пятница, 11 апреля 2014 г.

10 განსაცვიფრებელი რამ, რაც 2013 წელს სატურნის შესახებ შევიტყეთ



NASA-ს Cassini-ს კოსმოსური ხომალდი კვლავ აგროვებს მონაცემებს მას შემდეგ, რაც დაახლოებით 10 წლის წინ, მან საკუთარი მისია წამოიწყო. მისიის სატავეში მყოფმა მეცნიერებმა შეარჩიეს 10 ყველაზე საინტერესო გამოაშკარავებული ფაქტი, რომელიც 2013 წელს განხორციელდა: ეს არის შთამბეჭდავი ჩამონათვალი.
დავიწყებთ სატურნის მთვარის – ტიტანის ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ამ ლამაზი მოზაიკური რუკით, რომელზეც მრავლად არის მდინარეები, ზღვები და ტბები.
ტიტანის ტბები და ზღვები სავსეა არა წყალით, არამედ – ნახშირწყალბადით, როგორიცაა მეთანი და ეთანი, რომლებიც ასევე, დედამიწაზე არსებული აირებია, თუმცა ისინი თხევად მდგომარეობაში არიან ტიტანის საშუალო – 180°C ტემპერატურაზე. მას შემდეგ, რაც NASA-ს Cassini-მ დაიწყო გაყინული მთვარის რადარული რუკის შედგენა 2004 წელს, მეცნიერებმა დაინახეს, რომ ტიტანი უცნაური და სველი პლანეტა იყო. თუმცა, Cassini-ს სკანერებს გამორჩათ რამდენიმე ზღვის, მათ შორის – უდიდესი Kraken Mare-ის რეალური მდგომარეობა.
ეს ახალი რუკა მოიცავს ტიტანის ჩრდილოეთ პოლუსის თითქმის მთელ ტერიტორიას. იგი მეცნიერების რამდენიმე კითხვაზე მნიშვნელოვან პასუხებს სთავაზობს. რადარის მონაცემების გამოყენებით მეცნიერებმა, ასევე, აღმოაჩინეს მეორე უდიდესი ზღვა – Ligeia Mare, რომელიც დაახლოებით, 560 ფუტის სიღრმისაა.
ვრცლად: WIRED SCIENCE
Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий