თარგმანი ფრანგულიდან - ბასილ კობახიძე.
საუბარი ბრაზილიის ყველაზე ღარიბი ეპარქიის ეპისკოპოსსა და განთავისუფლების თეოლოგიის წამომადგენელ პედრო კასალდალიგასთან.
ესაუბრა ხუან არიასი.
გაჭირვებულებზე მზრუნველი და განთავისუფლების თეოლოგიის მნიშვნელოვანი წარმომადგენელი, წარმოშობით კატალონიელი ეპისკოპოსი სულ ცოტა ხნის წინ გავიდა პენსიაში. პარკინსონით დაავადებულმა, ეს ნაბიჯი გადადგა ბრაზილიის ერთ-ერთ ყველაზე უღარიბეს რეგიონში 35 წლის თავდადებული მოღვაწეობის შემდეგ. ის არ დაბრუნდება ესპანეთში. მისი მსახურება, როგორც თვითონ ამბობს, მთელის სიცოცხლის განმავლობაში გაგრძელდება. მეგობრები უბრალოდ პედროს ეძახიან, მისი ეპარქიის გლეხები კი დომ პედროს. პედრო კასალდალიგას, კატალონიელს, კლარეტენების ორდენის წევრს, სან-ფელიქს დე არაგუაიას პრელატურის ეპისკოპოსს არ უყვარს როდესაც მეუფეს, მონსინიორს ან ეპისკოპოსს უწოდებენ. 35 წლის განმავლობაში იგი პასუხისმგებელი იყო ბრაზილიის ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი ეპარქიისა რომელიც მატო ბროსოს შტატშია ჩაკარგული. 1968 წელს, სან ფელიქსში მის ჩამოსვლის დღიდან, პედრო კასალდალიგა მტკიცედ დადგა ღარიბების მხარეს და დაუპირისპირდა მსხვილ მიწათმფლობელებსა და სამხედრო დიქტატურას. ამიტომაც მისი მოკვლა მრავალჯერ სცადეს.
1992 წელს იგი ნობელის მშვიდობის პრემიაზე იყო წადგენილი. 75 წლის ასაკში, კანონიკური სამართლის მიხედვით, მან პაპს პენსიაში გაშვება სთხოვა. პაპმა მისი თხოვნა დააკმაყოფილა, მაგრამ შემცვლელის დანიშნვამდემსახურების გაგრძელება სთხოვა. უკვე ორი თვეა იგი ელოდება თავის მემკვიდრეს. მეგობრები ეხუმრებიან რომ ცდა დიდხან მოუწევს, რადგან მისი ეპარქია უღარიბესია და კარიერულ წინსვლალში გამოუსადეგარი.
საეპიკოპოსო სასახლის მაგივრად ეს კატალონიელი უბრალო სახლში ცხოვრობს, ზუსტად ისეთში როგორშიც მისი რეგიონის გლეხები ცხოვრობენ. კასალდალიგა უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს. მის ოთახში ორი საწოლია: ერთი მისთვის, მეორე კი მგზავრისთვის რომელსაც ღამის გასათევი დასჭირდება. მისი სახლის კარი ყოველთვის ღიაა.
როგორც განთავისუფლების თეოლოგიის სხვა წარმომადგენლები, 1986 წელს ისიც დაიბრეს რომში, სარწმუნოების გავრცელების კონგრეგაციაში. კასალდალიგა კარდინალებმა რატცინგერმა და განტინმა დაჰკითხეს. შემდეგ მას 15 წუთიანი შეხვედრა ჰქონდა პაპ იოანე-პავლე II-თან. კასალდალიგას სასჯელი არ დაადეს ხომ ხედავთ, რომ არც ისეთი ბოროტი ვარ - უთხრა მას პაპმა.
ჩვენი საუბარი ბრაზილიის შიდა რეგიონში მდებარე ქალაქ გუაანიაში შედგა, რომელიც გოიასის შტატში მდებარეობს. აქ ეპისკოპოსი ხანდახან აფარებს თავს რათა წეროს და მედიტაციით დაკავდეს. იგი თავის მეგობრების სახლის კარტან მელოდებოდა და მისი ნათელი ღიმილის შემხედვარე ვერავინ იფიქრებდა, რომ პარკინსონის ავადმყოფობითა და ჰიპერტონიით იტანჯება და მალარიაც მრავალჯერ აქვს გადატანილი. კასალდალიგა ყოველთვის ავტობუსით მოგზაურობს. ჩემი მეგობრები მეხუმრებიან რომ პარკინსონისმ დაავადება მხოლოდ ძლიერ პიროვნებებს ემართებათ, მაგალითად რომის პაპს არაფატს ან რეიგანს - იცინის ის.
- თქვენი ცხოვრების მნიშვნელოვანი ეტაპი დასრულდა, შემცვლელს ელოდებით, რა გრძნობებით ტოვებთ ეპარქიას?
- დონ კიხოტის სიტყვებით გიპასუხებთ: დიახ, თავი გავიტეხე და ამისათვის ბოდიშს გიხდით . ჩემი ცხოვრება სან-ფელიქსში, რომელის ტერიტორიაც ესპანეთის მესამედის ზომისაა, ხოლო მოსახლეობა მხოლოდ 100 000, მართლაც რომ ნამდვილი თვგადასავალი იყო. ჩემთვის ძვირფასი თავგადასავალი, რომლის განმავლობაშიც მე ავირჩიე ლათინური ამერიკის ღარიბთან ყოფნა. აქ ჩემი ცხოვრება სიურპრიზებით იყო სავსე. ხშირად იყო დაპირისპირებები ეკლესიისა და ჩემს მიმართ, ხანდახან აგრესიაც, მაშინ როცა მე ბუნებრივია სრულიადაც არ გახლავართ აგრესიული. ჩემი დევიზი იყო ერთი კლუმბიელი პოეტის სიტყვები: თუ არ შეგიძლია ყველას სიყვარული მაშინ შეძელი თანაუგრძნო ყველას , ხშირად აღმოვჩენილვარ ძალიან დაძაბულ სიტუაციაში, მაგრამ არასოდეს განმიცდია სიძულვილი, თუმცა ხანდახან განრისხებული ვყოფილვარ ზოგიერთ რამეზე.
- რას ნანობთ თქვენს მოღვაწეობაში?
- არაფერს. როგორ ვგრძნობ თავს? თვითრეალიზებულად? დიახ. ამაყად? არა. კმაყოფილად? არა. მშვიდად? დიახ. ლათინური ამერიკა ჩემი დიდი სამშობლოა. მან საეკლესიო საიდუმლოების მსგავსად გაუხსნა ჩემი სული ღმერთსა და კაცობრიობას.
- როდის დაიწყო თქვენი მოღვაწეობა ღარიბებისა და დაჩაგრულების დასაცავად?
- მე გავიზარდე მემარჯვენე პოლიტიკური შეხედულებების, ფრანკიზმისა და ნაციონალ-კათოლიციზმის დომონირების ეპოქაში. შეიძლება ითქვას ეს იყო ჯვაროსნული ლაშქრობების სულისკვეთებით აღვსილი ესპანეთი. მაგრამ ბავშვობიდან მისიონერობაზე ვოცნებობდი და ეს ოცნება ლათინურ ამერიკაში ავისრულე. მისი ურთიერთშერეული სამყაროებით, განთავისუფლების თეოლოგიით, მოწამეებითა და ადგილობრივი სამრევლოებით. ჩემი თავი სრულიად მივუძღვენი ამ რევოლუციას, მილიონებით დამონებულ ადამიანს, მივუძღვენი ჩემი თავი როგორც პიროვნებამ, ქრისტიანმა და მოძღვარმა.
-შეიძლება ითქვას როგორც ეპისკოპოსმა.
-არ მიყვარს როდესაცა ასე მომმართავენ.
- ახლა რის გაკეთებას აპირებთ?- არ ვიცი. მრავალი ადგლიდან მივიღე მოწვევა. გადაწყვეტილება უნდა მივიღო. როგორც მაჩადოს ერთ ლექსშია ნათქვამი:
იმ მრავალ ხმათაგან რომელიც გეძახის აირჩიე ერთი . დაველოდები ჩემს მემკვიდრეს, ვნახავ თუ რა პიროვნება იქნება. თუ ღარიბებს დაიცავს, მაშინ შევძლებ რომ სან-ფელიქსში დავრჩე და მასთან ერთად ვიმუშაო, თუ არა და უფრო ჭკვიანური იქნება სხვაგან წავიდე.
- მართალ არ ანიჭებთ უპირატესობას რომელიმე ადგილს?
- ჯანმრთელობა რომ მიწყობდს ხელს, ვისურვებდი ჩემი მოღვაწეობა და სიცოცხლეც აფრიკაში დამესრულებინა, რადგან აქამდე ვერ შევძელი. ეს არის კონტინენტი რომლის მიმართაც კაცობრიობას უზარმაზარი ვალი აქვს. იქ ცხოვრობენ ყველაზე მივიწყებული ღარიბები და ყველაფერ უბედურებასთან ერთდ აფრიკას ნავთობი არა აქვს. ყოველ შემხვევაში სადაც არ უნდა წავიდე, ყოველთვის ღარიბების გვერდზე დავდგები. მსურს გავაგრძელო წერა და უფრო მეტი დრო დავუთმო მედიტაციასა და მდუმარებას. მე ბევრს ვსაუბრობ მდუმარებაში. ერთხელ ლექსიც კი დავწერე, როდესაც ფიჭვის ქვეშ ვმედიტირებდი.
საღამოს მდუმარება.
ფიჭვის ქვეშ იმდენად წყნარი იყო.
რომ ამ შეუმჩნეველ მდუმარებას.
არ შეეძლო გაჩუმებულიყო.
ჩვენ ხმაურის საზოგადოებაში ვცხოვრობთ. როგორც არასდროს ისე გვჭირდება სიჩუმე. ახალგაზრდები ხმაურით აღსავსე სივრცეში ცხოვრობენ. ჩვენ საკმაოზე მეტს განვიცდით გამაყრუებელ დეციბელებს! მდუმარება გვჭირდება, რათა მოვუსმინოთ საკუთარ თავს, სხვა ადამიანებს, ბუნებას. რათა მოვუსმინოთ ღმერთს.
- როგორი იყო სან-ფელიქსი როდესაც თქვენ, როგორც ახალგაზრდა ეპისკოპოსი პირველად ჩამოხვედით?
- როდესაც მრავალი თვდგასავლის შემდეგ, როგორც იქნა სან-ფელიქს მივაღწიე, პირველი რამაც ჩემი ყურადღება მიიქცია ეს იყო მანძილები. გეორაფიული, სოციოლოგიური დასულიერი მანძილები. აბსოლუტურად განსხვავებულ სამყაროში მოვხვდი. ვნახე მიწათმფლობელები, რომლებიც ერთ მილიონ ჰექტარზე მეტ მიწას ფლობდნენ! ეს შემაძრწუნებელი იყო, სამხედროების მიერ დაფინანსებული კაპიტალიზმი. უბრალო ადმიანისათვის ამ მიწაზე დაბადება და სიკვდილი ადვილი იყო, მაგრამ ცხოვრება კი თითქმის შეუძლებელი, ხოლო მფლობელთა კლასისათვის ეს მიწები ფანტასტიკური გამდიდრების წყაროს წარმოადგენენ.
- ეს იყო 1968-იანი წლები საფრანგეთში.
- დიახ. ეს პარიზის რევოლუციის პერიოდია, მაგრამ აგრეთვე სამხედრო დიქტატურის ყველაზე უარესი პერიოდი ამ სახელმწიფოში. ეს იყო მედელინისა და მეხიკოში უნივერსიტეტის სტუდენტების დახვრეტის წელი. სან-ფელიქსში სიტუაცია კი ნამდვილ Fარ ჭესტ-ს ჰგავდა. მართლაც შემაძრწუნებელი იყო.
- რომელი იყო თქვენთვის ყველაზე უარესი მომენტი? იქნებ ის, რომ როდესაც თქვენს მოკვლას აპირებდნენ, მამა ჟოაო ბოსკო თქვენს მიგამსგავსეს და მოკლეს?
- რაც ყოველთვის მაშინებდა და მაშინებს, ეს არის უძლურება. უძლურება მიწათმფლობელების უსამართლობის, ინდიელებისა და გლეხების გენოციდის, მთავრობების ინერტულობის წინაშე. თავს ვგრძნობდი უძლურებისაგან დევნილად. მეშინოდა დეპრესიაში არ ჩავძირულიყავი. მაგრამ სიკვდილის არასოდეს მშინებია. ჩვენ იდეალისტები ვიყავით, გვწამდა რომ ჩვენი მიზანი სამართლიანი იყო და მკვლელების არ გვეშინოდა. მე და ჩემს მეგობრებს (რომელთაგან ორი მოწამეობრივად აღესრულა) თუკი რამის გვეშინოდა, ეს საშინელი უძლურება იყო. ყოველთვის ვაცნობიერებდი, რომ იმ მიზნის მიღწევა რომელსაც ვემსახურებოდი ღირდა ჩემს საკუთარ სიცოცხლედ. ემსახურო ადამიანებს ეს იყო იესოს მიზანი და ე.ი. ჩემიც. განა ღმერთის სურვილი არ არ არის რომ ადამიანები ერთმანეთს ემსახურებოდნენ?
- განა სიკვდილი თქვენთვის პრობლემა არ არის?
- აჰ, არა! ხშირად სიკვდილი ახლოს მოდიოდა ჩემთან, ვიტყოდი რომ ფაქტიურად მთელი ჩემი ცხოვრების თანამგზავრი იყო. ბავშვობიდან ვხედავდი მკვლელობებსა და სიკვდილს. ჩემს თვალწინ მოკლეს 33 წლის ბიძაჩემი ლუის პლა, რომელიც კათოლიკე მღვდელი იყო. ის კომუნისტებმა დახვრიტეს. ჩვენ, რომლებიც ლათინურ ამერიკაში ვმუშობთ სოციალური სამრთლიანობისა და დაჩაგრულთა დაცვისათვის, შეჩვეული ვართ მოწამეობრივ სიკვდილს. მრავალი ეწამა და არა მარტო მღვდლები. სწორედ ამიტომ სან-ფელიქსიდან 300 კილომეტრის მოშორებით, რიბერაო კასკალჰეირაში ავაშენეთ მოწამეთა საყდარი. იქაურ სამრევლოს კი ეწოდება სიცოცხლე სიცოხლისათვის . ამ საყდარში ჩვენ მოვათავსეთ მოწამეების სურათები და ფოტოები მათი რელიგიური კუთვნილების მიუხედავად. მაგალითად იქ არის ებრაელი ჟურნალისტის ვლადიმირ ჰერცოგის სურათი, რომელიც მხეცური წამებით მოკლეს. მოწამეობრივი აღსასრული არ არის ცხოვრების უბედური დასასრული. ამ ადამინებმა შეძლეს მიეძღვნათ თავისი სიკვდილი იმიტომ, რომ პირველად მათ ჰქონდათ უნარი მიეძღვნათ თავისი სიცოცხლე. ჩემთვის სიკვდილი მხოლოდ აღდგომაა. როგორ შეიძლება სიკვდილის მეშინოდეს?
-თქვენი ბრძოლა სიღარიბის წინააღ,დეგ გმირული და ყველასათვის თვასაჩინო იყო, ეს ძვირად დაგიჯდათ?
-სინამდვილეში არა. არასოდეს დამვიწყებია, რომ ღარიბ ოჯახში დავიბადე. დარწმუნებული ვარ, რომ შეუძლებელია გქონდეს რევოლუციური და წინასწარმეტყველური მგრძნობიარობა და არ იყო ღარიბი. ყოველთვის გული მეგლიჯება, როდესაც სიღარიბესთან მაქვს შეხება. არა, ჩემი სიღარიბეში ცხოვრება სულაც არ იყო ძნელი. ბურჟუაზიულ გარემოცვაში თავს უხერხულად ვგრძნობ. ყოველთვის ვეკითხებოდი ჩემს თავს თუკი შემიძლია ვიკმარო სამი პერანგი, რატომ უნდა მქონდეს კარდაში ათი? ჩემს ეპარქიაში ღარიბებს მხოლოდ ორი პერანგი აქვთ: ერთი ზედ აცვიათ, მეორეს კი რეცხავენ. გარდა ამისა ვფიქრობ, რომ თავისუფლება მძლავრად უკავშირდება სიღარიბეს. მდიდარს არ შეუძლია იყოს ჭეშმარიტად თავისუფალი. ჩემი დევიზია: იყო თავისუფალი რათა იყო ღარიბი და იყო ღარიბი რათა შეგეძლოს იყო თავისუფალი. სხვანაირად გული თითქოს ხაფანგშია მოქცეული. ყველაზე საშინელი არის ის, რომ უსამართლობამ კაცობრიობის დიდ ნაწილს სიღარიბე მიუსაჯა. მთელი ცხოვრება ვებრძოდი ამ უსამართლობას, და რათა ჩემი ბრძოლა ჭეშმარიტი ყოფილიყო, ვიგრძენი, რომ თვითონ უნდა ვყოფილიყავი ღარიბი. მრავალი მეკითხება, ჩემს ასაკში თუ რატომ ვმოგზაურობ
ავტობუსით იმის მაგივრად, რომ გადავაადგილდე თვითმფრინავით. სწორედ ამიტომ, რადგან ღარიბებს, რომელთაც ვუქადაგებ იესო ქრისტეს სახარებას თვითმფრინავის ბილეთის ფული არა აქვთ. ბედნიერი ვარ, რომ მათსავით და მათთან ერთად ვმოგზაურობ.
-უქორწინებლობის აღთქმაზე რას იტყვით, ძნელი იყო უარი გეთქვათ ცხოვრების თანამზავრ ქალზე, რომელსაც შეეძლო გაეზიარებინა თქვენი ბრძოლა, უარი გეთქვათ შვილების ყოლაზე?
-რა თქმა უნდა! როდესაც მეკითხებიან მაქვს თუ არა ბრძოლები უბიწოების წინააღმდეგ ვპასუხობ: ჯერ ხომ კიდევ ცოცხალი ვარ . ყოველთვის ვფიქრობდი და ახლაც ვთვლი, რომ კათოლიკე მღვდლებისათვის სავალდებულო უქორწინებლობა (ცელიბატი) აბსურდული და უსამართლოა. ვისურვებდი რომ მომავალმა პაპმა ეს გააუქმოს. რადგან ამ არჩევანს ფასი აქვს და სარწმუნოა მხოლოდ მაშინ, თუ ის თავისუფალია. ცელიბატი მაინც ყოველთვის ძალადობაა, მაშინაც კი თუ ის ნებაყოფლობითია. თვით იესოც, როცა ცელიბატზე საუბრობს ახსენებს საჭურისებს სასუფეველისადმი სიყვარულის გამო . ეს კი გულისხმობს კასტრაციას, ძალადობას, ეს ზეიმი არ არის.
- ეკლესია კი ჯერჯერობით თავს იკავებს.
- თუკი ცელიბატის არჩევა თავისუფალი იქნება, მაშინ დაოჯახებულ მამაკაცებს შეეძლებათ მღვდლად კურთხევა და აღარ გვექნება პედოფილიის საშინელი შემთხვევები. კარგად მესმის, რომ უარი ვთქვი ქალისადმი სიყვარულზე, რომ მთლიანად ვერ განვხორციელდი როგორც მამაკაცი, რადგანაც არ მყავს შვილები, თუმცა მყავს მრვალი სულიერი შვილი. იმის თქმა რომ უქორწინებლობა უფრო ამაღლებულია ქორწინებაზე(არ დაგვავიწყდეს რომ ჯვრისწერა საეკლესიო საიდუმლოებას წარმოადგენს), არის ბუნების კანონებთან და თვით ღვთისმეტველებასთან დაპირისპირება. მე მივიღე ჩემი ცელიბატი და ვიცხოვრე მასში სიყვარულით, თუმცა ყოველთვის ვაცნობირებდი, რომ ეს ეწინააღმდეგება ბუნების კანონს. ცელიბატს მაშინ აქვს ფასი თუ მისი მიღება ხდება უმაღლესი მიზნისათვის, დავსძენ რომ მარტო ცხოვრება ძალიან ძნელია თუ არ გეხმარებიან ქრისტიანული თემის წევრები, თუ არა არის თანამებრძოლების მხარდაჭერა. მაგრამ თუ ვინმე მეტყვის რომ ვარღვევ ცელიბატს, თუკი ვაკოცებ ქალს ან ხელში ავიყვან ბავშვს, მაშინ ეს შეკითხვა უბრალოდ ეწინააღმდეგება ადამიანურ ბუნებას. ცელიბატი არ უარყოფს ადამიანურ სიყვარულს.
- თქვენ გახასიათებსთ თავის შეფარება პოეზიაში. რას ნიშნავს თქვენთვის ლექსები წერა?
- ეს მე მაძლევს სუნთქვის საშუალებასა და სიცოცხლის სიყვარულს. პოეზია არის ჩემი ყოველდღიური მუშოაბის მუსიკა. ის მეხმარება ცხოვრების სინთეზის უკეთესად განხორცილებაში, როგორც ამბობს ჩემი დიდი მეგობარი და განთავისუფლების თეოლოგიის გამოჩენილი წარმომადგენელი ლეონარდო ბოფი:
ჩვენ ერთი ალტერნატივა გვაქვს - ვიყოთ ცოცხლები ან მკვდრეთით ამღდგარნი . სიკვდილს არა ქვს ადგილი ჩვენ ცხოვრებაში. ამ იდეას უკეთესად პოეზიაში გამოვხატავ.
- როგორ ფიქრობთ განთავისუფლების თეოლოგიამ მარცხი განიცადა? რა დარჩა მისგან?
- დარჩა ღმერთი და ღარიბები. განა ეს ცოტააა? არა განთვისუფლების თეოლოგია არ დამარცხებულა, უბრალოდ იგი მოდაში აღარ არის, აღარ ხდება მისი რეკლამირება. მაგრამ იმ ადამიანებისათვის, ვინც მიიღეს ბიბლია, ერთი რამ უდავოა - აბრაამისა და იესოს ღმერთი ღარიბებისა და დაჩაგრულების მხარესაა. ამის უარყოფა თვით პაპმა იოანე-პავლე II ვერასოდეს ვერ გაბედა.
- ამბობენ რომ განთავისუფლების თეოლოგია მარქსიზმით იყო მოწამლული, რომ მასში მრავალი შეცდომა იყო.
- საღვთისმეტყველო შეცდომები? არა. შესაძლებელია ცალკეულ თეოლოგებს ჰქონდათ შეცდომები, მაგრამ მარქსმა თქვა ისეთი რამეები რაც დღემდე ძალაშია. თვით პაპი ეთანხმება მარქსის შეხედულებას, რომ მდიდრები ყოველთვის ხდებიან უფრო მდიდრები, ხოლო ღარიბები ყოველთვის უფრო ღარიბდებიან. განთავისუფლების თეოლოგია ასწავლის, რომ ადამიანი ფულზე პრიორიტეტულია. განთავისუფლების თელოგია იყო და დღესაც არის იმედისა და დადებითი ცვლილებების წყარო იმ ქვეყნებში, რომლებიც განადგურებულნი არიან უსამართლობითა და ველური კაპიტალიზმით. ამ თეოლოგიას თავისი მოწამეები ჰყავს.
-გიოცნებიათ ოდესმე რომ მემარცხენეები ლულას (ხოსე იგნასიო ლულა და სილვა- ბრაზილიის პრეზიდენტი-მთრგმნ.) ხელმძღვანელობით ხელისუფლებაში მოვიდოდნენ ბრაზილიაში?
- ჩვენ ყოველთვის ვიბრძოდით იმისათვის რომ ხელისუფლებში მოსულიყო რომელიმე სახალხო პარტია თუმცა მემარცხენეების გამარჯვება მოულოდნელი იყო. საკითხავია რამდენ ხანს გაგრძელდება ეს სიხარული, რადგან ამ მთავრობის მუშობის პირველ თვეებში გამოჩნდა, რომ სოცილაური საკითხებით დაკავებული
სამინისტროები, რომელთათვისაც პრიორიტეტი უნდა მიენიჭებინათ, მეორე პლანზე რჩებიან. ჩვენ გვესმის, რომ მთავრობამ უნდა დაამშვიდოს მულტინაციონალური კომპანიები და მოაწესრიგოს ეკონომიკა, მაგრამ უფრო საჩქარო იყო მწვავე სოციალური პროგრამების მოგვარება, აგრარული რეფორმა და ახალი სამუშაო ადგილების დაარსება. მთავრობას არ უნდა მიექცია ყურადრება საერთაშორისო სავალუტო ფონდის მოთხოვნებისათვის. ამიტომაც გლეხები, რომელთაც კიდევ სჯერათ ლულას მთავრობისა, საუბრობენ დაღლილ იმდებზე . მართალია ეს იმედები დაღლილია, მაგრამ ჯერ კიდევ მტკიცეა.
- იოანე-პავლე II უკვე ასაკოვანია და ავად არის. თქვენი აზრით როგორი უნდა იყოს მისი მეკვიდრე?
- მისი მემკვიდრე უნდა იყოს ისეთი პაპი, რომელიც თავის მოღვაწეობას ძალიან განსხვავებულად განახორციელებს. ის უნდა იყოს ღარიბი, გულმოწყალე და ნამდვილად ეკუმენური პაპი, რომელიც აღიარებს რომ არავისა აქვს მონოპოლია აბსოლუტურ ჭეშმარიტებაზე. ის უნდა იყოს პაპი, რომელიც ბაძავს ქრისტეს, რომელიც ესაუბრება ყველას. ვისურვებდი რომ მისი ინტრონიზაციის შემდეგ, რამდენიმე თვის განმავლობაში გაიაროს კონსულტაციები ეკლესიისა და მსოფლიო საზოგადოებრიობის წარმომადგენლებთან, რათა შეიტყოს, თუ როგორი პაპი სურთ მორწმუნებს და ურწმუნოებს. ის არ უნდა იყოს სახელმწიფოს მეთაური.
- გული გწყდებათ რომ არ გადაგიყვანეს უფრო მნიშვნელოვან ეპარქიაში, მიუხედავად იმისა რომ მსოფლიოში ერთერთი ყველაზე ცნობილი ეპისკოპოსი ხართ, არ დაგნიშნეს კარდინალად?
- სრულიადაც არა. კარგად ვაცნობიერებ ჩემს მოკრძალებულ წარმოშობას. მე ხომ ღარიბი ოჯახის შვილი ვარ. მამაჩემი მერძევე იყო და მის ერთდერთ სიმდიდრეს ექვსი ჰოლანდიური ძროხა წარმოადგენდა. Kკარდინალი? ვფიქრობ რომ ეს უკვე დრომორჭმული ინსტიტუციაა. პაპს სულ სხვანაირი მრჩევლები სჭირდება, უპირველეს ყოვლისა მათ შორის ყველა არ უნდა იყოს სასულიერო პირი.
- იოანე-პაველე II პონტიფიკატის პერიოდში მრავალი პრობლემა უპასუხოდა დარჩა: სასულიერო პირთა სავალდებულო უქორწინებლობა, ქალების ხელდასხმა, ოჯახის წიაღში ეთიკური პრობლემები, ბიოეთიკის საკითხები. ეპისკოპოსთა კონფერენციებისა და სინოდების კომპეტენციის საზღვრები და ა.შ. როგორ ფიქრობთ მომავალი პაპი შეეხება ამ პრობლემებ?
- მათი გადაჭრა ადვილია, საკმარისი იქნება ერისკაცთა რელური ინტეგრაცია ეკლესიაში. პაპი უფრო ყურადღებით უნდა უსმენდეს ქრისტიანებს და მრავალ სიურპრიზს აღმოაჩენს! ავიღოთ თუნდაც ქალის პრობლემა. ეს დაუჯერებელია! ყოველდღიურად ქალი უფრო ძლიერდება, უფრო კარგად არის მომზადებული ეკლესიის წიაღში მუშაობისათვის. მიუხედავად ამისა მისი ხელდასხმა აკრძალულია. როგორ შეუძლია ეკლესიას ისაუბროს ადამიანის უფლებებზე, როდესაც ის არის ერთდერთი ინსტიტუცია, რომელიც აგრძელებს ქალების დისკრიმინაციას. ეკლესიას ავიწყდება იესოს მიდგომა ამ საკითხისადმი. თანაც იესო ცხოვრობდა იმ ეპოქაში, როდესაც საზოგადოება საკმაოდ მტრულად იყო განწყობილი ქალისადმი! ვშიშობ რომ, თუ მომავალმა პაპმა არ გადაწყვიტა ეს პრობლემა, ეკლესია ისივე დაკარგავს ქალებს, როგორც უკვე დაკარგა მუშათა კლასი, რომელიც კომუნისტების ხელში ჩავარდა. მეორე მხრივ პრობლემაა ეკლესიის პოზიცია სოციალური უსამართლობის მიმართ. მართალია ეკლესიამ დაარსა ათასობით საქველმოქმედო ორგანიზაცია, იგი გულწრფელად უთანაგრძნობს ღარიბებს, მაგრამ ვერასოდეს გაბედა იერიში მიეტანა ველური კაპიტალიზმის სტრუქტურებზე. ჯერ კიდევ ეპიკოპოსი ჰელდერ კამარა ამბობდა: როდესაც ღარიბებს ვეხმარები მეუბნებიან რომ წმინდანი ვარ, ხოლო როდესაც ვაკრიტიკებ კაპიტალიზმს მეუბნებიან რომ ვარ კომუნისტი და ის მართალი იყო.
- რას მიაწერთ ევანგელური პროტესტანტების რიცხვის ზრდას ლათინურ ამერიკაში, ხოლო კათოლიკეების რიცხვის შემცირებას?
-ჩემთვის სულერთია ვისი რიცხვი იზრდება და ვისი კლებულობს. მე მაინტერესებს თუ რატომ დადის ყველზე ღარიბთა უმრავლესობა პროტესტანტულ ეკლესიებში და არა ჩვენთან? ვფიქრობ, რომ პროტესტანტულ ტაძრებში მორწმუნეები უფრო მძაფრად გრძნობენ თავის მონაწილეობას ღვთისმსახურებაში, ისინი თითქმის პასტორის თანამსახურები არიან. მათ შეუძლიათ იმღერონ, იცეკვონ, ხმამაღლა და ჟესტიკულაციით გამოხატონ თავის ემოციები. ისინი იქ უფრო გრძნობენ თავს ქრისტიანული თემის, მრევლის წევრებად. იქ თავისი თავის გამოხატვა უფრო კარგად შეუძლიათ.
-პროტესტანტული ეკლესიების მიმართ ისმის კრიტიკა იმის თაობაზე, რომ მათ ყველაფერი ფინანსებამდე დაჰყავთ და ამით მსხვილ მულტინაციონალურ კომპანიებს ემსგავსებიან, ისინი თითქმის ყოველ ქუჩაზე ხსნიან თავის ტაძრებს.
- რა თქმა უნდა ამ საფრთხის წინაშე დგანან, ისევე როგორც კათოლიკური ეკლესია დგას მკაცრი ცენტრალიზაციის საფრთხის წინაშე. მაგრამ მრავალი ჩევნი ეკლესია ძალიან გონიერი გახდა, იქ მღვდლები ძალზე დაშორდნენ ჩვეულებრივ ადამიანებს. არსებობს ინფორმაცია, რომ ახლო მომავალში ვატიკანი გამოსცემს დეკრეტს, რითაც მორწმუნეებს აუკრძალავს ცეკვას მესის დროს. წარმოიდგინეთ ასეთი სიტუაცია აქ ბრაზილიაში, ან აფრიკაში, სადაც ადამიანები თავისი სხეულით გამოხატავენ თაყვანისცემას ღვთისადმი.
- რა მოხდება თუ ასეთი დეკრეტი მართლაც გამოიცემა?
- ჩვენ ვუპასუხებთ აჯანყებული ერთგულებით .
- ე.ი. არ დაემორჩილებით.
- დიახ. მაგრამ ხმამაღალი პროტესტებისა და გაღიზინების გარეშე. ქრისტიანები უკვე ეჩვევიან მხოლოდ თავისი სინდიდის მიხედვით, ჩუმად მოქმედებას.
- თქვენ ფიქრობთ რომ ფაქტიურად ორი ეკლესია არსებობს - ოფიციალური რომის ეკლესია და მესამე სამყაროს ქრისტიანული თემებისაგან შემდგარი ეკლესია?
- არა, არსებობს ორი განსხვავებული ღვთისმეტყველება, სახარების განმარტებისა და ღვთისმსახურების ორი განსხვავებული მანერა. მაგალითად დღეს აქ გუაანიაში, მე აღვასრულე ლიტურგია სახლის სახურავზე, მხოლოდ პერანგი მეცვა და პური და ღვინო მქონდა. ეს არ შეესაბამება ოფიციალურ ნორმებს, მაგრამ ჩვენ მაინც აღვასრულებთ იესოს მცნებას. რომს სურს ყველა კულტურას თავს მოახვიოს ერთნაირი რიტუალი, მაგრამ არც ბრაზილიურ და არც აფრიკული კულტურები ლათინური არ არიან. ისინი მრავალი განსხვავებული ელემენტებისგან შედგებიან, ეკლესიას კი ეშინია რომ ეშინოდეს. მას არა აქვს სრული ნდობა სულიწმინდისადმი. ეკლესია ვალდებულია ხელს უწყობდეს ცვლილებებს, იმის მაგივრად რომ ყოველთვის გმობდეს მათ. ყველაფერი შეფარდებითია ღმერთისა და ადამიანის გარდა.
- ღარიბებზე საუბრისას ხშირად ჩანს ზედმეტი რომანტიზმი. რას იტყოდით იმ ღარიბების შესახებ, რომლეთბან ერთადაც თითქმის ორმოცი წელია ცხოვრობთ?
- ღარიბები უნდა გვიყვარდეს იმიტომ კი არა, რომ ისინი კეთილები არიან, არამედ იმიტომ რომ ღარიბები არიან. არ უნდა დაგვავიწყდეს - სიღარიბეს ყოველთვის თან ახლავს დანაშაული და ძალადობა. ჯერ კიდევ აბატი პიერი ამბობდა, რომ არის ყველაზე უღარიბეს ადამინებთან დაკავშირებული სიტუაციები რომელთა დროსაც შეუძლებელია ათი მცნების დაცვა. მაგრამ დროთა განმავლობაში მხოლოდ მას, ვინც ღარიბებთან ერთად ცხოვრობს შეუძლია დაინახოს მათი უდიდესი უნარი გაგიყონ უკნასკნელი ლუკმა პური. მართლაც საოცარია მათი უნარი მიუხედავად დიდი უბედურებისა იყვნენ მხიარულნი. ასევე საოცარია მათი პატიების უნარი. ორტიცმა, სალვადორელმა გლეხმა, რომელსაც ხუთი ვაჟი მოუკლეს, ერთხელ მითხრა: ჩვენ, ღარიბებს ყოველთვის დაგვრჩება პატიება და სასოება . ყველაფრისაგან განძარცულები, ისინი ინარჩუნებენ პირადი ღირსების ძლიერ გრძნობას. ჩვენ დავაარსეთ სახალხო სოლიდარობის კრედიტი, რომელიც მცირე კრედიტებს გასცემს. ღარიბები ყოველთვის დროულად და პარიოსნად ანაზღაურებენ. ლულამ ძალიან კარგად თქვა, რომ ღარიბები ყოველთვის პატიოსნად იხდიან, რადგან მათი ერთადერთი სიმდიდრე, მათი სახელი და ღირსებაა .
- თქვენ არასოდეს დაბრუნებულხართ ესპანეთში, მაშინაც როდესაც თქვენი დედა გარდაიცვალა. ახლა ხომ არა აპირებთ დაბრუნებას?
- არა, მე უარი ვთქვი ესპანეთის ტახტის მემკვიდრის, ასტურიის პრინცის პრემიაზე, და სხვა პრემიებზე, რადგან მათ მისაღებად ბრაზილია უნდა დამეტოვებინა. არავის ვასწავლი ჭკუას, მაგრამ ჩემი პირადი არჩევანი რადიკალური იყო. ბრაზილიაში ჩამოსვლით, უკან დასაბრუნებელი გზები მოვიჭერი. ყველაზე ღარინ ემიგრანტებს ხომ არა აქვთ საშულება დაბრუნდნენ თავიანთ სამშობლოში, როდესაც ეს მათ სურთ. დავრჩები ლათინურ ამერიკაში, რომელიც უსაზღვროდ მიყვარს და ისიც ასეთივე სიყვარულით მპასუხობს.
წყარო: უსინათლოთა და მცირე მხედველთა ასოციაცია "უსინათლოები საზღვრებს გარეშე"
Комментариев нет:
Отправить комментарий