ნოოსფერო — ბუნებისა და საზოგადოების ურთიერთქმედების სფერო, სადაც ადამიანის გონივრული მოქმედება წარმოადგენს განვითარების მთავარ, მამოძრავებელ ფაქტორს. ცნება ნოოსფერო მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში შემოიღეს პიერ ტეიარ დე შარდენმა და ედუარდ ლე რუამ, რომლებიც განსაზღვრავენ მას, როგორც დედამიწის „მოაზროვნე“ გარსს. ვლადიმერ ვერნადსკიმ ტერმინ ნოოსფეროს ახალი მატერიალური შინაარსი მისცა: ნოოსფერო ბიოსფეროს ახალი უმაღლესი სტადიაა. ნოოსფერო სულ უფრო ფართოვდება და გარდაიქმნება კოსმოსის ახალ სტრუქტურულ ელემენტად. ცნება ნოოსფერო გულისხმობს საზოგადოებასა დაბუნებას შორის გონივრულ ურთიერთგავლენის აუცილებლობას. ეს კი მოითხოვს წარმოების გონივრულ და ეფექტურ დაგეგმვას, ბუნების გარდაქმნის ამოცანის გლობალურ გადაჭრას.
კალანდაძე ირინა
ნოოსფერო
რა ნაირსახეობით შეიძლება არსებობდეს ქართული გენოფონდი?
ხუროთმოძღვარმა ნუკრი (ნუგზარ) ალხაზაშვილმა შექმნა პროექტს მემორიალის «უსაფლავო მთაწმინდელები», რომელიც ჯერ მთაწმინდაზე არ დადგმულა, მაგრამ იმედია რომ მას განხორციელება უწერია. ამ მემორიალმა დაგვაფიქრა ადამიანის ინსტიტუტის – ნოოსფერო ადამიანები მის მნიშვნელობაზე და ჩვენ გამოვთქვამთ ჰიპოთეზას ხსოვნის არსთან დაკავშირებით, ფსიქიური მხოლოდ ადამიანის შინაგანი სივრცის მოცემულობა არ არის, ის მის მიღმისეულ სამყაროში უფრო მნიშვნელოვანწილადაა არსებული, ადამიანის ცნობიერება ხომ კოსმიური ცნობიერების მანიფესტაციაა.
დღევანდელ ინფორმაციულ მეცნიერებაში ტრანსფიზიკური ფსიქიკური ტანატოლოგიის (მეცნიერება სიკვდილის ფენომენის შესახებ) ურთულეს პრობლემასთანაა კავშირი.
მკითხველისთვის, ვინც ულტრაახალს ადევნებს თვალს ცნობილია, რომ გარდაცვალება ორი სახის არსებობს:
Комментариев нет:
Отправить комментарий