველოში მყოფ რუს ეგზარქოსებს “უცხო მოსულებად” თვლიდა და არა ქართული ეკლესიის წარმომადგენლებად. რა თქმა უნდა, მათ ვერც მცხეთის კათალიკოსთა ან თუნდაც თბილისის მიტროპოლიტთა შთამომავლებს უწოდებდა. სწორედ მათ სიცოცხლეში (მეფისწულ ანტონი II და მიტროპოლიტ არსენის დროს) გამოჩნდა თბილისში ეგზარქოსი, შეუფერებელი სახელით “მცხეთისა, ქართლისა და კახეთისა, რომელსაც 1827 წლამდე ატარებდა მეფისწული – პატრიარქი ანტონი. ჩვენი სრულიად რუსეთის სასულიერო კოლეგიუმი ხომ არ ჩათვლის მოსკოვის მწყემსმთავრებად სტაროობრიადელთა ე.წ. მეუფეებს: არქიეპისკოპოს იონა კარტუშინს, ეპისკოპოს იობას, რომლებსაც ერქმევათ “მოსკოვისა?” რუსი ეგზარქოსიც ამგვარ მდგომარეობაში ხომ არ იმყოფება უცხო მხარეში, როცა მისთვის არაკუთვნილი სახელწოდება აითვისა?

თარგმნა ზ. კახაბერიძემ
თარგმნილია გაზეთ “რუსსკიი სტიაგ”-ის რედაქციის გამოცემიდან. მოსკოვი, 1907 წ.
ნ. დურნოვოს “ქართული ეკლესიის ბედი მოგვაწოდა ისტორიკოსმა მერაბ კეზევაძემ.

[2] თბილისის ამბები გვიჩვენებენ, რომ ეს ასეა!
[3] მარტოდენ სიტყვა “მისია” შეცდომაა უძველეს მართლმადიდებელ ქვეყანაში.
[4] საინტერესოა თქმულება ამ ლალებზე, რომელთაგან “ობოლა” ყველაზე დიდია, “კედელა” ანუ ზღუდე “ობოლას” გამომყოფია სხვა მცირე ლალებისაგან, “მედეგა” სიდიდით “ობოლას” უახლოვდება. “ამაღლებულია ამ ძვირფასი ქვების შეწირვის ლეგენდა. თამარ მეფე გელათის მონასტერში სადღესასწაულო წირვაზე წასასვლელად ემზადებოდა და ლალებს იმაგრებდამეფის თავსამკაულზე. მას მოახსენეს, რომ გარეთ მათხოვარი ქალი დგას და მოწყალებას ითხოვსო. მეფემ თურმე ბრძანა, დამელოდოსო. როცა პალატიდან გამოვიდა და ქალისდასაჩუქრება მოინდომა, მათხოვარი წასულიყო. შეცბუნებულმა თამარ მეფემ საკუთარ თავს უსაყვედურა, რომ იმ უპოვარი ქალის სახით თვით უფალ იესოს უთხრა უარი, მოიხსნა თავსამკაული, რომლის მიზეზითაც შეაგვიანა მათხოვართან გამოსვლა, და ღვთისმშობლის გვირგვინზე დაჰკიდა. მთელმა საქართველომ იცის, სად იმყოფება ახლა ის ლალები.
[5] 1820 წელი – პეტერბურგში საერო იეზუიტების მძვინვარების წელია. 22 მარტის ბრძანებით, სასულიერო პირები გააძევეს რუსეთიდან, დროის დამთხვევაა.
[6] იხ. წიგნი “სიმართლე ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის შესახებ”. ტონამილუსი. 1906, 151 გვ.
[7] თბილისში, სახელმწიფო სათათბიროში 1907 წელს არჩეული იქნა 33 ქართველი, 39 სომეხი, 7 რუსი.
[8] სტატისტიკური ცნობები აღებულია 1907 წ. კავკასიის კალენდრიდა და სხვა ოფიციალური წყაროებიდან. ისინი მნიშვნელოვნად ეწინააღმდეგებიან მოძღვარ ი. ვოსტორგოვისა და ბატონ ტრეზინის ცნობებს.
[9] ასეთი წინადადება სიგიჟეზე მეტია! ეს იმას ნიშნავს, რომ ბერძნებს ან ქართველებს გადასცენ მოსკოვის უსპენსკის ტაძარი ან კიევ-პეჩორსკის ლავრა და მათში არასლავიანურ ენაზე წარიმართოს ღვთისმსახურება.
[10] ნინა პონტოელი, საქართველოს პირველი ქრისტიანი მეფის მეუღლე; ელენე, იმპერატორ ლეონ I ასული მეუღლე ვახტანგ მეფისა; ელნე, ასული იმპერატორ რომან აგირასი დამეუღლე მეფე ბაგრატ IV; იმპერატორების მიხეილ პალეოლოგის, კომნენ ტრაპეზუნელის დამანუილ III ასულები ქართველ მეფეებზე (დავით ნარინი, დიმიტრი III, ბაგრატ V) იყვნენ გათხოვილნი; საბერძნეთის უკანასკნელი მეფე კონტანტინე პალეოლოგი, რომელიც გმირულად დაეცა კონსტანტინეპოლის კედლებთან, დაქორწინებული იყო ქართველი მეფის ასულზე.
[11] III ტომში, სხვათაშორის, ნათქვამია: “ივერია იყოფა ხუთ ნაწილად 1) ქართლი, ტახტით თბილისში (რა თქმა უნდა, მეფისა), 2) იმერეთი, ტახტით ქუთაისში, 3) კახეთი, 4) სამეგერლო, 5) გურია, ქობულეთით, ტახტით ოზურგეთში. ივერიის ქვეყანა გაყოფილა ზემო და ქვემო ნაწილებად. ზემო ივერიას მიეკუთვნება: იმერეთი, ოდიში (სამეგრელო დაგურია). მათ ორი კათალიკოსი ჰყავთ. უზენაესს აქვს კათედრა 12 მოციქულის ტაძარში, მცხეთაში, (თბილისთან ახლოს). მეორეს, უმრწემესს, ბიჭვინთაში (აფხაზეთი) ღვთისმშობლის ტაძარში. შემდეგ ჩამოთვლილია ეპარქიები, კათალიკოსთა სიგელები, მოყვანილია მათი დასახელება და კათალიკოსთა სახელები. ზემო ივერის კათალიკოსის ტიტული: უნეტარესი და კეთილმსახური კათალიკოსი ქართლისა, კახეთის და მთელი ზემო ივერიისა; მეორე კათალიკოსი იწოდება: უნეტარესი და კეთილმსახური კათალიკოსი იმერეთისა, ოდიშისა (სამეგრელო), გურიისა, აფხაზეთისა, სვანეთისა და მთელი ქვემო ივერიისა.
СУДЬБЫ ГРУЗИНСКОЙ ЦЕРКВИ ( PDF )




Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий