ცხოვრების მთავარი საიდუმლო
სათაურის წაკითხვისთანავე ალბათ გაგიჩნდებათ კითხვა: რა შეიძლება იყოს ცხოვრების მთავარი საიდუმლო? და თუ ეს საიდუმლოა,როგორ შემიძლია შევიცნო იგი?
ჩვენ, თანამედროვე ცივილიზაციის ადამიანები, მიჩვეულნი ვართ, რომ ყველაფერი გავართულოთ, გავზომოთ, დავშალოთ, მერე ისევ ავაწყოთ. როგორც პატარა ბავშვებს, სათამაშოს არსის გაგების საუკეთესო საშუალებად მისი დაშლა მიგვაჩნია. და ეს ბავშვების ბუნებრივ თვისებადაც კი ჩავთვალეთ. იქნებ ბავშები სწორედ იმიტომ შლიან და ამტვრევენ, რომ რთულ კონსტრუქციებს ვაწვდით მათ? იქნებ რაც უფრო ბუნებრივია „სათამაშო“ მით უფრო ნაკლებად მოუნდება ბავშვს მისი დაშლა?
პირველად მიზეზებამდე ჩაღრმავება შორს წაგვიყვანს, მაგრამ ფაქტი ერთია: კაცობრიობა და განსაკუთრებით მისი ინტელექტუალური ნაწილი შეშლილი, გა-ორებული, გა-სამებული და გას-ავ-ათებულია. არსებობს უამრავი „-სოფია“ და „-იზმი“, რომლის შედეგადაც ვღებულობთ უამრავ „-ფობიას“ და „-ფრენიას“. ყველა რელიგიას, სექტას, მოძღვრებას და ფილოსოფიურ სისტემას პრეტენზია აქვს, რომ ღაღადებდეს უმაღლეს ჭეშმარიტებას. ერთი მხრივ ყველა ამბობს, რომ ჭეშმარიტება მარტივია, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება, გვთავაზობენ ურთულეს თეორიებს და მეთოდებსამ სიმარტივემდე მისასვლელად
ავტორი მამუკა გურული
წაკითხვა ვრცლად PDF ფორმატში
Комментариев нет:
Отправить комментарий