четверг, 22 августа 2013 г.

Quinque viæ – თომა აქვინელის 5 არგუმენტი ღმერთის არსებობის სასარგებლოდ


Quinque viæ, იგივე 5 გზა ან 5 მტკიცებულება – წარმოადგენს 5 არგუმენტს თეიზმის (რწმენის) სასარგებლოდ, რომელიც შემუშავებულ იქნა XIII საუკუნეში რომაული კათოლიკური ეკლესიის თეოლოგისა და ფილოსოფოსის, წმინდა თომა აქვინელის მიერ. ეს არგუმენტები მოყვანილია ნაშრომში “Summa Theologica”.

***

უძრავი მამოძრავებლის არგუმენტი
Prima autem et manifestior via est, quæ sumitur ex parte motus. Certum est enim, et sensu constat, aliqua moveri in hoc mundo. Omne autem quod movetur, ab alio movetur. Nihil enim movetur, nisi secundum quod est in potentia ad illud ad quod movetur, movet autem aliquid secundum quod est actu. Movere enim nihil aliud est quam educere aliquid de potentia in actum, de potentia autem non potest aliquid reduci in actum, nisi per aliquod ens in actu, sicut calidum in actu, ut ignis, facit lignum, quod est calidum in potentia, esse actu calidum, et per hoc movet et alterat ipsum. Non autem est possibile ut idem sit simul in actu et potentia secundum idem, sed solum secundum diversa, quod enim est calidum in actu, non potest simul esse calidum in potentia, sed est simul frigidum in potentia. Impossibile est ergo quod, secundum idem et eodem modo, aliquid sit movens et motum, vel quod moveat seipsum. Omne ergo quod movetur, oportet ab alio moveri. Si ergo id a quo movetur, moveatur, oportet et ipsum ab alio moveri et illud ab alio. Hic autem non est procedere in infinitum, quia sic non esset aliquod primum movens; et per consequens nec aliquod aliud movens, quia moventia secunda non movent nisi per hoc quod sunt mota a primo movente, sicut baculus non movet nisi per hoc quod est motus a manu. Ergo necesse est devenire ad aliquod primum movens, quod a nullo movetur, et hoc omnes intelligunt Deum.
პირველი და უფრო აშკარა გზა არის მოძრაობის არგუმენტი. ეს აშკარაა ჩვენი აღქმიდან გამომდინარე, რომ სამყაროში ზოგიერთი საგანი მოძრაობაშია. რაც მოძრაობს, მას სამოძრაო ძალა ეძლევა სხვა რაღაცისგან. ვერაფერი იქნება მოძრავი, თუკი ის არაა პოტენციურად მოძრავი იმის მიმართ, რაც უკვე მოძრაობს. რადგან მოძრაობა სხვა არაფერია, თუ არა რაღაცის გარდაქმნა პოტენციურიდან რეალურამდე. მაგრამ ვერაფერი გარდაქმნის საგანს პოტენციურიდან რეალურამდე, გარდა იმისა, რაც უკვე თავადაა რეალური. რაც რეალურად ცხელია, მაგალითად ცეცხლი, აქცევს შეშასაც, რომელიც პოტენციურად ცხელია, ცხლად, ანუ ამოძრავებს და ცვლის მას. საგანი ვერ იქნება ერთდროულად პოტენციურიც და რეალურიც ერთსა და იმავე საკითხში. ის რაც რეალურადაა ცხელი, პოტენციურად ცხელი ვერ იქნება, არამედ არის პოტენციურად ცივი. იგივენაირად, საგანი ერთდროულად ვერ იქნება მამოძრავებელიც და ამოძრავებულიც, ანუ საგანი თავის თავს ვერ აამოძრავებს. აქედან გამომდინარე, რაც მოძრაობს, ის რაღაც სხვამ აამოძრავა. იმ მამოძრავებელს ცალკე მამოძრავებელი სჭირდება და ა.შ. მაგრამ ასე შეიძლება უსასრულობამდე წავიდეთ, რადგან ვერ მივალთ პირველსაწყისამდე. ამიტომ უნდა მივიდეთ პირველ მამოძრავებლამდე, რომლისთვისაც ბიძგი არავის მიუცია. ეს არის ღმერთი.


პირველმიზეზის არგუმენტი
Secunda via est ex ratione causæ efficientis. Invenimus enim in istis sensibilibus esse ordinem causarum efficientium, nec tamen invenitur, nec est possibile, quod aliquid sit causa efficiens sui ipsius; quia sic esset prius seipso, quod est impossibile. Non autem est possibile quod in causis efficientibus procedatur in infinitum. Quia in omnibus causis efficientibus ordinatis, primum est causa medii, et medium est causa ultimi, sive media sint plura sive unum tantum, remota autem causa, removetur effectus, ergo, si non fuerit primum in causis efficientibus, non erit ultimum nec medium. Sed si procedatur in infinitum in causis efficientibus, non erit prima causa efficiens, et sic non erit nec effectus ultimus, nec causæ efficientes mediæ, quod patet esse falsum. Ergo est necesse ponere aliquam causam efficientem primam, quam omnes Deum nominant.
მეორე არგუმენტი გამომდინარეობს მოქმედების მიზეზის ხასიათიდან. გრძნობების სამყაროში ჩვენ აღმოვაჩენთ, რომ არსებობს მოქმედებების მიზეზთა წესრიგი. არაა აღმოჩენილი ისეთი შემთხვევა (და არც არის შესაძლებელი), როცა საგანი საკუთარი თავისთვის მოქმედების მიზეზი იყოს. რადგან ამ შემთხვევაში საკუთარი თავის წინამავალი იქნებოდა, რაც შეუძლებელია. მოქმედების მიზეზებში შეუძლებელია უსასრულობისკენ წახვიდე, რადგან ყველა მიზეზი მიყვება წესრიგს – პირველი არის შუალედური მიზეზის მიზეზი, შუალედური არის საბოლოო მიზეზის მიზეზი, სადაც საბოლოო მიზეზი შეიძლება ერთი ან რამდენიმე იყოს. მიზეზზე ზემოქმედება ნიშნავს ეფექტზე ზემოქმედებას. შესაბამისად, თუკი არ იქნება პირველი მიზეზი, არც შუალედური და საბოლოო მიზეზები იარსებებენ. ამიტომ საჭიროა დავუშვათ და ვაღიაროთ პირველი მიზეზის არსებობა, რომელსაც ღმერთს უწოდებენ.


არგუმენტი შესაძლებლობიდან
Tertia via est sumpta ex possibili et necessario, quæ talis est. Invenimus enim in rebus quædam quæ sunt possibilia esse et non esse, cum quædam inveniantur generari et corrumpi, et per consequens possibilia esse et non esse. Impossibile est autem omnia quæ sunt, talia esse, quia quod possibile est non esse, quandoque non est. Si igitur omnia sunt possibilia non esse, aliquando nihil fuit in rebus. Sed si hoc est verum, etiam nunc nihil esset, quia quod non est, non incipit esse nisi per aliquid quod est; si igitur nihil fuit ens, impossibile fuit quod aliquid inciperet esse, et sic modo nihil esset, quod patet esse falsum. Non ergo omnia entia sunt possibilia, sed oportet aliquid esse necessarium in rebus. Omne autem necessarium vel habet causam suæ necessitatis aliunde, vel non habet. Non est autem possibile quod procedatur in infinitum in necessariis quæ habent causam suæ necessitatis, sicut nec in causis efficientibus, ut probatum est. Ergo necesse est ponere aliquid quod sit per se necessarium, non habens causam necessitatis aliunde, sed quod est causa necessitatis aliis, quod omnes dicunt Deum.
მესამე არგუმენტი აღებულია შესაძლებლობიდან და აუცილებლობიდან და მდგომარეობს შემდეგში: ბუნებაში არსებობს ისეთი რაღაცები, რომელთა არსებობა ან შესაძლებელია ან არა, რადგან ისინი არიან შექმნილები. მაგრამ შეუძლებელია მათ ყოველთვის ეარსებათ, რადგან არის შანსი, რომ ისინი ოდესმე არ არსებობდნენ. ასე რომ რადგანაც ყველაფერთან მიმართებაში შეიძლება ითქვას, რომ ოდესღაც ისინი არ არსებობდნენ, იქნებოდა დრო, როცა არაფერი იყო. მაგრამ ასე რომ ყოფილიყო, ახლაც არაფერი იქნებოდა, რადგან თუკი რაღაც არ არსებობს, არსებობას იწყებს იმის მიერ, რაც/ვინც უკვე არსებობს. ანუ თუკი ოდესმე საერთოდ არაფერი არსებობდა, არაფერი იქნებოდა ისეთი, რაც სხვა რამეს დაუდებდა დასაბამს, რაც აბსურდი გამოდის. ყველაფერს აქვს თავისი საწყისი, მაგრამ არ შეიძლება უსასრულობამდე წავიდეთ, რაც აიხსნა მოქმედების მიზეზებში (არგუმენტი #2). ამიტომ უნდა შემოვიღოთ ისეთი არსების ცნება, რომელიც არ წარმოშობილა სხვა რამისგან, არამედ თავად მისცა დასაბამი დანარჩენებს. ეს გახლავთ ღმერთი.


არგუმენტი საფეხურიდან
Quarta via sumitur ex gradibus qui in rebus inveniuntur. Invenitur enim in rebus aliquid magis et minus bonum, et verum, et nobile, et sic de aliis hujusmodi. Sed magis et minus dicuntur de diversis secundum quod appropinquant diversimode ad aliquid quod maxime est, sicut magis calidum est, quod magis appropinquat maxime calido. Est igitur aliquid quod est verissimum, et optimum, et nobilissimum, et per consequens maxime ens, nam quæ sunt maxime vera, sunt maxime entia, ut dicitur II Metaphys.[3] Quod autem dicitur maxime tale in aliquo genere, est causa omnium quæ sunt illius generis, sicut ignis, qui est maxime calidus, est causa omnium calidorum, ut in eodem libro dicitur. Ergo est aliquid quod omnibus entibus est causa esse, et bonitatis, et cujuslibet perfectionis, et hoc dicimus Deum.
მეოთხე არგუმენტი აღებულია იმ გრადაციიდან (გრადაცია – ერთი საფეხურიდან მეორეზე თანდათანობით გადასვლა), რომელსაც სხვადასხვა ობიექტებში ვხვდებით. ცოცხალ არსებებში ზოგიერთი არის მეტად და ზოგიერთი ნაკლებად კარგი, მართალი, კეთილშობილი. მაგრამ “მეტი” და “ნაკლები” დამოკიდებულია სხვადასხვა რამეებზე, თუ რამდენად ჰგვანან იმის მაქსიმუმს, რა თვისებასაც წარმოაჩენენ. მაგალითად, თუკი რაღაც არის ცხელი, ესეიგი ჰგავს იმას, რაც ყველაზე ცხელია. აქედან გამომდინარე, არსებობს ისეთი რაღაც, რაც არის ყველაზე მართალი, საუკეთესო, ყველაზე კეთილშობილი და, რაც მთავარია, უმაღლესი არსება. ის, რაც უდიდესია სიმართლეში, უდიდესია არსებობაშიც, როგორც წერია არისტოტელეს მეტაფიზიკაში. ყველა არსების მაქსიმუმი არის თავად ამ არსებების მიზეზი. როგორც ცეცხლი, რომელიც მაქსიმალურად ცხელია, არის მიზეზი ყველა ცხელი საგნისა. აქედან გამომდინარე, უნდა არსებობდეს ისეთი რამ, რაც აღმატებულია ყველა არსებაზე და არის მიზეზი მათი არსებობისა, სიკეთისა და ყველანაირი ღირსებისა. ესაა ის, რასაც ღმერთს ვუწოდებთ.


ტელეოლოგიური არგუმენტი
Quinta via sumitur ex gubernatione rerum. Videmus enim quod aliqua quæ cognitione carent, scilicet corpora naturalia, operantur propter finem, quod apparet ex hoc quod semper aut frequentius eodem modo operantur, ut consequantur id quod est optimum; unde patet quod non a casu, sed ex intentione perveniunt ad finem. Ea autem quæ non habent cognitionem, non tendunt in finem nisi directa ab aliquo cognoscente et intelligente, sicut sagitta a sagittante. Ergo est aliquid intelligens, a quo omnes res naturales ordinantur ad finem, et hoc dicimus Deum.
მეხუთე არგუმენტი გამომდინარეობს სამყაროს მოწყობიდან. ჩვენ ვხედავთ, რომ ისეთი რამეები, რაც განიცდიან ცოდნის ნაკლებობას, მაგალითად ბუნებრივი სხეულები, მიისწრაფვიან რაღაც მიზნისკენ. ეს აშკარაა იქიდან, რომ ისინი ყოველთვის, ან თითქმის ყოველთვის ასე მოქმედებდნენ, რათა მიაღწიონ საუკეთესო შედეგს (უმაღლეს ინტელექტს). მაშასადამე, აშკარაა, რომ ეს ხდება არა შემთხვევით, არამედ განზრახ, რომ ისინი მიიწევენ მიზნისკენ. როცა სხეულს ცოდნის ნაკლებობა აქვს, ის ვერ დაიწყებს უმაღლესისკენ სვლას, თუკი მას ბიძგი არ მისცა ვინმე ისეთმა, ვისაც ეს ცოდნაც და ინტელექტიც აქვს. როგორც ისარი, რომელიც მიიწევს ნიშნულისკენ, ყოველთვის ნასროლია მშვილდოსნის მიერ. ასე რომ უნდა იყოს ინტელექტუალური არსება, რომლის გამოც ყველა სხეული მიმართულია მიზნისკენ. ეს ის არსებაა, რომელსაც ღმერთს ვუწოდებთ.

 

***

ნაშრომის კრიტიკა
მე-18 საუკუნეში გაჩნდა კოსმოლოგიური არგუმენტი, რომლის შემომტანნიც იყვნენ ფილოსოფოსები დევიდ ჰიუმი და იმანუელ კანტი. მე-20 საუკუნეში ქრისტიანმა აპოლოგისტმა რიჩარდ სუინბერნმა თავის წიგნში“უბრალოება, როგორც ჭეშმარიტების მტკიცებულება” განიხილა აქვინელის შრომები და განაცხადა, რომ ეს არგუმენტები მაშინაა ძლიერი, როცა თავმოყრილია ერთად, ხოლო ცალ-ცალკე სუსტია.
ბოლო პერიოდში აქვინელი გააკრიტიკა ცნობილმა ათეისტმა მეცნიერმა ევოლუციური ბიოლოგიის დარგში, რიჩარდ დოკინსმა. თავის წიგნში “ღმერთის როგორც ილუზია” დოკინსი წერს, რომ პირველი სამი არგუმენტი არსებითად ერთი და იგივეა, ემყარება რა ერთსა და იმავე იდეას. მეოთხე არგუმენტში გამოტოვებულია სხვა უამრავი ცნების დამტკიცება. მეხუთე არგუმენტს შემოჰყავს შემქმნელის იდეის აუცილებლობა, რადგან ცოცხალი სამყარო ამგვარ შთაბეჭდილებას ტოვებს. მაგრამ რეალურად ევოლუციის თეორია და ბუნებრივი გადარჩევა ხსნის ამ შედეგებს – ორგანიზმების სირთულესა და განსხვავებულობას.   თუმცა ის გონის იდეის საკითხში კატეგორიული ვეღარ არის

 

***

ნაშრომის დაცვა
ბრიტანელი ფილოსოფოსი და თეოლოგი კიტ უორდი თავის წიგნში “რატომაა თითქმის დამტკიცებული ღმერთის არსებობა: კამათი დოკინსთან” ამტკიცებს, რომ დოკინსმა ხუთივე არგუმენტი არასწორი გზით წარმოაჩინა და შემდგომ გამოიყენა “ჩალის კაცის არგუმენტი” (ჩალის კაცის არგუმენტი – ლოგიკური ჩავარდნა, როცა ხდება ოპონენტის პოზიციის არასწორი განმარტება და ამგვარად მისი “გაბათილება”). უორდი იცავს ხუთივე არგუმენტს და პრაქტიკულად მიიჩნევს მათ. მაგალითად, მეოთხე არგუმენტთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ ყველანაირი სურნელი შექმნამდე ღმერთის გონებაში არსებობდა, მაგრამ რადგანაც ღმერთს არ აქვს ფიზიკური სხეული, მას არც სურნელი აქვს. უორდი ასევე შენიშნავს, რომ ეს არგუმენტები მაშინ ამტკიცებს ღმერთის არსებობას, თუკი ადამიანი მიუდგება იმ განწყობით, რომ სამყაროს რაციონალურად გაგება შესაძლებელია.
ფილოსოფოსმა ედვარდ ფიზერმა წიგნში “აქვინელი: დამწყების მეგზური” განაცხადა, რომ დოკინსი, ჰიუმი, კანტი და თანამედროვე ფილოსოფოსთა უმეტესობა აქვინელის შრომებს არასწორად იგებენ. ხშირად რთულია, აქვინელის არგუმენტები გადმოთარგმნო თანამედროვე ენაზე ისე, რომ აზრი არ დაიკარგოს. და რომ ეს 5 არგუმენტი უბრალოდ მოკლე შეჯამებაა დამწყებთათვის და განხილულ უნდა იქნას არისტოტელეს მეტაფიზიკასთან და აქვინელის სხვა შრომებთან ერთად. ამ გზით მათი ადეკვატური უარყოფა არასდროს მომხდარა.
Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий