четверг, 29 августа 2013 г.

ახალი აღთქმა


 www.georgianweb.com -ს მკითხველთა თხოვნით განხორციელდა კიდევ ერთი ახალი პროექტი ქართულ ენაზე - “ახალი აღთქმაჲ უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი“, რომელიც ამჯერად უნიკოდის (UTF-8) კოდირებით არის მოცემული.
 ბესიკ სისაურის მიერ დამზადებული ეს HTML ტექსტი საშუალებას იძლევა წაიკითხოთ და გაეცნოთ ახალი აღთქმის 27 წიგნს "Sylfaen"-ის ფონტში, რომელიც ასევე წარმოადგენს Windows XP-ს ნაწილს.
 ნაშრომი დაყრდნობილია (მცირეოდენი ცვლილებებით) ელექტრონულ ტექსტების ცენტრის გამოცემაზე, რომელიც წარმოდგენელი არის "Geo_Times" სტანდარტულ ფონტის კოდირებაში. ამ კოდირების გამო სამწუხაროდ მკითხველთა უმრავლესობა ვერ ახერხებდა ამ ვებ გვერდის ქართულად წაკითხვას, რისგამოც გადაწყდა მისი უნიკოდის კოდირებაში გამოცემა.
 წინამდებარე ვერსიისგან განსხვავებით აქ მოცემული ნაშრომი დაყოფილია არა თავების, არამედ მთლიანი წიგნების დასახელების მიხედვით; რამოდენიმე ეპისტოლენი კი გაერთიანებულია და მოცემულია ერთ ვებ გვერდზე.
 გადმოწერეთ ასევე PDF ფორმატში გამზადებული ახალი აღთქმა 
 PDF ფორმატში დამზადებული მასალა იკითხება Adobe Reader -ის მიერ, რომელიც უფასოდ ვრცელდება ინტერნეტში.PDF ფორმატში მოცემული მასალა წარმოდგენილია Geo_Times -ის ფონტში, რამეთუ Sylfaen-ის ფონტი დოკუმენტში სიტყვათა ძიების დროს პრობლემატიკას იწვევს.
 ამ წიგნის “ახალი აღთქმაჲ უფლისა ჩვენის ისეო ქრისტესი-ს" ვერსია გამოცემულია 1963 წელს საკათალიკო საბჭოს მიერ.
P.S. - გთხოვთ დაეხმაროთ ელექტრონულ ტექსტების ცენტრს მატერიალურად, რათა მათ კიდევ განახორციელონ სხვა მრავალი ტექსტური პროექტები.









Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий