ქრისტე - სიყვარულია! - მისი ქადაგებების თანამდევი ფრაზა იყო.
იშვიათი მღვდელი - ასე უწოდებდნენ ამ სასულიერო მოღვაწეს მისი თანამერდოვეები და არა მარტო. მენის განმარტებები, ერთი მხრივ ძალიან ღრმა, მეორე მხრივ ყველასთვის გასაგებია. ის არ ერიდებოდა მსოფლიო ,,არამართლმადიდებლური სამყაროდან’’ მაგალითების მოყვანას, თანაც უამრავი მიმდევარი ჰყავდა. მაშინ მოკლეს, როცა წესით ყველაზე მეტად უნდა ეგრძნო თავისუფლება - 1990 წელს, ცულით. ვის აღარ აბრალებენ ამ საქმეს, მაგრამ ფაქტია - ქრისტიანულ სამყაროს მნიშვნელოვანი მოღვაწე გამოაკლდა. სწორედ ისეთი, ახლა რომ სჭირდება ყველაზე მეტად.
იხილეთ დოკუმენტური ფილმი "ალექსანდრე მენის ცოცხალი სიტყვა"
იხილეთ დოკუმენტური ფილმი "ალექსანდრე მენის ცოცხალი სიტყვა"
ალექსანდრე მენი – წერილებიდან ალექსანდრე ორლოვა-მოდელს
ძვირფასო შუროჩკა!
არ ღირს ვინმეზე დაყრდნობა. ეკლესია – ეს ჩვენ ვართ. ჩვენ თავად. და მისგან რაიმეს მოლოდინი არ ღირს, თავად უნდა ვიმოქმედოთ. არ იფიქრო, თითქოს არ ვენდობოდე შენს ცნობებს. მე ისინი საკმარისად მაქვს. და კრებისაგან გამოწვეულ კრიზისსაც შესაბამისად წარმოვიდგენ. მსგავსი ცვლილებები არ ხორციელდება მშვიდობიანად, მაგრამ ეს შენი საზრუნავი არ არის. ვინ მიგიშვებს „ვატიკანის პოლიტიკამდე.“ ეს ადამიანური საქმეა. ამ სფეროში არ აღესრულება ეკლესიის ჭეშმარიტება. რიტუალური ცვლილებები ყოველთვის ექსპერიმენტია, მტკივნეული ექსპერიმენტი. ახალი თაობა ამ ყველაფერს გადახარშავს. ჩაცხრება და დროის ტალღა გადაუვლის. ეს ყველაფერი მოდაა, რომელიც ისტორიაში ძალიან ბევრია. ჩვენთანაც გამოიწვია საეკლესიო ცვლილებებმა კრიზისი (სტაროობრიადებით დაწყებული, აბნავლენცებით დამთავრებული)… ერთადერთი რაც არ მომწონს, ეს არის მარხვათა ცვილება, რის შესახებაც ადრევევ ვიცოდი. შესაძლოა ეს პასუხობს დასავლური ცხოვრების წესს, მაგრამ მასთან თანხმობა არაფრით შემიძლია და გირჩევ: იცხოვრე ჩვენი, მართლმადიდებლური განჩინებით. ძველი ეკლესიის ჩვეულებაში ზიარება მარხვა არ არის. 1-2 საუკუნეებში ეზიარებოდნენ პირდაპირ ტრაპეზის შემდეგ, მაგრამ მეჩვენება, რომ ჩვეულება ზიარებამდე საკვებისაგან თავის შეკავებისა ღირსია იმისა, რომ ის დავიმარხოთ. თუმცაღა ისევ და ისევ ეს მათი საქმეა. ჩვენ კი უნდა დავიცვათ ჩვენი. შენ იცი, მე ეკუმენისტი ვარ, მაგრამ ეს საერთოდაც არ ნიშნავს იმას, რომ ყველა დასავლური ტრადიცია ჩვენსაზე უკეთესად მიმაჩნდეს. რაღაცის სწავლა მათ ჩვენგანაც შეუძლიათ. სხვათაშორის მარხვა უძველესი დადგენილებაა. ის გვხვდება ყველა რელიგიაში (იუდაიზმისა და ისლამის ჩათვლით) და განწმენდილია ქრისტეს მაგალითით. შესაძლებელია იგი შეამოკლო, შეამსუბუქო, მაგრამ გააუქმო? დარწმუნებული ვარ ეს შეცდომაა რომელსაც გამოასწორებენ. ყოველშემთხვევაში მე ვფიქრობ, რომ კათოლიკეთათვის არ არის აკრძალული მისი დაცვა.
