понедельник, 5 августа 2013 г.

NLP – დაპროგრამებული ბედნიერება



“რაც უფრო მეტს მუშაობ საკუთარ თავზე
და რაც უფრო ინტენსიურია ეს მუშაობა,
მით უფრო კეთილი ხდება გული”
მილტონ ერიქსონი
სიმართლე უნდა ითქვას და მილტონ ერიქსონი, ახალი ჰიპნოზის ფუძემდებელი, ყოველთვის ბინძურ მანიპულატორად მიმაჩნდა. აბა როგორ უნდა შეხედო კაცს, რომელიც თავის კურსელის ტრანსში შეყვანით ლაბორატორიული სამუშაოს ძნელ ნაწილს მას შეტენის, ხოლო თავად ადვილის გაკეთებას დასჯერდება. ან ადამიანს რომელიც პაციენტის დაუკითხავად იჭრება მის ყველაზე პირად განცდებში და პირდაპირ, უხეში ხელის ფათურით ცვლის მათ?! მანამდე ვფიქრობდი ასე ბატონ მილტონზე, სანამ ერთერთ მის წიგნის ეპიგრაფად წამძღვარებული ეს სიტყვები არ წავიკითხე.
მაგრამ რატომ დავიწყე საუბარი მილტონ ერიქსონზე? საქმე ისაა, რომ სწორედ ეს ფსიქოთერაპევტი და ჰიპნოტიზორი გახლავთ NLP–ს ერთე-რთი დამფუძნებელი. ყოველშემთხვევაში სწორედ მისი ცოდნისა და გამოცდილების გამოყენებით შეიქმნა ეს მიმდინარეობა ფსიქოლოგიაში. მოკლედ ვიტყვი რას წარმოადგენს NLP, ანუ что это такое и с чем это едят.
NLP ნეირო–ლინგვისტური პროგრამირება არის ფსიქოლოგიის დარგი, რომელიც შეიქმნა 1970–იან წლებში თავდაპირველად როგორც ფსიქოთერაპიის ერთ-ერთი მიმართულება, ან უფრო სწორად ინსტრუმენტი, პროგრამისტ რიჩარდ ბენდლერისა და ლინგვისტ ჯონ გრინდერის თაოსნობით, ხოლო შემდეგ ფართოდ გავრცელდა  და გახდა ადამიანის მართვის ტექნოლოგიებიდან ერთერთი ყველაზე უფრო ეფექტური და ძლიერი. მას დღესდღეისობით მანაჯმენტშიც, რეკლამირებისთვის თუ ჟურნალისტიკაში გამოიყენებენ. NLP–ს გამოყენება პრაქტიკულად ნებისმიერ დარგშია შესაძლებელი, რომელსაც კი კავშირი აქვს ადამიანებთან და მათზე ზეგავლენას ახდენს.
რიჩარდ ბენდლერი და ჯონ გრინდერი
NLP–ს ძირითადი პოსტულატები შემდეგია:
– ადამიანი ფენომენოლოგიური არსებაა, ყოველ ადამიანს თავისი აღქმის შედეგად მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი სამყარო აქვს. ანუ ჩვენი არსებობა ფაქტიურად იმით განისაზღვრება როგორ აღვიქვამთ ჩვენ საკუთარ თავს და გარემოს, გარშემომყოფებს.
– შესაბამისად ყველა ადამიანს გააჩნია გარკვეული შინაგანი სქემა (რუქა), რომლითაც ის ხელმძღვანელობს და ამ სქემის შესაბამისი აღქმითი ფილტრი, რომელშიც იგი ატარებს ამა თუ იმ მოვლენას და შესაბამისი დასკვნა გამოაქვს.
–  ადამიანების დახარისხება ხდება მოდალობების მიხედვით. მოდალობებში იგულისხმება ის გრძნობათა ორგანოებიო და აღქმითი სისტემები, რომლითაც ესა თუ ის პიროვნება აღიქვამს სამყაროს. NLP–ში გამოყოფენ სამ ძირითად მოდალობას: ვიზუალურს (მხედველობითს), აუდიურს (სმენითს) და კინესტეთიურს (ანუ შეხებითს). ადამიანებიც შესაბამის კატეგოტიებად იყოფა.
– NLP–ს თვალსაზრისით ადამიანის პრობლემა, თუ წარუმატებლობა, განპირობებულია იმით, რომ მისი აღქმის და გაანალიზების სპექტრი ძალზე შემჭიდროვებულია. ანუ ამგვარი ადამიანი მეტისმეტად სტერეოტიპულად აზროვნებს და ვერ იაზრებს რომ მოცემულ სიტუაციაში არსებობს გარდა სტერეოტიპულისა კიდევ ათასი სხვა გამოსავალი, თუ გადაჭრის ვარიანტი.
ერთი შეხედვით მშვენიერი დალაგებული თეორიაა  და ბევრ რამეში სწორიც. მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს არის კრებული მანამდე არსებული ფსიქოთერაპიული სკოლების პოსტულატებისა და ამას თავად NLP–ს ერთ-ერთი დამაარსებელი რიჩარდ ბენდლერიც აღიარებს. თავის წიგნში “მაგიის სტრუქტურა” ის ამბობს, რომ მკითხველს მხოლოდ ინსტრუმენტს აწვდის, რომელიც დაეხმარება მას (მკითხველს) ფსიქოთერაპიის უკეთ ათვისებასა და მის ეფექტურად გამოყენებაში. ალბათ ასეთივე კეთილშობილური მიზნებით ხელმძღვანელობდნენ ატომური ბომბის შემქმნელებიც. რათგან ეს მართლაც ინსტრუმენტია და მისი გამოყენება შესაძლებელია როგორც სასიკეთოდ, ასევე ბოროტი მიზნებისთვის. შესაძლოა ადამიანი სულიერი ტანჯვისგან განკურნო, მაგრამ ასევე შესაძლებელია თავიც მოაკვლევინო.
კერძოდ რა თეორიებით ხელმძღვანელობდნენ ბენდლერი და გრინდერი? ეს პირველ რიგში ზემოთხსენებული ერიქსონისეული მიდგომაა, რომელსაც აგრეთვე ახალ ჰიპნოზსაც უწოდებენ. შთაგონებითი ტექნიკები და ფრაზებით მანიპულირება სწორედ აქედან აიღეს NLP–ს მამამთავრებმა.
შემდეგ ესაა კარლ როჯერსი, ჰუმანისტური ფსიქოლოგიის დამაარსებელი, რომლისგან ფენომენოლოგიური მიდგომა იქნა ნასესხები. ასევე თეორიულ წინამორბედებად ასახელებენ ფრიც პერლზსა და ბატონ ვაცლავიკს (შესაბამისად გეშტალტ–თერაპიისა და ინტერპერსონალური ფსიქოლოგიის დამაარსებლებს).  თუმცა მათზე არ შევჩერდები, რათგან ეს ძალიან დიდ დროს წაიღებს, პოსტი კი ვგრძნობ ისედაც ძალიან დიდი გამომდის. თანაც პირველი ორი ბატონის მოღვაწეობის შედარება NLP–სთან სრულებით საკმარისია იმისათვის რომ დაგანახოთ რისი თქმასც მსურს. მაშ ასე შევადაროთ ერთისმხრივ ერიქსონი და როჯერსი, ხოლო მეორესმხრივ ბენდლერი და გრინდერი.
მინდა ვთქვა რომ საქმე პირველ რიგში მიდგომაშია, ერთი და იგივე კანონზომიერებები თუ ჭეშმარიტებები ემსახურება პირველ შემთხვევაში ერთმნიშვნელოვნად სიკეთეს, ხოლო მეორე შემთხვევაში უფრო ბოროტებას (თუმცა სასიკეთოდაც შეიძლება იყოს გამოყენებული). დავიწყებ მილტონ ერიქსონით.
ილტონ ერიქსონი
ჩვიდმეტი წლის აღალგაზრდა მილტონს პოლეომიელიტი შეეყარა და შედეგად სრულებით პარალიზებული აღმოჩნდა. ის გარემოსთან ურთიერთობას მხოლოდ თვალების საშუალებით ახერხებდა, რათგან არც ხელისა და არც ფეხის განძრევა არ შეეძლო. ერთხელ მილტონმა, რომელიც თავის ოთახში საწოლს მიჯაჭვული იწვა, შემთხვევით გაიგონა როგორ ეუბნებოდა ექიმი დედამისს “ბიჭი დილამდე ვერ იცოცხლებს”–ო.
“ბრაზმა მომიცვა..,” იხსენებდა ერიქსონი. “ხომ უნდა გეყოს არა ჭკუა რომ დედას ასეთი რამ უთხრა?! რომ მისი შვილი დილამდე ვერ გასტანს! რომ შემოვიდა ფერი არ ედო სახეზე. დედამ ალბათ იფიქრა რომ შევიშალე, რათგან დაჟინებით ვთხოვდი, რომ ფანჯარსთან მდგომი სკივრი გაეწია. დედამ მანამდე აჩოჩა სკივრი, სანამ ის იმგვარად არ დააყენა, რომ მას ამომავალი მზისთვის ხელი არ შეეშალა.” მოახლოებული სიკვდილის განცდა ყოველთვის საოცრად მოქმედებს ადამიანზე. ზოგს ზებუნებრივ ნიჭსაც კი უხსნის. ასე მოხდა ერიქსონის შემთხვევაშიც. იმ ღამეს მილტონი არ გარდაცვლილა. ის გადარჩა და დღითი დღე შეუდგა ძალების მოკრებბასა და აღდგენას. ბიჭმა, რომელიც ლაპარაკითაც კი ვერ ლაპარაკობდა დაავადების გამო, ხმის ტემბრი და ლაპარაკის მანერა თავისი პროფესიის (ჰიპნოზისა და ფსიქოთერაპიის) ერთერთ მთავარ ინსტრუმენტად აქცია.
ერიქსონი ინტიუტიურად, რაღაც მეექვსე გრძნობით ხვდებოდა პაციენტის განცდებს. ხედავდა მის პრობლემის არსს. შემდეგ კი ძალზე ფრთხილად და სათუთად ცდილობდა ამ განცდების შეცვლას. ის გარკვეულ არჩევანს უტოვებდა პაციენტს, თუმცა ძირითადი სტრატეგია მას ყოველთვის წინასწარ ჰქონდა დასახული. ის მართავდა მასთან მისულ ადამიანს, მაგრამ ამას მისთვის სასიკეთოდ აკეთებდა. ხშირად ის თავად ვარდებოდა ჰიპნოტურ ტრანსში, რათა ამგვარი მდომარეობიდან უკეთ გაეგო პაციენტისათვის.
ამგვარი ჰუმანური მიდგომა ჰქონდა კარლ როჯერსსაც. ის საკმაოდ მკაცრ გარემოში გაიზარდა და იცოდა თვითმყოფადობისა და შინაგანი პიროვნული თავისუფლების ფასი. მისი მოსაზრებით, თუ კი ფსიქოლოგი თავის პაციენტს (კლიენტს, როგორც მას როჯერსი უწოდებდა) სათანადო პირობწებს შეუქმნის, ასეთ შემთხვევაში პაციენტი გამოჯანმრთელდება. გაუადვილდება საკუთარი თავის და გარშემომყოფების მიღებაც. მაშ როგორია ეს გარემო? პირველ რიგში ესაა თანაგრძნობა, რომელსაც ფსიქოთერაპევტი იჩენს პახციენტისადმი, შემდეგ უპირობო მიღება, რაოდენ ცუდი თვისებების მატარებელიც არ უნდა იყოს პიროვნება და ბოლოს გულწრფელი ურთიერთობა, როდესაც ფსიქოთერაპევტი პირდაპირდა გულწრფელად გამოხატავს იმას რასაც გრძნობს პაციენტთან ურთიერთობის პროცესში. ზედმეტია იმის თქმა, რომ ამგვარი მიდგომა მხოლოდ სიკეთის მომტანია ადამიანებისათვის, რათგან შეუძლებელია იყო ბოროტი თუ სამივე პირობას ასრულებ. ამგვარ მიდგომას ძალდატანებით ვერ განახორციელებ და ალბათ ვერც ისწავლი, თუ კი ძირფესვიანად არ გამმოიცვალე, ასეთ ადამიანად ალბათ უნდა დაიბადო ან შემდეგ განვითარდე.
კარლ როჯერსი
იმედია გაგაგებინეთ სათქმელი: როგორიც არ უნდა იყოს მიდგომა დირექტიული თუ არადირექტიული, მნიშვნელობა მაინც იმას აქვს თუ რისკენაა მიმართული მოქმედება.
ახლა კი მივუბრუნდეთ NLP–ს და შევხედოთ თუ რა დამოკიდებულება აქვს მას ადამიანისადმი.  თავად სიტყვა “პროგრამირება” უკვე ხელოვნურია. გამოდის ადამიანი არის გარკვეული მანქანა, რობოტი რომელიც შეგიძლია დააპროგრამო, შესაბამისი ბრძანებები ჩადო მასში. NLP–ს მიმდევარი ფსიქოთერაპევტი, იმის მაგივრად რომ დაამყაროს გულითადი კონტაქტი პაციენტთან უნდა იყოს კონცენტრირებყული იმაზე, თუ რომელ მოდალობაში მოქმედებს ეს კონკრეტული პიროვნერბა, უნდა აკონტროლოს თვითოეული თავისი სიტყვა იმგვარად რომ ეს პაციენტის მოდალობას დაემთხვეს და ე.წ. რაპორტი დამყარდეს (მდგომარეობა, როდესაც ექიმი და პაციენტი ინტუიტიურად უგებენ ერთმანეთს). ის რასაც როჯერსი და ერიქსონი ბუნებრივად აღწევდნენ NLP–ში გაშიფრული სახითაა მოწოდებული. თითქოს კარგია, მაგრამ ამავე დროს დამღუპველიცაა. რათგან ვის ხელში ჩავარდება ეს იარაღი, რომლითაც ძალზე მშვიდად შეიძლება მართო ადამიანი, არავინ იცის. არადა NLP–ს წიგნებით გადაჭედილია ბაზარი.
ჩემი აზრით ნეირო–ლინგვისტური პროგრამირების პოპულარობა დაკავშირებულია ჩვენი ეპოქის ტექნოკრატიზაციასთან. ყველაფერი მექანიკური გახდა ჩვენთვის, რამაც გამოიწვია სწორედ ის უამრავი სულიერი კრიზისი რომელიც არის დღეს. რათქმაუნდა ტექნოლოგიზაცია გავრცელდა ადამიანზეც. ახლა უკვე ადამიანის დაპროგრამებაცაა შესაძლებელი. მისი იმგვარად გადაწყობა როგორც მოგვესურვება.
როდესაც ამ პოსტისთვის სურათებს ვეძებდი წავაწყდი რიჩარდ ბენდლერის სარეკლამო ტექსტს, რომელიც თავისივე შემუშავებულ სარელაქსაციო ხმოვან პროგრამას “MindSpa”–ს არეკლამებს:
“35 წელი მივუძღვენი იმას, რომ ადამიანის ტვინი მოსახმარად უფრო ადვილი გამეხადა. ვფიქრობ MindSpa მნიშვნელოვანი ახალი ინსტრუმენტია, რომელიც კარს გვიღებს უკეთესი ხარისხის ცხოვრებისაკენ.
მე ვიყენებ MindSpa–ს ჩემ თავზე… ვიყენებ მას ჩემს კლიენტებზე. შედეგები გამაოგნებელია! უკეთესი სწავლა, ძილი, აზროვნება… ჩამონათვალი შეგვიძლია უსასრულობამდე გავაგრძელოთ. მე განვიზრახე გამოვიყენო ეს ხელსაწყო მეტი შესაძლებლობის, ბედნიერებისა და თავისუფლების შესაქმნელად. “
აი ასეთია რიჩარდ ბენდლერის დაპროგრამებული ბედნიერება.


წყარო: 
DrJohnes' Existential Corner
Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий