суббота, 27 июня 2015 г.

Ⴐელიგიოლოგია – Religionswissenschaft – Religious Studies -Religionistika -scienza delle religioni -θρησκειολογία -宗教学…


GUIDE to the STUDIE of RELIGION
GRUNDZÜGE der RELIGIONSWISSENSCHAFT
Ⴐელიგიოლოგია
(Ⴐელიგიათმცოდნეობის Ⴑაფუძვლები)
Tbilissi
2015


ლექცია
წინმსწრები, აუცილებელი შენიშვნა: ტექსტი იხვეწება, იგი პერმანენტული დამუშავების პროცესშია და ჯერჯერობით განკუთვნილია მხოლოდ შიდამოხმარებისათვის ანუ სულხან-საბას უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის,  როგორც ელემენტარული შესავალი რელიგიის შემსწავლელ მეცნიერებაში, კერძოდ ახლადშემოღებულ რამდენიმე კურსში, სახელწოდებებით: 1.’თანამედროვე რელიგიათმცოდნეობის ასპექტები და პრობლემატიკა'; 2.’რელიგიის არსი, ფუნქცია და თეორიები'; 3. ‘რელიგიის კვლევის კლასიკოსები’… მთლიანობაში: Ⴐელიგიოლოგია.
I.საგნის პროფილის გამოკვეთა
ჩვენ სპეციალობაში ქართულენოვანი სახელმძღვანელოს არაარსებობის გამო და ზოგიერთი სხვა ნაკლოვანების აღმოსაფხვრელად გადავწყვიტეთ ყოველი ლექციისთვის საკმაო მოცულობის, ენობრივად და მეცნიერულად ოპტიმალურად გამართული ტექსტი შევადგინოთ: ინტერნეტბმულებით, დედნური ციტატებით, მცირე ქრესტომათიით და კითხვარითურთ. ეს ტექსტები შემდგომში დაიხვეწება, მეცნიერულად, ენობრივად, შესაბამისი სქოლიოებით გაიმართება და ჩამოყალიბდება, როგორც ელემენტარული შესავალი ახალ, ქართული აკადემიური სივრცისთვის ჯერჯერობით უცნობ, კულტუროლოგიურ სპეციალობაში, სახელწოდებით რელიგიოლოგია.
ლექციის მსვლელობისას მივყვებით ამ ტექსტს, თქვენ, სტუდენტებს არ დაგჭირდებათ არაფრის ჩაწერა, რადგან ტექსტი ელექტრონულად გადმოგეცემათ ლექციიდან არაუგვიანეს 1 დღეში, მას შემდეგ, რაც გათვალისწინებულ და ასახულ იქნება თქვენი შენიშვნები. ამრიგად, ლექციის მსვლელობისას გმართებთ მთელი კონცენტრაცია მის აღქმა-მოსმენაზე გადაიტანოთ და ჩაწერის თუ ჩანიშვნის გზით მხოლოდ ამ ტექსტისადმი თქვენი დამოკიდებულება, კითხვები თუ შენიშვნები დააფიქსიროთ. წინამდებარე ტექსტი პირობითად მთლიანობაში 4 დიდი ლექციაა. ეს 1 და I ლექციაა, რომელიც 2015 წლის 19 თებერვალს დაემთხვა, მაგრამ შეიძლება ესაც და მომდევნო სამიც, პრაქტიკულად რამდენიმე აუდიტორიულ ლექციაზე გადანაწილდეს.
ჩვენი ლექცია, სამომავლო ელემენტარული კურსი, ისევე როგორც სწავლების მთელი პროცესი და მეთოდოლოგია გასაგები მიზეზის გამო ეყრდნობა ძირითადად გერმანულ უახლეს სამეცნიერო ლიტერატურას და მონაცემებს, მაგრამ გათვალისწინებულ და ასახულ იქნება აგრეთვე ინგლისურენოვანი სპეციალური ლიტერატურაც. მათთვის, ვინც ინგლისური, გერმანული და ფრანგული ლიტერატურის წვდომას მოკლებულია, მოვიძიეთ სათანადო, თუმცაღა მწირი და ფოროვანი რუსული ტექსტებიც – რელიგიის შემსწავლელი მეცნიერების ცნობილი კლასიკოსების რუსულენოვანი თარგმანები, რომელნიც, საბედნიეროდ ინტერნეტში წაკითხვადია და არამარტო წაკითხვადი, დაკოპირებადიც. ასე რომ, შეიძლება მათი გამოყენებაც, თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ‘რელიგიის მეცნიერების’ რუსული გაგება ევროპულს საგრძნობლადაა არამხოლოდ ჩამორჩენილი, არამედ აცდენილიც.
საინტერესო დამთხვევაა, ისაც, რომ რუსი მეცნიერები, რომელთაც მსგავსი მცდელობა ჰქონდათ ანუ რელიგიის დასავლური მეცნიერების ეტაბლირებას მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში ცდილობდნენ დაახლ. ამ 20 წლის წინათ, დაკავშირებულნი იყვნენ პირადად ჩემ მასწავლებელთან, პროფესორთან (GUNTER KEHRER, ამჟამად სადოქტორო თემის ხელმძღვანელი, რომელსაც 10 წლის წინ სპეციალობაში სამაგისტრო ზეპირი და წერილობითი გამოცდები ჩავაბარე და შეფასება 1 დავიმსახურე). მან რუსული, მისთვის გაუგებარი წიგნები(Религиоведения) მაჩუქა და წარმატება მისურვა. ამდენად, მინიმუმ ქრესტომათიული საფუძველი ჩვენი საგნისთვის მოგვეპოვება რუსულ ენაზეც, თუმცაღა, მხოლოდ ქრესტომათიული და არა თეორიული, რადგან ადექვატური სახელმძღვანელო არც რუსულადაა, ან თუა, უარესია, ვიდრე მათი სრულიად არქონა იქნებოდა, რადგან რუსულენოვანი სახელმძღვანელოები, პრეტენზიით – Религиоведения, რელიგიის ფილოსოფიის და თეოლოგიის უცნაური ნაზავია და მათში დასავლური უნივერსიტეტების დამოუკიდებელი, კულტუროლოგიური აკადემიური საგანი/პროფესია – Religious Studies/Religionswissenschaft ვერ ამოიცნობა. ამიტომ საუბარიც კი იმაზე, რომ რუსული სახელმძღვანელოები აკადემიური საგნის შესავლისათვის საჭირო ელემენტარულ მოთხოვნილებებსაც კი ვერ აკმაყოფილებენ, სრულიად ზედმეტია. ამ და სხვა მიზეზთა გამო გადავწყვიტეთ ეს მძიმე მისია თვისობრივად ახალი, ადექვატური სახელმძღვანელოს შექმნისა, პირადად გვეტვირთა. ამ თამამ განზრახვაში, რომლის ასრულებაც, შესაძლოა ჩვენ ძალ-ღონეს 7-ჯერაც კი აღემატებოდეს, ჩვენ გვამხნევებს ჩვენი ძველი მოღვაწე მამების გადმოძახილი: ‘ემსგავსე ჯინჭველსა მედგარო!’
საერთოდ და უპირველეს ყოვლისა, რაც თავიდანვე ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, ისაა, რომ ასეთი სიტყვიერი კომბინაცია: Science of Religion – ‘რელიგიის მეცნიერება’ კაცობრიობის ისტორიაში ეპოქალური მოვლენაა. რელიგიის აკადემიური, საუნივერსიტეტო, არარელიგიური შესწავლა ევროპაში დაიწყო XIX საუკუნის მეორე ნახევარში და ამ გაბედულ მეცნიერულ ღონისძიებას ყავს თავისი პიონერები, ეგრეთწოდებული ‘მამები’, დამფუძნებლები და თვალსაჩინო ფიგურები ანუ რელიგიის მეცნიერების კლასიკოსები. ასევე, გარდა გამოჩენილი მეცნიერებისა, თავიდანვე აქტიურობდნენ გულშემატკივრებიც, მეცენატები, რომელთა შორის მოიაზრება თვით ინგლისის დედოფალი ვიქტორია და იგი მიულერის მიერ ლონდონში, სამეფო ინსტიტუტში წაკითხულ პირველ 4 ლექციას თავისი ამალითურთ პირადად ესწრებოდა. ამ საქმეს ანუ რელიგიის მეცნიერულ კვლევას ყავდა მედგარი მოწინააღმდეგეებიც იგივე ინგლისში, მაგ. ანგლიკანი კონსერვატორი სამღვდელოების სახით და არამხოლოდ.
მაქს მიულერი პირველივე ლექციაში, 1870 წლის 19 თებერვალს, ცდილობს დაარწმუნოს დედოფალი, მისი ამალა და ყველა მსმენელი, რომ რელიგიის მეცნიერებას კაცობრიობისთვის მხოლოდ სიკეთის და განახლების მოტანა შეუძლია.
როდიდან გამოვიდა ასპარეზზე ცნება „რელიგიის მეცნიერება“? პროგრამატული სახით ანუ როგორც ახალი მეცნიერული პარადიგმა ‘რელიგიის მეცნიერება’ ჯერ კიდევ 1867 წელს გამოიყენა მაქს მიულერმა თავისი ესეების კრებულში – „გერმანული საამქროს ნამსხვრევები“, სადაც ის ‘რელიგიის მეცნიერებას’ დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებს: ეს ახალგაზრდა მეცნიერება ზოგადად მსოფლიოს მრავალი ასპექტით სასიკეთოდ შეცვლის და ქრისტიანობასაც ახალ სიცოცხლეს შთაბერავსო!
რას ნიშნავს და როგორ უნდა გავიგოთ ქრონოლოგიურად „თანამედროვე რელიგიათმცოდნეობა“? როცა რელიგიის პროფესიონალური, მეცნიერულად ორგანიზებული, თეორიულად და მეთოდოლოგიურად დასაბუთებული შესწავლა იწყება, იმ დროიდან შეიძლება რელიგიის კვლევას სიტყვა „თანამედროვე“ მივუსადაგოთ! ანუ თანამედროვე რელიგიათმცოდნეობა დაახლ. 140 წლის ისტორიის მომცველი მეცნიერული ღონისძიებაა.
რელიგიის მიმართ შემეცნებითი ინტერესი ყველა ეპოქაში შეინიშნება, ამიტომ ზოგადად, რელიგიის, როგორც ინტელექტუალური ინტერესის სფეროს შესახებ, მცირე ისტორიულ ექსკურსს შემოგთავაზებთ.
რასაკვირველია, რელიგიის კვლევა, რელიგიაზე დაკვირვება, სხვათა რელიგიების აღწერა ისტორიულ ტექსტებშია ასახული და ‘რელიგიათმცოდნეობას’, როგორც აკადემიურ საგანს, ‘პრეისტორიული’ მამებიც ჰყავს, მაგ. ქსენოფანე(VI-V სს. ქრისტემდე). ქსენოფანე თავისი დროის რელიგიური წარმოდგენების ანთროპომორფულობას აკრიტიკებს(გაიხსენეთ რელიგიური წარმოდგენების მისამართით მისი ირონიული რეპლიკა, რაშიც ხარის მიერ დახატულ ღმერთზეა საუბარი). რელიგიის საკითხებში უფრო კომპეტენტური და უფრო მნიშვნელოვანი ფიგურაა ჰეროდოტე, ისტორიის მამა(რელიგიაც ხომ ადამიანური ისტორიის ნაწილია), რომელმაც 2.000 კილომეტრი გაიარა ზღვით, ერთი რელიგიათმცოდნეობითი ანუ რელიგიოლოგიური ინტერესის დასაკამყოფილებლად. ის იძიებდა, სხვა ხალხებს მიაჩნდათ თუ არა ჰერაკლე ღმერთად!? ამ მიზნით იმოგზაურა მან ეგვიპტეში, ფინიკიაში და ეწვია ჩრდილოეგეოსურ კუნძულ ტაზოსის ჰერაკლეს ტაძარს. ჰეროდოტემ თავის ისტორიაში სპეციალურ თავად შეიტანა სხვადასხვა ხალხების რელიგიური, მისნურ-ორაკულური თუ მაგიური ტრადიციების აღწერილობანი…
როგორც ჩანს, ძველ აღმოსავლეთში, ჩინეთში, ინდოეთში და სპარსეთში „რელიგიათმცოდნეობა“ იქაური უძველესი უნივერსიტეტების აკადემიური დღის წესრიგის შემადგენელი ნაწილიც იყო, რაც სპეციალური საუბრის და კვლევის თემაა, მაგრამ გაკვრით შეიძლება რამდენიმე ფაქტი დავასახელოთ: მაგ.სასანიდების სამეფოს გუნდიშაფურის აკადემია(III ს.), სადაც რელიგიის თემას საკმაოდ დიდი ადგილი ეკავა.
ცნობილია ისეთი გრანდიოზული ცოდნის კერა, როგორიცაა, ინდოეთის ჩრდილო-აღმოსავლეთში ნალანდას ცნობილი ბუდისტური უნივერსიტეტი(V-XIIსს.): 10.000 სტუდენტი, 1000 პროფესორ-მასწავლებელი და 9.000 000 წიგნი. ეს ყველაფერი ისლამურ დაპყრობებს შეეწირა. –
სხვა რელიგიების დესკრიპტიულ აღწერას იცნობს არაბულ-ისლამური თუ სპარსულ-ისლამური სამყაროც. არაბი მოგზაური და მეცნიერი, ალ-მასუდი(890-956). ის აღწერს ინდიელების, ჩინელების, ბიზანტიელების და სხვა ხალხების რელიგიურ ჩვეულებებს და აზრებს.
ეს სწავლულები ზოგჯერ დამპყრობლებს ახლდნენ თან და აღებული ტერიტორიების ხალხების ზნეს და რელიგიას აღწერდნენ, აღნუსხავდნენ, მაგ. ალ-ბირუნი(973-1048), რომელიც ემპირიულ მეთოდს იყენებდა ანუ ავტორიტეტებს და წინასწარ შექმნილ წარმოდგენას კი არ მისდევდა, არამედ იმას წერდა და აღნუსხავდა, რასაც ხედავდა და რაც ესმოდა თვითონ ამა თუ იმ ხალხისგან.
სპარსელი სწავლულის – ხორასნელი შარასტანის(1076-1153) ორტომეული – მთელი მსოფლიოს პოლიტიკური და რელიგიური პარტიების ისტორია დროს შემორჩა და ძირითად ევროპულ ენებზე თარგმნილია.
თვით იმ აპოლოგეტიკურ, პოლემიკურ ლიტერატურაშიც კი, რომელიც ადრექრისტიანული სამყაროს კუთვნილებაა, არაერთი საინტერესო ცნობაა შემონახული ძველი რელიგიების შესახებ, ზოგჯერ შედარებულია ისინი ქრისტიანობას. ამის მაგალითი თქვენ იცით ქართული აგიოგრაფიიდან: ევსტათი მცხეთელის მარტვილობა. რასაკვირველია, ძველ ავტორებს სრულ ობიექტურობას და განურჩევლობას ვერ მოვთხოვთ, მაგრამ მათთან დესკრიპტივიზმი ანუ სხვათა რელიგიების ობიექტური აღწერადობა არცთუ იშვიათად დამაკმაყოფილებელ დონეზეა. ევსტათი ირჩევს ქრისტიანობას ყნოსვით, რაც აქ შინაგან ინტუიციას უნდა ნიშნავდეს….შესაძლოა საკმევლის და სანთლის სუნმაც თავისი ქმნა. ყოველ რელიგიას თავისი სპეციფიკური სუნი უდის. მაგ., მაზდეანურ ტაძარში განსაკუთრებული მუხის ხის ალის, ცეცხლის სუნი დგას. იქ საუკეთესო ჯიშის ხის ნაწილებს წვავენ.
დავუბრუნდეთ ისევ თანამედროვე რელიგიათმცოდნეობას და მის სურნელს! :)
თავიდანვე მოკლედ აღვნიშნეთ და კიდევ უნდა გავიმეორო შემდეგი, რაც ჩემი პირადი მოსაზრებაა და შეგიძლიათ არ დამეთანხმოთ: კერძოდ ის, რომ იმ საგნის ქართული შესატყვისი, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, ‘რელიგიოლოგია’ უფროა, ვიდრე ‘რელიგიათმცოდნეობა’ და ამ ძველმა სიტყვამაც ისევე უნდა განიცადოს დროული ცვლილება, რადგან დღეს ‘საზოგადოებათმცოდნეობას’ უკვე სოციოლოგია ეწოდება, ‘ღვთისმეტყველებას’ და ‘ღვთისმცოდნეობას’ – თეოლოგია, ‘სულთმცოდნეობას’ – ფსიქოლოგია, ხალხთმცოდნეობას – ეთნოლოგია და ა.შ. შეიძლება ისე გაქვთ ყური შეჩვეული „რელიგიათმცოდნეობას“, რომ არ დამეთანხმოთ, ამიტომ ჩვენი საგნის აღსანიშნავად რამდენიმე ქართულ ვერსიას მონაცვლეობით გამოვიყენებთ. ერთი სიტყვით, ვსაუბრობ რელიგიის შემსწავლელ საუნივერსიტეტო მეცნიერებაზე და გარდა ხმარებაში მიღებულისა, ქართულად შესაძლებელია ეს სახელწოდება რამდენიმენაირად ჟღერდეს: ,რელიგიის ისტორია’, ‘რელიგიათმცოდნეობა’, ‘რელიგიისმცოდნეობა, ‘რელიგიის მეცნიერება’… ჩვენი აზრით უფრო ადეკვატური, მოქნილი და ენობრივად ბუნებრივია რელიგიოლოგია. სოციოლოგია, ფსიქოლოგია, ფილოლოგია, თეოლოგია, ეთნოლოგია და რელიგიოლოგია მეზობელი, მოსაზღვრე მეცნიერებებია…მათ საერთო ფაკულტეტს როგორც წესი, ინგლისურენოვან ფაკულტეტებში ეწოდება:
  1. Faculty of Arts and Social Sciencesნიმუში:

  2. ჩვენ მოკლედ უკვე ვისაუბრეთ საგნის რაობაზე და ენობრივი ფაქტურის შესახებ. ანუ რა არის რელიგიათმცოდნეობა, რა სიტყვიერ ნიუანსებს და ვარიანტებს მოიცავს ის. – ინგლისურად: Science of Religion, Comparative Religion, Study of Religion, Academic Study of Religion, History of Religion და დღეისათვის უფრო მიღებული Religious Studies. გერმანულად დღეისათვის დამკვიდრებულია Religionswissenschaft, რაც ზუსტად ‘რელიგიის მეცნიერებას’ უდრის. ფრანგულად მრავლობით ფორმაშია: Science des Religions. ადრე ასევე ფიგურირებდა Religionsgeschichte (რელიგიის ისტორია) და Religionskunde, რაც ‘რელიგიათმცოდნეობას’ უდრის. როგორც ხედავთ, ‘რელიგია’ ძირითადად მხოლობით რიცხვში გამოიყენება, რაც ზოგადად რელიგიის ფენომენის, და არა კონკრეტული ისტორიული რელიგიების, როგორც მეცნიერული კვლევის ობიექტის წარმოჩენაზე მიუთითებს!

1. კითხვა: რამდენად ბუნებრივად მოჩანს თქვენი ყურთასმენისთვის „რელიგიოლოგია“? რა ნაკლს თუ ღირსებას ხედავთ მასში? აი მაგ. როდესაც საუბარია ამერიკულ რელიგიათმცოდნეობაზე, პირველადი აღქმით როგორ გაიგეთ, როგორც ამერიკული ანუ ინდიელების რელიგიების მცოდნეობა თუ რელიგიების ამერიკული მცოდნეობა?
…………….
II.საგნის აკადემიური ინტეგრაცია
ყოველი ზემოხსენებული უცხოური სიტყვა რელიგიის შემსწავლელი მეცნიერების ანუ როგორც ჩვენთანაა მიღებული, ‘რელიგიათმცოდნეობის’, როგორც საუნივერსიტეტო დისციპლინის ჩამოყალიბების ისტორიას შეიცავს და დღევანდელ მდგომარეობასაც ასახავს. ამ მეცნიერული დისციპლინის შიგნით არსებულ აზრთა სხვადასხვაობებზე მიუთითებს, სხვადასხვა სკოლებზე და აქცენტებზე. ასე მაგ. ფრანგული ‘რელიგიების მეცნიერება’ სორბონაში გაცილებით ვრცლად V სექციის ანუ ფაკულტეტის სახითაა წარმოდგენილი, ეს ფაკულტეტი რამდენიმე განყოფილებას მოიცავს და ცალკეულ ისტორიულ რელიგიებს შეისწავლიან. ხოლო გერმანულ, ინგლისურ ან თუნდაც სკანდივანიურ უნივერსიტეტებში რელიგიის პროფესიონალური შესწავლის საქმეს ისეთი ნაკლებად მასშტაბური საუნივერსიტეტო ორგანო ემსახურება, როგორიცაა კათედრა ან დეპარტამენტი(იგივე განყოფილება) და ბოლოხანს პრაქტიკულად მიღებული შიდასაუნივერსიტეტო ინსტიტუტი, როგორც ‘რელიგიის მეცნიერების’ ინსტიტუტია მაგ. ჰაიდელბერგის ცნობილ უნივერსიტეტში – ფილოსოფიის ფაკულტეტზე, გთხოვთ, შეისვენოთ და დაათვალიეროთ ვირტუალური გვერდი, სადაც სხვათაშორის, მიმდინარე ლექცია-სემინარების ჩამონათვალიცაა. –
რასაკვირველია, ფილოსოფიის ფაკულტეტი არაა ერთადერთი ფაკულტეტი, რომელზეც ‘რელიგიათმცოდნეობის ინსტიტუტი’ შეიძლება განთავსდეს. ასევე მიღებულია მისი კულტუროლოგიის, ისტორიოგრაფიის და იშვიათად, თეოლოგიის ფაკულტეტებზე ინტეგრირება.
ბევრი რამაა დამოკიდებული ადგილობრივ საუნივერსიტეტო ტრადიციაზე და რელიგიის მეცნიერება შეიძლება მოგვევლინოს ასევე კომბინაციაში, ერთად აღებული, მაგ. „თეოლოგიისა და რელიგიის შტუდიების დეპარტამენტი“. იხ. კარგად მოფიქრებული ინგლისური ვირტუალური გვერდი:
ხოლო ამ ქალაქის ანუ ლიდზის შესახებ, შეიძლება ქართულ ვიკიპედიაშიც იპოვოთ სტატია:
შესაძლებელია, ასევე აღმოსავლეთმცოდნეობა/ორიენტალისტიკასთან ან ინდოლოგიასთან კომბინაცია-კოოპერაცია. ასე მაგ. გერმანულ თუებინგენის(Tübingen)უნივერსიტეტში სახეზეა „ინდოლოგიისა და შედარებითი რელიგიოლოგიის“ ინსტიტუტი, რომლის ფარგლებშიც მოღვაწეობს „შედარებითი რელიგიოლოგიის განყოფილება“ ანუ დეპარტამენტი.
როგორც ხედავთ, რელიგიოლოგიის, როგორც საგნის აკადემიური მოწყობა არაა ერთგვაროვანი და ის ფართო სპექტრი, რასაც ამ საქმეში ვხედავთ, ამა თუ იმ ქვეყნის, ამა თუ იმ უნივერსიტეტის კერძო ტრადიციას ეფუძნება და ასევე ამა თუ იმ დამფუძნებელი ‘მამის’ კვალი ჩანს, ამა თუ იმ მეცნიერის კერძო ინიციატივაზე, მისი კომპეტენციის პოტენციალზე ამ მხრივ ბევრი რამაა დამოკიდებული.
მეთოდოლოგიურად რელიგიის შემსწავლელი მეცნიერება რელიგიის გარე-პერსპექტივიდან დაკვირვებას ეფუძნება. სახელმძღვანელოები ერთხმად და დაბეჯითებით იმეორებენ და მეც თქვენ ისევ გიმეორებთ, რომ რელიგიოლოგია ესაა რელიგიის მეცნიერული რეფლექსია და არა რელიგიური წიაღსვლა, გნებავთ ქართულად: ეს საგანი რელიგიის გარეგნული გასიგრძეგანებაა! რელიგიურ ფენომენებში ჩაღრმავება, მათი ერთმანეთთან შედარება და რაც ყველაზე მთავარია, ემპირიულ ანუ ცხად, ხილვად და დამტკიცებად მონაცემებზე დაყრდნობა, კვლევისას ნეიტრალურობა ყველა რელიგიის თუ რელიგიური ინსტიტუტის, როგორც დაკვირვების ობიექტის მიმართ. – ასეთია მეთოდოლოგიური ბაზისი. საკუთრივ რელიგიათმცოდნე/რელიგიოლოგის რელიგიურობა თუ არარელიგიურობა არ უნდა იყოს ხელისშემშლელი გარემოება ან ტენდენციურობის მიზეზი რელიგიის კვლევისას. ყოველ ზრდასრულ და შინაგანად მომწიფებულ ადამიანს შეუძლია გამიჯნოს ერთმანეთისგან პირადი რწმენა-არრწმენა და მეცნიერული მოღვაწეობის ობიექტურობისკენ მოწოდებული სფერო.
რელიგიის კვლევა არ ეფუძნება გამოცხადებას ან რაიმე ნორმატიულ, იდეოლოგიურ თუ დოგმატურ წარმოდგენებს. თეოლოგია რელიგიის შიდაპერსპექტივიდან კვლევაა და ეს სამეცნიერო საგანი ერთი რელიგიის ან კონფესიის ფარგლებში იღწვის. თეოლოგია ტრადიციულად ამა თუ იმ რელიგიის თეორიული ნაწილია, შიდასაეკლესო თეოლოგია ამა თუ იმ რელიგიურ ინსტიტუტს ემსახურება და ამ საგანს ხანგრძლივი საუნივერსიტეტო ისტორია აქვს. რასაკვირველია, არცერთი სამეცნიერო დისციპლინა მეორისგან ჩინური კედლით არაა გამიჯნული და იგივე ითქმის თეოლოგიის და რელიგიოლოგიის შესახებაც, მათ უამრავი შეხების წერტილი აქვთ, მათი საერთო თემატიკის ნაწილია მაგ. რელიგიის განსაზღვრება-დეფინიცია. თეოლოგიასა და რელიგიოლოგიას შორის არსებით თუ ნიუანსობრივ განასხვავებებზე საუბარი მომავალშიც არაერთხელ გვექნება, ახლა კი მთავარი განსხვავების შესახებ, როგორც სათანადო სამეცნიერო ლიტერატურაშია მიღებული: „თეოლოგი რელიგიური, ხოლო რელიგიოლოგი რელიგიურის სპეციალისტია“.
2.კითხვა: როგორ ხედავთ თეოლოგიას და რელიგიოლოგიას შორის ძირითად განსხვავებას და ასევე მსგავსებას? როგორ ფიქრობთ, რატომ ირჩევს ზოგი ადამიანი პროფესიად თეოლოგიას და ზოგიც კიდევ რელიგიოლოგიას?
….
II. საგნის რაობის მოკლე შეჯამება
საზეპირო: „რელიგიოლოგია თვითგაგების თანახმად არის ემპირიული მეთოდებით მომუშავე მეცნიერება – ეს ნიშნავს, მეცნიერება, რომელიც აგებულია რელიგიების, რელიგიური აქტიორების, და რელიგიური გარემოებების (საგნების, მოვლენების, ფენომენების) დაკვირვებისა და მათი აღწერის ბაზაზე. ემპირიულ სამუშაოში რელიგიის მეცნიერება იყენებს მრავალფეროვან წყაროებსა და მეთოდებს, მაგალითად რელიგიური ტექსტების ფილოლოგიურ შტუდიებს, წერილობითი თუ სხვა წყაროების ისტორიოგრაფიულ შეფასებებს, რელიგიური ხელოვნების და საერთოდ სატაძრო მატერიალური მასალის ანალიზს, ესთეტიკურ პროექციას ანუ ხედვას; ასევე სოციალური მეცნიერებების მიერ მიმდინარე რელიგიური პროცესების, ჯგუფების შესასწავლად წარმოებული კვლევის შედეგებს. რელიგიის მეცნიერება ფართო დისკურსია ანუ აზრთა გაცვლა-გამოცვლის არენა…
თითქმის იგივე წერია ქვემოთ, დედანში:
Die Religionswissenschaft Versteht sich als eine empirisch arbeitende  Wissenschaft – d.h. als eine Wissenschaft, die auf der Beobachtung und Beschreibung von Religionen, religiösen Akteuren oder religiösen Sachverhalten(Dingen, Ereignisse, Phänomenen) aufbaut. In der empirischen Arbeit bedient sich die Religionswissenschaft einer Vielzahl von Quellen und Methoden, z.B. Philologischer Studien religiöser Schriften, der historiographischer Auswertung schriftlicher und anderer Quellen, der Analyse von Bildern und weiteren visuellen Materialien, der Sozialwissenschaftlichen Erforschung gegenwärtiger religiöser Ereignisse, Gruppen und Diskurse, etc.
Michael Stausberg, Religionswissenschaft, 2012, Berlin/Boston
Staussbergაი მოგორ გამოიყურება ამ ავტორის ერთ-ერთი წამყვანი თანამედროვე რელიგიათმცოდნე/რელიგიოლოგის გვერდი, სადაც მეცნიერული მოღვაწეობის მთელი ნუსხაც შეიძლება ამოვიკითხოთ. იგი მოღვაწეობს გერმანიის, ნორვეგიის და აშშ -ს უნივერსიტეტებში და მეცნიერულ ნაშრომებს რამდენიმე ენაზე აქვეყნებს:
ვე შეგიძლიათ დააკოპიროთ სასურველი თავები მისი რედაქტორობით გამოსული მეთოდოლოგიის სახელმძღვანელოს სრული ტექსტიდან, ზოგი რამ თარგმნოთ, დაიხმაროთ თარგმნაში ავტომატური ‘გუგლის’ მთარგმნელი:
ინგლ. ‘რელიგიის პროფესორი’, მისი განსაკუთრებული ინტერესის სფეროა ზოროასტრიზმი, რელიგიის კვლევის მეცნიერული მეთოდოლოგია, რელიგიური რიტუალები და აგრეთვე თანამედროვე თქვენი მეორადი სპეციალობა: რელიგია და ტურიზმი, იხ. სახელმძღვანელო ამ სფეროში, რომელიც მოჩანს მისი გვერდიდან:
………………..
III.საგნის შედგენილობის შესახებ
რელიგიათმცოდნეობა/რელიგიოლოგია, როგორც ძირითადი თუ მეორადი სპეციალობა, – მეორადი იგულისხმება მაგ. თეოლოგების, ფილოსოფოსების თუ პოლიტოლოგებისთვის, – მოიცავს რელიგიების, რელიგიურობის და ზოგადად, რელიგიის ფენომენის კომპლექსურ, სისტემატურ და შედარებით შესწავლას;
როგორც წესი, რელიგიის მეცნიერებას 2 შემადგენელ, ისტორიულ და სისტემატურ ნაწილად ყოფენ.
გერმ.: 1. Historische Religionswissenschaft, 2. Systematische Religionswissenschaft.
ისტორიული ნაწილი რელიგიის ისტორიაა ანუ ესაა სწორედ რელიგიათ მცოდნეობა, გნებავთ, ე.წ. „მსოფლიო რელიგიები“, საგანი, რომელიც ქართულ აკადემიურ პრაქტიკაში უკვე ფეხმოკიდებული ჩანს.
სისტემატური ნაწილი რელიგიის მეცნიერების ძირითადი, მთავარი და ის აქტუალური სამეცნიერო მოცემულობაა, რომელიც ბოლო დრომდე, თუ იაპონიას არ ჩავთვლით, ოქციდენტალური ანუ დასავლური უნივერსიტეტების (იგულისხმება დასავლეთ ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის საუნივერსიტეტო სივრცეები) პრივილეგიად რჩებოდა და ამ საგნის საუნივერსიტეტო დაფუძნების პირველი, რამდენადმე წარმატებული ცდები აღმოსავლეთ ევროპაში, მაგ. პოლონეთში ტოტალიტარული რეჟიმების რღვევის შემდეგ შეიმჩნევა. აკადემიური საგნის შემდგარი ეტაბლირების ერთ-ერთი უმთავრესი ნიშანია ამ საგნის პერიოდული ორგანოს ანუ ჟურნალის დაარსება და მერე ამ ჟურნალის მეცნიერული კვალიფიკაციის ცნობა-აღიარება საერთაშორისო სპეციალისტებს შორის. ჟურნალი იგზავნება მხოლოდ ამის შემდეგ სხვა ქვეყნების ბიბლიოთეკებში. ამის დამადასტურებელი საბუთი ჩვენ ვიხილეთ თუბინგენის საუნივერსიტეტო სამკითხველოში პოლონური ჟურნალის – ‘რელიგიოზნავსტვო’ – ს სახით.
ეს ფაქტი იმის მაუწყებელია, რომ პოლონურმა სამეცნიერო წრეებმა შეძლეს ‘რელიგიოზნავსტვოს’, როგორც აკადემიური დისციპლინის შემოღება-დაფუძნება და მერე ამ საგნის საერთაშორისო მასშტაბით აღიარებასაც მიაღწიეს ანუ კვალიფიკაცია ამ მეცნიერულ ღონისძიებაში დასაქმებული პოლონელი სპეციალისტებისა საკმაოდ მაღალია.
რელიგიის მეცნიერება სისტემატური გაგებით ნიშნავს არა რომელიმე ისტორიული რელიგიის, არამედ საკუთრივ რელიგიის, როგორც ზოგადადამიანური, უნივერსალური კულტურული მოვლენის ანუ ფენომენის მცოდნეობას.
რელიგიათ მცოდნეობა“ სხვა მეცნიერების, მაგ ისტორიის დარგიც შეიძლება იყოს, სულ ერთია, რა ერქმევა მას: ‘რელიგიათმცოდნეობა’, ‘მსოფლიო რელიგიები’ თუ უფრო ნამდვილი და შესაბამისი: ‘რელიგიის ისტორია’. მაგრამ რელიგიის მცოდნეობა მხოლოდ რელიგიის (შემსწავლელი) მეცნიერების პრეროგატივაა. რელიგიისმცოდნეობის ანუ თუ ნოვაციურ ტერმინოლოგიას ჩავრთავთ, სისტემატური რელიგიოლოგიის მიერ რელიგია განიხილება უპ.ყოვლისა, როგორც ზოგადკაცობრიული კულტურის განუყოფელი და არსებითი ნაწილი, როგორც ზოგადადამიანური უნივერსალური თვისება; მისი ინტერესის და ანალიზის საგანია რელიგია და რელიგიურობა მის ცვალებადობა-განვითარებაში, გარდა ისტორიულისა, არატრადიციული, არასტანდარტული რელიგიების ასპექტები და ახალი რელიგიურობა, კერძო თუ სოციუმის, ხილული თუ უხილავი, საკრალური თუ პოლიტიკური რელიგია და მათი იმპლიკაციები; ერთი სიტყვით, რეალური რელიგია მის მრავალფეროვნებასა და ტრანსფორმაციებში, წარსულისა თუ აწმყოს ნიუანსებში და ცოცხალ ყოველდღიურობაში…
………………
IV. თავისებურებების შეჯამება
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რამდენიმე თავისებურება, რაც რელიგიის შემსწავლელი მეცნიერების, კერძოდ მისი ზოგადი მეთოდოლოგიის განხილვისას ყოველთვის ხაზგასმით აღინიშნება, მის მეცნიერულ იდენტიტეტს განსაზღვრავს. ზოგი რამ ზემოთაც აღინიშნა, მაგრამ ამ მეთოდოლოგიურ დებულებებს სჭირდება მუდმივი გამეორება, დაზუსტება და გათვითცნობიერება.
1.Religious Studies – ესაა დესკრიპტიულ-ემპირიული მეთოდოლოგიით მომუშავე მეცნიერება, დაფუძნებული არა რელიგიურ, გამოცხადებით სწავლებაზე, არამედ რელიგიის შესწავლაზე, დაკვირვებაზე, ანალიზზე, მეცნიერულ, კომპეტენტურ, ლოგიკურად თანმიმდევრულ და პატიოსან კვლევაზე; ამჯერად სხვადასხვა მეთოდოლოგიურ მიდგომებს საგანგებოდ აღარ ჩავუღრმავდებით, მხოლოდ დავძენთ, რომ მთლიანობაში მიუკერძოებელი კვლევის ხასიათს ‘მეთოდოლოგიური აგნოსტიციზმი’ განაპირობებს.
2.ნეიტრალურობა ყველა რელიგიის მიმართ; როგორც იცით, „რელიგიათმცოდნე“ ნიშნავს არა რელიგიურ, არამედ რელიგიის სპეციალისტს. რელიგიათმცოდნეს ანუ რელიგიის სპეციალისტს არ მოეთხოვება, იგი არ საჭიროებს ღვთის სახელით ისაუბროს, მაგრამ მას შეუძლია იმაზე ისაუბროს, თუ როგორ შვრებიან ამას სხვები, როგორ, რა მიზნით საუბრობენ სხვები ღმერთზე, მაგ. რელიგიური აქტივისტები თუ ღვთისმსახურნი. ამ დროს რელიგიოლოგმა შეიძლება კითხვაც დასვას: რამდენად შეესაბამება მათი ანუ რელიგიურების, ‘ღვთისგან’ მოსაუბრეთა გამონათქვამი მათივე რელიგიის დებულებებს? ასე, მაგ. ქრისტიანობის ყველა კონფესიაში(და არა მხოლოდ ქრისტიანობის) ხშირია მორედ მოსვლის თემა და გარემომცველი ლეგიტიმური ეკლესიის ზოგი აქტივისტი ზოგჯერ ზუსტ თარიღსაც კი გვთავაზობს: მაგ. ადრე პოპულარი იყო ამ მხრივ რატომღაც 1994 წ., რაც ზოგიერთმა რელიგიურმა მოღვაწემ იოანე-ზოსიმესთან ‘ამოიკითხა’. ახლაც ხშირად იმეორებენ, რომ ‘ახლოსაა ჟამი’ და სხვ. მაგრამ საიდან იციან მათ ეს, მათეს სახარებაში იესო ნაზარეველი ხომ პირდაპირ ამბობს, რომ მეორედ მოსვლის ჟამის შესახებ მეც კი არ ვუწყი, მხოლოდ მამაღმერთმა უწყისო!? ასე, რომ რელიგიისმცოდნისათვის სასურველია რელიგიური ტექსტების ზედმიწევნითი ცოდნა, არა რელკიგიურ ავტორიტეტებზე დაყრდნობა, არამედ რელიგიური ტექსტების ფილოლოგიურ-ისტორიული ანალიზის უნარი.
საკითხავია, რა ლოგიკა განაპირობებს ესქატოლოგიურ წიაღსვლებს? რატომ ელანდებათ თუ ენატრებათ მეორედმოსვლა? რატომ ჰგავს შიიტური ესქატოლოგია ქრისტიანულს? რატომ მივყავართ ზოგჯერ მძაფრ ესქატოლოგიურ, უფრო სწორად, აპოკალიფტურ სულისკვეთებას მთელი რელიგიური ჯგუფის თვითმკვლელობამდე, როგორც მაგ. ადგილი ჰქონდა მას ამერიკაში ე.წ. ‘მზის ტაძრის’ წევრებს შორის? … ეს და მსგავსი კითხვები კომპეტენტურ რელიგიოლოგიურ პასუხებს საჭიროებენ.
3.რელიგიოლოგია მულტიდისციპლინარული საგანია და იგი შეჯერების, რელიგიის ფენომენის ყოველმხრივი ინტერპრეტაციის მიზნით სხვადასხვა მეცნიერებების, მაგ. ფილოლოგიურ, სოციოლოგიურ თუ ეთნოლოგიურ მასალებს და მიღწევებს იყენებს, მაგრამ ამ მეცნიერებებისგან განსხვავებით, მისი შესწავლის ერთადერთი საგანი რელიგიაა. ამ მხრივ ‘რელიგიის სპეციალისტები’ საჯარო სივრცის შემადგენელი სუბიექტებია, ისინი ამ დისკურსის არენაზე გამოდიან და ნებსით თუ უნებლიედ, – nolens volens, – რელიგიასთან დაკავშირებული დისკუსიებში თანამონაწილეობენ.
კომუნიკაციის გარეშე რაიმე ადამიანური ძალისხმევის, მათ შორის მეცნიერულის, ფუნქციონირება ძნელად წარმოსადგენია; უნდა შედგეს კორესპონდენცია, ურთიერთკავშირი რელიგიასა და ცოდნას შორის, რელიგიასა და კონკრეტულად იმ ცოდნას შორის, რომელიც რელიგიაზე მსჯელობს… როდესაც რელიგიოლოგიას, როგორც საუნივერსიტეტო საგანს ირჩევენ, რასაკვირველია, მთავარი ფაქტორი ამ არჩევანში სტუდენტის შემეცნებითი ინტერესებია, მაგრამ არაიშვიათად პერსონალური მოტივაციაც მოჩანს, – როგორც რამდენიმე გერმანული უნივერსიტეტის გამოკითხვამ აჩვენა , – ექსისტენციალური კრიზისი, ბედისწერის დარტყმები და მსგავსნი. ზოგადად, რელიგიის სპეციალისტებს მოღვაწეობა მეთოდოლოგიურ დისტანციურობასა და ექსისტენციალურ ინვოლვირებას (ჩართულობას) შორის უწევთ.
რელიგიაზე თავისუფალი აკადემიური მსჯელობა შესაძლებელია მხოლოდ იმ საზოგადოებაში, იმ აკადემიურ სივრცეში, სადაც რელიგია ობიექტივირებულია. ეს ნიშნავს, რომ რელიგია არამხოლოდ პრაქტიცირებას განიცდის, არამედ მისი რეფლექსირებაც შეიძლება.
როცა საზოგადოება მინიმუმ, იმდენადაა განვითარებული რომ რელიგიას არამხოლოდ მისდევენ; და ამ საზოგადოებაში, მის აკადემიურ წრეებში მაინც, ამასთანავე, სისტემატური შემეცნების მოთხოვნილებაც ჩნდება იმ ფენომენისა, რასაც (ზოგჯერ თითქმის იმ 100 % -იანი მოსწრებით) მისდევენ, იყენებენ და ცხოვრების ხერხემალად იქმნიან.
რწმენა რელიგიის კვლევისას ხელისშემშლელი გარემოება არაა, მაგრამ ტრადიციულ, ფუნდამენტალურ, პატრიარქალურ, ათეისტურ თუ იდეოლოგიზირებულ საზოგადოებებში, სადაც ავტორიტარული იდეოლოგიური(რელიგიური თუ ანტირელიგიური) კლიშეები მოქმედებენ, რელიგია ან რელიგიის რომელიმე ფორმა გაფეტიშებულია, სადაც ადამიანებს ღმერთი კი არა, ფაქტიურად რომელიმე რელიგიური კონფესია სწამთ, ძნელია რელიგიის კვლევისათვის საჭირო აკადემიური დისტანციურობის ჩამოყალიბება. მსგავს საზოგადოებებში ისტორიული რელიგიის, რელიგიურობის თუ ზოგადად რელიგიის ფენომენის (გამოვლინების) ნეიტრალური კვლევა წარმოუდგენელი თუ არა, მინიმუმ, პრობლემატურია.
4.არ შეიძლება არ აღინიშნოს ერთი არსებითი განსხვავებაც რელიგიოლოგიასა და იმ მეცნიერებებს შორის, რომელნიც ასევე რელიგიით ინტერესდებიან(მაგ. ისტორია, ფსიქოლოგია, სოციოლოგია). რელიგიის მეცნიერება ნიშადადგენილი, ასე ვთქვათ მონიშნული საგანია, როგორც სათანადო ლიტერატურაში იწოდება: Gegenstandsdefiniertes Fach.
აი ეს ნიშადადგენილობა კონკრეტულად რაში გამოიხატება: იმ მეზობელი დისციპლინის(მაგ. სოციოლოგიის) სპეციალისტები, რომლებიც რელიგიით სხვათაშორის არიან დაინტერესებული და რელიგია მათთვის ერთ-ერთი თემაა მრავალთა შორის, თავისი ჰორიზონტიდან განჭვრეტენ და იკვლევენ ყველაფერს და ამ ყველაფრიდან რელიგიასაც და მიუხედავად ამისა, ისინი მაინც თავისი საგნის პროფესიონალებად რჩებიან.
(ისტორიკოსი მაგ., რომელიც რელიგიის ისტორიას წერს ან იკვლევს, რჩება ისტორიკოსად)..
მათგან განსხვავებით, რელიგიოლოგი თუ მხოლოდ და ბოლომდე არა, უპირატესად რელიგიითაა დაკავებული და თუ ის რელიგიის სფეროს გარკვეულწილად გასცდება, მაშინ ბუნებრივია, პროფესიას კარგავს ან იცვლის…
ესაა რელიგიოლოგიის მთავარი თავისებურება – მონიშნულობა,
5.მონიშნულობასთან ერთად გასათვალისწინებელია მეთოდოლოგიური მრავალფეროვნება: ზემოხსენებული მეზობელი მეცნიერებების მონაპოვრები, – დასაწყისშიც აღვნიშნეთ, – გამოიყენება და გარკვეულ საყრდენს წარმოადგენს ემპირიულ-დესკრიპტიული მეთოდოლოგიით მომუშავე რელიგიოლოგის მეცნიერულ მოღვაწეობაში…
მონიშნულობა და მეთოდოლოგიის მრავალპლანიანობა განაპირობებს რელიგიოლოგიის მულტიდისცილინარულობას და მეცნიერულ ალტრუიზმს. რელიგიის კვლევის საუნივერსიტეტო ინსტიტუტების თუ დეპარტამენტების თანამშრომლებად ზოგჯერ სხვა, მომიჯნავე დისციპლინის წარმომადგენლებიც მიიღებიან და სოციალიზირდებიან, მაგ. სოციოლოგიის პროფესორი, რომელიც მხოლოდ რელიგიის სოციოლოგიას იკვლევს, ერთ მშვენიერ დღეს შესაძლებელია რელიგიოლოგიის ინსტიტუტის თანამშრომლად და რელიგიოლოგიის პროფესორად მოგვევლინოს, რაც როგორც წესი, წარმოუდგენელია და არ ხდება პირიქით, მაგ. სოციოლოგიის სფეროში რომ გადავიდეს და იქ იქნას სპეციალისტად აღიარებული ჩვენი მეცნიერული დისციპლინის წარმომადგენელი ანუ რელიგიოლოგი. ერთი სიტყვით, ჩვენთან ერთგვარი მეცნიერული ალტრუიზმის შემთხვევასთან გვაქვს საქმე…ბოლო ხანებში შეინიშნება რელიგიოლოგიის სფეროში თეოლოგების გადმოდინება, რასაც თავისი მიზეზები აქვს და ამ მიზეზთაგან უმთავრესი რელიგიოლოგიის უნივერსალურ, კონფესიურად შეუზღუდავი და მრავალფეროვანი მეთოდოლოგიის მიმზიდველობაში მდგომარეობს.
6.რელიგიოლოგია თავისი კვლევის საგანს – რელიგიას სერიოზულად და კომპლექსურად აღიქვამს. მისთვის რელიგია არაა რაიმე ერთგვაროვანი, უმოძრაო მოცემულობა ან უბრალოდ რაიმე სიმპტომი, მაგ: „კოლექტიური ნევროზის გამოვლინება“, როგორც შეიძლება ანალიტიკურმა ფსიქოლოგიამ განმარტოს. არაა ასევე მხოლოდ „კოლექტიური ინტერაქციის აქტი“ (სოციოლოგიური თეზა). მითუფრო არაა „ხალხის ოპიუმი“, როგორც შეიძლება რელიგიის ფილოსოფიის კრიტიკულმა ფრთამ წარმოიდგინოს. შეიძლება ოპიუმისმსგავსი ელფერიც შეიძინოს რელიგიამ რაღაც მომენტში და სადღაც, მაგრამ რელიგია არამხოლოდ ‘ოპიუმია,’ ის კიდევ ბევრი სხვა განზომილებით ხასიათდება. რელიგია კომპლექსური ფენომენია. რელიგია ცვალებადი ორგანიზმია და მოულოდნელობების შემცველიც. ეს მოულოდნელობა შეიძლება საზოგადოებისთვის კარგიც აღმოჩნდეს და ცუდიც. რელიგია ცოცხალი ორგანიზმია, როგორც რელიგიის ერთ-ერთი ცნობილი მკვლევარი, ფრიდრიხ ჰაილერი იტყოდა, „რელიგიას სიცოცხლის შუაგულში უდგას ტახტი“.
* * *
თუმცაღა, ზოგჯერ რელიგიებიც კვდებიან. მკვდარი ენებივით, არსებობენ მკვდარი რელიგიებიც, მაგ. მითრაიზმი, მეომრების კულტი, თავის დროზე ლამის მსოფლიო რელიგია(რომში: მზე უძლეველი, sol invictus) და ასევე მანიქეველობა, ერთ-ერთი დუალისტური, ფართო არეალის, სინკრეტისტული, ელიტარული რელიგია, რომელიც ძველ სპარსეთში იშვა, დამაარსებელია სპარსი მანი(216-276), გავრცელდაmani და ჩინეთამდეც კი მიაღწია. შემორჩენილია მანიქეველობის ჩინური ტექსტებიც. უამრავი ფრესკა და ტაძრების ნაშთები. ვინაიდან მანიზმის არეალი ფართო იყო, ჩინეთიდან რომამდე, მას მსოფლიო რელიგიად მოიხსენიებენ, ჩინელ უიგურებთან მან XVI საუკუნემდე მოატანა თავისი ცხელი და დუალისტური სულთქმა.
რელიგიები მუდმივ მოგზაურობაში არიან, ევროპის, ამერიკის კონტინენტებზე ინდუიზმი, ბუდიზმი, ისლამი და თვით იაპონური შინტოიზმიც კი ახალ ცხოვრებას იწყებენ, უფრო სწორად, დაიწყეს უკვე და ახალ დიმენსიებს იძენენ. ევროპის კონტინენტზე და მის შუაგულში ისინი დიდ ტაძრებს, მეჩეთებს თუ ზიქურათებს აგებენ… რელიგია და მიგრაცია განუყრელ ურთიერთკავშირშია.
მაგ. საქართველოსთვის ახალი რელიგიის მატარებელი სიკჰები საქართველოშიც გამოჩნდნენ და წესით მათ თავიანთი
sikhსალოცავიც უნდა აიშენონ. ეს მონოთეისტური რელიგია დაახლ. 500 წლისაა და მთელ მსოფლიოში დაახლ.23 მლნ. სულს მოიცავს. მათ სწამთ ერთი შემოქმედი, თავისებურად ინათლებიან, ისინი თურბანით გამოირჩევიან მათ რელიგიურ სიმბოლოს ეწოდება ხანდა, სფერო-მახვილი, არც კეთილსა და ბოროტს განარჩევს და ა.შ.
ყოველი მორწმუნე, რა რელიგიისაც არ უნდა მისდევდეს, ემსგავსება ბიბლიურ რაქელს, რომელმაც ქმრისას წარიტანა მამისეული კერის პატარა ქანდაკებები თუ ‘ხატები’, მოიპარა, ჩუმად უნაგირქვეშ, ლაჯებქვეშ ამოიდო ისინი და მერე ახალ კერას შეაგუა.
3. კითხვა: შეგიქმნათ თუ არა ზემორე ტექსტმა საჭირო წარმოდგენა, რელიგიოლოგიის, როგორც აკადემიური საგნის რაობის, მისი მეთოდების და მიზნების შესახებ? რის ცოდნას ისურვებდით დამატებით, რათა უფრო ნათელი გახდეს ამ საგნის პროფილი თქვენთვის?
……………………………………
V.რელიგიოლოგიის გენეზისი
რელიგიოლოგია/რელიგიათმცოდნეობა/რელიგიის მეცნიერება მიეკუთვნება ახალგაზრდა ჰუმანიტარულ/კულტუროლოგიურ მეცნიერებათა ოჯახს თუ როგორც ზოგჯერ ამბობენ, ‘კანონს’. ისევე, როგორც სოციოლოგიის, ფსიქოლოგიის და ეთნოლოგიის, რელიგიოგიის ეტაბლირებაც დასავლურ, ევროპულ თუ ამერიკულ უნივერსიტეტებში XIX საუკუნის მეორე ნახევარს ემთხვევა. რელიგიოლოგიის მეცნიერული იდენტიტეტის დასადგენად ძალზე მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რომ ის თავიდან იწოდებოდა როგორც Science of Religion, და როგორც საუნივერსიტეტო დისციპლინა ფილოლოგიური მეცნიერების, შედარებითი ფილოლოგიის წიაღში იშვა.
რელიგიის მეცნიერების სათავეში დგას ფილოლოგი-კომპარატისტი, სანკრიტისტი და მითების მკვლევარი ფრიდრიხ მაქს მიულერი(Friedrich Max Müller, 1823-1900). მისი მთავარი მეთოდოლოგიური თეზა, რასაც ის თავის ‘რელიგიის მეცნიერების შესავალში’ ჟღერს შემდეგნაირად: რელიგიის მეცნიერული კვლევისას სანდო საფუძველი შეიძლება მხოლოდ ფილოლოგიურმა, ენობრივმა კლასიფიკაციამ შეგვიქმნას. ფრიდრიხ მაქს მიულერის მეცნიერული კონცენტრაცია მიმართული იყო რელიგიის ენობრივ განზომილებაზე და ის ამ გზით ცდილობდა რელიგიის პრეისტორია, რელიგიის დასაბამი დაემზირა. ამ მეცნიერული ღონისძიებისას რელიგიოლოგიის მამა, რომელიც ოქსფორდში მოღვაწეობდა, ერთი მხრივ შთაგონებული იყო ახალი, გლობალური ხასიათის ფილოლოგიური კვლევებით, სანსკრიტის ანუ უძველესი ინდურის და ევროპული ენების იმ დროისათვის სენსაციური ნათესაობის აღმოჩენით, მეორე მხრივ, ეყრდნობოდა გერმანულ იდეალიზმს, რელიგიის შესახებ შლაიერმახერისეულ თეორიას, („რელიგიის არსი არც აზროვნება და არც ქმედებაა, არამედ ჭვრეტა და გრძნობა. მას სურს უნივერსუმის ჭვრეტა… რელიგია უსასრულოს ჭვრეტა და განცდაა“).
ასევე ეყრდნობოდა ის ენის გერმანულ ფილოსოფიას, მაგ. ჰერდერს(1744-1803). ჰერდერის აზრით, „გონება ენის გარეშე უტოპიური ქვეყანაა, ყველაფერი, რასაც კი ნებისმიერი გონი(გერმ. Geist) მოიფიქრებს, ჩემამდე მხოლოდ ენის გზით თუ მოაღწევს“. იმ დროისათვის სწავლულთა წრეებში განსაკუთრებული ყურადღებით სარგებლობდა აგრეთვე დიდი ალექსანდრ ფონ ჰუმბოლდტის(1769-1859) მოსაზრება, რომ „ყოველ ენაში თავისი განსაკუთრებული მსოფლაღქმა იმალება“ და ა.შ. რასაკვირველია, გერმანული აზროვნებითი სულის თუ სულისკვეთების გარეშე რელიგიის მეცნიერების ფილოლოგიის წიაღში დაბადება წარმოუდგენელია. „ენა ქარქაშია, რომელშიც სულის მახვილია ჩადებული“, ამბობდა გერმანული რეფორმაციის მამა ლუთერი, ხოლო რელიგიის მეცნიერების ლაიტმოტივად იქცა გოეთეს გამონათქვამი: ვინც ერთი იცის, მან არცერთი არ იცის. გოეთე ენაზე ამბობდა ამას, ერთი ენის ცოდნა ცოდნა არააო! ხოლო მაქს მიულერმა ეს მოსაზრება რელიგიას დაუკავშირა: „ვინც ერთ რელიგიას იცნობს, ის არცერთს არ იცნობს“. არ იცის ის ერთიც, რადგან არ იცის მეორე, რომ პირველი მეორეს შეუდაროს. ასეთი იყო კომპარატისტული ეპოქის მოთხოვნა და სულისკვეთება და რელიგიის მეცნიერების გენეზისიც ამ სულში იძებნება და ის წარმოიშვა და დაფუძნდა როგორც შედარებითი მეცნიერება. – Comparative Religion.
რელიგია ენის, მეტყველების გარეშე წარმოუდგენელია და რელიგია, უპირველეს ყოვლისა სიტყვიერი სახით გვევლინება, როგორც „ღვთის სიტყვა“, „გამოცხადება“ და განვრცობა. ღმერთი ის არსებაა, რომელიც ყველა ენაზე საუბრობს.
ზოგადად ენა და რელიგია განუყრელ კავშირშია. ახალი რელიგია, როგორც წესი ახალი ენის გზით მოდის. ფარაონმაeknnatonექნატონმა(1351-1334), ვინც რელიგიური რეფორმა ჩაატარა(წინ წამოსწია სამყაროს შემქმნელი ეგვიპტური ტრიადა: ატუმ, შუ და ტეფნუტი, მოგვიანებით კი იმ დროისათვის მონოთეისტური რელიგიის, მზის ღმერთის- ატონის კულტი დააწესა). იმდროისათვის ახალი ეგვიპტური ენაც შემოიღო და დააკანონა. რელიგიურთან ერთად ენობრივი რეფორმა ჩაატარა ზარათუშტრამ, ზოროასტრიზმის დამაარსებელმა. ბუდამ უარყო სანსკრიტი, როგორც რელიგიის ნორმატიული ენა. როგორც იცით, ახლადფეხადგმული ქრისტიანობის საფუძველია კოინე – სახარების უბრალო სალაპარაკო ბერძნულია… რელიგია კვდება ან უფერულდება როცა მისი ენა ძველდება და აღარ ესმით.
ლუთერმა ბიბლიის თარგმნითაც დაუდო სათავე ახალ ქრისტიანულ კონფესიას, ზოგჯერ ასეც ამბობენ, ახალ პროტესტანტულ რელიგიას. – ცნება ‘რელიგიის’ მრავალმხრივობა ამითაც დასტურდება.
ენის, განსაკუთრებით კი მშობლიური ენის ღრმა ცოდნა თუ გახსენება განსაკუთრებულ მისიას უკავშირდება. უენობა, ენის არფლობა უძლურებაა; თქვენ იცით, რომ იოანესა და ექვთიმეს ცხოვრების თანახმად, ექვთიმეს ქართული დავიწყებული ჰქონდა და მას ღვთისმშობლის გამოცხადებით აღუდგა ენობრივი მეხსიერება (რაჲ გელმის ეფთჳმე?! ანუ რა გტკივაო?)რის შემდეგაც იგი განიკურნა ენის არცოდნისგან და საბოლოოდ დიდი კულტურული მისია გასწია, გადმოთარგმნა რა სახელმძღვანელო ქრისტიანული ლიტერატურა მშობლიურ ენაზე, ასე ვთქვათ გადმოამშობლიურა! 
მაგრამ მხოლოდ ენა და მეტყველება ყველაფერი არაა. შედარებითი ფილოლოგიის აღმოჩენები, უცნობი წმინდა ტექსტების გაცნობა და ევროპულ ენებზე თარგმნა, ზოდადად კლასიკური თუ ორიენტალური ფილოლოგიების ღვაწლი არ იყო ერთდერთი და განუმეორებელი გარემოება, რამაც ახალი მეცნიერების დაბადება, ფორმაცია და აკადემიურ დისციპლინად ეტაბლირება შესაძლებელყო. როგორც სათანადო სახელმძღვანელო ლიტერატურაშია მითითებული, მინიმუმ კიდევ მინიმუმ 2 მთავარი, აკადემიური განვითარებისათვის საჭირო პარალელური წინაპირობა შეიქმნა.
პირველი, ეს გახლდათ ეთნოლოგიის და კულტურანთროპოლოგიის განვითარება. ეს მეცნიერებები უდამწერლობა, არქაული ხალხების წეს-ჩვეულებებს, მათ საყოფაცხოვრებო-კულტურულ მონაპოვრებს და რელიგიურ წარმოდგენებს, ავტოხთონურ რელიგიებს აანალიზებდნენ. თავიდან რასაკვირველია ასეთ ცნობებს მისიონერები აგროვებდნენ, XV საუკუნიდან დაწყებული, ჩამოჰქონდათ მონაცემები აფრიკული, აზიური თუ ამერიკელი ტომების შესახებ და ევროპულ ენებზე წიგნებადაც გამოსცემდნენ. საბოლოოდ ამ უამრავი მასალის სისტემატიზაცია ეთნოლოგია-ანთროპოლოგიას უკვაშირდება, განსაკუთრებით ედვარდ ბურნეტ ტეილორის(1832-1917) და ჯეიმს გეორგ ფრეზერის(1854-1941) სახელებს. ცნობილი ოქსფორდული ‘დიდი ხუთეულის’, Big Five-ს(მაქს მიულერი ედვარდ ტეილორი, ჯეიმს ფრეიზერი, რობერტსონ სმიტი და ენდრიუ ლენგი) და ვიქტორიანული ეპოქის გარეშე წარმოუდგენელია ახალი მეცნიერული დისციპლინის – ‘რელიგიის მეცნიერების’ დაბადება. მაგრამ ყველაზე არსებითი როლი ამ მეცნირების წარმატებული სტარტისათვის ითამაშა რობერტ მარეტის , – ამ კერძო მეცნიერული დიდაქტის, საუნივერსიტეტო სისტემაში არაინტეგრირებული და თავისი ფასის არმცოდნე კაცის, – დინამისტურმა(პრეანიმისტურმა) თეორიამ. Treshhold of Religion, არქაული რელიგიური წარმოდგენების, ‘ტაბუს’, ‘მანას’ ‘ორენდას’, ‘ვაკანდას’ და სხვა პირველადი, რელიგიური ცნობიერების სიგნიფიკანტების, მთავარი სიტყვების მარეტისეული ინტერპრეტაცია რელიგიური ცნობიერების გარიჟრაჟში შეღწევისათვის, რელიგიის არსში წვდომისა და რელიგიის დასაბამის შესწავლის საქმეში ფასდაუდებელია, რაზეც დაწვრილებით შემდეგში გვექნება საუბარი.
მეორე მნიშვნელოვან ბიძგს რელიგიის შემსწავლელი მეცნიერების განვითარებისთვის წარმოადგენდა საუნივერსიტეტო სოციოლოგიის წარმოშობა-განვითარება; რელიგიის როგორც სოციალური მოვლენის აღმოჩენა, რელიგიის სოციალური ფუნქციის და დანიშნულების კვლევა რელიგიოლოგიური კვლევების განვითარებაზეც დადებითად აისახებოდა.
ამ ორ მოვლენაზე ანუ რელიგიოლოგიის ეთნოლოგიურ თუ სოციოლოგიურ საწყისებზე მოგვიანებით ვისაუბრებთ, ახლა კი ისევ დავუბრუნდებით ფრიდრიხ მაქს მიულერის პირად ბიოგრაფიას, ბედს, იმ სიტუაციებს, თუნდაც ბედნიერ შემთხვევითობებს, რომელთაც მის მეცნიერულ წარმატებებთან ერთად ახალი მეცნიერების დაბადებაც უზრუნველყვეს.
სანამ ამ მთავარ თემაზე გადავალთ, წინასწარ უნდა დავძინოთ, რომ მაქს მიულერი არაა ერთადერთი ‘მამა’, ზოგი მკვლევარი კიდევ 2 ჰოლანდიელ დამფუძნებელ მამას ასახელებს, მაგრამ ამჯერად მხოლოდ ფილოლოგიურ წინაპირობაზე და ფილოლოგ ფრიდრიხ მაქს მიულერის დამსახურებაზე გვექნება საუბარი.
* * *
როგორც ზემოთ აღინიშნა, რელიგიის მეცნიერების, როგორც აკადემიური დისციპლინის დაარსებას მთავარი ბიძგი მისცა და დიდად შეუწყო ხელი უცხო კულტურების და რელიგიური ტექსტების აღმოჩენან, გაშიფრვამ, შესწავლამ, თარგმნამ. ამ მოვლენაზე ღირს საგანგებოდ შეჩერება.
რამდენიმე ისტორიულ ფაქტს აღვნიშნავთ.
ევროპამ 1771 წელს ავესტას პირველი თარგმანი მიიღო ფრანგულ ენაზე. მთარგმნელი გახლდათ ერთი სამხედრო კაცი, 1762 წელს ის დაბრუნდა ლაშქრობიდან, სადაც მან სპარსი ზოროასტრი მღვდლების ნდობა მოიპოვა და თან ჩამოიტანა 180 ავესტური ანუ ფარსული და ასევე სანსკრიტული ხელნაწერები. Abraham Hyacinthe Anquetil-Duperon
anq.აბრაჰამ ანქვეტილ-დუპერონი ავესტას წინასიტყვაობაში წერდა: „ებრაელების, ბერძნების და რომაელების კულტურა ჰუმანისტებისათვის ცნობილია, მაგრამ რჩება ამერიკა, აფრიკა და აზია, რომელნიც გაშიფრვას ელიან…“
რასაკვირველია, ამ კულტურების შესახებ მისიონერები ჯერ კიდევ მე-16 საუკუნიდან გვაწვდიან ცნობებს, მაგრამ შემეცნება იმისა, რომ ამ ხალხებსაც შესაძლებელია კულტურა ჰქონოდათ, არ იქნა უცებ სამეცნიერო, აკადემიურ კანონში და წრეებში აღიარებული. ასეთი ცვლილება პირველად მე -18 საუკუნის ბოლოდან იგრძნობა…
1785 წელს მიიღო ევროპამ ბჰაგავატ-გიტას პირველი ინგლისური თარგმანი. მთარგმნელი – ჩარლზ ვილკინსი. Charles Wilkins.
jons1786 წელს უილიამ ჯონსმა (William Jones), ვინც სანსკრიტი ბრაჰმანებთან შეისწავლა, პირველმა გამოთქვა ფრთხილი ვარაუდი ინდური და ირანული ენების ბერძნულთან და ლათინურთან ნათესაობის შესახებ…
სანსკრიტი, რა ძველიც არ უნდა იყოს, გასაოცარი სტრუქტურის მქონეა. ის უფრო სრულყოფილია, ვიდრე ბერძნული და უფრო მდიდრულად გამოიყურება, ვიდრე ლათინური და შედარებით კულტივირებულია, ვიდრე ორივე. მას ეძებნება ზმნის ფუძეებში და გრამატიკულ ფორმებში იმაზე მეტი ნათესაობა ვიდრე შემთხვევითობის კანონებითაა გათვალისწინებული…გოთური და კელტური იგივე ძირს აჩვენებს, რასაც სანსკრიტი და ძველი სპარსულიც შეიძლება ამავე ოჯახს მივაკუთვნოთ“…1816 წელს გამოჩნდა სანსკრიტის, ბერძნულის, ლათინურის, სპარსულის და გერმანულის პირველი შედარებითი გრამატიკა.
bopხოლო 1833 წელს ცნობილი ფრანც ბოპის(Franz Bopp) შემაჯამებელი შედარებითი გრამატიკა, სადაც ამ ენების ნათესაობის ყველა მონაცემია შეკრებილი და შეჯამებული.
ასე დაგროვდა მასალები და დადგა კომპარატისტიკის ძლევამოსილი ეპოქა. რელიგიის მეცნიერებაც დაიბადა უპირველეს ყოვლისა, როგორც კომპარატისტული, შედარებითი მეცნიერება.
იმ გერმანულ დეპარტამენტსაც, რომელიც ჩემი, როგორც რელიგიათმცოდნის განათლებაზეა პასუხისმგებელი, ეწოდება შედარებითი რელიგიოლოგიის დეპარტამენტი. ბერლინში მოღვაწე დიდი კომპარატისტის ბოპის დოქტორანტი და მოწაფე გახლდათ რელიგიის მეცნიერების დამფუძნებელი ფრიდრიხ მაქს მიულერი, ფილოლოგ-კომპარატისტი…
როდესაც ფრიდრიხ მაქს მიულერი ამ საგნის პროპაგირებას და პოპულარიზაციას ეწეოდა, მან იცოდა, რომ მისი მეცნიერული იდეის ხორცშესხმა დამოკიდებული იყო ახალ აღმოჩენებსა და შემეცნებით შედეგებზე.1867 წელს ის წერდა: „ბოლო 50 წლის მანძილზე გასაოცარი გზით, სრულიად მოულოდნელად მოპოვებულ იქნა მსოფლიოს უმნიშვნელოვანესი რელიგიების ავთენტური დოკუმენტები. ჩვენ ახლა ვფლობთ ბუდიზმის კანონიკურ ტექსტებს, ზოროასტრელთა ზენდ-ავესტაც აღარაა დაფარული წიგნი. რიგვედას ჰიმნებმა კი გვიჩვენეს თვით ჰესიოდესა და ჰომეროსის მითოლოგიაზე ადრინდელი რელიგიის მდგომარეობა, მესოპოტამიის მიწამ კი დაგვიბრუნა ის სახეები, რომლებიც თავის დროზე ძლევამოსილი სემიტური ტომებისგან თაყვანიცემებოდა. ბაბილონისა და ნინევიის ლურსმნულმა წარწერებმა თვით ბაალისა და ნისროხის ლოცვები გაგვანდო“…
აი ამ 50-წლიანი ეპოქის მანძილზე ევროპული, ე.წ. მეცნიერული ერების (Wissenschaftsnationen) რამდენიმე დიდი სწავლულის, მეცენატის თუ უბრალოდ დიდი კულტუროლოგიური იდეებით შთაგონებული კაცის გზებმა ერთმანეთი გადაკვეთეს, შედგა მათი შეხვედრა და თანხვედრა, რაც ჩვენი სასაუბრო საგნის მეცნიერული ოდისეის ეპიზოდებად მოჩანს…
ახლა კი ზოგიერთი ამ ეპიზოდის შესახებ:როცა შთაგონებულმა ეგვიპტოლოგმა ბარონმა კარლ ბუნსენმა(Baron Christian Karl Josias von Bunsen), პრუსიის ელჩმა, სანსკრიტისტ ვილსონთან (Horace Hayman Wilson) ერთად, East India Company დაარწმუნა, რომ თანხა გამოეყო რიგ-ვედას გამოსაცემად, შემთხვევით შეხვდა იგი ერთ ახალგაზრდა მეცნიერს, და სთხოვა მას ამ საქმიანობაში ჩაბმა. ეს მოხდა 1846 წელს. ფრიდრიხ მაქს მიულერი მაშინ იძულებული გახდა პრუსიის საელჩოში შინ გასამგზავრებელი ვიზა დაეკვეთა. მაქს მიულერი შემდეგ იგონებდა ამ შეხვედრას და ბუნსენის ხატოვან სიტყვებს: „არაა საკმარისი მხოლოდ მადნის გამოტანა მაღაროდან, აგრეთვე გადარჩევა, გასუფთავება და გამოწრთობაც საჭიროა, სანამ იგი მართლაც კაცობრიობის სასარგებლო და ინტელექტუალურ საზრდოს თანამოღვაწედ გადაიქცეოდეს“ . ბედნიერი დამთხვევა იყო ისაც, რომ პრუსიელი ბუნსენი წინასწარ იყო ინფორმირებული ალქსანდრ ფონ ჰუმბოლდტის მიერ ამ იმედისმომცემი ახალგაზრდა მეცნიერის შესახებ და პირდაპირ ფაქტიურად პრუსიის საელჩოში გადაწყდა მაშინ არამხოლოდ  ფრიდრიხ მაქს მიულერის მეცნიერული ბედი, არამედ რელიგიის მეცნიერების პერსპექტივაც. როდესაც ბუნსენმა მიულერის ფინანსურიbunsenპრობლემების შესახებ შეიტყო, შესთავაზა: „ მე თქვენში ვხედავ საკუთარ თავს, ისევ ახალგmüllerაზრდას, თქვენთვის გავაკეთებ ყველაფერს, რაც კი შემიძლია, თქვენ ინგლისში უნდა დარჩეთ, სანამ თქვენი ვედების კრებული მზად იქნება და საამისოდ თუ ფული გჭირდებათ, ახლავე დავამზადებინებ თქვენთვის ჩეკს“… შემდგომში ბუნსენის ცოლი ყვებოდა, რომ ამ 2 დიდი იდეალისტის შეხვედრა მისი ქმრის ცხოვრებაში უდიდესი მოვლენა იყოო…
ამრიგად, ფ.მ. მიულერი რჩება ოქსფორდში და იგი 1854 წელს მიიღებს პროფესურას თანამედროვე ევროპული ენების სფეროში.
დროის რაღაც მონაკვეთში ოქსფორდში მოღვაწეობისას მან ბედად ვერ მიიღო ინდოლოგიის(სანსკრიტისტის) პროფესურა და ეს იყო აგრეთვე ალოგიკური, მაგრამ ბედნიერი წარუმატებლობა. სამაგიეროდ 1868 წელს მან ჩაიბარა „შედარებითი მითოლოგიის“(ზოგიერთი ცნობით, ‘შედარებითი თეოლოგიის’) პროფესურა, რაც ფაქტიურად „შედარებითი რელიგიის“ ანუ რელიგიოლოგიის აკადემიურ ჩასახვას ნიშნავდა. აკადემიური საგნის დაბადებად ითვლება წელი, როცა ამ საგნის კათედრა დაარსდება. ამ მოვლენას ადგილი ჰქონდა არა დიდ ბრიტანეთში, არამედ ჟენევაში, 1873 წელს, რასაკვირველია, ფრანგულ ენაზე(გათებიც ხომ პირველად ფრანგულად გამოიცა).
* * *
საკითხავია, ინგლისის ელიტარული წრეების, დედოფალ ვიქტორიას ინტერესი რომ არა, რელიგიის მეცნიერება მზის ანუ აკადემიური სივრცის ნათელს თუ იხილავდა? მეორესმხრივ: განა სხვა ვინმე, გარდა მაქს მიულერისა, ამას შეძლებდა? ოქსფორდში ზოგადად და კერძოდ, მაქს მიულერის პიროვნულ მეცნიერულ ჰაბიტუსში, ერთმანეთს შეხვდა და გადაეჯაჭვა 3 დიდი ევროპული ერის ინტელექტუალური მისწრაფებები: მაქს მიულერი ხომ კანტის, შლაიერმახერის, ჰერდერის, გოეთეს, ალექსანდრ ფონ ჰუმბოლდტის იდეებით და იდეალიზმით იყო ნასაზრდოები, და პარიზშიც სწავლობდა, გათების ფრანგულ თარგმანით იყო შთაგონებული, შემდეგ ოქსფორდის ვიქტორიანულ გარემოში, ტეილორის, ფრეზერის, ლენგის და სხვათა გვერდით მეცნიერების აღმავლობის და ხელშეწყობის პირობებში დამკვიდრდა და იგი თითქოსდა ბედისწერამ თვითონ გამოარჩია, გამოარჩია, რათა მრავალ რჩეულ მეცნიერთაგან ერთადერთი, რელიგიოლოგიის მამად ექცია…
ფრიდრიხ მაქს მიულერს, როდესაც ის ოქსფორდში, სამეფო ინსტიტუტში 1870 წელს, კითხულობადა „რელიგიის მეცნიერების შესავალს“,
უამრავი მსმენელი ჰყავდა და რადგან ყველა ვერ ეტეოდა დარბაზში, მას ერთიდაიგივე ლექციის წაკითხვა ორჯერ უწევდა…
მოწმეები ყვებიან, რომ ამ არაჩვეულებრივი მოვლენის დავიწყება უბრალოდ შეუძლებელიაო…
1873 წელს მან ეს შესავალი გამოსცა წიგნად, რაც ერთგვარ თავდაცვით ღონისძიებას წარმოადგენდა, რადგან შტატებში ავტორისგან უკითხავად უკვე გამოიცა მისი ნაშრომი… ამავე ანუ 1873 წელს მზად იყო წიგნის ფრანგული, იტალიური და გერმანული ვერსიები. 1876 წელს გამოიცა ავტორიზირებული გერმანული თარგმანიც.
….
VI.ფრიდრიხ მაქს მიულერის ღვაწლის მოკლე შეჯამება
ოქსფორდში, სადაც მან თავისი სამეცნიერო მოღვაწეობის ნახევარსაუკუნოვანი ხანა განვლო, ჩამოაყალიბა თეორიები და მოსაზრებები, რომელთაც დასაბამი მისცეს ახალ საუნივერსიტეტო საგანს. არამხოლოდ თეორიები, არამედ წიგნების ტომეულები, მაგ. : Chips from a German Workhop… I ტომი, 1867. ეს წიგნი შეგიძლიათ ინტერნეტშიც წაიკითხოთ:  archive.org
პირველი სახელმძღვანელო  შესავალი  1873.
გერმანულადაც: Einleitung in die vergleichende Religionswissenschaft, 1876. –
იმედია, რუსული თარგმანი ამ ლექციებისა აღარ დაგჭირდებათ, მაგრამ მაინც მიგითითებთ: –
და რაც მთავარია, ქრესტომათიული საფუძველი “აღმოსავლეთის წმინდა წიგნები” 
თუმცაღა, რელიგიოლოგიის თეორიული საფუძვლები ოქსფორდში ჩამოყალიბდა და ეს საგანი როგორც ახალი მეცნიერული პარადიგმა იქ იშვა, საჯაროდ გაცხადდა 1867 წელს, როგორც Science of Religion, პროფესურაც იქვე, 1868 წელს მიულერისთვის შეიქმნა(Comparative Religion), 1870 წელს მან სამეფო-სადედოფლო ინსტიტუტში(Royal Institution) შესავალი ლექციები წაიკითხა, პირველი კათედრა მაინც სხვაგან, ფრანგულენოვან ჟენევაში დაარსდა 1873 წელს(გათების ფრანგული თარგმანიდან 102 წლის შემდეგ) ხოლო 1876 წელს ერთდოულად ჰოლანდიის 4 ქალაქში მასშტაბურად აღიმართა ასეთი კათედრები…ამიტომ ეს განსხვავებული თარიღები რელიგიოლოგიის სხვადასხვა სახელმძღვანელოებში სხვადასხვა თანამედროვე თვალსაჩინო სპეციალისტების მიერ რელიგიოლოგიის აკადემიური დაბადების თარიღებად სახელდებიან. უპირატესობს წელი 1873. ამრიგად, აკადემიური რელიგიოლოგია დღეს 142 წლისაა ანუ სავსებით ახალგაზრდა ჰუმანიტარული დარგია.
რელიგიის ყოველგვარი გამოვლინების მიღმა, იქნება ეს პოლი, მონო თუ ჰენოთეიზმი, ქრისტიანობა, ისლამი, ინდუისტური რელიგიები თუ შინტო, ფრიდრის მაქს მიულერი ხედავდა ერთ, ავთენტურ, პროტო, თაურ და ფუძერელიგიას. -გერმ., Urreligion. რელიგია ადამიანის უნივერსალური სულიერი უნარია, ‘ის რაც ადამიანს ადამიანად შეიქმს’…
ყველა რელიგიას, თვით უარასრულყოფილესს და გადაგვარებულსაც კი აქვს რაღაც, რაც შეიძლება ჩვენ წმინდად მივიჩნიოთ, რადგან ყველა რელიგიაშია წყურვილი ჭეშმარიტი, მაგრამ უცნობი ღვთისა” (Essay on the Science of Religion)…
რელიგია უსასრულობისკენ სწრაფვაა!”
როგორც ზემოთაც აღინიშნა, გენიალურ მეცნიერს და დიდი იდეებით შთაგონებულ რომანტიკოსს გააფთრებით უტევდნენ, როგორც ეკლესიის კონსერვატორული, ასევე რელიგიისადმი კრიტიკულ-უარყოფითად განწყობილი აკადემიური წრეებიდან.
რელიგიის მეცნიერება იშვა და ჩამოყალიბდა რელიგიის ტოტალური კრიტიკის ხანაში, როდესაც რელიგია ამოცნობილ იქნა როგორც ‘ჩაგვრის იარაღი’, ‘გამაბრუებელი საშუალება’, ‘ადამიანური პროექცია’, ‘დროებითი ილუზია’ და რაც მთავარია, ‘სრულიად არასაჭირო რამ ცდომილება’…
ეს მარცხნიდან.
მარჯვენა მხრიდან ანგლიკანური ეკლესიის ტვინჩაკირული კოჰორტები იფაფრებოდნენ. მღვდლებს, რომელთაც ყოველგვარი აკადემიური მოღვაწეობა ლამის ეშმაკის საქმედ წარმოედგინათ, რელიგიის მეცნიერული განხილვის ქურაში მომწყდევა რომ გააცოფებდა, ეს ცხადია.
შეუძლებელია, ჩვენ დროში რელიგიაზე რაღაც თქვა და მაშინვე მარჯვნიდან ან მარცხნიდან არ შემოგიტიონ. ზოგიერთები რელიგიას ისე წმინდად მოიაზრებენ, რომ მისი მეცნიერული განსჯა ვერ წარმოუდგენიათ; სხვანი რელიგიას იმავე კატეგორიაში მოისვრიან, სადაც ალქიმია და ასტროლოგიაა და ამ ‘ცდომილებისა და სიშლეგის ნარევს’ იმის ღირსადაც არ ცნობენ , რომ მასზედ მეცნიერულად მომწიფებული კაცი მოცდეს”(იხ. Einleitung in die Vergleichende Religionswissenschaft, Strassburg, 1876, S.5).
Schon der Name Religionswissenschaft hat für manche Ohren etwas Verletzendes. Eine Vergleichung aller Religionen der Welt, wobei keine eine bevorzugte Stellung in Anspruch nehmen kann, gilt bei vielen als gefährlich” (იქვე, S. 8.). – ზოგიერთისათვის თვით სახელიც კი ‘რელიგიის მეცნიერება’ მტკივნეულია. შედარება ყველა რელიგიისა, რომლის დროსაც არცერთ რელიგიას არ შეუძლია უპირატესობაზე პრეტენზიის განცხადება, ბევრს საშიშად მიაჩნია“.
მაგრამ ცოდნამ გაიმარჯვა, გაიმარჯვა ახალი ცოდნის მოპოვების წყურვილმა:
ჩვენ გვინდა ვიცოდეთ, რა არის რელიგია, რა საფუძვლები მოეპოვება მას ადამიანის სულში და განვითარების რა კანონზომიერებით ხასიათდება იგი?” – ასე ჩამოაყალიბა მოკლედ თავისი მეცნიერული პროგრამა ახალი მეცნიერების მამამ.
ინდოეთში ‘გოეთეს ინსტიტუტს’ მიულერის ინსტიტუტი ეწოდება, რადგანაც უპანიშადების, რიგ-ვედას და სხვა ძველინდური ტექსტების მთარგმნელ სანსკრიტისტს უდიდეს გერმანელად მიიჩნევენ იქ…
ჩვენ არ გვაქვს პრეტენზია მის ბიოგრაფად ვიქცეთ, მაგრამ ერთი საინტერესო დეტალიც: იგი ერთი გერმანულადდაწერილი რომანის ავტორიცაა; მართალია ამ რომანს გერმანიაში თითქმის არავინ კითხულობს, მაგრამ ის კორეაში ყველაზე ხშირად წაკითხული გერმანული ნაწარმოებია…
თუ გადავხედავთ ოქციდენტალურ უნივერსიტეტებს, ფრიდრიხ მაქს მიულერის მიერ დაარსებული მეცნიერული საგანი გამარჯვებული, მრავალფეროვანი და გამხვივნებულია, მაგრამ ამ საგნისთვის ნაწინასწარმეტყველები თუ ახდა?

Science of religion will change the aspect of the world “…

სხვათაშორის, მაქს მიულერის შემოტანილია ცნება ჰენოთეიზმი, რაც შუალედური მოვლენაა პოლითეიზმსა და მონოთეიზმს შორის: როცა მრავალაღმერთიანობას არ უარყოფენ, მაგრამ ერთი ღმერთი გამორჩეულად სწამთ.
ღმერთის ცნება არაა ყველა რელიგიაში აბსოლუტური. ბუდიზმის ზოგ მიმდინარეობაში მოგვიანებით ღმერთებიც მოთავსდნენ, მაგრამ ისინი ბუდას ექვემდებარებიან და ა.შ.
VII.მეცენატების როლი რელიგიის მეცნიერული კვლევის დაფუძნებასა და განვითარებაში
ბოლოს, ზოგი რამ საგნის მეცენატების შესახებ: 1878 წლიდან რელიგიის მეცნიერულ შესწავლას ემსახურებოდა ცნობილი ჰიბერტ-ლექციები.
giffordუფრო ცნობილი და რეზონანსული გამოდგა შოტლანდიელი ლორდის – ადამ ჟიფორდის(1820-1887) ლექტურა. ამ ლორდმა 80.000 გირვანქა სტერლინგი უანდერძა და 1885 წლიდან, სიცოცხლეშივე წამოიწყო რელიგიის მეცნიერული შესწავლის დაფინანსება. მის ანდერძში წერია, რომ მომხსენებლებმა რელიგიაზე ისევე უნდა ისაუბრონ, როგორც ამას თავის საგანში ასტრონომი ან ქიმიკოსი გააკეთებდა, ნეიტრალურად,ყოველგვარი რელიგიური მიკუთვნებულობისგან თავისუფლად და ემპირიული, საბუნებისმეტყველო მეთოდოლოგიის ბაზაზე. ლექტორი შეიძლებოდა ათეისტი ან აგნოსტიკოსიც ყოფილიყო.
ეს ცნობილი ლექტურა იმართებოდა და დღემდე იმართება შოტლანდიის 4 ქალაქში: ედინბურგი, გლაზგო, აბერდეენი და სანტ-ანდრევსი…
მიულერი გლაზგოში კითხულობდა, ხოლო იმ ცნობილ მოაზროვნეებს შორის, რომელნიც აქ მიწვეულნი იყვნენ, ვხედავთ მაგ. უილიამ ჯეიმსს, ჯეიმს ფრეზერს, ვერნერ ჰაიზენბერგს, ვალტერ ბურკერტს, კარლ ბართს, პაულ თილიხს, ნილს ბორს, ჰანა არენდტს და სხვებს.
2012 Sarah Coakley Sacrifice Regained: Evolution, Cooperation and God’მსხვერპლის დაბრუნება:ევოლუცია, კოოპერაცია და ღმერთი’;
2012-13 Steven Pinker, The Better Angels of Our Nature: A History of Violence and Humanity ‘ჩვენი ბუნების საუკეთესო ანგელოზები: ძალადობისა და ჰუმანიზმის ისტორია’;
2012 Vilayanur Ramachandran Body and Mind: Insights from Neuroscience(Körper und Geist: Erkenntnisse ausNeuroscience) ‘სხეული და გონი – ნეირომეცნიერების მონაცემები’…
რელიგიის მეცნიერების საჯარო პოპულარობას მნიშვნელოვნად შეუწყო ასევე ხელი 1893 წელს ჩიკაგოში რელიგიების მსოფლიო პარლამენტის დაარსებამ. Weltparlament der Religionen
დასკვნის სახით უნდა აღინიშნოს:
რელიგიის შემსწავლელი მეცნიერების ანუ აკადემიური რელიგიოლოგიის წარმატების ფორმულა მდგომარეობდა იმაში, რომ იგი უკვე XIX საუკუნეში თავისუფალი აზროვნების სიმბოლოდ იქცა.
‘The Science of Religion may be the last of the Sciences, whit wich man is destind to elaborate; but when it is elaborated, it will change the aspect of the world, and give new life to Christianity itslelf’ (Friedrich Max Müller, Chips from a German Workshop, I, 1867, XIX).

Zelimkhan Udzilauri, 22. 02. 2015, Tübingen.





წყარო


Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий