ბიოეთიკოსი აცხადებს, რომ ნეირომეცნიერება პრობლემას უქმნის ჩვენს მიერ საკუთარ აღქმას.
რა მორალური დილემა წარმოიქმნება ჩვენს მიერ ახლად აღმოჩენილი შესაძლებლობიდან, რომელიც გულისხმობს ადამიანის ტვინის მუშაობაში ჩარევის მორალურ მნიშვნელობას?
ჩვენს მიერ ტვინის შესწავლის საკითხებში მომხდარმა მიღწევებმა ნეირომეცნიერება ერთ-ერთ ყველაზე მთავარ, ზღვრულ სფეროდ აქცია კვლევისა და ეთიკის დარგებში. (იხილეთ: "Beyond the Brain. ")
შეერთებული შტატების ბიოეთიკის საკითხების კვლევის საპრეზიდენტო კომისია შეიკრიბა ტვინის შემსწავლელი მეცნიერების მორალური მნიშვნელობის განსახილველად. ბიოეთიკის ექსპერტები შეიკრიბნენ აშშ-ს პრეზიდენტის თხოვნის საფუძველზე, რომელმაც ამა წლის დასაწყისში მოითხოვა, რომ გამოეყოთ სასტარტო 100 მილიონი აშშ დოლარი წამყვანი ინოვაციური ნეიროტექნოლოგიების მეშვეობით ტვინის კვლევის (BRAIN) ინიციატივისთვის .
პრეზიდენტმა ბიოეთიკოს მეცნიერეთა საბჭოს სთხოვა, გაერკვიათ, რა მორალური დილემა წარმოიქმნება ახლად აღმოჩენილი შესაძლებლობიდან, მის მიერ შეთავაზებული პროექტის - ტვინის სქემის შედგენის - საფუძველზე, ასევე, ნეირომეცნიერების კვლევების შედეგად.
როგორია მთავარი კითხვები? კითხვები დავუსვით სტენფორდის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ბიოეთიკისა და გენეტიკის ექსპერტს, ჰენკ გრილის, მისი ხედვით, რომელია ის ხუთი ძირითადი კითხვა ნეირომეცნიერებაში. ქვემოთ მოყვანილია მისი შეხედულება: (ინგლისურად).
ვრცლად: NATIONAL GEOGRAPHIC
Комментариев нет:
Отправить комментарий