ამერიკის საელჩო მრავალ ქვეყანაში თავის წარმომადგენლებთან ერთად ეროვნულ და კულტურული მემკვიდრეობების გადარჩენაზე ზრუნავს და სხვადასხვა ღონისძიებებს აფინანსებს. საელჩომ ამჯერად საქართველოს კულტურულ ძეგლს - გელათს მიაპყრო ყურადღება და მის აღსადგენად 750,000 აშშ დოლარი გამოყო.
საქართველოში კულტურული ძეგლების გადასარჩენად ეს უკვე მეთხუთმეტე პროექტია. აშშ-ს საელჩოს კულტურული მემკვიდრეობის ფონდი სხვადასხვა კულტურულ სეგმენტს ხმარდება: არქეოლოგია, ფოლკლორული მუსიკა, ძველი ქართული არქიტექტურა...
რეაბილიტაციის ფარგლებში მონასტრის ეკლესიების სახურავები პირვანდელ სახეს მიიღებს და სწორედ ამ კრამიტით გადაიხურება.
ეს უნიკალური ხელთნაკეთი კრამიტია, რომელიც აშშ-ი ელჩის კულტურული მემკვიდრეობის ფონდის დაფინანსებით გელათის მონასტრისთვის მზადდება.
ასზე მეტ ქვეყანაში კულტურული მემკვიდრეობების გადასარჩენად ამერიკის მთავრობის გამოყოფილი თანხა 26 მილიონ აშშ დოლარს აღემატება. ამ პროექტის ფარგლებში, 2001 წლიდან 640-ზე მეტი კულტურული ძეგლი გადარჩა. goodnews
US Embassy Tbilisi, Georgia
Комментариев нет:
Отправить комментарий