06.06.2014
სულხან-საბა ორბელიანის ევროპაში მოგზაურობიდან 300 წელი გავიდა. ამ მნიშვნელოვანი თარიღის აღსანიშნავად ცნობილი ჟურნალისტი, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი პაატა ნაცვლიშვილი აპირებს გაიმეოროს ზუსტად ის მარშრუტი, რომელიც სულხან-საბა ორბელიანმა გაიარა 1714-1715 წლებში. მოგზაურობის დაწყების წინ პაატა ნაცვლიშვილმა გამოსცა ორენოვანი ბუკლეტი, რომელიც მხატვარ მამუკა ცეცხლაძის ილუსტრაციებითაა გაფორმებული და რომელშიც სულხან-საბა ორბელიანის ჩანაწერების საფუძველზე 300 წლის წინანდელი მოგზაურობის დეტალებია მოთხრობილი. პაატა ნაცვლიშვილი მოგზაურობის დასრულების შემდეგაც აპირებს გამოსცეს წიგნი, რომელშიც თავს მოიყრის 300-წლიანი ინტერვალით დაშორებული ორივე მოზაურობის ამსახველი მასალები.
სულხან-საბა ორბელიანის მოგზაურობამ ევროპაში მნიშვნელოვანი კვალი დაამჩნია საქართველოს როგორც კულტურულ, ასევე პოლიტიკურ ცხოვრებას. შესაბამისად, მხოლოდ ნაწილობრივ შეეფერება სიმართლეს პოეტ მუხრან მაჭავარიანის ცნობილ ლექსში გაკეთებული დასკვნა:
„რაც შეიტანა, ისევე ის გამოიტანა იმ სახელგანთქმულ ვერსალიდან ელჩმან ქართლისამ“.
პაატა ნაცვლიშვილი დარწმუნებულია, რომ სულხან-საბას ელჩობასა და მისი აღზრდილის, ვახტანგ მეექვსის, პოლიტიკას უკვალოდ არ ჩაუვლია:
„სულხან-საბა ორბელიანის მისია - ეს იყო ხაზგასმა, დეკლარაცია საქართველოს ევროპული მისწრაფებების, მისი ორიენტაციის, არჩევანის. მართალია, ეს არჩევანი იყო ელიტის, სამეფო კარის, მაგრამ სხვა არჩევანის საშუალება მაშინ არც არსებობდა. სამწუხაროდ, სულხან-საბას მცდელობა, ვახტანგ მეექვსის მცდელობა მაშინ წარმატებით ვერ დასრულდა, მაგრამ ის, რაც დღეს ხდება საქართველოსა და ევროპის ურთიერთობაში, აშკარაა, რომ დაიწყო მაშინ“.
პაატა ნაცვლიშვილის თქმით, საქართველოსა და ევროკავშირის დღევანდელი ურთიერთობის გათვალისწინებით (როცა სულ მალე ხელი მოეწერება ასოცირების შეთანხმებას), საინტერესო და სიმბოლურია სულხან-საბა ორბელიანის მარშრუტის გამეორება და იმის ჩვენება, თუ საიდან იღებს სათავეს საქართველოს ევროპული არჩევანი:
„რამდენიმე თვის განმავლობაში შევეცდებით შევხვდეთ იმ ხალხის პოლიტიკურ მემკვიდრეებს, რომელთაც სულხან-საბა შეხვდა - დაწყებული რომის პაპიდან, დასრულებული ქალაქის მერებით; მოვინახულოთ ის ადგილები, რომლებიც მან მოინახულა, მოვიხილოთ ის ეკლესია-მონასტრები, რომლებიც მან მოიხილა. მოკლედ, გავაკეთოთ ყველაფერი ის, რასაც მაშინ აკეთებდა სულხან-საბა ორბელიანი. ამის შედეგი ალბათ იქნება პატარა ფილმი, წიგნი...“
სულხან-საბა ორბელიანის ჩანაწერების მიხედვით, დადგენილია მისი მოგზაურობის მარშრუტი: კონსტანტინოპოლი–მარსელი–პარიზი–რომი, აგრეთვე იტალიის სხვა ქალაქები. ამასთან, პაატა ნაცვლიშვილი შეეცდება ზუსტად იმ დღეს აღმოჩნდეს მონაკოსა თუ გენუაში, რომსა თუ ფლორენციაში, სიცილიასა თუ მალტაზე, როცა იქ სულხან-საბა ორბელიანი ჩავიდა 300 წლის წინათ. პაატა ნაცვლიშვილის ამ პროექტს აფინანსებს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი, რომლის რექტორის, პროფესორ მამუკა თავხელიძის თქმით, სულხან-საბას გზის გავლას სიმბოლურთან ერთად პრაგმატული დატვირთვაც აქვს:
„ეს არის არა მარტო პატივის მიგება ჩვენი წინაპრებისადმი, არამედ ეს არის შეხსენება ჩვენი საზოგადოებისათვის, რომ საქართველო ოდითგანვე მიისწრაფოდა ევროპისაკენ, ევროპული ღირებულებებისაკენ. მოიარა მთელი ევროპა და ყველგან ითხოვდა მხარდაჭერასა და დახმარებას, მაგრამ, სამწუხაროდ, მაშინ ევროპა არ აღმოჩნდა მზად და მისი ადგილი დაიკავა სხვა ქვეყანამ და საქართველოს ბედიც სხვაგვარად წარიმართა. დღეს ამ მოგზაურობის წამოწყება არის შეხსენება იმისა, რომ იგივე შეცდომა არ იქნას დაშვებული“.
სულხან-საბა ორბელიანის მოგზაურობისა და დიპლომატიური მისიის მნიშვნელობის შესახებ ლაპარაკობს პროფესორი რევაზ გაჩეჩილაძეც, რომლის თქმითაც, მეთვრამეტე საუკუნის პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, შეუძლებელი იყო საქართველოს მყისიერი და პრაქტიკული დახმარება მიეღო ევროპიდან:
„იმიტომ რომ ევროპის არც ერთ ქვეყანას არ შეეძლო დახმარება, როცა ჩვენსა და ევროპას შორის იყო ოსმალეთის იმპერია, რომელსაც ევროპა ვერ ამარცხებდა და, საბოლოო ჯამში, ვერც დაამარცხა. ამიტომ ეს უფრო მეტად სიმბოლური იყო, მაგრამ ეს სიმბოლიკა ჩვენ გამოგვადგა დიდი ხნის განმავლობაში და ჩვენ რომ ხაზს ვუსვამთ და ვლაპარაკობთ იმაზე, რომ საქართველოს ყოველთვის ჰქონდა მიდრეკილება ევროპისაკენ და ეს მიდრეკილება განახორციელა სულხან-საბა ორბელიანმა, რომელიც მართლაც დიდი მოღვაწეა როგორც საქართველოს ისტორიაში, ასევე ლიტერატურაში“.
სპეციალისტები სულხან-საბა ორბელიანის მდიდარი ლიტერატურული მემკვიდრეობის მარგალიტად მიიჩნევენ ევროპაში მოგზაურობისას გაკეთებულ ჩანაწერებს - ქართული მხატვრულ-დოკუმენტური პროზის ერთგვარ პირველ მერცხალს, რომლის დიდი ნაწილი, სამწუხაროდ, დაკარგულია და რომელიც, როგორც ენათმეცნიერი, პროფესორი ავთანდილ არაბული ამბობს, არაჩვეულებრივი ქართულით არის დაწერილი. და კიდევ: ერთია, როცა სულხან-საბა წერს მხატვრულ ტექსტს (მაგალითად, „სიბრძნე სიცრუისას“) და სულ სხვა, როცა ვკითხულობთ მის სამოგზაურო ჩანაწერებს.
„ამ სამოგზაურო ჟანრის ნაწარმოებში შედარებით ნაკლებია არქაიზება, მაშინ როცა იგავ-არაკების ენა არის უფრო არქაული, ვიდრე ვეფხისტყაოსნისა. ხშირად ისეთებსაც იყენებს, რომლებიც მისი ეპოქისათვის დამახასიათებელი არ არის ან მხატვრული ნაწარმოების შექმნის დროს მას აუცილებლად მიაჩნია ამ მემკვიდრეობის გამოყენება. სამოგზაურო ჟანრის ჩანაწერებში ასე არ იქცევა და ამ მხრივაც არის საინეტერესო. ასევე საინტერესოა რეალიების თვალსაზრისითაც. მე-18 საუკუნის პირველი ნახევარი ერთ-ერთი მძიმე პერიოდია კულტურის თვალსაზრისით და სულხან-საბას დაკვირვებები ევროპულ კულტურაზე, ყოფაზე, ურთიერთობებზე და ა.შ., ბუნებრივია, უძვირფასესი მემკვიდრეობაა“, უთხრა ავთანდილ არაბულმა რადიო თავისუფლებას.
ფრაგმენტი სულხან-საბა ორბელიანის დღიურების წიგნიდან:
„მალთა დიდი თბილი ადგილია. დეკემბერში იასამანი და ყვავილები ყვაოდა. ლეღვს გასცვივდა ფურცელი, თვარა ვენახს ისევ ესხა. არც თოვლი, არც თრთვილი, არც ყინვა არ იცის იქაურმა ზამთარმა. რა ჩრდილის ქარი აქროლდება, ცოტა რამ სიცივე შეიქმნება. ზაფხულს მეტად ცხელს ამბობენ. სულ კლდეა, ვაკე და ყორე. მრავალი გველია და ვერას ავნებს კაცსა. უნაყოფოა. სადაც წალკოტია, ნარინჯ–თურინჯი დგას, თვარა უწალკოტოდ ხე არსად არის. ზამთარ სულ მწვანეა. ბალახი ზაფხულ არ იქნებაო სიცხისგან“.
ევროპაში მოგზაურობისას სულხან-საბა ორბელიანს გულითადად უმასპინძლა ევროპის ფარად წოდებული მალტის ძლევამოსილი ორდენის დიდმა მაგისტრმა. შესაბამისად, მალტაზე გატარებულმა დღეებმა, მალტელთა ყოფამ და ცხოვრების წესმა სათანადო ასახვა პოვა ჩანაწერებშიც.
მალტის ორდენის დიდი მაგისტრის გარდა, სულხან-საბა ორბელიანი ასევე შეხვდა საფრანგეთის მეფესა და რომის პაპს, თუმცა, როგორც პაატა ნაცვლიშვილი შენიშნავს, ეს შეხვედრები აღწერილია არა პოლიტიკოსის, არამედ მოგზაურის თვალთახედვით. შესაძლოა, ამიტომაც აღნიშნულ ტექსტს ჰქონდა ევროპული ცხოვრების წესის ერთგვარი პროპაგანდის დანიშნულება. გარდა ამისა, პაატა ნაცვლიშვილის თქმით, მოგზაურობის დროს მასპინძლები გულუხვად ასაჩუქრებდნენ ქართველ მოგზაურს, 300 წლის შემდეგ კი, როგორც ჩანს, ყველაფერი სხვაგვარად იქნება:
„რა საჩუქარი შეიძლება დავუტოვოთ შეხვედრის სამახსოვროდ ისეთი რანგის ხალხს, როგორსაც თავის დროზე ხვდებოდა სულხან-საბა ორბელიანი? იმ ხალხმა თავის დროზე სულხან-საბა აქეთ დააჯილდოვა. ზოგმა მგზავრობის ფული უბოძა, ზოგმა - გემი. მე ახლა იმის იმედს ვერავის მივცემ, რომ ვინმე რამეს გვიბოძებს, მაგრამ ის, რომ ხელცარიელი არ გვინდა ჩავიდეთ, ფაქტია. ამიტომ მოვიფიქრეთ და გავაკეთე მოგზაურობის სამახსოვრო მედალი, რომელიც გახლავთ მოოქროვილი ბრინჯაოსი და სულხან-საბას გამოსახულებით. ჩამოსხმულია სულ 30 ცალი, აქედან 5 ფრანგული, 5 ინგლისური და 20 იტალური ტექსტით“.
მოგზაურობის დასრულების, ანუ, სავარაუდოდ, ერთი წლის შემდეგ პაატა ნაცვლიშვილი აპირებს გამოსცეს წიგნი, საიდანაც მკითხველი შეიტყობს როგორც 300 წლის წინანდელი, ასევე თანამედროვე მოგზაურობის ამბებს, თუმცა წიგნის გამოცემამდე დაინტერესებულ საზოგადოებას შესაძლებლობა ექნება დიდი წინაპრის ნაკვალევზე მიმავალ ქართველ მოგზაურს თვალი მიადევნოს ფეისბუკის გვერდზე - „მოგზაურობა 300 წლის შემდეგ“, სადაც, როგორც პაატა ნაცვლიშვილი ამბობს, რეგულარულად გამოქვეყნდება მოგზაურობის როგორც ტექსტური, ასევე ვიზუალური მასალები.
სულხან-საბა ორბელიანის მოგზაურობამ ევროპაში მნიშვნელოვანი კვალი დაამჩნია საქართველოს როგორც კულტურულ, ასევე პოლიტიკურ ცხოვრებას. შესაბამისად, მხოლოდ ნაწილობრივ შეეფერება სიმართლეს პოეტ მუხრან მაჭავარიანის ცნობილ ლექსში გაკეთებული დასკვნა:
„რაც შეიტანა, ისევე ის გამოიტანა იმ სახელგანთქმულ ვერსალიდან ელჩმან ქართლისამ“.
პაატა ნაცვლიშვილი დარწმუნებულია, რომ სულხან-საბას ელჩობასა და მისი აღზრდილის, ვახტანგ მეექვსის, პოლიტიკას უკვალოდ არ ჩაუვლია:
„სულხან-საბა ორბელიანის მისია - ეს იყო ხაზგასმა, დეკლარაცია საქართველოს ევროპული მისწრაფებების, მისი ორიენტაციის, არჩევანის. მართალია, ეს არჩევანი იყო ელიტის, სამეფო კარის, მაგრამ სხვა არჩევანის საშუალება მაშინ არც არსებობდა. სამწუხაროდ, სულხან-საბას მცდელობა, ვახტანგ მეექვსის მცდელობა მაშინ წარმატებით ვერ დასრულდა, მაგრამ ის, რაც დღეს ხდება საქართველოსა და ევროპის ურთიერთობაში, აშკარაა, რომ დაიწყო მაშინ“.
რამდენიმე თვის განმავლობაში შევეცდებით შევხვდეთ იმ ხალხის პოლიტიკურ მემკვიდრეებს, რომელთაც სულხან-საბა შეხვდა - დაწყებული რომის პაპიდან...
„რამდენიმე თვის განმავლობაში შევეცდებით შევხვდეთ იმ ხალხის პოლიტიკურ მემკვიდრეებს, რომელთაც სულხან-საბა შეხვდა - დაწყებული რომის პაპიდან, დასრულებული ქალაქის მერებით; მოვინახულოთ ის ადგილები, რომლებიც მან მოინახულა, მოვიხილოთ ის ეკლესია-მონასტრები, რომლებიც მან მოიხილა. მოკლედ, გავაკეთოთ ყველაფერი ის, რასაც მაშინ აკეთებდა სულხან-საბა ორბელიანი. ამის შედეგი ალბათ იქნება პატარა ფილმი, წიგნი...“
სულხან-საბა ორბელიანის ჩანაწერების მიხედვით, დადგენილია მისი მოგზაურობის მარშრუტი: კონსტანტინოპოლი–მარსელი–პარიზი–რომი, აგრეთვე იტალიის სხვა ქალაქები. ამასთან, პაატა ნაცვლიშვილი შეეცდება ზუსტად იმ დღეს აღმოჩნდეს მონაკოსა თუ გენუაში, რომსა თუ ფლორენციაში, სიცილიასა თუ მალტაზე, როცა იქ სულხან-საბა ორბელიანი ჩავიდა 300 წლის წინათ. პაატა ნაცვლიშვილის ამ პროექტს აფინანსებს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი, რომლის რექტორის, პროფესორ მამუკა თავხელიძის თქმით, სულხან-საბას გზის გავლას სიმბოლურთან ერთად პრაგმატული დატვირთვაც აქვს:
„ეს არის არა მარტო პატივის მიგება ჩვენი წინაპრებისადმი, არამედ ეს არის შეხსენება ჩვენი საზოგადოებისათვის, რომ საქართველო ოდითგანვე მიისწრაფოდა ევროპისაკენ, ევროპული ღირებულებებისაკენ. მოიარა მთელი ევროპა და ყველგან ითხოვდა მხარდაჭერასა და დახმარებას, მაგრამ, სამწუხაროდ, მაშინ ევროპა არ აღმოჩნდა მზად და მისი ადგილი დაიკავა სხვა ქვეყანამ და საქართველოს ბედიც სხვაგვარად წარიმართა. დღეს ამ მოგზაურობის წამოწყება არის შეხსენება იმისა, რომ იგივე შეცდომა არ იქნას დაშვებული“.
სულხან-საბა ორბელიანის მოგზაურობისა და დიპლომატიური მისიის მნიშვნელობის შესახებ ლაპარაკობს პროფესორი რევაზ გაჩეჩილაძეც, რომლის თქმითაც, მეთვრამეტე საუკუნის პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, შეუძლებელი იყო საქართველოს მყისიერი და პრაქტიკული დახმარება მიეღო ევროპიდან:
ამ სამოგზაურო ჟანრის ნაწარმოებში შედარებით ნაკლებია არქაიზება, მაშინ როცა იგავ-არაკების ენა არის უფრო არქაული, ვიდრე ვეფხისტყაოსნისა...
სპეციალისტები სულხან-საბა ორბელიანის მდიდარი ლიტერატურული მემკვიდრეობის მარგალიტად მიიჩნევენ ევროპაში მოგზაურობისას გაკეთებულ ჩანაწერებს - ქართული მხატვრულ-დოკუმენტური პროზის ერთგვარ პირველ მერცხალს, რომლის დიდი ნაწილი, სამწუხაროდ, დაკარგულია და რომელიც, როგორც ენათმეცნიერი, პროფესორი ავთანდილ არაბული ამბობს, არაჩვეულებრივი ქართულით არის დაწერილი. და კიდევ: ერთია, როცა სულხან-საბა წერს მხატვრულ ტექსტს (მაგალითად, „სიბრძნე სიცრუისას“) და სულ სხვა, როცა ვკითხულობთ მის სამოგზაურო ჩანაწერებს.
„ამ სამოგზაურო ჟანრის ნაწარმოებში შედარებით ნაკლებია არქაიზება, მაშინ როცა იგავ-არაკების ენა არის უფრო არქაული, ვიდრე ვეფხისტყაოსნისა. ხშირად ისეთებსაც იყენებს, რომლებიც მისი ეპოქისათვის დამახასიათებელი არ არის ან მხატვრული ნაწარმოების შექმნის დროს მას აუცილებლად მიაჩნია ამ მემკვიდრეობის გამოყენება. სამოგზაურო ჟანრის ჩანაწერებში ასე არ იქცევა და ამ მხრივაც არის საინეტერესო. ასევე საინტერესოა რეალიების თვალსაზრისითაც. მე-18 საუკუნის პირველი ნახევარი ერთ-ერთი მძიმე პერიოდია კულტურის თვალსაზრისით და სულხან-საბას დაკვირვებები ევროპულ კულტურაზე, ყოფაზე, ურთიერთობებზე და ა.შ., ბუნებრივია, უძვირფასესი მემკვიდრეობაა“, უთხრა ავთანდილ არაბულმა რადიო თავისუფლებას.
რა საჩუქარი შეიძლება დავუტოვოთ შეხვედრის სამახსოვროდ ისეთი რანგის ხალხს, როგორსაც თავის დროზე ხვდებოდა სულხან-საბა ორბელიანი? იმ ხალხმა თავის დროზე სულხან-საბა აქეთ დააჯილდოვა. ზოგმა მგზავრობის ფული უბოძა, ზოგმა - გემი...
„მალთა დიდი თბილი ადგილია. დეკემბერში იასამანი და ყვავილები ყვაოდა. ლეღვს გასცვივდა ფურცელი, თვარა ვენახს ისევ ესხა. არც თოვლი, არც თრთვილი, არც ყინვა არ იცის იქაურმა ზამთარმა. რა ჩრდილის ქარი აქროლდება, ცოტა რამ სიცივე შეიქმნება. ზაფხულს მეტად ცხელს ამბობენ. სულ კლდეა, ვაკე და ყორე. მრავალი გველია და ვერას ავნებს კაცსა. უნაყოფოა. სადაც წალკოტია, ნარინჯ–თურინჯი დგას, თვარა უწალკოტოდ ხე არსად არის. ზამთარ სულ მწვანეა. ბალახი ზაფხულ არ იქნებაო სიცხისგან“.
ევროპაში მოგზაურობისას სულხან-საბა ორბელიანს გულითადად უმასპინძლა ევროპის ფარად წოდებული მალტის ძლევამოსილი ორდენის დიდმა მაგისტრმა. შესაბამისად, მალტაზე გატარებულმა დღეებმა, მალტელთა ყოფამ და ცხოვრების წესმა სათანადო ასახვა პოვა ჩანაწერებშიც.
მალტის ორდენის დიდი მაგისტრის გარდა, სულხან-საბა ორბელიანი ასევე შეხვდა საფრანგეთის მეფესა და რომის პაპს, თუმცა, როგორც პაატა ნაცვლიშვილი შენიშნავს, ეს შეხვედრები აღწერილია არა პოლიტიკოსის, არამედ მოგზაურის თვალთახედვით. შესაძლოა, ამიტომაც აღნიშნულ ტექსტს ჰქონდა ევროპული ცხოვრების წესის ერთგვარი პროპაგანდის დანიშნულება. გარდა ამისა, პაატა ნაცვლიშვილის თქმით, მოგზაურობის დროს მასპინძლები გულუხვად ასაჩუქრებდნენ ქართველ მოგზაურს, 300 წლის შემდეგ კი, როგორც ჩანს, ყველაფერი სხვაგვარად იქნება:
„რა საჩუქარი შეიძლება დავუტოვოთ შეხვედრის სამახსოვროდ ისეთი რანგის ხალხს, როგორსაც თავის დროზე ხვდებოდა სულხან-საბა ორბელიანი? იმ ხალხმა თავის დროზე სულხან-საბა აქეთ დააჯილდოვა. ზოგმა მგზავრობის ფული უბოძა, ზოგმა - გემი. მე ახლა იმის იმედს ვერავის მივცემ, რომ ვინმე რამეს გვიბოძებს, მაგრამ ის, რომ ხელცარიელი არ გვინდა ჩავიდეთ, ფაქტია. ამიტომ მოვიფიქრეთ და გავაკეთე მოგზაურობის სამახსოვრო მედალი, რომელიც გახლავთ მოოქროვილი ბრინჯაოსი და სულხან-საბას გამოსახულებით. ჩამოსხმულია სულ 30 ცალი, აქედან 5 ფრანგული, 5 ინგლისური და 20 იტალური ტექსტით“.
მოგზაურობის დასრულების, ანუ, სავარაუდოდ, ერთი წლის შემდეგ პაატა ნაცვლიშვილი აპირებს გამოსცეს წიგნი, საიდანაც მკითხველი შეიტყობს როგორც 300 წლის წინანდელი, ასევე თანამედროვე მოგზაურობის ამბებს, თუმცა წიგნის გამოცემამდე დაინტერესებულ საზოგადოებას შესაძლებლობა ექნება დიდი წინაპრის ნაკვალევზე მიმავალ ქართველ მოგზაურს თვალი მიადევნოს ფეისბუკის გვერდზე - „მოგზაურობა 300 წლის შემდეგ“, სადაც, როგორც პაატა ნაცვლიშვილი ამბობს, რეგულარულად გამოქვეყნდება მოგზაურობის როგორც ტექსტური, ასევე ვიზუალური მასალები.
Комментариев нет:
Отправить комментарий