ამჟამად კემბრიჯის უნივერსიტეტი საერთაშორისო ბაზრისათვის 220-ზე მეტ რეცენზირებულ სამეცნიერო ჟურნალს გამოსცემს, რომლებიც მთელ მსოფლიოში ვრცელდება და ყველასათვის ხელმისაწვდომია როგორც დაბეჭდილი, ასევე ელექტრონული სახით. ჟურნალში სხვადასხვა დარგში ჩატარებული უახლესი კვლევების შედეგებია თავმოყრილი.
კ უ გ არაკომერციული გამომცემლობაა და სხვადასხვა დარგის ცოდნისა დაგამოცდილების გავრცელებას ისახავს მიზნად. ჩვენ თითქმის ორასწლიანი გამოცდილება დაგვიგროვდა ჟურნალების გამოცემის საქმეში და ამჟამად 220-ზე მეტ ჟურნალს გამოვცემთ, ხოლო
კვლევით ინსტიტუტებში მათი გავრცელების მიზნით, გამომცემლობა არაერთ ორგანიზაციასთან თანამშრომლობს.
კ უ გ - ის ერთგულება ცოდნის გავრცელების პრინციპისადმი აშკარა ხდება ჩვენი ჟურნალებიდან, კვირაში 7 დღისა და დღეღამეში 24 საათის განმავლობაში.
კემბრიჯის უნივერსიტეტის გამომცემლობა მეფე ჰენრი VIII-ს მიერ დაარსდა 1534 წელს, კემბრიჯის უნივერსიტეტისთვის მინიჭებული სამეფო ქარტიის საფუძველზე. ეს მსოფლიოში უძველესი სტამბა და გამომცემლობაა, 1584 წლიდან უწყვეტლივ მოქმედებს და სამეცნიერო ლიტერატურის ერთი უმსხვილესი გამომცემელთაგანია.
კ უ გ-ის მიზანია სწავლის, ცოდნისა და კვლევის გავრცელებაში დაეხმაროს უნივერსიტეტს.
სამეცნიერო ლიტერატურული გამოცემა: კემბრიჯი სამეცნიერო ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და უმსხვილესი გამომცემელია მსოფლიოში; განთქმულია ჟურნალებით, სახელმძღვანელოებით, მონოგრაფიებით და პრაქტიკული რჩევების კრებულებით _ ფინანსების, მედიცინის, სამართლის, იურისპრუდენციისა თუ მხატვრული ლიტერატურის სფეროში. კემბრიჯის სამეცნიერო გამოცემები წელიწადში 200 ჟურნალს და დაახლოებით 1200 ახალ წიგნს მოითვლის.
კ უ გ.-ის გამოცემებით სარგებლობისათვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: www.journals.cambridge.org
Комментариев нет:
Отправить комментарий