კომპანია SpaceX აგრძელებს მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა Grasshopper-ის გამოცდას, რომელიც უნდა გახდეს ახალი სიტყვა კოსმოსში ტვირთის გატანის საქმეში. ახალი გამოცდის დროს რაკეტა Grasshopper-მა სარაკეტო ძრავის წევით წარმატებით დაიპყრო 250-მეტრიანი სიმაღლე და ამავე წევით მდორედ დაეშვა დედამიწაზე. ტესტი ქარიანი ამინდის პირობებში ტარდებოდა, მაგრამ, ამის მიუხედავად, რაკეტამ შეინარჩუნა ვერტიკალური მდგომარეობა და დედამიწაზე მაღალი სიზუსტით დაეშვა.
Grasshopper 10-სართულიანი სახლის სიმაღლის რაკეტაა. კოსმონავტიკის ისტორიაში ეს პირველი ასეთი ზომის სარაკეტო საფრენი აპარატია, რომელსაც შეუძლია ვერტიკალურად აფრენა-დაფრენა მთავარი სარაკეტო ძრავის წევის გამოყენებით. SpaceX გეგმავს Grasshopper-ის ტექნოლოგიის ბაზაზე დაბრუნებადი რაკეტა-მატარებლის შექმნას, თანაც ისეთისა, რომელიც უვნებელ მდგომარეობაში მდორედ დაეშვება დედამიწაზე და არა ჩაეშვება წყალში პარაშუტით ფრენის შემდეგ.
{youtube}NoxiK7K28PU{youtube}
უახლოესი გამოცდის დროს Grasshopper-ის ნახტომის სიმაღლე გაიზრდება: 365 მ, 760 მ, 1500 მ, 2300 მ და 3500 მ. ტესტის მაქსიმალური ხანგრძლივობა დაახლოებით 160 წამს შეადგენს. 90 კმ-მდე მანძილზე გამოცდისათვის შეიქმნება Grasshopper-ის ახალი ვერსია რაკეტა-მატარებლის, Falcon 9-ის, პირველი საფეხურის ბაზაზე.
Grasshopper-ის ნახტომის დასრულების შემდეგ SpaceX გეგმავს მართული დაფრენის გამეორებას რაკეტა-მატარებლის, Falcon 9-ის, პირველი საფეხურით. ამასთანავე, წყალზე პირველი დაფრენა უკვე მიმდინარე წელს ჩატარდება, ხოლო „მშრალი", ანუ დასაფრენ მოედანზე, – 2014 წელს.
Комментариев нет:
Отправить комментарий