სახელმწიფო ეკლესიის პოლიტიკას აღარ ითვალისწინებს
სახელმწიფო ავტორიტეტები,რომლებიც კათოლიკური ეკლესიის შუა საუკუნეების შემდგომი ეპოქის სწავლებას ქორწინების შესახებ იზიარებდნენ და მათ განხორციელებაში საკუთარი წვლილიც შეჰქონდათ, სექსუალური განათლების ამაღლების შემდეგ, რა საკვირველია არა ყველგან, ნაკლებად მკაცრ საკანონმდებლო ცვლილებებს გვთავაზობენ.
სამართალდამცავი ორგანოს 1861 წლის ჯარიმათა განაწესი გვატყობინებს, რომ „პიროვნებები, რომლებიც ერთ სახლში კანონიერი ქორწინების გარეშე ხანგრძლივად ცხოვრობენ, ისჯებიან 25 გულდენით(ფულის ერთეული), 8 დღემდე თავისუფლების აღკვეთითა და ერთმანეთისგან დაშორებით“. მიუხედავად იმის, რომ გერმანიაში კონკუბინატთა წინააღმდეგ ამგვარი განაწესი 1872 წლის საკანონმდებლო რეგულაციაში აღარ მოიხსენიება, სამართალდამცავები მაინც ადრინდელი განჩინების შესაბამისად მოქმედებდნენ. დღესდღეობით უკვე მრავალ ქვეყანაში არაოფიციალური ქორწინება დაუსჯელია.
ეკლესია და ახალი თაობის მორალი
თუკი თეოლოგი ან სასულიერო პირი გაბედავს და ტრადიციულ მორალურ წარმოდგენას კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს და სხვა გამოსავალსა თუ ახსნას წარმოადგენს, მაშინ ის აუცილებლად საეკლესიო ავტორიტეტთან მოვა კომფლიქტში. ავსტრიელი იეზუიტი ზიგმუნდ კრიპი ამ შემთხვევაში შესაბამის მაგალითად გამოდგება.
ის, ინსბრუკში, როგორც ახალგაზრდათა საეკლესიო გაერთიანების ხელმძღვანელი, სექსუალური მორალის ახალ გზებსა და შეხედულებებს ასწავლიდა, რის გამოც აღნიშნული პოსტის დატოვება მოუხდა. ამავდროულად, როგორც ახალგაზრდათა არასაეკლესიო გაერთიანების ხელმძვანელი ფელბახში, შტუტგარტთან ახლოს, ის არ შეუშინდა ეკლესიის მიერ დადგენილ ქცევის ნორმათა ღიად გაკრიტიკებას: „კათოლიკური ეკლესია წყვილთა და სექსუალური აღზრდისათვის ვითომდა ნორმატიული მორალური განწესებებით ერთ ადგილზეა გაყინული. ამასთანავე ის ქედმაღლურად ამ განწესებებს საყოველთაოდ, ინტერკულტურულად და სამარადისოდ გამოსადეგად ასაღებს“. ის ამ საკითხს ხელშეუხებლად ტოვებს, თუმცა არა მთლიან შეფასებას. კრიპი კონკრეტდება: „მე არ მესმის, რომელი კანონით შეუძლია ეკლესიას ახალგაზრდებს 10 წლის განმავლობაში საკუთარი სექსუალური მოთხოვნილების იგნორირება მოსთხოვოს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჩვენს დღევანდელ საზოგადოებას და ეკონომიკურ სიტუაციას უწინდელი პარტნიორული კავშირი არ ერგება. არსებობს კი პარტნიორული სიყვარულისა და სექსუალობის ადამიანთა უფლებები ახალგაზრდებისათვის? სხეულებრივ სიყვარულსაც სწავლა და ვარჯიში სჭირდება. ჩვენს რეალობაში 15 წლის ახალგაზრდა უკვე სექსუალურად მომწიფებულია, თუმცა მხოლოდ 30 წლისას ძალუძს ქორწინება და ოჯახის შენახვა. რა უნდა მოუხერხოს მან საკუთარ აღტკინებას 15-დან 30 წლამდე?“ ვინც კითხვას ზუსტად ასეთი კუთხით სვამს, ის აჩვენებს, რომ მისთვის საკითხის თეორიათა უბრალო კრიტერიუმები კი არა, არამედ ახალგაზრდებისათვის პრაქტიკულ რჩევათა მოძიებაა მნიშვნელოვანი.
მაგრამ როგორ ექცევიან ამ დროს საეკლესიო კანონმდებლები ალტერნატივათა ისეთ მძებნელებს, რომლებსაც სულის ჭეშმარიტი მესაჭეები უნდათ რომ იყვნენ? საკუთარი ორდენის ხელმძღვანელობასთან მრავალწლიანი განსჯის, განხილვისა და კამათის შემდგომ კრიპს საკუთარი იესოს საძმოს დატოვება მოუწია. სამწუხაროდ დღესაც კი საძმოთა გაერთიანება მათთვის არასასურველ წევრს ამგვარად უსწორდება.
ახალგაზრდათა გახრწნის გამო ცილისწამებას კათოლიკეთა მიერ გამოცემული შვეიცარიული ჟურნალი “ferment“ ეხმიანება. ერთ-ერთ გამოცემაში სექსუალობის, სიყვარულისა და ოჯახური კავშირის შესახებ ასეთ რამეს ვკითხულობთ: „თუკი ცოდვათა უკანა მხარეს კარგი თვისება გააჩნია, შეიძლება ზუსტად ამიტომაა ხორციელი ცოდვები ასე განსაკუთრებით ამაზრზენი, რადგან ისინი ჩვენს თვალში ყოველთვის იმდენად არასათნოდ წარმოგვიდგებიან, რამდენადაც ჩვენ ხორციელ ქმედებათა სიჯანსაღე გვაკლია!“ საეკლესიო ეთიკის სადარაჯოზე მყოფთა ყურში ამგვარი გამოთქმები ერეტიკულად ჟღერს, რადგან უწინ ზუსტად ამგვარ შეკითხვებზე გაცემული პასუხები სხვაგვარად გაისმოდა.
ამ შემთხვევაში გადამწყვეტია, თუ რამდენად მართებული შერბილების გარეშე მოხდება ძირითად საკითხთა გაცნობა, რათა აუცილებელი „დამხმარე საშუალებები“ იქნას მოძიებული.
1970-1971 წლებში ჩატარებული გამოკითხვის შედეგები, რათა გერმანიის გაერთიანებულ რესპუბლიკაში მოეწვიათ სინოდი ამ თემის განსახილველად, საკმაოდ მოულოდნელი აღმოჩნდა, რადგან მორწმუნე ახალგაზრდათა 56% ეკლესიის განჩინებებს სექსუალობის შესახებ არასაკმარისად და მოძველებულად მიიჩნევდა. ახალგაზრდა თაობის საერთო გამოკითხვათა შემთხვევაში კი შედეგები უფრო მეტად ნეგატიურია. Alan-Guttmacher-Institut-ის გამოკითხვის მიხედვით ამერიკის შეერთებულ შტატებში 1,14 მილიონ გამოკითხულ ორსულ თინეიჯერთა შორის 554000 ბავშვის გაჩენას აპირებს, 434000 ახალგაზრდას კი აბორტის გაკეთება აქვს გადაწყვეტილი. ამგვარი გარემოებიდან შეიძლება დავასკვნათ, რომ 13-19 წლის 29 მილიონი ახალგაზრდიდან 12 მილიონს, ფაქტიურად ნახევარს, ამ ასაკში უკვე საკმაო სექსუალური გამოცდილება აქვს მიღებული.
საეკლესიო წრეების წარმომადგენლებმა ამგვარი შედეგებიდან გამომდინარე „პერმისიულ მორალზე“ დაიწყეს საუბარი (ინგლ. permissive ნებართვის მიცემა), რომელიც დღესდღეობით ახალგაზრდებისათვის მეტად ტიპურია. არის კი საქმის ვითარება მხოლოდ იმგვარად ინტერპრეტირებული, რომ ახალგაზრდები ჩვენს დროში მორალურ წესებსა თუ აკრძალვებს აინუნშიც არ აგდებენ? ახალგაზრდებისთვის სურათი სხვაგვარად იხატება, კერძოდ კი ეკლესის ტრადიციული ნორმები ხშირად ურთიერთგამომრიცხავ წარმოდგენებსა და მიზნებს სახავს. სანამ ეკლესიას ამ საკითხზე სხვა რამის თქმა არ შეეძლება, გარდა იმისა, რომ სექსუალურ აქტივობას მხოლოდ ოფიციალურ ქორწინებით ერთობაში აქვს ლეგიტიმური ადგილი, დაუქორწინებელ ადამიანებს ვერავითარ სასრგებლო რჩევას ვერ შესთავაზებს.
მოამზადა მიხეილ ნებიერიძემ
წყარო: Georg Denzler – 2000 Jahre christliche Sexualmoral; Die verbotene Lust (S.177)
Theology Matters

Комментариев нет:
Отправить комментарий