* * *
თუ მხოლოდ გასცემ – იგრძნობ კმაყოფილებას. არსებობს მაცხოვრის ასეთი სიტყვები (იგი სახარებაში არ გვხვდება, მაგრამ გარდამოცემამ შემოინახა): „ნეტარებაა გასცემდე ვიდრე იღებდე.“ ის ავადმყოფი მოხუცებიც, რომელნიც შენ ნახე, საჭირონი არიან იმისთვის, რომ ადამიანებმა მათთან ურთიერთობით ისწავლონ მოთმინება, სიკეთე და სულგრძელება. კარგია მოუარო ახალგაზრდა, საჭირო ადამიანს და მითუმეტეს ასეთებს! საავადმყოფოებში შევხვედრილვარ მსგავს სიტუაციებს, განსაკუთრებით ფსიქიატრიულებში. როგორი მედდები არიან იქ! მე უბრალოდ ვადიდებ მათ. დიახ, ავადმყოფებსა და მოხუცებს საკუთარი მისია აქვთ სამყაროში. დარწმუნებული ვარ შენი გრძნობები და სიზმრები არ გატყუებენ, რადგან მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენი მიცვალებულები ინარჩუნებენ ჩვენთან სულიერ კავშირს, ჩვენც შეგვიძლია რაღაცაში დავეხმაროთ ერთმანეთს (რა თქმა უნდა სულიერად).
* * *
რა სწრაფად მიფრინავენ წლები, მაგრამ ეს საწყენი არც არის. წლებთან ერთად მიფრინავენ წვრილმანები, ილუზიები, უმეცრებანი, ამაოებანი. ჩვენ ხომ არ მივდივართ ქვევით, არამედ ზევით. უფრო ფართო ხედვა, უფრო ღრმა გაგება, მეტი გამოცდილება. უკეთესად ვარჩევთ მთავარს, ელემენტარულისგან. ვიცით ცხოვრების ჭეშმარიტი ფასი. აი მე არც მინდა წარსულის დაბრუნება. ყველაფრისთვის მადლიერნი უნდა ვიყოთ. ცხოვრება ისეთი საინტერესოა, ეს საჩუქარია და როგორც ტოლსტოი ამბობდა „დაუმსახურებელი წყალობა.“
* * *
ცხოვრების ღირსება, მისი შედარება მაღალ ჩანაფიქრებთან განისაზღვრება იმით, თუ რომელ მხარეს მივდივართ: ვაბნევთ თუ ვაგროვებთ. გარეგანი ადამიანი მიყვება ცხოვრებას და ყველაფერს აბნევს (ძალებს, წლებს, კბილებს, ჯანმრთელობას). შინაგან ადამიანს შეუძლია გამუდმებით მდიდრდებოდეს (გამოცდილებით, სიბრძნით, სულით). ანუ არსებობს ორი გზა: ზევით და ქვევით. დროდარდრო უნდა ვკითხოთ თავს ამის შესახებ. მოგროვება არის სიყვარულისა და სიბრძნის შეძენა, რომელიც ხორციელდება გაცემის საშუალებით. ყველაზე საშიში დასავლურ ფსიქოლოგიასა და ცხოვრების წესში მომხმარებლობის მეუფებაა. ის აცარიელებს. ჭეშმარიტი სიღრმე და სიხარული გაცემაშია.
* * *
ვიყავი ზღვის ნაპირზე, ვტკბებოდე ტალღებზე სხივების ოქროსფერი ციალით, ვგრძნობდი უფლის მყოფობას ბუნებაში, მაგრამ ამასთანავე ცხადად განვიცდიდი, რომ ყველაზე მეტად ის სუფევს ჩვენს შორის, ადამიანთა შორის.
* * *
ვიხსენებ… ვიხსენებ როგორ მოვინახულე პირველად ლავრა ყმაწვილობის წლებში, მაშინ ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე ვიყავი. ვიხენებ შესასვლელს, რომელშიც შემხვედრს რთულად აუქცევდი გვერდს. ვიხსენებ მყუდრო კელიებს, დერეფნის გასწვრივ, რომელიც ჭერიდან ძირამდე დაფარული იყო ხატებითა და სურათებით. მახოსვს თბილი სატრაპეზო, სადაც დახელოვნებული მზარეულები საქმიანობდნენ და გრძელი ღვთისმსახურებები, ფერადფერადი შესამოსლებითა და მიტრებით, ნაძვისხის სათამაშოებივით რომ ელავდნენ (ეს სწორედ შობას იყო). მე ამ დროს უკვე ვოცნებობდი ეკლესიაში მსახურებაზე, მაგრამ როდესაც ჩემმა მონაზონმა (ჩემი წინამძღოლი, საოცარი ქალი) მკითხა მინდოდა თუ არა მონოზვნობა, მე ვუპასუხე: არავითარ შემთხვევაში. არა იმიტომ რომ მე არ მიყვარს ლავრა და მისი მცხოვრებნი (რომელთაც ბევრს ვიცნობდი), არამედ საკუთარ მიზეზთა გამო. ერთერთი მათგანი: ეს იყო სამყარო, უფრო სწორედ პატარა სამყარო, სრულიად იზოლირებული ცხოვრებისაგან, ერისაგან და ერისკაცთაგან, რომელიც თითქოსდა ჩაიკეტა თავის თავში, თავის სითბოში (რა თქმა უნდა იქაც იყო ერთგვარი განსაცდელები). ეს სამყარო მე, მაშინ ჯერ კიდევ ბავშვს მეჩვენებოდა ხელოვნურად და იმისგან დაცილებულად, რაც სახარებიდან ვიცოდი. თუმცა სულ ერთია, ეს მართლმადიდებლობაა, მისის ერთერთი სახე, ჩვენში მეტად გავრცელებული.
სპეციალურად საიტისთვის http://jtheologians.wordpress.com თარგმნა ბექა ებრალიძემ
Комментариев нет:
Отправить комментарий