вторник, 10 декабря 2013 г.

წყლის გასუფთავების უძველესმა ტრადიციებმა შეიძლება სიცოცხლე შეგვინარჩუნოს


წყლის გასუფთავებისათვის ხის ფესვების გამოყენების ათასწლოვანმა ინდურმა მეთოდმა შეიძლება უფრო ფართო გამოყენება პოვოს წყლით გამოწვეულ დაავადებებთან ბრძოლის საქმეში.
ეს მეთოდი შემდეგში მდგომარეობს: ინდური ზეითუნის ზეთის ხის ფესვების დაქუცმაცებით მიღებულ მასას, აგერ უკვე ათი წელია, წყალს უმატებენ. ამჟამად კანადელ მეცნიერებს სურთ ამ ტექნოლოგიის უფრო ფართო მასშტაბით დანერგვა, რათა წყლით გამოწვეული დაავადებები მთელი მსოფლიოს მასშტაბით შემცირდეს. აზიაში, აფრიკასა და ლათინურ ამერიკაში ერთი ბილიონი ადამიანი დაბინძურებული წყლის გადაჭრას იმედის თვალით უყურებს.
ყოველწლიურად 1.4 მილიონზე მეტი ბავშვი კვდება ამ პრობლემის გამო. ინფორმაციის ანალიზისა და სინთეზის ცენტრი რომელიც წყლის გასუფთავების იაფ ტექნოლოგიას უწევს რეკლამას, მუშაობს ამ მიმართულებით. მისი მეცნიერები მიიჩნევენ, რომ წყლის გასუფთავების უძველესი მეთოდი პრობლემის ყველაზე კარგი გადაჭრაა: ინდური ზეითუნის ზეთის ხის ფესვების დაქუცმაცებით მიღებული მასა ბაქტერიებს 90%-ით ამცირებს.
მეცნიერების აზრით, ინდურ ზეითუნის ზეთის ხეს სხვა დადებითი თვისებებიც გააჩნია. იგი არა მარტო გვალვაგამძლეა, არამედ მისი ზეთი საკვებად, ნიადაგის სასუქად, გასანათებლად გამოიყენება, თუმცა ამის შესახებ ნაკლებად არის ცნობილი.
მიუხედავად ამდენი ღირსებისა, მეცნიერების აზრით, ეს ტექნოლოგია დაბინძურებული წყლით გამოწვეულ ყველა პრობლემას მაინც ვერ გადაჭრის.

Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий