საერთაშორისო ბესტსელერი. ლიბანური წარმოშობის ამერიკელი მწერლის, ქრისტიანი არაბი ავტორის რომანი. ეს არის ჯიბრანის ფანტაზიით ”აღდგენილი” იმ სამოცდაჩვიდმეტი ადამიანის მონათხრობი, რომელიც სიცოცხლეში იცნობდა იესოს.
The human heart cries out for help; the human soul implores us for deliverance; but we do not heed their cries, for we neither hear nor understand. But the man who hears and understands we call mad, and flee from him.”
Gibran Khalil Gibran
“მე ცოცხალი ვარ შენსავით. და ახლაც გვერდით გიდგავარ. თვალები დახუჭე და მიმოიხედე, მე შენს წინ ვდგავარ – ეს სიტყვები ხალილ ჯიბრანის ეკუთვნის, და რა გასაკვირიც არ უნდა იყოს, ეს მისი ეპიტაფიაა, რომელიც თვითონ დაწერა არაბულად, მასში არც ცოდვების შენდობას სთხოვს ვინმეს, არც შესანდობარის შესმას, არც სიცოცხლის სიავეზე ჩივის. ამ სიტყვებში სიცოცხლის საოცარი სიყვარული ჩანს. 1983 წელს იუნესკომ ჯიბრანის იუბილე გადაიხადა, ხოლო მისი თხზულება „იესო ძე კაცისა“ საუკუნის ნაწარმოებად აღიარეს.
ხალილ ჯიბრანი 1883 წელს დაიბადა ლიბანის ერთ-ერთ სოფელში ბიშარიში მარონეტი ქრისტიანების ოჯახში. ჯიბრანები ხელმოკლედ ცხოვრობდნენ. ხალილის მამა უცნაური და ფუქსავატი, ქეიფისა და აზარტული თამაშების მოყვარული კაცი იყო. როდესაც ხალილი ჯერ კიდევ 8 წლის იყო, მამამისი ციხეში ჩასვესს. ამის შემდეგ ოჯახს კიდევ უფრო გაუჭირდა და ხალილის დედამ გადაწყვიტა, აშშ-ში გადასახლებულიყო შვილებთან ერთად. ისინი ბოსტონში დასახლდნენ. პირველ წლებში თავი ძლივს-ძლივობით გაჰქონდათ, შემდეგ ხალილის ნახევარძმამ პატარა მაღაზია გახსნა, სადაც ხალილის დები და დედა მუშაობდნენ. ხალილს სკოლაში სწავლის საშუალება მიეცა, რაც მისთვის ბედის საჩუქარი იყო. თავისი ნიჭიერების წყალობით მას მასწავლებლები და მეცენატები გამოუჩნდნენ, რომლებმაც 1897 წელს ბეირუთში, ერთ-ერთ კოლეჯში სასწავლებლად გააგზავნეს. ხალილი თავისი ქვეყნის ოსმალეთის მარწუხებიდან გამოხსნის ბრძოლაში ჩაერთო. 2 წლის შემდეგ აშშ-ში დაბრუნდა, მალევე საყვარელი და და დედა გარდაეცვალა. ხალილმა ამ უდიდესი ტკივილისა და სევდის ფურცელსა და ტილოზე გადატანა დაიწყო. 1904 წელს ბოსტონში თავისი პირველი გამოფენა მოაწყო, სადაც გაიცნო მერი ჰაქსელი, ქალთა გიმნაზიის დირექტორი ბოსტონში. ხალილს მერი ჰაქსელი შეუყვარდა, და ხელიც სთხოვა მას, თუმცა მერიმ უარი უთხრა, რისი მიზეზიც იყო ის, რომ ქალი ხალილზე 10 წლით უფროსი იყო.
1905 წელს ხალილ ჯიბრანმა თავისი პირველი წიგნი გამოსცა, მას მოთხრობებისა და ნოველების რამდენიმე კრებული მოჰყვა. მისი შემოქმედების პირველი პერიოდის ნაწარმოებები არაბულად არის დაწერილი. ინგლისურად წერას ის 1918 წელს იწყებს. მის ორენოვან მწერლად ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი მერი ჰაქსელს მიუძღვის. სწორედ მან შთააგონა, რომ არაბულად წერასა და შემდეგ ინგლისურად თარგმნას სჯობდა ინგლისურად ეწერა. კორექტურის გაკეთებაში ხალილს თვითონ ეხმარებოდა. თავად ჯიბრანი ინგლისურად წერის დაწყებას ამგვარად ხსნის: ჩემში ორი მოსიყვარულე და – პოეზია და მხატვრობა – ცხოვრობს. ჩემს არაბულ თხზულებებს ინგლისურენოვანი ხალხი ვერ იგებს, დასავლურ მხატვრობას კი არაბი ხალხი, მაგრამ დებმა ერთ გუნდში უნდა იმუშაონ და ინგლისურად წერაც ამიტომ დავიწყეო.
ინგლისურ ენაზე გამოიცემული პირველი წიგნი იყო „შეშლილი“, ასევე ინგლისურად დაიწერა მისი საუკეთესო თხზულებები, „მოციქული“ და „იესო ძე კაცისა“.
`იესო ძე კაცისა“ 1928 წელს გამოიცა. ავტორი მასზე მრავალი წლის მანძილზე მუშაობდა. იესოს სახებას ვხვდებით მის ესსეებში, ლექსებში და სხვა თხზულებებში, ხოლო „იესო ძე კაცისა“ მთლიანად იესოს სახარებისეული სახის გააზრებას ეძღვნება.
`იესო ძე კაცისა – სიტყვანი და საქმენი მისნი თქმულნი და დამოწმებულნი მისთა მხილველთაგან“ საოცრად მაღალმხატვრული თხზულებაა. ნაწარმოებში იესოს თანამედროვეები იხსენებენ მას, მის ქმედებებს, ანუ აღწერილია იესოს ადამიანად, კაცად ცხოვრების ხანა. მისი თანამედროვენი კი გრძნობდნენ მასში არამიწიერ, ღვთაებრივ საწყისს, მაგრამ ადამიანი განკაცებულ ღმერთშიც კი უპირველეს ყოვლისა ადამიანს დაინახავს. იესოს შესახებ გვიამბობენ სახარებაში მოხსენიებული და ამდენად რეალურად არსებული პირები: იაკობ ზებედეს ძე, მარიამ მაგდალენელი, პილატე პონტოელი, სიმონ, პეტრედ წოდებული, კაიაფა მღვდელმთავარი, ლუკა, მათე, იოანე ზებედეს ძე, იოანე ნათლისმცემელი, სალომე, თომა, ანდრეა, ანანია მღვდელმთავართუხუცესი და სხვანი. ამათ გვერდით ვხვდებით სპარსელი ფილოსოფოსს, მწყემსს სამხრეთ ლიბანიდან, ვინმე მდიდარ კაცს, მოხუც, შლეგად მიჩნეულ ბერძენ მწყემს სარგისს, მარიამის მეზობელ სუსანას, მეფუნდუკე ბრგე ასაფს და სხვებს. თხზულებიდან გამომდინარე მათი არსებობა აბსოლუტურად ლოგიკურია. ისინი ჩვეულებრივი ადამიანები არიან, რომელთაც რეალურად შეიძლებოდა ეცხოვრათ იმ დროს და გაეცნოთ იესო. იესოს შესახებ მონათხრობები არაერთგვაროვანია, პირველ რიგში მათი დაყოფა შეგვიძლია იესოს შესახებ დადებითი და უარყოფითი აზრის მატარებელ ადამიანებად. კაიფა მღვდელმთავარი იესოს ჩვეულებრივ დამნაშავედ მიიჩნევს, ერთ ქვრივს სძულს იგი, რადგან ერთადერთმა ვაჟმა მიატოვა იმიტომ, რომ იესოს შეუდგა, მარიამ მაგდალენელი, მათე, ლუკა, პეტრე, მეფუნდუკე ასაფი, სალომე და სხვები კი მასზე სასოებით და სიყვარულით საუბრობენ.
ხალილ ჯიბრანის თხრობის სტილი სადა და ლაკონურია, თუმცა მისთვის დამახასიათბელია შედარებები, მეტაფორები, რომლებიც იმდენად მოხდენილად ჩაუსვამს ავტორს ტექსტში, რომ არ ღლის მკითხველს. ხალილ ჯიბრანი რიტმული პროზის დიდოსტატად მიიჩნევა. აღნიშნულ თხზულებაში რიტმული პროზით დაწერილია ის თავები, რომლებიც იესო მაცხოვრისადმი ლირიკულ წიაღსვლებს შეიცავენ.
ჯიბრან ხალილ ჯიბრანი - იესო, ძე კაცისა: სიტყვანი და საქმენი მისნი თქმულნი და დამოწმებულნი მისთა მხილველთაგან. /ინგლისურიდან თარგმნა მანანა გიგინეიშვილმა. - თბილისი.: წიგნის სავანე, 2014. - 149გვ.
წიგნის წაკითხვა PDF ფორმატში
Комментариев нет:
Отправить комментарий