მაიკლ ბრესემი
თესალონიკის უნივერსიტეტის საღვთისმეტყველო სკოლის ფილოლოგიის დოქტორი
ზოგიერთი არამართლმადიდებელი ქრისტიანი ცდილობს, ამოიკითხოს ბიბლიდან მეტი, ვიდრე იქ რეალურად წერია; მათ სურთ, რომ ბიბლია იდეალურად წყვეტდეს ყოველგვარ ყოფით და ცხოვრებისეულ პრობლემას. მეორე უკიდურესობაში არიან არაქრისტიანები, რომლებიც მხარს უბამენ იმ აზრს, რომ, თითქოს, ბიბლია იმაზე ნაკლებია, ვიდრე ეკლესია ასწავლის; ისინი მუდმივად ეძიებენ ხარვეზს ბიბლიაში და უგულებელყოფენ მის პრინციპებს. მოდით, მივიდეთ უფრო გაწონასწორებულ შეხედულებამდე, რისთვისაც მივმართოთ "აპოფატიკურ განმარტებას", ანუ რა არ არის ბიბლია წმიდა მართლმადიდებელი ეკლესიის ტრადიციული სწავლების მიხედვით. მართლმადიდებლობას აპოფატიკური ღვთისმეტყველების ხანგრძლივი ტრადიცია გააჩნია, რომელიც აღწერს, თუ ვინ და როგორი არ არის ღმერთი, რადგან ადამიანები, ჩვენშივე, საკუთარი უგუნურებით ვზღუდავთ ღვთის არსებას და უბრალო, ადამიანურ გაგების ჩარჩოებში ვაქცევთ მას. ამ აპოფატიკური გაგებით, წმიდა წერილი არ არის...


