четверг, 29 августа 2013 г.

ეკონომიკა და მოსახლეობა: სიმჭიდროვე ეფექტს ყოველთვის არ იძლევა


გამოცემა „Journal of Regional Science" გამოქვეყნდა კვლევა, რომელიც აჩვენებს, რომ ქალაქი მოსახლეობის მაღალი სიმჭიდროვით ეკონომიკურად ყველაზე ეფექტურია.

გასაგებია, რომ მოსახლეობის სიმჭიდროვე მნიშვნელოვან როლს თამაშობს ეკონომიკურ ზრდაში: ადამიანები და ფირმები უფრო ახლოსაა ერთმანეთთან, რაც აიოლებს ინფორმაციის გაცვლას, ახალი ტექნოლოგიის გამოგონებასა და ბიზნესის გახსნას.
მაგრამ აქამდე არ სფეროში კონკრეტული გაანგარიშება არ ჩატარებულა. მეცნიერებმა ამ ხარვეზის აღმოფხვრა გადაწყვიტეს და დეტალური სტატისტიკური მოდელის საფუძველზე შეაფასეს კავშირი მოსახლეობის სიმჭიდროვესა და ეკონომიკურ განვითარებას შორის. მოდელში ჩართულ იქნა მეტროსთან მდებარე 350-ზე მეტი რეგიონი.
შედეგად აღმოჩენილ იქნა შემდეგი ფაქტები: მოსახლეობის სიმჭიდროვის გაორმაგება ზრდის შრომის ნაყოფიერებას საშუალოდ 2-4%-ით; მოსახლეობის სიმჭიდროვე მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქალაქში, სადაც პროფესიონალიზმის დონე და ადამიანური კაპიტალის სხვა მახასიათებლები უფრო მაღალია (სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მჭიდროდ დასახლებულ „ჯურღმულებში" ზრდა არ აღინიშნება). კერძოდ, მეტროსთან მდებარე ისეთ რაიონებში, სადაც მოსახლეობის უმრავლესობის ადამიანური კაპიტალის დონე საშუალოზე დაბალია, შრომის ნაყოფიერების ზრდა არ აღინიშნება. მაგრამ იმ რაიონებში, სადაც ადამიანური კაპიტალის დონე საშუალოზე მაღალია, ადგილი აქვს შრომის ნაყოფიერების გაორმაგებას.
გარდა ამისა, მოსახლეობის სიმჭიდროვის გავლენა განსაკუთრებით შესამჩნევია იმ დარგებში, რომლებიც მოითხოვს ცოდნისა და შემოქმედების მაღალ დონეს. ავტორებმა აღმოაჩინეს ნათელი დასტური იმისა, რომ მაღალი სიმჭიდროვე განსაკუთრებით სასარგებლოა საინფორმაციო მომსახურების ბაზრის, ფინანსური დარგისა და ისეთი დარგების განსავითარებლად, სადაც ინფორმაციისა და იდეების გაცვლა საწარმოო პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია.
ამრიგად, გაანგარიშებამ დაამტკიცა მსხვილი ქალაქის მაღალი ეფექტურობა. ურბანიზაციის, ანუ სოფლის მოსახლეობის ქალაქში გადასახლების, გლობალური ტენდენცია მეცნიერთა დასკვნებს ადასტურებს და მოითხოვს ქალაქის ინფრასტრუქტურის სრულყოფასა და მოსახლეობის განათლების გაუმჯობესებას, რაც, საბოლოო ჯამში, იძლევა მეგაპოლისის პოტენციალის მაქსიმალური რეალიზების საშუალებას.
Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий