пятница, 11 апреля 2014 г.

UCLA-ს მკვლევარებმა დეფორმირების მეთოდით მონაცემთა კომპრესირება მოახდინეს



მონაცემთა კომპრესირების სრულებით ახალი მეთოდის შექმნისას, UCLA-ს (ლოს-ანჟელესის, კალიფორნიის უნივერსიტეტის), ჰენრი სემუელის სახელობის ინჟინერიისა და გამოყენებითი მეცნიერების სკოლის მეცნიერთა ჯგუფისთვის შთაგონების წყაროს წარმოადგენდა ფიზიკისა და ხელოვნების სფეროები. შედეგად კი მიიღეს მონაცემთა ახალი კომპრესირების მეთოდი, რომელიც არსებულ ტექნიკაზე მეტად ეფექტურია, როგორიცაა JPEG გამოსახულებებისთვის, ასევე, მეთოდები, რომელთა დანერგვაც შესაძლებელია სამედიცინო, სამეცნიერო და ვიდეო  გადამცემი ხელსაწყოებისთვის. 


მონაცემთა სისტემაში, სამეცნიერო კვლევასა, თუ მედიცინის დარგში,  მზარდი რაოდენობით მონაცემთა გამოყენების შემთხვევები საჭიროებს მასობრივი რაოდენობით მონაცემთა მოპოვებას, ფლობასა და ანალიზს გარკვეული დროის მონაკვეთში. 

თუმცა, ე.წ. "დიდი მონაცემი," - როგორც ცნობილია, დიდ პრობლემას წარმოადგენს, განსაკუთრებით, სპეციალიზებულ დარგებში, გარკვეული შემთხვევების კვლევა მიმდინარეობს საკმაოდ სწრაფად იმისათვის, რომ მოხდეს მათი ნიმუშების აღება და ციფრულ მონაცემად გარდაქმნა გარკვეული დროის პერიოდში. მაგალითად, იმისათვის, რომ დადგინდეს სიმსივნის იშვიათი უჯრედების არსებობა სისხლში, მეცნიერ-მკვლევარებმა უნდა შეამოწმონ მილიონობით უჯრედი უსწრაფეს დროში. 

აღნიშნული პროცესის გასაუმჯობესებლად, UCLA-ს (ლოს-ანჟელესის, კალიფორნიის უნივერსიტეტის) მეცნიერთა ჯგუფმა, ბაჰრამ ჯალალის, ასევე, დოქტორანტურის კურსდამთავრებული მკვლევარის მუჰამედ აშგარის ხელმძღვანელობით, შეიმუშავეს მონაცემთა კომპრესირების სრულებით ახალი მეთოდი. 

ვრცლად: ScienceDaily
Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий