ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტის, მეუფე ისაიას ამ საუბრის ჩანაწერი სოციალურ ქსელში გავრცელდა. გადავწყვიტეთ თქვენთვისაც გაგვეცნო:
,,არც ბავშობა არ მქონია ლაღი და უზრუნველი. მახსოვს ბავშვი რომ ვიყავი, ძალიან მინდოდა ველოსიპეტი მქონოდა, მაგრამ ოჯახს მისი შეძენის საშუალება არ ჰქონდა. ბევრჯერ ჩემთვის ჩუმად მიტირია ამის გამო. ერთხელ ჩემმა დამ მოაგროვა ფული, რომ ჩემთვის ველოსიპეტი ეყიდა, მთელი მაღაზიები მოვარეთ, მაგრამ ვერსად ვერ ვიშოვეთ, მაშინ ძალიან მტკივნეულად აღვიქვი ეს, მაგრამ შემდეგ მივხვდი რომ ეს ტრაგედია არ იყო.ჩემზე ამბობენ გმირიაო, მაგრამ მე არაფერი არ გამიკეთებია. თუ აქ მყოფ მოხუც მეზობელთან ერთად უპატრონოდ დარჩენილ საქონელს ვუვლიდით და ბოსელში ვაბავდით, ეს რა გმირობაა ან რა არის ამაში განსაკუთრებული?!როდესაც ადამიანი შინაგანად რაღაც საყრდენს პოულობს ის ყველა განსაცდელს გადალახავს. მომიტევეთ თუ ისე ვსაუბრობ თითქოს ჭეშმარიტებას ვღაღადებდე, მაგრამ ადამიანს თუ გარშემო ყველაფერი, ყოველდღიური კეთილდღეობა მოწესრიგებული აქვს, მაგრამ შინაგანი საყრდენი არ აქვს, ის მაინც გასაჭირში იქნება.თუმცა გული მტკივა, რომ საკუთარი ძმის დაკრძალვას ვერ დავესწარი, ვერ შევძელი ჩემი ახლობელი მონაზვნის დახმარება ავადმყოფობის დროს, როდესაც სჭირდებოდა ჩემი გვერდში დგომა, თუმცა ალბათ ასე იყო საჭირო, უფალმა ხომ უკეთ იცის ყველაფერი.მთავარია ჩვენ პირველობის სურვილი დავძლიოთ, უფალს პირველობა არ აუკრძალავს - თუ გინდა პირველი იყო, მაშ იყავი ყველას მსახური.დიდი ბედნიერ'ებაა, როდესაც ხედავ სჭირდები შენ ადამიანებს და უფალი გაძლევს ძალას და საშუალებას მათ გვერდით იყო.ერთი ადამიანს თუ სჭირდები და შენ მასთან ყოფნა შეგიძლია ეს უკვე გაძლევს ძალას, რომ ყველაფერი გადალახო.დიდება და მადლობა უფალს ამისათვის!"
Комментариев нет:
Отправить комментарий