მღვდელი ილია ჭიღლაძე (ერისკაცობაში ირაკლი ჭიღლაძე) -დაიბადა 1983 წლის 4 ოქტომბერს ქ. გორში, 2000 წელს წარჩინებით დაამთავრა ქ.გორის VIII საშუალო სკოლა.2006 წელს დაამთავრა ივ.ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი მაგისტრთან გათანაბრებული სამართალმცოდეობის დიპლომირებული სპეციალისტის წოდებით. 2007-2012 წლებში სწავლობდა თბილისის სასულიერო აკადემიის ღვთისმეტყველების ფაკულტეტზე, იყო სასულიერო აკადემიისათვის კომპანია ”ემიგრანტის” მიერ გამოყოფილი წმ. ექვთიმე ღვთისკაცის სახ. სტიპენდიანტი. 2010 წლიდან არის ივ.ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის შუა საუკუნეების კვლევების მიმართულების დოქტორანტი. 2011 წელს ხელთდასხმულია დიაკვნად,2012 წელს კი- მღვდლად.
მღვდელი ილია ჭიღლაძე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საშობაო ეპისტოლის გამო საზოგადოებაში ატეხილ აჟიოტაჟს ეხმაურება და სუროგაციასა და ხელოვნურ განაყოფიერებასთან დაკავშირებით თავის მოსაზრებას გამოთქვამს:
“უმთავრესი და უპირველესი რასაც ვერასოდეს შეეგუება ქრისტეს წმინდა, მართლმადიდებელი, სამოციქულო და კათოლიკე ეკლესია, ესაა აბორტები, მათ შორის, ხელოვნური განაყოფირების შემთხვევაში მრვალი ჩანასახის განდგურება და ერთის სიცოცხლის განვითარება. ვერასოდეს მოიწონებს ეკლესია უცხო სხეულის, სხვისი გენეტიკური შვილის სხვა ქალის სხეულში, როგორც ინკუბატორში გაზრდას, რადგან სხვა იქნება გენეტიკური დედა და სხვა იქნება მშობელი დედა, რაც ბუნებრივ და ღვთისაგან დაკანონებულ საზღვარს სცილდება და ბაბილონის მაშენებელთა სულისკვეთების განგრძობაა.
გარკვეული ფრაზა მავანთ ჩათვალეს ხელოვნური განაყოფიერების გზით ჩასახულთა დისკრიმინაციად, მაგრამ თუ ვიტყვით, მაგალითად, მშობელთაგან მიტოვებულ შვილებზე, რომ ”ეს პატარა ხომ თავიდანვე გაწირეს უსიყვარულობისათვის, მიუსაფრობისა და მარტოობისათვის. იგი კეთილდღეობაშიც რომ გაიზარდოს, … ამ სიმძიმეს ვერაფერი შეცვლის და ეს, აუცილებლად, იჩენს თავს ზრდასრულ ასაკში.” განა ეს დისკრიმინაცია იქნება მათი?! აქ საუბარია არაბუნებრივი, სუროგაციის გზით დაბადებული, ორი დედის მქონე ადამიანის ფსიქოლიგიურ განცდებზე, რაც ვფიქრობ, საკამათო არაა. როდესაც საუბრობენ ხელოვნური განაყოფირებით დაბადებული ბავშვების დისკრიმინაციაზე, კარგი იქნება, რომ მუცლად მყოფი ბავშვის სიცოცხლის მასობრივ განადგურებებზეც შესტკიოდეთ გული და საუბრობდნენ.
ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ რომელიმე ნაწერი, გარდა ბიბლიის საღმრთო გამოცხადებისა, არის უნაკლო, მაგრამ არის საკითხები რომელნიც არ უნდა იწვევდნენ კამათს და ყოველი ადამიანი, თანხმიერად აცნობიერებდეს და აფასებდეს. ეკლესია ლოცულობს, რომ ყოველ ოჯახს ჰყავდეს შვილები, მიესალმება სამედიცინო დახმარებას, მაგრამ ვერასოდეს მიესალმება აბორტებს და აბორტების ხარჯზე აშენებულ ”ბედნიერებას”. ეკლესია, ყოველ ადამიანს, განურჩევლად მისი წარმოშობისა ლოცავს და ავედრებს ღმერთს, მაგრამ ეკლესია ვერ იქნება გულგრილი ადამიანთა, თუნდაც ჯერ ისევ ემბრიონობის პერიოდში მოკვდინების გამო, ეს უნდა გააცნობიეროს ყველამ!”
შეგახსენებთ, კათოლიკოს–პატრიარქი საშობაო ეპისტოლეში აღნიშნავს:
“შეიძლება ოჯახი იყოს ბედნიერი, სადაც სუროგატი დედის მიერ დაბადებული ბავშვი იზრდება? ეს პატარა ხომ თავიდანვე გაწირეს უსიყვარულობისათვის, მიუსაფრობისა და მარტოობისათვის. იგი კეთილდღეობაშიც რომ გაიზარდოს, მუცლადყოფნის პერიოდის ამ სიმძიმეს ვერაფერი შეცვლის და ეს, აუცილებლად, იჩენს თავს ზრდასრულ ასაკში. პრობლემატურნი იქნებიან ის ბავშვებიც, რომლებიც ხელოვნური განაყოფიერებით დაიბადნენ და მათი სიცოცხლე მრავალი ემბრიონის განადგურების შედეგად განვითარდა”.
წყარო- http://www.ambioni.ge
Комментариев нет:
Отправить комментарий