суббота, 8 февраля 2014 г.

კომპიუტერული ვირუსების შეტევა ყოველ საათში Yahoo-ს ათასობით მომხმარებელს აზიანებს


ბოლო რამდენიმე დღეში, კომპიუტერულმა ვირუსმა Yahoo-ს სარეკლამო სერვერი დააზიანა, რითიც ინტერნეტ-უსაფრთხოების კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით, რამდენიმე ქვეყანაში ათასობით მომხმარებელი დააზარალა.


Fox-IT-ის წარმომადგენელმა ბლოგ-პოსტში განაცხადა, რომ Yahoo-ს სერვერები აქვეყნებდნენ "საექსპლუატაციო კომპლექტს", რომელიც Java-ს შედარებით სუსტი სისტემის ექსპლუატაციას ეწეოდა და ვირუსებს აინსტალირებდა.

yahoo.com-ის მომხმარებლებმა ads.yahoo.com-ის სარეკლამო განცხადებები მიიღეს," - განაცხადა ინტერნეტ-უსაფრთხოების კომპანიის წარმომადგენელმა. "ზოგიერთი მათგანი ვირუსის მატარებელია."

ჰოლანდიაში არსებული კომპანია - Fox-IT-ი ყურადღებას კიბერ-უსაფრთხოებაზე ამახვილებს. მისი შეფასებით, საათში ათობით-ათასობით მომხმარებელი დაზარალდა. მსგავსი სარეკლამო განცხადებებით დაზიანებული აღმოჩნდა შემდეგი ქვეყნები: რუმინეთი, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი. მოცემული დროისთვის გაურკვეველია, რატომ დაზარალდა აღნიშნული ქვეყნები ყველაზე მეტად. სავარაუდოდ - yahoo-ში განთავსებული ვირუსის შემცველი რეკლამების კონფიგურაციის გამო.

თუ ვირუსებით დაზიანებული კომპიუტერი ქსელშია ჩართული, მათი გამავრცელებლებისთვის, ხშირად, ხელმისაწვდომი ხდება ქსელში ჩართული სხვა სისტემები და სერვერებიც.

ვრცლად: CNN
Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий