Показаны сообщения с ярлыком სიტყვის თავისუფლება. Показать все сообщения
Показаны сообщения с ярлыком სიტყვის თავისუფლება. Показать все сообщения

вторник, 20 января 2015 г.

Charlie Hebdo-ს კონტექსტი







გური სულთანიშვილი

წინასიტყვაობის მაგიერ

(„მაგრამ“-ის ენობრივ-ფილოსოფიური ანალიზი.)
აშკარაა რომ გახშირდა ლიბერალებისგან "მაგრამ" კავშირის დამცინავ და ნეგატიურ კონტექსტში წარმოჩინება. ესაა რეაქციონერული მიდგომა და პრობლემას უქმნის ამ კავშირის სწორად გამოყენებას. წინადადების შუაში მოქცეული “მაგრამ” აბათილებს/უკანა პლანზე გადაწევს პირველ ნაწილში გამოთქმულ აზრს და ამ გაბათილების მიზეზი მეორე ნაწილში გამოჩენილი ახალი გარემოებაა.
შენ გარბოდი, მაგრამ მე არ მოგდევდი და ა.შ.

понедельник, 19 января 2015 г.

გამოხატვის თავისუფლება - ტომი I




“მხოლოდ კანონმდებლობა ვერ
დაიცავს გამოხატვის თავისუფლებას.
იმისათვის, რომ ყოველმა ადამიანმა
უსაფრთხოდ გამოთქვას საკუთარი
შეხედულება, საჭიროა,
საზოგადოება იყოს შემწყნარებელი”.
ალბერტ აინშტაინი

четверг, 15 января 2015 г.

შარლად ყოფნა-არყოფნის სევდა







თამარ კარელიძე

თამარ ცხადაძის თვალსაზრისი: შარლიზე და „მაგრამ“-ის ნაირსახეობებზე



განათლება: ფილოსოფოსი
თანამდებობა: ასოცირებული პროფესორი
კვლევის ინტერესები: ენის ფილოსოფია, მეცნიერების ფილოსოფია, მეტაეთიკა, ფემინისტური თეორია
ენები: რუსული, ინგლისური

понедельник, 12 января 2015 г.

გამოხატვის თავისუფლება

გამოხატვის თავისუფლება (ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლის განხორციელება. გზამკვლევი)

მაკოვეი მონიკა
საერთაშორისო სამართალი|ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დოკუმენტები
© ევროპის საბჭოს საინფორმაციო ბიურო
2005
სამოქალაქო განათლების განყოფილება
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლის განხორციელება : გზამკვლევი / [ავტ.: მონიკა მაკოვეი ; მთარგმნ.: ლაშა ჭელიძე და სხვ. ; რედ.: ლაშა ჭელიძე]. - [თბ. : ევროპის საბჭო, 2005] (შპს "პეტიტი"). - 161გვ. ; 16სმ.. - ბიბლიოგრ. ტექსტ. შენიშვნ.. - [ფ.ა.], 2000ც.[MFN: 24577] UDC: 341.231.14 + 342.732 + 342.727 Guide to the Implementation of Article 10 of the European Convention on Human Rights (in Georgian), 2005 This book was published with the financial support of the Council of Europe წინამდებარე გამოცემაში გამოთქმული მოსაზრებები არ შეიძლება ჩაითვალოს მოხსენიებული სამართლებრივი დოკუმენტების ოფიციალურ განმარტებად, რომელსაც სავალდებულო ძალა აქვს წევრი სახელმწიფოებისათვის, ევროპის საბჭოს საწესდებო ორგანოებისა თუ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის საფუძველზე შექმნილი ნებისმიერი ორგანოსათვის. თარგმანი და წინასიტყვაობა – ლაშა ჭელიძე, ბესო ბოხაშვილი, თამარ მამუკელაშვილი რედაქტირება – ლაშა ჭელიძე; დაიბეჭდა – შპს „პეტიტი“; თარგმანი ქვეყნდება ევროპის საბჭოსთან შეთანხმებით და მასზე პასუხს აგებს მთარგმნელი ევროპის საბჭოს საინფორმაციო ბიურო საქართველოში ერეკლე II-ს შესახვევი 7, თბილისი, 0105, ტელ.: 988977/989560; ფაქსი: 989657; ელ-ფოსტა: information.office@coe.ge ვებ-გვერდი: www.coe.ge ევროპის საბჭო, 2005 წელი დაიბეჭდა შპს „პეტიტში“; თბილისი, 2005 წელი



ვრცლად

ზღვარი სხვის უფლებებსა და გამოხატვის თავისუფლებას შორის


მთელი მსოფლიოს მასშტაბით გამართული ასიათასობით მუსლიმის აქცია, სირიაში, ლიბანსა და ერაყში გადამწვარი დანიის საელჩოები და აქციის დროს გარდაცვლილი 140 ადამიანი - ეს შედეგი მოჰყვა დანიის ერთ-ერთ პროვინციულ გაზეთში 2005 წელს მუჰამედის 12 კარიკატურის გამოქვეყნებას.
კარიკატურებზე მუჰამედი ბომბითაა გამოსახული, რადგან მის სახელს მუსლიმანური დაჯგუფებები ხშირად ტერორისტული აქტების გასამართლებლად იყენებენ. შეურაცხყოფილი მუსლიმების ნაწილი გაზეთს ბოდიშის მოხდას სთხოვდა, უფრო რადიკალურები კი, კარიკატურისტის სიკვდილით დასჯას ითხოვდნენ. გაზეთს ბოდიში არ მოუხდია, რადგან გამოხატვის თავისულება მათ ასეთი კარიკატურების გამოქვეყნების უფლებას აძლევდა.
ამ კარიკატურებმა მთელს მსოფლიოში კიდევ ერთხელ აქტუალური გახადა საკითხი თუ  სად გადის ზღვარი გამოხატვის თავისუფლებას და სხვისი უფლებების პატივისცემას შორის. რა საზღვრები უნდა დავუწესოთ  სიტყვის თავისუფლებას დემოკრატიულ საზოგადოებაში? ან საერთოდ, უნდა დავუწესოთ თუ არა?  - ამ თემაზე მსჯელობდნენ კლუბ "ფრონტლაინ ჯორჯიაშიც"  სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში და მედიის მკვლევარი ნინო დანელია, კარსტენ კაერის დოკუმენტური ფილმის, "ეს წყეული კარიკატურების" ჩვენების შემდეგ.
ნინო დანელიამ გამოხატვის თავისუფლების დაცვის აუცილებლობის მიზეზებზე ისაუბრა. "მედიას და საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ძალაუფლების კონტროლის უფლება და საშუალება. თუ დავუშვებთ, რომ არის სფეროები, სადაც ჩვენ არ გვაქვს კონტროლის უფლება, დავბრუნდებით ავტორიტარული მართვის მოდელში, სადაც არ შეგვეძლება კითხვების დასმა, რაც ალბათ, თითოეული მოქალაქისთვის მიუღებელია."
გამოხატვის თავისუფლება დაცულია როგორც საერთაშორისო კანონმდებლობით, ისე საქართველოს კანონით სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების შესახებ, თუმცა გიორგი ტუღუშმა აღნიშნა, რომ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს პრაქტიკაში გამოიკვეთა ტენდენცია - "როცა რელიგიური უფლებების შეურაცხყოფას ეხებოდა საქმე, სასამართლო არ დადგა გამოხატვის თავისუფლეფბის დაცვის მხარეს. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ერთ-ერთმა მოსამართლემ გამოთქვა განსხვავებული აზრი - ნუ იქნება მეათე მუხლი, რომელიც გამოხატვის თავისუფლებას იცავს, ფიქცია, გამოვიყენოთ პრაქტიკაში."
დისკუსიის დროს აღინიშნა, რომ თუ მუსლიმური სამყაროს აღშფოთების მიზეზად ჯერ დანიის და შემდეგ იმ 50 ქვეყნის მედია იქცა, რომელმაც იგივე კარიკატურები ასევე გამოაქვეყნა, ქართულ მედიაში განსხვავებული ვითარებაა: აქ  სიტყვის თავისუფლება ხშირად სხვადასხვა უმცირესობისთვის შეურაცხყოფის მისაყენებლად გამოიყენება. "რაც შეეხება მართლმადიდებლობას, ქართული მედია ამ მხრივ არანორმალურ თვითცენზურას იჩენს, ეს ტაბუირებული თემაა. გამოდის, რომ ერთის მხრივ, ქართული მედია ხელს უწყობს არასწორი, ნეგატიური წარმოდგენების დამკვიდრებას უმცირესობების მიმართ და ხელს უშლის ისეთ მნიშვნელოვან თემებზე დისკუსიას, როგორიცაა ქართული იდენტობა, ქართული მართლმადიდებლობა," - განმარტა ნინო დანელიამ
გიორგი ტუღუშის აზრით, საყოველთაო დუმილი და ტაბუ, რასაც მხოლოდ რამდენიმე ბეჭდური გამოცემა არღვევს, იწვევს იმას, რომ რელიგიურ თემაზე კრიტიკული აზრის გამოთქმა საზოგადოების დიდი ნაწილისთვის აღმაშფოთებელია.
"თუ საზოგადოებას აინტერესებს არის თუ არა ეკლესიაში კორუფციული გარიგებები და ამ კითხვის დასმის შემდეგ მე მეტყვიან, რომ შევურაცხყოფ რელიგიას, ამას გავაპროტესტებ,"- ამბობს ნინო დანელია - "თუ ამ თემებზე სხვადასხვა საზოგადოებრივმა ჯგუფებმა  არ ვისაუბრეთ, ერთ დღეს  აღმოჩნდება, რომ მასწავლებლის ან მშობლის კარიკატურის დახატვაც არის შეურაცხმყოფელი. თუ ამ ყველაფერზე არ ვიმსჯელეთ, არ მივხვდით რომ, შეიძლება კითხვების დასმა და მათზე პასუხების მიღება ყველანაირი მღელვარების გარეშე, აღმოვჩნდებით იზოლირებულ არაინფორმიბულ საზოგადოებაში, რომელიც კლიშეებსა და სტერეოტიპებზე დაყრდნობით იღებს გადაწყვეტილებებს."
დარბაზში, რომლის ძირითად ნაწილს სტუდენტები შეადგენდნენ გამოითქვა მოსაზრება, რომ მედიამ, სანამ მასალას გამოაქვეყნებდეს, უნდა განსაზღვროს მისი სარგებელი და ზიანი. უნდა დაისვას კითხვა, რამდენად სასარგებლო იყო კარიკატურების გამოქვეყნება. რა მივიღეთ შედეგად -  აგრესია მუსლიმური სამყაროს მხრიდან, ზიანი მიადგა გამოხატვის  თავისუფლებას - იელის უნივერსიტეტში, სიტუაციის გამწვავების თავიდან ასარიდებლად, წიგნიდან "კარიკატურები, რომლებმაც შეძრა ქვეყანა" ამოიღეს ეს თორმეტი კარიკატურა,  მუჰამედის კარიკატურების შემქმნელს კი, ამავე თემაზე დახატულ ყოველ ახალ კარიკატურას გაზეთები უკან უბრუნებენ და სთხოვენ ნაკლებად მწვავე კონტექსტი შეარჩიოს.

დისკუსიის დროს ბევრჯერ აღნიშნეს, რომ რთულია გამოხატვის თავისუფლებასა და სხვისი გრძნობების შეურაცხყოფას შორის ზღვარის გავლება, დისკუსიის დასასრულს რაიმე  რეცეპტი არც "ფრონტლაინ ჯორჯიაში" შეუდგენიათ.


წყარო:    www.liberali.ge

სიტყვის თავისუფლება და რელიგია - მუდმივი კონფლიქტი არჩევითი მოდერნიზაციის პერიოდში


სამართალი

ურთიერთმიმართება აზრის გამოხატვის თავისუფლებასა და რელიგიის თავისუფლებას შორის: მკრეხელობის, რელიგიური შეურაცხყოფის და შუღლის ან რელიგიური ძალადობის აღკვეთის ზოგიერთი საკითხი

ანალიტიკოსები ხედავენ ორმაგ სტანდარტს სიტყვის თავისუფელბის ევროპულ კანონმდებლობაში /Analysts See Double Standard in European Free Speech Laws






სიტყვის თავისუფლების ორმაგი სტანდარტი 

„ჩარლი ჰებდო“ 4 წლის წინ ანალოგიურ პროცესზე გაამართლეს
სატირულ ჟურნალში გამოქვეყნებული წინასწარმეტყველ მუჰამედის კარიკატურებით შეურაცხყოფილ მუსლიმებს საფრანგეთის მთავრობამ საკუთარი წყრომის და უკმაყოფილების გამოხატვა სასამართლოში ურჩია. გამოჩნდა ადამიანთა ერთი ჯგუფი, რომელთაც პარიზის კრიმინალურ სასამართლოში მართლაც იჩივლეს. პროკურორებს გადაწყვეტილება საქმისთვის მსვლელობის მიცემის შესახებ ჯერ არ მიუღიათ.
დადებითი პასუხის შემთხევაში ჟურნალისთვის „ჩარლი ჰებდო“, რომელშიც კარიკატურები დაიბეჭდა, სასამართლო განხილვები პირველი შემთხვევა არ იქნება. რელიგიური ხასიათის ხუმრობებისთვის, რომელსაც მორწმუნეები მტკივნეულად აღიქვამენ, მას რამდენიმე პროცესი აქვს მოგებული. ასე მაგალითად, „ჩარლი ჰებდო“ 4 წლის წინ ანალოგიურ პროცესზე გაამართლეს, როდესაც მან დანიური ჟურნალიდან იგივე მუჰამედის სატირული ჩანახატები ხელახლა გამოაქვეყნა. იმავე, 2008 წელს ჟურნალი რომის პაპის კარიკატურის გამოქვეყნების საქმეშიც გამართლდა.
პიერ გიერლანი პარიზის დასავლეთის უნივერსიტეტის პროფესორი ამბობს, რომ საქმე მარტო სიტყვის თავისუფლებაში როდია. საფრანგეთში რელიგიური თემა არაპოპულარულია, ფეხს ვერ იკიდებს და შესაბამისად მსგავსი პროცესების უმეტესობა წაგებისთვის არის განწირული.
სარწმუნოების კრიტიკა ეროვნული სპორტივითაა. ინგლისურენოვან სამყაროში საფრანგეთი კათოლიკურ ქვეყნად წარმოუდგენიათ. ეს ძალზე მცდარი შეხედულებაა. ფრანგების უმეტესობა ათეისტი, სეკულარი ან აგნოსტიკოსია. ამ ჯგუფის ადამიანები რიტუალებს ან არ სცნობენ, ან საერთოდ რელიგიის არსებობას უარყოფენ. ტრადიციულად ფრანგი მემარცხენეების მოძრაობა კათოლიციზმის ოპონენტად ჩამოყალიბდა. ქვეყანაში ანტი-ქრისტიანული განწყობა და ტრადიცია შემდეგ ყველა სხვა დანარჩენ რელიგიაზე გავრცელდა,“ - ხსნის პროფესორი გიერლანი.
საფრანგეთის ხელისუფლებამ კარიკატურების წინააღმდეგ დემონსტრაციების მოწყობაზე ოფიციალური უარი განაცხადა. შინაგან საქმეთა მინისტრმა პრეფექტურებს უბრძანა დემონსტრაციების მოწყობასთან დაკავშირებით არცერთი გამონაკლისი არ დაუშვან. პროფესორ გიერლანს მიაჩნია, რომ ხელისუფლების გადაწყვეტილება სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებას ზღუდავს.
„საფრანგეთში დემონსტრაციას რომ კრძალავ, ეს იმას ნიშნავს, რომ რისკის ქვეშ მთლიანად საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას აყენებ. ამით ადამიანს დაგროვილი პროტესტის გადმოღვრის და აზრის გამოხატვის საშუალებას უხშობ, რითაც პრობლემას კიდევ უფრო ამწვავებ“ - აღნიშნავს ის.
პროფესორ გიერლანს მიაჩნია, რომ სიტყვის თავისუფლება რთული და კომპლექსური საკითხია: ერთის მხრივ, ქვეყანა ადამიანის უფლებების ევროპულ კონვენციაზე ხელისმომწერად გვევლინება. კონვენციაზე, რომელიც სიტყვის თავისუფლებას იცავს. თუმცა, ამ საკითხში შეიძლება ითქვას, რომ ორმაგი სტანდარტია, რაც სიტყვის თავისუფლების გარკვეულ შეზღუდვებში გამოიხატება. მაგალითად, არსებობს 1990 წელს მიღებული კანონი, რომელიც ყოველგვარ რასობრივ, ანტისემიტურ და ქსენოფობიურ გამოვლინებას კრძალავს. ანუ მთელ რიგ საკითხებში მთავრობა სიტყვის თავისუფლებას იცავს, მაგრამ არსებობს კატეგორიები, რომლებშიც აზრის მკაცრ ჩარჩოებში მოქცევა ხდება. ეს კი ულტრა-მემარჯვენეებს, ან ისლამურ ფუნდამენტალისტებს საფრთხის და უსამართლობის შეგრძნებას უჩენს.
მეტ როჟანსკი, შეერთებული შტატების კარნეგის მშვიდობის ფონდიდან ამბობს, რომ საფრანგეთი ამმხრივ მარტო არ არის. სიტყვის თავისუფლებას ლიმიტი ბევრ ქვეყანაში აქვს დაწესებული და ხშირად ისეთი სახით, რომ თავად სიტყვის თავისუფლების მცნება ფარისევლურ ხასიათს ატარებს. ეს განსაკუთრებით თვალშისაცემია ევროპის იმ ქვეყნებში, სადაც მზარდი იმიგრაცია სერიოზულ პრობლემებს ქმნის. ზოგჯერ სიტყვის თავისუფლების მიღმა არა რასისტური ან ჰომოფობიური გამოვლინებების აღკვეთა დგას, არამედ ძველი ომები, ისტორიული კონფლიქტები და ოკუპაციის შემთხვევები - ამბობს ის.
სრულებით გასაგებია პოლიტიკურ ლიდერთა მისწრაფება შეზღუდონ თავისუფალი სიტყვის ისეთი გამოვლინება, რომელიც მათი აზრით ნეგატიურ მიმდინარეობებს გააღვიძებს, როგორიცაა მაგალითად ნეო-ნაციზმი. ეს იმპულსი მისაღებია, თუმცა მაინც მიმაჩნია, რომ არასწორია. და აი რატომ: ფარული კონფლიქტური ზონები, რომელიც სოციალურ ზეწოლას განიცდის და არ ვლინდება, რაზეც ლაპარაკიც კი არ შეიძლება, მოსახლეობის გარკვეულ ფენებს უფრო მგრძნობიარეს და იოლად ფეთქებადს ხდის,“ - აღნიშნავს კარნეგის მშვიდობის ფონდის წარმომადგენელი.
სწორედ ერთ-ერთ ასეთ ფარულ აგრესიას მოჰყვა წინასწარმეტყველი მუჰამედის კარიკატურები, რომელიც ჟურნალ „ჩარლი ჰებდოში“ გამოქვეყნდა. ერთ-ერთ მათგანში მუჰამედი მთლიანად შიშველია. ეს იყო პასუხი იმ გლობალურ პროტესტზე, რომელიც მუსლიმ ქვეყნებში ამერიკის მოქალაქის მიერ გავრცელებულმა ვიდეოფირმა გამოიწვია. მასში წინასწარმეტყველი მატყუარა, მოქალთანე და მცირეწლოვანთა მოძალადედ იყო გამოყვანილი. თუმცა, აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ შეერთებული შტატების უმაღლეს პოლიტიკურ ეშელონებში პრეზიდენტი ობამას ჩათვლით ფილმი ერთმნიშვნელოვნად და მკაცრად დაგმეს.

News / Europe

Analysts See Double Standard in European Free Speech Laws

French embassies, consulates and international schools in 20 Muslim countries were closed on Friday after cartoons depicting the Prophet Muhammad were published earlier this week by a French satirical magazine. In response to the controversial caricatures, the French government has emphasized that freedom of expression is guaranteed in France. But some critics say in France and other European countries there is a double standard when it comes to free speech.

The French government has said those who are offended by the caricatures can resolve the issue in a court room.
 
At least one Muslim group has already reportedly filed a criminal complaint with prosecutors in Paris. Prosecutors have yet to decide if legal action will be taken.

Charlie Hebdo, the weekly magazine that published the cartoons, has previously won cases when it was taken to court for offending faith groups. Four years ago it won a case brought against it after it published cartoons of the Prophet Muhammad, which had previously been printed in a Danish magazine.

An unsuccessful complaint was also brought against it after it caricatured the Pope in 2008.

Pierre Guerlain, from Paris West University in France, says the caricatures would need to be found racist for the complaint to succeed. Religious grounds, he says, won’t suffice in France.

“Criticizing religion is a national sport," says Guerlain. "People in the English-speaking world imagine that France is a Catholic country, but it is a misconception. Most people are secular, agnostics or atheists. They don't have religious practices.  And traditionally, the French Left built itself around opposition to the Catholic Church.  So there is a long anti-religious tradition in France, which carries on to other religions.”

French authorities confirmed Friday that they have banned any protestors from demonstrating against the cartoons. The Interior Minister said prefects throughout the country had been ordered to crack down if the ban is challenged.

Guerlain says such a move by the government undermines free speech values.

“When you ban a demonstration in France, you always argue that there is a danger to public order," he says. "So the argument is that it is not speech that is banned, but it's a deed, an action. But in the case of this demonstration, if you restrict avenues for self-expression, I think you make the problem worse.”

In France, he says free speech is a complex issue. On the one hand, France is a signatory to the European Convention on Human Rights, which defends free speech.

But there are limits. For example, the Gayssot Act, which dates to 1990, prohibits any racist, anti-Semite, or xenophobic activities, including Holocaust denial.

Guerlain says exceptions to the free speech rule can create confusion.

“Because in France you have this "Loi Gaysott."  It means some categories of speech are protected, other categories are not protected, which gives a possibility for the far right or Islamic fundamentalists to claim that they are treated in an unfair way,” he says.

Matt Rojansky of the U.S.-based research group, the Carnegie Endowment for International Peace, says France is not the only country in Europe where free speech has its limits - and it creates a sense of hypocrisy.

"Muslims in Pakistan, or Algeria, or where have you, are not unaware that there is a head-scarf ban," he says. "They understand that Europe is constraining free speech in some instances, but then they see that in other instances people can, in their view, commit grave violations with their speech by publishing cartoons or saying things.  Nationalist politicians say a lot of things, and those things are protected. So they feel that that is an hypocrisy, and I think that position is a logically viable position unless Europe hasn't resolved that contradiction."

He says laws in Europe that limit free speech often stem from a desire to create inclusive communities in countries with often large migrant populations.
 
Many European nations, Rojansky says, contain societies that have very troubling historical relationships - legacies of war, conflict, and occupation - and that has been part of the motivation for limiting free speech.

"It's understandable that political leaders want to keep a lid on some elements of speech and expression that could, in their view, provoke negative trends, whether it's violence or nationalist movements, secession, neo-Nazism, etc.  That's an understandable impulse. I still think it's wrong," he says. "And the reason it's wrong is that if you build your social-contract on the basis of hidden or off-limit zones, things that must not be spoken, those will always be vulnerabilities and sensitivities in your national project."

Charlie Hebdo published a series of caricatures of the Prophet Muhammad, including cartoons where he is depicted naked.

The magazine published the cartoons after global protests erupted over a video produced by a private film-maker in the United States, which depicts the Prophet Muhammad as a fraud, womanizer, and child molester.
 
U.S. President Barack Obama has publicly rebuked the video.

წყარო:





„შარლი ებდოს“ ტრაგედია და მისი პოლიტიკური კონტექსტი


გიორგი ცხადაია





2015 წლის 7 იანვარს ფრანგულ ყოველკვირეულ სატირულ ჟურნალს „შარლი ებდოს“ თავს დაესხნენ შეიარაღებული პირები, რომლებმაც 12 ადამიანი იმსხვერპლეს, მათ შორის 5 კარიკატურისტი. შეიარაღებული პირები გაჰყვიროდნენ „ალაჰუ აკბარ“, ანუ „ღმერთი დიდია“, რაც პირდაპირ მიანიშნებს კავშირს „შარლი ებდოს“ მიერ გამოქვეყნებულ მუჰამედის კარიკატურებსა და მომხდარს შორის. გამოცემის მთავარი რედაქტორი სტეფან შარბონიე, იგივე „შარბი“ იქამდე უკვე შეტანილი იყო „ალ-ყაიდის“ მთავარი სამიზნეების სიაში და მას სპეციალურად მიჩენილი პოლიციელი იცავდა. ტერაქტამდე შარბი წერდა, რომ მისთვის სულერთია, მოკლავენ თუ არა და ურჩევნია მოკვდეს ფეხზე მდგომი, ვიდრე დაჩოქილი. თავდასხმა არც დანარჩენი ოთხი სატირიკოსისთვის - კაბიუსთვის, ვოლინსკისთვის, ონორესთვის და ტინიუსთვის - ყოფილა მოულოდნელი.

четверг, 13 ноября 2014 г.

ადამიანის თავისუფლება და ღვთის განგებულება წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველის მიხედვით


ავტორი: ზურაბ ჯაში
გრიგოლ ნაზიანზელის საღვთისმეტყველო აზროვნებაში ადამიანის თავისუფლების მნშივნელობა დიდი ხანია შენიშნული და აღიარებული აქვთ მის მკვლევარებს. მაგრამ მისი თავისუფლების კონცეპციის კომპლექსური ბუნებას ჯერ არ მიუქცევია სათანადო ყურადღება. მართლაც, როგორც ჟან პლანიო აღნიშნავს, გრიგოლი იყო „ღვთის წინაშე ადამიანის თავისუფლების დამცველი“. მაგრამ გვთავაზობს ის რაიმე სახის თანმიმდევრულ თეოლოგიურ სწავლებას ამ „ღვთის წინაშე ადამიანის თავისუფლების“ შესახებ? თუ მხოლოდ მისი პიროვნული განწყობა მოქმედებს მისი თეოლოგიური ხედვის აგებისას?

пятница, 4 июля 2014 г.

რელიგიური თავისუფლება დაფუძნებულია ჭეშმარიტებაზე


რელიგიური თავისუფლება დაფუძნებულია ჭეშმარიტებაზე

04/07/2014
ავტორი: სერგო ფარულავა

ამერიკისა და კანადის ავტოკეფალური მართლმადიდებელური ეკლესიის მთავარეპისკოპოსის ენციკლიკა:
რელიგიური თავისუფლება დაფუძნებულია ჭეშმარიტებაზე
4 ივლისი, 2014 წელი
დამოუკიდებლობის დღე

вторник, 13 августа 2013 г.

მიხეილ ჯავახიშვილი - შვიდი თავისუფლება


იმ ქვეყნებში, სადაც სახელმწიფოს თვით ხალხი განაგებს, თავის არჩეულ სანდო კაცების შემწეობით, ყოველს მცხოვრებს აქვს უფლებები, რომელთა წართმევა ან შელახვა არავის შეუძლიან. ამ უფლებებით ყველა სარგებლობს, რა ტომისა, რა ჩამომავლობისა, ან რა რჯულისაც არ უნდა იყოს, სარგებლობს მდიდარიც და ღარიბ-ღატაკიც. ამ უფლებათა თავისუფალ სარგებლობას უწოდებენ თავისუფლებას. ამისთანა თავისუფლება შვიდია. აქ ჩამოვთვლით მათ და თან განვმარტავთ, თუ რაში მდგომარეობს თვითოეული მათგანი:

среда, 17 июля 2013 г.

თავისუფლება ქრისტიანისა, თავისუფლება ეკლესიისა და რელიგიური თავისუფლება



ავტორი: ალექსი ოსიპოვი

გაგება თავისუფლებისა მნიშვნელობათა საკმაოდ დიდი მრავალფეროვნებით გამოირჩევა. აქ მხოლოდ სამს აღვნიშნავთ.    პირველი – მეტაფიზიკურია, როცა თავისუფლებაში იგულისხმება კაცობრივი ბუნების ერთ-ერთი ყველაზე ფუნდამენტური თვისება – ნების თავისუფლება, რომელიც გამოიხატება პიროვნების შინაგანი თვითგამორკვევით სიკეთისა და ბოროტების წინაშე. ნების თავისუფლება ისეთ თვისებას წარმოადგენს, რომლის დაკარგვას პიროვნება სრულ დეგრადაციამდე მიჰყავს. ქრისტიანული სწავლებით, ადამიანის ამ თავისუფლებაზე არავინ უფლობს: არც სხვა ადამიანი, არც საზოგადოება, არც კანონები, არც ნებისმიერი მთავრობა, არც დემონები, არც ანგელოზები და არც თვით ღმერთი.

მაგრამ, როცა პიროვნების ნების აქტის „მატერიალიზება“, განხორციელება გარეთ, სოციალურ გარემოში უნდა მოხდეს, იგი უამრავ შეზღუდვას აწყდება. ასე წარმოიქმნება ადამიანისგარეგანი თავისუფლებისა და უფლებათა პრობლემა, ანუ პრობლემა (კანონით, ჩვეულებებით, საზოგადოებრივი მორალით) ნებადართული საქციელისა გარემომცველ სამყაროში, საზოგადოებაში.
და მესამე კატეგორია – ეს არის სულიერი თავისუფლება. იგი ნიშნავს ადამიანის უფლობას თავის ეგოიზმზე, თავის ვნებებზე, ცოდვილ გრძნობებზე, სურვილებზე – თავისსავე თავზე. ასეთი თავისუფლება მოიპოვება მხოლოდ სწორი ქრისტიანული ცხოვრებით, რომლითაც ქრისტიანს ღმერთთან ურთიერთობის უნარი ენიჭება, ამიტომაც წერს მოციქული პავლე: …სადაც არის სული უფლისა, იქვეა თავისუფლება (2 კორ. 3, 17). მოციქული ადამიანს, რომელმაც სულიერ თავისუფლებას მიაღწია, უწოდებს ახალს (ეფ. 4, 24), და ამით ხაზს უსვამს მისი გონების, გულის, ნებისა და სხეულის განახლებას ქრისტეს ხატისებრ. ძველს(ეფ. 4, 22), მონას (რომ. 6; 6, 17), პირიქით, ცოდვით მცხოვრებს უწოდებს, როგორც უძალოს იმაზე მისაყოლად, რასაც მას სარწმუნოება, გონება, სინდისი ეუბნებიან – და თვითონაც კარგად იცის, რომ მისთვის უეჭველად სიკეთეს წარმოადგენს. ამ სულიერი მონობის მდგომარეობას, როგორც ანტითეზას ჭეშმარიტი თავისუფლებისა, მოციქული პავლე შემდეგი გამოკვეთილი სიტყვებით აღწერს: ვინაიდან არ მესმის რას ვაკეთებ: იმიტომ, რომ იმას კი არ ვაკეთებ, რაც მსურს, არამედ იმას, რაც მძულს… კეთილს კი არ ვაკეთებ, რომელიც მსურს, არამედ ბოროტს, რომელიც არ მსურს… ჩემს ასოებში სხვა რჯულსა ვხედავ, რომელიც ეურჩება ჩემი გონების რჯულს, და იმ ცოდვილი რჯულის ტყვედ მაქცევს, რომელიც არის ჩემს ასოებში (რომ. 7; 15, 19, 23).
აშკარა განსხვავებაა, ასევე, სულიერი თავისუფლებასა და ნების თავისუფლებას შორის.
თავისუფლების სამი აღნიშნული კატეგორია ნებას იძლევა სრულიად გარკვეულად ვთქვათ, თუ როგორი თავისუფლება უნდა იყოს თითოეული ადამიანის უმაღლესი მიზანი, უწინარეს ყოვლისა, ქრისტიანისა, როგორც სახარების მცოდნისა და მისი მორწმუნისა. ეს უდავოდ, სულიერი თავისუფლებაა, რომელიც მართლმადიდებლური ასკეტური ცხოვრების პროცესში მოიპოვება.
სხვა განზომილებებით უნდა ვისაუბროთ ეკლესიის თავისუფლებაზე.
ეკლესია თავისი ყოფიერებით ღმერთკაცებრივია და მისი ორბუნებოვნების გამო, აუცილებელია ვილაპარაკოთ მის ორ განსხვავებულ თავისუფლებაზეც, რომლებიც ერთმანეთთან თანაშეუზომელია.
ეკლესია როგორც უხილავი ერთობა სულიწმიდით იმათი, ვისაც აქვს… მცნებანი და იცავს მათ (ინ. 14, 21), ყოველთვის თავისუფალია, რადგან სადაც არის სული უფლისა, იქვეა თავისუფლება (2 კორ. 3, 17). იგი აღმატებულია ყველა გარეგან თავისუფლებასა, უფლებასა და პრივილეგიაზე. მას არ ეშინია ნებისმიერი კაცობრივი შეზღუდვისა და შევიწროებისა, რადგან თვით დევნულობაც კი მის განდიდებას ემსახურება. ასეთი იყო იგი იესო ქრისტეს მიწიერი ცხოვრებისა და მისი მოციქულების დროს, და ასეთივეა მისი ამაღლებისა და აღდგომის შემდეგაც აქამომდე: იესო ქრისტე გუშინ და დღეს და უკუნითი უკუნისამდე იგივეა (ებრ. 13, 8).
ხოლო ხილული საზოგადოება, ეკლესია-ორგანიზაცია, როგორც ნებისმიერი სხვა საზოგადოებრივი და რელიგიური ორგანიზაცია, თავისი არსებობის შესაბამის პირობებს, მათ შორის სახელმწიფოს მიერ რეგლამენტირებულ რელიგიურ თავისუფლებას, საჭიროებს.
რელიგიური თავისუფლება – ეს არის როგორც ინდივიდის, ისე კოლექტივის მიერ საკუთარი რელიგიური მრწამსის დაუფარავად აღსარებისა და პრაქტიკულად განხორციელების უფლება. ამ მხრივ რელიგიური თავისუფლება არაფრით განსხვავდება იმ უმნიშვნელოვანეს სოციალურ თავისუფლებათაგან, ან ადამიანის უფლებათაგან, რომელთაც თანამედროვე მსოფლიოში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებათ.
ამასთან დაკავშირებით ყურადღებას იქცევს მათი ორი უმნიშვნელოვანესი თავისებურება. ჯერ ერთი, ნებისმიერი უფლება ორმხრივია და იგი შესაძლოა გამოყენებულ იქნას არა მხოლოდ პირადი და საზოგადოებრივი სარგებლობისთვის, არამედ უშუალოდ საწინააღმდეგო მიზნებისთვისაც (მაგალითად, ინფორმაცია და დიფამაცია: ქადაგება მშვიდობისა, უბიწოებისა ან პროპაგანდა ძალადობისა, გარყვნილებისა და ა.შ.) მეორეც, უფლებები იურიდიული გაგებით ქრისტიანისთვის ყველაზე მთავარზე, სახელდობრ, მათ მნიშვნელობაზე სულიერი თავისუფლების მოსაპოვებლად – თავისთავად არაფერს ამბობენ. მით უფრო, თანამედროვე ე.წ. თავისუფალ ქვეყნებში საზოგადოების კატასტროფული მორალური დეგრადაცია და ამ ქვეყანათა ქრისტიანულ ეკლესიებში სულიერების აშკარა დაცემა გვიჩვენებს, რომ გარეგანი თავისუფლებანი მის გარეშე, რომელსა – ესე უპყრიეს აწ(2 თეს. 2, 7), არა მხოლოდ ვერ აღამაღლებენ ადამიანს, არამედ ხშირად მისი სულიერი და ზნეობრივი გახრწნის ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ საშუალებას წარმოადგენენ.
უკვე ეს თავისებურებანიც მეტყველებენ იმაზე, რომ გარეგანი თავისუფლებანი არ შეიძლება განხილულ იქნენ როგორც უპირობო და თვითკმარი ფასეულობანი. იგივე დასკვნა გამომდინარეობს ქრისტიანული გაგებიდან ადამიანისა და მისი ცხოვრების საზრისის შესახებაც. ქრისტიანული ანთროპოლოგია ჰუმანისტური ცნობიერებისთვის ერთნაირად მიუღებელ ორ დებულებას ეფუძნება: ადამიანისთვის „წინდაწინ მიცემულ“ ღმრთის მსგავსების დიდებულებას (შესქ. 5, 1) და მისი ბუნებისათვის „მიცემულ“ იმდენად ღრმა დაზიანებას, რომ საჭირო გახდა თვით ღმერთის მოსვლა, ქრისტე იშვების ამაღლებად პირველ დაცემულისა მის ხატისა.
ყოველივე ამის გათვალისწინება ნებას გვაძლევს გავიგოთ ქრისტიანობის პრინციპული პოზიცია თავისუფლებასთან დაკავშირებულ საკითხზე, რომლებიც საზოგადოების მიერ თავის თითოეულ წევრს უნდა მიეცეს მისი ღირსეული ცხოვრებისა და სრულფასოვანი განვითარებისათვის. ეს პოზიცია იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანის არსებობის ყველა პირობა, მათ შორის თავისუფლებაც, არასდროს არ შეიძლება განიხილებოდეს როგორც თვითმიზანი. ისინი მხოლოდ საშუალებებია, რომელნიც მოწოდებულნი არიან დიდი მიზნის სამსახურისთვის ახალი კაცის (ეფ. 2, 15) წოდებაში.
თავის იდეალში ახალი კაცი - ეს ღმერთკაცი იესო ქრისტეა, რომელმაც თავისი განკაცებით ცოდვით დაზიანებული კაცობრივი ბუნება განაახლა. ხოლო ჩვეულებრივი, ეგრეთ წოდებული ნორმალური ადამიანი სინამდვილეში სულიერად არანორმალურია. იგი ძლიერ ექვემდებარება ვნებათა მოქმედებას, რომლებიც მის სულსა და საქმიანობას რყვნის და ამახინჯებს. ამიტომ საზოგადოების უმნიშვნელოვანეს ამოცანას ისეთი ზნეობრივი და უფლებრივი ატმოსფეროს შექმნა წარმოადგენს, რომელიც არა მხოლოდ ადამიანის ამ სნეულებათა განვითარებას შეზღუდავდა, არამედ მათ განკურნებასაც შეუწყობდა ხელს. რა იგულისხმება ამაში?
მართლმადიდებლური მსოფლმხედველბით პასუხი ამ კითხვაზე გამომდინარეობს ფუძემდებლური დოგმატიდან ღმერთის შესახებ (ღმერთი სიყვარულია. – 1 ინ. 4, 16), რომლის მიხედვითაც, ქრისტიანული თვალსაზრისით დადებითად მხოლოდ ის სამოქალაქო უფლებები შეიძლება შეფასდეს, რომელთაც თავიანთ მიზნად ადამიანისათვის სარგებლობის და სიკეთის მოტანა აქვთ დასახული (მთ. 22, 39-40), მაგრამ არა თავისუფლება თავისთავად, რეალურ ცხოვრებასთან შეფარდების გარეშე. ე.ი. ნებისმიერი უფლება სიყვარულის პრინციპიდან გამომდინარე უნდა შეფასდეს. ამიტომ მხოლოდ ის უფლებებია და მხოლოდ იმ საზღვრებში საზოგადოების მიერ აღიარების ღირსი, რომლებიც მის წევრთა შორის ადამიანებისადმი ჭეშმარიტი სიყვარულის გაზრდასა და, აბბა დოროთეს სიტყვებით, კაცობრიობის ყველა სნეულებათა სამი ძირითადი მიზეზის – დიდებისმოყვარების, ვერცხლისმოყვარების და გემოთმოყვარების – ამოძრიკვას უწყობენ ხელს. ეს კრიტერიუმი გამომდინარეობს ქრისტიანული გაგებიდანაც სულიერ თავისუფლებაზე როგორც ყველა კაცობრივი თავისუფლების უმაღლეს მიზანზე.
აბსოლუტური სულიერი თავისუფლება ღვთის თვისებაა. მოღვაწეებმა დიდ თავისუფლებას ვნებათაგან განწმენდით მიაღწიეს. შედარებითი სულიერი თავისუფლება ყოველ „ჩვეულებრივ“ ადამიანს გააჩნია (ინ. 8, 32). იგი მხოლოდ ბოროტებით გასასტიკებულებმა დაკარგეს, სულიწმიდის გმობით, და სიკეთის ქმნისათვის უუნარონი გახდნენ (მთ. 12, 31-32). ამგვარად, ქრისტიანობა სულიერი თავისუფლების იდეალს ხედავს ღმერთში, რომელიცსიყვარულია (1 ინ. 4, 16), და ამით „სიკეთისა და ბოროტების იქით“ მისი აბსტრაქტული არსებობის რაიმე შესაძლებლობასაც პრინციპულად გამორიცხავს. ადამიანის ჭეშმარიტი სულიერი თავისუფლება მხოლოდ ღმერთის უსაზღვრო სახიერების „ფარგლებში“ ვითარდება. ამიტომ ამბობს პავლე მოციქული: სადაც არის სული უფლისა, იქვეა თავისუფლება. პირიქით, თავისუფლებანი და უფლებანი, რომელნიც ქრისტიანული სიყვარულის იდეაზე არ არიან დაფუძნებულნი, აღმოჩნდებიან გარეშე იმისა, რასაც კაცობრივ ენაზე სიკეთე, ცხოვრება და თვით თავისუფლება შეიძლება ვუწოდოთ. ხოლო რაცგარეშე ამისა არსებობს, ცხადია – ბოროტება, ტანჯვა და მონობაა.
თავისუფლება, რომელიც შეზღუდული არ არის სიყვარულით, საშინელია. იგი კანონზომიერად გარდაიქმნება ვნებათა თავისუფლებად და თვითნებობად, ვინაიდან ცხოვრება გარეშე სიყვარულისა და მით უფრო მისი წინააღმდეგობით – არანორმალურობა, უსჯულოება ან ცოდვაა. მოციქული იოანე სწორედ ასე წერს: და ცოდვა არის უსჯულოება(1 ინ. 3, 4). მაგრამ ყოველი შემცოდე ცოდვის მონაა (ინ. 8, 34), – ასეთია ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული აქსიომა ქრისტიანული ფსიქოლოგიისა. სწორედ ასეთი „თავისუფლება“ აღმოჩნდა ის დასაბამიერი ცდუნება, რომელმაც, შესთავაზა რა ღმრთის ნებისაგან „თავისუფლება“ კეთილისა და ბოროტის შეცნობით, პირველ ადამიანზე გაიმარჯვა და მის შთამომავლობაზეც იმარჯვებს, უღებს რა კარს ყოვლის ნებადართულობას და შობს მონობას – გულისთქმას ხორცისა, გულისთქმას თვალისა და სიამაყეს არსებობისა (1 ინ. 2, 16). ეს ძველ წარმართ ბრძენთაც კი ესმოდათ. მაგალითად, ეპიქტეტე წერდა: „ვინც თავისუფლია ხორცით და არ არის თავისუფალი სულით, იგი მონაა; და, თავის მხრივ, ვინც შეკრულია ხორციელად, მაგრამ თავისუფალია სულიერად – თავისუფალია“.
თავისუფლება როგორც სოციალური კატეგორია, უწინარეს ყოვლისა, თანასწორობისა და თანასწორუფლებიანობის ცნებებით გამოიხატება. მათი განსხვავების ჩვენება მაგალითებით უფრო ადვილია. ასე მაგალითად, დემოკრატიულ სახელმწიფოში ყველა მოქალაქე კანონის წინაშე თანასწორია. მაგრამ იმავე კანონით მის პრეზიდენტს გაცილებით მეტი უფლება აქვს, ვიდრე ნებისმიერ მოქალაქეს. და მიზეზს ამ არათანასწორუფლებიანობისა თვით კანონი ასახელებს – ნებას უმრავლესობისა, რომელიც სახელმწიფოს მეთაურს, სხვებთან შედარებით, დიდ უფლებებს ანიჭებს. ასეთია დემოკრატიული პრინციპი. ამ ბუნებრივ პრინციპს უნდა ჰქონდეს ძალა იმ საკითხების გადაწყვეტისას, რომლებიც მოქალაქეთა ყველა საქვეყნო უფლებას უკავშირდებიან (მათ შორის რელიგიურ საკითხებსაც).
მეორე მაგალითი. როგორ შეიძლება შეფასდეს შემდეგი სიტუაცია? თუ ვინმე მილიარდელი დემოკრატიულ № ქვეყანაში ყველა ინფორმაციის საშუალებას შეისყიდიდა და თავისუფლადაწარმოებდა პროპაგანდას იმ იდეებისა, რომელიც მოსახლეობის დიდი უმრავლესობის ზნეობრივი და რელიგიური მრწამსისათვის სრულიად უცხო და მტრული იქნებოდა, და თანდანთან გარყვნიდა მას. რად იქცეოდა ეს თანასწორუფლებიანობა მოცემული ქვეყნისათვის: დემოკრატიის (ხალხის ძალაუფლების) ნიშნად თუ მოწმობად ხალხის უფლებათა გათელვისა ოქროს ძალაუფლებით?
სხვისი სიკეთე, გაგებული როგორც საკუთარი, – ესაა ის ძირითადი აზრი, რომლის შუქზეც შეიძლება ქრისტიანულად სწორად იქნეს გაგებული ყველა თავისუფლება, უფლება, მოვალეობა და მათ შორის რელიგიური თავისუფლებაც. სიკეთეს კი, ქრისტიანული თვალსაზრისით, წარმოადგენს ყოველივე ის, რაც ადამიანს ყოველივე სიკეთის წყაროს – ქრისტეს – ამსგავსებს. იგი ახალი კაცის თვისებაა, რომელიც მცნებებით გამოიხატება და რომლის შესახებაც ყოველმა ქრისტიანმა იცის. ამიტომ ყველაფერი, რაც ასე გაგებული სიკეთის იდეის განხორციელებას უშლის ხელს, ქრისტიანული თვალსაზრისით ადამიანთა საზოგადოებაში კანონიერ ადგილზე პრეტენზიას ვერ განაცხადებს.
ამ ქრისტიანულ აზრს, თუმცა კი ყველაზე ელემენტარული ფორმით, ყველა ქვეყნის კანონმდებლები ეთანხმებიან, როცა მკვლელობას, ქურდობას, ძალადობასა და მისთ. კრძლავენ. მაგრამ ამასთანავე მათ, როგორც წესი, არ უნდათ შეამჩნიონ დანაშაულობათა ნამდვილი მიზეზი – საზოგადოების ის ატმოსფერო, რომელსაც უმეტესწილად განაპირობებს თავისუფალი საინფორმაციო საშუალებები და ზემოდასახელებული კაცობრიობის კერპთა –დიდებისმოყვარების, ვერცხლისმოყვარებისა და გემოთმოყვარების – კულტის პროპაგანდა.
თანამედროვე ევროპული ცივილიზაცია დასვლეთშიც და აღმოსავლეთშიც, განუხრელი სწორხაზოვნებით ამტკიცებს რა ხორცის თავისუფლებასა და კეთილდღეობას, ფაქტობრივად ადამიანის სულის უსაფრთხოების სრულ იგნორირებას ახდენს. ვნებათა თავისუფლების გამოცხადებითა და ქრისტიანული სიყვარულის იდეის მტკიცე უარყოფით, მას ხალხი არსებობის უკანასკნელ წრეში სულ უფრო ცხადად შეჰყავს. საბოლოო ანგარიშით, თანამედროვე ყველა კრიზისის წყარო სწორედ აბსოლუტიზებული გარეგანი თავისუფლებაა, რომელიც, ცოდვის ცნების დაკარგვის შემთხვევაში, ყველაფრის: ადამიანის, ბუნების, აზრის, შემოქმედების თუ ცხოვრების სულიერი, ზნეობრივი და სხვა კანონების მიმართ, ულმობელი ექსპლუატატორის თვითნებობად გარდაიქმნება. ამ თავისუფლებას როგორც ყოვლის ნებადართულობას თანამედროვე კაცობრიობა განუხრელად მიჰყავს, რამდენად პარადოქსულადაც არ უნდა მოგვეჩვენოს, თვით გარეგანი თავისუფლების სრულ დაკარგვამდეც კი, მსოფლიოში მზაკვრული და სასტიკი ტოტალიტარული რეჟიმის საბოლოოდ დასამყარებლად. თანამედროვე სინამდვილე ასეთი დასკვნისათვის საკმაო საფუძველს იძლევა.
გარეგანი თავისუფლება ადვილად იყიდება ელემენტარულ კომფორტზე. ერთ-ერთმა თანამედროვე მწერალმა სამართლიანად თქვა ჩვენს დროებაზე: „მსოფლიოში ყველგან კვდება თავისუფლება – პოლიტიკურიც, ეკონომიკურიცა და პირადიც… თავისუფლების გარეშე ცხოვრება უფრო ადვილია. საკუთარ თავისუფლებას სულ უფრო მეტი ადამიანი ხალისით ცვლის მოხერხებულსა და დაწყნარებულ ცხოვრებაზე. არ არის საჭირო რაიმე გადაწყვეტილების მიღება. ნაკლებია პასუხისმგებლობაც“ (პ.კალინოვსკი). ეს უარი თავისუფლებაზე სრულიად კანონზომიერია: ვნებები, იღებენ რა თავისუფლებას და შიგნიდან იპყრობენ რა ადამიანს, მას გემოთმოყვარედ და ეგოისტად აქცევენ და სწორედ ამით სულ უფრო მეტ უნარს აძლევენ, რომ თავისი სინდისის პირმშოება ოსპის სალაფავზე, სწრაფწარმავალ კეთილმოწყობასა და ახირებაზე გაყიდონ. ამგვარ გარიგებათა სურათები ახლა შესაძლოა ცხოვრების სფეროში დავინახოთ. გამოცხადება წმიდა იოანე ღმრთისმეტყველისა სრულიად გარკვეულად წინასწარმეტყველებს საერთო ნებაყოფლობით მონობაზე ამ მიზეზით: და მიწის ყოველი მკვიდრი, რომელნიც არ არიან ჩაწერილნი ცხოვრების წიგნში, … თაყვანს სცემენ მას (გამ. 13, 8).
თავისუფლება, მაგალითად, სიტყვისა, ბეჭდური გამოცემებისა და ა.შ. – ნორმალური მოვლენაა, მაგრამ მხოლოდ მანამდე, სანამ ადამიანებისადმი სიყვარულის იდეის „საზღვრებში“ მოქმედებს. ხოლო ექვემდებარება რა „ოქროს ხბოს“ იდეოლოგიას, იგი ინსინუაციისა და სიცრუის, გარყვნილების, ძალადობის, სატანიზმისა და მისთ. პროპაგანდის ინსტრუმენტად გარდაიქმნება, ე.ი. ბოროტების დაკანონებული იარაღი ხდება. განა შეიძლება ამ სახით იგი სიკეთის კატეგორიას ეკუთვნოდეს, თავისუფლებად იწოდებოდეს და ჰქონდეს უფლება ნორმალურ ადამიანურ საზოგადოებაში არსებობისა?
ნათქვამის საილუსტრაციოდ ცხადი მაგალითია ე.წ. ტელეინფორმაციის თავისუფლება. არ არის რა შეზღუდული ადამიანის სიკეთის იდეით, იგი, ერთი გაზეთის მოსწრებული გამოთქმით, ხდება „სატელევიზიო შავი ჭირი ძალადობისა“. ერთმა ამერიკელმა ფსიქოლოგმა ამგვარად დაახასიათა ტელევიზია თავის ქვეყანაში: „როცა თქვენ რთავთ ტელევიზორს, თქვენ საკუთარ თავში გამორთავთ ადამიანის დადგინების პროცესს“. ეს მართლაც ასეა, რადგან, სტატისტიკური მონაცემებით, როცა ამერიკელი 18 წლის ასაკში ახერხებს იყო მოწმე 150 ათასი ძალადობისა, რომელთაგან 25 ათასი მაინც მკვლელობაა, განა ამ ძალადობის „თავისუფალი“ პროპაგანდით ფეხქვეშ არ ითელება უფლება ადამიანისა იცხოვროს ასეთი „თავისუფლების“ ძალადობის გარეშე?
გარეგანი თავისუფლებანი არ შეიძლება თვითმიზანი იყოს. ისინი, ადამიანის გაგების მართლმადიდებლური თვალთახედვით, წარმოადგენენ ერთ-ერთ შესაძლებელ, მაგრამ არა აუცილებელ პირობებს ქრისტიანული ცხოვრების მთავარი მიზნის – სულიერი თავისუფლების – მისაღწევად. და ყოველთვის შეზღუდულნი უნდა იყვნენ, რომ სასარგებლონი გახდნენ. თუმცა, ისინი უსაზღვრონი არც არასოდეს არიან. ხოლო თანამედროვე ცივილიზებულ სამყაროში გაბატონებული პრინციპი „თავისუფლება თავისუფლებისათვის“, ე.ი. თავისუფლების სრული პრიორიტეტი სიყვარულზე, თავისებური ნარკოტიკი გამოდგა, რომელიც ღუპავს და რომლითაც სულ უფრო მეტ ადამიანს ღუპავენ. ქრისტიანული სულიერ-ზნეობრივი კრიტერიუმის გარეშე რეალური შესაძლებლობა არ არსებობს გარეგან თავისუფლებათა საკითხის დადებითად გადასაწყვეტად. ეს კრიტერიუმია – სიყვარულის პრიმატი კაცობრივი ცხოვრების ყველა ფასეულობაზე. ამიტომ მხოლოდ „სიყვარულის წყაროში“ შეიძლება ყველა იმ უფლების ოპტიმალური რეალიზაცია, რომელიც აუცილებელია კაცობრივი საზოგადოებისათვის.
გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა“, № 29, 2002 წ.
წყარო: www.orthodoxy.ge