воскресенье, 1 сентября 2013 г.

ქართველი მაჰმადიანის ტკივილი


აჭარა, ადგილი სადაც მაჰმადიანები ჯერ კიდევ ცხოვრობენ, ადგილი სადაც მეჩეთებია ამ მეჩეთებში კი ხალხი დადის და ლოცულობს, რა თქმა უნდა მუსლიმანური წესით. აჭარა ადგილი, რომელიც თურქებს სამასი წლის განმავლობაში ჰყავდათ დაპყრობილი. ადგილი, რომლის მცხოვრებლებმაც შეძლეს და ქართული ტრადიციები, ქართული ენა შეინარჩუნეს. მაგრამ სამწუხაროდ, ვერ შეძლეს სარწმუნოების შენარჩუნება.
ისინი მაჰმადიანები იყვნენ მაგრამ გულის სიღრმეში არასოდეს უღალატიათ მართმადიდებლობისთვის. ეს არის იმ ხალხის ტკივლი, რომლებიც კეცზე ჯვრიან მჭადს აკრავდნენ, რომლებიც ნაწნავში ჯვარს იწნავდნენ, ისინი ცდილობდნენ შეენარჩუნებინათ მართმადიდებლობა ჩუმად მაინც. მათ ენატრებოდათ საქართველო მათ ენატრებოდათ ქართული ლოცვა. თუმცა ვერაფერს ამბობდნენ და არც არაფრის თქმა შეეძლოთ, რადგან სიკვდილი არ ასცდებოდათ. უკვე მერამდენედ უნდა ამღვრეულიყო მდინარე ჭოროხი წამებულების სისხლით და ვინ იცის უკვე მერამდენედ უნდა გაწითლებულიყო აჭარისწყალი.
tao4

ასეთი ადგილები, ადგილები სადაც ხალხი ქრისტიანობისთვის თავს სწირავდა ბევრი გვქონდა  საქართველოს, მაგრამ  დღეს ისინი სამწუხაროდ საქართველოს შემადგენლობაში აღარ შედიან. ჩვენი საინგილო, ჩვენი ტაო-კლარჯეთი, ჩვენი ჰერეთი და ჩვენებურები. კიდევ კარგი აჭარა, საქართველოს ეს ძირძველი კუთხე მაინც შემოგვრჩა ქართველებს ნუგეშად. კიდევ კარგი ის მაინც  არ არის სხვა ქვეყნის საზღვრებში.
???????????????????????????????7a3d737a0d92
როინ აბუსელიძის ამ ლექსში ჩანს იმ მაჰმადიანი ქართველების ტკივილი, რომლებსაც ენატრებოდათ ქართული ლოცვა და მათი ნამდვილი, ძირძველი, წინაპრების სარწმუნოება. მე ბევრს აღარაფერს ვიტყვი, რადგან ამ ლექსში ყველაფერი ძალიან კარგად არის აღწერილი.

დილა იყო,მზე თვალებში ამოვიდა,
გარეთ ძმები აფხიზლებდნენ ცხენებს,
ნენე იდგა იქვე,როგორც ქრისტიანი
და სხვის ღმერთზე ლოცულობდა ნენე…
უყურებ და ხვდები თუ რა რისკი არის,
,,ქრისტე აღსდგა” გააყოლო გამვლელს,
ბაბა კოცონს სულს სულივით უბერავდა
და ლექსივით იწყებოდა კვამლი.
შემდეგ ჩემი პატარა ძმაც იღვიძებდა,
და საუბარს უძებნიდა საბაბს,
ბაბა,მინდა წავიდე და მოვინათლო
გეხვეწები,ნუ დამიშლი ბაბა…
…ნენე ცრემლებს ერეოდა,
და კოროშინს იფარებდა კაბის,
,,ეგ არ მითხრა,თორემ ჭიშკარს გადავკეტავ,
და სახლიდან არ გაგისვებ ბაბი,
მოემზადე,ხვალ მეჩეთში წაგიყვან და
შეგილოცენ,მერე უკეთ იარ”
ყოველ დილით სახლში ასე საუბრობდნენ,
თუმც ჭიშკარი არ დაუკეტია
ბაბას,ღმერთო ერთხელ ისიც გავიგონე,
ნენეს უთხრა თან მოგების ნიშნით,
ქალო შვილი არასწორად გაგიზრდია,
ზედმეტი აქვთ შვილებს ჩემი შიში,
შემდეგ სეფზე შეისვენა და ტკივილიც შეეპარა ხმაში,
სიკვდილამდე ერთხელ მაინც გამაგონე,
მოსანათლად გაგვეპარა ბავშვი… 
როინ აბუსელიძე.
Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий