понедельник, 25 мая 2015 г.

დეკანოზი თამაზ ლომიძე - “არ გამოსცადო უფალი ღმერთი შენი”


მცნება, რომლის დარღვევისას გარანტირებული გაქვს პრობლემები - 
“არ გამოსცადო უფალი ღმერთი შენი”

საგანგაშოა, რომ ნაწილი ჩვენი მართლმადიდებლებისა არ დაფიქრებულა ქრისტეს პირველ საცდურზე. შესაბამისად, ამ მცნების დარღვევის გამო მუდმივ გასაჭირში და წარუმატებლობაში უწევთ ცხოვრება. ეშმაკმა წაიყვანა იესო, დააყენა ტაძრის სახურავზე და უთხრა: - აბა, გადახტი აქედან, შენ ხომ ძე ხარ ღვთისა? ხომ გწამს რომ მისი ანგელოზები აგიტაცებენ ხელში და არ დაიმტვრევი? აბა, გამოვცადოთ დაგიცავს თუ არა შენი ღმერთი! ქრისტემ უარჰყო ეს საცდური და უთხრა: - დაწერილია წმინდა წერილში: არ გამოსცადო უფალი ღმერთი შენი. რადგან, განგებ, უაზროდ, დაუფიქრებლად არ შეიძლება ღმერთის გამოცდა. სხვა სიტყვებით, მხოლოდ იმის გამოსაცდელად დაიცავდა თუ არა მას ღმერთი არ გადახტა იესო ტაძრის სახურავიდან ეშმაკის წაქეზებით . ამით გვიჩვენა ქრისტიანებს, რომ დაუფიქრებლად და სულელურად როცა ჩაიდენ რამეს, ვერ დაგიცავს ღმერთი.
ყველა დაუფიქრებელად და სულელურქად ჩადენილი საქმე, იმ იმედით რომ ღმერთი გადაგვარჩენს, არის ღმერთის გამოცდა და გარანტირებული მარცხი!
“არ გამოსცადო უფალი ღმერთი შენი”


  წყარო: ქართული მართლმადიდებლური ეკლესია მიუხენში



Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий