понедельник, 28 апреля 2014 г.

ჰომოსექსუალიზმი და ფსიქიატრია



მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ  
(WHO)  1992 წელს ცვლილებები შეიტანა დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციაში და ჰომოსექსუალობა ამოიღო დაავადებათა სიიდან, ის შეფასდა როგორც განსხვავებული სექსუალური ქცევა და არა დაავადება.


ამერიკის შეერთებული შტატების ფსიქიატრთა ასოციაციამ კი აღნიშნული ნაბიჯი გაცილებით ადრე, ჯერ კიდევ 1973 წელს გადადგა, კვლევების საფუძველზე შეცვალა მიდგომები და ჰომოსექსუალობა ამოიღო მენტალური დაავადებების სიიდან.
კრიტიკა 
 ჰომოსექსუალური ქცევის ნორმალურობა 1973 წელს ამერიკის ფსიქიატრიუმა ასოციაციამ ( APA -the American Psychiatric Association ) ამოიღო  როგორც სექსუალური დარღვევა APA-ს ფსიქიკური და მენტალური აშლილობების დიაგნოზისა და სტატისტიკის სახელმძღვანელოდან ( DSM-II). ეს აქტი იყო გეი აქტივისტების ძალიან დიდი გამარჯვება და მათ გააგრძელეს იმის მტკიცება, რომ ამერიკის ფსიქიატრთა ასოციაციის ეს გადაწყვეტილება იყო დაფუძნებული ''ახალ სამეცნიერო აღმოჩენებზე'' რომლებიც ადასტურებდნენ  იმას რომ ჰომოსექსუალური ქცევა იყო სავსებით ნორმალური და უნდა მიღებულიყო საზოგადოებასა და კულტურაში. 

უამრავი ფსიქიატრის მიერ გასულ ათწლეულებში დეტალურად იქნა აღწერილი,თუ რამ გამოიწვია ამერიკის ფსიქიატრთა ასოციაციის (APA) შიგნით თუ მის გარეთ,ჰომოსექსუალობის ამოღება APA-ს «ფსიქიკური და მენტალური აშლილობების დიაგნოზისა და სტატისტიკის სახელმძღვანელოდან». დოქტორმა რონალდ ბაიერმა,  რომელიც გახლდათ ავტორიტეტული ფსიქიატრი, საკუთარ წიგნში «ჰომოსექსუალობა და ამერიკული ფსიქიატრია - დიაგნოზის პოლიტიკა» დეტალურად აღწერა თუ რა მოხდა სინამდვილეში. IV თავში « დიაგნოზის პოლიტიკა: ჰომოსექსუალიზმი და ამერიკის ფსიქიატრთა ასოციაცია» პროფესორი ბაიერი წერს, რომ პირველი წინააღმდეგობა ამერიკის ფსიქიატრთა ასოციაციაზე ჰომოსექსუალთა და მათი მხარდამჭერი ჯგუფების მიერ დაიწყო 1970 წელს, როდესაც ორგანიზაცია შეიკრიბა სან ფრანცისკოში. გეი აქტივისტებმა გადაწყვიტეს კონფერენციის ჩაშლა, ხელი შეუშალეს მომხსენებელთ, შეაწყვეტინეს სიტყვა და მასხრად აგდება დაიწყეს იმ ფსიქიატრების, ვინც აფიქსირებდა იმ აზრს, რომ ჰომოსექსუალობა მენტალური აშლილობა იყო.
 




Ronald Bayer

Professor of Sociomedical Sciences

and:

Biography:   
Ronald Bayer, PhD, focuses his research on issues of social justice and ethical matters related to AIDS, tuberculosis, illicit drugs, and tobacco. He is an elected member of the Institute of Medicine of the U.S. National Academy of Sciences, and has served on its committees dealing with the social impact of AIDS, tuberculosis elimination, vaccine safety, smallpox vaccination and the Ryan White Care Act. Dr. Bayer has been a consultant to the World Health Organization on ethical issues related to public health surveillance, HIV and tuberculosis. His articles have appeared in the New England Journal of Medicine, the Journal of the American Medical Association, The Lancet, the American Journal of Public Health, and The Milbank Quarterly.


Columbia University Mailman School of Public Health Prospective Students Current Students Faculty & Staff Alumni








 
ფრენკ კამენი ტრაფარეტით ხელში

1971 წელს, გეი აქტივისტი ფრენკ კამენი აქტიურად მუშაობდა გეების განმანთავისუფლებელ ფრონტთან ერთად ამერიკის ფსიქიატრთა ასოციაციის კონვენციის წინააღმდეგ.

ამავე წელს კონფერენციაზე კამენმა ხელში ჩაიგდო მიკროფონი და ხმამაღლა იყვირა ‘’ფსიქიატრია არის ჩვენი მტერი. თქვენ აწარმოებთ სასტიკ ომს ჩევნს წინააღმდეგ და ჩვენს გასანადგურებლად. თქვენ შეგიძლიათ ეს მიიღოთ როგორც დეკლარაცია თქვენ წინააღმდეგ’’. გეი აქტივისტები ახდენდნენ ზეწოლას ყველაზე, ვინც კი ამტკიცებდა რომ ჰომოსექსუალებს ესაჭიროებოდათ მკურნალობა.

ფრენკ კამენმა იპოვა  თანამოაზრეები ფსიქიატრთა ასოციაციის შიგნით მაგალითად კენტ რობინსონი  რომელიც დაეხმარა მათ ისეთი მოთხოვნების წამოყენებაში როგორიც იყო ჰომოსექსუალობის ამოღება ფსიქიკური და მეტნალური აშლილობების დიაგნოზისა სტატისტიკიდან. 1972 წლის კონფერენციაზე ჰომოსექსუალმა აქტივისტებმა მოაწყვეს ჩვენება სათაურით « გეი, ამაყი და ჯანმრთელი ». შემდგომში კამენი დაუშვეს ფსიქიატრთა ჯგუფში, რომლებიც განიხილავდნენ ჰომოსექსუალობას.


ამერიკის ფსიქიატრთა ასოციაციის 1973 წლის კონფერენციამდე რამდენიმე ფსიქიატრმა სცადა ორგანიზება გეი აქტივისტთა ძალისხმევის წინააღმდეგ რომელნიც ითხოვდნენ ჰომოსექსუალობის ამოღებას ამერიკის ფსიქიატრთა ასოციაციის დიაგნოზისა და სტატისტიკის სახელმძღვანელოდან. ამ საქმეს ხელმძღვანელობდნენ პროფეროსები ირვინგ ბიბერი და ჩარლზ სოკარაიდესი,  მათ შექმნეს სპეციალური კომიტეტი გეი აქტივისტების გადაწყვეტილების საპირისპიროდ, რომლებიც ცდილობდნენ ამოეღოთ ჰომოსექსუალობა APA-ს კლასიფიკაციიდან. APA-ს სიაში ჰომოსექსუალიზმი,როგორც არაბუნებრივი ქცევა იყო 302-ე სექციაში - ''სექსუალური გადახრები'', პირველ განყოფილებაში. მრავალი პოლიტიკური მოქმედებისა და ზეწოლის შემდეგ, 1973 წელს APA-ს კომიტეტი შეიკრიბა დახურულ კარს მიღმა და მისცა ხმა ჰომოსექსუალისმის APA-ს ფსიქიკური და მენტალური აშლილობების დიაგნოზისა და სტატისტიკის სახელმძღვანელოდან ამოღებას  
ოპონენტებს მისცეს მხოლოდ 15 წუთი გაეპროტესტებინათ ეს გადაწყვეტილება, აცხადებს პროფესორი ჯერფრი სატინოვერი საკუთარ სახელმძღვანელოში «ჰომოსექსუალიზმი და სიმართლის პოლიტიკა»  სატინოვერი წერს რომ, გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა ყოფილიყო კენჭისყრა რომელშიც მონაწილეობა უნდა მიეღო ამერიკის ფსიქიატრთა ასოციაციის ყველა წევრს. გეი აქტივისტებმა კი ყოველგვარი მეთოდი გამოიყენეს ასოციაციის წევრების დასაშინებლად და გადასაბირებლად, მათ შორის ფინანსებიც. პროფესორი სანიტოვარი ადასტურებს გეი ორგანიზაციების აქტიურ მონაწილეობას ამ საქმეში.


პროფესორ ჩარლზ სოკარაიდესს  აქვს  ჩანაწერი იმის შესახებ თუ როგორც აიძულებდნენ გეი აქტივისტები APA -ს წევრებს ასოციაციის გარეთ თუ შიგნით ჰომოსექსუალიზმის მენტალური დარღვევების სიიდან ამოღებას. მისივე განმარტებით, ეს გაკეთდა ყოველგვარი სამეცნიერო მტკიცებულების გარეშე რომელიც დაამოწმებდა რომ ჰომოსექსუალობა არაა სწორი სექსუალური ცხოვრების წესის დარღვევა. პროფესორი სოკარიდესი, საკუთარ ნაშრომში «სექსუალური პოლიტიკა და სამეცნიერო ლოგიკა : ჰომოსექსუალური საკითხები » წერს : პრაქტიკოსთა ჯგუფებმა ამოიღეს ეს სექსუალური გადახრების სიიდან და იგნორირება გაუკეთეს უამრავ ფსიქიატრის და  ფსიქოანალიტიკოსის სერიოზულ კვლევებს, რომელიც ჩატარდა მეცნიერთა ჯგუფების, ფსიქიატრების და ფსიქოლოგების მიერ გასული 70 წლის განმავლობაში. სოკარიდისი აგრძელებს: მომდევნო 18 წელი APA-ს გადაწყვეტილება ემსახურებოდა როგორც ‘’ტროას ცხენი კარიბჭის გახსნაში’’ გავრცელებულ ფსიქოლოგიურ და საზოგადოებრივი ცვლილებების სექსუალურ ცხოვრებაში. ეს იმითაც ჩანს რომ ეს აქტი იქნა გამოყენებული მრავალ შემთხვევაში და მრავალი გეგმისათვის რომლის მთავარი მიზანი ჰომოსექსუალიზმის ‘’ნორმალიზება’’ და მისი საპატიო სტატუსის ამაღლება იყო.

ზოგიერთი ამერიკელი ფსიქიატრისთვის ეს აქცია რჩება ცივ შხაპად რომელიც მუდამ ახსენებს მათ, რომ ეს არ იყო სამეცნიერო პრინციპებისთვის ბრძოლა, მაგრამ მეცნიერული გამონაკლისი. ჩვენ ვართ ნაწილი პოლიტიკური ფუნქციონალიზმისა და სიცრუის განმავრცელებლები დაუეჭვებელ და არაინფორმირებულ საზოგადოებაში, და დანარჩენ სამედიცინო პროფესიებში.  ფსიქიკური დარღვევების დიაგნოზისა და სტატისტიკის სახელმძღვანელო (The Diagnostic and Statistical Manual of Mental Disorders ) არის ყველაზე გავრცელებული სადიაგნოსტიკო ცნობარი, რომელიც განოიყენება მენტალური მედიცინის პროფესიონალების მიერ ამერიკის შეერთებულ შტატებში. ეს არის სახელმძღვანელო რომლის ყველა დიაგნოსტიკური კოდი არის მიღებული დიაგნოზისა და მკურნალობისათვის, თითოეული ექიმი ამერიკის შეერთებულ შტატებში (რომელთა სავარაუდო რაოდენობა 850,000* აღწევს ) იყენებს ამ წიგნის დიაგნოზის კოდებს. მარტივად რომ ითქვას, რა არის ეს ყველაფერი ? ეს ნიშნავს იმას, რომ უკვე 30 წელზე მეტია ექიმები ირიდებენ თავიდან ჯეროვანი დიაგნოზის დასმას ამ მიმართულებით.

მანამდე კი ჰომოსექსუალობა განიხილებოდა როგორც მენტალური დარღვევა კლასიფიკაციით #302 ''სექსუალური აშლილობები''

ჰომოსექსუალიზმი იყო ჩამონათვალში როგორც პირველი სექსუალური გადახრა 302-ე სექციაში. მას შემდეგ რაც ეს დიაგნოსტიკური კოდი  ამოიღეს, ექიმები,მათ შორის ფსიქიატრებიც თავს არიდებენ სწორი დიაგნოზის დასმას, როგორც მენტალური დარღვევის უკვე 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში.


 
Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий