ადრე, დიდი ხნის წინ, ჩემს მეორე ცხოვრებაში, მივხვდი, რომ საზღვრები მხოლოდ გადასალახად არსებობს. დღეს რომ ვფიქრობ, ესაა ჩემი 40-წლიანი არსებობის მთავარი აღმოჩენა.
ქრისტიანული ტრადიცია ამტკიცებს, რომ ღმერთი პიროვნულია/პიროვნებაა და იგი ჩართულია კაცობრიობის ისტორიაში, მოქმედებს მასში და წარმართავს/იზიდავს გარკვეული მიზნისაკენ - კერძოდ თავისკენ. ეს საერთო ქრისტიანული რწმენის ღმერთია. მართმადიდებლურს კი აქვს გარკვეული თავისებურება. ამ თავისებურებაზე საუბრობს ათენელი თანამედროვე მართმადიდებელი "ლიბერალი" თეოლოგი მარიო ბეგზო მე-20 საუკუნის ბერძნული თეოლოგიის პერიპეტიებს მიძღვნილ თავისი წიგნის დასკვნაში. ეს დასკვნა ლაკონურად ამგვარად გადმოიცემოდა: